26.05.2026

მიზანმიმართული ირანი

ბოლო 10 დღე საერთაშორისო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო — 2 დიდი ვიზიტით, ევროკავშირის წიოკით, ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ომახიანი ანტირუსული განცხადებებით, რუსეთ-ბელორუსის მასშტაბური სამხედრო წვრთნებით, აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის მორიგი ანტიირანული განცხადებებით, კარიბის ზღვაში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო გემების შეყვანით და კუბის ბლოკადით, საქართველოს მასშტაბიდან გამომდინარე ევროკავშირის ხელმძღვანელების — კოშტას, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მეცოლასთვის პრემიერ-მინისტრ კობახიძის წერილებითი მიმართვით.

მიმართვამ საქართველოს პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მმართველი პარტია კმაყოფილებას გამოთქვამდა, ოპოზიცია — უკმაყოფილებას.

მმართველ პარტიას მიაჩნია, რომ ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში პოლიციელთა მიერ მომიტინგეების დარბევა, ცემა-ტყეპა არადემოკრატიული ქმედებაა და აღშფოთებას უნდა იწვევდეს ბრიუსელში. მაგრამ არ იწვევს.

ბრიუსელი აღშფოთებულია მსგავსის ხილვით საქართველოში, რაც „ოცნების“ განცხადებით შერჩევითი პოლიტიკაა, სხვის თვალში ბეწვის, საკუთარში დირეს არ დანახვა.

გრძელი წერილი დაიწერა კანცელარიაში — არაერთი მოხელის მონაწილეობით, პრემიერ-მინისტრ კობახიძის ჩასწორებით ან არ ჩასწორებით, დროის დაკარგვით — საათების, შესაძლოა დღეების და მერე რა?

დარწმუნებული ვარ, მიმართვა ადრესატამდე ვერ მივიდოდა, კანცელარიაში დაასრულებდა არსებობას — სანაგვეში მოსროლით, რაც იცოდა კობახიძემ და საჯაროდ წაიკითხა მის მიერ ხელმოწერილი მიმართვა, ალბათ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის ხერ-ჩინსკის გასაგებად.

მაინც რა პასუხს ელოდა და ელის კობახიძე? ბოდიშს ხომ არა — მომავალში, იქ და აქ ჩადენილი სადამსჯელო ოპერაციის ერთ სიბრტყეზე შეფასებას?!

რა გულუბრყვილობაა, თანამედროვე ევროკავშირის საშინაო ცხოვრების არაჯეროვანი ცოდნაა, არადემოკრატიული ევროკავშირისთვის დემოკრატიულობის დაწამებაა.

ის, რომ ევროკავშირი კარგა ხანია ასცდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების დაცვის გზას გასულ წელს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ევროპაში ვიზიტის დროს უთხრა მას. ევროპამაც მოისმინა და ერთ ყურში შეშვებული ნათქვამი, მეორიდან გამოუშვა — ნაწყენმა, ვიცე-პრეზიდენტს არ უნდა ეთქვაო.

ვენსის ნათქვამი მოიწონა პრეზიდენტმა ტრამპმა და თავისი ანტიევროპული განწყობაც დაამატა. მას შემდეგ ჩატყდა ევროკავშირ-აშშ-ს შორის მრავალწლიანი ურთიერთობების სიამტკბილობა. ის, უნდობლობამ ჩაანაცვლა. თუ აშშ-ს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის კრიტიკულ ნათქვამს ფეხზე იკიდებს ევროკავშირი, კობახიძის მიმართვას ჩათვლის პასუხის გაცემის ღირსად?

კობახიძის წერილში დახასიათებული ევროკავშირი ისეთი რამ არის, ახლოც რომ არ უნდა გაეკარო, მაგრამ ხელისუფლება მაინც ჯიუტად აცხადებს — იქ მინდაო, არადემოკრატიულ, კორუმპირებულ, უსამართლობით აღსავსე ევროკავშირში, რომელიც თავისსავე წევრ ქვეყნებში არჩევნებს საკუთარ თარგზე ჭრის და კერავს. არ მოეწონება და ხელახალ არჩევნებს ატარებს. ხელს უწყობს ფაშიზმის აღორძინებას — უკრაინაში, ბალტიისპირა ქვეყნებში.

კობახიძეს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი შეიცვლება, გადემოკრატიულდება, რაც მიამიტობაა და მეტი არაფერი. კობახიძე, ისე, როგორც ქართული პოლიტიკა ვერ ხედავს, რომ ევროკავშირი ისე მიექანება დასასრულისკენ, როგორც მთიდან მოწყვეტილი ზვავი, რაც დიდი დამსახურებაა ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროპის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისრის კაია კალასის, სხვების.

კალასი, რომ ევროპის დიპლომატიას უხელმძღვანელებს — ჭკუასუსტი, გაუნათლებელი, ტუტუცი ქალი, ევროპის საქმეები პოზიტიურად ვერაფრით წარიმართება. პირადად ვინატრებდი მეტ კალასს, მეტ ფონ დერ ლაიენს, მეტ კოშტას მეტ მეცოლას, რათა მალე დაინგრეს ეს საზარელი კავშირი — გლობალისტური იდეების მატარებელი, ანტიჰუმანური, ანტიეროვნული, ლგბტ-ობის მხარდამჭერი და წამახალისებელი.

კობახიძეს ჰგონია, რომ ევროკავშირი შეიცვლება. საინტერესოა, იცის თუ არა მან გერმანიის კანონმდებლობა — ქვეყნისა, სადაც სწავლობდა, რომ ბავშვებს სქესობრივ ურთიერთობებს 3 წლის ასაკიდან ასწავლიან. მაგალითად, ბიჭებს, როგორ უნდა ამოძრაონ ტანი სქესობრივი აქტის დროს; შვიდი წლიდან  აირჩიონ სქესი ისეთი, როგორიც მათ სურთ; 11 წლიდან ოპერაციით გახდნენ ისეთნი, როგორიც უნდათ — მშობლების ჩარევის გარეშე, თუ მშობელი წინააღმდეგია, სამართლებრივი სასჯელი არ ასცდება და სხვა.

აი, ასეთი გერმანელი, ფრანგი, სხვა ევროკავშირელი გადაკეთდება?

რამდენიმე თვის წინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად დანიშნულმა ყმაწვილმა ატალიმ, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ის — მამათმავალი პრემიერად აირჩია. სხვათა შორის მისი „ქმარი“ სეჟურნე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ამჯერად ევროპარლამენტარია.

ლატვიის პრეზიდენტი რინკევიჩი სიამაყით ამბობს, რომ გეია. ყველა პედერასტი ხელისუფალის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. აი, ამას გვთხოვს ბრიუსელი — ამ ე.წ. ტოლერანტობას, გეი-პარადების გამართვას, ლგბტ-ობას, სხვა „თავისუფლებას“. და თუ მათ თხოვნას, ბრძანებაში გადასულს, შევასრულებთ ევროკავშირის წევრი გავხდებით. მაპატიეთ-და, ევროკავშირელობა საჯდომზე გადის — მამაკაცის გადედლებაზე?!

რა სჯობს, მონარნარე ჩოხა-ახალუხიან ყმაწვილს, ულვაშ-წვერიანს, წელზე ხანჯალშემორტყმულს, ტანის ნაზი რხევით?!

ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი მამაკაცი მეუბნებოდა — აქ ჩამოსული ახალგაზრდა ვაჟები პედერასტობას იჩემებენ ფულის მიღების იმედით, ლგბტ-ობასაც იზიარებენ, გეი-კლუბების წევრებიც ხდებიან — იოლი ფულის მიღების იმედით. ასე რომ, ევროკავშირის ხელმძღვანელობას დიდხანს ხვეწნა არ დასჭირდებათ, 3-4 წლის შემდეგ იმდენად გადავგვარდებით, სიხარულით გაგვიღებენ კარს თანამედროვე ჯოჯოხეთში შესასვლელად.

გაევროპელებულ საქართველოს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის არმქონეს, იქაური კანონების მქონეს შეიძლება ეწოდეს ქვეყანა?

მონად ქცეული, ურსულას და მისი მსგავსი ე.წ. პოლიტიკოსების შემხედვარე ქვეყანა, ქვეყანა კი იქნება, მაგრამ არა სახელმწიფო.

ქართველი „პოლიტიკოსი“ ვერადავერ მიმხვდარა, რომ ევროკავშირის დრო იწურება — პოლიტიკურად, მორალურად, სოციალურად. მას არვინ თვლის საერთაშორისო სარბიელზე მოთამაშე მძლავრ სუბიექტად. მას თვლიან ამორფულ კავშირად, რომელსაც დაკარგული აქვს მართვის სადავეები და ანჩხლი ქალივით ეჩხუბება ყველას, მათ შორის აშშ-ს, ჩინეთს, რუსეთს, ირანს, სხვას, ვისაც ნამდვილი სუვერენიტეტი და საკუთარი მეობა აქვს.

ქართული პოლიტიკა ვერ ხვდება, რომ მსოფლიო პოლიტიკის ღერძი აზიაა, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ევრაზია და არა ევროპა. ევროპა მუზეუმია ძველი, ისტორიული არტეფაქტებით, რომელიც შეიძლება დაათვალიერო წარსულის გასახსენებლად. ევროპა ძველია, სანახავად საინტერესო, მაგრამ მხოლოდ სანახავად. ახალი კი იქაა, სადაც ყველა დაოთხილი დარბის, სხვათა შორის ევროპელი ლიდერებიც, აშშ-ს პრეზიდენტიც, მიუხედავად პოლიტიკური სისტემისა.

ტრამპი — პირწავარდნილი ანტიკომუნისტი, კომუნისტურ ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს, მოკრძალებულ სკოლის მოსწავლეს ჰგავდა, კლასის დამრიგებლის წინაშე მდგომს. არსად იყო ტრამპის ძმაკაცური ხელის თათუნი ჩინეთის თავმჯდომარის სი ძინპინის მხრებზე, ისე, როგორც დიდი ბრიტანეთის მეფის კარლის.

აქვე ვიკითხავ — რატომ ჰქვია ბრიტანეთს დიდი, როდესაც სინამდვილეში პატარაა, თანაც იმდენად, რომ ერთი რუსული რაკეტა „სარმატი“, 16 ბირთვული ბომბის მატარებელი, მთლიანად წაშლის ამ ე.წ. დიდს და ოკეანეს შეუერთებს.

ჩინეთს დიდობა არ დაუჩემებია. ჩინელი ხალხის შრომამ, კომპარტიის ხელმძღვანელობით გახდა ის დიდი, თანაც ისეთი, ყველას რომ აჯობა. დღეს, ჩინეთი მსოფლიოს პირველი ეკონომიკაა, მაშინ, როდესაც აშშ-ი მეორე — ჯერ-ჯერობით, მესამე ინდოეთია, მეოთხე კი რუსეთი, რომელმაც იაპონიას გაუსწრო. იაპონიას მალე ინდონეზია დაჩაგრავს და მე-5 ადგილიდან მეექვსეზე აიძულებს გადასვლას.

სად არიან ევროპული ქვეყნები?

ათეულის ბოლოში ან მეორე ათეულში. გავიმეორებ — რუსეთი მეოთხე ადგილზეა. ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსები ჭაობს უწოდებენ, ანუ ეკონომიკურად ჩამორჩენილს.

არც ერთ ამ ქვეყანაში არ ყვავის მამათმავლობა, ლგბტ-ობა, ბავშვთა პორნოგრაფია და სექსი, ყველა ის უხამსობა, რაც ევროპაშია.

დიახ! რუსეთი ჩამორჩენილია იმიტომ, რომ სქესობრივი აღვირახსნილობის წინააღმდეგ იბრძვის. საქართველო უშვებს მორიგ შეცდომას, რომელსაც უკვე მოჰყვა ხალხის დეგრადაცია, საერთო განათლების დონის დაცემა, ეკონომიკური პრობლემები, ჩავარდნები მეცნიერებაში, ხელოვნებაში, კულტურაში. ერმა პირწმინდად დაკარგა ყველაფერი ის, რაც მას ჰქონდა 70-წლიანი კომუნისტური მმართველობის დროს, როდესაც ქართველი ხელოვანების, მწერლების, მეცნიერების სახელები ქუხდა საბჭოთა კავშირში, სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, მსოფლიოში. მათი ადგილი ისეთმა „კლასიკოსებმა“ დაიკავეს, როგორებიც არიან ტურაშვილი, ბუღაძე, ამაღლობელი, დეისაძე და ა.შ. ვაი, ჩვენს თავს!

თანამედროვე ქართველი, რომ რუსეთს, ჩინეთს, ირანს დაწიხლავს, ბელორუსს სასაცილოდ აიგდებს ან გადაქანებულია, ან აშკარად უვიცი.

დღევანდელი ქართველი, ევროპაში გასაქცევად გამზადებული, არაფრად აგდებს არც საკუთარ ენას, არც მამულს და არც სარწმუნოებას. მავანი შემედავება — რა ქნას აქ, სამუშაოს ვერ შოულობსო. იქ რა სამუშაოს ასრულებს?

ქალები — მოხუცთა მოვლით არიან დაკავებულნი, დამლაგებლებად, მეეზოვეებად მუშაობენ. კაცები — ქურდობენ. არადა აქ დამლაგებლის დეფიციტია, ისე, როგორც მუშის, ტექნიკური სამუშაოს შემსრულებლის. მომვლელის დაქირავება — სიძვირით ევროპულს აჭარბებს, მაგრამ იქ წასულებს, იქ აწყობთ მუშაობა. აქ, იგივე სამუშაოს შესრულება ეთაკილებათ — მეზობლები რას იტყვიანო.

ენის სიყვარული ვახსენე — დღევანდელ ქართველს, განსაკუთრებით ე.წ. პოლიტიკოსებს არა მარტო საკუთარი ენა ეთაკილებათ, არამედ ქართველობაც. პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მისულმა ე.წ. კულტურის მინისტრმა რუხაძემ ბრძანა — მე ჩემს „სპიჩს“ ზეპირად არ ვიტყვი, წავიკითხავო. და წაკითხვამდე იმდენი ინგლისური სიტყვა დაგვახვავა  თავზე, როგორც მშობლიური — კულტურის მინისტრმა, რომელმაც ხმალამოღებულმა უნდა იბრძოლოს უცხო სიტყვებით ქართული ენის დაბინძურების წინააღმდეგ. კობახიძემ ერთ-ერთ ოპოზიციონერ არასამთავრობოელ გიგაურს ინგლისური დაუწუნა — ისე ვერ ლაპარაკობსო.

ინგლისელივით ან ამერიკელივით თუ ვერ ილაპარაკე — კობახიძისთვის მიუღებელია. არადა, ამერიკელივით, ამერიკული ინგლისურით ლაპარაკი ნიშნავს იმას, რასაც გაუცხოება ჰქვია.

ენა, მარტო ენა არ არის. ენა, იმ ქვეყნის ისტორიის, ყოფის, კულტურის გაზიარება-შესწავლაცაა, ამ შემთხვევაში აშშ-ს, ინგლისის. და ეს ორი იმდენად დიდი და საქართველოსთან შედარებით გრანდიოზულია, რომ მშობლიურისთვის ადგილის არ რჩება.

ევროპა და ევროკავშირი ის არ არის, რაც ზოგიერთ ქართველს ეგონა — სულიერებადაკარგულს მომხმარებლობა ისე აქვს გამჯდარი, რომ ყურადღებასაც არ აქცევს ყოფილი საბჭოელის, განსაკუთრებით უკრაინელის კორუმპირებულობას, ფაშისტობას. და არ აქცევს იმიტომ, რომ მისმა პოლიტიკოსმა დაარწმუნა — უკრაინელთა ქურდობა უნდა აიტანოთო, ვინაიდან ის ევროპასა და ავ რუსეთს შორის სალ კედელივითაა აღმართული. ის არის ევროპის უსაფრთხოების დამცველი. რომ არა ის, ევროპაში რუსეთი იქნებოდაო.

არვის მოსდის თავში აზრი  — სჭირდება თუ არა ევროკავშირის ტერიტორია უკიდეგანო რუსეთს. ძველ ისტორიას გავიხსენებ — ფაშიზმისგან განთავისუფლებული აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების შემდეგ, გამარჯვების ეშხში შესულმა საბჭოთა მარშლებმა სტალინს მიმართეს თხოვნით, ნება დაერთო ჩასულიყვნენ ატლანტიკის სანაპირომდე — ამას იოლად შევძლებთო, — თქვეს მათ. რომ შევძლებთ დარწმუნებული ვარ, მაგრამ შემდეგ, ფაშიზმისგან განთავისუფლებული ერების რჩენა ძვირი დაგვიჯდებაო — უპასუხა სტალინმა.

უკრაინელთა კორუმპირებულობა მთელს მსოფლიოშია ცნობილი. სულ ახლახანს, უკრაინის ე.წ. პრეზიდენტის მეუღლე პარიზში იმყოფებოდა საფრანგეთის პირველი ლედის მიწვევით. ელისეის სასახლიდან გამოსულმა ალიონა ზელენსკამ, როგორც ის თავის თავს უწოდებს, ახლომდებარე საიუველირიო მაღაზიაში შეიარა და 4 მილიონ 400 ათასი ევროს ღირებულების სამკაულები იყიდა — გაღატაკებული უკრაინის „დედოფალმა“, ფრანგი თანმხლები პირების თვალწინ.

იქაურმა მედიამ უმალ აიტაცა ალიონას „შოპინგის“ ამბავი და მერე რა?

არც არაფერი! „პატიოსანი“, „სპეტაკი“ ევროკავშირი დუმს. არც ევროკავშირს და არც აშშ-ს ადმინისტრაციას თავში აზრადაც არ მოსდით უზურპატორი ზელენსკის შეჩერება, მის მიმართ თუნდაც ისეთი ღონისძიების გატარება, როგორიც ვაშინგტონმა ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს მოუწყო.

ზელენსკის აკრიტიკებენ კორუფციის წინააღმდეგ არასათანადო ბრძოლისთვის, თუმცა კრიტიკას საქმე არ ახლავს, გარდა ერთი გამონაკლისისა — ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ერმაკის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისა.

აშშ-ს პრეზიდენტი ნაკლებად პრინციპულია ზელენსკისთან მიმართებაში,  ვიდრე ირანის ან კუბის ხელმძღვანელების. რა ეპითეტებით არ ამკობს ტრამპი ირან-კუბის ლიდერებს, უფრო მეტიც, ირანთან სამხედრო კონფლიქტშია, კუბასთან — მოსალოდნელ აგრესიაში.

ძნელია ვარაუდი იმისა, რამდენად შეძლებს საკუთარი თავის დაცვას კუბა.

ძნელია 60-წლიან ბლოკადაში მყოფი 10 მილიონი კუბელისთვის მეზობელი გიგანტის თავდასხმის გაძლება. ერთხელ შეძლო, საბჭოთა კავშირის დახმარებით. მაგრამ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი, უკრაინასთან ომში ჩართული, მოახერხებს კუბის დაცვას, თუნდაც სიტყვიერად?!

მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალს კუბის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის დაწყებას, აშშ-ს პრეზიდენტის ულტიმატუმს კუბის პოლიტიკური სისტემის გაუქმების თაობაზე, მაგრამ ვერ ბედავს პროტესტის გამოხატვას. ინდიფერენტიზმი ტრამპის მტაცებლურ მადაზე ასხამს წყალს, რასაც კუბის დაცემა მოჰყვება. კუბის დაცემას — კარიბის ზღვის სხვა ქვეყნების.

მსოფლიო კი დუმს — სეირის მოყვარული. დადუმებული მსოფლიო ტრამპის მტაცებლურ მადას ზრდის. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მტკიცედ დახვდა ტრამპის აგრესიას ირანია — სახელმწიფო, რომელიც 1979 წლიდან დაწყებული, დღემდე აშშ-ს ეკონომიკურ ბლოკადაში მყოფი.

ისლამური რევოლუციის შემდეგ გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა ირან-აშშ-ს შორის. ორივემ ერთმანეთს მტრული ქვეყანა შეარქვა, განსაკუთრებით აშშ-მ — მრავალი ტერორისტული აქტის მომწყობმა ირანში.

საქართველოში ირანის ისლამური რევოლუციის შესახებ ცოტა რამ იციან. „არცოდნა, არცოდვააო“ — არის ასეთი ქართული გამოთქმა, მაგრამ არცოდნა არ უნდა იწვევდეს უარყოფით განწყობას რეგიონის უდიდეს ქვეყანასთან.

ირანის მიმართ გამოკვეთილი ანტაგონიზმით ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოირჩევიან, რომლებიც არც ერთ შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან ამ ქვეყნის საგინებლად, თბილისში არსებული საელჩოს წინ ანტიირანული მიტინგების მოსაწყობად.

არადა, ირანი ის ქვეყანა იყო, რომელმაც უდიდესი დახმარება გაგვიწია გასული საუკუნის თბილისის ომის შემდეგ შექმნილი ეკონომიკურ-სოციალური კრიზისის დროს.

თბილისის და საქართველოს ქალაქების მაღაზიები სავსე იყო ირანული კვების პროდუქტებით. გათბობის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას ირანული გამათბობლები შველოდა.

საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ პრაგმატული, ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები დაამყარა ირანთან, რასაც ხელი შეუწყო საქართველოს პრეზიდენტის შევარდნაძის ოფიციალურმა ვიზიტმა ირანში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის რაფსანჯანის საქართველოში ჩამოსვლამ.

ორი ხალხის დაახლოების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ირანში ვიზიტმა. ირანელმა მასპინძლებმა მას გულითადი შეხვედრა მოუწყვეს.

ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მიუხედავად ზოგიერთ საკითხში აზრთა სხვადასხვაობისა არ აკრიტიკებს საქართველოს, რასაც ვერ ვიტყვით ე.წ. ქართველ პოლიტიკოსებზე, საზოგადო მოღვაწეებზე.

დღევანდელი ირანი მძლავრი სახელმწიფოა — ეკონომიკურად, პოლიტიკურად. ეს, ის ქვეყანაა, რომელმაც ტრამპის აგრესიას გაუძლო და ქედუხრელად ცდილობს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას.

ეს, ის ქვეყანაა, რომელმაც აშშ-ს სამხედრო მანქანა შეაჩერა, ხოლო მისი პოლიტიკა ჩიხში შეიყვანა.

პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ირანის დასახასიათებლად დიპლომატიისთვის მიუღებელ ლექსიკას არ იშურებს, საგონებელშია. ირანის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ ტრამპს გამარჯვება ვერ მოუტანა. სამხედრო თვალსაზრისით ირანზე გაცილებით ძლიერმა აშშ-ა ისეთი მარცხი იწვნია, რომლის გამოსწორებას ვერ შეძლებს.

ტრამპის ავანტიურამ არა მარტო ირანს ავნო (მაგრამ ვერ დააჩოქა), არამედ მსოფლიოს ეკონომიკას.

ომით გამოწვეულმა ენერგეტიკულმა კრიზისმა ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ნეგატიური განწყობა შექმნა. ერთადერთი გზა ჩიხიდან გამოსვლისა აშშ-ირანს შორის შეთანხმების გაფორმებაა — ირანის მოთხოვნების გათვალისწინებით. გადადგამს ასეთ ნაბიჯს ტრამპი — უახლოესი დღეები გვიჩვენებს.

იკითხავთ — მაინც რამ გამოიწვია ირანის სიმყარე, ქვეყნის, რომელიც 1979 წლიდან აშშ-ს მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ბლოკადაშია?

საკუთარ ძალებზე დაყრდნობამ. არის ასეთი გამოთქმა — ზოგი ჭირი, მარგებელიაო. ჭირმა აიძულა ირანი თვით დაეწყო თითქმის ყველაფრის კეთება, რასაც იმპორტი ანაცვლებდა. დღეს, ირანს აქვს მძლავრი მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, მსუბუქი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, მედიცინა, სამხედრო ტექნიკის დამამზადებელი ქარხნები, ბირთვული კვლევის ლაბორატორიები, საბრძოლო რაკეტები, თანაც ზებგერითი.

კბილის სახეხი პასტიდან დაწყებული, კოსმოსური კვლევითი ცენტრით დამთავრებული — ყველაფერი საკუთარი.

აშშ-ისრაელის აგრესიამ გამოავლინა ირანის სამხედრო სიძლიერე. და მასთან ერთად 94 მილიონი ირანელის პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავის გაწირვა. ასეთთან ბრძოლა, მითუმეტეს ომი ძნელია.

ირანმა, თავისი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში არა მარტო გადაიტანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება — 40-დღიანი აგრესიის შედეგად, არამედ განახორციელა იშვიათი საინჟინრო გმირობა — აღადგინა 6 სარკინიგზო ხიდი, ათეულობით მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი 96 საათის განმავლობაში. ქ. ყუმის ერთ-ერთი ხიდი 40 წუთში აღადგინა, რითაც დაარწმუნა მოწინააღმდეგე, რომ ეკონომიკური დამბლით ქვეყნის დაცემა შეუძლებელია.

აგრესორების სამხედრო სტრატეგიული გეგმის მიხედვით, სარკინიგზო ხიდების, ესტაკადებისა და ელექტროსადენების, სამოქალაქო აეროპორტების აფეთქებას უნდა გამოეწვია მოსახლეობისთვის კვების პროდუქტების, პირველადი დანიშნულების საგნების მიწოდების შეფერხება,  მოსახლეობის დემორალიზება, მაგრამ ირანელი ინჟინრების თავდადებულმა მოქმედებამ შეცვალა თანამედროვე ომის წარმოების წესი.

ირანის დასუსტება არ განხორციელდა, ვინაიდან ხელისუფალთა მუყაითმა შრომამ ჩაშალა აგრესორთა გეგმები.

აგრესიის შედეგად თეირანის პროვინციაში დიდი ზარალი მიადგა 99 ელექტროქვესადგურს, მაგრამ ოპერატიული აღდგენითი სამუშაოების შედეგად მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებას ადგილი არ ჰქონია. ქვეყნის 80%-ით დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების დასრულებას ირანი 2 თვეში შეძლებს.

ირანი წლის განმავლობაში აწარმოებს 65 მილიონ ტონა ცემენტს და 31 მილიონ ტონა ფოლადს, რითაც მას მსოფლიოში შესაბამისად უკავია მე-6 და მე-10 ადგილი.

ირანი მესამეა მსოფლიოში დეკორატიული და სამშენებლო ფილების წარმოებით.

ირანი აფართოებს სარკინიგზო ქსელს, მათ შორის სწრაფმავალს — თეირან-თებრიზ-თურქეთს შორის. ოფიციალური თეირანის განცხადებით, აგრესიის შედეგად დანგრეული შენობების აღდგენას ირანი შეძლებს 3 თვიდან დაწყებული, 2 წლამდე ვადაში.

ირანის საინჟინრო ოსტატობამ დაამტკიცა, რომ ნამდვილი ძალა არა მარტო ბეტონისა და ფოლადის გამძლეობაში და სიმკვრივეშია, არამედ ირანელთა ხელში და ხელისუფალთა შორსმჭვრეტელობაში.  

მსოფლიომ დაინახა მიზანმიმართული ირანელი ხალხის თავდადებული შრომა არა მარტო დანგრეულის აღდგენაში, არამედ აწმყოსა და მომავლის შენებაში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

26/05/2026