15.10.2024

საამური სიტყვა – „თავისუფლება“

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საქართველოს საშინაო თუ საგარეო ცხოვრება რომ ლოგიკური განვითარების წესებს გარეშე მიმდინარეობს, გასაკვირი არ არის. ქვეყანა ლამის 30 წელია რაც დამოუკიდებლობას ეზიარა, თუმცა ნანატრი დამოუკიდებლობა და თავისუფლება ისეთივე დეფიციტია, როგორც მანამდე. 1992 წლიდან გავიძახით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შესახებ, მაგრამ განვლილი წლები და ქვეყნის მართვაში მიღებული შედეგი საწინააღმდეგოს გვეუბნება.

ანალოგიურია თავისუფლების საკითხიც, რაც სულ ახლახანს გაჟღერდა ცნობილ აქციაზე, რომელიც მიტინგების ტრადიციულად ქცეულ მოედანზე გაიმართა – პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილენი დაბეჯითებით მოითხოვდნენ ხელისუფლებისგან თავისუფლებას.

არადა ის, რომ ანტისახელისუფლებო და ანტისახელმწიფოებრივი აქცია პარლამენტის წინ გაიმართა ნეტავ „თავისუფლების“ მცირეოდენი მარცვლის მატარებელი არ იყო?!

მომიტინგენი, ერთობ აღგზნებულნი, გმობდნენ პოლიციის შეჭრას ღამის კლუბებში – ნარკოტიკების ამოღების და ნარკომოვაჭრეების დაკავების მიზნით. რა ევალება სახელმწიფოს, თუ ის მართლაც დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალია? – უპირველეს ყოვლისა წესრიგის დაცვა. სწორედ ამ საქმისთვის იხარჯება სოლიდური თანხები – მოქალაქეთა ჯიბეებიდან ამოღებული.

აქციის მონაწილეები ლანძღავდნენ ხელისუფლებას და მის პოლიტიკას ოპერაციის ერთობ უხეშად ჩატარების გამო. მათი აზრით, პოლიცია (სპეცდანიშნულების რაზმი) უხეშად კი არ უნდა შეჭრილიყო ღამის კლუბებში, არამედ ნაზად, ტანის რხევით, ისე, როგორც აქციის მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა ან საერთოდ არ უნდა შეჭრილიყო, ვინაიდან ასეთი, ძალის, თანაც გადამეტებულის გამოყენებაა და მეტი არაფერი.

სპეცრაზმის მიერ ჩატარებულ ღამის ოპერაციაში შესაძლოა მართლაც იყო რაღაც გადამეტება, მაგრამ სპეცრაზმი ისე მოიქცა, როგორც უნდა იქცეოდეს მსგავსი ოპერაციის დროს. ასეა ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით იმაში, საქართველო რომ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს.

ქართული პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი სწორედ ის სამართალდამცავი ორგანოებია, რომლებმაც მრავალწლიანი ტრენინგი გაიარეს აშშ-ს სპეციალისტების ძალისხმევით და თუ ვინმეს პოლიციის მეთოდები და ქცევა არ მოსწონს მიმართოს ოკეანის გადაღმელ ინსტრუქტორებს.

პოლიციამ გააკეთა ის, რაც მას ასწავლეს და რაც არ ითვალისწინებს გაურკვეველ სირბილეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეკრებილები დაჟინებით მოითხოვდნენ „თავისუფლებას“ და მათი აზრით ის (თავისუფლება) უმალ დაისადგურებდა, თუ გადადგებოდნენ პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. რა იოლი ყოფილა „თავისუფლების“ მიღება?!

თავისუფლების მცნება ღრმა და მრავალწახნაგიანია. მისი, სიტყვით აღწერა, ერთობ ძნელი და სადავო, ამდენად არ შევუდგები ამ სათუთი თემის განმარტებას. ვიტყვი ერთს – თავისუფლება თითოეული ადამიანის მიერ განცდილი, გულისა და გონების დაუსრულებელ ჭიდილში ჩამოყალიბებული რამაა და მას სახელმწიფოდან „დახმარება“ არ სჭირდება.

პარლამენტის წინ შეკრებილებმა სახელმწიფოს, ხელისუფლებას მოსთხოვეს „თავისუფლება“, თან რისი? – ნარკოტიკების მოხმარების. ასეთი შეგრძნება გაუჩნდა ყველა იმას, ვინც აქციაზე არ იყო.

საქართველოში გაიმართა აქცია – ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც უნიკალური შემთხვევაა იმ უზომოდ „წინ წასული“ ქვეყნებისთვისაც კი, სადაც მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება ლეგალიზებულია.

გიხაროდენ! საქართველო პირველია მსგავს თემაზე მიტინგის მოწყობაში. მომიტინგეების მოწოდება – სახელმწიფო ებრძოლოს ნარკომოვაჭრეებს და არა ნარკომომხმარებლებს – სიტყვის მასალაა და უკბილო თავის მართლება.

პარლამენტთან გამართულ აქციაში ორივე იყო წარმოდგენილი. ხელისუფლებისადმი მკაცრ მოთხოვნას (თავისუფლებასთან დაკავშირებით) აჟღერებდნენ ისინი, ვინც დიდი ხანია სინდის-ნამუსისგან თავისუფლები არიან. ეს, რომ ასე არ ყოფილიყო, ვინ მისცემდა თავს უფლებას 9 აპრილის მემორიალზე ერთობ ულამაზო ტანის ტრიალი (ვითომდა ცეკვა) წარმოედგინა. ამ „სექსუალურ“ გამოვლინებას ყველა შეკრებილი აღფრთოვანებით შეხვდა. მეტი რა თავისუფლება გინდათ?!

მსგავსი „თავისუფლება“ ლავასავით მოედინება ტელეეკრანებიდან და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საქართველოში ცისფრები, ლესბოსელები, ნარკომანები და ათასი ჯურის გადაგვარებულები ანუ „თავისუფლები“ ცხოვრობენ.

სრულიად საქართველო კმაყოფილებას ვერ მალავს აქციის მშვიდობიანად დამთავრების გამო. მარჯვენას და რაც მთავარია, გონებას უქებს შს მინისტრ გახარიას, აქცია და კონტრაქცია ერთმანეთს რომ არ შეასკდა. შს მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს უხეში ფორმით ოპერაციის ჩატარების გამო, რამაც დააშოშმინა მომიტინგეები და ჩიხიდან გამოიყვანა. მაინც რა ჩიხიდან?

იმ ჩიხიდან, მთავრობის დამხობა რომ ჰქვია. მოთხოვნა – პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით სწორედ ახალი მთავრობის მოსვლის საწინდარია. დავუშვათ, მართლა გადამდგარიყო კვირიკაშვილი, ვის მოყვანას აპირებდნენ აქციის მონაწილენი?

ამ კითხვაზე ვერც აქციის დროს და ვერც შემდეგ, დაწყობილ პასუხს ვერც ერთი მომიტინგე ვერ გასცემდა. რაც შეეხება ხელისუფლებას, მან უდავოდ შეტოპა „თავისუფლებაში“ და შედეგიც სახეზეა.

ნაკლებად თუ მოიძებნება ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ესოდენ გალაღებული იყვნენ გეები, ლესბოსელები, ნარკომანები და სხვა მანკიერი თვისებების მატარებლები. ჩვენ პირველები ვართ „თავისუფლებაში“, რომელმაც ქვეყანა გადააგვარა.

ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული უცხოეთში ქართველი გოგონების მრუშობა, სუპერმარკეტებში ქურდობა, ვაჟების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ბინების გატეხვა და ძარცვა. სულ ახლახანს ისრაელში მცხოვრები ჩემი ნაცნობი მეუბნებოდა – სირცხვილით თავი ვერ გამომიყვია, როდესაც ნავსადგურში კრუიზით შემოსულ გემებს მცირეწლოვანი ქართველი მეძავები ლამის იერიშით იღებენო.

როდესაც ქუჩა ამათია, ტელეეკრანიც, ღამის კლუბებიც და რესტორნებიც და თქვენ წარმოიდგინეთ არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი, მეტი რაღა თავისუფლებაზეა ლაპარაკი?

არც აქციის ჩატარება გამკვირვებია და არც აქციაზე წარმოთქმული „სიბრძნე“, მაგრამ გამიკვირდა მომიტინგეთა მიერ დემონსტრირებული დაფების – რუსეთისა და მისი პრეზიდენტის გინებით გაჯერებულის.

ეს, ის შემთხვევაა, ძველი ანეკდოტი რომ გამახსენა – ცოლი რომ ქმარს ეუბნება: „სეროჟ, რატომ მცემ, პრიჩინა რა არისო“. „პრიჩინა იყოს, დედას მოგი…ვდიო“ – ქმარი რომ პასუხობს. მაინც რა შუაში იყო აქცია და რუსეთ-პუტინი?

ერთის შეხედვით, არაფერში, მაგრამ რომ ჩავუფიქრდეთ – ყველაფერში. რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც სერიოზულ ყურადღებას უთმობენ ნარკომანიას და მასთან ბრძოლას, ებრძვიან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას და ყველა იმ მანკიერებას, რაც აქ ღრმადაა ფესვგადგმული.

აქციის მონაწილეთა აზრით, ნარკოტიკი, რომელმაც სულ ახლახანს არაერთი ახალგაზრდა გაისტუმრა საიქიოს, რუსეთიდან შემოვიდა. თითქოს რუსეთი სპეციალურად ახორციელებს მსგავს ქმედებას საქართველოს ახალგაზრდების მოსასპობად. კეთილი, მაგრამ თუ იცი რუსეთის მზაკვრული გეგმის შესახებ, მასთან ბრძოლას რაღა უნდა?

არც არაფერი – ნუ მიიღებთ ნარკოტიკს, რითაც რუსეთს „პროგრამას“ ჩაუფლავებთ.

ხუმრობა იქით იყოს და რუსეთ-პუტინის თემა ისეთია, საქართველოში ყველა რომ თანხმდება. თუ ვახსენებთ რუსეთს, მხოლოდ უარყოფითად. რუსეთის მიმართ ოდნავი მიმტევლობაც კი ერის და ქვეყნის მოღალატეობად აღიქმება. ანტირუსულ კამპანიაში ისევ და ისევ მოწინავეობს „ნაცმოძრაობა“ და მისი წიაღიდან დაჩეკილი სატელიტი „პარტიები“. ტოლს არც ხელისუფლება უდებს.

განსაკუთრებულ ანტირუსულ აღგზნებულობას ჟურნალისტიკა გამოხატავს, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადების შემდეგ. ძნელად გასაგები რამ თქვა პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით. ვინც მოისმინა მისი ნათქვამი, ერთობ ჩახუჭუჭებული და გაუგებარი, უდავოდ დაებადებოდა აზრი, რომ მას შეხვედრა არ უნდა და რასაც ამბობს არის დასტური რუსეთის და პუტინის „დერჟავნიკობის“. თუ „დერჟავნიკობას“ მოიშორებს პუტინი და ჩვეულებრივი პრეზიდენტის სტატუსით წარუდგება მარგველაშვილს, მაშინ ის დათანხმდება მასთან დიალოგს – აქეთურზე, იქითურზე. …

პრეზიდენტის ნათქვამი ულტიმატუმს ჰგავდა, მეტადრე მკაცრ პასუხს პუტინის წინადადებაზე – შეხვედრასთან დაკავშირებით. ასეთს წლების წინ ჰქონდა ადგილი. მაშინ ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად პუტინმა არ გამორიცხა საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრა. ამ ნათქვამთან დაკავშირებით მარგველაშვილმა ბრძანა, რომ პასუხს მას შემდეგ გასცემს, რაც დასავლელ პარტნიორებს მოელაპარაკება.

მარგველაშვილის პასუხი სწორედ ის „დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია“, რაზეც წერილის დასაწყისში ვილაპარაკე. რუსეთის მხარემ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კარასინის სახით გვიპასუხა, რომ მოლაპარაკების გამართვას მომზადება სჭირდება.

მაინც რამ ათქმევინა მარგველაშვილს ასეთი რამ? – პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებამ ხომ არა?

შესაძლოა ასეც იყო და თუ არა, ფაქტიურად ხელისუფლებიდან წასულ პრეზიდენტს ვინ დაუთმობს საღადაო დროს? – მითუმეტეს სუპერ-სახელმწიფოს პირველი პირი, რომლის ყოველი წუთი წინასწარ არის დაპროგრამებული.

მარგველაშვილის უაზრო განცხადება რომ ნაკლებად გასაკვირია, ფაქტია, მაგრამ პოლიტიკური სპექტრიც (პოზიცია-ოპოზიცია) რომ 30 წლის წინანდელ პოზიციაზე დგას, ისიც ფაქტია. გააკრიტიკეს რა პრეზიდენტი, ორივემ თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება არ შედგება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება.

ისევ ულტიმატუმი და ისევ ლაპარაკი, თითქოს რუსეთი საქართველო იყოს. და რაც მთავარია გარკვევით ითქვა, რომ საქართველო მოსალაპარაკებელ მაგიდას მხოლოდ პარტნიორებთან ერთად მიუჯდება. ესეც თქვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

ასე გავფრინდებით?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი