დასავლური „წამლებით“ გაბრუებული უკრაინა
უკრაინამ აღნიშნა „თავისუფლების“ ერთი წლისთავი – ხმამაღალი განცხადებებით, ცივილიზებულ ევროპაში შესვლისა და ნატოში გაწევრიანების სურვილით.
„ზეიმამდე“ რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტში შესული ხუთი პარტიის ლიდერმა, კოალიციური მთავრობის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და მასთან ერთად კატეგორიულად დასახა ქვეყნის ნატოში შესვლის გეგმა.
როგორც ჩანს, პარლამენტის (რადას) პირველივე სხდომაზე, წერტილი დაესმება დღემდე არსებულ თავშეკავებულობას, რომლის მიხედვით, უკრაინისთვის სამხედრო ბლოკებში გაწევრიანება მიუღებელი იყო. მიიღებენ თუ არა უკრაინას ნატოში, მომავლის საკითხია და კიდევ იმის, რამდენად კარგად შეასრულებს ეს ქვეყანა ვაშინგტონ-ბრიუსელის დავალებებს. ნატოში შესვლისთვის კი უპირველესად საჭიროა რადას გადაწყვეტილება და კიევის ოფიციალური მიმართვა ნატოს შტაბისთვის, გაწევრიანების თხოვნით.
უკრაინელი პოლიტიკოსების ოპტიმისტური განცხადებების მიხედვით, უკრაინა 2020 წლისთვის ნატოშიც შევა და ევროკავშირშიც. პოლიტიკოსთა ოპტიმიზმს ნაკლებად იზიარებენ თვით უკრაინელი ექსპერტებიც, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან უკრაინის საშინაო ცხოვრება – ერთობ დაძაბული, დაპირისპირებებით აღსავსე, სამხრეთ-აღმოსავლეთთან გაჩაღებული ომი, კორუფცია, ოლიგარხთა პარპაში და ეკონომიკური კოლაფსი, აშკარად არ იძლევა მომავალი ოპტიმიზმის იმედს.
ოფიციალური კიევი ჯიქურ აგრძელებს ჩუმ აგრესიას ნოვოროსიის წინააღმდეგ, რასაც საერთო ჯამში, დღეში 4-5 უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. კიევი მზად არ არის შეასრულოს მინსკის შეთანხმება. მას, როგორც ჩანს, ძალისმიერი გზით სურს საკითხის გადაჭრა.
მინსკის შეთანხმების შესრულების თაობაზე ლაპარაკობს ყველა, როგორც ევროპელი, რუსი, ისე ამერიკელი პოლიტიკოსები, მაგრამ ლაპარაკი, ლაპარაკად რჩება, შეფარული ომი კი მიმდინარეობს.
დასავლეთი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთს ნოვოროსიელთათვის იარაღის მიწოდებაში და ცოცხალი ძალით ანუ მეომრებით დახმარებაში. რუსეთი უარყოფს ყოველივეს და მოითხოვს დამადასტურებელი მაგალითების მოყვანას. ნატოს მიერ წარმოდგენილი არგუმენტები – დაფუძნებული სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები მოსახლეობის ნათქვამზე, თანამგზავრის მიერ გადაღებულ სურათებზე და ა.შ. უდავოდ აღძრავს ეჭვს, თუმცა დასავლეთს ეს არ აწუხებს. რახან მან თქვა, ეს ასეა და ეჭვის შეტანა ნათქვამში უსაფუძვლოა.
დასავლელთა მიხედვით, მთავარია პირველი განცხადების გაკეთება, პირველად გამოთქმული „წყალგაუვალი სინამდვილე“ კონფლიქტში რუსეთის ჩართულობის თაობაზე, საერთაშორისო საზოგადოებისთვის პირველი ნაცრის შეყრა. მერე, „დამნაშავე“ რუსეთმა იმტვრიოს თავი და ამტკიცოს საწინააღმდეგო.
რახანია რუსეთი თავის მართლებაშია, მაგრამ არაფერი გამოსდის, ვინაიდან საქმე სხვაშია, უპირველესად არა ნოვოროსიისათვის რუსეთის სამხედრო დახმარებაში, არამედ სხვაში, რასაც გეოპოლიტიკური თამაში ჰქვია.
ვაშინგტონი აწარმოებს ხან შენიღბულ, ხან ღია თამაშს რუსეთის წინააღმდეგ. მიზანი – ფეხზეწამომდგარი და კონკურენტი რუსეთის დაჩმორება, ეკონომიკური დასუსტება, დაჩოქება. ამ თამაშში უკრაინა უბრალო პოლიგონია, საომარი მოქმედებების „თეატრი“. სამწუხაროდ, უკრაინა მიჰყვება ამ გზას – ერთობ არასახარბიელოს და მიუღებელს ქვეყნისთვის.
„რევოლუციის“ წლისთავზე კიევში ჩასული აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ნულანდი, რომელიც ცნობილია, როგორც ფუნთუშების დისტრიბიუტორი „რევოლუციური“ მაიდანელებისთვის, დაბეჯითებით გმობენ რუსულ აგრესიას, რუსულ სამხედრო დახმარებას დონეცკისა და ლუგანსკისთვის, და აცხადებენ – თუ ამას წერტილი არ დაესმება, ვაშინგტონი გაამკაცრებს სანქციებს რუსეთის მიმართ.
ლიტვაში სტუმრად მყოფი ნატოს ახალი გენმდივანი სტოლტენბერგი, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტ გრიბაუსკაიტესთან ერთად აკრიტიკებს რუსეთს, უფრო მეტიც, მასპინძელი ქალბატონი რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს.
ის, რომ დასავლელებმა კრემლს შეაჩვიეს ავსიტყვაობა, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ კრემლი მკაცრ რეაქციას არ ახდენს შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორების მიმართ. „გველს სოროდან გამოიყვანს ენატკბილი მოუბარის“ – პოზიციაზე დგომა, თანაც 21-ე საუკუნეში, მოუხერხებელი ფორმაა. სულ ცინცხალი მაგალითი – ავსტრალიაში G-20-ის სამიტის ჩატარებამდე, ავსტრალიის პრეზიდენტმა ებოტმა, უკრაინის აგრესიაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და ისე შორს წავიდა, ლამის თვითმფრინავის ჩამოგდებაც მას დააბრალა. ებოტმა, ისიც თქვა, რომ დამნაშავე პუტინს უფლებას არ მისცემს ბრისბენის სამიტში მონაწილეობაზე.
ბრისბენში ჩასულმა პუტინმა პრეს-კონფერენციის დროს, რომელიც G-20-ის დასასრულს გაიმართა, ხოტბის მეტი მასპინძლის მიმართ ვერაფერი გაიმეტა. არადა რაღაცით მაინც უნდა მიენიშნებინა, რომ ებოტის განცხადებები, სამიტამდე გაკეთებული არც სიმართლეს შეეფერება და არც დალაგებული პოლიტიკოსის იმიჯს.
ებოტი, გრიბაუსკაიტე, იაცენიუკი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჰარპერი, სხვები – აშშ-ს დაკრულზე მოცეკვავე „პუდელები“, ვაშინგტონის მიერ წაქეზებულები, თავს უფლებას აძლევენ დაუმსახურებლად შეურაცხყონ ქვეყანა, რომელსაც სუპერსახელმწიფო ჰქვია.
სახელმწიფო, რომელიც, ფათერაკების საძებრად, ცხრამთას იქით არ წასულა, სახელმწიფო, რომელიც თავისი უყურადღებობის გამო, ცხრამთას იქით მყოფმა ქვეყანამ შეავიწროვა, არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს.
ბაიდენი ჩავიდა ბაიდენ-ობამების მიერ ადუღებულ უკრაინაში, რუსეთის კარის მეზობელ ქვეყანაში, თუ პუტინი – კანადაში? ბაიდენი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები პირველად არ ჩასულან უკრაინაში ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მათი მთავარი მიზანი – უკრაინის, რუსეთის წინააღმდეგ ამხედრება იყო.
სუსტი გამოდგა უკრაინელი ხალხი, ისე, როგორც ქართველი. იოლად აჰყვა ვაშინგტონურ ცდუნებას – ჯერ „ნარინჯისფერი“ რევოლუცია მოაწყო, ჩვენი „ვარდების“ მსგავსი, შემდეგ – ახალი მაიდანი გამართა – ხოცვა-ჟღლეტვით. (ჩვენთანაც ხომ არ გამეორდება მსგავსი რამ?), ქვეყანა კი ვერადავერ ააშენა.
იმ ერთი უკრაინელი ექსპერტისა არ იყოს – ნანატრმა დამოუკიდებლობამ რაც უკრაინას მოუტანა – მოკრივეები კლიჩკოები და მომღერალი რუსლანაა (ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვებული).
მდიდარი წიაღისეულისა და მრეწველობა-სოფლის მეურნეობის პატრონი უკრაინა ყუამდე დაიყვანეს ე.წ. პოლიტიკოსებმა და მათმა ამერიკელმა დამრიგებლებმა. იქნებ მიზანიც ეს იყო?! რაღაც ამას ჰგავს ყველაფერი.
ქვეყნის აღმშენებლობას რომ უდიდესი ძალისხმევა სჭირდება – ყველასთვის ცნობილია, განსაკუთრებით სამეურნეო საქმეებში ოდნავ ჩახედულთათვის, მაგრამ ძლიერი საბჭოთა რესპუბლიკის, უკრაინის განადგურებას რომ დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა – ესეც ფაქტია. შეერთებული ძალებით (დასავლურ-საშინაო) შეუტიეს უკრაინას შავბნელებმა და ისეთ დონეზე დაიყვანეს, ქვანახშირს რომ სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკაში ყიდულობს.
რა ჰქვია იმ „წამალს“, რომელსაც ვაშინგტონი აყლაპვინებს საქართველო-უკრაინის მსგავსს, გურულად რომ ვთქვათ – აბდალ ქვეყნებს? ამბობენ – „დეგრადიალესიო“. ანუ დეგრადაციის მომტანი, გამოშტერების, გამოთაყვანების გამომწვევი. მისი მოქმედების ეფექტი ხალხის ბუნება-მიდრეკილებაზეა დამოკიდებული. თუ ხალხს სურს იყოს დეგრადირებულ-გამოთაყვანებული, ამერიკული „აბი“ სწრაფმოქმედია, სხვა შემთხვევაში ის მაინც იმოქმედებს, ცხადია ნეგატიურად, თუმცა დროში გაწელვით.
ქართველ და უკრაინელ ხალხებს ამ „წამლისადმი“ ერთობ დადებითი მიდრეკილება აღმოაჩნდათ, რაც უმალ გაითვალისწინეს ვაშინგტონელმა „ექიმებმა“ და ყოველგვარი დოზის გაზრდის გარეშე, გვაყლაპეს და გვაყლაპეს. და დღეს, „წამალმიღებულები“, ისეთი ხმით გავყვირივართ საკუთარი დამოუკიდებლობისა და ევროპულობის შესახებ, ის ევროპაც კი თვალდაჭყეტით, შიშით შეპარული მზერით, გვიყურებს – ამათი ჩვენს ოჯახში ყოფნა როგორ შეიძლებაო.
ასოცირების ხელშეკრულებამ მიაბა ევროპას ორივე ქვეყანა, მაგრამ შიგ შესვლა ჯერ ადრეაო, – ბრძანა. აი, როდესაც კანონმდებლობას სრულ ჰარმონიაში მოიყვანენ ევროპის კანონებთან, მაშინ ვიფიქრებთო; როდესაც ჩვენსავით კურტუმოს ვნებიანად ქნევას დაიწყებენ (ცხადია მამაკაცები), მაშინ ვიფიქრებთო; როდესაც ქართული მართლმადიდებლობა ისეთივე ტოლერანტული იქნება მამათმავალთა მიმართ, როგორც რომის პაპი და კათოლიკური ეკლესია, მაშინ შემოვუშვებთ ჩვენს „სამოთხეშიო“; როდესაც კაცი-კაცს, ქალი-ქალს ცოლად გაჰყვება, მაშინ გადავწყვეტთ, ღირს თუ არა მათთან ერთად, ერთ ევროკავშირულ ოჯახში ცხოვრებაო.
როდესაც გაეროს გენერალური მდივანი პან გიმუნი საჯაროდ იტყვის -ევროვიზიის კონკურსში გამარჯვებულ კონჩიტა ვურსთან შეხვედრაზე ვოცნებობდიო – ყველაფერი ნათელია, საით გადაიხარა მსოფლიო. თუ მსოფლიო მართლაც იქით გადაიხარა – ჩვენ ხომ არ დავრჩებით ძველ ადგილასო, – შესძახეს ქართველებმა და უკრაინელებმა და ისე შესძახეს – ომახიანმა, ნეგატიურმა ყროყინის ექომ არა მარტო ეკონომიკა გაანადგურა, არამედ სულიერი ცხოვრებაც და აზროვნებაც.
დღეს, „ჭეშმარიტი“ ქართველები მოთქვამენ, რა ეშველებათ აფხაზებსა და ოსებს, რუსეთი ხელშეკრულებით ანექსიას უპირებსო. და ამას გაიძახიან ისინიც, ვისაც თვალითაც არ უნახავს ხელშეკრულების პროექტი, რომელიც უკვე მოიწონა აფხაზეთის ხელისუფლებამ, ჩვენ, რომ აგერ 23 წელიწადია „ეგრეთწოდებულს“ ვუწოდებთ. მაინც რატომ არის აფხაზეთი რუსეთის მიერ ანექსირებული, ხოლო საქართველო-უკრაინა ევროკავშირის მიერ არა?
საკუთარი კანონმდებლობის იმავე ჩარჩოებში ჩასმა, რაც ევროპაშია, ხომ არ ნიშნავს ბრმად გაზიარებას იმ ევროპულისას, რომელიც ისე შორს არის ქართული აზროვნებისგან, როგორც ცა და დედამიწა?
დიახ! ჩვენ – საქართველო-უკრაინა შორს ვართ ევროპისგან და რომ ეს ასე არ იყოს, უკრაინელი სამხედროები არ ჩაიდენდნენ იმ საშინელებებს, რომელსაც ისინი სჩადიან ნოვოროსიაში. უკრაინელი პოლიტიკოსები ლიაშკო და სხვები ისე საზიზღრად არ მოიქცევიან, როგორც იქცევიან. ერთი კი ცხადია, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რათა ცოტათი მაინც დაწეოდა დასავლურ ფასეულობებს – და ეს, „წარმატება“, ხელისუფლების შემადგენლობაშია – ამდენი მამათმავალი, პედოფილი და ლესბოსელი იმ სანაქებო ევროპაშიც სანატრელია. აბა, თქვენ იცით ქართველო პოლიტიკოსებო, არ ჩამორჩეთ უკრაინას და რაც მთავარია ევროპას, თორემ არ მიგვიწვევენ სანატრელ „სამოთხეში“.
აფხაზეთი ანექსირებულია, ხოლო ევროკავშირის წევრი ბულგარეთ-რუმინეთი ან საფრანგეთი დამოუკიდებელი და ამაყი. ერთმაც და მეორემაც რუსეთთან ხელმოწერილი „სამხრეთ ნაკადი“-ს გაზსადენის ხელშეკრულება, აშშ-ს სენატორ მაკკეინის შიშით და კარნახით, შორს მოისროლეს და საკუთარი გაუბედურებული მოსახლეობის მოთხოვნების ნაცვლად, ფეხქვეშ გაეგნენ გონგამოცლილ ამერიკელ სენატორს.
რა დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, როდესაც ევროკავშირის ახლადარჩეული კომისარი იოჰანეს ხანი, შტეფან ფულეს შემცვლელი, ბელგრადში ჩადის და კატეგორიულად, ულტიმატუმის სახით უცხადებს სერბეთის ხელისუფლებას – თუ გინდათ ევროკავშირში შესვლა, სანქციები დააწესეთ რუსეთის წინააღმდეგო.
და ამას ეუბნება სერბეთს, რუსეთის ძმას და სულით მოკავშირეს, ზნედაცემული ბრიუსელელი მოხელე. როგორც ჩანს, მას თვალი არ მოუკრავს, იმ გრანდიოზული დახვედრისთვის, რაც სერბებმა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მოუწყვეს ბელგრადში ერთი თვის წინათ. თვალი რომ მოეკრა, ასეთი წინადადებით აღარ მიმართავდა ბელგრადს. მაგრამ არა.
ეს, ნორმალურ შემთხვევაში. არანორმალურში ანუ ისეთში, რასაც ევროპა-ამერიკაში აქვს ადგილი, სწორედ ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა, ანუ თავხედურად. ავიღოთ „დამოუკიდებელი“ საფრანგეთი, რომელმაც, ობამას გაფრთხილების შემდეგ, აღარ იცის, როგორ მოიქცეს – გადასცეს თუ არა რუსეთს სამხედრო გემი „მისტრალი“, რომლის აგებაშიც რუსეთმა მილიარდობით ევრო გადაიხადა. თუ საფრანგეთი არ გადასცემს „მისტრალს“ რუსეთს, მაშინ იძულებული იქნება ფული დააბრუნოს და მასთან ერთდ ჯარიმაც გადაიხადოს შეკვეთის შეუსრულებლობისთვის. ფულის დაბრუნება და ჯარიმის გადახდა საფრანგეთის ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმა იქნება.
ამერიკისადმი მონური დამოკიდებულება აქვს ევროპის ლოკომოტივად წოდებულ ქვეყანას, გერმანიას და მის კანცლერ მერკელს. მან მშვენივრად აიტანა ამერიკელთა მხრიდან ფარული სატელეფონო მოსმენებიც და ბევრი სხვაც – გერმანული ბიზნესის შედეგების გაუარესებაც, რუსეთის სანქციებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური სურათის გაუარესებაც – ამერიკელთა საამებლად.
ისე, კაცმა რომ თქვას, საბჭოთა კავშირს და მის პირველ პირს სტალინს უნდა უმადლოდეს გერმანია, გერმანიობას და აქედან გამომდინარე რუსეთს. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, როდესაც გამარჯვებული ტრიუმვირატი ომის შედეგებს ითვლიდა და სამომავლო მსოფლიოს გეგმებს სახავდა, აშშ-ს პრეზიდენტმა რუზველტმა ბრძანა, რომ გერმანია 5 ნაწილად დაყოფილიყო, ხოლო გერმანელი მამაკაცები დაეკოდათ, რომ ახალი თაობა გერმანელისა არ გაჩენილიყო. გერმანია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა უნდა ყოფილიყო და არა სამრეწველო.
რუზველტის გეგმას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა სტალინი. „გერმანია უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო. ჰიტლერები მოდიან და მიდიან, გერმანელი ხალხი – რჩება“, – თქვა მან.
სტალინს გაერთიანებული და არა გაყოფილი გერმანიის ხილვა სურდა. გაყოფვის ავტორთა შთამომავლები დღეს, გერმანიის კეთილისმსურველებად გვევლინებიან. ისტორიის ფურცლების გადახედვა არ აწყენდა არც მერკელს და არც სხვებს, რომლებიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით რახანია ანგრევენ უკრაინას, ნატოში შეყვანასაც ჰპირდებიან, ოღონდ უკრაინამ იბრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ. ოღონდ უკრაინელმა თავის სისხლსა და ხორცსზე სამუდამოდ თქვას უარი და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდოს მას.
იგივეს გვპირდებიან ჩვენც, ოღონდ კი სამხრეთ საზღვრებთან დიდი კოცონი თუ არა, პატარა მაინც შევუნთოთ რუსეთს ფეხქვეშ. ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ბაზის გახსნა საქართველოში მეტი არაფერია, თუ არა რუსეთის გამოწვევა.
ერთი წლისთავი იზეიმა უკრაინის ხელისუფლებამ, შეიძლება ითქვას ხალხმაც, დასავლური „წამლებით“ გაბრუებულმა და გამოთაყვანებულმა. ეს, რომ ასე არ იყოს, დაშლილ, ტერიტორიებდაკარგულ, ეკონომიკადაქცეულ და გაყინულ, მშიერ, უკრაინას რა ეზეიმება?
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.