22.11.2024

გადაგვარებულ-გაფაშისტებული უკრაინა არა მარტო რუსეთის თავსატკივარია, არამედ ჩვენიც

„კარგა ხანია არ მიგრძვნია ჩემი ქვეყნის ასეთი ღრმა სირცხვილი, რომელმაც მთელს მსოფლიოს, რომლის მესამედს მისი სიკვდილის სურვილი აქვს, მტაცებლებსა და აფთრებს, აჩვენა, რომ ის სუსტია სამხედრო და პოლიტიკურ შუაგულში, სიძლიერეში. მან დაანახა თავის მეგობრებს მთელს მსოფლიოში, რომ კოლონიალიზმის და იმპერიალიზმის ალტერნატივად სუსტია. მან, რუსეთის იატაკქვეშიდან გამოათრია მიძინებული აფთრები და ტურები, საკუთარი პოლიტიკური სიძულივილისთვის ქვეყნის ბედის გასაწირად მზად მყოფნი.

პრიგოჟინის ისტორიამ დაგვანახა, რომ ოლიგარქიული გარიგებები, თუნდაც სასარგებლო მცირე დისტანციაზე, რუსეთს ემუქრება ნამდვილი სამოქალაქო ომით. ახლა „რუსული სამყაროს“ დაბერილი ლოყები გასკდა მთელს მსოფლიოში. ჩვენი ხალხის ერთობა თავიდან არის შესაქმნელი, უფრო მტკიცედ, ყოველგვარი უაზრო შოუების გარეშე, სამკერდე ნიშნებისა და ყელსახვევების, ცარიელი სიტყვებისა და ანგარიშების“, — წერს მოდესტ კოლეროვი — პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მუშაკი.

„ნათლად დავინახეთ სახელმწიფოს აბსოლუტური უსუსურობა. 10000 შეიარაღებულ კაცს შეუძლია დარტყმის ქვეშ დააყენოს ყველა და ყველაფერი. ხელისუფლებას მიადგა სერიოზული რეპუტაციული დარტყმა. ალექსანდრე III-დან, ნიკოლოზ მეორემდე დაეშვა ქვეყნის ლიდერი. თუ შეძლებს ყოველივე აღნიშნულისგან ვითარების შებრუნებას, კარგი იქნება, მაგრამ ვეჭვობ, რომ შეძლოს. აუცილებელია შემცვლელის მოძებნა“, — წერს პოლიტოლოგი სოკოლოვ-მიტრიჩი.

„არ ვიზიარებ პუტინის რეიტინგის სერიოზულ დაცემას. ჭკუას და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას მოქალაქეები არანაკლებ აფასებენ, ვიდრე სიმკაცრეს. პრეზიდენტისთვის სისტემური მხარდაჭერა მაღალია და სერიოზულ საფრთხეს არ შეიცავს. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი მთავარი კანდიდატია“, — აცხადებს ექსპერტი ორლოვი.

„ვიღაცა ამტკიცებს, რომ პუტინმა სისუსტე გამოავლინა. ჩემის აზრით, შებრუნებით. ხელისუფლებამ გვიჩვენა გასაოცარი მოქნილობა და კვანძის გახსნის, მოლაპარაკების წარმოების, ისე, როგორც საკუთარი მოსაზრებების ამბოხებულებამდე მიტანის შესაძლებლობა.

პუტინმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ შემთხვევით არ უკავია თანამდებობა და შეუძლია გადაწყვიტოს არატრივიალური საკითხები, ქვეყნისთვის ნაკლები დანაკარგებით. ფრონტი არ შერყეულა. წუთითაც არ შეწყვეტილა საბრძოლო მოქმედებები. ჯარი ფრონტიდან არ მოხსნილა. ქვეყანა გამოვიდა კრიზისიდან უფრო ძლიერი, ვიდრე იყო“, — წერს დეპუტატი ანტონოვი, ნოვოსიბირსკიდან.

„არ ვიცი რის მიღწევა სურდა პრიგოჟინს თავისი ავანტიურით, მაგრამ რუსოფობიას დასავლეთში ძალიან შეუწყო ხელი“, — წერს პოლიტოლოგი ვლადიმირ კორნილოვი.

ვგონებ, სრულიად საკმარისია 23-24 ივნისს რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ თუ სრული არა, ზედაპირული წარმოდგენის შესაქმნელად. არადა შაბათ-კვირის დრამატული ვითარება, პრიგოჟინის პირვანდელი ჩანაფიქრის მიხედვით რომ წარმართულიყო, რუსეთს სამოქალაქო ომი არ ასცდებოდა — სისხლის ღვრითა და ნგრევით. წყალი წაიღებდა ყველაფერ იმას, მათ შორის დადებითსაც, რასაც პრეზიდენტ ელცინის შემდეგ, პუტინის პრეზიდენტობის დროს ჰქონდა და აქვს ადგილი.

ყველაზე დიდი მოგებული საბოლოო ჯამში აშშ-ი და ე.წ. კოლექტიური დასავლეთი იქნებოდა და მათი პროტეჟე უკრაინა,რომელიც უდავოდ გაშლიდა ფრთებს და საკუთარი ქვეყნის სამხედროებისა და პოლიტიკოსების მიერ ნოკდაუნში ჩაგდებულ რუსეთის არმიას შავ დღეს დააყრიდა.

სხვათაშორის „შავი მომავლის“ შესახებ პუტინმა სამხედროებთან შეხვედრის დროსაც თქვა და არა მარტო იქ, არამედ სატელევიზიო მიმართვის დროს. პრეზიდენტი მიმართავდა ხალხს და მადლობას უხდიდა სწორი პოზიციის დაკავებისთვის, მეამბოხეებისთვის ზურგის შექცევისთვის, არ აყოლისთვის.

პუტინს მადლობა უნდა გადაეხადა ხალხისთვის და მანაც გადაუხადა, მაგრამ რამდენად იყო ის დარწმუნებული ხალხის მის მხარეს დგომაში?

რაღაც ეჭვი მეპარება, რომ რუსეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერდეს მის პოლიტიკას უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებაში. ეს რომ ასე ყოფილიყო, ათეულ-ათასობით რუსეთის მოქალაქე, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცები 2022 წლის 25 თებერვლიდან გუდა-ნაბადს არ აიკრავდნენ და სამშობლოდან არ მოკურცხლავდნენ მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

მათ არ ისურვეს სამშობლოსთვის ომში ჩართვა. მათ არ ისურვეს გმირული სიკვდილი — ისე, როგორც ხელისუფლება მოუწოდებს მათ და ისე, როგორც ისტორია, ტრადიცია ღაღადებს — დაიცვა საკუთარი სამშობლო აგრესორისგან.

ოოო! დასაფიქრებელი რამ არის, თანაც არასახარბიელო, ტრადიციულ ფესვებზე მდგომი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არა მარტო ქვეყნის შიგნით არსებული პროდასავლელი, ზელიბერალური ძალების მხრიდან იგერიებენ თავდასხმებს, არამედ უცხოეთიდან.

დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მომძლავრებულმა ლიბერალებმა — სახელისუფლებო სტრუქტურებში მოკალათებულმა, უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა, ცხადია არა ხმამაღლა, არამედ კულუარულად, მაგრამ რაც შეეხება „ბომონდს“, შოუ-ბიზნესს, ბლოგერებს და ა.შ. 2022 წლის 25 თებერვლიდან კრიჭაში უდგანან პუტინს და გააფთრებული ლანძღავენ ინტერნეტში. მათი უმრავლესობა უმალ მოწყდა სამშობლოს და აშშ-ი, ევროპის ქალაქებში გადასახლდა — იქ, სადაც რუსეთში ნაშოვნი ფული ჰქონდა გადანახული და ეს არ არის ათეულ-ათასობით დოლარი, ევრო, ეს — მილიონებია.

დღესაც, კრიზისის დაძლევის შემდეგ, არ ცხრებიან სახელმწიფო ტელეეკრანების პოლიტიკურ თოქ-შოუებში მონაწილე ლიბერალი პოლიტოლოგები, ექსპერტები და ხელსაყრელ მომენტში ისეთ ანტიპუტინურ გესლს ანთხევენ, დასავლელი მტერიც რომ ვერ გაბედავს.

ისე, როგორც კრიზისამდე, ამ თოქ-შოუებში მონაწილეობენ უცხოელი ჟურნალისტები, პოლიტოლოგები შესაბამისი ანტირუსული განცხადებებით. რა ჰქვია ამას? — დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება რუსულად თუ სრული გამოთაყვანება?

და ამას აქვს ადგილი ლამის 30 წლის განმავლობაში, მაშინ, როდესაც კოლექტიური დასავლეთი ფარისიველურად, სახეზე ცბიერი ღიმილგადაკრული რუსეთის დაშლის გეგმას ქსოვს. და დაშლის ობიექტი, დასავლური ღირებულებებით მოხიბლული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს ტელეკომპანია RTVI-ს, რადიო „ეხო მოსკვა“-ს, ტელეკომპანია „დოჟდ“-ს და სხვას — რუსეთისა და მისი ხელისუფლების გინებისთვის.

პატივცემულო, რუსებო! ეს არც სიტყვის თავისუფლებაა და არც დემოკრატიის გამოხატულობა, თქვენ რომ ასე თავგამოდებით უმტკიცებთ დასავლეთს. ეს, გამოშტერებაა!!! და რაც არანაკლებ საყურადღებოა —  საკუთარი ხალხის მოთმინების ფიალის ავსება!

საქართველოს პოლიტიკოსები, ე.წ. ექსპერტები, ჟურნალისტები სისტემატურად კადრულობენ უკადრებელს და რუსეთს ანტირუსულ ურჩხულად მოიხსენიებენ, სადაც ჟურნალისტებს დევნიან, აშანტაჟებენ, ციხეში ყრიან, სადაც სიტყვის თავისუფლების ნასახიც არ არის.

ისინი, ისე იქცევიან, როგორც დამრიგებელმა, ამერიკელმა ასწავლა. ისინი ამერიკულ დავალებას ასრულებენ — ქართველისგან ანტირუსის შესაქმნელად. ნაწილობრივ მათ მოახერხეს საქართველოს მოსახლეობის გარდაქმნა. ცოტაც და ისინი მიიღებენ ისეთ ქვეყანას, როგორიც მათ სურთ. რას მიიღებს ქართველობა?

12-პუნქტიანი დავალების შესრულებას, რომელიც მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. და მერე რა? — ვინმე სულიერი სვამს ამ შეკითხვას საქართველოში? არც არავინ, ვინაიდან 12 პუნქტში ვერ ხედავს ჩასაფრებულ საშიშროებას. ვერ ხედავს მზაკვრობას, დასავლთი რომ უწყობს პოსტსაბჭოთა სივრცეს, თუნდაც ისეთს, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი.

უკრაინა — ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მატარებელი ქვეყანაა — დარწმუნებული გაწევრებაში, თუმცა ევროკავშირელებს არც ამის სურვილი აქვთ და არც გუნება-განწყობილება. ვის სურს თავის რიგებში მიიღოს ქვეყანა ეკონომიკურად გავერანებული, პოლიტიკურად გადაგვარებული, სოციალურად დაცემული, თანაც ნეოფაშისტური?

ასეთი მუქთამჭამელის, თანაც აგრესიულის შენახვა გაუჭირდება მას. კოლექტიური დასავლეთის გეგმაში არასდროს ყოფილა უკრაინის გაჯანსაღება, ფეხზე დაყენება, წარმატებულ ქვეყნად გადაქცევა. მისთვის მთავარი იყო უკრაინელისგან ანტირუსის მიღება, რაც წარმატებით განახორციელა. და აი, ამ „წარმატებული“ ვითომ დასავლური ქვეყნის პრეზიდენტი, ეროვნებით ებრაელი და არა უკრაინელი, სრული გადაგვარებით ემუქრება უკრაინას.

მან უკრაინის რადაში წარადგინა კანონპროექტების „თაიგული“, რომელიც ამ ქვეყანას, უკვე დაცემულს, აღგვის მიწისგან. ნარკოტიკების მოყვანა-მოხმარება, ინგლისური ენის სავალდებულო ცოდნა სახელმწიფო, აგრეთვე სამხედრო სამსახურში მყოფი მოხელეებისთვის, ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვის, თეატრალური სპექტაკლების ინგლისურ ენაზე დადგმა და ა.შ. ანუ ინგლისური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება, ცხადია არა ასეთი ფორმულირებით, არამედ შეპარულით.

უმალ გამახსენდა სააკაშვილის ერთ-ერთი იდეოლოგი თევზაძე — ილიას უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც ქართველობას მოძღვრავდა — მშობლიური ენა ინგლისური უნდა იყოსო.

უკრაინის მაგალითი ყურადსაღებია ნებისმიერი ქართველისთვის, ვისაც სამშობლო უყვარს, ვისაც საქართველოს დღეგრძელობა სურს არა სუფრაზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

უკრაინის ამბვები ჭურში ჩატენილმა საქართველომ არ იცის და რაც იცის უკრაინული ცრუ ტელეგადაცემების წყალობით, აქაური მედიის მიერ უგემურად შეკმაზულით.

რუსულ ტელეარხებს არ გვაყურებინებენ — გონებრივი „სიწმინდის“ შესანარჩუნებლად და ვართ სინამდვილეს მოკლებულნი, უკრაინელის ჩვენს გონებაში გმირად წარმოდგენით.

ეს, რომ ასე არ იყოს და საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს რანი არიან გადაგვარებული უკრაინელები, თანაც გაფაშისტებული, უკრაინის დროშას არათუ ეთაყვანებოდა, ფეკალს ტყორცნიდა და რახან ამას არ აკეთებს — ინფორმაციის არქონაა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მეგულება აქაური მოქალაქე, გუნდრუკს უკმევდეს უკრაინას და უკრაინელს.

დავუბრუნდეთ რუსეთს და პრიგოჟინისეულ კრიზისს, რომელიც უდავოდ გადაიზრდებოდა სამოქალაქო ომში, პრიგოჟინს რომ უმალ უკან არ დაეხია, უფრო სწორად მოსკოვზე მიმდინარე მარში არ შეეჩერებინა. მარში, რომ კიდევ 2 დღით გაწელილიყო, უდავოდ გამოუჩნდებოდა ბევრი მხარდამჭერი, რომლებიც შეუერთდებოდნენ მეამბოხე „ვაგნერელებს“. მოსკოველებიც, პუტინის მმართველობით უკმაყოფილნი (ასეთებიც არიან), „ვაგნერს“ მიემხრობოდნენ.

ყოველივე აღნიშნულისგან ვითარება იხსნა დასვენების დღეებმა, შაბათ-კვირამ, დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით მოსკოვში მცხოვრებთათვის „წმინდა უიქენდმა“ (weekend), როდესაც მთელი მოსკოვის მოსახლეობა, პარასკევის მეორე ნახევრიდან დაწყებული, ქალაქგარეთ მიემგზავრება, „დაჩებზე“ ბოსტნეულის, კიტრის, პომიდორის, ხილის მოსაყვან-მოსავლელად, მიწის სამუშაოების ჩასატარებლად.

„დაჩებზე“ გახიზნულმა მოსკოველებმა არ შეცვალეს თავიანთი გეგმები და დარჩნენ იქ, სადაც იყვნენ. ჩვეულებრივ სამუშაო დღეს ისინი მოსკოვში იქნებოდნენ და ვინ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. მითუმეტეს რუსული მედიის მიერ, უფრო სწორად რუსულ მედიაში სისტემატურად მოკეკლუცე რუსი ლიბერალების ტყუილ-მართლით თავბრუდახვეულნი.

დასავლეთის მიერ არადემოკრატიულ, ავტოკრატიულ რეჟიმად გამოცხადებული პუტინის ხელისუფლება, რომელიც პუტინის გაპრეზიდენტებიდან დღემდე, იმავე დასავლეთს უმტკიცებს საკუთარ დემოკრატიულობას, ვერ ხდება, რომ რუსი ლიბერალების, უცხოელი ექსპერტებისა და ჟურნალისტებისთვის სამთავრობო ეთერის დათმობა რუსეთის მოსახლეობის გარკვეულ ფენას გადააგვარებს, ნაწილს კი, მეტადრე პატრიოტს, ხელისუფლების წინააღმდეგ დარაზმავს.

როდესაც რუსეთის მაუწყებლობა აკრძალულია ევროატლანტიკურ ეთერში, რუსეთის ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ანალოგიურის ქვეყნის შიგნით გაკეთებას.

არ ცდილობს! ყურსაც არ იბერტყავს. უკვე მერამდენე წელია ცნობილი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი თავის საავტორო გადაცემა „ბესაგონში“ მოითხოვს ეკატერინბურგში არსებული ანტირუსული ორგანიზაციის „ელცინ-ცენტრის“ დახურვას, თუმცა უშედეგოდ.

„ელცინ-ცენტრმა“ მთელი ციმბირი ანტირუსულ სამყაროდ აქცია. ცენტრს სისტემატურად სტუმრობენ ამერიკელები, მოსკოვში მყოფი ამერიკელი დიპლომატები. მათ მოახერხეს იქ მცხოვრები მოსახლეობის თავიანთ მხარეზე გადაბირება.

რუსეთის ხელისუფალთა და პრეზიდენტის თამაშმა რადიკალებსა და ლიბერალებს შორის, „დერჟავნიკებს“ დაანახა, რომ პუტინი ისეთი არ არის, როგორიც მათ ეგონათ. ისინი ისურვებდნენ უფრო მტკიცე, ხისტი პოლიტიკის მქონე ლიდერს და არა ლიბერალიზმისკენ გადახრილს. ისინი ისურვებდნენ ისეთს, რომელიც, დასავლელთა პოზიციების გაუთვალისწინებლად, უკრაინას დააჩოქებდა და რუსეთისადმი ლოიალური ხელისუფლებით ჩაანაცვლებდა ამჟამინდელ ნეოფაშისტურ ხელისუფლებას.

რუსეთი გადაურჩა არეულობას, რომელსაც, პრიგოჟინის მარშის წარმატების შემთხვევაში, რევოლუცია დაერქმეოდა. რევოლუცია კი ყველა „სიკეთესთან“ ერთად ქაოსი, საზოგადოების გახლეჩა-დაპირისპირებაა — სისხლიანი შეტაკებებით აღსავსე.

პუტინისა და ბელორუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს სწრაფმა რეაგირებამ გვიხსნა მოსალოდნელი საშინელებისგან.

სიტყვა „გვიხსნა“ შემთხვევით არ გამომიყენებია. დიახ! გვიხსნა ჩვენც და მსოფლიოც, რამეთუ ბირთვულიარაღიანი ქვეყნის შიგნით გაჩენილი დაპირისპირება მის საზღვრებში ვერ ჩაეტევა და აქაფქაფებული გადმოიღვრება, როგორც ადუღებული წყალი.

ქართველთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილი ოცნებობდა და ოცნებობს რუსეთის დაშლაზე — სავარაუდოდ, ალბათ იმის იმედით, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაგვიბრუნდება. არც ერთი მათგანი არ ფიქრობს, რამდენად შეძლებს თბილისი დაბრუნებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისი პოლიტიკის გატარებას?!

სამაგალითოდ აჭარის ავტონომიაც კმარა, სადაც მოსახლეობა ქართველია, ისეთივე წეს-ჩვეულებებით, როგორც მეზობელ გურიაში, სამეგრელოში, …, მაგრამ „დამოუკიდებლობის“ 30-წლიანმა პერიოდმა, მეზობელ თურქეთთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურმა კავშირებმა, აჭარლებზე, თურქთა სამსაუკუნოვანმა გავლენამ და თურქ ბიზნესმენთა აქტიურობამ აჭარაში, დაგვანახა დღევანდელი ქართული პოლიტიკის სისუსტე, ანალოგიური ურთულესი საკითხებისადმი არასერიოზული მიდგომა, რამაც ამ რეგიონზე თურქული გავლენის გაძლიერბა გამოიწვია. იგივეს ექნება ადგილი აფხაზეთის დაბრუნების შემთხვევაში. სამხრეთ-ოსეთი, ჩრდილოეთ ოსეთთან მჭიდრო კავშირებიდან გამომდინარე, სხვა საკითხია.

დაბრუნებული ყოფილი ავტონომიების მართვას თბილისი ვერ შეძლებს. ვერ შეძლებდა განვლილი 70 წლის მანძილზეც, მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება-დამაგრებაც შეძლო და მათზე თბილისის მმართველობის განმტკიცებაც.

დამოუკიდებლობის 30 წელმა ბევრი რამ შეცვალა. შეგვცვალა ჩვენც, საქართველოში მცხოვრებნიც, საბჭოური პატრიოტიზმი მომხმარებლობამ ჩაანაცვლა.

ბიზნესს თავისი წესები აქვს, ის თავისას ითხოვს და სახელმწიფო ნაკლებად ადარდებს. მაგალითი ამისა ამასწინათ სანკტ-პეტერბურგში გამართული ეკონომიკური სამიტია, რომელსაც 130 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის აშშ-ს. და ეს მაშინ, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაცია ყველას მოუწოდებს რუსეთთან კავშირების არ ქონას.

რუსეთის დაშლის მსურველო ქართველებო, გაითვალისწინეთ ისიც, რომ დაშლის შემთხვევაში ერთიანი რუსეთის ტერიტორიაზე არსებული რეგიონები პატარ-პატარა ქვეყნებად გადაიქცევიან, ერთმანეთთან მოქიშპედ, აუარება იარაღით. პოლიტიკურ დუღილს ასეთი დაშლილი ვერ დაიტევს, დაგვემუქრება ჩვენც და სხვასაც.

ჩემი ვარაუდი მთლად უსაფუძვლო არ არის, ამდენად ასეთის თავიდან აცილების შანსი უფრო მხიბლავს, ნაცვლად ქაოსისა. არასასურველი აწმყოსგან თავის დაღწევის ერთადერთ გზად მაინც რუსეთის პრეზიდენტის გონივრული და დროული გადაწყვეტილება მიმაჩნია. უნდა ვიმედოვნოთ, რომ შესაძლო სამხედრო გადატრიალებით შიშნაჭამი პუტინი გამოფხიზლდება, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილ პრობლემებს დროულად გამოეხმაურება, არ შექმნის დასავლეთისთვის სასიხარულო ატმოსფეროს, დროულად მოამთავრებს უკრაინის ომს და ჩაფიქრებულ დემილიტარიზაცია, დენაციფიკაციას.

გადაგვარებულ-გაფაშისტებული უკრაინა არა მარტო რუსეთის თავსატკივარია, არამედ ჩვენიც.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

02/07/2023