სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კულუარული პოლიტიკური თამაშები

გულახდილად გეტყვით, პატივცემულო მკითხველო, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ვითარება გაცილებით მშვიდი იქნებოდა, აშშ-ი რომ არ ყოფილიყო ისეთი აგრესიული, ბოროტებით გაჟღენთილი, გამოუცნობი,  არაპროგნოზირებადი, ანტიჰუმანური გადაწყვეტილებების მიმღები ქვეყანა.

ქედმაღალი, ამპარტავანი, მთელს მსოფლიოზე ზემოდან დამცინავად დამცქერი ამერიკა თითქმის ყველგან, ყველა ქვეყანაში იწვევს არასასიამოვნო ჟრუანტელს, გარდა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, კიდევ თითო-ოროლა ქვეყნისა.

სამწუხაროდ, ამ უმცირესობას მალე სომხეთიც შეუერთდება — არაადეკვატური სოროსელი ხელისუფლების წყალობით.

ანტიამერიკული განწყობა სუფევს მის ევროპელ მოკავშირეებში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, სხვაგან, რაც სისტემატურად გამოიხატება აშშ-ს სახელმწიფო დროშების დაწვაში, აშშ-ს საელჩოებთან გამართულ საპროტესტო მიტინგებში.

მეტს ვერ ბედავენ ამერიკელთა მიერ ყურებით დაჭერილი ე.წ. მოკავშირეები. რომ გაბედონ, ვაშინგტონელი ბატონი ეკონომიკურ სანქციებს დააყრის მათ ან „ფერად-ყვავილოვან რევოლუციებს“ მოუწყობს საკუთარსავე ქვეყანაში — ისეთს, როგორსაც საქართველოში ჰქონდა ადგილი 2003 წელს, როდესაც აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ ძველი მოკავშირე და ყურმოჭრილი ყმა შევარდნაძე პოლიტიკურ საიქიოში გაისტუმრა და მის ნაცვლად საკუთარ სპეცსამსახურებში ტრენინგგავლილი სააკაშვილი დაგვასვა თავზე — ფსიქიკურად დაავადებული, გაუწონასწორებელი პიროვნება, განდიდების მანიით შეპყრობილი, მაგრამ აღმზრდელი ამერიკის მიმართ მონური მორჩილებით გამორჩეული.

აშშ-ა ერთი მონა, მეორით ჩაანაცვლა — ახალგაზრდით, დავალებების უყოყმანო შემსრულებლით, ფიქრისა და განსჯისგან თავისუფალით. ხალხიც დარაზმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, სააკაშვილისთვის მხარის დასაჭერად და რაც მთავარია ნატოში შესვლის სურვილის გამოსახატავად.

იმჟამინდელ სახელისუფლებო და საკანონმდებლო ორგანოებში მომუშავე თქვენი მონა-მორჩილისთვის ამერიკელთა პროექტი სააკაშვილის აღზევებისა უაღრესად მსუბუქ, ქარაფშუტულ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე, მაგრამ არა სხვაზე. და ასეთი სხვა, მრავლობით რიცხვში იყო — აშშ-ზე უზომოდ შეყვარებული, ჭრელა-ჭრულა პლასტმასის სათამაშოებზე დახარბებული.

ასეთი არაერთი, არამედ რამდენიმე სააკაშვილს აირჩევდა, ნატოში შესვლაზეც ხელს მოაწერდა და „გირჩელებივით“ სამხრეთ ოსეთის საზღვართან შარვალს ჩაიხდიდა.

თუმცა 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ ჟამს ვერვინ იფიქრებდა, რომ გადაქანებული, დუჟმორეული მთავარსარდლის არჩევას უდავოდ მოჰყვებოდა ცხინვალის ომი, პროვოკაციები რუსეთის საზღვართან, სხვა მრავალი უბედურება, რომელმაც ტერიტორიით მცირე საქართველოს, მნიშვნელოვანი ნაწილი — თანაც მარგალიტი, დააკარგვინა — აფხაზეთ—სამხრეთ ოსეთის სახით, დემოგრაფიით შეთხელებულ მოსახლეობას ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა ბიჭები.

პერსპექტივაში, რამდენი ახალი ოჯახის გაჩენას შეუშალა ხელი სააკაშვილის ავანტიურისტულმა, აგრესიულმა გამოხდომამ  ცხინვალის ომად მონათლულმა?

მაგრამ მარტო სააკაშვილს ვერ ავკიდებთ 2008 წლის აგვისტოს ომს. ჩვენ ისე ვერ მოვიქცევით, როგორც ევროკავშირის სპეცკომისია, დიპლომატ ტალიავინის მეთაურობით, რომელმაც ცხინვალის ომის დაწყებისა და მსვლელობის პერიპეტიების გამოძიებით დაადგინა, რომ აგრესორი რუსეთი კი არა, საქართველო იყო.

ტალიავინი ვერ ჩაწერდა დოკუმენტში, რომ სააკაშვილი ვერ გაბედავდა სუპერსახელმწიფო რუსეთის წინააღმდეგ გალაშქრებას — სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება ხომ რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას ნიშნავდა, რაც გონებასუსტმა სააკაშვილმაც კარგად იცოდა.

იცოდა, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხა ბუშ უმცროსის ადმინისტრაციას, სენატორ მაკკეინს — იმჟამად პრეზიდენტობისთვის ობამასთან მოჭიდავეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, როგორ აფრთხილებდა სააკაშვილს ომი არ დაეწყო. ქაღალდი ყველაფერს იტანს — ამაზეა ნათქვამი. არც რაისს და საერთოდ არც აშშ-ს პოლიტიკას არ სურთ სიმართლის თქმა. არ სურთ აღიარება იმისა, რომ სააკაშვილის წამქეზებლები იყვნენ — რუსეთის რეაქციის გასაგებად. ანუ აინტერესებდათ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდა რუსეთი. და იმ შემთხვევაში, თუ ის ომით უპასუხებდა საქართველოს, შეძლებდა თუ არა სააკაშვილი, მისი ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობის დარწმუნებას რუსეთის წინააღმდეგ მუდმივი ომის საწარმოებლად.

ხალხი მათ არ აჰყვა. არ აჰყვა მაშინდელი პარლამენტის სპიკერის ბაქრაძის მოწოდებას  — „დანებით-ჩანგლებით გამოსულიყო რუსთან საომრად“.

„ვარდების რევოლუციამდე“ საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ს სენატორ მაკკეინს ავუხსენით რას წარმოადგენდა სააკაშვილი და მისი გუნდი, რომ მას, მასავით გადაქანებული თუ დაუჭერს მხარს საპარლამენტო არჩევნებში და ა.შ.

მაკკენს არ მოეწონა ჩვენი დახასიათება და შეხვედრა დატოვა. იმთავითვე ნათელი იყო, რომ ამერიკა კბილებით დაიცავდა თავის პროტეჟე სააკაშვილს, მის გუნდს პარლამენტშიც შეიყვანდა და სააკაშვილს ვადამდელი არჩევნებით პრეზიდენტადაც დაგვასვამდა — ყოველივე ამისთვის კი ე.წ. ვარდების რევოლუციას მოგვიწყობდა — იმჟამინდელ არაბულ ქვეყნებში და პოსტსაბჭოთა სივრცეში აპრობირებულს.

ნათქვამია — ჩხუბის შემდეგ, მუშტებს არ იქნევენო. სწორედ ასე გამომდის, თუმცა ვიბრძოლეთ. ასლან აბაშიძემ და მისმა პარტია „აღორძინებამ“ ძალა არ დაიშურა ხალხისთვის ანტისააკაშვილური ახსნა-განმარტებების მიცემაში, პერმანენტული მიტინგებიც გამართა პარლამენტის შენობის წინ, ნაცებთან ხელჩართულ ჩხუბშიც ჩაერთო, თუმცა უშედეგოდ.

ამერიკული ბაცილით დაავადებულმა ქართველობამ შავი გზა აირჩია და მას შემდეგ მოდის მოთქმით, ტირილით, სახის ხოკვით, მაგრამ მიუხედავად იმ ომის შედეგად გამოყოლილი ტკივილისა ვერ იშორებს ამერიკულ სიყვარულს. რა ჰქვია ამას?

მარტივად, ჟამთა სვლის შედეგად ძველის დავიწყება? ახალი თაობის გაუთვითცნობიერებლობა არცთუ დიდი ხნის წინანდელ წარსულში? ამერიკული ინსტიტუტების წარმატებული პროპაგანდისტული მუშაობა? ახალგაზრდა თაობის ძირფესვიანი გადაბირება? ძველი თაობის ფიზიკური თუ გონებრივი დაუძლურება-გამოფიტვა თუ კონფორმისტობა?

ალბათ,  ყველაფერი ერთად.

და როდესაც ასეთთან გვაქვს საქმე, არ უნდა გაგვიკვირდეს ხვალინდელი ერთნაირსქესიანი ქართული ოჯახები, სქესის გადასაკეთებლად ქირურგიული ოპერაციების მომრავლება, გეი-პარადები, გეი მინისტრები, პრემიერ-მიისტრები, პრეზიდენტები.

ევროპასთან დაახლოება ანუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ამ ორგანიზაციაში შესვლას და ამის მრავალი ფაქტორი არსებობს. როდესაც უკრაინას და მოლდოვას, მითუმეტეს უკრაინას არვინ პირდება ევროკავშირში გაწევრებას, მიუხედავად ომში დაღვრილი სისხლისა, ქართველებს ლამაზი თვალებისთვის გააწევრებენ?!

თუმცა ვცდები, ქართველებს კი არა საქართველოს. ქართველები რახანია ევროკავშირის წევრები არიან — ამ ორგანიზაციაში არალეგალურად შესულნი. მიმიხვდით ალბათ, რა მაქვს მხედველობაში — ევროპაში ტურისტად წასული ქართველის იქ დარჩენა.

საქართველოს მოქალაქეები, აქაური უნივერსიტეტების არაერთი დიპლომის მატარებლები — არ თაკილობენ მოხუცი, დავრდომილი ევროპელების მოვლას, მეეზოვეობას, დამლაგებლობას, შავ სამუშაოებს. ევროპული ცივილიზაციის, ფასეულობების შეთვისებას დასავლელთა საჯდომების ბანვით იწყებენ და ნელ-ნელა ტანის ზემოთა ნაწილებისკენ მიიწევენ.

უნდა ვიმედოვნოთ, ევროპელთა თავებამდე ამ საუკუნის მეორე ნახევარში მიაღწევენ. მიდით ქართველებო, ანალური არხიდან დასავლური ფასეულობებისკენ წინ!

არადა, სამუშაოებს, რასაც იქ აკეთებენ, ევროკავშირში „გაწევრებული“ ქართველები, აქ  დიდი მოთხოვნით სარგებლობს. დიდ ფულსაც იხდიან დავრდომილი, ავადმყოფი მშობელბის, ახლობლების პატრონები მომვლელთა დაქირავებაში, დაახლოებით იმდენს, რამდენსაც ევროპაში, მაგრამ იქ ურჩევნიათ, ვინაიდან ნაცნობებიდან, მეგობრებიდან, მეზობლებიდან არვინ დაინახავს მათ შრომას.

„საამური“ ცხოვრება, ზემოთ მოთხრობილი, დასტურია დასავლური ფასეულობების ექსპანსიის საქართველოში, ამერიკულ-ევროპული გავლენა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე და არა მარტო ჩვენი, ჩვენი მეზობლების, სხვა ქვეყნების.

ზემოთ ნათქვამს გავიმეორებ — დასავლური, განსაკუთრებით ამერიკული პროპაგანდისტული მანქანა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ახალგაზრდა, დაუღვინებელ ტვინებს მაგნიტივით იზიდავს.

რას არ უწყობენ მათ — ტრენინგებს, კონფერენციებს, პოლიტიკურ დებატებს — მრგვალ და გრძელ მაგიდებთან, … ამ ღონისძიებათა მთავარი მიზანი ერთია — რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განწყობა, უკრაინელისგან, მოლდოველისგან, ქართველისგან, სომეხისგან, აზერბაიჯანელისგან, ცენტრალური აზიის ქვეყნების მოსახლეობისგან ანტირუსების გამოზრდას.

უკრაინაში მოახერხეს და უკრაინელი, ანუ რუსი, რუსს გადაჰკიდეს. ანალოგიურს აქვს ადგილი საქართველოში, მეზობელ სომხეთში. ორივე ჩვენგანი რუსს უნდა ვუმადლოდეთ ფიზიკურ გადარჩენაში, ფეხზე დაყენებაში, სწავლა-განათლების მიღებაში, კვალიფიცირებული კადრების მომზადებაში, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქარს გავატანეთ.

ორივენი რუსს უნდა ვუმადლოდეთ აშენებული ქალაქებისა და სოფლებისთვის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის შექმნისთვის; გზებისთვის, რომლებზეც დავდივართ, ავტომანქანებით დავქრივართ; ბევრი სხვისთვის, ჩამოთვლას რომ გვერდები ვერ დაიტევს.

და ჩვენ რით ვპასუხობთ უმადურნი, ფუქსავატურ აზროვნებას აყოლილნი? 12 პუნქტის განუხრელი შესრულებით?! ადამიანს თავი ღმერთმა მარტო ქუდის დასახურად დაადგა?

თავი — აზროვნებაა, ტვინის ნეირონების მუდმივი მუშაობა, რომლის შედეგად ვმოქმედებთ, დავდივართ, ვაზროვნებთ, გადაწყვეტილებებს ვიღებთ — ხან პოზიტიურს, უფრო ხშირად ნეგატიურს.

ნეგატიური გადაწყვეტილებები რომ არა, დედამიწა უკეთ იცხოვრებდა. სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ნეგატიურად აზროვნებს, ნეგატიურად ცხოვრობს, მაგრამ გულს ნუ გავიტეხთ, მალე მეზობელი სომხები ამოგვიდგებიან გვერდში.

როგორ თუ სომხები? — იკითხავთ თქვენ, — მუდამ პრაგმატულად მოაზროვნე სომხებს რაღა ეტაკათ? ის, რაც ჩვენ, პატივცემულო მკითხველო — ამერიკული სატანა, რომელმაც თანმიმდევრული 30-წლიანი ანტისომხური პროპაგანდით გაანგრია სომხური მყარი მენტალიტეტი და ისე გადააგვარა სომხური ტვინი, როგორც უკრაინული, მოლდოვური, ყაზახური, …

ვინმე იფიქრებდა, რომ სომეხი ლანძღვას დაუწყებდა რუსეთს? ვინმე იფიქრებდა, რომ სომხები, ყველა მათ შეცდომას რუსეთს გადააბრალებდა? ვინმე იფიქრებდა, რომ სომეხი აზერბაიჯან-თურქეთს ჩაეხუტებოდა და რუსეთს აიძულებდა სომხეთიდან გასვლას? რუსეთის სამხედრო ბაზას პრობლემებს შეუქმნიდა?

ვერვინ იფიქრებდა, მაგრამ იძულებულები ვართ ვიფიქროთ, ვინაიდან ახალი სომხური აზროვნების ჩამომყალიბებელი აშშ-ი, ისეთ სახიფათო ანტირუსულ ქსელს ქსოვს სომხეთში, ამიერკავკასიას რომ კარგი არ დაადგება, რის შესახებაც აცხადებს სომხეთის ანტინაცისტური ფრონტის კოორდინატორი ჰაიკ აივაზიანი „პოლიტნავიგატორ“-თან (politnavigator.net) საუბარში. მაგრამ ვიდრე გადავიდოდეთ აივაზიანთან ინტერვიუზე, შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შედეგად მიღებული რეალობა, სომხეთის გავლენის ქვეშ ყარაბაღის დატოვებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით და ხელშეკრულების მოთხოვნით ყარაბაღი უბრუნდება აზერბაიჯანს და უბრუნდება არა ისეთი სტატუსით, როგორიც მას ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს — აზერბაიჯანის სსრ-ში მთიანი ყარაბაღის ავტონომიური სსრ, არამედ აზერბაიჯანის რიგითი რეგიონი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, ხელისუფლებაში მოსვლამდე (2018 წ.), აცხადებდა, რომ სომხეთისთვის მთიანი ყარაბაღი მძიმე ტვირთია, რომელიც არ აძლევს მას დასავლეთთან ნორმალური, საქმიანი ურთიერთობების აწყობას და რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნდეს.

საკითხი უაღრესად რთულია და გამოიწვევს ყარაბაღელი სომხების გულისწყრომას, შესაძლოა ბუნტსაც, ვინაიდან აზერბაიჯანის შემადგენლობაში უსტატუსოდ დაბრუნება არ მისცემს მათ ბაქოსთან პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყების შანსს. უკმაყოფილების შემთხვევაში ბაქო ეტყვის სტეფანაკერტს — არ მოგწონთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვაგან საცხოვრებლად. დარჩენის შემთხვევაში თქვენ უნდა იყოთ აზერბაიჯანის ისეთივე მოქალაქეები, როგორებიც აზერბაიჯანელები არიან, ანუ უნდა მოხდეს სომხების აზერბაიჯანში ასიმილაცია.

დაეთანხმება თუ არა ასეთ მომავალს ყარაბაღელი სომეხი — ძნელი დასაჯერებელია. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დათანხმდებიან ბაქოს წინადადებას, რა მოჰყვება ამას — საფუძველი ჩაეყრება ახალ კონფლიქტს?

უსტატუსოდ დარჩენილი მთიანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას მუდამ ექნება დამცირებული უმცირესობის განცდა და სტატუსის დაბრუნების სურვილი, რაც თავისთავად ახალი დაპირისპირების საფუძველი გახდება.

აქედან გამომდინარე რუსეთს ჰქონდა შემდეგი პროექტი — სომხეთის მიერ დაპყრობილი რაიონებიდან ხუთის დაბრუნება აზერბაიჯანისთვის, ორის დატოვება და სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის მუდმივი ავტოსატრანსპორტო გზის აღდგენა. რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის სტატუსს, მისი განხილვა მომავალ თაობებს უნდა განეხორციელებინათ.

ეს პროექტი იყო ომამდე. ომის შემდეგ, ახალი რეალობიდან გამომდინარე, შეიცვალა რუსეთის პროექტიც, თუმცა მთიან ყარაბაღთან მიმართებაში არაფერი შეცვლილა.

მაშინ აშშ-ს ზეწოლით სომხეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ამ პროექტზე, რომელსაც ურთიერთკომპრომისის შედეგად შეეძლო პრობლემის გადაჭრა, რაც დასავლეთს ხელიდან გამოაცლიდა რუსეთის სამხრეთის საზღვრებთან ახალი ომის დაწყების წაქეზების შანსს.

შეგახსენებთ, აშშ, რუსეთთან ერთად ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ე.წ. მინსკის ჯგუფის (ქვეყნების) თანათავმჯდომარეა.

აშშ-ი სხვაგვარად აპირებდა ამ საკითხის მოგვარებას — „ხავერდოვანი რევოლუციით“, რაც განახორციელა კიდევაც 2018 წელს. ხელისუფლებაში მივიდა ოპოზიცია ფაშინიანის ხელმძღვანელობით, რომელსაც ეს საკითხი დასავლეთის სასარგებლოდ უნდა გადაეწყვიტა, ანუ არა მოლაპარაკებით, არამედ ომით — ასე თვლის აივაზიანი, — ვინაიდან სწორედ ომი აძლევდა დასავლეთს დამატებით ინსტრუმენტებს სამხრეთ კავკასიაში სამოქმედოდ და რუსეთის იქიდან გასაძევებლად.

„2019 წელს მოსკოვმა შესთავაზა ფაშინიანს მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარება ძველი პროექტის მიხედვით, ანუ 5 რაიონის აზერბაიჯანისვის გადაცემით. ეს კარგი ვარიანტი იყო, მაშინ პრემიერს მაღალი რეიტინგი ჰქონდა და ხალხი მხარს დაუჭერდა, საკითხიც ომის გარეშე მოგვარდებოდა; ყარაბაღი სომხეთის კონტროლქვეშ დარჩებოდა. მაგრამ მან ეს არ გააკეთა, ვინაიდან ვაშინგტონში არ მოიწონეს“, — აცხადებს აივაზიანი.

რაც შეეხება 2020 წლის 9 მაისის მოსკოვის შეთანხმებას — რუსეთის ინიციატივით და მონაწილეობით, სომხეთის ოპოზიციამ ნეგატიურად შეაფასა და ამერიკელთა კარნახით „კაპიტულაციის აქტი“ მიაწება. აივაზიანის აზრით, ოპოზიციამ შექმნა რა „კაპიტულაციის აქტისგან“ უარყოფითი სიმბოლო, ფაშინიანს ხელი ჰკრა ვაშინგტონთან ჩასახუტებლად.

„სამთა“ მოლაპარაკების დროს (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი) მოსკოვს არ უთქვამს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე. პირიქით, ის აცხადებდა, რომ ასეთი, ნაადრევია, ვინაიდან ჯერ-ჯერობით ბევრი მოუგვარებელი საკითხია, რომელთა გადაუჭრელად, სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ვითარებას ვერ განმუხტავს. მაგრამ ხალხში „კაპიტულაციის აქტის“-თვის ნეგატიური იმიჯის მიწეპების შემდეგ, რომელიც ოპოზიცია — აშშ-ს ერთობლივი შრომის შედეგი იყო, ფაშინიანის შეჩერება და „სამთა“ მოლაპარაკების ჩარჩოებში დატოვება შეუძლებელი გახადა. ფაშინიანმა ვაშინგტონისკენ გასწია.

ამერიკელებმა ისარგებლეს და „სამთა მოლაპარაკება“, „სამშვიდობო ხელშეკრულებით“ ჩაანაცვლეს, რომლის მიხედვით, სომხეთი აღიარებს მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობაში.

ვაშინგტონმა თავს მოახვია თავისი გეგმა ფაშინიანს. ევროკავშირი და აშშ-ი ულტიმატუმის ფორმით ეუბნებიან ფაშინიანს ცნოს ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში.

„„სამშვიდობო ხელშეკრულება“ მთიანი ყარაბაღის სომხებს უარეს შემთხვევაში გენოციდით, ხოლო უკეთეს შემთხვევაში დეპორტაციით ემუქრება. ეს ხელშეკრულება უპირველესად მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. მთიანი ყარაბაღის სომხობა — მსხვერპლია, იმისთვის, რომ რუსი სამშვიდობოები გაყვანილიქნან ყარაბაღიდან, ხოლო შემდეგ გიუმრის სამხედრო ბაზიდან“, — აცხადებს რესპონდენტი.

 „ამერიკული პროექტით“ სომხეთი ალაგებს ურთიერთობას საუკუნოვან მტერთან — თურქეთთან. ამ მიმართულებით კარგა ხანია მიმდინარეობს სომხეთ-თურქეთ შორის მოლაპარაკება, რომლის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში რუსედთის სამხედრო ბაზის არსებობა კარგავს აზრს. ბაზა ხომ თურქეთის აგრესიისგან იცავს სომხეთს?

აივაზიანის აზრით, თუ ამას ექნება ადგილი, დაიწყება სომხების გენოციდი ან გათურქება და სომხეთის, თურქეთის ვილაითად გადაქცევა, რომელიც დროთა ვითარებაში დაიცლება მოსახლეობისგან, რაც შეესატყვისება დასავლურ პროექტს.

ყოველივე ზემოაღნიშნული არაფერია მთავართან — ზანგეზურის დერეფნის გახსნასთან, რომელიც დააკავშირებს თურქეთს აზერბაიჯანთან, კასპიის ზღვის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიასთან.

კასპიის ზღვის ქვეყნების შეთანხმების მიხედვით, ზღვის აკვატორიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს არაკასპიის ზღვის ქვეყნის შესვლას, მაგრამ დაიცავს აზერბაიჯანი — თურქეთის მოკავშირე ქვეყანა, ხელშეკრულების მოთხოვნებს?

საეჭვოა, ვინაიდან ეს ქვეყანა ისეა ჩახუტებული თურქეთთან, რომ გაუჭირდება ოფიციალური ანკარისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

103 წლის წინათ დიდი ბრიტანეთი გეგმავდა კავკასიის სამი ქვეყნის ბაზაზე კონფედერაციის შექმნას, რომელიც საჭირო შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა რუსეთთან ომისთვის.

ასი წლის შემდეგაც დასავლეთის გეგმა არ შეცვლილა. გარდა ამისა, თუ მაშინ დიდი ბრიტანეთი გამოირჩეოდა აქტიური პოლიტიკით, დღეს ის აშშ-ა ჩაანაცვლა.

მიზანი დასავლეთის არა მარტო ის არის, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს დაუბრუნდეს, არამედ რეგიონიდან რუსეთის ჯარის გაყვანა. მაგრამ ამით გეგმა ბოლომდე არ შესრულდება. დასავლეთი აღნიშნულის შემდეგ დასკვნით ფაზაზე გადავა —რუსეთთან სამხრეთ კავკასიის ომის დასაწყებად. ასეთ მზადებას ჰქონდა ადგილი უკრაინაშიც. სცენარი იგივე იქნება.

დასავლეთი შეეცდება საქართველოს ხელისუფლების შეცვლას და მის ნაცვლად რადიკალური ძალების ქვეყნის სათავეში მოყვანას, რომლებიც გააკეთებენ იმას, რასაც დასავლეთი ეტყვის.

მანამდე დასავლეთი შეეცდება ირანის მორჯულებას და მის განეიტრალებას. ვაშინგტონის გეგმით, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთობლივი ძალით უნდა ეომონ რუსეთს.

მტკიცება იმისა, რომ დასავლური პროექტი განხორციელდება, ძნელია, მაგრამ მზადება ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკელი გენერლები სისტემატურად სტუმრობენ სომხეთსა და აზერბაიჯანს და ცდილობენ სომხების დაყოლიებას. აღსანიშნავია სომეხი პოლიტიკოსებისა და სამხედროების გახშირებული ვიზიტებიც ნატოში, აშშ-ის ცსს-ში, დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურში „MI6“—ში (Secret Intelligence Service, SIS/Military Intelligence, MI6).

შესაძლოა ფაშინიანი ხვდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ მისი პოლიტიკაში დარჩენა მიუღებელი იქნება და მას დასავლეთი ისეთი პოლიტიკოსით შეცვლის, რომელიც ბოლომდე მიიყვანს საქმეს.

პრობლემები შეექმნება ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტს, რომელიც აზერბაიჯანზე გადის. აზერბაიჯან—ირანს შორის დაძაბული ურთიერთობებია, რასაც აშშ-ი გამოიყენებს ამ მარშრუტის დაბლოკვისთვის. არ არის გამორიცხული მან პროვოცირება გაუკეთოს აზერბაიჯან—სომხეთის ახალ ომს მთიანი ყარაბაღიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, დასავლეთს შეუძლია ხელი ჰკრას აზერბაიჯანს ირანთან ომისკენ.

დასავლეთი დროს არ კარგავს და მაქსიმალურად ცდილობს კავკასიის ომის გაჩაღებას, ბაქოსა და ერევნის დაყოლიებას. სომხეთი გახდება ირანსა და რუსეთზე თავდასხმის პლაცდარმი.

ზემომოყვანილი ამბავი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის — კავკასიაში მიმდინარე კულუარულ პოლიტიკურ თამაშებს უკავშირდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

26/06/2023