ამ აზროვნების ადამიანებთან ვაპირებთ ცხოვრებას?!

ძლიერი ადამიანები, ქმნიან ნორმალურ ვითარებას. ნორმალური ვითარება, ქმნის სუსტ ადამიანებს. სუსტი ადამიანები, ქმნიან ცუდ ვითარებას. ეს მარტივი ცხოვრებისეული ფილოსოფია მჭიდროდ უკავშირდება, როგორც ჩვენს, ისე სხვათა ისტორიას.

30 წლის წინანდელი ნორმალური ვითარება, რომელიც მაშინ არანორმალურად გვეჩვენებოდა, დღეს სანატრელია.

დღეს, ე.წ. დამოუკიდებლობის, თავისუფლების, სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების დაცვის ჟამს.

მაშინ, არვინ ყვიროდა ამაზე, ზოგიერთთა გამოკლებით,  სხვაგვარად მოაზროვნეებად შერაცხულების, ვინაიდან მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას დიდი დისკომფორტი არ ჰქონია. ის, ცხოვრობდა, შრომობდა, აშენებდა სოციალისტურ აწმყოს და კომუნისტურ (კომუნიზმის) მომავალს.

ის, მეტნაკლებად ხელისუფლებაზე, მის სამართლიანობაზე იყო ორიენტირებული. მეტნაკლებად სჯეროდა მისი, განსაკუთრებით საბჭოური სოციალიზმ—კომუნიზმისთვის წყლის შეყენებამდე.

წყალი კი მას თვით კომუნისტებმა შეუყენეს 1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ. თუ რატომ, რამ გამოიწვია კომუნისტების ლიდერების ასეთი გადაწყვეტილება, დღესაც ისტორიკოსების დიდი განსჯის საგანია და რით დასრულდება დავა არვინ იცის.

რუსეთის მოსახლეობა, მკაცრი წესრიგის — სამართლიანობისა და ჰუმანურობის მსურველი, გამდიდრებულ ბობოლათა შემხედვარე, ვეღარ ითმენს, აღარ ელოდება მეცნიერთა ვერდიქტს და ბიუსტებს, ძეგლებს უდგამს ბელადს, რომელმაც გაპარტახებული რუსეთი, საბჭოთა კავშირი ფეხზე დააყენა. ააღორძინა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, … დაიცვა დიდი ქვეყანა გერმანულ-ევროპული ფაშიზმისგან, ნამგალ-უროიანი წითელი დროშა აღმართა ფაშისტური გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, რეიხსტაგის თავზე.

1945 წლის მაისიდან დაწყებული, გასული საუკუნის 60-იანი წლების ჩათვლით, საბჭოთა კავშირის საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა და განმტკიცდა.

ომში გამარჯვებამ მას დიდი სახელი, აღიარება მოუტანა. აღიარება, როგორც სუპერ-სახელმწიფოს, მშრომელი ხალხის დამცველის, სამართლიანობის, ევროპული კოლონიალიზმისგან შორს მყოფის.

საბჭოური ცხოვრების მიმდევართა შორის არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები აღმოჩდნენ, არამედ აღმოსავლეთის, ჩინეთის, ჩრდილო კორეის, ვიეტნამის, ინდონეზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების სახით.

მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს ერთი ქვეყნის ირგვლივ, იდეოლოგიურ საფუძველზე შეკრებილი სხვადასხვა აღმსარებლობის, კულტურის, წეს-ჩვეულებების, ისტორიის მატარებელი ხალხები, ქვეყნები.

დაიჩრდილა სხარტი გამონათქვამი — ბრიტანეთის იმპერიაში მზე არასდროს ჩადის. და დაიჩრდილა არა მარტო სიდიდით, არამედ იდეოლოგიური თვალსაზრისით — ახალი კავშირის კოლონიალიზმთან შეუთავსებლობით.

სოციალიზმის ძლიერმა ტალღამ ახალი ფორმაციის, აზროვნების ადამიანები, ლიდერები გააჩინა — ძლიერი ადამიანები, რომლებმაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კარგი ვითარება შექმნეს. მათ შორის გამოვყოფდი ჩინეთის კომპარტიისა და ქვეყნის მეთაურს მაო ძედუნს, რომლის იუბილე აღინიშნა დეკემბრის 26-27 — მაო ძედუნის დაბადების 130 წლისთავი.

საზეიმო სამეცნიერო-კვლევით კონფერენციაზე მოხსენებით გამოსულმა ჩინეთის დღევანდელმა თავმჯდომარე სი ძინპინმა მაღალი შეფასება მისცა მაო ძედუნის მოღვაწეობას და თქვა, რომ მაოს იდეები მანათობელი ვარსკვლავია ჩინელი ხალხისთვის.

მაო ძედუნთან დაკავშირებით ჩინელთა დამოკიდებულება განსხვავებულია. ბევრი მიიჩნევს, რომ მაომ შეცდომები დაუშვა კულტურული რევოლუციის ჩატარების სახით, რომელსაც თან ახლდა რეპრესიები, თითქმის ყველა დონეზე, განსაკუთრებით პარტიაში. მაგრამ პარტიამ, საზოგადოებამ სიღრმისეულად შეისწავლა და გააანალიზა ბელადის მოღვაწეობა და მივიდა დასკვნამდე — მაოს მოღვაწეობის 70% იყო დადებითი, 30% — უარყოფითი. ეს ითქვა კარგა ხნის წინათ და ითქვა ხმამაღლა, კატეგორიულად, თან ისე, რომ შემდგომ კამათს, მსჯელობას, მითქმა-მოთქმას, აზრის გამოთქმას წერტილი დასმოდა.

მას შემდეგ მაოს კრიტიკა არვის გაუგია, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენ, ყოფილი საბჭოელები, დღევანდელი რუსეთის მოქალაქეები, განსაკუთრებით იქ ხელისუფლებაში მყოფნი. ამ უკანასკნელთა დამოკიდებულება, ხალხისგან განსხვავებით, არაცალსახაა. და არაცალსახაა, ვინაიდან ცალსახაა ქვეყნის პირველი პირის სტალინისადმი დამოკიდებულება, რომელმაც ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში სტალინს ტირანი შეარქვა.

მას, რომ სტალინი დადებითად მოეხსენიებინა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც არაცალსახა დამოკიდებულებას, ცალსახაზე გაცვლიდა, ცხადია დადებითობისკენ.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხალხმა აღარ დაუცადა პოლიტიკოსების, ისტორიკოსების დასკვნას და სტალინის სახელი წინა პლანზე წამოსწია, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

რუსეთში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის თითქმის 70% სტალინის მოღვაწეობას დადებითად აფასებს. მას, პეტრე დიდთან და ეკატერინე მეორესთან ერთად რუსეთის ისტორიაში უდიდეს მმართველად მოიხსენიებენ.

21 დეკემბერს, სტალინის დაბადების 145-ე წლისთავზე, საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანმა ყვავილებით შეამკო კრემლის კედელთან არსებული მისი საფლავი.

სტალინისადმი დამოკიდებულება საქართველოში დაახლოებით ისეთია, როგორც რუსეთში ან უარესი, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან 30-წლიანმა გამუდმებულმა ანტისაბჭოურმა პროპაგანდამ მყრალი ნაყოფი გამოიღო.

ადრე დავწერე და კვლავ გავიხსენებ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებას — ვაპირებთ საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრას, რათა ავუხსნათ სტალინის ნეგატიური როლის თაობაზე საქართველოს ისტორიაში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე — აქვს თუ არა მის არასამთავრობოს შესაბამისი დაფინანსება, მან უპასუხა — ამაზე დასავლელი პარტნიორები ზრუნავენ.

საზოგადოებას აძულებენ საბჭოთა კავშირს, საბჭოურ ცხოვრებას და აქედან გამომდინარე ხალხს ეუბნებიან, რომ ნოსტალგია, წარსულის უვიცობით, წარსულის არცოდნით არის გამოწვეული — ცხოვრებით, რომლის დროსაც აციმბირებდნენ უდანაშაულო ადამიანებს, ხვრეტდნენ, გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებდნენო.

არადა, ცნობილი ფაქტია, რომ რეპრესირებულთა რაოდენობა გაცილებით ჩამოუვარდება გაჟღერებულ ციფრებს. 1939 წელს გულაგში იყო 1317195 პატიმარი, აქედან პოლიტპატიმარი — 494432. 1937-39 წლებში წითელი არმიიდან 40000 მეთაური წავიდა, დარჩენილი 32000-დან 8000 დააპატიმრეს. 1941 წლის 1 იანვრიდან ჯარში აღადგინეს 13000.

მიზანი პროპაგანდისა არა მარტო საბჭოთა კავშირის და მისი ბელადის, სტალინის შეძულებაა, არამედ სოციალიზმის, საბჭოთა კავშირის მემკვიდრის რუსეთის. დასავლურმა პროპაგანდამ არა მარტო კომპარტიაში შეაღწია, არამედ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. დასავლურმა ძალისხმევამ გაჭრა — საბჭოთა კავშირის კპ ცკ-ს გენერალური მდივნის და პრეზიდენტის გორბაჩოვის და რუსეთის პირველი პრეზიდენტის ელცინის გადაბირების სახით.

ორივე მათგანმა ის ტოტი მოჭრეს, რომელზეც საბჭოელები ისხდნენ. მხოლოდ პუტინის ხელისუფლებაში მისვლამ გადაარჩინა რუსეთი დანგრევას, ისეთს, როგორსაც დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ამერიკელი ბჟეზინსკი ვარაუდობდა.

სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დაქუცმაცებასთან დაკავშირებით ჰიტლერი ამბობდა — რუსეთი ისეთი ტორტია, რომელიც ნაწილებად უნდა დაჭრა და ჭამოო.

ბჟეზინსკიც 5 ნაწილად გეგმავდა რუსეთის დაჭრას, ვინაიდან დაჭრილი, იოლი სამართავი იქნებოდა. ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი უკრაინის რუსეთისგან ჩამოშორება იყო, რის შესახებაც მეცნიერ-პოლიტიკოსმა დაწერა კიდევაც თავის წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“.

პუტინის გაპრეზიდენტებამ დასავლელთა გეგმები ჩაშალა, რამაც კოლექტიური დასავლეთი რუსეთისა და პირადად პუტინისადმი მტრულად განაწყო — შესაბამისი ბარიერების შექმნით, ეკონომიკური სანქციების დაწესებით, უკვე 18000-ზე მეტის, უკრაინაში აღორძინებული ფაშიზმის ხელის შეწყობით, მისთვის იარაღის მიწოდებით და სხვა.

იკითხავთ — რამდენად იმოქმედა და მოქმედებს რუსეთზე განხორციელებული ეკონომიკური სანქციები, უკრაინელთა ანტირუსულად გარდაქმნა. მოქმედებს, მაგრამ არა ისე, როგორც დასავლეთს სურს.

მოქმედებს, მაგრამ რუსეთი უძლებს, როგორც სანქციურ შეტევას, ისე უკრაინელთა ე.წ. კონტრშეტევას. პირველ შემთხვევაში, სანქციურში 2023 წლის მიხედვით, რუსეთის ეკონომიკური წინსვლა, ეროვნული პროდუქტის წარმოების ტემპის თვალსაზრისით 3,5%-ი იქნება, გაცილებით მეტი, ვიდრე აშშ-ს და მისი ევროპელი თანამგზავრების. მეორე შემთხვევაში, უკრაინელთა კონტრშეტევა ჩაიფუშა, რის შესახებაც ამერიკელი, დასავლელი, თვით უკრაინელი სამხედროები და პოლიტიკოსები აღიარებენ.

უკრაინელთა მარცხს არ აღიარებს გადამდგარი ამერიკელი გენერალი ჰოჯესი და ქართველი მეტიჩრები, ე.წ. პოლიტოლოგების სახით. რატომღაც მათ, განსაკუთრებით ქართველებს ჰგონიათ, რომ უკრაინა იმარჯვებს ფრონტის ხაზზე.

დასავლელი პოლიტიკოსები დაბეჯითებით უმტკიცებენ საკუთარ თავს, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. თუ უკრაინა ომს აგებს, როგორღა გაიმარჯვებს?

უკრაინის ფაშისტურ ხელისუფლებას ჰგონია, რომ საყოველთაო მობილიზაცია იხსნის ქვეყანას მარცხისგან. მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარში ინვალიდებისა და ქალების გაწევასაც კი, გარდა ამისა იმ პირთა, რომლებმაც ფულის გადახდით (10000 ევრო) თავი დააღწიეს უკრაინაში ცხოვრებას. და ამჯერად ევროპის ქვეყნებში არიან.

უკრაინის სამხედრო კომისარმა ბრძანა, რომ უკრაინას ყოველდღიურად 6000 მამაკაცი ტოვებს, შესაბამისი კორუფციული გზით. გადათვალეთ ეს ციფრი ერთი თვის დღეებზე და ნახავთ რა ასტრონომიულ კორუფციას უკავშირდება ყოველივე ეს.

კორუფციაში ჩამხრჩვალ უკრაინის ხელისუფლებას აქვს იმის თავი, რომ ამ სენს ეომოს?!

კორუფცია ყველა ქვეყნის დაავადებაა, მათ შორის რუსეთის, მაგრამ საყოველთაოობით ის ვერ დაიკვეხნის. კორუფცია ის თემაა, რომელიც საჯაროდ ისმის აშშ-ს მედიაში, პოლიტიკურ წრეებში. კორუმპირებულობაში ამხელენ აშშ-ს პრეზიდენტს და მის ოჯახს, განსაკუთრებით შვილს, ჰანტერს. კორუმპირებულობის გამო კონგრესი პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწესების პროცედურას აანონსებს.

რაც შეეხება უკრაინის დასახმარებლად ფულის გამოყოფას — ოფიციალური კიევისთვის თავსატკივარად ქცეულს.

ამერიკელი კონგრესმენები საშობაო არდადეგებზე იმყოფებიან. რა ხასიათზე დაუბრუნდებიან აქტიურ კანონშემოქმედებას, ვინ იცის. მათი განწყობა, განსაკუთრებით რესპუბლიკელი კონგრესმენების უკრაინისთვის ფულის გამოყოფის თაობაზე ნეგატიურია.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ამერიკის პოლიტიკას უკრაინა ყელში აქვს გაჩხერილი და არ იცის, როგორ მოაგვაროს პრობლემა, რომელიც მან შექმნა —  უკრაინის ანტირუსულად გადასაქცევად.

2024 წელს აშშ-ი პრეზიდენტის არჩევნებია, რაც თავისთავად გულისხმობს პოლიტიკოსთა ძალების არჩევნებზე კონცენტრაციას. უკრაინას, როგორც მშიერ, მოძუძურე ძაღლს, რაღაცას გადაუგდებენ, სული რომ არ განუტევოს. ეს იქნება და სხვა არაფერი.

უკრაინა, რომლის ეკონომიკა ნულის დონეზეა, ევროატლანტიკური სივრცის სრულ კმაყოფაზეა. საჯარო, სამხედრო სამსახურში დასაქმულების, ისე, როგორც პენსიონერების, მასწავლებლების, მედიცინის მუშაკების ხელფასებით უზრუნველყოფა ამ სივრცეზეა დამოკიდებული.

უკრაინის ჯარიც დასავლური დაფინანსების იმედზეა, ისე, როგორც შეიარაღების, ჯარისკაცთა ეკიპირების. უკრაინა, ერთ დროს ქვეყანად, სახელმწიფოდ წოდებული, თავის თავსაც ვეღარ კვებავს, ვეღარ ახერხებს წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს. მას არა მარტო ტყვიაწამალი ელევა, არამედ ჯარისკაცებიც. ოფიციალური მონაცემებით, ერთ დღეში უკრაინა 1000 მებრძოლს კარგავს. ასეთი, რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებაზე უნდა ფიქრობდეს, მაგრამ მისი ფიქრები თუ ამერიკელებისას არ დაემთხვევა, ამაო იქნება.

ვაშინგტონს მოლაპარაკება არ აწყობს, ვინაიდან რუსეთის დამარცხება უნდა. ვაშინგტონი არც უკრაინელთა მსხვერპლზე დარდობს — მისთვის ეს სავალალო ამბავი უბრალო სტატისტიკაა.

მხოლოდ დასავლურ ცხოვრებაში, პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელმა შეიძლება ჩათვალოს დასავლელთა გულისხმიერება ბუნებრივ, თანდაყოლილ თვისებად.

ცხადია, ყველა დასავლელის ერთ ქვაბში მოხარშვა არაობიექტურობა იქნებოდა, ვინაიდან თითო-ოროლა კეთილშობილი იქაც არის, მაგრამ თითო-ოროლა. უმრავლესობა კი ისეთი გულქვა და არაადამიანური გრძნობის მატარებელია, როგორიც ამ სიტყვების ავტორი: „რატომ უნდა მივაწოდოთ ჰუმანიტარული დახმარება იმათ, ვისაც ხვალ მოკლავენ? არავითარ განსაკუთრებულ მოსაზრებას არ ექვემდებარება, ვიღაცის სადილით გამოკვებვა, თუ ხვალ მას ბომბებით მოკლავენ.“, — ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე. მან ეს სიტყვები ღაზის სექტორის მოსახლეობას მიუძღვნა.

ბორელი კოლექტიურია, ისე, როგორც აშშ-ს გაერთიანებული შტაბების ყოფილი ხელმძღვანელი მილი, რომელმაც უკრაინელებს მოუწოდა მეტი რუსის კვლა, როგორც ჯარისკაცების, ისე მშვიდობიანი მოქალაქეების.

უამრავი სხვა მაგალითის მოყვანაც შეიძლება, მაგრამ რომ არ დაგღალოთ, თავს შევიკავებ. დასასრულს, მოკრძალებულად დავსვამ კითხვას — ამ აზროვნების ადამიანებთან ვაპირებთ ცხოვრებას?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

29/12/2023