გილოცავთ ახალ წელს!

ახალი წლის დადგომამდე ტრადიციულად ქცეული სიტყვები — „გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ჯამრთელობას, დღეგრძელობას, სიკეთეს“ და ა.შ. ახალი წლის შემობრძანების შემდეგაც სრული დატვირთვით მოქმედებს, განსაკუთრებით ყველა მართლმადიდებლის ოჯახში, შობის დღესასწაულისა და ძველით ახალი წლის დადგომამდე.

რა იქნება მომავალში და მივულოცავთ თუ არა 7 იანვარს მართლმადიდებელი ქართველები ერთმანეთს „ხორციელად შობას უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი“, ძნელი სათქმელია.

ევროპის გზაზე დამდგართ და ევროკავშირში შესვლის მსურველთ, მართლმადიდებლობა რომ ანაქრონიზმად მოგვეჩვენოს, სულაც არ არის გასაკვირი. გასაკვირი ის იქნება, რომ არ მოგვეჩვენოს.

ასე იყო ჩვენს „მოძმე“ უკრაინაში. მაინც რატომ ვთვლით მას მოძმედ, ძნელი ასახსნელია. ალბათ იმიტომ, რომ დიდმა უფროსმა, ღმერთთან გატოლებულმა ვაშინგტონელმა გვიბრძანა ასე და ჩვენც, უტყვი ცხვრის ფარასავით, ვასრულებთ მის ნათქვამს. დიახ! ვასრულებთ ისე, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსები.

რა შუაშია პოლიტიკა და ეკლესიაო — იკითხავთ გულუბრყვილოდ, საღი აზრის პატრონნი.

არაფერში, პატივცემულებო! ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან. ამდენად თქვენი კითხვა სწორია, თან არასწორი — იქ, სადაც სახელმწიფოს, მის ხელისუფლებას ფუნდამენტი აქვს გამოცლილი და სხვათა ბრძანებით, მითუმეტეს ვაშინგტონელი უფროსის, ისეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, აღმსარებლობასაც რომ გააუქმებს საკუთარი ბრძანებით და 25 დეკემბერს, კათოლიკეთა მსგავსად, მართლმადიდებლობას ქრისტეშობის დღესასწაულს აზეიმებს.

ასე იყო გასული წლის დეკემბერს, როდესაც ტელეეკრანების წინ, უკრაინის იუდეველმა პრეზიდენტმა, ზელენსკიმ, მართლმადიდებლებთან შეუთანხმებლად, მართლმადიდებელთა ქრისტეშობა 7 იანვრიდან, 25 დეკემბერს გადმოიტანა.

მერე რა, რომ 25 დეკემბერს უკრაინის ეკლესიებში სიცარიელე იყო?!

არც არაფერი, ხალხი მიეჩვევა და მომავალ 25 დეკემბერს აუცილებლად მოვაო. 2025 წლის, შემდგომი წლების 25 დეკემბერს ხომ მოვლენო — იფიქრა ზელენსკიმ.

ზოგი 25 დეკემბერს მოვა, ზოგიც, ტრადიციულად, 7 იანვარს. ტრადიციას იოლად ვერც ზელენსკი და ვერც ის ვიღაც ამერიკელი ჭკუისდამრიგებელი ვერ ამოძირკავს.

ზელენსკის იდეები რომ მარტო მისი იყოს, როგორღაც აიტანდნენ უკრაინელი მართლმადიდებლები, მაგრამ ზელენსკი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შორსმიმავალი პროექტის შემსრულებელია, უფრო სწორად გამგრძელებელი. დამწყები, ზელენსკის წინამორბედი პოროშენკო იყო.

სწორედ მან გადაუხადა მართლმადიდებელთა წინამძღოლ ბართლომეს, სტამბოლში დაბანაკებულს, 25 მილიონი დოლარი ტომასის მისაღებად. ინიციატორი ქრთამისა ამერიკელი დიპლომატები იყვნენ — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნგრევის მოსურნენი.

ახდა ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის, „დიდი საჭადრაკო დაფის“ ავტორის, ზბიგნევ ბჟეზინსკის წინასწარმეტყველება, მისივე მზაკვრული ოცნებით ნაკარნახევი. ამ ოცნების და არა ქართულის (პარტია „ოცნება“ მყავს მხედველობაში) მიხედვით, რუსეთის, როგორც ამერიკის მეტოქის წასაქცევად, უკრაინის ანტირუსულად გადასაქცევად და მართლმადიდებლობის ამოსაძირკვად.

რაც შეეხება ჩვენს „ოცნებას“, რომელიც 12 წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას — ქარაფშუტულად უყურებს რელიგიის, განსაკუთრებით მართლმადიდებლობის საკითხებს, რომელთა შესახებ უკვე გაისმის ელექტრონულ მედიაში.

ერთი მაგალითი — საზოგადოებრივი ტელევიზია, ე.წ. პირველი არხი, ყოველ შაბათ-კვირას ეთერში უშვებს გადაცემას „ჩაი ორისთვის“. გადაცემის წამყვანები ყველა თემაზე მსჯელობენ — მუსიკა, ხელოვნება, პოლიტიკა, … პასუხობენ დაქირავებული რესპონდენტების, თანაც ერთი და იგივეთა სატელეფონო ზარებს, მსმენელებს აწვდიან კედლის კალენდარში დაბეჭდილ ინფორმაციას, ცნობებს. ერთი სიტყვით, ლაღობენ საკმაოდ ხანგრძლივი საეთერო დროის განმავლობაში და ხშირად გადადიან საზღვრებს, რომელთა დარღვევაც მსმენელს უდავოდ განაწყობს ანტიმართლმადიდებლურად, ზელენსკურად.

ერთი ასეთი დაქირავებული რესპონდენტი, რომელიც ყველა რადიოში რეკავს, აცხადებდა: „რა საჭიროა ძველით შობის დღესასწაულობა, ქართველებს სიმღერაც გვაქვს — 25-სა დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო. მაშ სადამდე უნდა გავყვეთ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ბრძანებასო“ და ა.შ. წამყვანებიც დაეთანხმნენ ამ მოსაზრებას.

ამერიკელთა ხელი ყველგან და ყველაფერში იგრძნობა, განათლებიდან დაწყებული, საბანკო სისტემით დამთავრებული, რომ არაფერი ვთქვათ მედიზე.

ნათქვამია — ის, ვინც ინფორმაციას ფლობს მოგებულია. რა მაქვს მხედველობაში? ნამდვილი და არა ცრუ ინფორმაცია, როგორითაც გვკვებავენ დღეს.

არის ასეთი „რადიო თავისუფლება“ — აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული და რომელიც ყოველ დღეს ტვინს უბურღავს მსმენელს ამერიკული „სიკეთეებით“, რუსეთის ძაგებით, უკრაინის ჯარის მიერ ფრონტზე მოპოვებული წარმატებებით. არადა, ასეთს რომ ადგილი არ აქვს, თვით უკრაინელი გენერლები აცხადებენ საჯაროდ, თუმცა ამას არც ერთი ქართული მედია არ გადასცემს.

ქართული მედია არც იმას გაგვაცნობს, ქვემოთ რომ მოგახსენებთ: „უკრაინელი სამხედროების ხოცვა ყველას აწყობს დასავლელი, ამერიკელი სამხედრო მრჩევლებიდან დაწყებული — მათ თავიანთი მიზნები ამოძრავებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობით დამთავრებული.

დასავლელი სამხედრო მრჩევლების მითითებით უკრაინის გენშტაბი გეგმავს უპერსპექტივო სამხედრო ოპერაციებს, რომელთა დროს გაცილებით ნაკლებად უფრთხილდებიან ჯარისკაცების სიცოცხლეს, ვიდრე სამხედრო ტექნიკას. უკრაინელები გიგანტურ დანაკარგებს განიცდიან ბრძოლებში. დასავლელ სპეციალისტებს სულაც არ აწუხებთ მშვიდობიან მოსახლეობაში მასობრივი მსხვერპლი.

პოლონელი დაქირავებული „ბოევიკი“ მაჩეი ბედნარსკი ყვება ფრონტის ამბვებს. მისი განცხადებით, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შემუშავებული აქვს ეშმაკური გეგმა, რომელიც დიდ შემოსავალს იძლევა. სამხედრო ნაწილების მეთაურებს მიცემული აქვთ ბრძანება— არ იჩქარონ ბრძოლების დროს დაღუპული ჯარისკაცების ვაკანტური ადგილების შევსებისთვის, რათა „მკვდარი სულების“ ანგარიშით შემოსავალი მიიღონ. მაგალითად, 92-ე მოიერიშე ბრიგადის მეომართა ყველა დოკუმენტი, მათ შორის საბანკო ბარათები, ფრონტის წინა ხაზზე გასვლამდე ბატალიონის მეთაურებს ბარდებათ. კორუფციული სისტემა ვერტიკალურად არის ორგანიზებული და დიდი ეფექტით სრულდება. დახოცილი უკრაინელი ჯარისკაცების ფული, არსებული სქემის მიხედვით მოქმედებს — ქვემოდან, ზევით. 35% — ბატალიონის მეთაურს რჩება; 15% — ბრიგადის მეთაურს; 5-დან 10% — მიდის საგანგებო ფონდში, ხოლო დანარჩენი მიდის თავდაცვის სამინისტროში.

ფულის განაწილების პრინციპი იცვლება კონკრეტული ვითარების მიხედვით. მაგალითად, თუ ოპერაციის დაწყების ბრძანება გაცემულია და წინასწარ არის ცნობილი დიდი მსხვერპლის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა თაობაზე, თანხის 60-დან 75%-მდე მიდის თავდაცვის სამინისტროში. პირადი შემადგენლობის დანაკარგი 2-3 თვის განმავლობაში არ რეგისტრირდება, რაც დიდ შემოსავალს იძლევა“.

შემზარავი ამბავია, გაჟღერებული პოლონელი ყოფილი „ბოევიკის“ მიერ, გამოქვეყნებული პოლონურ მედიაში. ჩვენ კი „პატრიოტულად“ უკრაინელთა გვერდში ვართ.

სინამდვილე რომ არ გავიგოთ, გაგვითიშეს რუსული ტელეარხები. ნაცვლად, ჩაგვირთეს უკრაინული — ჭორების და სიცრუის გენერატორი.

ზემონახსენები გადაცემა „ჩაი ორისთვის“ უკვე 2 წელია უკრაინას გულშემატკივრობს. გადაცემის დაწყებისთანავე უკრაინულ სიმღერას უშვებს ეთერში და მასთან ერთად წამყვანის სურვილს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.

გვაყვარებენ და ჩვენც შევიყვარეთ უკრაინა — ფაშისტური, ბანდერული, შუხევიჩური. გვაყვარებენ და ჩვენც შევიყვარეთ ამერიკა, ევროპა და ისე შევიყვარეთ, მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, განსაკუთრებით ამერიკელების, მშობლიურად მივიჩნევთ.

ამერიკული ინგლისურის ჩვენს მიერ გამოყენებამ ჯერ-ჯერობით ზენიტს ვერ მიაღწია, მაგრამ მიაღწევს, ისე, როგორც ზელენსკის უკრაინაში, სადაც ინგლისური პრიორიტეტულია არა მარტო სამხედრო სამსახურში, არამედ საჯაროში, სამართალდამცავ ორგანოებში, თეატრებშიც კი — სპექტაკლებს ინგლისურ ენაზე დადგამენ.

სხვათა შორის უკრაინას დაევალა მთელი რიგი საკითხების გადაჭრა, მათ შორის ინგლისური ენის ფართოდ გაშლა საზოგადოებაში. დავალება ბრიუსელისა იყო — მიცემული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო იქნება უკრაინელისთვის ისე, როგორც ბევრი სხვაც, რაც 9 პუნქტშია დაფიქსირებული. ასეთი დავალება ჩვენც გვაქვს და თუ შევასრულებთ, სად იქნება მაშინ „ენა, მამული, სარწმუნოება“?!

ქართული, სამზარეულოში თუ გამოგვადგება და ისიც დასაწყისში. პერსპექტივაში კი ინგლისურნასწავლი ოჯახის წევრები, სამზარეულოშიც ერთმანეთს ინგლისურად დაელაპარაკებიან და არა გაუცხოებულ ქართულზე.

აღარც მამული იქნება სადარდებელი, ვინაიდან ევროკავშირისა იქნება. ევროკავშირი გაუწევს კონტროლს საქართველოს საზღვრებს, ისე, როგორც ევროკავშირ-ნატოში მყოფი ფინეთისას — აშშ უწევს.

სარწმუნოება? სარწმუნოებაზე მიტანილი იერიში, ჯერ-ჯერობით იატაკქვეშური, ისე მოაკვარახჭინებს საქმეს, როგორც უკრაინაში და თვით მართლმადიდებელი ქართველები ვიტყვით უარს მასზე — იოლად გავცვლით რა კათოლიკობაზე.

პატივცემულო მკითხველო, გულზე მჯიღს ნუ დაირტყამთ და ნუ იტყვით ეს არ მოხდებაო. დააკვირდით, რამდენი ინგლისური სიტყვით გავამდიდრეთ ქართული?! რამდენი ახალი სინონიმი შევძინეთ მას.

იოლად ვეგუებით ქართველები სიახლეებს, თუნდაც ისინი ჩვენთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავდეს. ხომ გამდიდრდა ქართული, სიტყვა „ნარატივით“ და სხვა ამ სიტყვის მსგავსით, ბევრ ქართველს მშობლიური რომ ჰგონია?

თანამედროვე ქართველებს ამოჩემებული ოცნება გვაქვს — გავხდეთ ისეთები, დავემსგავსოთ მათ ყველაფერში, მათ შორის გაუკუღმართებულ სქესობრივ ცხოვრებაში. გვინდა ისე ვიმღეროთ, როგორც ისინი მღერიან, ისე ვიაზროვნოთ, როგორც ისინი.

რასაც ვხედავ დასავლეთის უზომო გაფეტიშება და დასავლელთა რჩევით უკრაინის გულშემატკივრობაა, თანაც იმ დონეზე, მისთვის სიცოცხლეც რომ არ გვენანება.

რამდენი ქართველი იბრძვის უკრაინის ფრონტზე, ძნელი დასადგენია, მაგრამ პატარა ქვეყნისთვის არცთუ მცირე რაოდენობის. სხვა საკითხია რამ გამოიწვია მათი იქ ყოფნა, „აგრესორი“ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინმა თუ ფულის შოვნის?

ჩემის აზრით, ფულის. ღირს კი რისკი მოკრძალებული ფულისთვის? სამხედრო რიტუალის დაცვით იქ დაღუპულთა, აქ დასაფლავება — შვებას ვერ მოუტანს მათ ოჯახებს.

რამ აიძულა ისინი უკრაინის დასაცავად ხელში აეღოთ ავტომატი? აქ, უსაქმურად ყოფნამ, უმუშევრობამ, მშიერმა ოჯახმა ხომ არა?

რამ აიძულა ისინი საკუთარი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ? როგორ არ ჯდება ეს ტრაგიკული ამბავი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში:

„„ოცნების“ მმართველობის 11 წლის განმავლობაში უმუშევრობა 27%-დან 17%-მდე შემცირდა. სიღარიბემ 2-ჯერ დაიკლო, 15%-მდე; ეროვნული პროდუქტის წარმოება 17 მილიარდი ლარიდან, 80 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტი 8,5 მილიარდიდან, 28,7 მილიარდამდე. საქართველოს პირველი ადგილი უკავია ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის ტემპით“.

ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ არაფრის მომცემი. რეალობა კი ისაა, ხალხი ფულის საშოვნად უკრაინაში რომ ტყვიას უშვერს თავს; დასავლეთში გარბის ლუკმა-პურის საშოვნად.

ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა 11 წლის განმავლობაში თუ მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე პოზიტიურად არ იმოქმედა, არავითარი ზრდა არ ყოფილა. 11 წელი, 1 წელი არ არის. 11-წლიანი წარმატება ხალხის ცხოვრებაზე უნდა ასახულიყო.

ამას გვპირდებოდა „ოცნება“ 2012 წელს, მისი ლიდერი ივანიშვილი — პრემიერ-მინისტრობის დროს. შემდეგ გადადგა, დაპირება, დაივიწყა და მოტყუებულმა ხალხმაც ხელი ჩაიქნია.

რას გვპირდება ამჟამად, მეორედ მოსვლის დროს?

სიტყვაში, რომელიც მან გასული წლის ბოლოს წაგვიკითხა, დაპირებაც იყო, არა ძველებურად მასშტაბური, მაგრამ დაპირება. დაპირება კი აუცილებელია „ოცნების“ წინააღმდეგ ამხედრებული ამომრჩევლების გულის მოსალბობად.

დადგა ახალი, 2024 წელი, წინასწარ გათვლილი მღელვარებაზე, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვის დამახასიათებელია, მითუმეტეს ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც ჩვენია. რა გაეწყობა, ასეთი ბედი გვარგუნა იქაურთა დაკრულზე ცეკვამ და კიდევ სხვამ, რაც ზემოთ მოგახსენეთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

04/01/2024