30.05.2026

ორი ტერორისტული აქტი

Pakistani security officials examine the totally destroyed bus believed to be carring foreigners after a powerful bomb blast in front of the Sheraton hotel in the southern port city of Karachi, 08 May 2002. Up to ten foreigners were killed and several others injured. AFP PHOTO/Aamir QURESHI

22 მაისს, ლუგანსკის ტერიტორიაზე არსებული სტარობელსკის პედაგოგიური კოლეჯის შენობის უმოწყალო დაბომბვამ 21 ახალგაზრდა სტუდენტის სიცოცხლე შეიწირა, 60-მდე სხვისთვის სხეულის სერიოზული დაზიანება. ისინი მკურნალობას ლუგანსკის საავადმყოფოებში გადიან. ზოგიერთი, მძიმედ მყოფი, მოსკოვის კლინიკებში.

სასწავლებელზე თავდასხმა განახორციელეს უკრაინულმა უპილოტო მფრინავმა აპარატებმა — თანმიმდევრობით, სურვილით იმისა, ყველა მძინარე მოსწავლე და მათი პედაგოგები პირწმინდად ამოეწყვიტათ.

 მფრინავ აპარატს, უპილოტოს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. მას მიღებული გადაწყვეტილების შესრულება შეუძლია. გადაწყვეტილება უკრაინელმა სამხედროებმა მიიღეს და არა მარტო მათ, არამედ მათმა ევროპელმა მასწავლებლებმა, უპირველესად დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა და არა მარტო მათ, არამედ ამერიკელი ილონ მასკის კოსმოსურმა „სტარლინკ“-ის (Starlink) სამსახურმა, რომელმაც მფრინავ უპილოტო აპარატებს გზა გაუკაფეს კოლეჯის შენობაზე იერიშის მიტანაში.

მასკის სამსახური აწვდის უკრაინის „ბოევიკებს“ სადაზვერვო ინფორმაციას. ასეთის არარსებობის შემთხვევაში ვერც ერთი უკრაინული დრონი, რაკეტა ვერ განახორციელებს რუსეთის ტერიტორიის მიზანმიმართულ დაბომბვას. ვიმეორებ, მასკის გარეშე უკრაინელთა მიერ რუსეთზე თავდასხმა უმისამართო აბსურდად იქცეოდა.

სტარობელსკის სასწავლო და საცხოვრებელ შენობებზე თავდასხმა კოლექტიური გადაწყვეტილების შედეგი იყო — უკრაინა-ევროკავშირი-აშშ-ს. მასკი აშშ-ია და რაც არ უნდა ამტკიცოს ვაშინგტონმა, რომ ამ ბარბაროსულ აქტში მას მონაწილეობა არ მიუღია, ტყუილი თავის მართლებაა.

სტარობელსკის თავდასხმამ ტერორისტული აქტის ახალი სახე გამოავლინა — გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული საერთაშორისო აქტების ფეხქვეშ გათელვა არა რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორისტის მიერ განხორციელებული, არამედ სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფოების.

 საერთაშორისო სამართალი მკაცრად გმობს, როგორც ჩანს ქაღალდზე, მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, მოხუცების ხოცვას.

რა გვაქვს ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

ირანის ერთ-ერთი ქალაქის სკოლის დაბომბვა ამერიკული რაკეტებით, განხორციელებული ამერიკელი სამხედროების მიერ, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის პირველ დღეებში. მაშინ სკოლაში მყოფი ირანელი გოგონები დაიღუპნენ — დიდი რაოდენობით.

აგრესორმა აშშ-ა, დასაწყისში თავის მართლება სცადა — ჩვენ არაფერ შუაში ვართო. და როდესაც ტყუილი არ გავიდა, ახალი ტყუილი გააგორა — შენობა, სამხედრო შტაბი იყოო და როდესაც არც ეს ვარიანტი გავიდა, ახალი ტყუილი თქვა, ხელოვნურმა ინტელექტმა დაუშვა შეცდომაო, თითქოს ხელოვნური ინტელექტი ამერიკული კი არა, სხვა ქვეყნის ყოფილიყო.

რაკეტები, რომლითაც იერიში მიიტანეს სკოლაზე საზღვაო ბაზირებისა იყო, ანუ მისი გასროლა მოხდა ირანის სანაპიროსთან მდგომი ერთ-ერთი ავიამზიდიდან. აღნიშნულ რაკეტებს აქვთ ვიდეოკამერა, რომელიც აფიქსირებს „მსხვერპლის“ მდებარეობას და ატყობინებს მსროლელს ამის შესახებ. ასე რომ, სკოლაზე თავდასხმა მიზანმიმართული ტერორისტული აქტი იყო, რის თაობაზეც ლაპარაკობენ თვით ამერიკელი ექსპერტები, პოლიტიკოსები დემოკრატიული პარტიიდან — ანტიტრამპულად განწყობილები, მედია.

მინაბის სკოლის განადგურებამ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას სერიოზული პრობლემები შეუქმნა — რეიტინგის შემცირების თვალსაზრისით, რაც უდავოდ წამოჰყოფს თავს ნოემბრის შუალედური არჩევნების დროს. ექსპერტების ვარაუდით, რესპუბლიკელები დამარცხდებიან ამ არჩევნებში და მთავარი მიზეზი ირანის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი იქნება.

ლუგანსკის კოლეჯის დაბომბვა რომ არაფერს გამოიწვევს უკრაინაში, ცხადზე-უცხადესია. ეს ქვეყანა და ხალხი 4 წლის განმავლობაში მიმდინარე ომით, ფაშისტური იდეოლოგიით, აუარება  საზიზღრობით, რომელსაც სჩადის უკრაინის ე.წ. ხელისუფლება, იმდენად ატროფირებულია, რომ სტარობელსკის მოსწავლე გოგონების დრონებით განადგურება მისთვის არაფერია, პირიქით სასიხარულო რამ არის, ვინაიდან ფაშისტურმა აღზრდამ — საშუალო სკოლიდან დაწყებულმა, შთააგონა უკრაინელს, რომ კარგი რუსი, მკვდარი რუსია; რომ რუსი რაღაც გაუგებარი არსებაა და არა ადამიანი; რომ უკრაინელთა პრობლემები, რუსთა გამოისობით არის შექმნილი; რომ ნამდვილი რუსი უკრაინელია. ეს ვარიანტი უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანს — ტერორისტ ბუდანოვს ეკუთვნის.

სტარობელსკის კოლეჯის მოსწავლე გოგონების განადგურება, კიევის ნაცისტურ ხელისუფალთ რომ არ ააღელვებთ, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ეს ტერორისტული აქტი შერჩებათ, ისე, როგორც სხვა მრავალი შერჩათ — რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილი სარაკეტო იერიშით გამოწვეული.

სტარობელსკის ტრაგედიას, მეორე არანაკლები ტრაგედია მოჰყვა — გონიერი და არა ტვინგადაბრუნებული მსოფლიოსთვის — კიევში ფაშისტებთან მოთანამშრომლე მელნიკისა და მისი მეუღლის გადმოსვენება.

მელნიკი ჰიტლერთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი, უკრაინის ეროვნული განმანთავისუფლებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. მისი უშუალო მონაწილეობით, უკრაინელმა ნაცისტებმა დახოცეს ათასობით პოლონელი, რუსი ებრაელი.

მელნიკი, ისე, როგორც კონოვალეცი, რომ აღარაფერი ვთქვა ბანდერასა და შუხევიჩზე, ფაშისტების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის საზარელ შავ ჭირად იყვნენ აღქმულნი.

მათი დანაშაული არავითარ შეწყალებას არ ექვემდებარება. მათი დანაშაული უვადოა, მაგრამ დღევანდელი უკრაინის ნეოფაშისტური ხელისუფლება აღნიშნულს აინუნშიაც არ აგდებს, ისე, როგორც ევროკავშირი და ნატო.

ამ ორგანიზაციებში წამყვან თანამდებობებზე ყოფილი ფაშისტების შთამომავლები არიან. მაგალითად, ევროკავშირის შეფი ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი, გერმანიის კანცლერი მერცი, სხვები. ნათქვამია — შვილი არ უნდა ისჯებოდეს მშობლის დანაშაულის გამო, მითუმეტეს შვილიშვილი, მაგრამ თუ შვილიშვილი — დაზიანებული გენების მატარებელი, ცდილობს წინაპართა მიერ ჩადენილი დანაშაულის რეანიმაციას, მეორე მსოფლიო ომში განცდილი მარცხის რევანშს, რა შეფასება უნდა მისცეს ნორმალურმა საზოგადოებამ? რა ქმედება უნდა დაუპირისპიროს მსოფლიომ ფაშიზმის აღორძინებას?

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქმით და არა მარტო სიტყვით ებრძვის ნეოფაშიზმს — რუსეთია, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან თუ ვინმემ განიცადა ჰიტლერიზმის (ფაშიზმის სჯობს) საშინელება — რუსია, საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების მოქალაქეებია.

27 მილიონი საბჭოელის სიცოცხლე შეიწირა დიდმა სამამულო ომმა — უმეტესობა რუსის. საქართველოსაც შეეხო სამამულო ომის უბედურება. საერთო სამშობლოს, საბჭოთა კავშირის დასაცავად 750 ათასი ქართველი დაირაზმა, მათგან ნახევარი დაუბრუნდა ოჯახს. ნახევარმა სამარადისო სასუფეველი ჰპოვა არა საკუთარი საქართველოს მიწაში, მაგრამ მათი სახელები, საგმირო საქმეები დღესაც ცოცხლობს და ალბათ ასეც იქნება, თუკი ახალგაზრდა თაობა ჯეროვნად შეაფასებს ტრაგედიას, რომელიც მის წინაპარს გადახდა დიდი სამამულო ომის დროს.

სამწუხაროდ, ახალგაზრდა თაობა, დასავლეთის პროპაგანდით გონგამოცლილი ქოქოლას აყრის საბჭოთა ცხოვრებას, განვლილ თავისსავე ისტორიას, რაც ისეთივე საზარელია, როგორც ფაშიზმი. ერი, რომელიც საკუთარ ისტორიას აძაგებს, არაფრად აგდებს, დასცინის, მომავალს ვერ ააშენებს. ზოგ თანამედროვეს, ისტორიის უცოდინარს, დასავლური პროპაგანდით გამოლაყებულს ჰგონია, რომ გერმანიის ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სულაც არ იყო საჭირო. ნაცვლად ბრძოლისა, მტრის წინაშე თავის დახრა ხალხის სიცოცხლესაც გადაარჩენდა, ანუ იმათთა, ვინც თავი შესწირა ფაშიზმთან ომს და ქვეყანასაც წაადგებოდა — ნაცვლად ავტომანქანა „მოსკვიჩისა“, „მერსედესით“ ვივლიდითო.

ზოგი „ოცნებელი“ მაღალჩინოსანი იმასაც ამბობს  ფაშიზმთან ომი, ჩვენი ომი არ იყო, მოსკოვმა ძალით გაგვრეკა ომშიო. ტვინნაღრძობი ადამიანის გულახდილობაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჰუმანიზმთან. ომში „გარეკილი“ 750 ათასი ქართველი ჰუმანიზმისთვის იბრძოდა ანტიჰუმანურ ძალასთან, ერთი რასის მიერ დანარჩენ „მდაბიოთა“ გასანადგურებლად დარაზმულთან.

ჰიტლერიზმისთვის, საბჭოთა კავშირში შემავალი ერები მესამეხარისხოვნები იყვნენ. მათი ნახევარი უნდა განადგურებულიყო, ნახევარი არიული რასის მოჯამაგირე უნდა გამხდარიყო. მესამეხარისხოვანი ერების საცხოვრისი არიელებს უნდა დაეკავებინათ.

არანაკლები რევანშისტული ოცნება ამოძრავებთ ევროკავშირელებს — რუსეთის დაქუცმაცება, ცენტრალიზებული სახელმწიფოს დაშლა, რუსეთის მდიდარი წიაღისეულის ხელში ჩაგდება.

თუ რამით არის ცნობილი ე.წ. დემოკრატიული და დიდი ფასეულობების მატარებელი ევროპა — კოლონიალიზმია, სხვათა სიმდიდრეების ძარცვაა.

კოლონიალიზმი, ახალმა ფორმამ ჩაანაცვლა — ნეოკოლიალიზმმა, კაპიტალიზმი, იმპერიალიზმმა. გაჩნდა ახალი ძალა — ამ ორი „იზმის“ სათავეში აშშ-ს სახით. სწორედ მისმა სახელმწიფო მდივანმა გულისწყრომით განაცხადა — რუსეთის წიაღისეული, უხვი სიმდიდრეები ყველასი უნდა იყოსო. ანუ ხარბმა დასავლეთმა, სხვათა ძარცვით გამდიდრებულმა, მაგრამ სიმდიდრეებშემოძარცვულმა, მტაცებლური თვალი რუსეთის სიმდიდრეებს დაადგა და მის ხელში ჩასაგდებად რუსეთის იმპერიის, შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილის უკრაინის, ანტირუსულად მოსაქცევად მცდელობა არ დააკლო.

ასე და ამრიგად, უკრაინელი, ანტირუსად აღზარდა და ამ სააღმზრდელო პროცესში ძველი მეთოდი, ფაშიზმი გამოიყენა — უკრაინელი ფაშისტების შვილიშვილების სახით. ფაშისტი მელნიკის ჰოლანდიიდან კიევში გადმოსვენება და გმირთა პანთეონში დაკრძალვა — სახელმწიფო დონის ცერემონიალით, პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვით, უკრაინის ხელისუფალთა მონაწილეობით, უკრაინელი ნეოფაშისტების ფაშისტური შეძახილებით „ზიგ-ჰაილ“ — ნეოფაშისტური უკრაინის ყოველდღიურობაა, რომელზეც ე.წ. დემოკრატიული დასავლეთი ჯიუტად ხუჭავს თვალს. არ გმობს სტარობელსკის ტერორისტულ აქტს, მაგრამ გმობს რუსეთის სარაკეტო პასუხს, ანუ შეტევას უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე. შეტევას, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსული იერიში დამთავრებულიც არ იყო, რომ თითქმის ყველა ბრისუელელმა მაღალჩინოსანმა მოხელემ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებმა გაავრცელეს ანტირუსული განცხადებები — რუსეთის ხელმძღვანელის ლანძღვა-გინებით, უკრაინის დაცვით, უკრაინისთვის ყოველმხრივი დახმარების გაწევის გამოხატვით.

არვის სიტყვაც არ დასცდენია სტარობელსკის ტერორისტულ აქტზე. ყველამ დაგმო რუსული პასუხი. ანუ როგორც ოფიციალური მოსკოვი ამბობს ხოლმე — არვინ ახსენა პირველწყარო, რამაც გამოიწვია რუსეთის მიერ უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და არა საცხოვრებელი სახლების დაბომბვა.

უფრო მეტიც — უკრაინამ, ცხადია ევროკავშირის დახმარებით, რუსული „აგრესიის“ დასაგმობად გაეროსაც მიმართა, მაგრამ მისდა სამწუხაროდ გაეროს 194 წევრი სახელმწიფოსგან, მხოლოდ 47 წევრმა ქვეყანამ მოაწერა ხელი უკრაინელთა შეთხზულ დოკუმენტს — ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ზოგიერთმა სხვამ, მათ შორის საქართველომ. ხელმომწერთა შორის არ იყო აშშ-ი.

რა გამოდის, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ნეოფაშისტურ უკრაინას?!

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიბიგამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბოჭორიშვილს.

არის თუ არა ნეოფაშისტური უკრაინისთვის მხარდაჭერა დიპლომატიური შეცდომა?

უდავოდ არის. შეცდომაა ისიც, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება მუდმივად გაიძახის უკრაინის ხელისუფალთა მიერ საქართველოს კრიტიკაზე — ჩვენ უკრაინელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთო.

„ოცნების“ გასაგონად — უკრაინის ნეონაცისტური ხელისუფლება უკრაინელმა ხალხმა აირჩია. უკრაინელი ხალხი, დამონებული ზელენსკის მიერ, ხმასაც ვერ იღებს ვადაგასული ე.წ. პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელმაც 52-მილიონიანი ქვეყანა 19 მილიონამდე დაიყვანა. ომის დამთავრების შემთხვევაში ზელენსკის ადგილი პოლიტიკაში აღარ იქნება. მას ციხეში გაისტუმრებენ. არ აპატიებენ ჩადენილ დანაშაულობებს, დასავლური დაფინანსების ჯიბეში ჩადებას, კორუფციას.

ზელენსკისთვის ომი შვებაა, საკუთარი ჯიბის გასქელებაა. მერე რა, რომ ამ ბინძურ სურვილს უკრაინელი ეწირება?!

ომი აწყობს ევროკავშირ-ნატოსაც, ცხადია ომი უკრაინელთა ხელით. მათი აზრით, ომმა უნდა დაასუსტოს რუსეთი იმ დონემდე, რომ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში — ხელისუფლების დასამხობად.

უკრაინელთა ანტირუსულად განსაწყობად ფაშისტური, უფრო სწორად ნეოფაშისტური იდეოლოგია გამოიყენება, რომელმაც უკრაინასა და ევროპაში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული საბჭოთა მეომრების ძეგლები მიწასთან გაასწორა, მათ ნაცვლად, განსაკუთრებით უკრაინაში პიედესტალებზე ფაშისტი ბანდერას 50 ძეგლი წამოსვა, უკრაინის ქალაქების ქუჩებს 500 ფაშისტის სახელი მიანიჭა.

ასეთი უკრაინის დროშები ფრიალებს საქართველოში. ასეთ უკრაინას უჭერს მხარს „ოცნება“ და მისი ხელისუფლება. ასეთ უკრაინას უჭერს მხარს ევროკავშირი, ნატო. ასეთ ევროკავშირში შეყვანას სთავაზობს „ოცნება“ ხალხს, იმის განცხადებით, რომ ამ უკანასკნელს, მართლაც უკანასკნელს სურს იქ შესვლა.

ქართული გამოთქმაა — ტარანი თვლითააო. მოდით, დავთვალოთ ამ 30 წლის განმავლობაში რა სიკეთე მოუტანა საქართველოს მოსახლეობას ევროპასთან დაახლოებამ?

უვიზო მიმოსვლაო — უმალ მომახლიან. დიახ! უვიზო მიმოსვლა, მაგრამ, უვიზო მიმოსვლასთან ერთად, ქვეყნის მოსახლეობის დაცლა. დარჩენილი მოსახლეობის ჩემოდნებზე წამოსკუპება — ევროპაში წასვლის მოლოდინში.

ფიზიკური პირისთვის უვიზო გამგზავრება შვებაა, ვინაიდან იქ შავი სამუშაოს შოვნის შანსი მაინც არის. აქ, რომ არ არის, „ოცნების“ ხელისუფლების „დამსახურებაა“.

იურიდიული პირისთვის, ანუ ქვეყნისთვის ტრაგედიაა, ვინაიდან აქედან წასული და იქ დარჩენილი, უკან არ დაბრუნდება. მისი სამშობლო უკვე იქაა და არა აქ. ასე და ამრიგად, ქვეყანა დაიცლება. ქართველთა ადგილს სხვა ქვეყნის მოქალაქეები დაიკავებენ. უახლოეს მომავალში, ისინი საქართველოს მოქალაქეები გახდებიან. ისინი საქართველოს აღარ ახსენებენ, ნაცვლად „ჯორჯიას“ გამოიყენებენ.

ევროკავშირს, ნამდვილი დახმარება რომ გაეწია საქართველოსთვის, მაშინ აქ ქარხნები, საწარმოები აშენდებოდა. ევროპული ინვესტიცია — მრეწველობა-სოფლის მეურნეობაში ჩაიდებოდა. ისინიც იხეირებდნენ და ჩვენც.

არ ჰქონდათ მათ ამის სურვილი. არც ფინანსები ჰქონდათ გრანდიოზული გეგმის განსახორციელებლად. მცირე ფულით, დიდი საქმის კეთების სურვილი კი ჰქონდათ. დიდი საქმე — ხალხის, განსაკუთრებით ახალგაზრდების გადაგვარებაზე გადიოდა, ძველის, საბჭოურის ლანძღვა-გინებაზე და პროპაგანდისტული ჩიჩინით — წარსულის დავიწყებაზე.

ევროპა-ამერიკაში ნავარჯიშებმა ყმაწვილმა გოგო-ბიჭებმა შეიძულეს ყოველივე აქაური, შეიყვარეს იქაური და დღენიადაგ იმას ჩაგვძახიან, დაყრუებულ-დაბრმავებულებს — იქ, უნდა ვიყოთო; იქ, იმათთან არის ჩვენი საცხოვრისიო; ჩვენი ისტორიაც იქ არისო. და ამ ძახილში ვერ შევამჩნიეთ, როგორ დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა; როგორ დავამსგავსეთ სახელმწიფო სტრუქტურები, სამინისტროები იმპოტენტ ორგანიზაციებს, რომელთაც საქმის კეტების თავიც არ აქვთ. ანდა, რა საქმის, რომელიც არვინ იცის რა არის?

ჰკითხეთ ნებისმიერ პარლამენტარს, აღმასრულებელი ორგანოს მუშაკს — რას აშენებს, რისთვის ირჯება, როგორი სახელმწიფოს ხილვა უნდა მას და ა.შ.

ეს, ინდიფერენტიზმი ჩადო ქართველ ახალგაზრდაში ევროკავშირმა. მან დაავიწყა ქართველს წარსული. შეაყვარა ევროპული, თანაც პრიმიტიულ საყოფაცხოვრებო დონეზე, თუნდაც ისეთზე, ბინის რემონტი რომ ჰქვია. თუ რემონტი კარგად არის შესრულებული — „ევრორემონტია“. რემონტშიც კი ვეთაყვანებით ევროპას. ისეთი გვინდა, იქ გვინდა, ცხადია ზედაპირულად იქაური ცხოვრებისა და ყოფის გაუთვალისწინებლად.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას დააზეპირებინეს რუსეთის სიძულვილი, მისი აუგად მოხსენიება. თუ რაიმე ცუდია — რუსულია  , რუსეთიდან მოდის. და რახან ასეა, ევროპას უნდა ჩავეხუტოთ — ერთადერთ ხსნას რუსული აგრესიისგან.

26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. რაო, რაო, დამოუკიდებლობის დღეო? — იკითხავს შორიდან მაყურებელი. მერედა, რა დამოუკიდებლობაა 30-წლიანი დამოკიდებულების ჟამსო? — იკითხავს.

და მართლაც, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში სხვაზე დამოკიდებულება უხვად იყო. დამოუკიდებლობა ნაკლებად. იმ დამოკიდებულების მსგავსია დღევანდელი „დამოუკიდებლობა“, შესაძლოა მეტიც.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი