დიპლომატიაში, როდესაც გკბენენ, შენც უნდა უკბინო, თორემ უკბილოდ ჩაგთვლიან

„სახელმწიფოს, სადაც წარმომადგენლობა იმყოფება, შეუძლია ნებისმიერ დროს აცნობოს დამკრედიტებელ (წარმდგენ) სახელმწიფოს, რომ წარმომადგენლობის მეთაური ან დიპლომატიური პერსონალის რომელიმე წევრთაგანი არის პერსონა ნონ გრატა (Persona non grata), ანდა წარომადგენლობის პერსონალის სხვა ნებისმიერი წევრი მისთვის მიუღებელია. იგი ვალდებული არ არის დაასაბუთოს ეს გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში დამკრედიტებელმა სახელმწიფომ შესაბამისად უნდა გაიწვიოს ეს პირი ან შეწყვიტოს მისი ფუნქციები წარმომადგენლობაში. ესა თუ ის პირი შეიძლება გამოცხადებულ იქნეს Persona non grata-დ ან მიუღებლად, მის ჩასვლამდე იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც წარმომადგენლობა იმყოფება.“ — ეს, 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციაა დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ, რომელიც შემთხვევით არ გაგვიხსენებია.

სულ ახლახანს, უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ვიდეო-კადრების ნახვის შემდეგ, უკრაინის მოქალაქის, სააკაშვილის — მკვეთრად გაუარესებული გარეგნული იერსახის გამო აღშფოთება ვერ დამალა და უმალ განაცხადა უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაძევების თაობაზე — 48 საათის განმავლობაში.

რას ნიშნავს ეს, თუ არა ელჩის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებას?

როგორც ვენის კონვენცია გვეუბნება, ასეთი რამ არსებობს დიპლომატიაში, მაგრამ მას უკიდურეს შემთხვევაში იყენებენ, მაგალითად ქვეყნებს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყების დროს, რომელსაც ჯერ ელჩის გამოწვევით პასუხობენ, ხოლო შემდეგ, თუკი შეტაკება გაგრძელდება, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით.

გარდა ამისა, ქვეყნებს შორის რომ საბოლოოდ არ გაუარესდეს ურთიერთობა, ასეთი კი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაა, მხარეები ან ერთ-ერთი მხარე მიმართავს უკმაყოფილების გამოხატვის შერბილებულ ფორმას — დამკრედიტებელი ანუ წარმდგენი მხარის მიერ ელჩის გამოწვევას, კონსულტაციის მიზნით.

კონსულტაციების ვადა განსაზღვრული არ არის და ის დამოკიდებულია ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებზე.

არის ასეთიც — საელჩოს დიპლომატიური დონის დადაბლება, ანუ წარმდგენი მხარე, მიმღები მხარის პოლიტიკური მოქმედებით განაწყენებული, იწვევს თავის ელჩს კონსულტაციისთვის და ამასთანავე ელჩის ფუნქციების განხორციელებას ავალებს საელჩოს დესპანს — ელჩის შემდეგ მეორე დიპლომატს, ანუ ელჩის მოადგილეს ან საელჩოს პირველ, მეორე თუ მესამე მდივანს.

„პერსონა ნონ გრატად“ უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს ელჩი არ გამოუცხადებია, მაგრამ 48 საათის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიის დატოვება, სწორედ ამას ნიშნავს და სხვას არაფერს!

თუ რატომ არ გამოიყენა სიტყვა „პერსონა ნონ გრატა“ ზელენსკიმ, ანუ მიუღებლობა ელჩისა, ძნელი სათქმელია. შეიძლება მარტივი მიზეზის გამო — საქართველოს ხელისუფლების ქმედებით აღშფოთებულს, უბრალოდ დაავიწყდა, მაგრამ არ დავიწყებია სიტყვა „კონსულტაცია“, რაც სრულიად შეუსაბამოა ზელენსკის შემთხვევაში, ანუ უკრაინის, ვინაიდან უკრაინას არ აქვს უფლება დამკრედიტებელი, ანუ წარმდგენი მხარის ელჩს უბრძანოს — წადი, დაბრუნდი შენს ქვეყანაში და აწარმოე კონსულტაციები შენს მთავრობასთან, სააკაშვილის უკრაინისთვის გადმოსაცემად.

ვიმეორებ, კონსულტაციებისთვის ელჩის გამოწვევა არის წარმდგენი მხარის პრეროგატივა და არა მიმღების, მაგრამ რა გაეწყობა ამ შემთხვევაში ჩვენ ორივენი, საქართველოც და უკრაინაც, დიპლომატიაში ახლა ვიდგამთ ფეხს, ანუ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლები გავხდით — 30 წლის წინათ. თუმცა დიპლომატიის ანბანის არცოდნა არც ერთს არ გვეპატიება, ვინაიდან რეალური დამოუკიდებლობის მიღებამდე ორივენი თეორიულად გათვითცნობიერებული უნდა ვყოფილიყავით საგანში — განსაკუთრებით უკრაინა, რომელიც 1945 წლიდან გაეროს წევრია, ისე, როგორც ბელორუსია.

საქართველოც გაეროს წევრი იქნებოდა — ასე სურდა საბჭოთა ბელადს, სტალინს, და არა მარტო საქართველო, არამედ ყველა საბჭოთა რესპუბლიკა, მაგრამ „დიდი სამეულის“ მოლაპარაკებებზე იალტასა და პოტსდამში, როდესაც წყდებოდა გაეროს დაფუძნების საკითხი, სტალინის გეგმას, რუზველტმა — აშშ-ს პრეზიდენტმა თავისი შეაგება — აშშ-ს ყველა შტატის გაეროში შესვლა, რაც სტალინისთვის მიუღებელი გამოდგა, ვინაიდან აშშ-ს, კენჭისყრის დროს გაცილებით მეტი მხარდამჭერი ეყოლებოდა, ვიდრე სსრკ-ს.

მაშინ სტალინმა მხარეებს შესთავაზა უკრაინა-ბელორუსიის გაწევრება გაეროში, როგორც ომის შედეგაც ყველაზე დაზარალებული საბჭოთა რესპუბლიკების, რაზეც რუზველტი და ჩერჩილი — დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დაითანხმა.

საქართველო დარჩა გაეროს გარეთ, თუმცა აღდგენილი საგარეო უწყებით.

საბჭოთა კავშირის დაარსების შემდეგ, 1944 წლამდე, არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკას საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ჰქონდა. მათ მოსკოვს გადაულოცეს საგარეო საკითხების მოგვარება, ისე, როგორც სამხედროს.

1944 წელს აღადგინეს საგარეო საქმეთა სამინისტროები — გაეროში გაწევრების ვარაუდით, თუმცა უშედეგოდ.

რესპუბლიკებს დარჩათ მცირე ზომის საგარეო საქმეთა სამინისტროები — საოქმო (პროტოკოლი) — საკონსულო ფუნქციებით, რაც ჩემის აზრით, სრულიად საკმარისი იყო, თეორიულად მაინც ჩავწვდომოდით დიპლომატიის ანბანს. როგორც ჩანს ვერ ჩავწვდით საბჭოთა პერიოდში, ვერც დამოუკიდებლად არსებობის 30 წლის განმავლობაში, თორემ ზელენსკი საკონსულტაციოდ, თანაც 48 საათის განმავლობაში, საქართველოს ელჩს პანღურს არ ამოჰკრავდა და უკრაინას არ დაატოვებინებდა.

როგორც ჩანს, მთლად რომ არ გადაეჭრა კავშირები, ზელენსკიმ არ იხმარა სიტყვა „პერსონა ნონ გრატა“, მაგრამ იხმარა 48 საათი და კონსულტაციები, რაც თავისთავად აბსურდია. რას ნიშნავს ეს — წადი და 48 საათის განმავლობაში გამართე კონსულტაციები თუ სხვა რამეს?! ეს „სხვა რამ“ ჩვენთვის გამოუცნობია.

ელჩის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადება, არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, მაგრამ ნიშნავს ამ ურთიერთობების უკიდურეს გაუარესებას, რომლის გამოსწორება შესაძლებელია ქვეყნებს შორის მოლაპარაკებათა გზით, რომელსაც მოჰყვება ახალი ელჩის დანიშვნა, თუმცა ასეთი, უცბათ არ ხდება, მას თვეები და წლები შეიძლება დასჭირდეს.

როგორ იქცევა დამკრედიტებელი ანუ წარმდგენი მხარე საკუთარი ელჩის გამოძევების შემთხვევაში? იშვიათად თვალის დახუჭვით, მაგრამ ხშირად, ისე, როგორც მიმღები მხარე — ელჩის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებით, ამ შემთხვევაში რევერანსები მიუღებელია — გამომიგდე ელჩი, მეც გავაგდებ შენსას.

ზელენსკის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა, თუმცა რას მოიმოქმედებს ხვალ? უკრაინის ხელისუფალთა დამოკიდებულება საქართველოს და მისი ხელისუფლების მიმართ სულაც არ არის ისეთი მეგობრული, მითუმეტეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, როგორც საქართველოს ხელისუფლება უხატავს საკუთარ მოსახლეობას.

მოსახლეობა კი, რომ იტყვიან, ჭურშია. მან არ იცის თანამედროვე უკრაინის შესახებ. არ იცის, რომ ის ფაშისტურია — სკოლის პირველი კლასიდან გერმანიის ფაშისტური რეჟიმის დროინდელი ფიურერების მოტრფიალე.

ხალხმა არ იცის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში უკრაინელებს, ამერიკელთა ძალისხმევით ანტირუსებად ზრდიან. შედეგიც სახეზეა — უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ყველაზე დიდი ოცნება საზიზღარი რუსის კვლა — ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში. ქართველებს ჰგონიათ, რომ ანტირუსად გადაქცეული სვასტიკიანი უკრაინელი მისი მეგობარია.

ქართველებმა არ იციან, რომ ასეთები — ყოყოჩა და ქედმაღლები,“მაღალი რასის“ წარმომადგენლები, არვის დაინდობენ, მათ შორის ქართველებს. უკრაინელი, თავის სისხლს და ხორცს არ ინდობს — რუსის სახით და სხვას დაინდობს?

ზელენსკის, უკრაინის ფიურერს, სააკაშვილი და მისი ბედი სულაც არ აინტერესებს. ის საქართველოს ხელისუფლებაზეა განაწყენებული, რუსეთს რომ სანქციები არ დაუწესა და მეორე ფრონტი არ გაუხსნა. სააკაშვილი საბაბია საქართველოს ხელისუფალთა წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად.

ზელენსკის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ზელენსკისა და მისი მთავრობის სურვილების დასაკმაყოფილებლად. მოკლედ და კონკრეტულად მათ მონა საქართველო სურდათ, ვინაიდან უკრაინა, ძველი უკრის შთამომავალი, შავი ზღვის გამთხრელი და გათხრილში წყლის ჩამსხმელი, ქრისტეს მშობელი და მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი, მდაბიო ქართველს, მხოლოდ ზემოდან უნდა დაჰყურებდეს და განკარგულებებს აძლევდეს.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ — ფაშისტურ უკრაინასთან ურთიერთობა საფრთხილოა — მხოლოდ დისტანციური ლაპარაკი, მიუხედავად აშშ-ს მოწოდებისა ჩავეხუტოთ უკრაინას.

საქართველოს ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ უკრაინასთან მიმართებაში ამერიკული მოწოდების შესრულება მოგვიტანს იმას, რასაც ლგბტ-ბა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, გეი-პარადები, ინგლისური ენის სახელმწიფო ენად შემოღება ჰქვია. ყოველივე აღნიშნული უკრაინას უკვე აქვს. ჯერი ჩვენზეა, რაც მალე ავყვებით უკრაინას, მით უკეთესი აშშ-ს და კატასტროფა ჩვენთვის.

საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ამ რეგიონში საქართველოს დამცველი არავინაა, რუსის გარდა — მიუხედავად ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ რუსეთის მუდმივი დაწიხლვისა.

ამ არასახარბიელო პროცესს, რახანია დირიჟორობს დასავლეთის აგენტი, საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. და რახან ის ვახსენე, უნდა გავიხსენოთ საქართველოს დიპლომატიაში მის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები.

ქალბატონმა სალომემ, სააკაშვილის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნულმა, პირველსავე დღეებში საზღვარგარეთ აკრედიტებული ყველა ელჩი გაათავისუფლა, ისე, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. საბაბი? — ისინი საბჭოთა კავშირის დროს აღიზარდნენ და თავისუფალ საქართველოსთვის მიუღებლები იყვნენ.

შავბნელ გადაწყვეტილებას შეეწირნენ ისეთი განსწავლული დიპლომატიური კადრები, როგორებიც იყვნენ ალექსანდრე ჩიკვაიძე — სსრკ-ს ელჩი კენიაში, რუსეთის ელჩი ნიდერლანდებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ელჩი საბერძნეთში, შემდეგ შვეიცარიაში; საქართველოს ელჩი ირანში, შესანიშნავი მეცნიერი, სპარსოლოგი ჯემშიდ გიუნაშვილი; საქართველოს წარმომადგენელი გაეროში, მანამდე ელჩი აშშ-სა და რუსეთში პეტრე ჩხეიძე, … ასეთი დიპლომატიური კადრებით ნაკლებად თუ დაიკვეხნიდა რომელიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა.

ზურაბიშვილმა ვერაფერი მოუხერხა გია არსენიშვილს — საქართველოს ელჩს ავსტრიაში და ავსტრიის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად დახურა საქართველოს საელჩო, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ავსტრიაში.

ეს ყველაფერი მცირედია იმ საშინელებებისა, რაც ზურაბიშვილმა ჩაიდინა საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში.

„გამოცდილი ფრანგი დიპლომატის“, ზურაბიშვილის ცუდი მუშაობით აღშფოთებულმა მაშინდელმა მთავრობამ აიძულა სააკაშვილი ზურაბიშვილის გათავისუფლება.

ახლა რაც შეეხება დღევანდელობას და რეაქციას, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მოაყოლა ზელენსკის გადაწყვეტილებას. იკითხავთ — იყო თუ არა რეაქცია შესაბამისი?!

უდავოდ არა! ვიმეორებ, დიპლომატიაში, როდესაც გკბენენ, შენც უნდა უკბინო, თორემ უკბილოდ ჩაგთვლიან. ვეჭვობ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ თავის ტოლად ჩაგვთვალოს იმ უკბილო რევერანსების შემდეგ, ქართულმა პოლიტიკამ რომ ელჩის გამოპანღურებას მოაყოლა.

„ზელენსკის გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია, მაგრამ დეტალებს არ ჩავუღრმავდებით, ვინაიდან უკრაინა ომშია“, — განაცხადა კობახიძემ, მმართველი პარტიის ლიდერმა, თან ისიც დაუმატა, რომ დარჩება უკრაინასთან ცალმხრივ მეგობრობაში.

კობახიძეს, როგორც ფიზიკურ პირს, სრული უფლება აქვს იმეგობროს უკრაინასთან, მაგრამ საქართველოს, რომელიც შეურაცჰყვეს, ასეთ მეგობრობას ვერ მოსთხოვ, ვინაიდან ეს პრესტიჟის საქმეა, და არა „მეგობრობის“, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც პოლიტიკაშია და არა მარტო.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

11/07/2023