15.10.2024

რით დამთავრდება დაპირისპირებულ მხარეთა პაექრობა?

ბატონ  სპარტაკ ქობულიას

2020 წლის პირველმა ხუთმა თვემ რომ ძირფესვიანად შეცვალა მსოფლიოში არსებული ვითარება, მეტადრე აზროვნება, მტკიცება არ სჭირდება. ტრანსფორმაციის მთავარი შემოქმედი — უხილავი ვირუსი, „კოვიდ-19“-ტად წოდებული, გიგანტური ნაბიჯებით დააბიჯებს დედამიწაზე და განუზომლად სქესისა, კანის ფერისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა, ასაკისა, სოციალური სტატუსისა და სხვა მრავალი ფაქტორისა მუსრს ავლებს ღმერთის ქმნილება ადამიანს. ამ უთანასწორო ბრძოლაში ბირთვული თუ წყალბადის ბომბებით კბილებამდე შეიარაღებული ადამიანი, ზედმიწევნით ავლენს თავის უსუსურობას უხილავი გამოწვევის მიმართ და თავის გადარჩენის მიზნით მხოლოდ იმას ახერხებს ღმერთს შეევედროს.

სხვა საშუალება მას არ გააჩნია — მიუხედავად განსწავლულობისა, მრავალსაუკუნოვანი ცხოვრებით მოპოვებული გამოცდილებისა. ვიღას ახსოვს პოლიტიკა, რეგიონული ომები, რელიგიური ქიშპი, ტერორისტული აქტები, დიდი თუ პატარა ქვეყნების ამბიციური სულისკვეთება, გეგმები, გეგმები, გეგმები…

სულ რაღაც 5 თვეში ისტორიას ჩაბარდა მსოფლიოს პირველი ქვეყნის პროექტები ჰეგემონიზმის განსამტკიცებლად ან მისი მეტოქე რუსეთის მიერ შემუშავებული ეკონომიკური პროექტები, რომელთა მიხედვით მას მყარად უნდა დაეკავებინა მე-3, მე-4 ადგილი ეკონომიკურად განვითარებულ მსოფლიოს ქვეყნებს შორის.

ისეთ დაგეგმილ ღონისძიებებსაც კი, როგორებიცაა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები ანდა ფაშიზმე გამარჯვების 75-ე წლისთავის საზეიმო აღნიშვნა, ნაკლები შემართებით ეკიდებიან. არადა რა გრანდიოზულ ზეიმს გვპირდებოდა რუსეთის ხელისუფლება ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად?!

რუსეთში 12 მაისამდე გამოცხადებული კარანტინი არათუ ზეიმის, ქუჩაში გასვლის საშუალებასაც კრძალავს. მაინც რა ძალა ჰქონია უხილავ, მიკროვირუსს და მასთან ერთად მედიას ხალხის ცხოვრებაში?!

ის, ვინც აგდებულად იხილავდა ე.წ. მეოთხე ხელისუფლების (ჟურნალისტიკის) როლს, დღეს სხვანაირად იხილავს. ვირუსის მიერ ადამიანზე მიტანილ იერიშს ნაკლები შედეგი ექნებოდა, შესაბამისი პროპაგანდისტული მხარდაჭერის გარეშე. რომ არა მედია, ხშირად ისტერიული, დასაშინებელი, ხალხი შორეულ თუ მეზობელ ქვეყანაში გავრცელებულ ეპიდემიას კი არა, საკუთარში მიმდინარე ვირუსულ შეტევას ჭორად ან გაზვიადებულ ამბვად ჩათვლიდა.

მედიამ მიგვაჯაჭვა ტელეეკრანებს და კორონავირუსით დაშინებულ-დაოსებული, შინჩაკეტილი, მოჭარბებული ინტერესით ვუყურებთ ვირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ცხრილებს — ქვეყნებისდა მიხედვით. იმედი გვესახება, როდესაც  იტალიაში, ესპანეთში, სხვაგან პიკსმიღწეულმა დაავადებამ იწყო კლება, რასაც კარანტინის მცირედი შემსუბუქება მოჰყვა, მაგრამ იმავე წუთს იმედი გვიცრუვდება, როდესაც სხვაგან, მათ შორის ჩვენს მეზობლად, საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ.

ჩვენ უკვე შევისწავლეთ მარტივი გაკვეთილი, კორონავირუსის მიერ „მოცემული“ საშინაო დავალება — პანდემია ჩაქრობისკენ მაშინ იზამს პირს, როდესაც ყველგან, და არა მარტო ერთგან, დაავადების მწვერვალიდან დაიწყებს დაშვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ისეთი სიმბოლური სახე ექნება, როგორიც ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებას — საზღვრის გახსნის თაობაზე, მაშინ, როდესაც მეზობლებს საზღვრები ჩაკეტილი აქვთ.

კორონავირუსით სახლში გამოკეტილი შეშინებული ადამიანი, ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგაც, მენტალური კარჩაკეტილობით იცხოვრებს, რომელიც დაუძლეველ ბარიერად აღიმართება მასა და თავისუფლებას შორის.

ვერ გავიზიარებ ზოგიერთი ოპტიმისტის მოსაზრებას, რომ რამდენიმე თვის შემდეგ კაცობრიობა ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდება, ხოლო ერთი წლის შემდეგ საერთოდაც არ გაახსენდება კორონავირუსით გამოწვეული უბედურება.

დიახ! ადამიანი ის არსებაა, მეტნაკლებად რომ ივიწყებს გუშინდელს, მაგრამ თუ გუშინდელი სავალდებულო ე.წ. სოციალური დისტანცირება ჩვენს ტვინებში იქნება, მისი დავიწყებაც ვერ მოხდება. ბოლოსდაბოლოს ასე არ დავუმოძღვივართ კორონავირუსს და მასთან ერთად იმ ძალას, რომელსაც ზეადამიანურს უწოდებენ.

კორონავირუსმა, იმ უბედურებასთან ერთად, რომელიც მსოფლიომ იწვინა, კონსპიროლოგიაც ზენიტში აიღვანა. სახლში ჩაკეტილი, ტელევიზორს მიჯაჭვული, ინტერნეტში მოარული რას არ გაიგებ, რას არ წაიკითხავ. თუ დასაწყისში ყოველივე საეჭვოდ, აბსტრაქციად, შეუძლებლად მოსჩანდა, დღეს შებრუნებით გვეჩვენება. კონსპიროლოგიის, რეალურად გადაქცევაში თავისი წვლილი შეაქვს სახლში, ოთხ კედელში გამომწყვდევას.

ასეთ პირობებში ძნელია ყურადღება არ მიაქციო ნობელის პრემიის ლაურეატის, ფრანგი ვირუსოლოგის ლუკ მონტანიეს სიტყვებს: „ვირუსი ბუნებრივად არ წარმოქმნილა. ეს, მოლეკულური ბიოლოგიის ნახელავია. რა მიზნით გაკეთდა ეს, ჯერ-ჯერობით უცნობია. ჩემი საქმეა წარმოვადგინო ფაქტები. არვის ვადანაშაულებ. მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს და რისთვის“.

რა გამოდის? კორონავირუსი ბუნებრივად არ წარმოშობილა და ის ლაბორატორიაში შექმნეს?

ამ კითხვას ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები ვსვამთ, თორემ ღრმადპატივცემულ მეცნიერს და მის ბევრ ამერიკელ თუ ფრანგ კოლეგას, ისე, როგორც ექსპერტებს ასეთი კითხვები არ ებადებათ, ვინაიდან დარწმუნებულები არიან კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობაში.

ვიდრე ამ საკითხს შევეხებით, უნდა ვთქვათ, რომ დაავადება ხვალ თუ არა ზეგ, მაზეგ, კარგა ხნის შემდეგ ჩაცხრება და სიკვდილს გადარჩენილი საზოგადოება დასვამს კითხვას — არის თუ არა კორონავირუსი „კოვიდ-19“ ხელოვნურად გაჩენილი და რას ემსახურება ის.

თუ კაცობრიობა ამ უსერიოზულეს, სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს სიღრმისეულად არ შეისწავლის და გამოიძიებს; თუ კაცობრიობა, მისთვის ჩვეული ზერელეობით მიუდგება ამ საკითხს,  მაშინ ის დროდადრო დადგება ახალ-ახალი დაავადებების აფეთქების წინაშე.

კაცობრიობამ უნდა იცოდეს, ვინ გეგმავს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას; ვინ თვლის, რომ დედამიწის მოსახლეობის ზრდას ვერ ეწევა სასურსათო უზრუნველყოფა, რისთვისაც ადამიანთა რაოდენობის შემცირებაა აუცილებელი და არა აუთვისებელი ყამირი მიწების ათვისება; რომ ეკოლოგიური პრობლემები თავისთავად ქმნის გაუსაძლის პირობებს — გვალვების, წყალდიდობების, ჰაერის დაბინძურების, სხვა ბუნებრივი მოვლენების სახით. ვინ ჩათვალა საკუთარი თავი ზესაზოგადოებრივ ქმნილებად, რომელსაც ხელეწიფება ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში მოურიდებელი ხელის ფათური — ნაღები საზოგადოების შესაქმნელად. რას ნიშნავს ნაღები საზოგადოება? კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსისთვის — დედამიწაზე მცხოვრები შვიდი მილიარდი ადამიანის ნაცვლად ერთი მილიარდის დატოვებით შეიქმნება ნაღები საზოგადოება? გეიტსი და მისი თანამოაზრენი საკუთარ თავს დარჩენილ ერთ მილიარდში მოიაზრებენ და არა 6 მილიარდში, ასერიგად რომ გაუყენეს საიქიოს.

ეს კითხვები გაუჩნდა ამერიკელებს, როდესაც ამ რამდენიმე დღის წინ დიდი ანტიგეიტსური მიტინგი გამართეს. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ გეიტსისგან წამოჭრილ კითხვებზე პასუხის გაცემას. ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დადანაშაულება, ჩვენი მიზანი ფაქტების მკითხველამდე მიტანაა, რათა მან შესაბამისი დასკვნები გააკეთოს.

გეიტსის მიერ გაჟღერებულმა იდეამ, რომელსაც კალიფორნიაში 2010 წლის დახურულ კონფერენციაზე ჰქონდა ადგილი, თავისთავად გაუჩინა ამერიკელთა გარკვეულ წრეს ასეთი ეჭვი — „კოვიდ-19“-ს შემქმნელი გეიტსია?

ამონარიდი კალიფორნიაში გეიტსის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან: „მსოფლიოში 6,8 მილიარდი ადამიანია. ეს რაოდენობა 9 მილიარდამდე გაიზრდება. თუ ჩვენ ჩავატარებთ სამუშაოს ახალი ვაქცინების შესაქმნელად, რეპროდუქციული ჯანდაცვის სფეროში, მოსახლეობა 10-15%-ით შემცირდება“.

არანაკლებ საყურადღებოა 2019 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკში ჩატარებული პანდემიური სწავლება, რომელიც ჰოპკინსის უნივერსიტეტის, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმისა და ბილ და მელანია გეიტსების ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. იქ ახალი ვირუსის გავრცელების შესახებ იყო მსჯელობა: „ვირუსი ღამურებისგან გადაედებათ ღორებს, მათგან ადამიანებს. ვირუსი სწრაფად გადადის ადამიანიდან-ადამიანზე და იწვევს პანდემიას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა შეძლებს ვირუსის შეკავებას, ის მაინც გავრცელდება. ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოახერხებს ვირუსის გაკონტროლებას. ყოველკვირეულად გაორმაგდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ისე, როგორც გარდაცვლილთა. გაუარესდება ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა. 18 თვის განმავლობაშის კორონავირუსით 65 მილიონი ადამიანი მოკვდება. პანდემია გაგრძელდება, სანამ არ შექმნიან ვაქცინას ან სანამ არ დაავადდება დედამიწის მოსახლეობის 80%-ზე მეტი“.

მართალია, სწავლების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მიზანი მსოფლიოს გაფრთხილებაა და არა მზაკვრული პროექტის განხორცილება, მაგრამ, როდესაც გეიტსის 2010 წლის გამოსვლას ვადარებთ 2019 წლისას „გაფრთხილება“ უფრო თავისმართლებად მიგვაჩნია.

არანაკლები მნიშვნელობის იყო აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ძალისხმევა ეკოლოგიასთან მიმართებაში. ამ პარტიამ მიმართა აშშ-ს პრეზიდენტს — ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიკის შექმნის იდეით, რომლის მიხედვით, 2030 წლისთვის სასათფურე აირების ატმოსფეროში გამოყოფას ადგილი აღარ ექნება მთელი რიგი აკრძალვების დაწესების შედეგად. ამ პროექტებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გეიტსის ფონდს. პროექტის მიხედვით, უნდა აიკრძალოს თვითმფრინავების ფრენა, დაიხუროს ქარხნები, შემცირდეს ავტომანქანების მოძრაობა და ა.შ.

გავიხსენოთ შვედი თინეიჯერის გრეტა ტუნბერგის მოწოდება. განა „მისმა“ იდეებმა, კორონავირუსის წყალობით მავნე გამონაბოლქვებისგან არ გაწმინდა მსოფლიო?

ერთია ეკოლოგია, მეორე კი ეკონომიკა. ადამიანი ჰაერით ვერ გამოიკვებება, მას სურსათი სჭირდება, რომლის საწარმოებლად ხალხის სახლში გამოკეტვა საწინააღმდეგო შედეგს იძლევა.  

თუმცა გეიტსის 2010 წლის იდეის მიხედვით, მილიარდამდე დასული მსოფლიოს მოსახლეობას სულაც არ გაუჭირდება თავის გამოკვება. როგორი იქნება ის — დარჩენილი მილიარდი? პასუხი — დამჯერი, შეშინებული, დისტანციურ ცხოვრებაზე ორიენტირებული.

კორონავირუსი და მედია შექმნის (მათ უკვე შექმნეს) შიშის ატმოსფეროს და ხალხს სახლებში გამოკეტავს — თვეობით. გარე სამყაროსთან მას კონტაქტი ინტერნეტის საშუალებით ექნება. ნულის დონემდე შემცირდება დამოუკიდებელი აზროვნება. მორჩილი ადამიანი ინტერნეტიდან მიღებული ბრძანებების შემსრულებელი იქნება. ანუ ერთი მილიარდი ზომბირებული. მაგრამ ვიდრე ზოგიერთთათვის ამ „შესანიშნავი“ პროექტის განხორციელებას ექნება ადგილი, საფრთხობელის გამოგონებაა საჭირო და აი ისიც — კორონავირუსის სახით.

მან უკვე გვაჩვენა ყოვლისმომცველი სიძლიერე — ადამიანთა სიკვდილის, ეკონომიკის განადგურების, სოციალური ვითარების კატასტროფული დაცემის სახით. და არა მარტო. აქ პოლიტიკაც იგულისხმება, ქვეყნების ერთმანეთთან დაპირისპირებაც, ხალხთა ერთმანეთზე გადაკიდებაც. მაგალითი?

აშშ-ჩინეთის ვერბალური (ჯერ-ჯერობით) ქიშპი. ისინი, განსაკუთრებით ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, ერთმანეთს აბრალებენ კორონავირუსის გაჩენას, ინფორმაციის დამალვას. ერთი სიტყვით, კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომშია ჩართული — ამჯერად ბიოლოგიურში. მის სამხედრო ბაზას სხვა კონფიგურაცია აქვს — სიტყვით „ჰუმანური“, საქმით — სიკვდილის გამავრცელებელი. მას ლაბორატორია ჰქვია. ასეთთა რაოდენობა, განსაკუთრებით ამერიკულის, საგრძნობია და მათი დისლოკაციის ადგილიც — პოლიტიკური თვალსაზრისითაც თვალშისაცემი — ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე — რუსეთის, მთავარი მტრის ირგვლივ. ამ ლაბორატორიების არსებობამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, კორონავირუსის პანდემიასთან ერთად.

მედიის მიხედით, ჩვენი მეზობელი სომხეთი არ უჩივის ამერიკული ბიოლაბორატორიების ნაკლებობას. ისინი არსებობენ ერევანში, გიუმრიში, იჯევანში. ასეთი ლაბორატორიებია სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ყველა ისინი ფინანსდება აშშ-ს სამხედრო უწყების მიერ. მათი ოფიციალური დანიშნულება სამშვიდობოა — მოსახლეობისა და ცხოველების დაცვა მასობრივი პანდემიისგან.

2018 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება მემორანდუმზე იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, სადაც ეს ლაბორატორიებია, რომლის მიხედვით უცხოელ სამხედროებსა და სპეციალისტებს უნდა აეკრძალოთ იქ ყოფნა.

2019 წელს ლავროვი იმყოფებოდა ერევანში, მაგრამ მასპინძლებმა უარი თქვეს მემორანდუმზე ხელის მოწერაზე. გასული წლის ბოლოს გაირკვა, რომ სომხეთში არსებული ლაბორატორია მუშაობს სომეხთა გენოტიპის კვლევაზე და მას აფინანსებს აშშ-ი, ნატო, ევროკავშირი.

მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ბიოლოგიური ომი ეთნოსის წინააღმდეგ აღარ განეკუთვნება ფანტაზიის თემას. ლაბორატორია არც მალავს, რომ, გეგმის მიხედვით, გადაწყვეტილი აქვს კავკასიის მოსახლეობის გენოტიპის შესწავლა.

კორონავირუსის შედეგებით გაღიზიანებულმა ოპოზიციამ და საზოგადოებამ მიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ამერიკული ლაბორატორიის დახურვის თაობაზე და ორთვიანი ვადაც დაუწესა. თუ რით დამთავრდება საპროტესტო მოთხოვნა მალე გახდება ცნობილი.

დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ჩვენს ნეიტრალურ დამოკიდებულებას ზემომოყვანილ, მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე. ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთს ედავება ჭეშმარიტების დადგენაში. თუ რა შედეგით დამთავრდება ეს პაექრობა ადრე თუ გვიან გახდება ცნობილი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი