პროპაგანდისტული ომი

თანამედროვე მსოფლიოში ტყუილი, ცრუ, ფალსიფიცირებული ინფორმაცია თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, რაც კომფორტული, დამშვიდებული ცხოვრების საფუძვლიან ცვლას იწვევს, შესაბამისი ნერვიულობით.

მაგალითები უამრავია, თუმცა მათ შორის გამორჩეული საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის საგონებელში ჩავარდნილი სახე, გამომეტყველება, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა — რას იტყვით ბეჭდვით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თქვენი მეუღლის, ბრიჯიტის ტრანსვესტიტობასთან დაკავშირებითო.

მაკრონი შეცბა, შეკითხვამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. ჩანდა, არ მოელოდა ასეთს, ქუჩაში, სპონტანურად შეკრებილ ხალხთან ხანმოკლე გასაუბრების დროს.

ცნობისთვის, ხალხთან სპონტანურ კონტაქტს ხშირად აქვს ადგილი, როდესაც პრეზიდენტის კორტეჟი, პრეზიდენტის სურვილით ჩერდება, ხალხთან დასალაპარაკებლად.

მაკრონმა უპასუხა შეკითხვას, რომ არასასიამოვნოა ადამიანის პირადი ცხოვრების ქექვა, საწოლში შევარდნა და ასე შემდეგ.

ვერ გეტყვით, რამდენად დააკმაყოფილა შემკითხველი პრეზიდენტის პასუხმა, ჩემის აზრით, არა! მაგრამ მიზანი შეკითხვისა ის კი არ იყო მართალი პასუხი მიეღო ადრესატისგან, არამედ ადრესატის, ამ შემთხვევაში საფრანგეთის პრეზიდენტის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, ხალხის წინაშე.

სწორედ ამის გათვალისწინებით, შეკითხვამ მიზანს მიაღწია. ჩემის აზრით, მაკრონს რომ ხუმრობით ეთქვა ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართეო, ყველაფერი რიგზე იქნებოდა.

პრემიერი ატალი და მინისტრი სეჟურნე, ორივენი მამაკაცებად დაბადებულნი, ცოლ-ქმარი არიან და არც მალავენ. პრემიერმა, 34 წლის ატალიმ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის დროს აქო და ადიდა საფრანგეთი, ფრანგი ხალხი, რომელმაც საშუალება მისცა „ცისფერს“ გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი.

პრესის მიხედვით, მაკონის მეუღლე ბრიჯიტი კაცად დაიბადა და რახან ქალობა უნდოდა, ტრანსვესტიტი გახდა. ბრიჯიტი მასწავლებელი იყო, მაკრონი მოწაფე. ისინი შეუღლდნენ, მიუხედავად ასაკში დიდი სხვაობისა. ამჟამად ბრიჯიტი 70 წლის არის, მაკრონი — 46-ს, მათ შვილი არ ჰყავთ.

თავისუფალი ცხოვრება, არატრადიციული, უკვე ტრადიციად არის ქცეული „დიდი ფასეულობების“ მატარებელ დასავლეთში, რაც მოჭარბებულად ხიბლავს ქართულ პოლიტიკას. მედიაც ისეთი გვაქვს პროდასავლურ-გაუკუღმართებული, თეთრზე, რომ შავს ამბობს და პირიქით. შედეგი სავალალო, მაგრამ ჯერაც ბოლომდე არ მისული. რომ იტყვიან  გვირაბის იქით სინათლე ჩანს, სახიფათო, თვალის მომჭრელ-დამაბრმავებელი, ისე, როგორც თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ღამით მოკაშკაშე სარეკლამო დაფა, მძღოლს რომ ხელს უშლის ავტომანქანის მართვაში.

ბოლომდე, როდესაც დავეშვებით, მაშინ მივხდებით, რომ სახიფათო გზა ავირჩიეთ, ფათერაკებით აღსავსე, მაგრამ მივხდებით?

ვეჭვობ, ის თინეიჯერი, მომავალში წვერ-ულვაშ დამშვენებული მიხვდეს რამეს. მან არ იცის მისი ქვეყნის წარსული, თუნდაც გუშინდელი, გუშინწინდელი. მან ის იცის, რასაც მედია ჩასძახის — ევროპა-ამერიკა, უკრაინა კარგია, რუსეთი — ცუდი.

პროპაგანდა, გესლიანი-ბოროტი, დასავლეთიდან ჩამოწოდებული და ჩვენს მიერ გულში ჩახუტებული აღწევს მიზანს. სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო. დიდი ფული ჭედს დიდ სიყალბეს. დიდი ფულით ხდება, ყალბი ვიდეომასალის დამზადება. დიდი ფულის გამღებნი „დოკუმენტურ“ ვიდეო და კინო-მასალას არსებობის ფართო ასპარეზს უქმნიან.

მაგალითი ამისა უკრაინის „დოკუმენტური“ ფილმის მიერ „ოსკარის“ მიღებაა. ფილმი უკრაინის ყოფილი ქალაქის მარიუპოლის ცხოვრებას ეხება, კერძოდ სამშობიარო სახლს და ამ სახლში მყოფ ორსულ დედებს, რუსეთის ჯარის მიერ მარიუპოლის დაბომბვას, საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების ნგრევას, მათ შორის სამშობიარო სახლის.

ქალაქ მარიუპოლის რუსეთის ხელში გადასვლისთანავე, სამშობიარო სახლის პაციენტებმა თვით აღიარეს, რომ უკრაინის ტელევიზიაში გასული ვიდეო-სიუჟეტები, გამწარებული ორსული ქალებით — სიყალბეა. და მერე რა?

დასავლეთმა გააგრძელა ცრუ სვლა და დოკუმენტური კინოფილმიც გამოაცხო — „მხეცი“ რუსი ჯარისკაცების საქციელით.

„ოსკარის“ ნომინანტის დასახელებამ, ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოების მქუხარე ოვაცია დაიმსახურა, თანაც ფეხზე მდგომის. დაჯილდოების ცერემონიალი მილიონობით ადამიანმა ნახა. და არა მარტო ნახა, არამედ გაიზიარა ბედკრულ უკრაინელთა მძიმე ხვედრი, რუსთა მიერ მათთვის წამლის რეცეპტივით გამოწერილი. მოდით და დააჯერეთ მსოფლიო რუსთა სიმართლეში. რამდენი ფესტივალის ჩატარება იქნება საჭირო მართალი სიტყვის ხალხამდე მისატანად?

სოჭში ჩატარებული მსოფლიოს ახალგაზრდობის ფესტივალი გადაწონის ყოველდღიური ცრუ ინფორმაციის მანქანას, რომელიც ტონობით გაუფასურებული დოლარის მსგავსად თავზე აყრის ფართო საზოგადოებას პროპაგანდისტულ ნახელავს?!

სულ ახლახანს, საქართველოს პოლიტიკამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ მიერ მოტყუებულმა საზოგადოებამ, მრავალდღიანი გლოვით აღნიშნეს რუსი ოპოზიციონერის ნავალნის სიკვდილი, ცხადია მკვლელის დასახელებით, ანუ რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის.

რუსეთის ტელეარხზე („როსია-24“-ზე) არის გადაცემა „ბესოგონი“, რომელიც მიჰყავს ცნობილ რეჟისორსა და მსახიობს, „ოსკარის“ პრემიის და სხვა საერთაშორისო პრემიების ლაურეატს ნიკიტა მიხალკოვს.

ბოლო გადაცემაში, რომელიც ნავალნის სიკვდილს მიეძღვნა, უფრო სწორად სიკვდილით გამოწვეულ მსოფლიო გნიასს, დეტალურად არის დაფიქსირებული გარდაცვალების დრო და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები.

გარდაცვალებიდან 15 წუთის შემდეგ, შვედეთის ხელისუფლებამ გააკეთა ანტირუსული, ანტიპუტინური განცხადება, პუტინის, როგორც დამნაშავე მკვლელის მოხსენიებით. შვედეთს მიჰყვნენ სკანდინავიის დანარჩენი ქვეყნები, ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ევროპის სხვა ქვეყნები, ევროკავშირის ლიდერები და ბოლოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტი.

განცხადებები კეთდებოდა თანმიმდევრობით, ყოველ 10-15 წუთში. ტექსტი ყველასი იყო იდენტური, თითქოს ერთმა ხელმა დაწერა. განსხვავებული იყო ბაიდენის და ისიც ნაწილობრივ, ვინაიდან მან დრო იხელთა და ისევ მოუწოდა კონგრესს, უკრაინისთვის დახმარების გასაწევად (61 მილიარდის), წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ევრო-ატლანტიკური სივრცე მკვლელი პუტინის საფრთხის წინაშე დადგება.

ვინ მოკლა ნავალნი?

ნავალნი მოკლა ტრომბმა.

რატომ იყო ნავალნი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში?

მარტივი მიზეზის გამო — სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ ძალადობრივი აქციის მოწყობისთვის.

ნავალნი დააკავეს და გაათავისუფლეს ქალაქიდან, ანუ მოსკოვიდან გაუსვლელობის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ. ნავალნიმ, ხელმოწერა დაძალების გარეშე გააკეთა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანდნენ. ნავალნიმ თავისუფლება არჩია, გამოძიებისა და სასამართლო განაჩენის გამოტანამდე.

 შეეძლოთ თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოებს მისი წინასწარი გამოძიების საკანში გადაყვანა?

შეეძლოთ, მაგრამ ენდნენ ნავალნის სიტყვას, ხელმოწერას და გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა ნავალნიმ გააგრძელა მისთვის ჩვეული ცხოვრება და ერთ მშვენიერ დღეს, ციმბირის ქალაქებისკენ გასწია ამალითურთ, რითაც დაარღვია ქალაქიდან გაუსვლელობის შეთანხმება.

ციმბირის ქალაქებში საქმიანი შეხვედრებისა და მოჭარბებული სმის შედეგად, მოსკოვისკენ მიმავალი ნავალნი ცუდათ გახდა და თვითმფრინავი იძულებული იყო ქ.ომსკში დამჯდარიყო, ნავალნისთვის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. ის გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოსკოვიდან სასწრაფოდ აფრინეს ექიმთა ჯგუფი.

ნავალნის ავადმყოფობა უმალ გახდა კოლექტიური დასავლეთის სწრაფი რეაგირების საბაბი, კერძოდ გერმანიის მაშინდელი კანცლერის მერკელის, რომელმაც სპეცთვითმფრინავი და ექიმები მიავლინა ქ.ომსკში — ნავალნის გერმანიაში გადასაყვანად.

რუსეთის ხელისუფლებას არავითარი ბარიერი არ შეუქმნია ნავალნის ტრანსპორტირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მას არათუ უცხოეთში გამგზავრების, არამედ მოსკოვიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა თვალი დახუჭეს და ნავალნი გერმანიის კლინიკაში აღმოჩნდა, შემდეგ ერთ-ერთ დახურულ ობიექტზე, სადაც დასავლელ კინემატოგრაფისტებთან ერთად მუშაობდა ვიდეოფილმ „ნავალნი“ — ცხადია, ანტირუსულ, ანტიპუტინურ ფილმზე.

მოდით დავსვათ კითხვა — რატომ დახუჭა თვალი რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის გადაყვანაზე?

ჩემის აზრით, ეს იყო გამიზნული, შეგნებული თვალის დახუჭვა, იმისთვის, რომ ნავალნი იქ დარჩენილიყო, არ დაბრუნებულიყო. ნავალნი იქნებოდა ისეთ ამპლუაში, როგორშიც არიან რუსეთის ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსები, ამჯერად იქ მყოფნი: ხოდორკოვსკი, კასპაროვი, აკუნინი, …

უნდოდა თუ არა ნავალნის იქ დარჩენა?

უნდოდა, რბილად ნათქვამია. არათუ უნდოდა, ყელგამოწვდილი ეხვეწებოდა — დამტოვეთო, მაგრამ არ დატოვეს. ნავალნის ჭკუის დამრიგებლებს და დამფინანსებლებს ნავალნის უკან დაბრუნება გადაწყვეტილი ჰქონდათ —  რუსეთში რევოლუციის, ბუნტის ორგანიზებისთვის.

ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა ნავალნის მეუღლემ. დასავლეთმა იცოდა, რომ ნავალნის საზღვარზევე დააპატიმრებდნენ. ნავალნის მეუღლემ იცოდა, რომ ასე მოხდებოდა. მაშ, რატომ ჰქმნიან ისინი აჟიოტაჟს?

ახსნა ძალიან მარტივია — ისინი ქმნიან აჟიოტაჟს, აჟიოტაჟისთვის, PR-ისთვის, რუსეთის გაშავებისთვის.

სწორედ ამ მიზნისთვის ნავალნის მეუღლე ჩაიყვანეს ევროპის ერთი ქვეყნიდან, მიუნხენში, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისთვის. და წარდგა ნავალნის მეუღლე დამსწრე საზოგადოების წინაშე სამგლოვიარო სიტყვით — ნავალნის გარდაცვალებიდან 3 საათის შემდეგ — ერთობ დამაკიაჟებული, სახე საგულდაგულოდ შეღებილი, ელიტარული წვეეულების შესაფერისი, შორს, ძალიან შორს მგლოვიარე ადამიანისთვის, რომელსაც, როგორც თვითონ თქვა, 3 საათის წინ მოუკლეს „საყვარელი“ მეუღლე.

ნავალნაიას არაფერი ეტყობოდა გლოვისა, რაც არა მარტო მისი უსუსურობა იყო — ეთამაშა, შეესრულებინა მგლოვიარის როლი, არამედ იმათიც, ვინც ნავალნაია ჩაიყვანა მიუნხენში.

ნავალნაიამ, შურისძიებით აღსავსე დაწერილი ტექსტი წაიკითხა. დაახლოებით იგივე გაიმეორა სპეცსტუდიაში, რომელიც უცბათ გადაიცა დასავლური ტელეკომპანიების მიერ. ვერ გეტყვით, შეექმნათ თუ არა ტელემაყურებლებს ვერაგულად მოკლული ქმრის დამწუხრებული ქვრივის სახე ნავალნაიას სატელევიზიო გამოსვლით, მაგრამ პირადად ჩემზე მან სავალალო, დადგმული სპექტაკლის შთაბეჭდილება დატოვა, როგორც ქართველები ვამბობთ — შავით, თეთრზე ნაკერის.

ნავალნის უკან, რუსეთში ძალით დაბრუნებამ პარალელი გამავლებინა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან, რომელიც თავიდან ბოლომდე ბავშვთა სათავგადასავლო მოთხრობას უფრო ჰგავდა, ვიდრე სერიოზული ჩანაფიქრის განხორციელებას.

ორივე შემთხვევაში დაბრუნება, გამოგდებას უფრო ჰგავდა, ვიდრე სამომავლო, გრანდიოზული პროექტის შესრულების დასაწყისს. აშშ-ს სპეცსამსახურები, და ასეთთა რაოდენობა 17-ა, არც ისეთი დეგრადირებულები არიან, რომ ასეთი პრიმიტიული საბაბით — რევოლუციის, ბუნტის მოწყობა, შემოეგდოთ ისინი „სამშობლოში“ — ერთი, რუსეთში, მეორე, საქართველოში.

ჭკუა-გონების დიდი ჭყლეტა არ ჭირდება იმის გამოცნობას, რომ ორივე მოიშორეს თავიდან — გემოგამოცლილი, საღეჭი რეზინივით, გადააფურთხეს.

ასე რომ, ნავალნი-სააკაშვილის გზაზე დამდგარნო — ღალატის, გამყიდველობის, თქვენც მათი მსგავსი ბედი გელით.

მიუნხენი ვახსენე, წლევანდელი, ანტირუსული, პროპაგანდისტული, ცრუ, ფალსიფიცირებული. და რახან ვახსენე, გავიხსენებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის გამოსვლას, უფრო სწორად მისი გამოსვლის უმთავრეს მიზანს. ეს, არ იყო მშვიდობის განმტკიცების სურვილით აღტყინებული ამერიკელი მაღალჩინოსნის სიბრძნის გამომზეურება — ასერიგად რომ ელის ამერიკაზე შეყვარებული მსოფლიო საზოგადოების ნაწილი, მათ შორის ჩვენიც.

კამალა ჰარისმა მორიგი, უხერხული, უსუსური, უვიცი ნაბიჯით, ცხადია პოლიტიკურით, დაადასტურა მისი კოლეგა პოლიტიკოსების დახასიათება, გაკეთებული სისტემატურად, ჰარისის მიმართ — ესოდენ ცუდი ვიცე პრეზიდენტი არ ჰყოლია აშშ-ს.

ამერიკელებისთვის გაუგებარია ჰარისის ვითომ ღრმა ფილოსოფიური განცხადებები, ხშირად ასევე გაუგებარი ხითხითით „გალამაზებული“. არადა, ავადმყოფი ბაიდენი ამ ქალბატონმა შეიძლება ჩაანაცვლოს. მოსალოდნელი რეალობის წინაშე მდგომი ამერიკელი, კამალა ჰარისის შემხედვარე, დიდხან სიცოცხლეს უსურვებს ღრუბლებში მფრინავ, დემენციით შეპყრობილ ბაიდენს.

მიუნხენის გამოსვლა ჰარისისა შორს იყო ფილოსოფიური მოსაზრებებისგან, ვინაიდან მიუნხენის კათედრა სხვას ითხოვდა — მიწიერს, ანტირუსულს, პროპაგანდისტულს და მანაც არ დააყოვნა. ჰარისის მიერ გადმოფრქვეული მარგალიტები, ანჩხლი დედაკაცების მეტყველების შესაფერისი, იმ ჭორიკნობას ჰგავდა, უკრაინული ჭორბიურო რომ სისტემატურად იყენებს რუსეთის და რუსთა დასახასიათებლად.

ჰარისის ნათქვამში სიახლე, თუნდაც ლანძღვა-გინების თვალსაზრისით, ვერ დავინახე — ტრაფარეტული ლანძღვა იყო რუსეთისა, მაგრამ დამამახსოვრდა ერთი, რუსი ჯარისკაცის სიმხეცე — 4 წლის ბავშვის გაუპატიურებით, მოკვლით. დამამახსოვრდა მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვა რუსთა ავიაციის მიერ და ა.შ.

მაინც რა გადაქანებული უნდა იყოს ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც თავს აკადრებს „მამალი“ ტყუილების გასაჯაროებას, თანაც მიუნხენის კონფერენციაზე. აი, ასეთი ტყუილების გამო ხომ არ გახუნდა ერთ დროს რესპექტაბელური კონფერენცია?!

ჰარისის ტყუილი იყო წყლის წვეთებივით მსგავსი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებისა, რომ დონბასში ჩატარებული რეფერენდუმი, რუსი ჯარისკაცების მოღერებული ავტომატების ქვეშ ჩატარდა; რომ რუსი ჯარისკაცები ადგილობრივ ქალებს ჯერ აუპატიურებდნენ, შემდეგ აიძულებდნენ ბიულეტენების ყუთში ჩაყრას.

საინტერესო პროცედურაა საარჩევნო უბნებში გახურებული სექსით და ხმის მიცემით.

ამის მომსმენს, უმალ გამიჩნდა სურვილი შევკითვოდი ბერბოკს — დეტალურად აეხსნა, ცხადია ნატურალური სცენების დემონსტრირებით, ეს სცენა. გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გაუჭირდება ახსნა. არადა, რა შესანიშნავი სიუჟეტია ჰოლივუდისთვის?!

სიცრუის დემონსტრირება, ტირაჟირება წამლავს საზოგადოებას და ნეგატიურად, აგრესიულად განაწყობს ფალსიფიკაციის ადრესატის, ანუ რუსეთის მიმართ.

სულ ახლახანს „დეზერტირების“ ბაზარში წავაწყდი პროპაგანდის მსხვერპლის არაადამიანურ ქცევას, რომელსაც მყიდველის სიცოცხლე შეიძლება ემსხვერპლა. ხორცის გამყიდველი მყიდველს ეუბნებოდა, თუ როგორ დააქცია ივანიშვილმა საქართველო, იმიტომ, რომ ივანიშვილი რუსია, რის შესახებ მეხორცის ნათესავს უთქვამს მისთვის. ივანიშვილის ბაბუის ბაბუა რუსეთიდან საქართველოში გადმოსახლებულა და ადგილობრივებს, ანუ ქართველებს მისთვის „ივანა“ შეურქმევიათ.

ასე გაჩნდა საქართველოში ივანიშვილის გვარიო.

მყიდველმა ჰკითხა, რა შუაშია ივანიშვილის გვარი მის საშინელ ქცევასთანო, რაზეც გამყიდველმა უპასუხა — რუსები სადისტები არიან, ჩემი თვალით ვნახე რუსმა ჯარისკაცმა, ტყვიით როგორ გაუხვრიტა შუბლი უკრაინელ ჯარისკაცს და შემდეგ თავი მოსჭრაო. სად ნახეო — ჰკითხა მყიდველმა. სად და ტელევიზორშიო. ტყუილია ის, რაც შენ ნახეო — თქვა მყიდველმა. როგორ თუ ტყუილია, ჩემი თვალით ვნახეო. ჰოდა, შენ რომ ნახე, ის არის ტყუილიო — მიუგო მყიდველმა. შენ რას მაკადრებ, მე ტყუილებს ვამბობო? და დანა, რომლითაც ხორცს ჭრიდა, ისე, ავის მომასწავებლად შეათამაშა ხელში, კარგი არაფერი ელოდა ამ „დიალოდის“ ფინალს.

გახელებულმა გამყიდველმა საბედნიეროდ, მყიდველის დანით დაჭრისგან უცბათ სხვაზე გადაიტანა ყურადღება და ბრძანა — თავიდან მომწყდი. ეს, ხორცი ჩემია და არ მოგყიდიო. აყალმაყალზე შეკრებილმა სხვა გამყიდველებმა დააშოშმინეს „მოდიალოგენი“ და გაწბილებული მყიდველიც გაეცალა იქაურობას.

მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ხორცის გამყიდველის აქოჩრილობამ, უვიცობამ, მაგრამ გამყიდველის უვიცობა რა მოსატანია ე.წ. ინტელექტუალთა უვიცობასთან? რამდენი ასეთი „ინტელექტუალი“ უმღვრევს ტვინს მსმენელს, მაყურებელს ტელევიზიით, რადიოთი გამოსვლის დროს; რამდენი ანტირუსული სტატია იბეჭდება ქართულ ჭორიკნულ ჟურნალ-გაზეთებში?!

ე.წ. პოლიტოლოგები, ექსპერტები, ნაცვლად სწორი ინფორმაციის მოწოდებისა, მაქსიმალურად ცდილობენ გამრუდებული, ყალბი ინფორმაციით ჭურში მოქცეული საზოგადოების ტვინის ისე გადაბრუნებას, როგორც ამას ჰქონდა ადგილი უკრაინაში.

დღეს, რომ ექსპერტი იტყვის — უკრაინის ჯარი ომს იგებსო, ეს არა მარტო მისი ბრალია, არამედ იმათიც, ვინც ასეთს არ შეეპასუხება; ვინც ასეთს აღარ მიიწვევს სტუდიაში.

საქართველოს მოსახლეობას აუკრძალეს რუსული ტელეგადაცემების ნახვის საშუალება. რუსული, უკრაინულით ჩანაცვლდა — სიცრუით, ტყუილით. მაინც რა ფანტაზიის უნარი ჰქონიათ გადაგვარებულ რუსებს, რომელსაც უკრაინელს უწოდებენ?

მილიონობით დოლარს ხარჯავს აშშ-ი უკრაინელის ანტირუსულად გადასაქცევად. შედეგიც სახეზეა — ხმალამოღებული უკრაინელი, რუსის წინააღმდეგ შემართული და მერე რა?

უკრაინელის განადგურება. 52 მილიონიდან, 19 მილიონამდე დაყვანა, მაგრამ ანაღვლებს უკრაინელთა ხელოვნური შემცირება ვინმეს იმ დასავლეთში?

არც არავის?! როდესაც უკრაინის ხელისუფლებას, პოლიტიკას, საზოგადოებას არ ანაღვლებს, ანგლოსაქსები რატომ უნდა ნაღვლობდნენ?!

უკრაინელთა მაგალითი გასათვალისწინებელია, ვინაიდან „კეთილი“ ანგლოსაქსები იგივეს გვიპირებდნენ 2008 წლის ცხინვალის ომით. არ გამოუვიდათ, მაგრამ ჩვენი გადაგვარება ხომ გამოუვიდათ?!

თანამედროვე საქართველოში სანთლით არის საძებნი ადამიანი, ვინც რაღაც დადებითს იტყვის რუსეთის და რუსთა მიმართ. ცრუ პროპაგანდამ დააბრმავა მეხორცეც და ვითომ ინტელექტუალიც, ახალგაზრდაც და საშუალო, მაღალი ასაკის ადამიანები, სოფლად თუ ქალაქად მცხოვრებნი.

სოფლად მცხოვრებთ რუსის „სიყვარული“ მაშინ უჩნდებათ, როდესაც მოწეული ხილი ან ბოსტნეული აქვს გასაყიდი.

ახალგაზრდებზე ლაპარაკიც ზედმეტია. საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები ისეთ პროპაგანდისტულ ღრუბლებში არიან გახვეულნი, რომ მზად არიან რუსთან იომონ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მაშინაც კი, როდესაც ის ამას არ ლამობს.

საქართველოს უყვარს უკრაინა, მაგრამ არ იცის რატომ? რომ იცოდეს, ფაშისტური, გადაგვარებული უკრაინისკენ არ გაიხედავს.

საქართველოს ხელისუფლებასაც უყვარს უკრაინა, ვინაიდან ასეთი დავალება აქვს მოცემული სტრატეგიული პარტნიორისგან. თუმცა ამ ბოლო დროს უკმაყოფილებას გამოთქვამს უკრაინელი „პოლიტიკოსების“ ნეგატიური განცხადებების გამო საქართველოს ხელისუფალთა მისამართით გამოთქმულზე.

პრემიერ-მინისტრმა, კობახიძემ არ მოიწონა უკრაინის რადას წევრის, არახამიას ნათქვამი. კრიტიკული სიტყვა შეაგება.

გვიან ხომ არ არის ხელისუფლებავ?

საქართველოში, უკრაინის ელჩი გაიწვიეს და თვალი დახუჭეთ — დიპლომატიაში ერთობ საგანგაშო გადაწყვეტილებაზე, შემდეგ უკრაინაში, საქართველოს ელჩს უკანალზე პანღური უთავაზეს და გამოაძუნძულეს. და ამაზეც თვალი დახუჭეთ. უკრაინის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და სხვათა გინებაზეც წაიყრუეთ და ახლა არახამიას განცხადებამ, არაკორექტულმა, რატომ დაგზაფრათ?!

უკრაინელთა თავხედობაზე არაერთხელ დავწერე ჩემს სტატიებში. ელჩის გაწვევაზეც, გითხარით, რომ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიუღებელია ასეთი საქციელი და თუ ვინმე კადრულობს ამას, შეურაცხყოფილი მხარე უეჭველად გასცემს პასუხს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეურაცხყოფილის სუვერენულობა დიდი კითხვის ქვეშ აღმოჩნდება!

უკრაინამ ჩათვალა, რომ საქართველო პოლიტიკური უკბილოა და არახამიას პირით მორიგი შეურაცხყოფა მოგაყენათ.

მაგრამ შეურაცხყოფის მისამართი მარტო თქვენ რომ იყოთ, ავიტანდით. შეურაცხყოფის მისამართი საქართველოა! და ეს უნდა გაიგოთ! არ მოგიწოდებთ ქვების სროლისკენ, მაგრამ მოგიწოდებთ კატეგორიული გადაწყვეტილებისკენ — ქალაქებში უკრაინული დროშების ფრიალისთვის წერტილის დასმისკენ; უკრაინული ტელეარხების აღკვეთისკენ; მედიაში რუსეთის მოჭარბებული გინებისთვის წერტილის დასმისკენ.

თქვენს საპარლამენტო უმრავლესობაში ისეთი იდიოტური განცხადებების გაკეთების აღკვეთისკენ, როგორიცაა — რუსეთთან არ მოვილაპარაკებთ, ვიდრე უარს არ იტყვის აფხაზეისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე და ა.შ.

შეიგნეთ, რუსეთს თქვენთვის ტერიტორიები არ წარუთმევია, სააკაშვილმა წაართვა საქართველოს ტერიტორიები თავისი ავანტიურისტული გამოხდომებით, რასაც მოჰყვა რუსეთის რეაქცია. არ დაეწყო ომი ცხინვალში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სააკაშვილს, ამერიკელთა წაქეზებით და აფხაზეთ—სამხრეთ ოსეთი დღესაც საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა.

არ ამოეშალა მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებიდან სააკაშვილს ის პუნქტი, რომლის მიხედვით, თბილისს მოლაპარაკება უნდა დაეწყო სოხუმ—ცხინვალთან საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრად და ორი ავტონომიური ფორმირება ჯერაც საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა.

აღარაფერს ვამბობ საქართველო—სამხრეთ ოსეთს შორის ჩამდგარი რუსი სამშვოდობოების დახოცვაზე.

ასეთ მზაკვრულ ნაბიჯს არვინ გვაპატიებდა, მითუმეტეს დიდი რუსეთი, ბირთვული იარაღის პატრონი, გაეროს  უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. სხვა ისტორიულ მაგალითებს არ მოვიყვან, ვინაიდან საქართველოს „სიმართლე“ გაფერმკრთალდება.

ჩვენ გვიყვარს თავის მართლება და სხვისი დადანაშაულება, რაც გასაკვირი არ არის თუნდაც უკრაინის მაგალითის შემხედვარისთვის. აღარაფერს ვამბობ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, სოროსელი ფაშინიანის პოლიტიკაზე, რომელიც მთიანი ყარაბაღის დაკარგვას რუსეთს აბრალებს. არადა, თვით მან ოფიციალურად, საჯაროდ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კუთვნილებაა.

ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს პოლიტიკური დინება, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ. ჟურნალისტ კისელიოვთან ინტერვიუს დროს რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვამპირების ზეიმი სრულდება. მან იგულისხმა ცივილიზებული ევროპის 500-წლიანი ზეიმი მთელს მსოფლიოზე, რომელშიც მე-20 საუკუნიდან აქტიურად ჩაერთო აშშ-ი.

იცვლება მსოფლიო და იცვლება არა ევროპა—ამერიკის სასარგებლოდ, არამედ პირიქით. მხოლოდ ბრმამ შეიძლება ვერ დაინახოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში უკრაინის ტერიტორიაზე, დასავლეთი მარცხდება. სხვას ვერაფერს ვიტყვი 50 ქვეყანაზე, რომელსაც უკრაინისთვის მისაწოდებელი ტყვია-წამალი გამოელია, რუსეთს კი პირიქით.

სხვას ვერაფერს ვიტყვი 50 ქვეყანაზე, რომელმაც ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა რუსეთს, ლამის 20000 სანქციის დაწესებით და თვით აღმოჩნდა ბლოკადაში. სანქცირებული რუსეთის ეკონომიკა წარმატებას აღწევს — 3,6% ზრდით, მათ კი 0%-იანი „მატება“ აქცთ.

რუსეთი ის ქვეყანაა, ტრადიციებს რომ იცავს, ოჯახის არსებობას ქალისა და მამაკაცის მტკიცე ურთიერთობაზე ამყარებს და არა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე.

რუსეთი პატრიოტული სულისკვეთების მატარებელია, გულიდან წამოსულის და არა წელსქვევითა ორგანოებიდან.

რუსეთი მდიდარი ქვეყანაა, არა მარტო წიაღისეულით, ტერიტორიით — 17 მილიონ კვ. კილომეტრს რომ ითვლის, არამედ საინტერესო ისტორიით, კულტურით, ხელოვნებით, მეცნიერული მიღწევებით არა მარტო წარსულ ისტორიაში, თანამედროვეობაში.

რუსეთი იმ უმრავლესობის ერთ-ერთი დამფუძნებელია, სადაც იმყოფებიან მსოფლიოს გიგანტები — ჩინეთი, ინდოეთი, სხვები. ამ ორგანიზაციას „ბრიკსი“ ჰქვია, რომელმაც ყველა პარამეტრებით (ეკონომიკური მაქვს მხედველობაში) უკვე გაუსწრო „დიდ შვიდეულს“, რომ აღარაფერი ვთქვა ადამიანურ რესურსებზე.

რუსეთი მომავალია. ევროატლანტიკური სივრცე წარმავალი. ეს სივრცე არ გაქრება, იარსებებს, მაგრამ ნაკლები გავლენით ან საერთოდ არავითარით.

ბრმაა ის პოლიტიკოსი, რომელიც ამას ვერ ხედავს და თავისი სიბრმავით ხალხსაც აბრმავებს.

 სიბრმავე, სიყრუესთან ერთად ცუდი აწმყოს, მითუმეტეს მომავლის მომასწავებელია. თვალის გახელვა, ყურის გამოწმენდაა საჭირო, რეალობის დასანახავად და არა ჭურში ჯდომა, ზემოდან ჩამძახებელთა ხუშტურების მოსმენა.

30 წელია ვისმენთ დასავლურ ლაყბობას, დამშეულნი და ლამის პატივაყრილნი. არ დავიღალეთ?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

16/03/2024