18.07.2024

დაზავება და ომის მომავალი წლიდან განახლება?

რუსეთის სამთავრობო ტელეკომპანიების საინფორმაციო გადაცემების პირველი წუთები უკრაინის მიერ დონეცკ-ლუგანსკის დაბომბვას ეთმობა, რაც არცთუ სასიამოვნო განცდას უნდა იწვევდეს რუსეთის მოსახლეობაში — ქვეყნისა, რომელმაც ა.წ. 24 თებერვალს თვით შეუტია უკრაინას — დაიწყო რა სპეციალური სამხედრო ოპერაცია.

8 თვის შემდეგ, როდესაც უყურებ უკრაინის ჯარის მიერ დონეცკ-ლუგანსკის დაბომბვას, განსაკუთრებით დონეცკის, უნებლიე კითხვა გებადება — ვინ დაიწყო ომი? ვინ იყო სპეცოპერაციის ინიციატორი?

ამ კითხვებზე დიდი ხანია გასცა პასუხი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა — „მოსალოდნელ ჩხუბში, პირველი დავარტყამ!“ პუტინმა განუმარტა მსოფლიოს, რომ უკრაინა მარტის პირველ დეკადაში აპირებდა დონბასზე გალაშქრებას, რასაც მოჰყვებოდა იქ მცხოვრები რუსი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი.

მოსკოვს არ შეეძლო უკრაინიდან სპეცსამსახურების მიერ მიწოდებული საიდუმლო ინფორმაციის უგულებელყოფა და დაასწრო მოვლენებს — თვით წამოიწყო რა ომი.

პუტინის ნათქვამში ეჭვის შეტანა ძნელია, რაც სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმაც დაამტკიცეს, განსაკუთრებით თვალნათელმა მაგალითებმა თავდაცვის სისტემის ფართომასშტაბიანი ქსელის სახით.

რუსეთის არმიის სწრაფ წინსვლას ხელს უშლის საფორტიფიკაციო ბეტონის სამალავები, ასეულობით მეტრზე გაშლილი მიწისქვეშა დერეფნები, თავდაცვისთვის საჭირო რკინა-ბეტონის ნაგებობები — მიწის ზედა და მიწის ქვეშა.

რისთვის სჭირდებოდა უკრაინას ფართომასშტაბიანი თავდაცვითი სახის რკინაბეტონის სამალავები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში? ნაგებობები, რომლებსაც, ფორმიდან გამომდინარე, არაფერი აკავშირებს სამშვიდობო პერიოდის ნაგებობებთან?

უკრაინა დონბასთან ომისთვის ემზადებოდა და არა მარტო, მტერ რუსეთთან, დონბასის პოტენციურ დამცველთან. უკრაინა, რომ რუსეთთან ომის დაწყების ინიციატორი იქნებოდა — აღარ იწვევს გაკვირვებას.

აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის, ნატოს დახმარებითა და დაფინანსებით „ახალი“ უკრაინა მილიტარისულად იკვებებოდა. „ახალი“ უკრაინა კი 2014 წლის მაიდნის რევოლუციის შემდეგ მოგვევლინა — ნეოფაშისტური, ბანდერული, ანტირუსული, თუმცა უკრაინის ანტირუსულობა საბჭოთა კავშირის დაშლის პირველივე დღეებიდან დაიწო. არაო! — შემედავებიან უკრაინულ სამზარეულოში ჩახედული ექსპერტები. გაცილებით ადრეო — იტყვიან. და მართალიც იქნებიან.

ატირუსულობა საბჭოთა კავშირის არსებობის დროს დაიწყო, კერძოდ 1986 წელს, როდესაც უკრაინამ მიიღო კანონი ენის შესახებ. მისი მიხედვით, უკრაინული ენა გახდა მთავარი, ხოლო რუსული — ეროვნებათაშორისო კომუნიკაციების საშუალება.

2014 წლის მაიდნის გადატრიალებამ თავდაყირა დააყენა უკრაინული ცხოვრება. ხელისუფლებაში მოსულმა ფაშისტურმა, ბანდერულმა ძალებმა ძირფესვიანად შეცვალეს უკრაინაში მცხოვრებთა აზროვნება, მათ შორის რუსთა — უკრაინაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანთა.

8 თვის განმავლობაში ისე შეიცვალა უკრაინული პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება, ძნელია იფიქრო, რომ ამ ქვეყანას ოდესმე, რამე ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან, პოზიტიურზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

დღევანდელი უკრაინელი, რუსის სიკვდილზე ოცნებობს. მას ხოჭოს, მწერს უძახის და მზადაა გასრისოს. უკრაინელისთვის „კარგი“ რუსი, მკვდარი რუსია. როდესაც კიევისა და სხვა ქალაქების სუპერმარკეტების დახლებზე მინის ქილებში დაფასოებული საკვებია, წარწერით — სეპარის (ანუ დონბასელი სეპარატისტის) ხორცი არაჟნით, კომენტარი ზედმეტია. როდესაც ასეთ კონსერვს ხელში კმაყოფილებით ატრიალებს ცნობილი პოლიტიკოსი ტიმოშენკო, ტრაგედიაა, ისე, როგორც სკოლის პირველი კლასებიდან ამერიკა-კანადაში გამოცემული სახელმძღვანელოებით აღზრდა.

სახელმძღვანელოების გვერდებიდან ბავშვებს შესცქერიან კეთილი ჰიტლერი, გერინგი, ჰიმლერი, ბანდერა, სხვა ფაშისტი დამნაშავეები.

თანამედროვე უკრაინა სხვაა, არა ისეთი, როგორიც წინა თაობის ქართველებს  ახსოვთ, განსაკუთრებით გურულებს — მახარაძის რაიონიდან, როდესაც ეს რაიონი ძმურად თანამშრომლობდა უკრაინის ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონთან.

ის დრო წარსულს ჩაბარდა და როგორც ჩანს აღარასოდეს დაბრუნდება. ქართველები უნდა მიხვდნენ, რომ დღევანდელი უკრაინა და ნეოფაშიზმი ერთიდაიგივე მცნებაა; რომ უკრაინელი ფაშისტი მებრძოლების, განსაკუთრებით „აზოველების“ ტანზე ტატუირება (სვირინგი) „ბოდარტობა“ კი არა, ფაშისტური ფსიქოლოგიის გამოხატულებაა; რომ მათი ანტირუსობა მარტო სლავებში პირველობის მოპოვების წყურვილი არ არის, მას სხვა  მიზნები აქვს, ისეთი, როგორიც ფაშისტებს, ჰიტლერელებს ჰქონდათ — უკრაინული რასის პრიორიტეტულობა სხვა ერებზე.

ქართველმა უნდა იცოდეს — უკრაინელი მტკიცებას რომ იწყებს  ქრისტე უკრაინელი იყოო ან შავი ზღვა უკრაინელებმა გათხარესო, ან მსოფლიო ცივილიზაცია უკრებით იწყებაო — საღ გონებაზე არ უნდა იყოს ერთ დროს მახარაძელთა მეგობარი გენიჩესკელი უკრაინელი.

ქართველმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინაში „მოღვაწე“ მწერალი (ის, ასე უწოდებს თავის თავს) ჩილაჩავა, უფრო შესატყვისი იქნებოდა მისთვის ჩალიჩავა, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული „შედევრებით“, წამლავს აქაურ საზოგადოებას და ნაცვლად სიმართლისა, ტყუილებით კვებავს — ვითომ უკრაინულ ეროვნულობაზე დაფუძნებულით.

სინამდვილეში, დღევანდელი უკრაინის ქება — ფაშიზმის ქებაა. მავანი მეტყვის — რა ჩვენი საქმეა რუსთა და უკრაინელთა საკამათო საკითხებში ჩარევაო.

რუსთა და უკრაინელთა ჭიდილმა ლამის მთელი მსოფლიო ჩაითრიოს და ქართველობა ვინ ვართ ასეთი, უყურადღებოდ გვერდზე ჩავუაროთ? პატივცემულო „იმანოებო“, რომ ვერ ვუვლით?! არათუ ვუვლით, თავით გადავეშვით უკრაინულ ჭაობში და იმდენი ქართველი „ბოევიკი“ მივავლინეთ რუსთა წინააღმდეგ ომში, მათ შორის პარლამენტარებიც, რომ თვლა აღარ არის.

ოფიციალური ცნობით, 24 ქართველი შეეწირა რუსეთთან ომს. 24-ჯერ გაისროლა მათ საფლავზე საპატიო, სამხედრო ყარაულმა. 24-ჯერ გაიჟღერა მათმა სახელებმა, როგორც გმირების, ქართულ მედიაში  — ისინი ოკუპანტი რუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ, უკრაინის თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვისო. უკრაინის თავისუფლება — საქართველოს თავისუფლებააო.

უსმენ ამ ცრუ პატრიოტიზმს და ფიქრობ — ერთი კაცის „გამოქლიავება“ (მკითხველს ვერიდები, თორემ სხვა სიტყვას ვიხმარდი, უფრო შესაფერისს) გამიგია, მაგრამ ერის? ნუ მიწყენთ — სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ. აღარ დაიღალეთ  რუსების ლანძღვით. თუ ასეთი ანთებულები ბრძანდებით თავისუფლება-სუვერენიტეტისთვის, რაღა უკრაინაში გარბიხართ?! რუსის ჯარი აქვეა, თბილისიდან 30 კილომეტრში და იქით დაიძარით.

გამოფხიზლდით მეგობრებო, გაიხსენეთ არცთუ ძალიან ძველი ამბვები, რომელსაც თქვენ არ მოსწრებიხართ, მაგრამ ყური ხომ მოგიკრავთ?! არ მითხრათ, არ ვიცით რა იყო 80 წლის წინათო?! ომი იყო, ბატონებო, სამამულო ომი, რომელშიც თქვენი პაპები ებრძოდნენ კაცობრიობის ყავისფერ ჭირს — ფაშიზმს. იმ დიდ ომში, პატარა საქართველომ 700000 მებრძოლი მიავლინა. აქედან ნახევარი დარჩა ფრონტზე. და მიუხედავად ამისა ქართველმა, რუსთან ერთად აღმართა გამარჯვების დროშა, დამარცხებული ფაშიზმის რეიხსტაგზე.

მაშინ ერი ქართველი, ნამდვილი პატრიოტობით (და არა დღევანდელივით მოგონილით) დამუხტული, მტრის ტანკებს უვარდებოდა შეძახილით — „სამშობლოსთვის, სტალინისთვის!“. დღეს?! ვის უვარდებით — ნეოფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ რუსს?! არ მითხრათ, ოკუპანტი რუსის წინააღმდეგ ვიბრძვითო! და რატომ არის ის რუსი ოკუპანტი? რამ გამოიწვია მისი ოკუპანტობა?! რუსის „ოკუპანტობას“ იქნებ ჩვენ და ჩვენისთანა „პატრიოტმა“ უკრაინელებმა შევუწყეთ ხელი?!

თავი, ადამიანს მარტო ქუდის დასახურად არ აქვს. თავი ხანდახანს უნდა აზროვნებდეს და არა ისე ნეგატიურად, როგორც დღეს. ვიმედოვნებ ამ არამოაზროვნე თავებიდან ოდესმე ვინმე აზროვნებას დაიწყებს და დაინახავს უაზრობით ჩადენილ დანაშაულს — საკუთარი ოჯახის, ქვეყნის წინაშე ჩადენილს, მაგრამ გვიანი არ იყოს!

ქართველის „გამოქლიავება“ მსოფლიო პოლიტიკაზე ვერ იქონიებს გავლენას, მაგრამ ევროპელთა, ამერიკელთა „გამოქლიავება“ რომ არყევს მსოფლიოს, ფაქტია. მაგალითები ამისა მრავალია, თუმცა ერთ-ერთი საგულისხმო, ვინაიდან იმ თემას ეხება, რითაც ზემოთ გაწუხებდით. სულ ახლახანს გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტზე ჩატარდა რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის კენჭისყრა „ნაციზმის განდიდების წინააღმდეგ“ („ნაციზმის განდიდების, ნეონაციზმისა და,  რასიზმის, რასობრივი დისკრი­მი­ნა­ციის,ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმების გამძაფრების ესკალაციის ხელშემწყობი სხვა პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“).

რუსებმა გაიტანეს, მაგრამ ვაი ამ გატანას. ამჯერად წინააღმდეგი აღმოჩნდა მთელი რიგი ქვეყნები, რომლებიც შეუერთდნენ აშშ-სა და უკრაინას. ადრინდელი კენჭისყრის დროს ყველამ მხარი რუსეთს დაუჭირა და აშშ-უკრაინა მარტო დარჩნენ — უმცირესობაში.

რამ განაპირობა გაეროს ფერიცვალება? რუსული რეზოლუცია გმობს ნაციზმის განდიდებისა და პროპაგანდის პრაქტიკის ყველა ფორმას და დაბეჯითებით აფრთხილებს ყველა ქვეყანას აღმოფხვრას რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინება და მიიღოს ზომები საკანონმდებლო დონეზე, მათ შორის საკანონმდებლო სფეროში, განათლების სისტემაში, ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში, ისტორიის გადახედვისა და მეორე მსოფლიო ომის შედეგების გაყალბების, ჩადენილი სამხედრო დანაშაულის დარგში.

2005 წლიდან დაწყებული მსგავს რეზოლუციას გაეროს გენასამბლეა იღებს ყოველწლიურად. ერთი წლის წინათ წინადადებას მხარი 130 ქვეყანამ დაუჭირა. მაშინ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ თავი შეიკავეს, ხოლო აშშ-ა და უკრაინამ წინააღმდეგ მისცეს ხმა.

ა.წ. 4 ნოემბერს პროექტს მხარი 105 ქვეყანამ დაუჭირა, 15 თავი შეიკავა და 52 წინააღმდეგ მისცა ხმა — მათ შორის გერმანიამ, ავსტრიამ, იტალიამ — ქვეყნებმა, რომლებმაც მსოფლიოს ნაციზმი „აჩუქეს“. რით არის ეს გამოწვეული?

უპირველესად იმით, რომ რუსეთი ომობს უკრაინაში. და რისთვის ომობს რუსეთი უკრაინაში? იმისთვის, რომ დაამარცხოს მე-2 მსოფლიო ომის შედეგად განადგურებული ნაციზმის აღმოცენება.

ნუთუ, უკრაინის დენაციფიკაცია—დემილიტარიზაციისთვის 8-თვიანმა ომმა, ნაცვლად ანტინაცისტური შეკავშირებისა, ნეონაცისტური შეკავშირება გამოიწვია? გაეროს კენჭისყრით ასე ჩანს. საქმე გვაქვს ნაციზმის აღორძინების უსერიოზულესი საკითხის რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებას. ქვეყნები, რომლებიც რუსული რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ნაციზმის რეანიმაციას არაფრად თვლიან, მაგრამ რუსულ „აგრესიას“ —   ნეონაციზმით გამოწვეულს, უფრო საგანგაშოს, ვიდრე ნაციზმს.

სწრაფად იცვლება მსოფლიო, განსაკუთრებით 2022 წლის 24 თებერვლიდან. უკრაინაში შეჭრამ — მიუხედავად კეთილი მიზნებისა, მსოფლიოს სიმპათია უკრაინისკენ გადახარა — ფაშისტური ქვეყნისკენ.

მსოფლიოს სიმპათია, მეტწილად ამერიკა-ევროკავშირით გამოიხატება და კიდევ რამდენიმე ქვეყნით. დანარჩენთათვის, უკრაინა შორს მყოფი ქვეყანაა, რომლის პრობლემები მათ ნაკლებად ანაღვლებთ და ალბათ არც არასდროს გაიხსენებდნენ ამ ქვეყანას, რომ არა ეკონომიკური კრიზისი, გამოწვეული რუსეთის სანქციებით,  ენერგომატარებლების დეფიციტით და აქედან გამომდინარე საწარმოების მუშაობის შეფერხებით, რაც თავისთავად იწვევს წარმოების შემცირებას, უმუშევრობას, მაღაზიების დახლების შეთხელებას, კვების პროდუქტებზე ფასების მატებას, ყველაფერ იმას, რასაც სოციალური პირობების გაუარესება ჰქვია. უკრაინას არვინ გაიხსენებდა. ახლა   ძალაუნებურად იხსენებენ — როგორც მსხვერპლს და მასთან ერთად რუსეთს — ომის დაწყების ინიციატორს.

არ გამართლდა რუსთა ვარაუდი „ბლიცკრიგთან“ დაკავშირებით. უფრო მეტიც, არათუ „ბლიცკრიგი“, არამედ ომის წარმოების გაურკვევლობა ადარდებთ მათ.

8 თვის შემდეგ, რიხით დაწყებული სამხედრო ოპერაცია ჩიხში შევიდა. რუსი შეტევაზე გადასვლას ვერ ახერხებს. პირიქით, სადაც დგას, იქ აგებს საფორტიფიკაციო სახის თხრილებს, კედლებს, … ხერსონიდან გაჰყავს მოსახლეობა, რაც მითქმა-მოთქმას იწვევს ამ ქალაქის ჩაბარებასთან დაკავშირებით.

ვრცელდება ინფორმაცია აშშ-რუსეთს შორის ფარული მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე — აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივან სალივანსა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე უშაკოვს, უშიშროების საბჭოს მდივან პატრუშევს შორის —დაზავებასთან დაკავშირებით.

ზავის პირობები კი ისეთია, რუსეთს რომ საბოლოოდ გააშავებს, როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე უცხოელთა თვალში. რუსეთის კონსტიტუციით, რუსეთის შემადგენლობაში შეყვანილი უკრაინული ტერიტორიების უკან დაბრუნება, ყირიმის ნახევარკუნძულის საკითხის განხილვა და ა.შ.

ზავის პირობების გაჟღერებაც კი ანტირუსული პროპაგანდის მატარებელია. მისი მიზანი მარტივია — რუსეთის მოსახლების მიერ ანტისამთავრობო გამოსვლების აგორება, ხელისუფლების დამხობა.

რუსი პატრიოტები შეეგუებიან ზავს, რომელიც მარცხს ჰგავს, ვიდრე გამარჯვებას? და ვისთან ზავი, ფაშისტურ უკრაინასთან? ზავი, ასობით რუსი მეომრის ცხედარის შეურაცხოფაა — ასე თვლიან რუსები.

პუტინის საჯარო გამოსვლებში აღარ ისმის სიტყვები „დენაციფიკაცია-დემილიტარიზაცია“, რაც ისმის დონბასის დაცვაა და კიდევ ის, რომ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებისთვის.

მსგავსი პოზიცია ახარებს ე.წ. რუს ლიბერალებს, რომლებიც დღიდან სამხედრო ოპერაციის დაწყებისა, მის შეწყვეტას მოითხოვენ. საით გადაიხრება პუტინი — ზავისკენ, რომელიც მას დაამხობს, თუ სამხედრო ოპერაციის გაგრძელებისკენ — დენაციფიკაციით და დემილიტარიზაციით  — უახლოესი დღეები დაგვანახებს.

დასავლეთს, უპირველესად აშშ-ს, სწორედ ახლა აწყობს ზავი, ვინაიდან რუსეთის გამარჯვება ჰაერშია გამოკიდებული. ზავი მას მისცემს საშუალებას დაასვენოს უკრაინა, შეიარაღოს, გაწვრთნას და გარკვეული დროის შემდეგ ისევ დაატაკოს რუსეთს. რუსეთის ომით გამოფიტვა, მისი დღის წესრიგიდან ამოშლილი არ არის, რუსეთის დაშლა-დაქუცმაცება ძალაშია.

დენაციფიკაციაზე ლაპარაკის შეწყვეტა იმ სამხედრო ტყვეების გაცვლასაც უკავშირდება, რასაც ჰქონდა ადგილი. მარიოპოლში დატყვევებული ფაშისტი „აზოველები“ გაიცვალა უკრაინაში დაპატიმრებულ ოპოზიციონერ მედვედჩუკსა და 55 რუს სამხედრო მოსამსახურეში. გაცვლა არაპროპორციული იყო — 56-ი 200-ში, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთში. უკმაყოფილებას აღვივებდა პუტინის მედვედჩუკის შვილის ნათლიობაც.

უკრაინის ფრონტის პოზიციური ბრძოლები გრძელდება. უპირატესობა არც ერთ მხარეს არ აქვს.

უკრაინელთა მოსალოდნელ ფართომასშტაბიან შეტევაზე გადასვლის ვარაუდი ძველებურად ჟღერს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ისიც დაღლილია და შეტევაზე ვერ გადავა.

ამასობაში ზამთარი ძალაში შედის, თავისი კანონებით, რომლებიც აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ეწინააღმდეგება. რა გამოდის, ბუნებრივი დაზავება და ომის მომავალი წლიდან განახლება?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

09/11/2022