როგორი იყო 2022 წელი?

ტრადიციად არის ქცეული წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის, წლის ბოლოს შეჯამება — განვლილი 12 თვის მანძილზე მომხდარი მოვლენების შეფასება, სათანადო დასკვნების გაკეთება — დამდეგი ახალი წლის შესაბამისი შეხვედრისთვის.

განვლილ წელს, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, შეიძლება ვუწოდოთ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის წელი, არა მარტო თავისი, არამედ მსოფლიოს ქვეყნებისთვის.

ასევე უყოყმანოდ შეიძლება ვუწოდოთ 2022 წელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის წელი — ცხადია საქართველოსთვის, მისდა სამწუხაროდ ის ჯერ-ჯერობით ვერ ქაჩავს მსოფლიო ლიდერობას, თუმცა დიდი სურვილი ჰქონდა და აქვს.

2021 წლის დასასრულს ისეთი სახე უჩანდა, დამდეგი 2022 წელი, ფათერაკებით აღსავსე რომ იქნებოდა. მაშინ პოლიტიკაში ღრმად ჩახედულებიც ვერ ივარაუდებდნენ, რომ პუტინის მიერ კოლექტიური დასავლეთისთვის წარდგენილი წინადადებები, იმავე დასავლეთის მიერ ულტიმატუმად შეფასებული, ოდნავ თანაგრძნობას არ გამოიწვევდა მასში, სალ კლდესავით დახვდებოდა, რითაც საბოლოოდ გადაწურავდა წყალს დასავლეთსა და რუსეთს შორის რაიმე სახის დიალოგის წარმოებისთვის.

თუმცა, ფორმალურად, დიალოგი გაიმართა 2022 წლის დასაწყისში რუსეთ-აშშ, რუსეთ-ნატოს, რუსეთ-ეუთოს შორის — ფორმალური და არა საგნობრივი.

სერიოზული მოლაპარაკებისთვის არც აშშ-ი და არც მისი ნატოელი მოკავშირეები მზად არ აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიერ დასმული წინადადებები მათთვის ცნობილი იყო.

ვარაუდობდა თუ არა კრემლი კოლექტიური დასავლეთის ხისტ უარს თითქმის ყველა წინადადებაზე მის მიერ დასმულზე? ალბათ ვარაუდობდა, მაგრამ დიალოგის დაწყებას არ გამორიცხავდა, ისე, როგორც ჩამოთვლილი წინადადებებიდან ყველაზე თუ არა, ნაწილზე მაინც დადებითი პასუხის მიღებას.

არ გაუმართლა არც მას და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არც მსოფლიოს.

თქვენს ყურადღებას არ გავამახვილებ პუტინის წინადადებებზე, რამეთუ გასულ წელს, მის ყოველ დღეს და საათს გასდევდა საზოგადოებისთვის პროზაულ, მაგრამ მნიშვნელოვან თემებზე სჯა-ბაასი, პუბლიკაციები, სატელევიზიო თოქ-შოუები, კონფერენციები და ა.შ.

მაგრამ მოკლედ გეტყვით მთავარზე — რუსეთის უსაფრთხოებაზე — პუტინის ყველა წინადადებაში — უმთავრესზე.

რუსეთის უსაფრთხოების თემა არაერთხელ გახმოვანდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო კონფერენციებზე, კოლექტიური დასავლეთის ლიდერებთან მოლაპარაკებებზე, თუმცა ჯეროვანი ყურადღება მას არ ეღირსა.

რას ითხოვდა პუტინი?

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გეგმის შეჩერებას. გაფართოებული პოზიციებიდან უკან დახევას. ე.ი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ნატოს გაყვანას და იმ პოზიციებზე დაბრუნებას, რასაც დასავლეთი დაპირდა საბჭოთა ლიდერ გორბაჩოვს — „ნატო ერთი დიუმითაც არ გადადგამს ნაბიჯს აღმოსავლეთისკენ“.

კოლექტიური დასავლეთის პასუხი ასეთია — ნატოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შესვლა, თვით ამ ქვეყნების სურვილის მიხედვით განხორციელდა. ყველა ქვეყანას აქვს უფლება დამოუკიდებლად აირჩიოს რა სახის საერთაშორისო ორგანიზაციაში, კავშირში, ალიანსში სურს გაწევრება.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გადაწყვეტილების გაუქმება, კოლექტიურ დასავლეთს არ შეუძლია.

იყო სხვა არგუმენტებიც.

 ერთის შეხედვით, კოლექტიური დასავლეთი მართალია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ოფიციალურად მიმართეს ნატოს და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ შევიდნენ ამ ორგანიზაციაში.

ეს, ერთის შეხედვით. სინამდვილეში რა მოხდა? სინამდვილეში აშშ-ს პრეზიდენტი ბუში (უფროსი) კლინტონმა შეცვალა, რომელმაც „გულწრფელად“ განაცხადა, რომ არაფერი სმენია აშშ-ს წინამორბედ ადმინისტრაციებს ან კოლექტიურ დასავლეთს პირობა მიეცა რუსეთისთვის ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოების შესახებ.

კლინტონი მართალი იყო, ვინაიდან რეიგან-გორბაჩოვის და ბუშ-გორბაჩოვის მოლაპარაკებების დროს ის საერთოდ შორს იყო „დიდი პოლიტიკიდან“.

კლინტონმა ისიც იკითხა — თუ ასეთი დაპირება იყო, სად დაფიქსირდა, რომელ ხელშეკრულებაშიო. მსგავსი ხელშეკრულება არ დადებულა. ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირება მხოლოდ ზეპირი მოლაპარაკებების ამსახველმა ჩანაწერებმა შემოგვინახეს, რომელსაც მოლაპარაკებათა მთავარი პირები ხელს არ აწერენ.

ასეთ ჩანაწერებს აკეთებს მოლაპარაკების დამსწრე დიპლომატი, ზოგიერთ შემთხვევაში ელჩი. ის აწერს ხელს „საუბრის ჩანაწერს“.

„საუბრის ჩანაწერი“ დიპლომატიაში მიღებულ დოკუმენტად ითვლება, თუმცა მას ხელშეკრულების ძალა არ აქვს.

ხელშეკრულების შემთხვევაში, რამდენად დაიცავდა დასავლეთი იქ ჩაწერილ ვალდებულებებს, ძნელი გამოსაცნობია. მაგრამ ხელშეკრულების არ არსებობა ბევრ პოლიტიკოსს უჩენს მოსაზრებას იმისა, რომ საბჭოთა მხარემ შეგნებულად არ გაამახვილა ყურადღება ამ საკითხზე. თუ რატომ, 2022 წელს გარდაცვლილი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის გორბაჩოვის აშშ-ს პრეზიდენტ ბუშისადმი (უფროსი) მიწერილი წერილიდანაც ჩანს, სადაც ის გულახდილად ეფიცება ბუშს აშშ-ს და დასავლეთის სიყვარულში.

წერილში გორბაჩოვი აღნიშნავს, რომ მისი ცხოვრების მიზანი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, საბჭოთა კომპარტიის გაცამტვერება. ამ საქმეში მას მხარს უჭერდნენ მეუღლე რაისა, თანამებრძოლები იაკოვლევი და შევარდნაძე.

მკითხველს შევახსენებ შევარდნაძის ანალოგიურ განცხადებასაც — ვოცნებობდი საბჭოთა კავშირის დაშლაზეო. ასეთი ხელმძღვანელების ხელში გასაკვირი არ არის აშშ-ნ ხელშეკრულების დადებისთვის არაფრის გაკეთბა.

საბჭოთა ხელმძღვანელების გამყვიდველურმა პოლიტიკამ მწვავედ შეგვახსენა თავი 2022 წელს, თუმცა მანამდე არაერთხელ გაიხსენეს ასეთი კრემლში.

მოდით კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა — ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება რამდენად უქმნის საფრთხეს რუსეთს?

ნატო ნიშნავს შეიარაღებას, რაკეტების განლაგებას — დამიზნულს მოწინააღმდეგისკენ. ნატოს მოწინააღმდეგედ კი რუსეთი ითვლება. აღმოსავლეთში განლაგებული ნატოს რაკეტების მიერ დასაფარი საჰაერო მანძილი 10 წუთიდან 5 წუთამდე მცირდება. რაც უფრო ახლოა რაკეტა რუსეთის საზღვრებთან, მით უფრო შემცირებულია ფრენის მანძილი და დრო. დროის სიმცირე არ აძლევს რუსეთის ანტისარაკეტო სისტემას დროული რეაგირების შანსს.

ნატოს პასუხი არის ასეთი — ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ უნდა აღელვებდეს რუსეთს, ვინაიდან ნატო არ არის აგრესიული სამხედრო ბლოკი და არ აპირებს რუსეთზე თავდასხმას.

თუ რამდენად არის ნატო „მშვიდობის მტრედი“ — კარგად არის ცნობილი, ისე, როგორც კოლექტიური დასავლეთის მშვიდობისმოყვარეობა. მშვიდობისმოყვარე ნატო უდავოდ გაიზიარებდა პუტინის წინადადებებს. მხარს დაუჭერდა მათ, არ დაძაბავდა პოლიტიკურ ვითარებას; არ დააყენებდა მსოფლიოს ომის წინაშე; არ გამოიწვევდა ენერგეტიკულ კრიზისს, რითაც სერიოზულ საფრთხეს მიაყენებდა ამერიკა-ევროპის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და არა მარტო მათ, არამედ მთელ მსოფლიოს.

კოლექტიური დასავლეთის სიჯიუტემ მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, ამასთანავე სხვა უამრავი პრობლემები, რომელთა შესახებ დასავლეთმა არც არაფერი იცოდა და ვერც წარმოიდგენდა — სუსტი, უსუსური, არაპროფესიონალი, ხარბი პოლიტიკოსების წყალობით.

კოლექტიური დასავლეთი ვარაუდობდა პუტინის შეჭრას უკრაინაში, მაგრამ ვარაუდს თან ახლდა თავდაჯერებული არგუმენტები, თავიანთ გათვლებზე  დაფუძნებული, რომელთა შინაარსი არ სცდებოდა სიტყვა — „ვერ გაბედავს“. გაბედა!

უკრაინა გახდა რუსეთის ძილის დაფრთხობის უმთავრესი ფაქტორი — რუსეთის საზღვრებთან მდებარე უკრაინა — მოსკოვის, რუსეთის სხვა სტრატეგიული ობიექტების სიახლოვეს არსებული.

უკრაინის გადასაგვარებლად კოლექტიურმა დასავლეთმა ბევრი იღვაწა ბოლო 30 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2014 წლის მაიდნის ფაშისტური გადატრიალების შემდეგ.

ჩვენთვის ნაცნობი საბჭოთა უკრაინა, მეგობართა ძმურ ოჯახში მცხოვრები, ინტერნაციონალური სულისკვეთების მატარებელი, იოლი ორგანიზმი გამოდგა ამერიკული მზაკვრული ექსპერიმენტისთვის.

დამოუკიდებლობის 30 წელი დიდიც არის და ცოტაც ქვეყნის კარდინალური გარდაქმნისთვის, თუმცა მენტალური გადაკეთებისთვის უდავოდ არასაკმარისი. მენტალურ გარდაქმნას თაობები სჭირდება, მინიმუმ ერთი თაობა მაინც. აი, სწორედ აქ იმარჯვა აშშ-ს პროპაგანდისტულმა მანქანამ, თუმცა მას საბჭოური მენტალიტეტის მატარებელი უკრაინელის ნაცვლად, ნაციონალური სულის მატარებელი უკრაინელი დახვდა — ძველი, ბანდერული ჭკუა-გონებით გაჯერებული, რომელსაც ვერაფერი დააკლო საბჭოურმა გულაგმა, გადასახლებამ, თავისუფლების აღკვეთამ. და ვერ დააკლო იმიტომ, რომ გულაგში ყოფნის წლები, საბჭოთა ლიდერის ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით, თავისუფლებით და რეაბილიტაციით შეიცვალა. ბანდერელებს მიეცათ „გამოსწორების“ შესაძლებლობა ცხოვრებაში აქტიური ჩართვით და მათაც არ დააყოვნეს, შეაღწიეს რა საბჭოურ პოლიტიკურ, სამხედრო საზოგადო ცხოვრებაში.

გაქამელეონების პროცესი საბჭოთა კავშირის დანგრევამდე მიმდინარეობდა. დამოუკიდებლობის მიღებისთანავე ნაციონალური სულისკვეთების, უფრო სწორად ნაციზმის აღორძინებამ მწვერვალებს მიაღწია. ამერიკულ ანტირუსულ პროპაგანდას უკრაინის ნაციზმის ნოყიერ მიწაზე ფართო გასაქანი მიეცა და ჩვენ ვიხილეთ სხვა უკრაინა, უკვე გაფაშისტებული, ნაცისტური, სადაც რუსი დაუძინებელი მტერია, რომელიც სიკვდილს იმსახურებს.

30 წელი საკმარისი გამოდგა უკრაინის მოსახლეობის გადასაჯიშებლად, რაც ვერც რუსეთმა შენიშნა და ვერც სხვა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ. ამიტომაა, რომ გვიჭირს დღევანდელი უკრაინის, უკრაინელის შეფასება.

ძველი იმიჯი უკრაინელის, ძმისა და მეგობრისა იმდენად არის გამჯდარი ჩვენს გონებაში, მისი ფაშისტად აღქმა შეუძლებლად მიგვაჩნია, რაც დიდი შეცდომაა. ფაშისტი უკრაინელი, ვიდრე მისი იარაღი რუსეთისკენ არის მიშვერილი, მისაღებია კოლექტიური დასავლეთისთვის, რუსეთის ღია თუ ფარული მტრისთვის. მაგრამ ფაშიზმმა, ნაციზმმა დანდობა არ იცის. დღეს თუ მისი მთავარი მტერი რუსეთია, ხვალ ევროპა ან ნებისმიერი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იქნება.

რა გაეწყობა, ასეთია ფაშიზმის ფილოსოფია. ასეთი იყო მაშინაც, გასული საუკუნის 30-იან წლებში, როცა საბჭოეთის განადგურების სურვილით დაავადებულმა დასავლეთმა ჰიტლერის სამხედრო მანქანას სული შთაბერა და აღმოსავლეთისკენ მიაშვერინა თოფის ლულა. გერმანულმა ფაშიზმმა თავისი დამპყრობლური გეგმები კი ჯერ ევროპის ქვეყნებზე გაავრცელა, უპირველესად იმათზე, ვინც ჰიტლერს აღმოსავლეთისკენ მიანიშნებდა. დაახლოებით იგივე პროცესთან გვაქვს საქმე 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში, ფაშისტური გერმანიის განადგურებიდან 80 წლის გავლის შემდეგ.

80 წლის წინათ, მე-2 მსოფლიო ომს, დედამიწის ცხოვრების ახალი წესის შემოღება მოჰყვა — დასავლეთისა და აღმოსავლეთის სრული გამიჯვნით, მათ შორის „რკინის ფარდის“ ჩამოშვებით.

რა იქნება უკრაინაში საომარი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ? — ეს კითხვა სისტემატურად ჟღერს როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. თითქოს პასუხიც გაცემულია — საერთო შინაარსისა, მაგალითად ასეთი — მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც გასული წლის ბოლოს ან მიმდინარე წლის 23 თებერვლამდე იყო.

2022 წლის 24 თებერვალმა თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც 1941 წლის ივნისის, სამამულო ომის დაწყების თარიღის მსგავსი დატვირთვა შეიძინა. 2022 წლის 24 თებერვალმა, ანუ რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მიერ დაწყებულმა სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ, რომელიც დღესაც გრძელდება, კარდინალურად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკური არქიტექტურა — არა ფასადურად, არამედ ინტერიერ-ექსტერიერით.

სამხედრო ოპერაციამ ორ ნაწილად გაჰყო მსოფლიო — ისე, როგორც „ცივმა ომმა“. ექსპერტები, პოლიტიკოსები მორიდებით აფასებენ შექმნილ ვითარებას და ცდილობენ სიტყვები „ცივი ომი“ არ იხმარონ თანამედროვე ვითარების დასახასიათებლად, რაც თავის მოტყუება, შეცდომა მგონია, ვინაიდან არსებული დაპირისპირება უდავოდ სცდება „ცივი ომის“ ცნებას. ის, უფრო „ცხელი ომის“ გამოვლინებაა.

 ომი რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარეობს და არა კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის — ერთის შეხედვით, მაგრამ როდესაც კოლექტიური დასავლეთი, ნატოს წევრი ქვეყნები, აშშ-ი იარაღით, ფინანსებით, საინფორმაციო მანქანით, მორალურად მხარში უდგანან უკრაინას —  „ცხელი ომია“; დასავლეთსა და რუსეთს შორის; რომელსაც აღარაფერი აკლია „ცხელში“  გადასასვლელად, შესაძლოა — ბირთვულ ომშიც.

მე-2 მსოფლიო ომის დამთავრებიდან 80 წლის გავლის შემდეგ, მსოფლიომ ისევ მიიღო ფაშისტური იდეოლოგია, დაუშვა მისი გავრცელება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სახით, უფრო გამოკვეთილად უკრაინაში. რით არის გამოწვეული ეს ერთობ სავალალო ფერიცვალება? ახალი თაობის მოსვლით, რომელმაც არ იცის მე-2 მსოფლიო ომის საშინელება, თუ რით?

ეს კითხვები პასუხს ელოდება, მაგრამ პასუხებამდე სხვა რეალობა მივიღეთ —  ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესის დაწყება. 2022 წლის 24 თებერვალმა მსოფლიოს გადაკეთების ახალი პროცესი დაიწყო — ერთობ მძიმე, ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც მოჰყვება ერთპოლუსიანი მსოფლიოს, მრავალპოლუსიანით ჩანაცვლება.

საერთაშორისო სარბიელზე ლიდერობას ისეთი ქვეყნები აცხადებენ, როგორებიც ჩინეთი და ინდოეთია, ცხადია ამ დუეტს რუსეთიც უერთდება. არც ერთ მათგანს ერთპიროვნული ლიდერობა არ ხიბლავს — მრავალპოლუსიანობის მომხრეები არიან, რის შესახებ ერთ-ერთმა, ჩინეთმა —  საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის პირით, სულ ახლახანს განაცხადა. მან ისიც თქვა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები სალ კლდესავით მტკიცეა.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა არა მარტო რუსეთის არმიის ნაკლოვანებები გამოავლინა, არამედ რუსეთის საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულება უკრაინის ომთან მიმართებაში. ათეულ-ათასობით პროტესტანტმა რუსმა მიატოვა სამშობლო და მეზობელ ქვეყნებს მიაშურა. ნიშნავს თუ არა რუსი ახალგაზრდების არცთუ უმნიშვნელო ნაწილის მიერ სამშობლოდან გაქცევა, მაშინ, როდესაც სამშობლოს დახმარება სჭირდება — ქვეყანაში იდეოლოგიის არ არასებობას?

ამ კითხვას სასწრაფო პასუხი ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული საზოგადოება მხოლოდ მომხმარებლური იქნება და ნაკლებად მწარმოებლური, რაც მსუყე წერტილს დაუსვამს რუს ხელისუფალთა ამბიციურ გეგმებს.

  კოლექტიურმა დასავლეთმა 30 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა რუსთა მომხმარებლად გადასაქცევად. მომხმარებლობის ბაცილით არა მარტო დიდი ქალაქები — მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ყაზანი, ხაბაროვსკი, ნოვოსიბირსკი, სხვები არიან დაავადებულნი, არამედ პატარა ქალაქებიც, მათი ხელმძღვანელები, ქვეყნის ხელმძღვანელობის ნაწილი.

შორს წასვლა არ დაგვჭირდება დასავლეთის თაყვანისმცემელთა საძიებლად, თვით რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი ასეთად თვლიდა თავს, ვიდრე მწარე მუშტი არ მიიღო სახეში. მწარე მუშტზე უარესიც იყო გერმანიის ყოფილი კანცლერის მერკელის განცხადება, რომ მინსკის ხელშეკრულება რუსეთისთვის სატყუარა იყო და ემსახურებოდა დროის გაყვანას, უკრაინის არმიის მომზადებას დონბასის განთავისუფლებისთვის, ანუ რუსეთთან ომისთვის.

2022 წელმა ნათელი მოჰფინა კოლექტიური დასავლეთის ცინიზმს და ქამელეონურ პოლიტიკას, რომელიც კოლექტიური დასავლეთის ეგოიზმს ეყრდნობა და არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებასთან, სიტყვის თავისუფლებასთან — ყველა იმ ყბადაღებულ დასავლურ ლოზუნგთან, რომელიც მან თვალებზე ააფარა მთელს მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მუდმივ რეჟიმში გაჰყვირის დასავლური ღირებულებების განუზომელ მნიშვნელობაზე, მასთან საქართველოს შერწყმაზე.

თვით პუტინი, მიუხედავად მერკელის განცხადებისა, კოლექტიურ დასავლეთს ისევ პარტნიორად მოიხსენიებს — უნდა ვიგულისმოთ ავტომატურად და არა შეგნებულად.

დასავლეთის მიმართ რუსეთის ხელისუფალთა, განსაკუთრებით პუტინის ლოიალურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადე ისრაელის  სპეცსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამჟამად ანალიტიკოსმა იაკოვ კედმიმ: „მინსკი-2 ხელშეკრულებასა და სტამბოლის ხელშეკრულების დადების სურვილს შორის მე არ შემიძლია არ გავავლო თანაფარდობის ნიშანი — სინდისი არ მაძლევს ამის უფლებას. ახლა მაქვს კითხვა: როდის ისწავლით? როდის მიხვდებით, ვისთან გაქვთ საქმე? როდის შეწყვეტთ ისეთ ქცევას, რომ ისეთი არარაობები, როგორიც პოროშენკოა,  როგორიც ეს ქიმიის მასწავლებელია (მერკელი), როგორიც ეს პარიზელი ქონდრის კაცია,  დაგცინოდნენ, გატყუებდნენ ბოლო 8 წლის განმავლობაში. თქვენ კი ლაპარაკობდთ, რომ მინსკის ხელშეკრულება უნდა შესრულდეს. მეტი რაღა უნდა მოხდეს? თქვენ იმაზე კი არ უნდა იფიქროთ, როგორ ენდოთ ადამიანებს, არამედ თქვენს ქვეყანაზე და მის ინტერესებზე  უნდა იფიქროთ“.

ვიმეორებ, 2022 წელმა გამოავლინა ავადმყოფი კოლექტიური დასავლეთის ნამდვილი სახე — მერკელის ნათქვამით. ასეთთან ხელშეკრულების  გაფორმებასაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ნებისმიერ დროს დაარღვევს.

2022 წლის 24 თებერვლის შემდგომმა მოვლენებმა არა მარტო დასავლეთ—რუსეთის ურთიერთობები გააშიშვლა, არამედ აშშ—ევროკავშირის. აშშ-ი რომ კარგა ხანია ევროკავშირს მეტოქედ მიიჩნევდა, ფაქტია, მაგრამ, ის, რაც 2022 წელს გამოვლინდა, ყოველგვარ მოლოდინს შორდება.

აშშ-ა არა მარტო წიხლი დააჭირა ეკონომიკურ-ენერგეტიკულ კრიზისში მყოფ ევროპას — დაჭირხლული გაზის 4-ჯერ მეტ ფასად (რუსეთთან შედარებით) მიყიდვით, არამედ „ჩრდილოეთის ნაკადი—2“ აფეთქებით და  ამ ტერორისტული აქტის რუსეთზე გადაბრალებით, არამედ გერმანული კომპანიების ამერიკაში შეტყუებით, მათთვის უკეთესი პირობების შექმნით.

აშშ-ის პოლიტიკის მტაცებლური ბუნება მარტო აღნიშნულით რომ თავდებოდეს, კიდევ არაფერი, მაგრამ ის იდეოლოგიური თვალსაზრისითაც თავს ესხმის ყველას, მათ შორის შინაურსაც — ლგბტ-ს მოთხოვნების უცილობელი შესრულების მიზნით.

მთავარი დევიზი აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციისა — ერთობ გამოკვეთილი 2022 წლის განმავლობაში, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაა. ამ მანკიერებამ ფართოდ გაიდგა ფესვი ევროპაში, სხვაგან. თვით აშშ-ში — კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით ერთნაირსქესიანთა ქორწინება არც ერთ შტატში არ აიკრძალება.

კოლექტიური დასავლეთის ესოდენი დაინტერესება ერთნაირსქესიანთა ქორწინებით — შორს მიმავალი პროექტია, ანუ „ოქროს მილიარდის“ შექმნა. „ოქროს მილიარდი“ გასაგებად მარტივი რამაა, თუმცა ძნელი, განსახორციელებლად, შედეგის მისაღებად. რას ნიშნავს ის?

მსოფლიოს დღევანდელი 8 მილიარდი მოსახლეობის, მილიარდამდე დაყვანას.

ერთსქესიან ქორწინებას ნაყოფი არ მოჰყვება, ანუ ადამიანთა მოდგმის გაგრძელებას წერტილი დაესმება. მაგრამ დემოგრაფიული სურათის სწრაფ გაუარესებას რამდენად დააჩქარებს ერთნაირსქესიანთა ქორწინება? თუ ვერ დააჩქარებს მას, ხელოვნური დაავადებები („კოვიდ-19“), ლოკალური ომები და ბიოლოგიური იარაღი ხომ წაეხმარება?!

2022 წელს კაპიტალიზმმა გამოავლინა ისეთი სახე, რომელიც კარგს არაფერს უქადის მსოფლიოს. ამასთან დაკავშირებით მკითხველისთვის საინტერესო იქნება სტალინის 100 წლის წინანდელი წინასწარმეტყველობა: „ევროპის ქვეყნები აგრძელებენ რა საკუთარი კოლონიების ექსპლუატაციას, თვით აღმოჩნდნენ აშშ-ს საფინანსო მორჩილებაში, რაც გულისხმობს აშშ-ს მიერ მათ ექსპლუატაციას. ამ მხრივ მთავარ სახელმწიფოთა წრე, რომლებიც ფინანსური თვალსაზრისით ექსპლუატაციას უწევენ მსოფლიოს, მინიმუმამდე შემცირდება, მაშინ, როდესაც ექსპლუატირებულთა რაოდენობა  გაიზრდება.“ — ბოლშევიკთა XIV ყრილობა.

2022 წლის ერთ-ერთი საგულისხმო გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე ხამუტის დადება, ანუ უარის თქმა მთავარ საყრდენზე კაპიტალიზმისა, რომელმაც მრავალი ათეული წლის წინათ, საკუთარი მოგების გაფართოების მიზნით, საფუძველი დაუდო საბაზრო, თავისუფალ ეკონომიკასა და ვაჭრობას.

ნავთობზე ზღვრული ფასების დაწესება, ნიშნავს ფასების კონტროლს არა მარტო რუსულ ნავთობზე, არამედ ნავთობპროდუქტებზე. ანალოგიურს გვპირდებიან ბუნებრივ აირზეც. შედეგს მომავალ 2023 წელს უნდა ველოდეთ — ცხადია ნეგატიურს.

გასულმა წელმა ევროკავშირის ხელმძღვანელობაში არსებული კორუფციული ავადმყოფობა საჯაროზე გამოაჭენა, რითაც ქვის ნაცვლად, ლოდი ისროლა, ვიომ უმწიკვლო ბრიუსელის ბაღჩაში.

ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის დაკავება, ყატარში 1,5 მილიონი ევროს ქრთამად მიღების ფაქტზე, აშკარა მანიშნებელია ბრიუსელის შტაბ-ბინის კორუფციულ ჭაობში ტივტივის. ვიცე-სპიკერთან ერთად სხვა პარლამენტარებიც გადიან საქმეში.

ამ ამბავმა თვით ევროკავშირის ლიდერის ურსულა ფონ დერ ლაიენის „კოვიდური“ საქმეებიც გაგვახსენა. მაგალითად, 350 მილიონის ღირებულების ვაქცინების შეძენა. გამოძიება გრძელდება და როგორც ამბობენ შავად დასრულდება ამ ქალბატონისა და მისი მეუღლის მიმართ, რომელიც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის სამსახურშია ჩამდგარი.

ჩვენ კი ევროკავშირისკენ კისრისტეხით მივრბივართ და როგორც ოპოზიცია გვეუბნება — შევიდოდით კიდევაც, 12—პუნქტიანი დავალების პირნათლად შესრულების და სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

საქართველოსთვის 2022 წელი უდავოდ უნდა ჩაითვალოს სააკაშვილის წლად. და არა მარტო მის, არამედ მის ამერიკელ კურატორთა წლად.

ხელისუფლება, ჩვენდა სამწუხაროდ, სუსტად გამოიყურებოდა ამ ბრძოლაში, მოპასუხედ და არა პოლიტიკის წარმმართველად. მან თავიდანვე გაუშვა ინიციატივა ხელიდან. მკაცრი პასუხი არ გასცა ოპოზიციას, მის გულშემატკივრებს, სააკაშვილის მომხრეებს, მის ნათესავებსა და ახლობლებს.

გამოძიება არ აწარმოა მთავარ საკითხზე — ომის დაწყებაზე, რაც ქვეყნის ღალატი და მრავალი წლით ციხეში გამომწყვდევაა. ხელისუფლებამ შერბილებული პოზიცია არჩია, რითაც უხერხულება შეუქმნა ხალხს, იმას, ვინც სააკაშვილს დამნაშავედ მიიჩნევს და ციხეში დიდხანს ყოფნას უსურვებს.

2022 წელი სააკაშვილზე ლაპარაკში გაგვატარებინეს, თითქოს საქართველოს სხვა პრობლემები არ აწუხებდეს.

30-წლიანმა „თავისუფლებამ“ რომ დიდი ვერაფერი შეგვძინა, მტკიცება არ სჭირდება.

ვერც 2022 წელმა გაგვახარა, თუმცა უკეთესს არც ველოდით, ვინაიდან არსებული პოლიტიკურ—სახელმწიფოებრივი სისტემა არ იძლევა ამის შესაძლებლობას.

რა იქნება 2023 წელს, ძნელი სავარაუდოა, თუმცა არც ისეთი შეუძლებელი, ვინაიდან აბურდული მსოფლიოს პირობებში საქართველო ოკეანეში ეულად მყოფ კუნძულს ვერ დაემსგავსება. ასეთ ვითარებაში რასაც ადამიანი, მეორეს უსურვებდა — პირადი, მტკიცე ჯანმრთელობა და გაძლებაა.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

29/12/2022