რუსეთი, პუტინი, რუსოფობია (09.02.2021)

რუსეთი, პუტინი, რუსოფობია — ამ საკითხების გამოტანა გადავწყვიტე მკითხველის სამსჯავროზე, ვინაიდან ცალ-ცალკე და ყველა ერთად ისე გამაღიზიანებლად მოქმედებს საქართველოში მცხოვრებ უმრავლესობაზე, რომ უყოყმანოდ იწყებს უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინებას მათი მისამართით, თითქოს ამით მის სულს მალამო ედებოდეს, სამომავლო, კაშკაშა, წარმატებული ცხოვრების სტიმულს აძლევდეს. ვაი, რომ საქმე შებრუნებით ხდება და თუ დროულად არ გამოვფხიზლდით, ხელში მხოლოდ ბილწსიტყვაობისა და ლანძღვა-გინების თაიგული შეგვრჩება. უკვე გასხვისებულ ტერიტორიაზე მამასისხლად ნაყიდი — იმაზე დაკრეფილი ერთ დროს ჩვენ რომ გვეკუთვნოდა და თანამედროვეობის ახლებურად დაბერილი კაპიტალისტურ-იმპერიალისტური ქარიშხლის შედეგად თანამემამულეს მაქინაციებით არგუნა მან კი გადამთიელს.

არ მინდა მკითხველმა ისე გაიგოს, თითქოს მას და სხვას რუსეთისა და პუტინის სიყვარულისკენ მოვუწოდებ. სიყვარული ამაღლებული გრძნობაა, ინდივიდუალურია, თან ყველაში ერთდროულად არ მოდის — მას კოლექტიურობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. და თუ აქვს, ზედაპირული, უგვანო და უცხო, ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილის ე.წ. პარტნიორი ქვეყნისადმი, ამერიკა რომ ჰქვია. ამ კატეგორიას დისტანციური დაგვა და წვა აქვს გადამთიელისადმი. დისტანცია კი ისეთი რამაა, დედისა და შვილის, ძმების და დების სიყვარულსაც რომ აშორებს.

„შეიძლება თუ არა დისტანციაზე ქალის დაორსულებაოო“, — უკითხავთ ჩვენი მეზობელი ქვეყნის რადიოსთვის და მასაც გონებამახვილურად უპასუხია — „შეიძლება, თუ ასო დისტანციაზე გრძელიაო“.

დამშვიდდით, ამერიკაზე აღტაცებულო ქართველებო და ნაცვლად აბსტრაქციისა, რეალურზე იფიქრეთ. იფიქრეთ იმაზე — ღრმად და საფუძვლიანად რა გვაკავშირებს ჩვენ მათთან. ის, რომ ჩვენ და მათაც ხელ-ფეხი გვაქვს ან თვალები, დაღლეტილი ჯინსები გვაცვია და „ვაუს“ გავიძახით, საკმარისი არ არის. შეიგნეთ, რომ მათი ისტორიული ცხოვრება სხვაგვარად ყალიბდებოდა — არა ისე, როგორც ჩვენი. მათ სხვა სიმღერა აქვთ, სხვა ლექსი და პოემა, სხვა იუმორი, რომლის გაგება გვიჭირს, ისე, როგორც ჩვენის, მათ. ისინი, სხვები არიან, განსაკუთრებით თანამედროვენი.

ჩვენში გაოცებას იწვევს თორმეტი, ცამეტი წლის ამერიკელ გოგო-ბიჭებში მოდად ქცეული ტრანსვესტიტობა — გოგონას ბიჭად გადაკეთება ან პირიქით — მძიმე ქირურგიული ოპერაციის შედეგად. გვაოცებს ერთნაირსქესიანთა ქალთა ან მამაკაცთა დაოჯახება, ბავშვების შვილად აყვანა, მამისა და დედის ნაცვლად მშობელი N1 და მშობელი N2 შემოღება; „ელგბტ“ წარმომადგენელთათვის კონგრესის კარის ფართოდ გაღება; მათთვის, წინა ადმინისტრაციის მიერ აკრძალული სამხედრო სამსახურის დაბრუნება.

გვაოცებს ბევრი რამ, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ ყველას გვაოცებს? უდავოდ არა! გვაოცებს საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებს და არა თინეიჯერებს, ახალგაზრდებს — მიბაძვის ოსტატებს და არა საკუთარი გონებით მცხოვრებთ. გვაოცებს ოდიოზური განსხვავება, ბუნებრივიც კი. და რომ არა ბუნებრივი და არა ოდიოზური განსხვავება დედამიწა მოსაწყენი, ერთფეროვანი იქნებოდა — ასერიგ რომ იღვწიან გლობალისტები ყველას ერთნაირად გარანდვას, თუმცა იმ გლობალიზაციაშიც ისეთი რამაა ჩამარხული, პირწავარდნილ ამერიკანისტ სააკაშვილსაც რომ ათქმევინა შემდეგი:

„როდესაც პატარა ქვეყანა ჯდება მაგიდასთან მათთან სალაპარაკოდ როგორც თანასწორთან, ისინი ამას ყოველთვის არ აფასებენ. ისინი თვლიან, რომ თქვენ ცდილობთ თავზე მაღლა ახტომას. ეს თვალნათელია. ახლა მე ვგებულობ ამას, მაგრამ მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ჩემი სამყაროა და ყველანი თანაბარი ვართ. …

ისინი დარწმუნებული არიან, რომ მსოფლიოს ჩვენ ნაწილში არვის აქვს უფლება ჩამოაყალიბოს სტანდარტები. ყველა სტანდარტი დასავლეთში უნდა იქმნებოდეს. არ შეიძლება შექმნათ საკუთარი „მაკდონალდსი“. ის დასავლეთიდან უნდა მოვიდეს. მათ უნდათ, რომ წარმატებული ვიყოთ, მაგრამ არა ძალიან წარმატებული“.

ეს გლობალიზაცია, ამერიკანიზაციაა და მეტი არაფერი. არ გინდა ამერიკული გლობალიზაცია? — მიიღებ ეკონომიკურ სანქციებს, გამუდმებულ დასავლურ ლანძღვა-გინებას, პროვოკაციებს, ინფორმაციულ თავდასხმებს, ცილისწამებას, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, გუშინდელი მოძმე საბჭოთა რესპუბლიკების დაუძინებელ მტრებად გადაკეთებას.

რა არის რუსოფობია შესანიშნავად ჩამოაყალიბა ცნობილმა მკვლევარმა და პუბლიცისტმა ალექსანდრ როჯერსმა სტატიაში „ოლიმპიური ომი“, როგორც საქართველოსთვის შეუსწავლელი გაკვეთილი (2019 წ. 08.08):

„დღეს, ოლიმპიური ომის მორიგი წლისთავია — საქართველოს ცხინვალზე თავდასხმა, რუსი მშვიდობისმყოფელების დახოცვა, ქართველი ნაცისტების მიერ ეთნიკური წმენდის მოწყობის მცდელობა.

გასაგებია, რომ სწორედ ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილი შეიარაღებული ქართველი აგრესორების განადგურების შემდეგ დაიწყო რუსეთის დაბრუნება. გასაგებია, რომ იმ დღეთა მოვლენებმა, დაგვანახა რად ღირს ამერიკული „დასავლეთი დაგვეხმარება“.

გასაგებია, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არსებულ მარიონეტულ რეჟიმებს ომმა არაფერი ასწავლა. ისინი აგრძელებენ თვითმკვლელურ ყეფას რუსული დათვის მისამართით.

საქართველოში ახალი რუსოფობიური აფეთქება გვაჩვენებს: რუსოფობია, ეს ისეთი ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც ანგრევს თვითგადარჩენის ინსტინქტს. რუსოფობები მზად არიან მოიქცნენ საკუთარი ქვეყნისა და ეკონომიკის საზიანოდ, საღი აზრის საწინააღმდეგოდ, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტის საწინააღმდეგოდ (ბალტიისპირეთი, უკრაინა, საქართველო).

მკურნალობის გარეშე დატოვებული რუსოფობია არ იკურნება. ის შეიძლება მინელდეს, ჩაცხრეს, თუნდაც დაიმალოს მწვადებით მოვაჭრის ღიმილის უკან, მაგრამ ყოველთვის იფეთქებს ახალი ძალით აშშ-ს ელჩის პირველივე ტვიტთან ერთად.

თერაპიული მკურნალობა — ეკონომიკური ბლოკადის ან ცხოვრების დონის გაუარესების სახით რუსოფობიით დასნეულებულ ქვეყნებზე არ მოქმედებს, ვინაიდან ჯერაც აღმოუფხვრელია ავადმყოფობის საწყისი, პროპაგანდის წყარო ამერიკის საელჩოა. ვიდრე ლურსმანი რჩება ორგანიზმში და არ ხდება მისი ამოღება, ჭრილობა ლპება.

ამ ქვეყნებში ჩამოყალიბებული სისტემა წარმოშობს ფრიკებს, მორალურად გადაგვარებულ ტიპებს, ისეთებს, როგორებიც არიან ტელეარხ „რუსთავი-2“-ს დირექტორი და წამყვანები, რომლებიც უარყოფენ საკუთარი ხალხის ტრადიციებსა და ფასეულობებს . ეს მახინჯები ზედმიწევნით გამოჰყავთ, ფილტრავენ, არჩევენ, გრანტებით კვებავენ. ხელოვნური დახმარების გარეშე ასეთები ვერ ცოცხლობენ. შემდეგ ჯაჭვზე აბამენ და მიანიშნებენ საით იყეფონ პატრონის მაგიდიდან გადაგდებული ძვლების სანაცვლოდ.

იცვლებიან მარიონეტული პრეზიდენტების სახეები და სახელები, მაგრამ მარიონეტული რეჟიმების პოლიტიკა უცვლელი რჩება. უნიათო, უუფლებო კოლონიებში ხელისუფლებაში სხვას არვის მიუშვებენ.

2008 წელს რუსეთმა ვერ გაათავისუფლა საქართველო ამერიკული ოკუპაციისგან. ის შუა გზაზე შეჩერდა. შედეგად, თერთმეტი წლის შემდეგ გვაქვს რუსოფობიის რეციდივი.

იგივეა უკრაინაში — თვითმარქვია პრეზიდენტი პორიშენკო ჩაანაცვლა კლოუნმა ზელენსკიმ, მაგრამ ამით რეჟიმის ყოფაში არაფერი შეცვლილა.

ავადმყოფობა საჭიროებს რადიკალურ მკურნალობას. პაციენტთა ტაბლეტებით მკურნალობის პროცესმა ჩაიარა, საჭიროა ლანცეტი“.

ამ სიტყვების ავტორი ამერიკელია, რომელიც 2019 წლის პარლამენტზე მიტანილ იერიშს შეესწრო და რომელმაც უმძიმესი დიაგნოზი დაგვისვა არა მარტო მოიერიშეებს და მათ წამქეზებელ ოპოზიციას, არამედ ხალხს.

აშშ-ს სპეცსამსახურებისა და უამრავი ანტირუსული ინსტიტუტების დაბეჯითებული მუშაობით მიღწეულ იქნა მათთვის სახარბიელი შედეგი, რომელსაც მთავარ მამოძრავებლად სიძულვილი აქვს საძირკვლად — რუსეთის, მისი პრეზიდენტის, რუსი ხალხის სიძულვილი. რუსოფობიური განწყობა თვალს და ტვინს ყოველ ნაბიჯზე ჭრის — მედიასა თუ ყოველდღიურ ურთიერთობიდან დაწყებული, ნებისმიერი პოლიტიკური განცხადებით დამთავრებული.

სულ ახლახანს ტელეკომპანია „ობიექტივის“ ღამის გადაცემაში, რომელიც ბატონ ვალერი კვარაცხელიას მიჰყავს, მის მიერ დასმულ კითხვას — არის თუ არა საჭირო რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება? —გადაცემაში მონაწილე აფხაზეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელმა გვაზავამ უპასუხა — პუტინის ხელისუფლებასთან არა!

პუტინის პირადი ჯანმრთელობიდან და სულიერი შემართებიდან გამომდინარე, ის კარგა ხანს აპირებს პრეზიდენტობას. და ესეც რომ არ იყოს, პუტინს ისეთი ჩაანაცვლებს, ვინც ბოდიშს მოგვიხდის ჩვენს მიერ რუსი სამშვიდოების დახოცვასა და მძინარე ცხინვალზე თავდასხმისთვის?!

დატუქსავს ევროკავშირს, გაეროს, ანტიქართული დოკუმენტების მიღებისთვის — ეს, რომ გაგაკეთებინათ, თავში აზრად როგორ მოგივიდათ ბუნჩულა, კრავი საქართველოს განაწყენებაო?!

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით რუსეთთან დიალოგის საწარმოებლად არა მარტო აფხაზეთის აქაურ ხელისუფლებას ახასიათებს, არამედ ქართულ პოლიტიკას. მაშ დაველოდოთ პუტინის წასვლას, რა გვაჩქარებს. ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მიმდინარეობს ყოფილ ავტონომიებში. იზრდება ახალი თაობა საქართველოს სიძულვილით. ამასაც რომ არ ჰქონდეს ადგილი, ვშორდებით ერთმანეთს.

ქართულ პოლიტიკას რახანია აჩემებული აქვს საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები დაგვეხმარებიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაშიო. არვინ სვამს კითხვას — უნდა თუ არა ჩვენს ე.წ. პარტნიორებს საქართველოს ტერიტორიული გამთლიანობა?!

პასუხი არის არასასიამოვნო — არა!

არა და რატომ? დასავლეთს რუსეთისგან დაჩაგრული, მის მიერ ოკუპირებული საქართველო უნდა იმავე რუსეთისთვის წამდაუწუმ წამოსაძახებლად — შე აგრესორო, ასეთო და ისეთოო. პრობლემის მოგვარება არსებულ კოზირს გამოაცლის ხელიდან ე.წ. ჩვენს პარტნიორებს. მაშ, რა გზას დავადგეთ?! პოლიტიკური ვექტორის შებრუნების გზას!!! წინააღმდეგ შემთხვევაში ელგებეტელთა მომრავლება მიწასთან გაგვასწორებს.

დასავლურ ანტიპუტინურ პროპაგანდას აყოლილმა ზოგიერთმა ტელეკომპანიამ ეთერში გაუშვა რუსი ფაშისტის, ხელისუფლების წინააღმდეგ, დასავლეთის წაქეზებით და დაფინანსებით, მოქმედი თაღლითი და კორუმპირებული ნავალნის თანადგომით, ამერიკული დაფინანსებით და გერმანული შესრულებით შექმნილი სიცრუე პუტინის სასახლესთან დაკავშირებით. თვალს გჭრით უზარმაზარი სასახლის მოოქროვილი კედლები, მეფური ავეჯი, საცურაო აუზები და ა.შ. — რეალობაში არ არსებული. ეს ზღაპარი 100 მილიონმა ნახაო მთელს მსოფლიოში. ასე გვეუბნება დასავლეთი — ნიშნის მოგებით, მიზნის მიღწევის შედეგად გახარებული.

დიახ! მან შექმნა ტყუილი. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა! ბევრს სჯერა ან ძალით აჯერებენ.

თურმე ამ სასახლეში პუტინი ორგიებს აწყობს — პატარ-პატარა გოგონებით და შამპანურის მდინარეებით, ოლიმპიური ზომის აუზში ცურვით, … .

პუტინი 66 წლისაა. ლამისა 24 საათი რუსეთის ტელეარხებზე მყოფი — ვიდეო-თათბირებით, კონფერენციებით, საქვეყნო საქმეებით გადატვირთული, საზღვარგარეთის ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო საუბრებით, პირადი შეხვედრა-საუბრებით მინისტრებთან, მეცნიერებისა და ხელოვნების მუშაკებთან.

უკიდეგანო რუსეთის, რომელიმე მხარის მონახულება, პრობლემების ადგილზე გადაწყვეტა მისი ყოველდღიური მუშაობის შემადგენელი ნაწილია. მას დასვენების დროც არ რჩება. შვებულებისგან მოპარულ 3-4 დღე ციმბირის უღრან ტყეებში, მთებში ან მდინარის პირას ატარებს, ერთობ ასკეტურ, არაკომფორტულ პირობებში. ასეთისთვის ფეშენებელური სასახლე ისეა, როგორც ძროხაზე უნაგირი. ვერ გათვალა დასავლეთმა!

გათვალა! გათვალა და შექმნა ასკეთი, ნამდვილი პუტინის საწინააღმდეგო, სიმდიდრეში, ფუფუნებაში მოცურავე ფუქსავატი პლეიბოი „პუტინი“. რატომ, რას ერჩის მას?!

ამ კითხვას გრძელი სრულყოფილი, მაგალითებით გაჯერებული პასუხი დააკმაყოფილებს, რის საშუალებას სტატიის ფორმატი არ იძლევა. ვიტყვი მოკლედ, რუსეთის გადარჩენისთვის ებრძვიან მას. პუტინის წინამორბედ ელცინს აშშ-ა და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა იმდენი უჩიჩინეს, რომ უზარმაზარი რუსეთი ლამის დაშლა-დაქუცმაცებამდე მიაყვანინეს. და როდესაც დანა-ჩანგლებ მომარჯვებული კოლექტიური დასავლეთი დაშლილი რუსეთის ჭამას იწყებდა, ტანჯული რუსეთის მიწიდან წამოიზარდა კაცი, გვარად პუტინი, რომელმაც მადა გამოაცალა რუსეთის ჩაყლაპვის მსურველთ.

იმ დღიდან დაწყებული ებრძვის დასავლეთი პუტინს და ისიც დასავლეთს. პუტინის სიტყვებმა მიუნხენისა და გაეროს ტრიბუნებიდან წარმოთქმულმა მთლად გადარია დასავლეთი. ასეთი მას (დასავლეთს) არვისგან მოუსმენია, ასეთი მისთვის არვის გაუბედავს. პუტინმა გაუბედა. უფრო მეტიც, დავოსის, ონლაინ რეჟიმით ჩატარებულ კონფერენციაზე გაკეთებულ მოხსენებაში, პუტინმა მძლავრად შეუტია კაპიტალიზმს და მის „გასახარად“ ოთხი ძირითადი საკვანძო პრიორიტეტი ჩამოაყალიბა.

აი, ზოგიერთი: „ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ექნება გარანტირებული სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მას მუდმივად მზარდი შემოსავლით და შესაბამისად ცხოვრების ღირსეული პირობებით. ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას მიიღებს. ბავშვებს საშუალება უნდა ჰქონდეთ მიიღონ ხარისხიანი განათლება. …“.

ასეთი პუტინი ფეშენებელურ სასახლეში, ძვირფას დივანზე წამოსაწოლად არ გამოდგება. გია გვაზავასი არ იყოს, არც დანარჩენ ქართულ პოლიტიკას სურს პუტინის რუსეთთან დიალოგი, ურთიერთობის გამოსწორება, ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების აღდგენა-განვითარება.

რა სურს მას, „ჭარბი დემოკრატიის“ მატარებელს? რეგიონის დემოკრატიულ (არა ილიჩის, არამედ უმცროსი ბუშის) „შუქურას“? დემოკრატიული რუსეთი უნდა ისეთივე ლიბერალური და თითქმის დაშლილი იყოს, როგორიც ელცინის დროს.

წამიერად შევჩერდეთ და ყური მივუგდოთ დასავლელ და ქართველ პოლიტიკოსთა ვირტუალურ მაჯისცემას რუსეთის დაშლის სურვილით შეპყრობილს. ვიფანტაზიოროთ. საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულმა პოლიტიკურმა ქარიშხალმა ლამის მსოფლიო წალეკა. გააჩინა რა აუარება პრობლემა ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური თვალსაზრისით, რომელთა მოგვარებას კაცობრიობა ამ საუკუნის ბოლომდე ვერადავერ შეძლებს.

და ახლა რუსეთის დაშლა. ჩრდილო კავკასიიდან საქართველოზე ლავასავით წამოსული გავარვარებული მდინარე. დავუმატოთ ამას თვით კავკასიაში დაწყებული დაპირისპირება, შუღლი, ომი და მტრობა. აი, ეს სურს შორს მყოფ დასავლეთს. შენ, საქართველოს მოსახლეობავ?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი