საკუთარი თავის, ოჯახის, საქართველოს გადასარჩენად თავქუდმოგლეჯილი უნდა გავრბოდეთ ჩრდილოეთისკენ, რუსეთისკენ
საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ამა წლის აგვისტოს პირველი დეკადა ერთობ აქტიური გამოდგა. დაარღვია რა ტრადიციად ქცეული აღქმა იმისა, რომ აგვისტო საყოველთაო დასვენების თვეა, პოლიტიკურიც.
აგვისტოს პირველ დეკადაში მსოფლიო მნიშვნელობის არაერთ მოვლენას ჰქონდა ადგილი, მაგალითად საუდის არაბეთში გამართულ ორდღიან შეხვედრას, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნები, ექსპერტები, დიპლომატები ესწრებოდნენ და რომელმაც განიხილა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია, ჩემის გაგებით ომი, მისი გამომწვევი მიზეზები, შეჩერებისთვის საჭირო გზები, უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის მიერ შედგენილი გეგმა, სხვა საკითხები.
აფრიკის დასავლეთში, კერძოდ ნიგერში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ ხომ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და მიიპყრო არა იმიტომ, რომ არჩეული პრეზიდენტი ჩამოაგდეს და დასავლელთათვის უცნობ ადგილას გამოკეტეს. ასეთი გადატრიალებები აფრიკის კონტინენტისთვის უცხო არ არის, არამედ იმიტომ, რომ დედაქალაქის ქუჩებში გამოსულ გახარებულ ხალხს ხელში რუსეთის დროშები ეჭირათ.
წარმოიდგინეთ, რაოდენ მძიმე მორალური დარტყმაა კოლექტიურ დასავლეთზე, რუსეთის დროშის ფრიალი ქვეყანაში, სადაც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, სამხედრო გადატრიალებამდე, საფრანგეთის დროშა ფრიალებდა, როგორც კოლონიალიზმის სიმბოლო, შემდეგ ნეოკოლონიალიზმის.
აგვისტოში ტრადიციულად იხსენებენ იაპონიის ქალაქებზე ჰიროსიმასა და ნაგასაკზე ბირთვულ თავდასხმებს, რომლებმაც ერთბაშად 80 ათასამდე იაპონელი მოსპო, თანდათანობით 400000 — რადიაციის შედეგად განვითარებული სხვადასხვა სახის ონკოლოგიური დაავადებებით.
78 წლის წინათ ჩამოგდებული ბომბების მიერ მოტანილმა უბედურებამ, ჰიროსიმას მშვიდობის პარკში გამართულმა სამგლოვიარო ცერემონიალმა, მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მიიწვია, გარდა რუსეთისა. ცერემონიალს დაესწრო იაპონიის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც სიტყვაც წარმოთქვა.
აგვისტოს 8 რიცხვს საქართველოს მოსახლეობაც იხსენებს აგერ უკვე 15 წელია — ცხინვალის ომში დაღუპული ქართველი მეომრების საფლავების მონახულებით, გვირგვინებით შემკობით, ტრადიციად ქცეული სიტყვებით, წარმოთქმულით ქვეყნის ხელისუფალთა მხრიდან.
სამწუხაროდ, გლოვის ამ დღეს დაასწრო შოვში მომხდარმა მეწყერმა, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ჩაიყოლა მიწის, ტალახის, წყლის ნაზავში.
სტიქიური უბედურება საქართველოსთვის არახალია, მაგრამ შოვი გამორჩეულია მარტო იმითაც, რომ საქართველოს გეოგრაფიულ რუკაზე მხოლოდ სახელით შემორჩა — დღესდღეობით. რა იქნება ხვალ და შეძლებს თუ არა ხელისუფლება შოვის დაბრუნებას — როგორც კურორტის, ძნელი სავარაუდოა, რამეთუ დიდ ფინანსებთან და საორგანიზაციო სამუშაოებთან არის დაკავშირებული.
აგვისტოს პირველი დეკადა სხვა საკითხებითაც იყო დატვირთული, მათ შორის გამოვყოფდი რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს ოფიციალურ ვიზიტს ჩრდილო კორეაში — სახალხო ზეიმზე, რომელიც სამხრეთ კორეასთან ომში გამარჯვებას უკავშირდება — ასე აღიქვამენ ჩრდილოელები 1953 წლის ცეცხლის შეწყვეტას.
კარგა ხანია რუსეთის მაღალჩინოსანი, ამ შემთხვევაში მარტო სამხედრო არ მაქვს მხედველობაში, პოლიტიკურსაც ვგულისხმობ, ჩრდილო კორეას არ სწვევია. ვიდეო-კადრები, რომლებიც ვიხილეთ, აღბეჭდავდა ჩრდილოეთის ახალგაზრდა ლიდერის კიმ ჩენ ინის სიხარულს შოიგუს ვიზიტთან დაკავშირებით და ყველაფერ იმას, რაც უდავოდ არასასიამოვნო იყო კოლექტიური დასავლეთისთვის.
აი, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიპყრეს და აქედან გამომდნარე მაფიქრებინეს თქვენთვის გამენდო ჩემი მოსაზრება, ვინაიდან ყველა მათგანი მნიშვნელოვანია, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოზე გარკვეული გავლენის მატარებელი.
დავიწყოთ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართული ორდღიანი შეხვედრით, რომელსაც, 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის უკრაინელებიც. არ ესწრებოდა რუსეთი, ვინაიდან ის მიწვეული არ იყო.
ვინც საერთაშორისო ცხოვრებას თვალს ადევნებს, მისთვის გასაკვირი იქნებოდა საუდის არაბეთის სამეფო კარის გადაწყვეტილება მსგავსი შეხვედრის მასპინძლობასთან დაკავშირებით და უფრო მეტიც — რუსეთის დაუპატიჟებლობით, ვინაიდან ამ ქვეყნისა და რუსეთის ბოლოდროინდელი ურთიერთკავშირები გაცილებით მჭიდროა, ვიდრე ვინმე იფიქრებდა.
დასტურად ამისა გავიხსენოთ პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი საუდის არაბეთში და სამეფო კარის მიერ მოწყობილი მართლაცდა სამეფო დახვედრა-მასპინძლობა. მსგავსი არ ღირსებია აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს.
ორი ქვეყანა შეთანხმებულად მოქმედებს ნავთობის წარმოება-გასაღების საქმეში, რაც განაპირობებს მასზე ფასების ზრდას ან შემცირებას. ისინი თანამშრომლობენ ახლო აღმოსავლეთის საკითხებშიც, მათ შორის სირიის. მაშ რამ გამოიწვია ერ-რიადის ანტირუსული ნაბიჯი?
სპეციალისტების განმარტებით, ნაბიჯი არც ისეთი ანტირუსულია, როგორც ჩვენ გვგონია. ის უფრო საუდის არაბეთის ინტერესებით არის ნაკარნახევი, ანუ მისი პოზიციის დაფიქსირებით საერთაშორისო საკითხებში, რომელშიც უკრაინის თემას მთავარი პოზიცია უკავია.
საუდის არაბეთს სურს, რომ მისი როლი, როგორც მომრიგებლის ჟღერდეს მსოფლიოში. მან შერიგების გეგმაც შეადგინა. თუ ასეა, მაშინ რუსეთი, როგორც მხარე კონფლიქტისა, აუცილებლად უნდა მიეწვია. ექსპერტები თვლიან, რომ შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენლის დასწრება გამოიწვევდა სიტყვიერ დაპირისპირებას უკრაინელებთან, რაც კარგს არაფერს მოუტანდა შეხვედრას.
შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის წარმომადგენელი, დიპლომატი ლი ხუვეი, ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჩინეთის ყოფილი ელჩი რუსეთში, რომელმაც მყარად დააფიქსირა ჩინეთის პოზიცია და მხარი დაუჭირა საკუთარსავე შერიგების გეგმას, რომელიც 2 თვის წინ გააჟღერა პეკინმა.
გეგმა და ზელენსკის პროექტები დაუპირისპირდა ერთმანეთს, ისე, როგორც ერ-რიადის, რამაც ფაქტიურად გამოიწვია უთანხმოება, რაც საჯაროდ გამოთქვა კიდევაც უკრაინულმა მხარემ.
საუდის არაბეთის მიერ შეხვედრის მასპინძლობა გამოწვეული იყო ვაშინგტონის ზეწოლით, რომელიც დაბეჯითებით იღვწის ანტირუსული კოალიციის შესაქმნელად, ამჯერად სამხრეთის ქვეყნების სახით. სწორედ ამიტომ შეარჩია მან საუდის არაბეთი.
საუდელებმაც მიიღეს შეთავაზება, არ აწყენინეს ვაშინგტონს, მაგრამ ისეთი შედეგი გამოიწვიეს, კრახი რომ ჰქვია. ვეჭვობ, მოსკოვი უკმაყოფილო დარჩენილიყო ერ-რიადის პოლიტიკური ნაბიჯით. მაგრამ იაპონიის, უდავოდ დარჩა — ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ მიიწვიეს ჰიროსიმაში და მეორეც, იმიტომ, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ვინც უნდა ეხსენებინათ, ის არ ახსენეს და ახსენეს რუსეთი, ცხადია ნეგატიურად.
ბირთვულ ბომბთან დაკავშირებით ზედმიწევნით არის აღწერილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრომიკოს წიგნში — ორტომეულში. ავტორი იხსენებს 1945 წლის პოტსდამის კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობდნენ „დიდი სამეულის“ — სსრკ-ს, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მეთაურები.
შესვენების დროს სტალინთან მივიდა აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ტრუმენი და უთხრა შემდეგი — ჩვენ გამოვცადეთ დამანდგურებელი სიძლიერის ბომბი, ატომური ბომბი. სტალინმა ყოველგვარი ემოციის გარეშე მოისმინა ნათქვამი, მადლობა გადაუხადა ტრუმენს და გზა გააგრძელა თავისი რეზიდენციისკენ. ტრუმენთან უმალ გაჩნდა ჩერჩილი, რომელიც შორიდან ადევნებდა თვალს ტრუმენის სტალინთან ლაპარაკს.
რა გიპასუხათ, — ჰკითხა მან ტრუმენს, — არც არაფერი. მადლობა გადამიხადა ინფორმაციისთვის. ვგონებ ვერ გაიგო რა ვუთხარიო, — უპასუხა ტრუმენმა.
გრომიკო თარჯიმნის როლს ასრულებდა და რაც მან დაწერა თავის წიგნში სიმართლეა. გარდა ამისა, ტრუმენმაც აღნიშნა მოკლე ლაპარაკის შესახებ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.
სინამდვილეში სტალინმა ყველაფერი კარგად გაიგო, მაგრამ სახეზე ერთი ნაკვთიც არ გაუნძრევია. ის დაბრუნდა თუ არა თავის ოთახში, სასწრაფოდ დაუკავშირდა მეცნიერ კურჩატოვს, რომელიც მუშაობდა ბირთვულ ბომბზე და ჰკითხა — როდის მოხდებოდა საბჭოთა ატომური ბომბის გამოცდა.
ცნობისთვის, საბჭოეთმა ამ ბომბის გამოცდა 1949 წელს ჩაატარა.
პოტსდამში სტალინისთვის ნათელი გახდა, შესაძლოა უფრო ადრეც, რომ კონფერენციის ვადების გადაწევა ამერიკელთა მხრიდან სწორედ გამოცდის ჩატარებას უკავშირდებოდა.
ბირთვული ბომბის გამოცდა საბჭოეთის დაშინების ახალი გეგმა იყო, მაგრამ უხალხო გამოცდა ნაკლები შთამბეჭდავია, ვიდრე ხალხიანი. ასეთიც შეირჩა იაპონიის სახით, როგორც მტრის, რომელმაც ძლიერი საჰაერო დარტყმა მიაყენა აშშ-ს პერლ-ჰარბორში (1941 წლის 7 დეკემბერი).
ამერიკელთა ვერსიით, ბირთვული ბომბების ჩაყრამ ჰიროსიმა-ნაგასაკში დააჩქარა იაპონიის კაპიტულაცია, რაც სინამდვილისგან შორს არის. იაპონიის კაპიტულაცია დააჩქარა საბჭოთა არმიის შეტევამ, რომელმაც თითზე ჩამოსათვლელ დღეებში დაამარცხა იაპონიის კანტუნის მილიონიანი არმია.
რაც შეეხება ბირთვულ დაბომბვას — იაპონიის ხელისუფლებას არ ჰქონდა ისეთი რეაქცია, როგორიც ჰქონდა კვანტუნის არმიის დამარცხების შედეგად, ვინაიდან არ იცოდა რასთან ჰქონდა საქმე, რა ძალა ჰქონდა ბირთვულ იარაღს.
ჰიროსიმას სამგლოვიარო ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას, განსაკუთრებით იაპონიის პრემიერ-მინისტრს თავის გამოსვლაში არც უხსენებია აშშ-ი, რომელმაც უდიდესი დანაშაული ჩაიდინა იაპონელთა მიმართ. იაპონიის კვანტუნის არმია, რომელიც დამარცხდა წითელ არმიასთან ომში, ომის დასასრულის აშკარა მანიშნებელი იყო. მას აღარ სჭირდებოდა ბირთვული ბომბები, ისე, როგორც დამარცხებულ გერმანიას დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების მიერ დრეზდენის დაბომბვა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, კისიდამ ილაპარაკა ბირთვული იარაღის საშინელებებზე, მაგრამ არაფერი თქვა ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული.
78 წელი გავიდა ჰიროსიმა-ნაგასაკის დაბომბვიდან, მაგრამ არც იაპონიის მხარეს და არც აშშ-ს არ უთქვამთ ამ საშინელების ჩამდენის შესახებ. არა მარტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ რიგით მოსახლეობასაც არაფერი უთქვამს. იაპონიის სკოლის სახელმძღვანელოებში არაფერია ატომური აფეთქების ავტორის შესახებ. უფრო მეტიც, იაპონელ ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ ბომბები საბჭოთა კავშირმა ჩამოყარა.
ზოგმა, რომელმაც მეტი წაიკითხა და მოისმინა, იცის ავტორის შესახებ, მაგრამ მას არ ადანაშაულებს, პირიქით აცხადებს, რომ იაპონია იყო დამნაშავე და ამერიკელთა გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. გარდა ამისა აფეთქებამ შეაჩერა ომი, რომელიც უფრო მეტ მსხვერპლს მოიტანდაო.
იაპონელი ახალგაზრდები, იმჟამინდელ იაპონიას ადანაშაულებენ და თვითკრიტიკულად აცხადებენ, რომ ჩვენი წინაპრების ბრალია დაბომბვაო. გასაკვირი არაფერია, ვინაიდან იაპონია მართლაც დამნაშავე იყო მე-2 მსოფლიო ომში, ჩინეთის, კორეის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მთელი რიგი ქვეყნების ოკუპაციაში; ოკუპირებულ ტერიტორიებზე გენოციდის მოწყობაში. მაგალითად, იაპონელთა მიერ ჩინეთის ოკუპაციამ 33 მილიონი ჩინელის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ დამარცხებულ იაპონიას აღარ სჭირდებოდა ბირთვული იარაღით დასჯა. ამდენად აშშ-ს საქციელი დასაგმობია, თუმცა ნაბიჯი დაგმობისკენ არ ჩანს, არც არვინ დგამს ასეთს. თვით აშშ-ი კი ბოდიშის მოხდასაც არ აპირებს. ეს, ის ქვეყანაა, ვინც არასდროს იხდის ბოდიშს.
რა გასაკვირია, არც საქართველო იხდის ბოდიშს ჩადენილი დანაშაულისთვის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. უფრო მეტიც, დაბეჯთებით აცხადებს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ომი სამხრეთ ოსეთში მან კი არა, რუსეთმა წამოიწყო. და ამას ამბობს მას შემდეგ, რაც სპეციალურმა ევროპულმა კომისიამ დიპლომატ ტალიავინის მეთაურობით გამოიძია ეს საქმე და ომის გამჩაღებლის ვინაობაც — საქართველო.
უფრო დაწვრილებით იყო ნათქვამი გაეროს დოკუმენტში. „ოცნების“ ხელისუფლებამ ნაწილობრივ შეცვალა ომის დაწყების ქართული ვერსია და ნაცვლად, მოსახლეობას შესთავაზა ასეთი — რუსეთმა ჩაგვითრია ომში. არადა, თუ სინამდვილეს ვემსახურებით, ყველაფერი პირიქით იყო.
15 წელი გავიდა სამხრეთ ოსეთში ომის გაჩაღების შემდეგ, მაგრამ ხელისუფლების პოზიციაში, განცხადებებში რეალობა არ იგრძნობა. ისევ ვისმენთ რუსეთზე — აგრესორი, ოკუპანტი და ა.შ. ისევ ვლანძღავთ მას, მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ გასალანძღი.
ხელისუფალთა განცხადებები ძველი „პლასტინკის“ ტრიალს მაგონებს, გაცვეთილის, ხმაშეცვლილის. ერთადერთი კითხვა მაქვს მათ მიმართ — არ დაიღალეთ ერთიდაიგივეს სისტემატური გამეორებით? აი, ეს განცხადებები, სხვა განცხადებებთან თანხვედრაში რომ არ მოდის, ვერ გრძნობს ხელისუფლება?!
სხვა რა განცხადებებს ვგულისხმობ, გეტყვით. მაგალითად, ღარიბაშვილის ნათქვამი — 4 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე ჩვენგან გაქცეული ავტონომიების უკან მოსაბრუნებლად.
ღარიბაშვილი ვერ ხვდება, რომ ეს განცხადება ქრთამის მიცემის მსგავსი რამ არის, თანაც საჯაროდ, რაც შეურაცხმყოფელია გაქცეულთათვის.
შერიგებისთვის მარტო ფული საკმარისი არ არის, სხვაც ბევრია გასაკეთებელი, რაც შერიგებისკენ მიმავალ გზას გაწმენდს ქვა-ღორღისგან. ასეთი, აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენაა; სააკაშვილის მიერ მიღებული კანონის გაუქმება, რომელიც სჯის აქაურსაც და უცხოელსაც — აფხაზეთში ჩასვლის გამო; რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა.
რუსეთის გარეშე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქმიანი თანამშრომლობის წამოწყება შეუძლებელია. რუსეთის დახმარებით 2 ყოფილ ავტონომიასთან უნდა დაიდოს უსაფრთხოების ხელშეკრულება, რასაც მოჰყვება სავაჭრო-ეკონომიკური, სხვა სახის ხელშეკრულებები.
„პატრიოტი“ ქართველობა შემედავება — ეს ხომ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავსო. დიპლომატიაში ნამსახურევს კარგად მომეხსენება ხელშეკრულებაში ჩაწერილი სიტყვების შინაარსის მნიშვნელობა. ტვინის დაძაბვით მოიძებნება შესატყვისი სიტყვები, რომლებიც მათთვის და ჩვენთვისაც მისაღები იქნება.
ისე, იმ „პატრიოტებს“ ვეტყვი — სად იყავით მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ბომბები დააყარა ცხინვალს?
სად იყავით მაშინ, როდესაც ქართველმა ჯარისკაცებმა ცხინვალთან მდგომი რუსი სამშვიდობოები მზაკვრულად ჩახოცეს?!
თქვენ თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ — თქვენ ცეკვავდით და თამაშობდით, „ომახიანი“ სიმღერით აყრუებდით რუსთაველის პროსპექტს, პარლამენტის შენობის წინ სახელდახელოდ აღმართული „პატრიოტული“ სცენიდან, ნაცვლად სააკაშვილის დაჭერისა და პასუხისგებაში მიცემისა.
თქვენ მაშინ ვერ დაინახეთ რა მარგალიტები დაკარგეთ — აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სახით. თქვენ ვერ დაინახეთ, რომ სააკაშვილის ავანტიურა შეცდომა კი არა, დანაშაული იყო — ნაკარნახევი აშშ-ს მიერ.
თქვენ დღესაც ვერ მიმხვდარხართ, რომ სააკაშვილთან ერთად ჩვენი „გამბედნიერებელი“ აშშ-ი იყო და არის. თქვენ ბრმა აღტყინებით ეტრფით ქვეყანას, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ისე გადაგვაგვარა — კეთილსა და ბოროტს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ.
თქვენ იმასაც ვერ ხედავთ, როგორ დაეცა ქვეყანა დროის მცირე მონაკვეთში; როგორ ჩამოეშვა წარმატებული საბჭოთა რესპუბლიკიდან, წარუმატებელ, მაჩანჩალა ქვეყნამდე. თქვენ იმასაც ვერ ხედავთ რა ხდება თქვენს საყვარელ ამერიკა-ევროპაში.
თქვენ დემოკრატია გგონიათ აშშ-ს პრეზიდენტობის ორი კანდიდატის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა, სადაც კორუფცია, დანაშაულებრივი ქმედება, განსაკუთრებით მოქმედი პრეზიდენტისა გულისამრევია არა მარტო მის მიმართ, არამედ ერთ დროს დიდად წოდებული აშშ-ს.
თქვენ ვერ ხედავთ, რომ თანამედროვე ამერიკა-ევროპის მოთხოვნა უკანალიდან იწყება, უკანალზე გადის, უკანალს ეფუძნება. და ასეთი გინდათ იყოს თქვენგან გაუბედურებული საქართველო.
თქვენ, ვითომ განათლებულები, ვერ ხედავთ დასავლურ ბოროტებას, მაგრამ აფრიკის ნიგერი ხედავს და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს. ის, რაც თქვენ, „განათლებულმა“ და „წარმატებულმა“ ადამიანებმა ვერ დაინახეთ, დაინახეს ნიგერელებმა, მართალია გვიან, მაგრამ დაინახეს და კუდით ქვა ასროლინეს საფრანგეთს, აშშ-ს — თქვენთვის საყვარელ და მისაბაძ ქვეყნებს.
შეჩერდებიან დასავლელები?
ძნელი სავარაუდოა, ვინაიდან ნიგერის ურანზე, ოქროსა და სხვა წიაღისეულზე მიბმულები თავს ვერ შეიკავებენ და ნიგერში, მეზობელი ქვეყნების წაქეზებით, ომს გააჩაღებენ.
მოსალოდნელ მუქარას ემსახურებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის ვიქტორია ნულანდის ნიგერში ვიზიტი, რომელიც მისთვის წარუმატებელი გამოდგა. ის, ვერც ჩამოგდებულ პრეზიდენტს შეხვდა და ვერც გადატრიალების მოთავე გენერალს.
მან მოუწოდა ნიგერელ სამხედრო საბჭოს წევრებს დააბრუნონ პროდასავლელი პრეზიდენტი და შეასრულონ ქვეყნის კონსტიტუციის მოთხოვნები. ნიგერმა უნდა დაიცვას კონსტიტუცია, ჩამოგდებული პრეზიდენტიც უნდა დააბრუნოს პრეზიდენტის სასახლეში იმიტომ, რომ პროდასავლელია და კონსტიტუციაც დასავლურია.
2014 წელს, უკრაინის მაიდნის გადატრიალების დროს, ნულანდი მოქრთამულ მომიტინგეებს ფუნთუშებს ურიგებდა. მაშინ მას არც უკრაინის კონსტიტუცია გახსენებია და არც ჩამოგდებული პრეზიდენტი იანუკოვიჩი, მარტივი მიზეზის გამო — კონსტიტუცია ამერიკელთა კარნახით არ იყო დაწერილი და არც იანუკოვიჩს თვლიდნენ ამერიკელები ისეთ მონად, როგორიც მათ სურდათ და როგორებიც, ვითომ არჩევნებით, მიიყვანეს ხელისუფლებაში — პოროშენკოს, შემდეგ ზელენსკის სახით.
შედეგი — კატასტროფული. საბჭოთა კავშირის დროს მოწინავე საბჭოთა უკრაინა, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მანქანათმშენებლობის, მეცნიერების და ა.შ. გიგანტი, ქურდულ სამყაროდ იქცა.
ქვეყნის და მისი ხალხის ძარცვის ხარჯზე გამილიარდერებული ახმეტოვების, კოლომოისკების, პოროშენკოების, სხვა ნაძირლების სათარეშო ადგილად, პლუს ნარკომანი ზელენსკის, შავი სამყაროს წარმომადგენლების დანილოვების, არახამიების, პოდოლიაკების, სხვათა და სხვათა ქვეყნად. ისინი ახალი მილიარდერები არიან, ფაშიზმზე აღმოცენებული, აშშ-ს პრეზიდენტის, ბაიდენის მიერ მხარდაჭერილი.
წელიწადნახევრის განმავლობაში აშშ-ა და მისი დაძალებით ევროპამ, უკრაინის დასახმარებლად 100,5 მილიარდი დოლარი გადაყარა, თუმცა ამით უკრაინას და მის ჯარს წარმატება არ მოუტანია. რაც მოუტანა სახეზეა — დაქცეული ქვეყანა, 450000 დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, 250000 დასახიჩრებული, ინვალიდი, ცალფეხა, უფეხო, უხელო ყოფილი მეომრები.
ომს დასასრული არ უჩანს, ვინაიდან ასე სურს აშშ-ს. მას სულაც არ ანაღვლებს უკრაინელთა ხოცვა, ვინაიდან გეგმა აქვს ასეთი — მეტი რაოდენობის სლავის განადგურება, უკრაინელი იქნება თუ რუსი.
სხვათაშორის, ბრიყვი ქართველების გასაგონად — უკრაინული სცენარი უნდა გათამაშებულიყო საქართველოში, ცხინვალის ომის სახით. საქართველოს მოსახლეობა უნდა შეტაკებოდა რუსეთის არმიას. არ გამოუვიდათ. ხალხი არ აჰყვა სააკაშვილის მოწოდებას, რითაც თავიც გადაირჩინა და ქვეყანაც.
და რახან არ აჰყვა, ვაშინგტონმა სხვა გზა გამოძებნა — ქართველთა გადასაგვარებლად, ციხის შიგნიდან გასატეხად — გააქტიურა რა მათივე ხელით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, მათი მხრიდან ანტირუსული პროპაგანდის განუწყვეტელი წარმოება, ლგბტ-ს თემაზე განუწყვეტელი ლაყბობა, ისე, როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, რითაც კონსერვატორი, ტრადიციების მატარებელი საქართველოს მოსახლეობის ყურები შეაჩვია საზიზღრობების მოსმენას.
მოსახლეობისთვის სულაც აღარ არის გასაკვირი ტრანსვესტიტობაზე მსჯელობა, ისე, როგორც კაცის ქალად გადაკეთებაზე და ა.შ. ქართულ საზოგადოებას აღარ აქვს მძაფრი ანტირეაქცია, რაც ლგბტ-ეს გამარჯვების მანიშნებელია.
პირველი ეტაპი, მიუხედავად კონსერვატიული პარტიისა და მისი ლიდერის მორგოშიას ძალისხმევისა, აშშ-ა, ლგბტ-მ მოიგეს — შეაჩვიეს რა ქართული საზოგადოება გახრწნილების მოსმენას. აქედან უკანალის, მამაკაცი მყავს მხედველობაში, მამაკაცისთვის მირთვევამდე ერთი ნაბიჯიღაა და ვიდრე ეს ნაბიჯი გადადგმული არ არის, თავქუდმოგლეჯილი უნდა გავრბოდეთ ჩრდილოეთისკენ, რუსეთისკენ, საკუთარი თავის, ოჯახის, ქვეყნის, საქართველოს გადასარჩენად.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
13/08/2023