„ვაჭრობა აქ მიუღებელია“

უკრაინის ფრონტზე პოზიციური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ბრძოლის ინტენსიურობით ბახმუტი გამოირჩევა — რუსული მხარის განმარტებით, დონბასის საბრძოლო მოქმედების თეატრში მნიშვნელოვანი ქალაქი.

როგორც მედია აცხადებს, რუსთა მხროდან ბრძოლას „ვაგნერი“ აწარმოებს — კერძო სამხედრო ფორმირება, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში.

რუსი სამხედრო კორესპონდენტების მიხედვით, „ვაგნერი“ გამოირჩევა მაღალი დისციპლინით, კარგი სამხედრო აღჭურვილობით და შესანიშნივი ეკიპირებით, რუსეთის არმია რომ მოიკოჭლებს.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს — მასშტაბური შეტევა, დაანონსებული კარგა ხნის წინათ, არ ჩანს. უცხოელ ექსპერტთა განცხადებით, უკრაინის ჯარი განიცდის საბრძოლო იარაღისა და რაკეტების დეფიციტს, თუმცა მეომრების საბრძოლო განწყობა უწინდებურად მაღალია.

ზოგი ექსპერტი თვლის, რომ ორივე მხარე ძალებს იკრებს და პაუზის შემდეგ, ახალი წლიდან, დაიწყებენ საბრძოლო მოქმედებას.

ზოგიც, პაუზას, კლიმატურ პირობებს აწერს — მიწა სველია და მძიმე ტექნიკას გაუჭირდება ტალახში გადაადგილება, ამიტომ ელოდებიან ყინვების დადგომას, რომელიც გაყინავს ნიადაგს და გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს ტანკებს, სხვა მძიმე სამხედრო ტექნიკას.

სულ ახლახანს, ერთ-ერთმა რუსულმა ტელეარხმა აჩვენა უახლესი რუსული ტანკების „ტ-90“ მოზღვავება ფრონტის ხაზზე.

ა.წ. 24 თებერვლის საბრძოლო მოქმედების დაწყებიდან 9 თვეზე მეტი გავიდა — უმძიმესი პერიოდი მსოფლიო ისტორიაში.

მაშინ, თებერვლის დასაწყისში არვინ იფიქრებდა თუ რა მძიმე ცხოვრება ელოდებოდა ევროკავშირის, აშშ-ს, უკრაინის, რუსეთის, სხვა ქვეყნების ხალხებს.

მაშინ, ვერვინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთის მიერ დაწყებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციისთვის აშშ-ი და მისი ბრძანებით ევროკავშირი უამრავ ეკონომიკურ სანქციას დაუწესებდა რუსეთს.

მაშინ, ვერვინ იფიქრებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ესოდენ მომაკვდინებლად იმოქმედებდა თვით სანქციების დამწესებლებზე და ნაკლებად სანქციების ობიექტ რუსეთზე.

დასავლეთ-რუსეთის ეკონომიკურ ომში ჯერ-ჯერობით „დასჯილი“ რუსეთი იმარჯვებს.

მაშინ, ვერვინ იფიქრებდა, რომ გაბრაზებული ევროკავშირი უარს იტყოდა რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, ქვანახშირზე, რითაც სეროზულ პრობლემებს შეუქმნიდა საკუთარ თავს.

მაშინ, ვერვინ იფიქრებდა, რომ გერმანიამდე მიყვანილ გაზსადენს, „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ს სახელით ცნობილს, „უხილავი ძალა“ ისე ააფეთქებდა — ზღვის ფსკერზე დადებულს, რომ სურვილის შემთხვევაში, მის აღდგენას, აფეთქებული მილის გამოცვლით, ერთი წელი მაინც დასჭირდებოდა. თუმცა ეს სურვილი ჯერ არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ გასჩენია, პირიქით ხარობენ, რომ რუსულ გაზზე აღარ არიან დამოკიდებული.

იმაზე არვინ ფიქრობს, რომ რუსული გაზის „დიქტატისგან“ თავისუფლება გაუსაძლისს ხდის კომფორტს მიჩვეულ ევროპელთა ცხოვრებას. ზომაზე მეტად გამთბარ ევროპელთა სახლებში, ლამის ტრუსებში მყოფ, ევროპელებს თბილ ქურთუკებში უხდებათ ყოფნა, 12-13 გრადუსის ტემპერატურის ქვეშ, ლიმიტირებული ცხელი წყლით და ა.შ.

ენერგეტიკულმა კრიზისმა გადაიყოლა გერმანიის ეკონომიკა — ამ ქვეყნის სამრეწველო გიგანტები, რომლებიც გამოსავლის ძიებაში ხან აშშ-ს აწყდებიან, ხან ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ხან ჩინეთს — იქ საწარმოების გასახსნელად.

ევროპელები დღესაც ვერ ფიქრობენ, ვერ აანალიზებენ, რომ ის საამური ცხოვრება, რომელიც მათ ჰქონდათ 2022 წლის თებერვლამდე, რუსეთიდან მიღებული გაზის, სხვა ენერგომატარებლების წყალობით იყო — იაფი წყალობა, რომელიც ვერ შეიშნოვეს.

რატომღაც ევროპელებს ეგონათ, რომ თუ რუსეთის გაზზე უარს იტყოდნენ, იოლად შეძლებდგენ რუსული გაზის ყატარულით, ჩრდილო აფრიკის არაბული ქვეყნების გაზით ჩანაცვლებას. შეცდნენ, ვერ გათვალეს, რომ რუსული გაზი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობისას მილსადენით, მდინარესავით მოედინებოდა ევროპაში, უალტერნატივოა.

ისიც ვერ გათვალეს, რომ აშშ-ს დაჭირხული გაზი, რუსულთან შედარებით, 4-ჯერ ძვირი გამოდგებოდა, ამასთანავე ტანკერებით გადმოსაზიდი და გადამამუშავებელ ქარხნებში გასატარებელი; ქარხნებში, რომლებიც აშენებას საჭიროებენ.

ევროკავშირმა და მისმა დამრიგებელმა აშშ-ა ბევრი რამ ვერ გათვალეს და ენერგეტიკულ კრიზისს სხვაც მიაყოლეს — კულტურის, სპორტის, ხელოვნების, ტურიზმის, სხვა დარგების კრიზისი რუსეთთან მიმართებაში.

ამერიკა-ევროპამ უარი თქვეს მსოფლიოს ერთ მეექვსედთან ყველა სახის ურთიერთობაზე. რუსი, მიუღებელი გახდა კოლექტიური დასავლეთისთვის.

რუსეთის გარიყვას და აქედან გამომდინარე საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნას — თანაც გაუსაძლისის, ახსნა-განმარტება სჭირდება, ვინაიდან ინფორმაციულ ჭურში მოქცეული ევროპელ-ამერიკელი, ერთ მშვენიერ დღეს ყურს მოჰკრავს სინამდვილეს, რომელსაც მას უმალავდნენ და რისხვას დაატეხს საკუთარ ხელისუფლებას.

ა.წ. 24 თებერვლამდე ვერვინ იფიქრებდა, რომ ცივილიზებულ ევროპა-ამერიკაში ინფორმაციის მიღება შეუძლებელი იქნებოდა — ნამდვილის და არა ცრუს, რასაც დღეს აქვს ადგილი.

კოლექტიურმა დასავლეთმა არ იცის რა  ხდება უკრაინის ფრონტზე; არ იცის რისთვის და ვისთვის წირავს თავს. მხედველობაში ხალხი მყავს, თორემ მათმა მწყემსებმა, ხელისუფალთა სახით, კარგად იციან რა ხდება უკრაინაში ან რას წარმოადგენს დღევანდელი უკრაინა.

ევროპა-ამერიკამ არ იცის უკრაინის ფაშისტობა, ბანდერელობა, კორუფციონერობა. ევროპა-ამერკამ, საკუთარ ხელისუფალთა ჩიჩინით, იცის უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რომელსაც ებრძვის მტარვალი რუსეთი — შეჭრილი უკრაინაში, უკრაინის დასაპყრობად და უკრაინელთა გასაჟლეტად; უკრაინელი ქალების გასაუპატიურებლად; უკრაინელი ბავშვების დასახოცად.

რუსთა ასეთი დახასიათება მოვისმინე აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მხრიდან, ამასწინანდელ ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაზე. ანალოგიურ განცხადებებს აკეთებენ ევროპელი ლიდერებიც, ევროკავშირის პარლამენტარებიც, ბრიუსელელი ბობოლებიც. მათი მიზანი მარტივია — დაარწმუნონ საკუთარი ხალხი რუსთა ავაზაკობაში; რომ რუსეთი ემუქრება მათ მშვიდობას და კეთილდღეობას; რომ რუსთა ბოროტი მიზნების განხორციელებას უკრაინა აღუდგა წინ, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და მისი „პატრიოტი“ თანამებრძოლები.

დასავლეთის საინფორმაციო მანქანამ პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინისა და მსოფლიოს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირად აქცია. არ დარჩა ქვეყანა, რომლის პარლამენტსაც ზელენსკის ვიდეო-სიტყვით არ მიუმართავს. მიმართვის დროს ის მოუწოდებს ყველას ებრძოლონ რუსულ ბარბაროსობას.

ამას ამბობს პრეზიდენტი, რომლის სამართალდამცველნიც „დანაშაულში“ შემჩნეულ პირს ქალაქის ქუჩების ლამპიონების ბოძებზე „სკოჩით“ აკრავენ და როზგავენ.

ამას ამბობს პრეზიდენტი, რომელიც უკრაინელ ხალხს უკრძალავს მართლმადიდებლობას.

ცნობისთვის, მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით უკრაინაში აიკრძალა მართლმადიდებლური ეკლესია. გაიძარცვა და მითვისებული იქნა ამ ეკლესიის ქონება; შევიწროვდა და იდევნება ღვთისმსახურები; პატიმრობას ექვემდებარებიან მღვდლები და ა.შ.

პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც დონბასში მცხოვრებ ადამიანებს, არაადამიანებად თვლის, დასავლეთში დემოკრატიისთვის მებრძოლად საღდება.

პრეზიდენტი ზელენსკი, რომლის სკოლებში ბავშვებს აშშ-სა და კანადაში გამოცემული სახელმძღვანელოებით ასწავლიან, გმირად ითვლება.

და რას ასწავლიან უკრაინელ ბავშვებს? რომ რუსი უკრაინის მტერია, რომელიც უნდა განადგურდეს; რომ კარგი რუსი, მკვდარი რუსია; რომ უკრაინელი გაცილებით მაღალი ინტელექტის მატარებელია, ვიდრე რუსი.

სახელმძღვანელოებში კეთილი ჰიტლერის, გებელსის, გერინგის, სხვა ფაშისტი ფიურერების პორტრეტები და ავტობიოგრაფიებია, ისე, როგორც ეროვნული გმირების — ფაშისტი ბანდერასა და შუხევიჩის.

ზელენსკიმ, უფრო სწორად დასავლეთმა, საერთო ენა გამოძებნა ზელენსკისთან და ჩათვალა, რომ მასთან შეიძლება „შავი ბიზნესის“ წარმოება.

„შავი ბიზნესი“ აშშ-ა პრეზიდენტ ობამას და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის დროს დაიწყო. მაშინ ბაიდენს ჰქონდა მინდობილი უკრაინის გადაგვარების საქმე, რაც მან პირნათლად აღასრულა. მან უკრაინაც „მოარჯულა“ და საკუთარი ოჯახის ჯიბეც მოასუქა — შვილის უკრაინულ-ამერიკულ ბიზნესში ჩართვით.

კორუფციული სკანდალი ფართო მსჯელობის საგნად იყო ქცეული აშშ-ს მედიაში, მაგრამ ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, თეთრი სახლის ბრძანებით, აიკრძალა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერის შავ-ბნელ ბიზნესზე ლაპარაკი.

დემოკრატიაც და სიტყვის თავისუფლებაც ასეთია დემოკრატიულ აშშ-ი.

აშშ-ს მიერ, უკრაინისთვის გამოყოფილი მილიარდები, რომ უკრაინის ხელისუფლებას ხმარდება და არა უკრაინას, აშშ-ს ოპოზიციური მედიის სისტემატური მსჯელობის საგანია, ისე, როგორც რესპუბლიკელი კონგრესმენების.

მათ ეჭვი აქვთ, რომ აშშ-ს მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოღებული ფულით არა მარტო ზელენსკი მილიარდერდება, არამედ ამერიკელი დემოკრატებიც.

იქ, სადაც ფულია შუაში, ზედმეტია ზელენსკის დემოკრატობაც, პატრიოტობაც, ქვეყნის სიყვარულიც. ზელენსკი, მისი გუნდი, ისე, როგორც აშშ-ს ადმინისტრაცია, მზად არიან ომის გაგრძელების. მიზანი — არა მარტო რუსეთის დასუსტება, დაშლა-დაქუცმაცებაა, არამედ ფულის კეთებაც.

შექმნილი ბილწი პოლიტიკურ-კორუფციული განზრახვის შესრულებისთვის, რუსეთის სახის გაშავებას აქვს მნიშვნელობა — საკუთარი მოსახლეობისა და მსოფლიოს ხალხთა თვალში. ასეთ დროს რუსეთის დამოკიდებულება კოლექტიური დასავლეთისადმი გამოკვეთილად ნეგატიური უნდა იყოს და არა ისეთი, როგორიც დღეს.

როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ღრმად აქვს ფესვი გადგმული პროდასავლურობას, დასავლეთისადმი თაყვანისცემას. ეს სენი არა მარტო რუსი პოლიტიკოსების და ე.წ. მაღალი საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის. მაგალითის მოყვანისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება. შევხედოთ ჩვენს თავს, ჩვენს პოლიტიკას, საზოგადოებას — ყელმოღერებულს აშშ-სკენ. ქართული პოლიტიკა მუდამ მზადაა ჩოქბჯენში გადასასვლელად, თუკი ვაშინგტონი ისურვებს ამას.

დავუბრუნდეთ რუსეთს და მის პოლიტიკას — ასევე ყელმოღერებულს აშშ-სკენ. ერთის შეხედვით მწარე გამოცდა იყო რუსული ელიტისთვის ა.წ. 24 თებერვალი და არა მარტო იმიტომ, რომ რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო უკრაინაში, არამედ იმიტომ, რომ ათეულ-ათასობით რუსმა — ფრონტზე წასვლის შიშით, კისრისტეხით გაქუსლა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

გაქცეუთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც იდეოლოგიურად არ იზიარებენ რუსეთის ხელისუფლების, პრეზიდენტის პოლიტიკას და „სამშვიდობოზე“ გასულები, ქოქოლას, წყევლა-კრულვას აყრიან მას. ეს, ის კატეგორიაა, რომელიც ოცნებობდა და ოცნებობს იმაზე, რომ დასავლურმა ცხოვრების წესმა, ე.წ. დასავლურობამ დაისადგუროს რუსეთში.

მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა გადასავლეთებული რუსეთი დამოუკიდებული, სუვერენული. ასეთნი მზად არიან ამერიკელი თეთრკანიანებივით საჯაროდ ფეხი დაბანონ შავკანიანს.

ასეთთათვის უცნობია სახელმწიფოებრიობის შეგრძნება. ასეთნი, წყლის წვეთებივით გვანან ე.წ. ქართველ პოლიტიკოსებს და გადასავლეთებულ ქართულ საზოგადოებას.

გადასავლეთებული რუსი პოლიტიკოსების ხელი ურევია სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარუმატებლობაში, ომის გაჭიანურებაში, უამრავ შეცდომაში, რაც თან ახლავს სპეცოპერაციას. სამხედრო სპეცოპერაციამ თავდაცვის სამინისტროში არსებული აუარება ნაკლი გამოავლინა, რომელსაც ნაკლი არ ეწოდება, მას დანაშაული უფრო შეეფერება.

სამხედრო  სპეცოპერაციის შედეგად გამოვლენილი ნაკლი ზღვაში წვეთია ქვეყნის საზოგადოებაში არსებულ ნაკლთან. 24 თებერვლის მომდევნო დღეებმა მთელს მსოფლიოს აჩვენა რუსეთის საზოგადოების დაქსაქსულობა, იდეოლოგიური სიცარიელე, მომხმარებლური ბუნება. მან დასვა კითხვა, ერთობ მწვავე რუსეთის პრეზიდენტის წინაშე — შეძლებს ასეთი საზოგადოება სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებას, დასახული მიზნების მიღწევას?

მსგავსი კითხვები მეც მებადება, რომელთაც ნაწილობრივ პასუხს სცემენ რუსი ექსპერტები, პოლიტიკოსები — შეშფოთებულნი ხელისუფალთა ლიბერალიზმით.

„უკრაინელთა მიერ რუსი სამხედრო ტყვეების დახვრეტის ვიდეო-კადრები გვაიძულებენ ხმამაღლა ვთქვათ ბევრისთვის არასასიამოვნო სიმართლე. აღაშფოთა რუსეთის ხელისუფლება ამ ამბავმა? საპასუხოდ, მან გადადგა მკაცრი ნაბიჯი?

არა! ცხადია. რეაქცია იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეცწარმომადგენლის ზახაროვას, შესაძლოა მინისტრ ლავროვის მხრიდან ამ საშინელი დანაშაულის მკაცრი დაგმობით, რომელსაც მოჰყვება მორალური პროტესტის გამომხატველი ნოტა, „საერთაშორისო საზოგადოების“ მისამართით, კადიროვი, თავის ბლოგში უკრაინელებს დაარქმევს „შაითანებს“, ხოლო მედვედევი მოითხოვს მათი მთელი სიმკაცრით დასჯას.

სამხედრო კორესპონდენტები აღშფოთდებიან. მათგან ზოგიერთი რადიკალი მოითხოვს ერთ მოკლულში, ათასის დასჯას. ვიღაცა იტყვის, რომ კიევმა გამოავლინა თავისი ნაცისტური სახე, საგამოძიებო კომიტეტი აღძრავს საქმეს.

უფრო მეტიც, მიუხედავად იმის, რომ ჩვენს წინაშე ტერორიზმის თვალნათელი ფაქტია, უკრაინის გამოცხადება ტერორისტულ სახელმწიფოდ არ მოხდება. რუსებს ხომ გვითხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხელემ — უკრაინის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება შეცდომა იქნებაო?! და რახან ასეა, ტერორისტად არაღიარებული სახელმწიფო გააფართოებს მოქმედების საზღვრებს.

როდესაც რაღაც ხდება ერთხელ — შემთხვევითობას შეიძლება მიეწეროს, როდესაც 2-ჯერ ან 3-ჯერ — სერიოზულ გაურკვევლობას, რომლის გამოსწორება შეიძლება კარდინალური ნაბიჯების გადადგმით. მაგრამ, როდესაც დანაშაული ერთიმეორის მიყოლებით მეორდება — ეს სისტემაა.

მაშინ, როდესაც მოსკოვი მიმართულია მოლაპარაკებაზე ნებისმიერი ფასით — ნარკომანებთან და ნაცისტებთან და მათ დასავლელ მფარველებთან, ასეთი სიუჟეტები, როგორიც ტყვეთა დახოცვაა, ხელს უშლიან ერთმანეთისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევას. რა იქნება შემდეგ?

არვინ მიაქცევს ჯეროვან ყურადღებას. ისეთ პოზას დაიკავებენ, თითქოს არაფერს ჰქონია ადგილი. მხოლოდ ზოგიერთი ბლოგერი იხმაურებს ან რაღაცნაირად ზოგიერთ დამნაშავეს დაიჭერენ და შემდეგ გაცვლიან ვიღაც უკრაინელზე, ბობოლა ხელისუფალთა მოთხოვნით.

სპეცოპერაციის დროს არ ჰქონია ადგილი უკრაინელი სამხედრო დამნაშავეების გასამართლებას. მარიუპოლის საჩვენებელი ტრიბუნალის რკინის გისოსებიანი ადგილი, ცარიელია.

რაც შეეხება უკრაინელ სამხედრო დამნაშავეებს, ჩვენს მიერ „დიდსულოვნად“ გაცვლილებს, კიევში გმირებად შერაცხავენ. ისინი პატივსაცემი ადამიანები გახდებიან, შესაძლოა დეპუტატებიც.

ასეთი ბედი ერგოთ აბრამოვიჩის წყალობით გათავისუფლებულ „აზოველებს“. რატომ ხდება ეს?

უკრაინის მხარე — არის გამარჯვებებისა და პრინციპულობის მიმდევარი.

ომის პირველივე დღეებიდან ოფიციალური კიევი რასაც აცხადებდა, იმას აცხადებს დღეს, რითაც აიძულებს რუსულ მხარეს უკან დახევას, დათმობას, კეთილი ნების გამოხატავს, კომპრომისზე წასვლას.

მშვიდობასთან დაკავშირებული ყველა წინადადება მოდის არა კიევიდან, არამედ რუსეთიდან. კიევი ჯიუტად აცხადებს — მოგვეცით 1991 წლის საზღვრები და მაშინ შეიძლება დაგელაპარაკოთ. ამ შემთხვევაში ვის სურს მშვიდობა? და ვინ არის წაგებული?

მსხვერპლად, ამ ისტორიიდან არა „პატარა“ უკრაინა გვევლინება, არამედ დიდი რუსეთი. სწორედ მან უნდა დაიცვას ომის წარმოების წესები, ეთიკური კოდექსი და სტანდარტები, ქრისტიანული მოძღვრება, საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები და ა.შ.

უკრაინელებისთვის ყველაფერი შეიძლება — ყელის გამოჭრა, მსხვერპლის შუბლსა და ზურგზე სვასტიკის ამოტვიფრვა, ტყვეების დახვრეტაც. ამ დანაშაულებისთვის უკრაინა პასუხს არ აგებს.

მსოფლიო პრესა, რუსი „ოკუპანტების“ უმნიშვნელო მოქმედებაზე განგაშის ამტეხი, მორცხვად მოარიდებს თვალს, თითქოს, რაღაც უმნიშვნელოვანესით არის დაკავებული.

არაფერი დაუშავდებათ უკრაინელ პროპაგანდისტებს, რომლებიც მოითხოვენ რუსი ტყვეების დაკოდვას; არც იმათ, ვინც აცხადებს რუსი ქალებისა და ბავშვების დახოცვას; არც იმათ, ვინც გახარებული იყო დუგინას მოკვლით, …

ამ სავალალო ტენდენციის შეცვლა შესაძლებელია ერთით — მსხვერპლის ამპლუიდან რუსეთის ნებაყოფლობითი გამოსვლით, უაზრო უხერხულობის გრძნობის დაძლევით, ნამდვილი გამარჯვების სურვილის გამოვლენით. დამარცხებული მხარისთვის ისეთი სამშვიდობო ხელშეკრულების წარდგენით, გამარჯვებულს რომ შეეფერება.

იმისთვის, რომ რუსეთი გამოვიდეს უაზრო მომთმენის სამარცხვინო ავადმყოფობიდან, მას ჰაერივით სჭირდება ნამდვილი წარმატებები ნაცისტებზე ნადირობის, მათი დაჭერისა და გასამართლების საქმეში — მიუხედავად ზოგიერთთა ხმამაღალი მოწოდებისა, ცრემლებისა და თხოვნისა — შეწყალების ან ვიღაცაში გაცვლის თაობაზე. ხომ უნდა არსებობდეს მსოფლიოში რაღაც ისეთი, რაზეც თუნდაც რუსი ვაჭრები წარმოთქვამენ სანუკვარ სიტყვებს — „ვაჭრობა აქ მიუღებელია““.

სტატია, რომელიც მოსკოველ რომან რეინეკინს (Роман Рейнекин) ეკუთვნის, არა მარტო მისი შემოქმედებაა, არამედ ბევრი რუსის — ამგვარად მოაზროვნის, ჭეშმარიტებისთვის მებრძოლის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

11/12/2022