27.06.2026

თარიღი, რომელიც უნდა გვახსოვდეს

22 ივნისი დიდი სამამულო ომის დაწყების თარიღია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღებით, ტკივილით, შემართებით აღნიშნავს რუსეთი, საბჭოთა კავშირის, საბჭოთა რესპუბლიკები.

დღეს, აღარც საბჭოთა კავშირია და აღარც საბჭოთა რესპუბლიკები. ყველა ისინი დამოუკიდებელი ქვეყნებია, მაგრამ მათი დამოკიდებულება ამ საზარელი დღისადმი, ისეთივეა, როგორიც რუსეთის.

გუშინდელი საბჭოელები, დღევანდელი დამოუკიდებელი ქვეყნები თავიანთი მასშტაბებიდან და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ისეთივე დაზარალებულები არიან, როგორც რუსეთი. ზარალი — ენით აუწერელია. მარტო ადამიანური რესურსი რად ღირს — 27 მილიონი ადამიანი. აი, სწორედ ამ რაოდენობის საბჭოელი შეიწირა დიდმა სამამულო ომმა. დაზარალებულთა შორისაა საქართველოც, რომელმაც 750 ათასი ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა მიავლინა ფრონტზე, რომლიდანაც მხოლოდ ნახევარი გადარჩა. ისინი ფაშიზმის, ჰიტლერიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. და რომ არა მათი თავგანწირვა, არც ერთი საბჭოთა რესპუბლიკა არ იქნებოდა.

ჰიტლერიზმის მიხედვით, დაპყრობილ საბჭოთა ტერიტორიებზე გერმანელები, მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მხარდამხარ მეომარი ევროპული ქვეყნების მაცხოვრებლები უნდა ჩასახლებულიყვნენ, ადგილობრივები  — გერმანიაში შავ მუშებად, დანარჩენი — კრემატორიუმების გავლით საიქიოს.

მხოლოდ ბრიყვს და უვიცს შეუძლია იმის თქმა, რომ გერმანული ფაშიზმი პროგრესის მომტანი იქნებოდა ქართველი ხალხისთვის.

საქართველო, მიუხედავად საბჭოეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა დიდი სამამულო ომის დაწყების დღეს სხვაგვარად უნდა აღნიშნავდეს — მშვიდობისთვის ბრძოლის, მშვიდობისთვის თავდადების თარიღად — რამეთუ მას ეთაკილება დიდ სამამულო ომში მონაწილეობა.

სამწუხაროდ, ბევრს ეთაკილება ე.წ. მოდასავლეთეებს, ევროპა-ამერიკაზე გადარეულებს, რომლებიც თვლიან, რომ საბჭოთა კავშირის ომში საქართველოს მოსახლეობის მონაწილეობა სავალდებულო იყო და არა ნებაყოფლობითი; რომ ქართველები ძალით გარეკეს სხვის ომში. ეს, სხვა კი რუსეთია.

ქართველები, რუსეთის დასახმარებლად არვის არსად არ გაურეკია, ქართველები საკუთარ მიწა-წყალს იცავდნენ, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. და რომ არა იმ 750 ათასი მეომრის თავდადება, თავგანწირვა საქართველოს ტერიტორიაზეც იქნებოდა ომი — დანგრეული სახლებით, სოფლებით და ქალაქებით, მიწასთან გასწორებული ინფრასტრუქტურით.

ომში წასულმა ქართველმა დაიცვა თავისი მიწა, ქვეყანა, ოჯახი — შორს საქართველოდან. საქართველომ უნდა იამაყოს, რომ ამიერკავკასიის დაცვაში უდიდესი წვლილი შეიტანა მარშალ ბერიას სტრატეგიულმა აზროვნებამ, მოხერხებულობამ. სწორედ მას დაავალა სტალინმა კავკასიის დაცვა და მანაც თავისი შემართებით, გმირობით შეასრულა სტალინის დავალება — უმაღლესი მხედართმთავრის.

ქართველმა უნდა იამაყოს, რომ იმჟამინდელ საბჭოთა კავშირს მსოფლიოში აღიარებული გენერალისიმუსი სტალინი მართავდა, რომ დამარცხებული ფაშისტური გერმანიის რეიხსტაგზე, რუს ეგოროვთან ერთად, ქართველმა ქანთარიამ აღმართა საბჭოთა კავშირის დროშა, საქართველოს უნდა ეამაყებოდეს ბერიას გმირობა, რომელმაც პირნათლად შეასრულა სტალინის დავალება და ორგანიზება გაუკეთა საბჭოთა ბირთვულ, წყალბადის ბომბების შექმნას. რომ არა საბჭოთა ბირთვული ბომბი, ვინ იცის, იქნებოდა თუ არა საბჭოთა კავშირი, საქართველო.

პოლიტიკაში ჩახედულმა იცის აშშ-ს გეგმა, რომლის მიხედვით, მე-2 მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მიწიდან უნდა აღგვილიყო საბჭოეთი. საბჭოთა ბირთვულმა ბომბმა შეაჩერა აშშ-ი და დღემდე აჩერებს, რამეთუ ბირთვული ბომბის შიშით — ჯერ საბჭოეთის, ამჯერად რუსეთის რიდით მშვიდობაა მთელს მსოფლიოში.

საქართველოს ამაყად უნდა ეჭიროს თავი, მართლაცდა ბუმბერაზი საბჭოთა პოლიტიკოსებით, რომლებმაც არა მარტო ჰიტლერიზმი დაამარცხეს, არამედ სხვა ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

დასავლეთის პროპაგანდას აყოლილი ქართველი ლანძღავს საბჭოთა კავშირს, ლანძღავს სტალინს, ლანძღავს ბერიას, რითაც ვერ ხვდება, რომ საკუთარ ისტორიას ლანძღავს, საკუთარ თავს. ნებისმიერი ერი იამაყებდა სტალინით, მე-20 საუკუნის გამორჩეული პოლიტიკოსით, თეორეტიკოს-პრაქტიკოსით,  სამხედრო საქმის მცოდნით.

სტალინმა და მისმა მმართველობამ, დროის მცირე მონაკვეთში საბჭოთა კავშირი ინდუსტრიულ სახელმწიფოდ გადააქცია, რომელმაც შეძლო კაცობრიობის ისტორიაში ენით აუწერელი ბოროტების დამარცხება, რითაც მშვიდობა მოუტანა არა მარტო საბჭოთა კავშირს, არამედ მსოფლიოს.

სტალინის დროს ჩაეყარა საფუძველი ბირთვულ კვლევებს, ბირთვულ ენერგეტიკას, ბირთვულ იარაღს, ბალისტიკური რაკეტების შექმნას. სტალინი ორ მოკავშირესთან რუზველტთან და ჩერჩილთან ერთად  იყო გაეროს დამფუძნებელი — გაეროს უშიშროების საბჭოს, 5 მუდმივი წევრით და ვეტოს უფლებით. სტალინი, რუზველტთან და ჩერჩილთან ერთად იყო მსოფლიოს ახალი პოლიტიკის ფუძემდებელი, ახალი წესრიგის, რომელიც დღემდე მოქმედებს.

დიდია მისი დამსახურება დანგრეული საბჭოთა კავშირის სოფლებისა და ქალაქების აღდგენაში. საბჭოთა ხალხის სოციალური პირობების გაუმჯობესებაში, ახალი საწარმოების შექმნაში, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების განვითარებაში და სხვა მრავალი. ასეთი ხელმძღვანელით ქართველმა უნდა იამაყოს, მას ძეგლი უნდა დაუდგას — პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მაგრამ, დასავლურ პროპაგანდას აყოლილი, ქართველი აქილიკებს მას, პიედესტალზე დადგმულს მიწაზე ანარცხებს და მიუხედავად მოსახლეობის თხოვნისა დაუბრუნდეს ძველ ადგილს, არაფერს აკეთებს, აინუნშიც არ აგდებს ხალხის თხოვნას.

სიცრუე და ისტორიის გაყალბებაა სტალინისთვის აგრესორის, ომის გამჩაღებლის სახელის მიწებება, რასაც დაბეჯითებით აკეთებს კოლექტიური დასავლეთი — სიბრიყვეა, მტკიცება იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომი ფაშისტმა ჰიტლერმა და კომუნისტმა სტალინმა გააჩაღეს, რისთვისაც ორივე დამნაშავეა, უფრო მეტად სტალინი.

დასავლეთის პროპაგანდას საზღვარი არ აქვს, ისე, როგორც ნამუსი. სტალინისთვის აგრესორის სახელის მიწებება ისტორიკოსისთვის ისეთივე სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როგორც ჰიტლერისთვის მშვიდობისმყოფელის.

თუ სტალინი აგრესორია, მაშინ ჰიტლერი ვინ არის — მშვიდობის მტრედი? სტალინის აგრესიის მსხვერპლი?

აბსურდამდე მისული პროპაგანდა, გათვლილი მოსახლეობის ფართო მასებზე — ისტორიის არმცოდნეზე და ბრიყვზე, აკეთებს თავის მზაკვრულ საქმეს — სიძულვილს სტალინის, საბჭოთა კავშირის, მისი მემკვიდრის რუსეთის მიმართ. დასავლეთი, რუსეთს ებრძვის, ისე, როგორც 1941-45 წლებში და ამ ბრძოლაში სიყალბეს იშველიებს. მიზანი მარტივია — რუსეთისთვის ნეგატიური იმიჯის შექმნა. ფართო საზოგადოებაში იმის ჩანერგვა, რომ რუსეთი, თანამედროვე და კაპიტალისტური, ვერასდროს გახდება დემოკრატიული სახელმწიფო, ვინაიდან სტალინისა და ეშვებიანი საბჭოთა კავშირის ფუნდამენტზე დგას.

სტალინი და საბჭოთა კავშირი თავს იცავდა გერმანული ფაშიზმისგან. მათი მიზანი არასდროს ყოფილა სხვისი ტერიტორიების დაპყრობა. სტალინი არ ყოფილა დამპყრობელი, ისეთი, როგორიც იყო ჩინგიზ ყაენი — მონღოლთა ბელადი, რომლის დამპყრობლურმა ომებმა ევროპამდე მიაღწია.

უდიდესი იმპერია შექმნა ჩინგის ყაენმა, რომლითაც ამაყობს მონღოლი ხალხი და დედაქალაქ ულან-ბატორში გრანდიოზულ, მოოქროვილ ძეგლის უდგას მას.

როგორც ჩანს, მონღოლთა ისტორიული მეხსიერება მკვეთრად გამოირჩევა ქართველთა მეხსიერებისგან, მონღოლი ამაყობს ჩინგიზ ყაენით, ქართველი არათუ ამაყობს სტალინით, არამედ ლანძღავს მას. რა შეიძლება ვუწოდოთ ამას — ისტორიის არცოდნა? უმადურობა? სხვის დაკრულზე აცეკვება, თუ რა?

ალბათ ყველა ჩამოთვლილი.

ერი, რომელიც თავის ისტორიას არ იცნობს და ვინც იცნობს აუგად მოიხსენიებს, მომავალს ვერ შექმნის!

საფრანგეთს სტალინი რომ ჰყოლოდა, ნაპოლეონზე მეტად გააღმერთებდა, სახელმწიფო მეთაურზე, რომელმაც რუსეთთან ომიც წააგო და რუსი იმპერატორის ალექსანდრე პირველის მიერ პარიზში შესულ რუსის ჯარს ფიანდაზად გაეგო.

ნაპოლეონი დამარცხდა. დამარცხდა საფრანგეთიც, მაგრამ ფრანგი იხსენებს ნაპოლეონის მიერ მოპოვებულ გამარჯვებებს და არა დამარცხებას. ნაპოლეონი დაფასებულია, ეროვნული გმირია. მასთან შედარებით სტალინი გიგანტია და არა მარტო მასთან, სხვა „იმპერატორებთან“, მაგრამ — დაუფასებელი გმირი, გიგანტი.

24 ივნისს რუსეთმა გაიხსენა გამარჯვების პარადი, რომელიც წითელ მოედანზე გაიმართა. 1945 წლის 24 ივნისის გამარჯვების პარადი ოქროს ასოებით არის ჩაწერილი საბჭოთა კავშირისა და მსოფლიოს ისტორიაში. პარადის ორგანიზება ლავრენტი ბერიას დაევალა, რომელმაც, მისთვის ჩვეული პასუხისმგებლობით შეარჩია პარადში მონაწილე სამხედროები. მათთვის ახალი ფორმები შეიკერა, ახალი ჩექმები. მოწინავე რიგები დაკომპლექტდა ტანმაღალი მებრძოლებით — არანაკლებ 180 სანტიმეტრისა.

პარადის ფრაგმენტები არაერთხელ გვაქვს ნანახი, განსაკუთრებით დამარცხებული ფაშისტური დროშების დაყრა წითელ მოედანზე სპეციალურად აღმართულ ხის სიბრტყეზე, მიწიდან დაშორებულზე, რასაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა  —საბჭოთა წმინდა მიწის ფაშისტური დროშებით არ დანაგვიანება.

უკრაინა, ის საბჭოთა რესპუბლიკა იყო, რომელმაც მძიმედ გადაიტანა სამწლიანი ფაშისტური ოკუპაცია. აქედან გამომდინარე, მას უფრო მეტად, ვიდრე დანარჩენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ჯეროვნად უნდა აღენიშნა ეს თარიღი. და მანაც აღნიშნა, ისე, როგორც დღევანდელ ნეოფაშისტურ ქვეყანას შეეფერება — ნაცისტების პარადით, რომელსაც მოაყოლა გეი-პარადი — ქალთა სქესისთვის შესაფერისი სამოსელით შეკაზმული პედერასტი „მამაკაცებით“.

ყოჩაღ უკრაინა, ლგბტ-ე ფილოსოფიის ზედმიწევნით გულმოდგინედ გადამღებო ევროკავშირის ამომავალო მზეო, ახალი სახის დემოკრატიის დამფუძნებელო. შენი ადგილი სწორედაც ევროკავშირშია — არადემოკრატიის, კორუმპირებულობის ბუდეში.

 საქართველოს პოლიტელიტა, განსაკუთრებით ოპოზიცია ისეთ დითირამბებს აფრქვევს უკრაინა-მოლდოვის მიმართ, მათ რომ გაიგონ, გაუკვირდებათ. დემოკრატიულობით, სიტყვის თავისუფლებით, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვით არიან გამორჩეულები ისინი, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებითო და ამიტომაც გახსნა ევროკავშირმა მათთან დიალოგიო, ევროკავშირში მისაღებადო.

არასდროს ვყოფილვარ მმართველი „ოცნების“ გულშემატკივარი, მაგრამ ახლა გავხდი, როდესაც ოპოზიციის შეფასება მოვისმინე, როდესაც უკრაინას — ფაშისტურს და ტერორისტულს დემოკრატიული უწოდეს და საქართველოს — პირიქით.

უკრაინის „დემოკრატიულობაზე“ მიუთითებს მისი მეზობელი პოლონეთის გაწიწმატება, როდესაც ზელენსკიმ ერთ-ერთ უკრაინულ სამხედრო ბრიგადას უპას (UPA — უკრაინის მეამბოხეთა არმია) სახელი მიანიჭა — უკრაინული ფაშისტური ორგანიზაციის, რომელმაც მუსრი გაავლო 100 ათასზე მეტ პოლონელს, ებრაელს, რუსს, წამებით სული ამოხადა ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ნავროცკიმ, მისი წინამორბედის მიერ ზელენსკისთვის მიცემული უმაღლესი ჯილდო „თეთრი არწივი“ უკან გამოითხოვა და განაცხადა, რომ ბანდერასა და შუხევიჩის ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი თანამედროვე უკრაინა ვერ გაწევრდება ევროკავშირში.

უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირში არ არის და თუ ბრიუსელი მაინც გადაწყვეტს მის ევროკავშირში სწრაფ გაწევრებას, ის იძულებული იქნება უნგრეთში ჩაატაროს რეფერენდუმი — სურს თუ არა უნგრელებს ნეოფაშისტური უკრაინის ხილვა ევროკავშირში.

არანაკლებ ანტიუკრაინულად არის განწყობილი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი რადევი და მისი სამთავრობო გუნდი. ისინი აცხადებენ, რომ უკრაინას აღარ მიაწოდებენ იარაღს, ვინაიდან ომით უკრაინის საკითხი არ მოგვარდება.

არც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ბაბიჩი იზიარებს ევროკავშირის მოთხოვნებს უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიზნით. და მიუხედავად ამისა ევროპა ატარებს პოლონეთის ქალაქ გდანსკში უკრაინის დასახმარებელ კონფერენციას, რომლის მთავარი მიზანია უკრაინისთვის ფულის შეგროვება. მიუხედავად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ფიცოს განცხადებისა, ცხადია ანტიუკრაინულისა, კონფერენციის გადაწყვეტილება იზიარებს ბრიუსელის მოთხოვნას.

ევროპელთა გადაწყვეტილება სულაც არ არის გასაკვირი, ზოგიერთი ქვეყნის გამოკლებით, ისინი უჭერენ და დაუჭერენ მხარს — უკრაინის  ომის გაგრძელებას რუსეთთან, ვინაიდან რუსეთი მათი მტერია — ასე ჩააგონეს მათ, ცალმხრივმა ინფორმაციამ, ცალმხრივმა პოლიტიკამ. ნატოს გენერალურმა მდივანმა რიუტემ ტრიბუნიდან განაცხადა — ნატოსთვის რუსეთი კარგა ხნის განმავლობაში იქნება მტერი და ამისთვის საჭიროა ნატოს წევრი ქვეყნების მჭიდრო შეკავშირება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ბრძანა, რომ აშშ-ა უკუაგდეს ნეიტრალური პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში და მხარი დაუჭირეს ევროპის ქვეყნების პოლიტიკას, რაც დადასტურდა „დიდი შვიდეულის“ ევიანის სამიტზე.

აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის მერყევი პოლიტიკა, მოჭარბებულად ზიგზაგური, ართულებს ვითარებას და ნაცვლად მშვიდობის მოტანისა, მსოფლიოსთვის გაუგებრობა მოაქვს — ომში გადასული. უკრაინის ომი — უდიდესი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოითხოვს ყველას მხრიდან სამართლიან მიდგომას და არა ისეთ ზერელეს, როგორითაც გამოირჩევა ტრამპი.

მას, როგორც თვითონ ამბობს კარგი ურთიერთობა აქვს პუტინთან, პატივს სცემს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს კარგი ურთიერთობა არ გადადის აშშ-ს მიერ მტკიცე და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში — უკრაინის ომთან დაკავშირებით.

სულ ახლახანს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუბიომ განაცხადა, რომ ანკორიჯში ტრამპ-პუტინის მოლაპარაკების დროს ადგილი არ ჰქონდა შეთანხმებას უკრაინასთან დაკავშირებით. შეხვედრა იყო მხოლოდ აზრთა გაზიარება. არადა აშშ-ს ადმინისტრაცია ხშირად იყენებდა სიტყვა „შეთანხმებას“ ანკორიჯთან დაკავშირებით — უფრო მეტად პუტინი და მისი ხელისუფლება.

ანკორიჯში პუტინმა მიიღო აშშ-ს პრეზიდენტის ყველა წინადადება და პირნათლად ასრულებდა მას, რასაც ვერ ვიტყვით აშშ-ს ადმინისტრაციაზე.

რაზე მეტყველებს ეს, თუ არა აშშ-ს ზერელე დამოკიდებულებაზე საერთაშორისო შეთანხმებების, ხელშეკრულებების მიმართ?!

ასეთია დასავლეთი — საქართველოს პოლიტიკოსთა მიერ შეყვარებული. კოლექტიური დასავლეთი მუდამ ასეთი იყო და ასეთად დარჩება უახლოეს თუ შორეულ მომავალში. შეცდომაა ფიქრი იმისა, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის პოლიტიკური აზროვნება შეიცვლება და საქართველოს ჩაიხუტებს გულში — მკვიდრი შვილივით.

ჩაიხუტებს მაშინ, როდესაც საქართველო გააუქმებს მიღებულ კანონებს — საქართველოსთვის დამაზიანებელს, გააუარესებს რუსეთთან ურთიერთობას, გახსნის მეორე ფრონტს, საბოლოო ჯამში უარს იტყვის ეროვნულობაზე.

ოპოზიცია მოითხოვს ბრიუსელის ბრძანების შესრულებას — ლგბტ-ე ფილოსოფიისთვის ხელის შეწყობა—გაზიარებას, საქართველოს ეროვნული იდენტობის, ტრადიციების წინააღმდეგ გალაშქრებას.

ასეთი ოპოზიცია პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს. ასეთი ოპოზიცია საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების გამრყვნელია და მის წინააღმდეგ ქმედითი ზომებია გასატარებელი. სამწუხაროდ ასეთს ადგილი არ აქვს.

ოპოზიცია, რომ იტყვის უკრაინაში სიტყვის თავისუფლება დაცულიაო და უკრაინა ამ მხრივ გაცილებით უკეთ გამოიყურებაო, ვიდრე საქართველოო — ცილის წამებაა, ტყუილია. უკრაინის ნეოფაშისტურ ხელისუფლებას აქვს მიღებული კანონი ე.წ. შავი სიის შესახებ, რომელშიც უმალ შეჰყავთ უკრაინელი, რუსი თუ უცხოელი, რომელიც ნახევარ კრიტიკას გაავრცელებს მედიაში.

 უკრაინაში მცხოვრებთ ასეთი განცხადებისთვის ციხე ემუქრებათ, უცხოელსაც იგივე — დაუსწრებლად. და ეს ყველაფერი ნახევარი კრიტიკისთვის და არა სრული.

იცის თუ არა აღნიშნულის შესახებ ევროკავშირმა?

იცის არა მარტო მან, არამედ აშშ-ც, მაგრამ რეაქცია მათი მხრიდან არ ჩანს.

აშშ-ს აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ევროკავშირის გავლით და ევროკავშირის მიერ შესყიდულით, საინფორმაციო-სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას, რომლის დახმარებითაც ხდება რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლების დაბომბვა, ისე, როგორც სხვადასხვა სახის ენერგეტიკული ობიექტების.

აშშ-ი და ევროკავშირი ირიბად ეომებიან რუსეთს. არც ერთი და არც მეორე ნეიტრალურები არ არიან. ისინი უკრაინასთან ერთად მხარეები არიან — ომში ჩართულნი. ასე რომ, მათი „მშვიდობის მტრედობა“ ისეთივე აბსურდია, როგორიც ჰიტლერის პაციფიზმი. მათთან დისტანციური ურთიერთობა უფრო წაადგება ქვეყანას, ვიდრე ჩახუტება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

27/06/2026