ტრადიციული ოჯახი თუ …

ოჯახი, რომ ქალისა და მამაკაცის კავშირის ერთადერთი და წყალგაუვალი დამადასტურებელია 21-ე საუკუნის მეორე დეკადამდე კითხვის ნიშნის ქვეშ არვის დაუყენებია. ამ დღესაც ვეღირსედ. დღეს, არათუ კითხვის ნიშნები ჩნდება, არამედ ტრადიციულ ოჯახს „მეტოქეც“ გაუჩნდა არატრადიციულთა გააქტიურებული მოქმედების წყალობით. თუ მამაკაცისა და ქალის ურთიერთობით იქმნება ოჯახი, რატომ არ შეიძლება კაცის და კაცის ან ქალის და ქალის ურთიერთობიდან გამომდინარე შეიქმნას ოჯახი?

ის, რომ ერთნაირი სქესის მატარებლები, ერთმანეთთან ამყარებენ სქესობრივ კავშირებს, არახალია. მას დიდი და „მდიდარი“ ისტორია აქვს, მაგრამ დღემდე ოჯახის შექმნის პრეტენზია არ გასჩენია. დღეს, არათუ გაუჩნდა, არამედ ჯიქურ მოითხოვს იმას, რასაც აქამდე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის, ოჯახის მონოპოლია ერქვა. ერთნაირსქესიანები ითხოვენ ოჯახის შექმნის დაკანონებას და აღწევენ კიდევაც.

სოკოებივით მომრავლდნენ ქვეყნები, სადაც კანონითაა განმტკიცებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ასეთი ქვეყნების ჩამონათვალში პირველობა ამერიკა-ევროპას უკავია და მიუხედავად ამ ქვეყნების მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის საწინააღმდეგო მოსაზრებისა, ერთნაირსქესიანთა აღზევებას წინ ვერაფერი უდგება.

მამათმავალთა და დედათმავალთა აგრესიული მდინარე ვულკანიდან ამოფრქვეულ ლავას ჰგავს – სწრაფი დინების დროს რომ სპობს გარემოს და ფერფლად აქცევს. როგორც ჩანს, კაცობრიობა კატასტროფულად იცვლება – ტრადიციულს ივიწყებს და არატრადიციულზე გადადის, რაც უდავოდ უარყოფითად აისახება მასზე. მაგრამ ვინ უგდებს ყურს ტრადიციონალისტთა სიბრაზეშერეულ განცხადებას?!

ვინ დაუგდო ყური გეი-ქორწინების საწინააღმდეგო სახალხო გამოსვლას პარიზსა და სხვა ქალაქებში? მაშინ მილიონზე მეტი ფრანგი მოითხოვდა გეი-ქორწინების არ დაკანონებას. ხელისუფლებამ ყურიც კი არ ათხოვა პროტესტანტებს, კანონიც მიიღო და გეი-ოჯახებს შვილის აყვანაც დაუკანონა.

რომ იტყვიან – „ცუდი მაგალითი გადამდებიაო“, ისე, მოხდა – ერთნაირსქესიანთა მიერ ოჯახის შექმნა ლათინური ამერიკის და სხვა კონტინენტების ძალიან თანამედროვე და უზომოდ „ლიბერალურმა“ ხელისუფლებებმაც გაიზიარეს. სხვაგვარი, წარმოუდგენელიც იქნებოდა, ვინაიდან მსოფლიოს პირველ ქვეყნად წოდებული მოუწოდებს ყველას ამისკენ. პრეზიდენტი ობამა ერთობ კმაყოფილია გეი-ქორწინების დაკანონებით და ვინც ამას არ აკეთებს, მკაცრად აკრიტიკებს.

არ გააკეთა რუსეთმა და მას შემდეგ ლანძღვა-გინება არ მოკლებია პრეზიდენტ პუტინს გეი-პროპაგანდის აღკვეთისთვის. პუტინს გეი-ცხოვრება კანონგარეშედ არ გამოუცხადებია, არც ვინმე შეურისხავს პედერასტობისთვის, ისე, როგორც ამას საბჭოთა კავშირის დროს აკეთებდნენ. მან კანონით აკრძალა გეი-ქორწინება და ამ თემაზე საჯარო განცხადებების გაკეთება. მთელმა დასავლეთმა პუტინი ლამის კაცობრიობის მტრად გამოახცადა და „ჯვაროსნული“ დევნაც მოუწყო. პუტინი, რომ ოპოზიციას – დასავლეთის მიერ დაფინანსებულს, ფეხქვეშ ფიანდაზად გაეგოს და სულ ხელისგულზე ატაროს, დასავლელთა გულს ვერ მოიგებს, ვინაიდან გეი-მოძულე დიქტატორია.

მაინც რა ძალა ჰქონია პედერასტიას?!

დიახ! ძალა აქვს, ვინაიდან რახანია გეებმა სახელმწიფო სტრუქტურებში, ჯარში, პოლიტიკაში და ა.შ. შეაღწიეს და თავს ისე ლაღად გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. მათი აქტიური მოქმედებით განხორციელდა „ცისფერი ოცნების“ გაპიარება და ერთ დროს აკრძალულის, სასირცხვილო საქმის საჯაროზე გამოტანა და მისთვის ლამის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულის ტიტულის მინიჭება.

ხელისუფლებაში მოკალათებულმა გეებმა  უზრუნველყვეს ლეგალიზაციაც და კანონიერების ჩარჩოებში მოქცევაც. გეი ცხოვრების აღზევების დამახასიათებელია გეი-აღლუმების ჩატარება. მათი ინტენსიურობა თავბრუდამხვევი სისწრაფით იზრდება, ისე , როგორც მონაწილეთა რაოდენობა.

გეი-აღლუმები შემოსავლის წყაროცაა, ვინაიდან მასში მრავალი ქვეყნის გეები იღებენ მონაწილეობას. აღლუმები კარნავალს ჰგავს, დაახლოებით ისეთს, ბრაზილიაში რომ ეწყობა – მრავალფეროვანი სანახაობით,  ათეულ-ათასობით მაყურებლით. სულ ახლახანს, ამსტერდამის არხებში გრანდიოზული გეი-პარადი გაიმართა. ათეულ-ათასობით მაყურებელი მიესალმა მორთულ-მოკაზმულ გემებზე თავმოყრილ მოზეიმე გეებს, მათ შორის ცნობილ მომღერალ კონჩიტა ვურსტს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგალითად უკრაინაში გეი-პარადში მონაწილეობის მისაღებად ევროკავშირის მაღალჩინოსნებიც ჩავიდნენ, ისე, როგორც მოლდოვაში. საქართველოში ჯერ არ გამოსდით, მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება. მაინც რა მუშაობაზეა ლაპარაკი?

უპირველესად მედიის მიერ წარმოებულ პროპაგანდაზე. ტელეეკრანებიდან უხვად იღვრება ამ თემასთან დაკავშირებული განცხადებები, სხვადასხვა სახის ჭორ-მართალი, თვით გეების მიერ მონათხრობი. ყურს აჩვევენ მაყურებელს. შეაჩვიეს კიდევაც. დღეს, საზოგადოებას აღარ აღიზიანებს, როდესაც მავანი „ქალბატონი“ სიამაყით იტყვის – სექსს ორალურით ვიწყებო და მის გარეშე სექსუალურ ურთიერთობას არაფრად ვაგდებო. ან როდესაც ერთ-ერთ ტელე-შოუში წამყვანი გოგონა მოწვეულ სტუმარს ეკითხება – რა სიგრძის ასო გაქვსო.

საზოგადოება მიეჩვია იმას, რაც 25 წლის წინათ სიზმარშიც შეუძლებლად მიაჩნდა. დღეს, გეობა, მეძავობა საამაყო რამ არის. თუ გეი ან მეძავი ხარ, მაგარი ხარ. საქართველოში არ ტარდება გეი-აღლუმები, მაგრამ ჯერ-ჯერობით. მოვა დრო და ჩატარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მედასავლეთე პოლიტიკასა და ხელისუფლებას პრობლემები შეექმნება. დასავლეთი არ ჩქარობს. ის, ისე იქცევა, როგორც მახრჩობელა გველი, მსხვერპლს შემოხვეული. დღეს თუ არა ხვალ მოგვგუდავს და არათუ გეი-აღლუმს ჩაგვატარებინებს,  დედიშობილა გვარბენინებს რუსთაველის პროსპექტზე.

„არა!“, – შემედავა ერთი მავანი. –„მე „კოლგოტკებს“ არ ჩავიცვამო“. „შენ არ ჩაიცვამ, არც მე, მაგრამ ჩვენ უმცირესობაში ვართ და ვიქნებით, უმრავლესობა კი სხვაგვარად აზროვნებს თქო“. „არაო!“ – არ დამეთანხმა. ნეტავ ასეთი „არა“ ბევრი იყოს!

შექმნილი ვითარება სხვას გვკარნახობს და უნებლიედ ბადებს კითხვას – რა ვიღონოთ! ამ კითხვას ზოგიერთმა პარტიამ თავისებურად უპასუხა – ხელმოწერები შეაგროვა, რეფერენდუმის ჩატარების მიზნით. თემა – ქალისა და  მამაკაცის მიერ შექმნილის ანუ ოჯახის კანონიერება, არავითარი გეი-ქორწინება და ა.შ. – რეფერენდუმი ერთობ სერიოზულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ იხსნის ის საქართველოს?

ვეჭვობ და რატომ – უპირველესად იმიტომ, რომ გეი-ცხოვრება, ესოდენ დაფასებული დასავლეთში, თვით დასავლელთა კარნახით მიუღებელი არ უნდა იყოს ევროპაში შესული ქართველისთვის და მეორეც, საქართველო ხომ იღვწის ევროკავშირში შესასვლელად?

დიახ! საქართველოს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება თავდავიწყებით აცხადებს, რომ ჩვენი ადგილი ევროპაა, საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპაში და ა.შ. არვინ კითხულობს, როდის იყო საქართველო ევროპაში. არც იმას კითხულობს შეძლებს თუ არა საქართველოს მოსახლეობა ჩაებას ისეთ სამუშაო რითმში, როგორიც იქ არის.

 არვინ ფიქრობს, რომ ევროპულ ოჯახში შესვლის შემდეგ იქაური ქუდი უნდა დაიხურო, იქაური ცხოვრების წესი გაიზიარო, იქაური კანონებით იხელმძღვანელო, იქაური უნდა გადააქციო უზენაეს კანონად საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში. საკუთარი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა თუნდაც ფორმალური, არარაობად აქციო.

ევროკავშირის წევრი საქართველო ვერ შეძლებს არაევროკავშირის წევრ ქვეყანასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარებას ბრიუსელელ ბოსებთან შეთანხმების გარეშე. ევროკავშირელი საქართველო მთელ რიგ საკითხებში შეზღუდული იქნება.

სულ ახლახანს ვუსმენდი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის ინტერვიუს, ტელეკომპანია RT-ს ჟურნალისთან. პრემიერმა ოსტატურად აუარა გვერდი შეკითხვას გაზის პროექტთან დაკავშირებით. შეთანხმების მიხედვით, ბულგარეთი უნდა ყოფილიყო რუსული გაზის არა მარტო ტრანზიტორი ქვეყანა, არამედ მთავარი გამანაწილებელიც ევროპის სამხრეთში.

რუსეთთან მიღწეული შეთანხმება სოფიას თავზე დაახიეს, როგორც ბრიუსელმა, ისე ვაშინგტონმა. ბულგარეთმა უარი „თქვა“ პროექტზე, რითაც მილიონობით დოლარი დაკარგა. არადა, ევროკავშირის წევრი, უღარიბესი ბულგარეთისთვის „გაზპრომის“ მილიონები ჟანგბადის „ბალონს“ ჰგავდა. ბულგარეთის საშუალო თვიური ხელფასი 304 ევროა, ხოლო უმუშევრობის დონე 15%. ერთ დროს მოსახლეობით 10-მილიონიანი ქვეყანა, 7 მილიონზე დავიდა.

დავუშვათ გაიმართა რეფერენდუმი, თუმცა ეჭვი მეპარება და ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ევროპულ „ღირებულებას“, გეი-ცხოვრებას და ქალისა და კაცის ურთიერთობას მიანიჭა უზენაესი პრიორიტეტი, მერე რა? ამით ერთი ეტაპი იქნება მოგებული და არა მთლიანი „მატჩი“. და რატომ – ევროკავშირთან დაახლოება გვაიძულებს შეხედულების შეცვლას ანუ რეფერენდუმის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.

ერთ მაგალითს მოვიყვან – ულტრანაციონალურ, ლამის ფაშისტურ უკრაინას გულზე არც გეები ეხატება და არც გეი-პარადები, რაც დიდ მინუსად ჩაუთვალა ვაშინგტონ-ბრიუსელმა. „ოღონდ ევროპასთან დაგვაახლოვეთ – პარადსაც ჩავატარებთ და „ელგებეტეს“ ( LGBT) სულ გუნდრუკს ვუკმევთო“ – შეპირდა უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს და გეი-პარადიც ჩაატარა. „ყოჩაღ, კარგი პოლიტიკოსი ხარ, ნამდვილი დემოკრატიო“, – თქვა დასავლეთმა და მიგვანიშნა, რომ დასავლური დემოკრატია, ფასეულობები უკანალზე გადის.

დიახ! რეფერენდუმის ამ თემაზე ჩატარება კარგია, მაგრამ გაცილებით უმჯობესი იქნებოდა დასავლეთთან ურთიერთობის საკითხებში რეფერენდუმის გამართვა – თემა, გვინდა თუ არა ნატოში და ევროკავშირში შესვლა?!

იმ შემთხვევაში თუ საქართველო რეფერენდუმში უარს იტყვის ზემოხსენებულ ორგანიზაციებში შესვლაზე, თავისთავად მოგვარდება ქალისა და მამაკაცის მიერ ოჯახის შექმნის საკითხი. არის თუ არა დღევანდელი საქართველო მზად ამისთვის?

ქართველ პოლიტიკოსთა შემხედვარე ეჭვი მიჩნდება, რომ იყოს. როდესაც თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია თავდავიწყებით გაჰყვირის – ევროპა გვინდაო და მათი ყვირილი ფარავს საქართველოს იმ მოსახლეობის ხმას, ვისაც ეს არ უნდა, ძნელია ილაპარაკო რეფერენდუმის  ჩატარებაზე. ერთადერთი პარტია, უფრო სწორად კოალიცია („ნეიტრალური საქართველო“, „კომუნისტური პარტია“ და „სტალინის საზოგადოება“) ითხოვს დაბეჯითებით არა დასავლეთთან, არამედ რუსეთთან ურთიერთობას.

პარტიის ლიდერი, ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ვალერი კვარაცხელია, რახანია ამას ღაღადებს. მას წამითაც არ შეუცვლია პოზიცია, რაც ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი რამ არის. ის, რასაც კვარაცხელია აცხადებს, არ არის გამოწვეული რუსეთის სიყვარულით. საქართველოს სიყვარული ალაპარაკებს მას. საკუთარი ქვეყნის აწმყო და მომავალი.

რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში მოქცეული საქართველოს პოლიტიკა სხვას მოითხოვს – უპირველესად მეზობლების ინტერესების გათვალისწინებას. ვირტუალურად წარმოვიდგინოთ ნატოში შესულ საქართველოსთან დამოკიდებულება ევრაზია-ოდეკაბეში (ОДКБ) მყოფი სომხეთის, დასავლეთის მიმართ ამრეზილი აზერბაიჯანის, არანაკლებ ამრეზილი თურქეთის და ლამის მტრადშერაცხული რუსეთის. მხედველობაშია მისაღები ირანის დამოკიდებულებაც ამერიკისადმი.

ზემომოყვანილი ქვეყნები ამ რეგიონის მკვიდრნი არიან და ისინი ნაკლებად შეეგუებიან მესამე ძალის გამოჩენას. დასავლური, კერძოდ ამერიკული ფულით მოხიბლული საქართველოს პოლიტიკა ანგარიშს არ უწევს ამიერკავკასიის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ისე, როგორც უკრაინამ არ გაუწია და პასუხად დაკარგული ყირიმი და დონეცკ-ლუგანსკი მიიღო.

ქართული პოლიტიკა არც იმას უწევს ანგარიშს – რა მიიღო ცხინვალთან ომის გაჩაღებით. ის ალბათ გულში ფიქრობს – რაც დასაკარგი იყო, უკვე დავკარგეთ და სხვა რაღა უნდა დავკარგოთო. მცდარი პოზიციაა. საქართველოს, 20%-ით შეკვეცილს, მაინც აქვს დასაკარგი, ამდენად, ვიდრე რაღაცის სათქმელად მოვემზადებით, უნდა დავფიქრდეთ და ისეთი არ ვთქვათ, სანანებელი გაგვიხდეს.

ქართული პოლიტიკა – ამერიკის მიერ დაკრულ მუსიკაზე აცეკვებული, დაბეჯითებით გაიძახის რუსეთის მტრობის ამბავს. მას არ სურს მეზობელთან დალაპარაკება, მეტადრე ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ამისთვის ის ულტიმატუმებს უყენებს რუსეთს, ვითარცა გამარჯვებული. არადა, იკარგება დღეები, თვეები, წლები, რომლებიც წარმატებით უნდა გამოგვეყენებინა ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

ქართული პოლიტიკა ვერც იმას აცნობიერებს, რომ მეზობლებთან ცუდი ურთიერთობის გამო არც ნატოში და არც ევროკავშირში მიგვიღებენ. ქართული პოლიტიკა უნდა შეეგუოს ისტორიულ ჭეშმარიტებას – რუსეთის მეზობლად არსებობას და იმას, რომ მეზობელთან, მითუმეტეს დიდთან და ბირთვულიარაღიანთან სხვა ურთიერთობები უნდა ჰქონდეს, ისეთი, როგორიც ფინეთს ჰქონდა და აქვს. სწორედ საბჭოთა კავშირთან და მის მემკვიდრე რუსეთთან პრაგმატულმა ურთიერთობებმა გადააქცია ფინეთი თითით საჩვენებელ, წარმატებულ ქვეყნად.

როდესაც შენი არ იცი, სხვისი უნდა გაიზიარა, მაგრამ საქართველოს პოლიტიკას ამის თავიც არ აქვს. ის, რობოტივით გაიძახის დაზეპირებულ ფრაზებს – ნატო და ევროკავშირი გვინდა. და რახან ასეა, საშველიც არ იქნება.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.