27.07.2024

„მხოხავი, ვერ გაფრინდება“

პოლიტიკური მოზაიკა ჰქვია თქვენს სამსჯავროზე გამოტანილ ჩემი ტვინის ნაჭყლეტს, ანუ სტატიას — ერთის შეხედვით ერთმანეთისგან განსხვავებულს, თუმცა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფს.

პირველი, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში გამარჯვებული რუსული გუნდის ტრიუმფალური დახვედრაა — უფრო სწორად, ტრიუმფალური რუსეთის ნაკრების გულწრფელი დახვედრა.

პატივცემულო მკითხველო, თქვენ, რომ გონება არ დაძაბოთ იმის ძიებით, სპორტის რა სახეობაში მიაღწია რუსთა ნაკრებმა წარმატებას, უმალ გეტყვით — სპორტში კი არა, ქიმიაში, ანუ განათლებაში.

რუსეთის საშუალო სკოლის მოსწავლეებმა, ახალგაზრდა მსოფლიო ქიმიკოსთა ოლიმპიადაში, რომელიც ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში გაიმართა, პირველი ადგილი დაიკავეს — 5 ოქროს და 5 ვერცხლის მედლით.

მკითხავთ ალბათ — რა არის ამაში გასაკვირიო. გიპასუხებთ — არც არაფერი დილეტანტთათვის, მაგრამ ბევრი რამ განათლებულთათვის, მითუმეტეს, როდესაც მსგავსი ამაღლებული დახვედრა მოუწყვეს ფიზიკაში გამარჯვებულ რუს სკოლის მოსწავლეებს, მსოფლიო ოლიმპიადაში გამარჯვებულებს, ხოლო სამი კვირის წინ მსოფლიო მათემატიკის ჩემპიონატში გამარჯვებულ რუს სკოლის მოსწავლეებს.

ქვეყანას, რომელსაც სკოლის ასეთი მოწაფეები ჰყავს, აწმყო და საამური მომავალი გარანტირებული აქვს.

ორი წელია რუსეთი, უკრაინაში ეომება, როგორც უკრაინულ ნეოფაშიზმს, დასავლეთის მიერ აღორძინებულს, ისე ერთიან ლიბერალურ ევროატლანტიკურ სივრცეს, რომელიც საკუთარ ტყავს იძრობს უკრაინის დასახმარებლად — ფულით, სამხედრო იარაღით, დაქირავებული ვითომ მოხალისეებით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ს თავდაცვის მინისტრი (ჩვენებურად) ლოიდ ოსტინი უძღვებოდა — მოჭარბებული ანტირუსული რიტორიკით, მოწოდებით, ნატოელი პარტნიორების მიმართ — კარგად მოჩხრიკონ სამხედრო საწყობები, შემორჩენილი „პატრიოტების“, „ლეოპარდების“, რაკეტების, ტყვია-წამლის აღმოსაჩენად, რათა დახმარება გაუწიონ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას.

რუსეთი ომშია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძველებურად განაგრძობს იმ დაპირებების შესრულებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ომამდე — რუსეთის მოსახლეობის კეთილდღეობის განვითარება-განმტკიცებისთვის, სოციალური პრობლემების მოწესრიგებისთვის. არც ერთ დასახულ პროექტს ხელი არ შეშლია, უფრო მეტიც, უკრაინის ნეოფაშიზმისგან განთავისუფლებულ დონბასში ინტენსიურად მიმდინარეობს დანგრეული ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების აღმშენებლობა. სამაგალითოდ, მარტო მარიუპოლი რად ღირს?!

არ აღსრულდა ერთიანი დასავლეთის, ერთიანი შემოქმედება — ეკონომიკური სანქციებით — 20000-ზე მეტით, რუსეთის ეკონომიკის განადგურება, რუსეთის მოსახლეობის შიმშილის ზღვრამდე მიყვანა, დამშეულთა ბუნტი პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ, რუსეთის არმიის დასუსტება, კაპიტულაცია.

ეკონომიკური ბლოკადა, მომართული რუსეთის წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ მიიმართა, რაც მძიმედ აისახა არა მარტო დასავლურ ეკონომიკაზე, კერძოდ გერმანულ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაზე, არამედ გერმანელთა, ფრანგთა, სხვათა და სხვათა სოციალურ ვითარებაზე.

„ჭკვიანი“ დასავლეთი, უკრაინაში ომის წაქეზებით, ვერ მიხვდა, რომ „პატრიოტი“ უკრაინელები, ნაცვლად ნაადრევ ასაკში საიქიოს გამგზავრებისა, უდავოდ გაემგზავრებოდნენ ევროპაში, რაც აუწერელ თავისტკივილს გამოიწვევდა ე.წ. მასპინძელ ევროპელებში.

მილიონობით უკრაინელი გაიხიზნა გერმანიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, სხვა ევროპულ ქვეყნებში, რაც მძიმე ტვირთად დააწვა იქაურ მოსახლეობას.

მილიონობით უქნარა, გაყავისფრებული, უაზროდ ამაყი უკრაინელი, რომელიც კატეგორიულად ითხოვს მასპინძელ ევროპელისგან მათ რჩენას, ვინაიდან ისინი იცავენ ევროპელებს ბარბაროსი რუსეთის აგრესიისგან.

ასე არ ვყვიროდით ჩვენ — ევროპას ვიცავთ რუსეთისგანო! და როდესაც ერთმა საზრიანმა ევროპელმა (იქაც არიან იშვიათი ჭკვიანები ჯერ-ჯერობით) თქვა — ეს, როგორ, საქართველო, რომელსაც ევროპასთან საზღვარი არ აქვს, როგორ გვიცავს რუსული აგრესიისგანო?!

ვიყვირეთ, ვიყვირეთ და როდესაც ჩვენგან „დაცულთაგან“ თანაგრძნობას ვერ ვეღირსეთ, ყვირილი უკრაინას გადავულოცეთ.

დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 მილიონი უკრაინელი შეესია ევროპას — თავიანთი ოლიგარქებით, „მაიბახებში“, „როლს-როისებში“, „ლამბორგინებში“, სხვა ანტიკვარულ, ძვირ ავტომანქანებში გამოჯგიმულები, 14-15 წლის გოგონების, ბოზობით და მრავალი ნეგატიური თვისებებით, რომლებმაც ევროპელებში მათ მიმართ გულისრევა გამოიწვია.

რუსეთის პოლიტიკა უკრაინისა და ევროპის მიმართ მარტივია — ორივეს გამოფიტვა, როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. უკრაინა — სახელმწოფოებრიობის პარამეტრით ვეღარაფერს აკეთებს და საცაა სულს დალევს. მსგავსი ფინალიდან არც ევროპის ქვეყნებია შორს — ძველი, შემორჩენილი ქონით, ცდილობს თავის გატანას.

ევროპის ქვეყნების ლიდერთა და პოლიტიკოსთა პრიმიტივიზმმა, დაბალმა განათლებამ და აშშ-სადმი უკიდეგანო მლიქვნელობამ, თავის დახრამ, მიიყვანა თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა ეკონომიკურ სტაგნაციამდე.

ხელისუფალთა გაუგონარმა, ნორმალური ადამიანისთვის მიუღებელმა ანტირუსულმა გადაწყვეტილებებმა, განსაკუთრებით ენერგეტიკის საკითხში გააუარესა არა მარტო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, არამედ ეკონომიკური განვითარება.

თუ რას ნიშნავს უგაზობა, უშუქობა, ზამთარში გაყინულ ბინებში ცხოვრება, ქარხნებისა და ფაბრიკების დადუმება საწვავის უქონლობის გამო საქართველოს მოსახლეობამ საკუთარ თავზე იწვნია ნანატრი „ეროვნული“ ხელისუფლების დამხობის, თბილისის ომის და მას მოყოლებული გაუსაძლისი ცხოვრების შედეგად.

ჩემს თაობას კარგად ახსოვს გასული საუკუნის 50-იანი წლების ზამთარი — ნავთის რიგში დგომა, ბინების რკინის ღუმლით ან ნავთქურებით გათბობა. მაშინ საწვავად შეშა, ნავთი, ქვანახშირი გამოიყენებოდა, მოგვიანებით ისინი გაზმა ჩაანაცვლა, გაზით გამთბარმა რადიატორებმა ბინებში.

ისიც გვახსოვს, ონკანის გახსნისთანავე გავარვარებული ცხელი წყლის მძლავრი ნაკადი, როგორც მაღალი კლდიდან დაშვებული ჩანჩქერი. ისიც გვახსოვს, ზამთარში ფანჯრების გაღება, ბინაში დაგროვილი ცხელი ჰაერის გასაგრილებლად.

ყოველივე აღნიშნული, განსაკუთრებით ცხელი წყალი და ცხელი ბინები ისტორიას ჩაბარდა. მაშინ არვინ ფიქრობდა — საიდან მოდიოდა ან ერთი ან მეორე. ყველა ვთვლიდით, რომ ეს, ასე უნდა ყოფილიყო. და არა მარტო ჩვენ ვთვლიდით ასე, არამედ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების მოსახლეობაც, რომელთაც, საბჭოთა ლიდერის ბრეჟნევის განკარგულებით გაზსადენი გაუყვანეს — „დრუჟბას“ სახით.

იაფფასიანმა რუსულმა გაზმა არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის საწარმოები აამუშავა, არამედ დასავლეთ ევროპის, უპირველესად გერმანიის. რუსული იაფი გაზის წყალობით გერმანია, მე-2 მსოფლიო ომში დამარცხებული, მოწინავე ქვეყნად იქცა.

გერმანული მრეწველობის სასწაული რუსული იაფი გაზის შედეგია. აღარ არის რუსული გაზი და აღარ არის გერმანიის მძლავრი მრეწველობა. ბოლო მონაცემების მიხედვით, გერმანიის ავტომრეწველობა ტოვებს ქვეყანას და ამერიკა-ჩინეთში გადადის. ანალოგიური მდგომარეობაა მრეწველობის სხვა დარგებში. აღნიშნული ურთულესი ვითარება გერმანელებმა, ისე, როგორც დანარჩენმა ევროპელებმა, ამერიკელთა კარნახით და თავის ქნევით მიიღეს.

რუსს უარი უთხარით გაზზე და მის ნაცვლად ამერიკულ გაზს მოგაწვდითო — იყო ვაშინგტონის ბრძანება. ამერიკამ დაპირება შეასრულა, მაგრამ მისი გაზი 3-ჯერ ძვირია რუსულზე, რაც თავისთავად იწვევს პროდუქციის გაძვირებას. გაძვირებული გერმანული ნაწარმი ვერ პოულობს გასაღების ბაზარს. იხურება საწარმოები, იზრდება უმუშევრობა და მასთან ერთად უარესდება სოციალური მდგომარეობა.

რუსეთი კი განაგრძობს ეკონომიკურ აღმავლობას. რუსეთში არსებულ უცხოურ კომპანიებს, ადგილობრივი კომპანიები ანაცვლებენ. უცხოური კომპანიების ქვეყნიდან გასვლამ დიდი სტიმული მისცა რუსულ ბიზნესს, რომელიც აღმავლობას განიცდის. არა მარტო მრეწველობაა დამდგარი წარმატებების რელსებზე, არამედ თითქმის ყველა დარგი. შედეგი ნაწილობრივ ისაა, რითაც სტატია  დავიწყე  რუსი მოსწავლეების წარმატება სკოლის ასაკის ბავშვთა ტვინების შეჯიბრში.

ვუყურებ ამას და თავს ვუსვამ კითხვას — სად არიან ჩვენი სკოლის მოსწავლეები?

პარლამენტის წინ ჟივჟივებენ — არა რუსულ კანონს, ჩვენ ევროპა გვინდაო! ისინი იმას იმეორებენ, რასაც ოპოზიცია ჩასძახის. არც სკოლის მოსწავლეებმა და არც ოპოზიციამ არ იცის, როგორია რუსული კანონი. რომ იცოდნენ, წაკითხული უნდა ჰქონდეთ. მართალია, მოსწავლეები წაკითხვითაც, ვერაფერს გაიგებენ, მაგრამ სათქმელად მაინც ექნებათ — წავიკითხეთო.

ქართველი მოსწავლეები, რუსებთან შედარებით, მოწინავენი არიან, უფრო სწორად ზომაზე მეტად „პროდვინუტები“— როგორც რუსები ამბობენ, ვინაიდან იმას ეპოტინებიან, რაც მათი უმწიფარი ტვინის გამო ამ ასაკში მიუღწეველია — რევოლუციას!

დიდი განსხვავება არ არის მათსა და სტუდენტებს შორის. საქართველოს დეგრადირებულმა განათლების სისტემამ გამოიწვია მათი ტვინების დეგრადაცია. 30 განვლილი წელი სრულიად საკმარისი გამოდგა ქართველთა გადასაგვარებლად. ამერიკულმა, ევროპულმა არასამთავრობო ორგანიზაციების ქართულმა ფილიალებმა მოახერხეს ეს. ამასთანავე თბილისში არსებულმა ბრიტანულმა, ფრანგულმა, ამერიკულმა საშუალო სკოლებმა, სადაც მშობელი ათეულ-ათასობით დოლარს იხდის საკუთარი შვილის გადასაგვარებლად — დასავლურად მოსაქცევად.

საბავშვო ბაღებშიც კი მასწავლებლები ცეროდენა ბავშვებს მშობლიურ ენაზე ლაპარაკს უკრძალავენ — ინგლისურად ილაპარაკეთო — ბავშვს, რომელსაც მშობლიურ ენაზე არ აქვს ენა ადგმული.

ჩართეთ ნებისმიერი ქართული რადიო და მოისმენთ ძალიან მოკლე ახალი ამბვების ინფორმაცია, რასაც უმალ მოჰყვება ამერიკული სიმღერები, არა ქართული, ფრანგული, იტალიური, არამედ ამერიკული.

მედიას დავალება აქვს მიცემული, რაც შეიძლება ბევრი ამერიკული მუსიკა, ჰოლივუდის ფილმებზე ლაპარაკი, ამერიკელ მსახიობებზე, პროდიუსერებზე, ბიზნესმენებზე და …, იმათზე, ვინც უცბათ გამდიდრდა. დილას გაიღვიძა, ხელი გააქნია და გამდიდრდა.

ბავშვს ლამის ჩანასახში ჩასძახიან ამერიკულ-ევროპულ „სიკეთეებზე“, მტარვალ რუსეთზე — „აგრესორზე“ და „ოკუპანტზე“. შედეგი — პარლამენტის წინ ხმამაღალი ყროყინი, ნაცვლად სწავლისა. შედეგი?

დეგრადირებული ქვეყანა, რომელიც ტუალეტის ქაღალდსაც ვერ ამზადებს. ქვეყანა, რომელიც ევროპის ჩამოწერილი პროდუქტებით ცხოვრობს. ქვეყანა, რომლის „ბიზნესი“ ტყავს აძრობს საკუთარ ხალხს, ისე, როგორც ხელისუფლება. ბიზნესი, რომელსაც იტალიური პასკა შემოაქვს და 500 ლარად ყიდის.

ვერვინ დამარწმუნებს, რომ ჩვენს ქურდ ბიზნესს ამ პასკის შეძენა 400-500 ევრო უჯდება. დიდი-დიდი 50 ევრო, რომელსაც აქ ნულს უმატებენ და აქაურ ქურდ მოხელეებს ჯიბეში უძვრებიან.

ახია მათზეო — იტყვით, მაგრამ ისინი, შემდეგ ჩვენს ჯიბეებში რომ ძვრებიან?! მავანი იტყვის — გაყიდონ პასკა 500-სადო. კეთილი, საბაზრო ეკონომიკაა და ვისაც, როგორ უნდა ისე ყიდის, თავისიაო. კეთილი? მაგრამ ასეთ აღვირახსნილობას სიტყვა „საბაზრო“ არ უხდება. მას „განუკითხაობა“ შეეფერება, ეკონომიკური ქაოსი, ქურდობა. გარდა ამისა მსგავსი რამ ცუდი მაგალითია პასკის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, რომლებიც უმალ რეაგირებენ ფასების აწევით.

განუკითხაობა, რომ მარტო პასკას ეხებოდეს, ავიტანდით, მაგრამ სხვა კვების პროდუქტებსაც ეხება, მაგალითად ყველს, რომლის ფასი ისე იწვის, პირში ჩადებას გადაგაფიქრებინებს.

ნეტავ რა უჯდება ე.წ. მერძევე-მეყველეს, რომელმაც ერთ კილოგრამ თავის ნაწარმ ყველს 60 ლარი დაადო და „გუდვილში“ გამოჭიმა? ან ვისთვის დამზადდა „უძვირფასესი“ ყველი, ხელისუფალთათვის და მათი ნათესავი ბიზნესმენებისთვის, ძალოვანი სტრუქტურებისთვის?!

60-ლარიანი ყველის გვერდით მოკრძალებულად, ძალიან, ძალიან იაფად, ლამის მუქთად გამოიყურება 25-ლარიანი ქარხნის ყველი, 26-27-ლარიანი სულგუნი, 22-ლარიანი იმერული.

„აგროჰაბის“ სუპერმარკეტში თავს იწონებს 100-ლარიანი 4 ცალი სოსისი, ცელოფანში გახვეული; ბაზარში ორად-ორი ღერო ახალი ნიორი — 2 ლარი. მწვანილის, ბოსტნეულის, ხილის, კიტრის, პომიდვრის ქვეყანაში ამ პროდუქტებზე არსებული ფასები — მიუწვდომელი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის ერთ კითხვას ბადებს — სადამდის?

საბაზრო ეკონომიკააო — უცბათ მოგახლიან ხელისუფალნი. თანამედროვე ქართული ბიზნესური ფენომენი ისეთია, ქურდობა რომ ჰქვია. ქურდობის წამალი ერთია — კონტროლი ხელისუფლების. ხელისუფლება უნდა ჩაერიოს ენით აუწერელ ფასთა ქაოსში და თუ არა — უნდა გადადგეს.

გადადგეს, მაგრამ მერე რა? რა ბატონებო და ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში და ახლა ისინი ორი ყბით დაღეჭავენ ამ ქვეყანას, იმასაც, რაც წინამ ვერ მოასწრო.

რა გამოდის, უიმედობის წრეზე ვტრიალებთ?!

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა — ვტრიალებთ და ტრიალით გაბრუებულები, თავბრუდახვეულები უცხოეთში გავრბივართ თავის გადასარჩენად, ხანდაზმულები — საიქიოს, ჯანგამოცლილები, დამშეულები, დაბეჩავებულები.

ვისი ბრალია ჩვენი გაუბედურებაო — იკითხავთ. უპირველესად ჩვენი, 1989 წლის 9 აპრილის მოწყობით; შემდეგ ე.წ. ეროვნული ხელისუფლების, უვიცთა ჯოგის სახელისუფლებო ბალახზე მიშვებით; შემდეგ მისი დამხობით და სამოქალაქო ომის გაჩაღებით; შემდეგ აფხაზებთან და ოსებთან, რუსებთან დატაკებით; შემდეგ დასავლეთთან ჩახუტებით და მის დაკრულზე ისე აცეკვებით, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ქართული ცეკვის ანსამბლსაც, რომ შეშურდება.

ამერიკელთა და ევროპელთა დაკრულზე აცეკვებული საქართველო ჰქვია ქვეყანას, ჩვენი ისტორიკოსების ფალსიფიცირებული შემოქმედებით. ერთ დროს ამაყს, თუმცა თანამედროვეთა შემხედვარეს უდავოდ გაგვიჩნდება კითხვა — როდის ვიყავით ამაყნი — სპარსეთში რომ მივდიოდით, როგორც მუსლიმანები, თუ „ოქროს ორდოში“ ნარინისა და ულუს სახელით?!

იქნებ, დღეს ვართ ამაყნი, ამერიკული-ინგლისურის ჟღარუნით, ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსთა ფერხთქვეშ ფიანდაზად გაგებულნი?!

ხალხი, რომ ერთხმად აბღავლდება — ევროპელები ვართო, მისგან პატრიოტობას ველით?

ევროატლანტიკურმა სივრცემ ისე გადაგვაგვარა, ლამის ნებაყოფლობით შარვალჩახდილნი, პარტერში ჩავდგეთ — კლასიკური ჭიდაობის ილეთში.

ერი, რომელიც ვერ ხვდება თანამედროვე ევროპის ფასეულობები რას გულისხმობს, ვერ ჩაითვლება ღირსეულად, სუვერენულად, თავისუფლების მსურველად.

ერს, რომელსაც ისეთი ცხოვრება სურს, როგორიც გერმანიაში, საფრანგეთში, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, დამღუპველია მცირეცხოვანისთვის.

სტატსამართველოს უახლესი მონაცემებით, საქართველოში 3,6 მილიონი მოსახლეა. საბჭოთა სისტემა რომ მოვითავეთ — 5,5 მილიონი ვიყავით.

აღნიშნული 3 მილიონიდან, რამდენია ქართველი? მხედველობაში უნდა მივიღოთ თუ არა ქვეყნის ის ტერიტორიები, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები და სომხები? იმ რაიონებში შობადობა ყველაზე მაღალია საქართველოს დანარჩენ რეგიონებთან შედარებით!

ისეთი ცხოვრება გვინდაო, როგორც გერმანიაში, საფრანგეთში — ვყვირივართ. კეთილი, მაგრამ გერმანიამ რომ კანონი მიიღო სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით — ერთხელო წლის განმავლობაში, 14 წლის ასაკიდანო, წაადგება მცირერიცხოვან საქართველოს?

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, 35 წლის პედერასტი ატალი, სიამაყით რომ აცხადებს — გეი ვარო, გათხოვილი საგარეო საქმეთა მინისტრ სეჟურნეზეო, ცუდი მაგალით არ არის გონგადასული ქართველი გოგო-ბიჭებისთვის?!

ლგბტ-ობა, ტრანსვესტიტობა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება რომ ერთეული შემთხვევა იყოს და არა ფართოდ დაშვებული, კანონით წახალისებული, თავს მოიტყუებდა კაცი. მსგავსი სავალდებულო ცხოვრების წესის დამკვიდრება საქართველოში, რამდენად წაადგება დემოგრაფიულად განადგურებულ ქვეყანას?

ფიქრობს ამაზე ხელისუფლება, როდესაც გაჰყვირის ევროპა გვინდაო? ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილისგან რამდენჯერ მოვისმინეთ მტკნარი სიცრუე — ჩვენ, ჩვენს სახლში, ევროპაში ვბრუნდებითო.

პრემიერი, რომ საკუთარი სახლის ნაცვლად, სხვის სახლს მიიჩნევს სამუდამო ადგილსამყოფად  — პატრიოტობას, ერის სიყვარულს ვერ მოსთხოვ. ასეთი პრემიერის შემხედვარე ახალგაზრდა ევროპაში რომ გაიქცევა, გასაკვირია?

საქართველო მცირერიცხოვანი ქვეყანაა, სადაც მცირერიცხოვანი ქართველი ერი ცხოვრობს — დიდი გულის და სამწუხაროდ პატარა ტვინის მატარებელი. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, შებრუნებით რომ ყოფილიყო — დიდი ტვინი და პატარა გული, მაშინ ისეთები ვიქნებოდით, როგორიც უნგრელები — 10-მილიონიანი ერი, გაპედერასტებული ევროპით გარშემოტყმული.

სულ ახლახანს, უნგრეთმა და მისმა ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ კონსერვატორთა მრავალრიცხოვან საერთაშორისო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს დაასამარა ლიბერალური ფაშიზმი — ევროპაში არსებული და მოუწოდა ყველა ჭკვიანსა და სუვერენიტეტის მსურველს გაიზიაროს მისი მოწოდება და დაასრულოს ის ევროპა, რომელიც თავისი უკუღმართობით ეღობება კაცობრიობის, ნორმალურ კანონზომიერ განვითარებას.

ამ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძეც ესწრებოდა. საინტერესოა რა გამოიტანა მან ამ ღონისძიებიდან, შეძლებს თუ არა ის, რაღაცის გადმოტანას საქართველოში, რაღაცის გაზიარებას ორბანის საინტერესო მოხსენებიდან?

მოდით მივყვეთ მოვლენებს: კონსერვატორთა პოლიტიკური მოქმედების კონფერენციამ თავისი მოღვაწეობა 1974 წელს დაიწყო. კონფერენცია იზიდავდა ულტრამემარჯვენე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. ბუდაპეშტმა მესამედ უმასპინინძლა კონფერენციას. მისმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 2022 წელს უნგრეთი მოიხსენია „ევროპის ქრისტიანულ-კონსერვატიული ფასეულობების ბასტიონად“ და მოუწოდა ამერიკელ კონსერვატორებს „გაიმარჯვონ პროგრესიული ლიბერალური ძალების დომინირებაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.

ბუდაპეშტის ბოლო კონფერენციას უცხო ქვეყნის 500 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ნიდერლანდების მომავალი პრემიერ-მინისტრი ვილდერსი, ავსტრიის, პოლონეთის, სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრები, 7 მინისტრი, ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენები, ევროპის ქვეყნების კონსერვატიული პარტიების ლიდერები.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა ვიქტორ ორბანი. მოგაწვდით ამონარიდებს მისი მოხსენებიდან:

„მსოფლიო წესრიგი იცვლება, ჩვენ უნდა მივიყვანოთ ჩვენი საქმე ტრიუმფამდე. ლიბერალები გრძნობენ საფრთხეს. ამ ეპოქის შეცვლა, ნიშნავს მათ შეცვლას. დავუბრუნოთ ამერიკას სიდიადე, დავუბრუნოთ ევროპას სიდიადე, შევკაზმოთ ცხენები, შევისხათ აბჯარი, გავწიოთ ბრძოლის ველისკენ, დავიწყოთ წინასაარჩევნო ბრძოლა.“

„დადგა დასავლური ცივილიზაციის უსახელო პერიოდი, რომელიც წელს უნდა დასრულდეს — ლიბერალურ ჰეგემონიას უნდა დაესვას წერტილი. პროგრესიულ-ლიბერალურმა წესრიგმა კრახი განიცადა, ვინაიდან მსოფლიო მიიყვანა კოლაფსამდე, ქაოსამდე. ლიდერები, რომლებიც ლიბერალურმა სისტემამ მოიყვანა, გამოუსადეგარნი გამოდგნენ ლიდერობისთვის. მათ, შეცდომა, შეცდომაზე დაუშვეს. საბოლოო ჯამში გააგრძელეს გზა სიკვდილისკენ.“

„ამ, ძველი მსოფლიო სისტემის დამცველები ჯერ კიდევ სხედან ბრიუსელში, ვაშინგტონში. წელს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი განვდევნოთ იქიდან. დე ბოლოს და ბოლოს დადგეს დრო ნამდვილი სუვერენიტეტის. მოდით დავბრუნდეთ მშვიდობის, უსაფრთხოების გზაზე, რომელმაც დასავლეთი აქცია დიადად.“

„მთელი ევროპა დატბორილია ლიბერალური ოკეანით, რაღაც სასწაულით არის შემორჩენილი კონსერვატიული კუნძული, რომელიც წინააღმდეგობას უწვევს ლიბერალურ ჰეგემონიზმს; ისინი მზად არიან ყველაფრისთვის; ისინი ხელისუფლებაში არიან, ამიტომაც საშიში მოწინააღმდეგები არიან, ვისაც შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ.“

„ისინი სხვაგვარად ხსნიან სიტყვა „ნორმას“, რაც სრულიად საწინააღმდეგოა სიტყვის შინაარსისა; მათი გაგებით, ომი — მშვიდობაა, მიგრაცია — რესურსი. ამ გადაბრუნებულ ნორმალურობას სახელმწიფო ინსტიტუტები უჭერენ მხარს, ლიბერალური პრესა და აქტივისტები კუდში მიყვებიან მათ. …“

არანაკლები კრიტიკით ევროპისა გამოვიდნენ იქაური ყოფილი თუ ამჟამინდელი სახელმწიფო მოხელეები. ჩვენ კი ევროპაში ყოფნა გვინდა. რატომ?

იმიტომ, რომ არ ვიცით რა ხდება იქ. იმიტომ, რომ 30 წელია მუდმივ მიტინგებში ვართ. იმიტომ, რომ მონურ მორჩილებაში ვართ ბრიუსელ-ვაშინგტონთან. ერთი რუსული ანდაზა მახსენდება — „მხოხავი, ვერ გაფრინდება“. როგორ მიესადაგება ეს ანდაზა თანამედროვე საქართველოს?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

01/05/2024