კორუმპირებული უკრაინა
იულია მენდელი, ანდრეი ერმაკი — სახელები და გვარები ცნობილი არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროატლანტიკურ სივრცეში — მსოფლიო მედიის განსჯის მთავარი თემაა. ისინი ერთ გუნდში იყვნენ — პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში, დღეს ერთი აშშ-ია, მეორე წინასწარი დაკავების საკანში — განაჩენის მოლოდინში.
ეს, ის „საკანია“, სადაც უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა გაისტუმრა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტიმოშენკო — კორუფციისთვის. „საკანი“ ერთობ კომფორტულია — საძინებლით და სააბაზანოთი. ასე რომ, ერმაკს, საბოლო განაჩენის გამოტანამდე იქ მოუწევს ყოფნა. სრული შესაძლებელია განაჩენის გამოტანის შემდეგაც. როგორც იქაური სამართალდამცველები აცხადებენ, მას 13 წლით მოუწევს იზოლირებულ ვითარებაში ცხოვრება.
ყოვლისშემძლე ერმაკი, პრეზიდენტ ზელენსკის მარჯვენა ხელი, ნდობით აღჭურვილი პირი — უკრაინაში და დასავლეთში, მეორე პირად აღიარებული, მარტო არ იქნება იზოლირებულ ცხოვრებაში. მას გვერდს სხვებიც დაუმშვენებენ — ზელენსკის გუნდიდან, შესაძლოა ზელენსკიც.
უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსტემ უმეროვიც, სხვათა შორის აშშ-ს მოქალაქე გაიზიარებს მათ ბედს. და ვინ იცის კიდევ რამდენი.
უკრაინის პოლიტიკოსთა კორუმპირებულობა, განსაკუთრებით დღევანდელი ხელისუფლების, იმდენად ჩვეულებრივი რამ არის, ყურადღებასაც რომ არვინ აქცევდა და აქცევს. აშშ-ი, ევროკავშირი უმანკო კრავებივით შეჰყურებდნენ ზენიტში აყვანილ უკრაინის კორუმპირებულობას და იშვიათად, მხოლოდ სიტყვით და არა საქმით მოუწოდებდნენ მას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ.
უკრაინაც თავს უქნევდა და „ბრძოლის“ დასამტკიცებლად თითო-ოროლა მეორეხარისხოვან ე.წ. მოხელეს პასუხისმგებაში აძლევდა — შესაბამისი მედიური ყვირილით — ნახეთ, როგორ ვებრძვით კორუფციასო.
უკრაინის მაგალითი წყლის წვეთივით მსგავსია საქართველოს მაგალითისა. ჩვენი ხელისუფლებაც ხომ მედიურად ყვირის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე — ნახეთ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშივილს, სხვა მაღალჩინოსნებსაც არ ვინდობთ, სამართალთან მაღალ-დაბალი ჩინოსნებიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან — დააშავეს, მოიპარეს, პასუხი უნდა აგონო.
უკრაინაში კორუფცია ისეთი რამ არის, როგორიც წყალი, პური. სუნთქვისა და წყლის გარეშე უჭირთ მათ ცხოვრება. ამით ისინი სხვა, შედარებით ნაკლებკორუპირებული ქვეყნების მოქალაქეთა მსგავსნი არიან, მაგრამ სუნთქვისა და წყლის მიღებასთან ერთად ქრთამიც ესაჭიროებათ. უქრთამო ცხოვრება, თანაც მარტო ჰაერითა და წყლით რა ცხოვრებაა?!
ჰაერს და წყალს საჭმელიც თუ არ ახლავს, რა ცხოვრებაა?!
ბევრი საჭმელი — კუჭის გასკდომამდე!
კუჭის შესავსებ საჭმელზე ყურადღების მისაქცევად თავს არვინ შეიწუხებდა, მაგრამ კუჭის გასკდომამდე ჭამამ მიიქცია და მადაგადასული უკრაინელი ე.წ. პოლიტიკოსების, განსაკუთრებით ხელისუფლების შეზანზარება გამოიწვია, თანაც ისეთი, ე.წ. პრეზიდენტი ზელენსკიც რომ საგონებელში ჩააგდო. ერმაკის დაკავებამ მასზე ისე იმოქმედა, ხმა არ ამოუღია.
ზელენსკი, კუთხეში მომწყვდეულ ვირთხას ჰგავს, შეშინებულს და დამფრთხალს. შავი მოლოდინით, შეპყრობილი, ადგილს ვერ პოულობს სახლში და საზღვარგარეთ დაეხეტება — ხელგაწვდილი, ფული მომეცით, მე და უკრაინა თქვენი უსაფრთხოებისთვის ვიბრძვით, რომ არა უკრაინა, რუსეთი ევროპაში იქნებოდაო.
ზელენსკი ამ დაუჯერებელ აბრაკადაბრაში მარტო არ არის. მის გვერდში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებიც არიან, აშშ-ს ორივე პარტიის წევრი კონგრესმენებიც, იშვიათ გამონაკლისთა გარდა. ზელენსკისთან ერთად ისინი ერთ გუნდს შეადგენენ — კორუფციონერთა გუნდს. მათი მიზანი ერთია — რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა, საკუთარი ხალხის დარწმუნება, რომ მათი გაუარესებული სოციალური ყოფა, პუტინის აგრესიული პოლიტიკის შედეგია, რომლის შესაჩერებლად იარაღის დამზადებაა საჭირო, ანუ ბიუჯეტიდან სოციალური ხარჯების ნაცლად, შეიარაღების გაზრდა.
სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები სახელმწიფო შეკვეთებს ასრულებენ, რითაც თავსაც იკმაყოფილებენ და შემკვეთის კუჭსაც. ზელენსკი, შესაბამისად ასრულებს ფულის განმანაწილებლის ფუნქციას — დასავლეთიდან უკრაინაში შესული ფულის.
უკრაინის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების მიხედვით, კიევის რკინიგზის სადგურში მდგომი 2 ჯავშნოსანი ვაგონი, სეიფის ფუნქციას ასრულებს, საიდანაც ატაშე კეისებში ჩაწყობილი დოლარები და ევროები — ერთი კეისი, ერთი მილიონი დოლარი, გადის იმ ვაგონებში, რომლითაც უცხოელი მაღალი სტუმრები ჩადიან კიევში. ვიდრე მაკრონი, შოლცი, სტარმერი, ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი, სხვა მაღალჩინოსნები ზელენსკისთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, კეისი თავის ადგილს იკავებს მაღალჩინოსანი სტუმრის კუპეში.
ამიტომაც გასაკვირი არ არის მათი გახშირებული ვიზიტები კიევში. არც ჰოლივუდის ვარსკვლავების გახშირებული ვიზიტებია გასაკვირი. ისინი, კიევთან შეთანხმებული მილიონების მიღების შემდეგ სასურველი სტუმრების როლს ასრულებენ, ვითომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით.
სპექტაკლი ყველასთვის ცნობილია, ცხადია იმათთვის, ვინც თანამედროვე უკრაინისა და კორუმპირებული დასავლეთის საკითხებშია გარკვეული. ევროკავშირი, აშშ-ი აღნიშნულ მაქინაციას ჩვეულებრივად აღიქვამს. მათთვის აღნიშნული პროცესი კორუფცია არ არის — ბიზნეს-ურთიერთობაა. და რახან ასეა, ზელენსკი მისაღები პირია, უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი.
ორივე მათგანისთვის ომი შემოსავლიანი საქმეა. არის ომი, არის ომისთვის საჭირო იარაღის დამზადება, არის ამ იარაღისთვის საჭირო დაფინანსების გამოყოფა, არის ამ გამოყოფილი დაფინანსების უკრაინისკენ წარმართვა. არის ზელენსკის მიერ დაფინანსების მიღება და შესაბამისი განაწილება დამფინანსებელ-დაფინანსებულს შორის.
ომის შეწყვეტის შემთხვევაში ასეთ პროცესს ხომ არ ექნებოდა ადგილი?
ორივესთვის საკუთარი ბედნიერება და ჯიბეების გასქელებაა მთავარი და არ მშვიდობა, უკრაინელთა სასაკლაოზე გაშვება.
დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლებამ იცის აღნიშნულის შესახებ. და არა მარტო აღნიშნულის, არამედ სხვაც. მაგალითად, ბავშვთა ტრეფიკინგის, რის თაობაზეც გაეროს კვლევაც ღაღადებს. ბავშვთა ვაჭრობაში ზელენსკის მეუღლე არის გარეული, ისე, როგორც ადამიანების, განსაკუთრებით დაჭრილი უკრაინელი „ბოევიკების“ შინაგანი ორგანოებით ვაჭრობაში.
გაეროს მონაცემებით, უკრაინა ევროპაში მოწინავეა ნარკოტიკების დამზადება-გასაღებაში. თვით ზელენსკი ნარკომანია, რაც მენდელმა დაადასტურა კარლსონთან ინტერვიუში. მენდელმა ისიც თქვა, რომ ერთ-ერთ თათბირზე მან პრესას უბრძანა ტყუილი ინფორმაციის შეთხზვა-გავრცელება სიტყვებით — გებელსის მსგავსი — პროპაგანდაა საჭირო, ათასი ტყუილითო!
სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, შემზარავის, რაც სრულ სურათს ქმნის დასავლეთისა და უკრაინის „პოლიტიკოსთა“ შესახებ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკას და მათი პროპაგანდით გამოლაყებულ საზოგადოებას ევროკავშირი უნდა; უკრაინისთვის მხარდაჭერა უნდა — ფაშისტური ქვეყნისთვის.
არავითარ ფაშიზმს უკრაინაში ადგილი არ აქვსო, წარმოუდგენელიაო, ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ებრაელიაო, ებრაელი და ფაშიზმი წარმოუდგენელიაო.
წარმოუდგენელია ალბათ, მაგრამ რეალობა რომ საწინააღმდეგოს ღაღადებს?
მაგალითად, ფაშისტური სვასტიკებით ლვოვის, კიევის, სხვა ქალაქების ქუჩებში მასობრივი მსვლელობების მოწყობა; ჰიტლერის თანამებრძოლების ბანდერას, შუხევიჩის, სხვათა გმირებად გამოცხადება და მათი ძეგლების დადგმა; ქუჩებისთვის მათი სახელების მინიჭება. ფაშისტური მოწოდებები არარაობა რუსების განადგურების თაობაზე. სკოლებში ბავშვების რუსთა სიძულვილით აღზრდა და არა მარტო რუსთა. უკრაინელის წარმოჩინება, როგორც დიდი ცივილიზაციის შემქმნელი ერის. უკრაინელი რომ ფუძეა გერმანელის, ფრანგის და ა.შ. მოსახლეობის დევნა რუსულად საუბრისთვის. თუმცა ევროპელთათვის ასეთი უცნობი არ არის! ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მაგალითებიც ხომ იგივეზე მიგვითითებს?
ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ერთმანეთს ეჯიბრებიან ანტირუსობაში. იქ დაბადებულ და გაზრდილ რუსებს უკრძალავენ მშობლიურ ენაზე ლაპარაკს. მოხუცებს, რომლებმაც არ იციან ადგილობრივი მოსახლეობის ენა — ქვეყნიდან ერეკებიან.
„დემოკრატიულმა“ ევროკავშირმა იცის ამ დისკრიმინაციის შესახებ, მაგრამ თვალს ხუჭავს. უკრაინის ფაშიზმიც იცის, მაგრამ იმაზეც თვალს ხუჭავს, რახან ანტირუსულია. ევროპა საკუთარ გადახრასაც ვერ ითავისებს — ჰუმანიზმიდან იმ იზმისკენ, რომელმაც გასულ საუკუნეში მსოფლიოს ყავისფერი ჭირი მოახვია თავს.
არც ერთი ერის, არც ერთი კავშირის სულიერ ცხოვრებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა ერის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, მწერლობის, მხატვრობის შეურაცხყოფას, აკრძალვას, მხატვრული ლიტერატურის უგულებელყოფას. ნებისმიერი ერი, კავშირი, ორგანიზაცია ყალყზე უნდა შედგეს, როდესაც ასეთს ხედავს შორეულში, მითუმეტეს მოკავშირეში.
უკრაინელებმა თავი მოუყარეს რუსი კლასიკოსების მიერ შექმნილ შედევრებს და ცეცხლზე დაწვეს. ევროკავშირს ხმაც არ ამოუღია, ისე, როგორც ოდესის პროფკავშირების სახლში უკრაინელი ფაშისტების მიერ ოდესელების დაწვაზე.
81 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე, რომელმაც ათეული მილიონობით ადამიანი შეიწირა. მარტო საბჭოთა კავშირში 27 მილიონი, მათ შორის 300000 საქართველოს მოქალაქე. რუსეთის გარდა, არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ სამხედრო პარადით არ აღნიშნა ფაშიზმზე გამარჯვება.
ამ დღეს ევროპამ — ევროპის დღე დაარქვა — ფაშიზმზე გამარჯვების დღის ნაცვლად. ევროპის დღე, ფაშიზმის დავიწყების მიმანიშნებელია, ფაშისტური წარსულის, შავ წარსულთან შერიგების მაუწყებელი. ევროკავშირი გვეუბნება წარსულის დავიწყებაზე, პარალელურად წარსული მარცხის რევანშიზმით ჩანაცვლებაზე.
მეორე მსოფლიო ომი, საბჭოთა კავშირისთვის დიდი სამამულო, მწარე გახსენებაა იმჟამინდელი ფაშისტების, კოლაბორაციონისტების შვილიშვილებისთვის, რომლებიც ჭარბად არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკაში, ხელისუფლებაში. მერცი, ფონ დერ ლაიენი, კალასი, ბერბოკი, სხვები — სახელგანთქმული ნაცი წინაპრების შთამომავლები არიან, რუსეთის წინააღმდეგ რევანშიზმით აღვსილნი. მათ საკუთარი ხელით არ სურთ რუსეთთან ბრძოლა — ჯერ-ჯერობით — სამხედრო სისუსტის გამო. ნაცვლად უკრაინას აომებენ რუსეთთან — ორი მონათესავე სლავის განადგურების მიზნით.
ერთს, უკრაინას, არასლავი უდგას სათავეში, ებრაული წარმოშობის, ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლით. მცდარია მოსაზრება, რომ ზელენსკი, ებრაელი, ფაშისტი არ შეიძლება იყოს. გავიხსენოთ გერმანული ფაშიზმი და იმ ფაშიზმთან მოთანამშრომლე ებრაელები, რომლებსაც ჰიტლერელები სასარგებლო ებრაელებს უწოდებდნენ.
დღეს, სხვაგვარი ფაშიზმია, თუმცა ძველ სულისკვეთებაზე დაფუძნებული. რაღა ზელენსკი, ისრაელის „ცახალის“ მეომრებმა სამხრეთ ლიბანში ჯვარცმული ქრისტეს ქანდაკება მიწაზე დაანარცხეს და ფეხით გათელეს.
ებრაელი ჯარისკაცები ღაზის სექტორში ენით აუწერელი სისასტიკით გაუსწორდნენ პალესტინელ მამაკაცებს — ანალურ არხში პოლიციის გრძელი კვერთხის შეტენით; მცირეწლოვანი ბავშვების — ბიჭების, გოგონების გაუპატიურებით.
გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ ვრცელი სტატია მიუძღვნა ებრაელ ჯარისკაცთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რამაც გააბრაზა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ. მან ბრძანა, რომ გაზეთს უჩივლებს, თუმცა სიტყვაც არ დასცდენია გამოძიების შესახებ.
იცის თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ზელენსკისა და მისი გუნდის „საგმირო“ საქმეების შესახებ?
იცის, მაგრამ თვალს ხუჭავს. ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, რომლის მილიარდერები სასახლეებს, სასახლეებზე ყიდულობენ მსოფლიოში, მათ შორის ზელენსკიც, რომლის მეუღლე ლონდონში ცხოვრობს და აშშ-ი მეუღლესთან ყოფნის დროს ერთი მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულებს ყიდულობს, ვითომც არაფერი.
აი, ასეთი ზელენსკი, ერევანში გამართული ანტირუსული თავყრილობის დროს, მიდის საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან სალაპარაკოდ. თუ რაზე, ძნელი გამოსაცნობია. თვით კობახიძის მიხედვით, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.
საქართველოს ხელისუფლება სიხარულით აივსო, უფრო მეტად ოპოზიცია, რომელმაც მოითხოვა ანტიუკრაინული რიტორიკის შეწყვეტა, უკრაინის მიმართ მეგობრული ურთიერთობების დამყარება, უკრაინის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყება.
ოპოზიციის დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლებისადმი სხვაგვარი ვერ იქნება, ვინაიდან ის ხომ „აგრესორ“ რუსეთს ეომება? მაგრამ ხელისუფლებისთვისაც, რომ ისეთივე მისაღებია ზელენსკი და მისი გუნდი?
ის, ზელენსკი, რომელიც ლანძღვა-გინებას არ იშურებდა საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ?!
არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, როდესაც ერთი სახელმწიფოს ხელმძღვანელი, მეორე სახელმწიფოს ხელმძღვანელს ლანძღავს, ასანქცირებს პირადი შეურაცხყოფაა, თუ ქვეყნის? — კითხვაც უადგილოა, ცხადია ქვეყნის. ქვეყნის შეურაცხმყოფელთან კი ლაპარაკს თავი უნდა აარიდო, ვიდრე შეურაცხმყოფელი საჯარო ბოდიშს არ მოიხდის.
ფაშისტურ უკრაინასთან, კორუმპირებულთან და ზნედაცემულთან ურთიერთობა მიუღებელია. უკრაინელები, როდესაც ფაშისტური სიზმრისგან გამოფხიზლდებიან, განთავისუფლდებიან ბანდერული ხელისუფლებისგან და ნორმალური ცხოვრების გზას დაადგებიან, მაშინ შეიძლება ფიქრი ურთიერთობების განახლებაზე და არა დღეს, ზელენსკურ ვითარებაში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
19/05/2026
