დასავლეთი არ უნდა იყოს აღმაფრენის საგანი
მსოფლიოში მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები ისე გვივლის გვერდს შიდა პრობლემებით გაჯერებულ საქართველოს, ვითომც არაფერი. შიდა პრობლემები კი ისეთია, პრობლემებადაც, რომ არ ჩაითვლება. მაგალითად, ვინ დაიწყო ომი 2008 წელს, რატომ დაიჭირეს პატრიოტი ბარამიძე, რომელიც შევარდნაძის მიერ გაჩაღებულ ომში იღებდა ეპიზოდურ მონაწილეობას.
ვწერ ამას და ვფიქრობ — შევარდნაძის მიერ დაწყებული ომი 1992 წელს, ომი იყო თუ სალაღობო გასეირნება?
ქართველი „პატრიოტების“ განცხადებით, ივანიშვილი, კობახიძე, სხვა „ოცნებელები“ მოღალატეები არიან, ვინაიდან 2008 წლის ცხინვალის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ. იქნებ 1992 წლის აგვისტოს ომიც აფხაზებმა დაგვიწყეს და არა შევარდნაძემ?
ის ომი ისტორიას ჩაბარდა და ამდენად მასზე ლაპარაკიც არ ღირს — ასე ფიქრობენ ქართველი „პოლიტიკოსები“, არადა 1992 წლის ომში პირველად გამოიყენა საქართველომ არმია — ახალჩამოყალიბებული, პიზე რძე შეუმშრალი. აფხაზეთი ფაქტიურად იმ ომმა დაგვაშორა — 2008 წლის ომმა — იურიდიულად, ვინაიდან მაშინდელი პრეზიდენტის მეცადინეობით რუსეთმა აღიარა ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობა. და არა მარტო რუსეთმა.
მიკვირს ე.წ. ქართველი ოპოზიციონერების განცხადებების — „ოცნება“ და ივანიშვილი დამნაშავეები არიან იმაში, რომ საქართველოს ბრალს დებენ 2008 წლის ომის დაწყებაშიო. ზოგიერთი ოპოზიციონერი კატეგორიულად აცხადებს ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევებას. როგორც ჩანს, მათ არც კონსტიტუცია წაუკითხავთ და არც მორალი აწუხებთ.
ივანიშვილის დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ, როდესაც წვეტიან ლაყბობას ვისმენ შეურაცხყოფილად ვთვლი თავს. მეგობრებო რა დროს ამაზეა ლაპარაკი პრობლემებიან საქართველოში?
2008 წლის ომი, რომ სააკაშვილმა დაიწყო, ევროკავშირის სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ, ქალბატონ ტალიავინის ხელმძღვანელობით დაადგინა და ჩაწერა დოკუმენტში, ევროკავშირის და გაეროს მიერ გაზიარებულში. იქნებ, სხვის დადანაშაულებამდე გადაგეხედათ მათ მიერ შედგენილი დოკუმენტებისთვის?
პოლიტიკური უვიცობის ზეიმია ამ ქვეყანაში, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან გაუნათლებელმა ე.წ. პოლიტიკოსებმა, დასავლელთა მხრიდან მხარდაჭერილებმა დაიპყრეს ტელეეთერი, სხელმწიფო მმართველობის ორგანოები, ჟურნალ-გაზეთების ფურცლები და როგორც ზვავი, მეწყერი, წყალდიდობა ემუქრება ქვეყანას მიწასთან გასწორებით.
არაპატივცემულებო, გადაიხედეთ ქვეყნის მორღვეული ღობიდან, შეხედეთ მეზობლებს, რეგიონს, მსოფლიოს და დაინახეთ არცთუ სახარბიელო გამოწვევები — ქვეყნის წინაშე არსებული. მასზე იფიქრეთ, მასზე ფიქრში გალიეთ დრო და არა აბსტრაქტულ ლაყბობაში. ივანიშვილს და „ოცნებას“ უამრავი ნაკლი აქვთ — იმაზე იფიქრეთ, იმაზე ილაპარაკეთ და არა მათ „მოღალატეობაზე“ — ომის დამწყებად საქართველოს დადანაშაულებაში.
იფიქრეთ იმაზეც, ჩვენმა, უფრო სწორად თქვენმა საყვარელმა, სათაყვანებელმა დასავლეთმა, როგორ შემოგვთავაზა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, ეკონომიკური სანქციების დაწესება, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა.
იფიქრეთ იმაზეც, რა მოჰყვებოდა ყოველივე აღნიშნულს „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დასავლელთა რეკომენდაციების. უფრო სწორად ბრძანების გაზიარების შემთხვევაში?
იფიქრეთ იმაზეც, რომ „ოცნების“ თანხმობა ხომ არ იქნებოდა საქართველოსთვის ისეთი გამანადგურებელი, როგორიც უკრაინისთვის?
აშშ-ევროკავშირის დაჟინებული მეცადინეობით ყოფილი საბჭოთა უკრაინა, წარმატებული რესპუბლიკა, გადაიქცა ენით აუწერელ კორუმპირებულ ქვეყნად, ნეონაცისტურად, ტერიტორიებდაკარგულად, მოსახლეობა-განადგურებულად, მორალურად გახრწყნილად. სხვა ნეგატივის ჩამოთვლაც შეიძლება, მაგრამ სტატია ვერ დაიტევს, ზოგიერთს გეტყვით, გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით.
უკრაინა არის ადამიანის ორგანოებით მოვაჭრე ქვეყანა, დონორი კი ის „ბოევიკებია“, რომლებმაც ბრძოლის ველზე მიიღეს ჭრილობა. უკრაინის კანონის მიხედვით, დაჭრილი მებრძოლის შიდა ორგანოების მოკვეთისთვის მშობლების, თვით მებრძოლის თანხმობა იყო საჭირო. ეს კანონი გააუქმეს და დაჭრილს არვინ, არაფერს ეკითხება.
ბავშვთა ტრეფიკინგი, ანუ არასრულწლოვანი ბავშვების უცხოეთში გაყიდვა — პორნოგრაფიული ბიზნესის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. ნარკოტიკების დამზადება-გაყიდვა. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში არაერთი ნარკოლაბორატორიაა, რომელიც აწარმოებს ქიმიურ ნარკოტიკებს. საწარმოები ხელისუფლების მფარველობის ქვეშაა. უკრაინის ნარკობარონებსა და კოლუმბიელ კოლეგებს შორის მჭიდრო ურთიერთობებია ჩამოყალიბებული.
„ქოლ-ცენტრები“. ეს საქმიანობა ფართოდაა გაშლილი უკრაინაში, სადაც 500-ზე მეტი „ქოლ-ცენტრი“ ფუნქციონირებს — ლეგალურად. არალეგალურად ვინ იცის?
სულ ახლახანს, უკრაინის რადამ მიიღო კანონი „ქოლ-ცენტრების“ ასაკრძალად. თვით უკრაინელი ექსპერტების განცხადებით, ეს კანონი შეეხება მხოლოდ არალეგალურ, ანუ „შავ ქოლ-ცენტრებს“, რომლებიც ხელისუფლებას ფულს არ აძლევდნენ.
„ქოლ-ცენტრების“ „კრიშობაში“ ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი რაოდენობის ფულს იღებდნენ და ალბათ აიღებენ კიდევაც, ვინაიდან შექმნილი სისტემის მოშლა ისეთივე შეუძლებელია, როგორიც კორუფციის ამოძირკვა. უკრაინული ბრძოლა შეიძლება სიტყვით, კანონით, მაგრამ არა გადამჭრელი ზომების გამოყენებით.
ვინ, რომელი ხელისუფალი შეებრძოლება აწყობილ ფულის საბეჭდ სისტემას, რომელსაც მილიარდობით დოლარი შემოაქვს ქვეყნის პირველი პირის, მისი ხელისუფლების ჯიბეებისთვის?
შემოსავალი ისეთია, რომ მისი მიღებისთვის ერთმანეთს დაეტაკნენ უკრაინელი ძალოსნები, პროკურატურა, თანაც იმ დონეზე, ერთმანეთს რომ ცეცხლი გაუხსნეს კიევის ცენტრში. ხუმრობა საქმე ხომ არ არის დღეში 10-15 ათასი დოლარის შემოსავალი თითო „ქოლ-ცენტრიდან“?
აღნიშნული სისტემის შემადგენელი რგოლია უკრაინის საბაჟო, რომელიც მილიარდობით დოლარს ატარებს საზღვარზე, ყუთებში ჩალაგებულს — უცხოეთის ბანკებში შესატანად, ანუ შავი გზით ნაშოვნი ფულის გასათეთრებლად.
უკრაინის ე.წ. ხელისუფლების ბოროტი მმართველობის შესახებ კოლექტიური დასავლეთი საქმის კურსში არ არის?
უკრაინელი ექსპერტების მიხედვით, არა თუ საქმის კურსში, საქმის თავშია. რამეთუ ისინიც ხეირობენ ბინძური საქმის შედეგს.
240 მილიარდი დოლარი დაახარჯა ევროკავშირმა უკრაინას — საკუთარი მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოღებული ფული; საკუთარი მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის ხარჯზე. ევროკავშირის ბრიუსელელი ლიდერები, ისე, როგორც გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის ხელისუფალნი ავადმყოფურად განწყობილნი რუსეთისადმი, რუსეთის დაშლის სურვილით შეპყრობილნი საკუთარი ქვეყნების და ხალხების მოთხოვნებისადმი გულგრილნი და დაყრუებულნი, ვეღარ აღიქვამენ რეალობას, ვეღარ ხედავენ, რომ ოპოზიციური ძალები კონკურენციას უქმნიან მათ, დღემდე არნახულს.
პირველი დარტყმა იგემა გერმანიის კანცლერმა მერცმა და მისმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში — ოპოზიციურმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამანადგურებელი დამარცხება აგემა მას.
არ გაჭრა მერცის ოინებმა, უკრაინულ თვითმფრინავთან დადებულმა ვითომ რუსულმა დრონმა, რომელიც არ აფეთქდა. და არ აფეთქდა იმიტომ, რომ ასაფეთქებელი არ ჰქონდა.
სახელისუფლებო მედიამ აიტაცა „რუსული“ დრონის მერცისეული ზღაპარი და ეს ისტორია „ალტერნატივას“ მიაწერა — აქაოდა პრორუსული პარტიააო და მას ამომრჩევლებმა მხარი არ დაუჭიროთო.
არ გამოუვიდათ. „ალტერნატივამ“ გაიმარჯვა. იგივე ცილისწამება გაიმეორა მმართველმა პარტიამ, მომავალი რეგიონული არჩევნების გამართვის წინ — 20 სექტემბერს. ისევ გამოუცნობი დრონი, მაგრამ ვარაუდი, რომ რუსულია, რომელიც ბუნდესვერის სიახლოვეს „აღმოჩნდა“. ისევ ყაყანი, ისევ მოწოდება — მხარი არ დაუჭიროთ „ალტერნატივას“ — პრორუსულობის გამო.
მაინც რატომ არის ალის ვაიდელის პარტია „პრორუსული“?
იმიტომ, რომ ვაიდელი და ამ პარტიის წევრები დაბეჯითებით მოითხოვენ შეწყდეს უკრაინისთვის დახმარების გაწევა — ფინანსური, სამხედრო. გაუქმდეს ანტირუსული სანქციები, რომლებმაც რუსეთზე მეტად გერმანია დააზიანეს. აღდგეს რუსული ენერგორესურსების მიწოდება გერმანიისთვის.
რუსული გაზის მიწოდებაზე უარის თქმამ სერიოზული ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები შექმნა გერმანიაში. დაიხურა ქარხნები, განსაკუთრებით ავტომშენებლობის. უმუშევრად დარჩა ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი.
რასაც ვაიდელი მოითხოვს მეტადრე პროგერმანულია და არა პრორუსული, მაგრამ კანცლერ მერცს, რომლის რეიტინგი 8—13 %-მდე მერყეობს, ეს არ აინტერესებს და დაბეჯითებით მოითხოვს უკრაინისთვის დახმარების გაწევას, ვინაიდან უკრაინის დახმარება, ნიშნავს გერმანიის დემოკრატიის არსებობას. უკრაინა იცავს გერმანიას, ევროკავშირს ბარბაროსი რუსის ბატონობისგან.
სჯერათ რუსული აგრესიის გერმანელებს?
მოსახლეობას, რომელსაც მუდმივად ტვინს უბურღავენ რუსული აგრესიით, სჯერა, მაგრამ „ალტერნატივამ“ ნაწილობრივ საწინააღმდეგოდ აფიქრებინა. აფიქრებინა ისიც, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დროს ჰქონდა იაფი ბენზინიც და ბევრი სხვა აუცილებელი, ცხოვრებისთვის.
მერცის, მაკრონის, სხვა ევროპელი ლიდერების მოთხოვნები საკუთარ ჯიბეზე გადის, ამდენად უკრაინა, თუნდაც ნეოფაშისტური და აუტანელი, ასატანია.
ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის განცხადებით, თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი არ აკმაყოფილებს სახელმწიფო მოთხოვნების შემსრულებლის კრიტერიუმებს — დაბალი საერთო განათლების და საკუთარის, სახელმწიფოებრიობაზე მაღლა დაყენების გამო.
არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ აშშ-ც იგივე პრობლემების წინაშე დგას. იქაც კორუფცია მაღალ დონეზეა აყვანილი. იქაც ე.წ. „დიპ სტეიტი“ მართავს სიტუაციას და აიძულებს ადმინისტრაციას გადადგას ამერიკისთვის, და არა მარტო, მიუღებელი ნაბიჯები.
ცნობილი პოლიტიკოსი, ტრამპის მხარდამჭერი, ტრამპის გაუგებარი პოლიტიკით გაოგნებული და ადმინისტრაციისგან ჩამოშორებული მარჯორი ტეილორ გრინი აშშ-ს ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან მდგომი ხელით მიგვანიშნებს შევხედოთ ბენზინის ფასებს — კატასტროფულად გაზრდილს. 8,5 დოლარი ერთ გალონში (ამერიკული 1 გალონი = 3,785 ლიტრი) — ამერიკელისთვის საგანგაშო ფასია. ჩვენთვის?
ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება, რაც ამერიკელთან შედარებით გაცილებით ცუდად მცხოვრებ რიგით ქართველს უსერიოზულეს პრობლემებს უქმნის.
ენერგეტიკული კრიზისი ტრამპის გამოუცნობი და აგრესიული პოლიტიკით არის გამოწვეული. სწორედ მისმა აგრესიულმა ნაბიჯმა, ირანზე სარაკეტო თავდასხმის მიტანით გადაკეტა ორმუზის სრუტე — მსოფლიო ნავთობის არტერია. აღნიშნულს დაემატა იემენელი „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთის ნავთობსადენის აფეთქება, ბაბ-ელ-მანდების საზღვაო დერეფნის კონტროლი.
ანტიამერიკულად განწყობილი „ჰუსიტები“ სერიოზული გამოწვევაა აშშ-თვის — მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნისთვის, როგორც ამერიკელები საკუთარ ქვეყანას მიიჩნევენ.
ტრამპი ჩიხშია. წინ კი ნოემბრის შუალედური არჩევნებია და თუ დემოკრატები რევანშს აიღებენ, პრეზიდენტ ტრამპის გაშლილ ფრთებს ფრენა-ნავარდის საშუალება წაერთმევა.
ტრამპი, აშკარა ავანტიურიზმის გზას ირჩევს და მოუწოდებს ამომრჩევლებს 5000 დოლარად მხარი დაუჭირონ რესპუბლიკელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ ამერიკელები არჩევნების დროს ლატარეას არ თამაშობენ; რომ ამერიკა კაზინო არ არის. ტრამპის განცხადებამ შეურაცხყო ამერიკელი ამომრჩეველი, მაგრამ მას სხვა იდეა თავში არ მოუვიდა, როგორც ჩანს, არც მისი ადმინისტრაციის წევრებს.
ნავთობის კრიზისულ ასეთ ვითარებაში კონგრესი იღებს კანონს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით. სენატორმა გრემმა — აწ განსვენებულმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, აშშ-ი იმპორტირებულ რუსულ საქონელზე დაწესდება 500%-იანი გადასახადი. ქვეყნებს, რომლებიც იყიდიან რუსულ ენერგომატარებლებს დაუწესდებათ 100%-იანი გადასახადი. დაზარალდებიან არა მარტო იმპორტიორი ქვეყნები, და ასეთები უპირველეს ყოვლისა არიან ჩინეთი და ინდოეთი, არამედ რუსული კომპანიები და ბიზნესმენები.
კონგრესის სხდომას წინ უსწრებდა აშშ-ს პრეზიდენტის წარგზავნილების უიტკოფისა და კუშნერის მოლაპარაკება კრემლში პუტინთან, რომელიც 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და პოზიტიურად დასრულდა, რის შესახებაც ორივე მხარე აცხადებდა.
კრემლის მოლაპარაკებას მოჰყვა ტრამპის ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი პუტინთან, ისიც პოზიტიური. და ამის შემდეგ კონგრესის ნეგატიური გადაწყვეტილება.
რუსეთის ხელისუფლებას ეგონა, რომ კონგრესი ამ საკითხის განხილვას გასული კვირის ბოლომდე ვერ მოახერხებდა, მაგრამ ტრამპის მოთხოვნით პროცედურა დასრულდა.
კონგრესი არდადეგებზე წავიდა — შუალედური არჩევნების ჩატარების გამო. ის მუშაობას ნოემბრის ბოლოს განაახლებს — ძველი მოწვევა მაქვს მხედველობაში. ახალი კი მომავალი წლის იანვრის ბოლოს. კონგრესის მიერ მიღებული კანონი კიდევ უფრო დაამძიმებს ენერგეტიკულ კრიზისს, გაზრდის ნავთობის ფასებს.
კონგრესის სხდომამდე ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა ზელენსკის მიმართ და მოუწოდა შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა, ვინაიდან რუსული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გატანას სერიოზული პრობლემები ექმნება.
საინტერესოა კონგრესის მიერ მიღებული კანონით არაფერი შავდება? რუსულ ნავთობზე მაღალი გადასახადების დაწესება არ გააღრმავებს ენერგეტიკულ კრიზისს?!
ტრამპის გამოუცნობმა პოლიტიკამ, პირველობისთვის ბრძოლამ, ზიგზაგურმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა მსოფლიო ენერგეტიკულ გაუსაძლისობამდე, ეკონომიკურ და სოციალურ ურთულეს პრობლემებამდე, თუმცა ამის ხმამაღლა მთქმელი კოლექტიურად, გაერთიანებულად არვინ არის.
ის, რაც აშშ-სთვის დაშვებულია, დაუშვებელია დანარჩენი ქვეყნებისთვის. გაეროს ასამბლეა მუშაობას აგრძელებს. მომავალ კვირას დაგეგმილია წევრი-ქვეყნების წარმომადგენლების გამოსვლები. საინტერესოა გაბედავს ვინმე ანტიტრამპული განცხადების გაკეთებას?
დასავლური რეალობის მაგალითები იმიტომ მომყავს, რომ თვალი ავუხილო მასზე გადარეულ საზოგადოებას და დავანახო ნაკლოვანებები, ხშირად დანაშაულში გადასული — ჩადენილში კაცობრიობის წინაშე.
დანაშაულია, როდესაც ევროკავშირ—ნატო იარაღით, ფულით ამარაგებენ ზელენსკის — კორუმპირებულ პიროვნებას, ნარკომანს და ა.შ., რათა მან იომოს რუსეთთან, ნაცვლად დაზავებისა.
სიტყვით ზელენსკიც და ევროკავშირიც ომის შეწყვეტის მსურველები არიან, მაგრამ საქმით პირიქით, რაც გამოსჭვივის მათი განცხადებებიდან — რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს; რუსეთის გამარჯვება, ჩვენი დამარცხებაა; ევროპული ფასეულობების განადგურებაა; რუსეთი უნდა დამარცხდეს.
სურს თუ არა ზელენსკის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება რუსეთთან?
არ სურს, ვინაიდან მშვიდობას მოჰყვება არჩევნების დანიშვნა, ზელენსკის დამარცხება. დამარცხებული, რეპრესიული აპარატის გარეშე დარჩენილი საკუთარი უსაფრთხოების მოპოვებისთვის ბრძოლაში მხოლობით რიცხვში აღმოჩნდება. მას უდავოდ გაისტუმრებენ ჯოჯოხეთში — უკრაინელები, მშობლები დაღუპული შვილებისა. ზელენსკიმ ხომ გენოციდი მოუწყო უკრაინის მოსახლეობას?
საზღვარგარეთ გაქცეულსაც არვინ მოასვენებს — იქაც მიაგნებენ ოთხში ამოსაღებად. იცის ეს ზელენსკიმ და ამიტომ ჭიმავს პროცესს. ჭიმავს ომს, რითაც ამცირებს უკრაინის მოსახლეობას.
უახლესი ისტორიის მანძილზე არც ერთ ქვეყანას არ განუცდია ისეთი დემოგრაფიული სტრესი, როგორც უკრაინამ — 52 მილიონი ადამიანიდან 19 მილიონამდე დაშვება.
ზელენსკის და უკრაინის სავალალო მაგალითები გვაჩვენებს დასავლეთთან ჩახუტებით გამოწვეულ ხილულ თუ უხილავ პრობლემებს. გვიჩვენებენ იმას, რომ დასავლეთი ნაკლებად სანდო მცნებაა, წარსულ, ვითომ ფასეულობებზე აღმოცენებული.
დასავლეთი, ისეთივე ქედმაღალია ყველას მიმართ, როგორიც კოლონიალიზმის დროს იყო. დასავლეთი ვერ ხვდება, რომ კოლონიური სისასტიკე ბუმერანგივით დაუბრუნდა მას, ყოფილი კოლონიზირებულების გადმოსახლებით.
სტატისტიკის მიხედვით, ერთ დროს თეთრი დასავლეთი, შავად არის შეღებილი აფრიკელთა მოძალების გამო, ევროპელი თეთრები საკუთარ თავზე განიცდიან ახლო აღმოსავლელთა თავხედურ მოქმედებას; თეთრი ქალების გაუპატიურებას, დამცირებას. და ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება გაამახვილონ საშინაო ცხოვრებაზე, რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარს უკრაინის ნეოფაშისტურ რეჟიმს უჭერენ.
უკრაინის მხარდაჭერაში პირველი დიდი ბრიტანეთია. დიდი ბრიტანეთის სახელწოდებას რომ წყალი აქვს შეყენებული?
არის ასეთი ანდაზა — „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდა“, რომელიც აშკარად მიესადაგება დიდ ბრიტანეთს, უკრაინაში ომის უპირველეს წამახალისებელს. არადა ქვეყანა იშლება არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ პირდაპირი.
ახლახანს, შოტლანდიამ, ჩრდილოეთ ირლანდიამ და უელსმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ინგლისიდან გამოყოფის შესახებ, რომელსაც რეფერენდუმით გაამაგრებენ.
ხელმომწერი პირველი მინისტრები დარწმუნებული არიან რეფერენდუმში წარმატების მიღწევაში. და მაშინ რა?
დიდ ბრიტანეთს სახელი შეეცვლება. ნაცვლად „დიდისა“ და „ბრიტანეთისა“, მხოლოდ ახალ, ძველ სახელს — „ინგლისს“ მიიღებს.
თუ რამ გამოიწვია არსებული გაუტანლობა გარდა ღრმა ისტორიული ფესვებისა, თანამედროვეობაშიც უნდა ვეძებოთ — ეკონომიკურ-სოციალური პირობების გაუარესებაში. და ეს მაშინ, როდესაც ლეიბორისტები, ამჯერად, მანამდე კონსერვატორები მილიარდებს ხარჯავდნენ და ხარჯავენ უკრაინის დახმარებაში იმის იმედით, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს.
სასურველის რეალობად აღქმა აბსტრაქციაა, დაშორებული სინამდვილისგან. თანამედროვე დასავლეთი აბსტრაქციაზე, სიყალბეზე დაფუძნებული და ამავდროულად ბოროტ განზრახვაზე არ უნდა იყოს საქართველოს მცხოვრებთა აღმაფრენის საგანი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
19/09/2026
