პროვოკაციული განცხადება

27 თებერვალს, პარიზში გაიმართა კონფერენცია, რომელსაც თავმჯდომარეობდა საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ევროპის ქვეყნების მეთაურები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები. კონფერენცია საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის ინიციატივით გაიმართა და მან განიხილა უკრაინის დახმარების საკითხი, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობიდან გამომდინარე.

2 წელი გავიდა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან. ავტორი და შემსრულებელი აღნიშნული ოპერაციისა არის რუსეთის ხელისუფლება, კერძოდ მისი პრეზიდენტი პუტინი. 2 წელი არც ისეთი დიდი დროა ვიდეოკადრების დასავიწყებლად, რომელიც რუსეთის სამთავრობო ტელეარხებმა შესთავაზეს საკუთარ და უცხოელ მაყურებელს.

გვახსოვს კრემლში გამართული საგანგებო შეკრება პრეზიდენტ პუტინის თავმჯდომარეობით, საგარეო და თავდაცვის მინისტრების მოკლე, კონკრეტული მოხსენებები დონბასში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება, ვითარების განმუხტვისთვის სპეცოპერაციის აუცილებლობის თაობაზე. შემდეგ შეკითხვები დამსწრე მაღალჩინოსნებისთვის სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით და მათი მხრიდან თანხმობა, რამაც გზა გაუხსნა სამხედრო კონფლიქტს, რომელიც დღესაც გრძელდება.

 2 წლის წინ ვერც რუსეთში, ვერც დსთ-ს სივრცეში, მითუმეტეს დასავლეთში ვერვინ იფიქრებდა 2  ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ურთიერთობის ისეთ დონეზე გამწვავებას, რომელსაც კონფლიქტის გამოწვევა შეიძლება მოჰყოლოდა.

ვერ იფირებდა მარტივი მიზეზის გამო — ინფორმაციის არ ქონის. განვლილმა 2 წელმა და პოლიტიკურ-სამხედრო პერიპეტიებმა, ბრძოლამ, დიპლომატიურმა, ვერბალურმა და პირდაპირი მნიშვნელობით ომმა, ნათლად დაგვანახეს სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების გამომწვევი მიზეზები — 2022 წლის 24 თებერვლისთვის ნაკლებად დამაჯერებელი ფართო საზოგადოებისთვის და არა მარტო, პოლიტიკაში გარკვეულთათვის.

უმრავლესობას უცბათ ჩამოუყალიბდა მოსაზრება, რომ რუსეთი, თავისი აგრესიული ბუნებიდან და მეზობელი ქვეყნების დამონების სურვილიდან გამომდინარე, დგამს ნაბიჯს აგრესიულს, მიუღებელს ცივილიზებული ქვეყნისთვის.

ოთარ იოსელიანი, ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლებამიღებული, რუსული აზროვნების მცოდნე, ცხადია, პროფესიიდან გამომდინარე, სავალალო დასკვნას ასაჯაროებს — სავალალოს, ვინაიდან მან არ იცის (არ იცოდა) რასთან გვაქვს საქმე — რუსეთის ახირებულ გადაწყვეტილებასთან, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან თუ რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემასთან.

აი, რა თქვა მან: „რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა. უკრაინასთან ომი ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო. ვფიქრობ, ვიდრე გაასამართლებდნენ (და ეს აუცილებლად მოხდება), პუტინის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა ფსიქიატრებმა უნდა დადონ. ჩვენი ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა! ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი“.

ქართველებს გვიყვარს ბრიყვული ანდაზით თავის მართლება, აი, ასეთით: „არცოდნა, არცოდვააო“. ბატონი ოთარი აღარ არის, ამდენად ვირტუალურ ოთარს და მის მსგავსებს მივმართავ — ამ შემთხვევაში არცოდნა, არცოდვა ნამდვილად არ არის, პირიქით დიდი ცოდვაა, მითუმეტეს ისეთი ადამიანისგან, როგორიც ოთარ იოსელიანი იყო — ბევრისთვის სამაგალითო პიროვნება, რომლის აზრს მავანნი ითვალისწინებდნენ.

ასეთმა სახელოვანმა, პირზე მომდგარი მოსაზრებები, მითუმეტეს გადაუმოწმებელი, პირიდან არ უნდა ამოუშვას, გულში ჩაიკლას და მხოლოდ საკითხის შესწავლის შემდეგ გააკეთოს საკუთარი დასკვნა — სხვა ქვეყანასთან, მის პრეზიდენტთან დაკავშირებით.

აქვე დავძენ შემდეგს, რაღაც არ  მახსოვს ბატონი ოთარის კრიტიკული რეაქცია სააკაშვილისა და საქართველოს მიმართ გამოთქმული, 2008 წლის ცხინვალის აგრესიის დროს — საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წამოწყებულის.

სააკაშვილი ფსიქიკურად გაწონასწორებული იყო და არის?

ამ „ლირიული“ გადახვევიდან ვუბრუნდები მთავარ თემას — სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება რომ ჰქვია. მსურს მკითხველს შევახსენო, რა უძღვოდა წინ პუტინის გადაწყვეტილებას.

პოლიტიკაში მეტნაკლებად გარკვეულთ კარგად ემახსოვრებათ 2021 წლის დეკემბრის მეორე ნახევარი, როდესაც პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტს წარუდგინა ნუსხა რიგი საკითხებისა, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებაში იწვევს გაღიზიანებას და ხელს უშლის პოზიტიურ განწყობას აშშ-ს ადმინისტრაციის მიმართ. იმასაც შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წინადადებები, გაჟღერებული მედიაში, იყო პასუხი იმ ვიდეო მოლაპარაკებისა, რომელიც გაიმართა ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის.

მოლაპარაკების დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბაიდენმა სთხოვა პუტინს, რუსეთისთვის მიუღებელი საკითხების მისთვის წარდგენა.

პატივცემულო მკითხველო, იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩამოწერილი საკითხები, როგორც ჩვენმა, ისე მსოფლიო საზოგადოებამ პუტინის ულტიმატუმად მონათლა, შესაბამისი კომენტარებით. არადა, ნუსხა, ერთ გვერდზე ჩამოწერილი (ასეთს ითხოვდა ბაიდენი), არ საჭიროებდა დიპლომატიაში მიღებულ რევერანსულ გაფორმებას.

ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ განიხილა რა პუტინის გზავნილი, რუსულ მხარეს შესთავაზა მოლაპარაკებების დაწყება, რაც გაიმართა კიდევაც 2022 წლის იანვარში — რუსეთ-აშშ-ს, რუსეთ-ნატოს, რუსეთ-ევროკავშირის დელეგაციებს შორის.

შედეგი, ნოლი!

აშშ-ს მხარემ, რუსთა მიერ წარდგენილი წინადადებების შესრულება მიუღებლად ჩათვალა, არათუ შესრულება, განხილვის დაწყებასაც კი.

პუტინის მიერ გაგზავნილი საკითხებიდან მთავარი იყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება.

ცნობისთვის, მოგახსენებთ, რომ გორბაჩოვ-რეიგანის და გორბაჩოვ-ბუშის (უფროსის) მოლაპარაკებების დროს, როგორც ამერიკულმა, ისე გერმანულმა მხარეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ თუ საბჭოთა კავშირი დათანხმდებოდა გერმანიის გაერთიანებას, მაშინ კოლექტიური დასავლეთი „ერთი დიუიმითაც“ — ამერიკელ მომლაპარაკებელთა დაპირება, არ გადადგამდა ნაბიჯს აღმოსავლეთისკენ.

გულუბრყვილო საბჭოთა მხარეს გორბაჩოვ-შევარდნაძის სახით, არ მოუთხოვიათ ხელშეკრულების დადება — ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებასთან დაკავშირებით.

ისინი, დასჯერდნენ დასავლელთა ჯენტლმენურ დაპირებას, რაც დიდი შეცდომა იყო საბჭოელთა მიერ დაშვებული. არის თუ არა გამამართლებელი მსგავსი მოსაზრება? ნაწილობრივ არის და რატომ?

საბჭოთა ხელმძღვანელებს დასავლელებთან ურთიერთობის ნაკლები გამოცდილება ჰქონდათ. მათ მიაჩნდათ, რომ ამერიკელის, გერმანელის ან სხვა ევროპელი მაღალჩინოსნის სიტყვა, მტკიცე და ურყევია და თაობიდან-თაობაზე გადადის.

მაშინ, ძნელი წარმოსადგენი იყო, ცხადია საბჭოელებისთვის, რომ დასავლელები, განსაკუთრებით პოლიტიკოსები, დიდი თაღლითები არიან, რაც დადასტურდა კიდევაც აშშ-ი ახალი პრეზიდენტის კლინტონის არჩევისთანავე.

კლინტონმა ბრძანა, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება ისეთი პროცესია, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ხალხების სურვილს იცხოვრონ უსაფრთხო ვითარებაში, ნატოს ქოლგის ქვეშ.

და როდესაც საბჭოთა მხარემ, უფრო სწორად საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთმა საყვედურით განაცხადა, რომ აშშ-ი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით, არღვევს შეთანხმებას, კლინტონმა ბრძანა — ასეთი შეთანხმების შესახებ მან არაფერი იცის და თუ არსებობს, წარმომიდგინეთო.

რუსეთი, რაც არ იყო, რას წარუდგენდა?!

ასე და ამრიგად, ნატოში გაწევრიანდნენ არა მარტო ყოფილი სოციალისტური ბანაკის წევრი ქვეყნები, არამედ ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც. მოგვიანებით, აშშ-ს საიდუმლო დოკუმენტაციის გამომზეურების შემდეგ, ფართო საზოგადოებამ გაიგო, რომ მართლაც არსებობდა „ჯენტლმენური დაპირება“ აშშ-ს მაღალჩინოსანთა მხრიდან, რომელიც დაფიქსირდა არა ხელშეკრულებაში, არამედ მოლაპარაკებების დროს მიმდინარე ჩანაწერში, რომელსაც აკეთებენ დიპლომატები.

ასეთს დიპლომატიაში „საუბრის ჩანაწერი“ ჰქვია. აქვს თუ არა „საუბრის ჩანაწერს“ იურიდიული სიმტკიცე?

აქვს, ოღონდ ნაწილობრივ. იურიდიული საფუძველი ხელშეკრულებას აქვს — სახელმწიფო ბეჭდით დამტკიცებულს.

რას ითხოვდა და ითხოვს პუტინი?

„ჯენტლმენური შეთანხმების“ შესრულებას, რაც დასავლეთმა შეუძლებლად მიიჩნია. რას ითვალისწინებს შეთანხმების შესრულება?

ყველა იმ ქვეყნის ნატოდან გამოყვანას, რომლებიც ზეპირი შეთანხმებიდან გამომდინარე არ უნდა შეეყვანათ ნატოში.

მოკლედ და კონკრეტულად დასავლეთმა, კერძოდ აშშ-ა რუსეთი მოატყუა, მაგრამ ძველი ტყუილი იყო ესოდენ მტკივნეული და ძნელად გადასატანი თუ რაღაც სხვა ახალი? აი, სწორედ ამ ახლის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით!

რა იყო ეს ახალი? უკრაინის ნატოში გაწევრება. — იკითხავთ, რა არის ამაში ახალი, განა 2008 წლის ბუქარესტის სამიტმა არ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით?

პრეზიდენტ ბუშის (უმცროსის) დაჟინებული მოთხოვნით, აღნიშნულ სამ ქვეყანას მართლაც გაეხსნა კარი ნატოსკენ, მაგრამ მთელი რიგი დავალებების შესრულების შემდეგ. რაც შეეხება უკრაინას, იქ უკვე დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რასაც უდავოდ შეიძლება ვუწოდოთ არა უკრაინის შესვლა ნატოში, არამედ ნატოს შესვლა უკრაინაში. დამადასტურებელი ამისა — ოჩაკოვოში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობაა.

ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების შექმნა, რუსეთთან ბიოლოგიური ომის საწარმოებლად. აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს 20-ზე მეტი ბაზის შექმნა უკრაინა-რუსეთის საზღვართან და ა.შ.

მავანი იკითხავს — უკრაინის ნატოში გაწევრება რა საფრთხეს უქმნის რუსეთს?

დიდ საფრთხეს! უკრაინაში განლაგებული ნატოს რაკეტები ამცირებს მათი ფრენის დროს რუსეთში არსებულ სტრატეგიულ ობიექტებამდე. თუ ევროპაში განლაგებულ რაკეტებს რუსულ ობიექტებამდე 10-15 წუთი დასჭირდებათ, უკრაინაში განთავსებულს — 5-7 წუთი, რაც არ მისცემს რუსულ ანტისარაკეტო სისტემებს ჯეროვანი რეაგირების საშუალებას.

რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის?

რუსეთისთვის ეს ნიშნავს უსიტყვო კაპიტულაციას. კაპიტულირებული ქვეყანა კი ასრულებს ყველა იმ დავალებას, რაც დასავლეთს მოუვა თავში. მაგალითად, ხელისუფლების ცვლა, დასავლურ ყაიდაზე არჩევნების ჩატარება, დასავლური ღირებულებების რუსეთში დანერგვა, ლგბტ-ს დაკანონება, ისე, როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინების და ა.შ.

პერსპექტივაში რუსეთის დანაწევრება, მისი სიმდიდრეების ხელში ჩაგდება, დღევანდელი უდიდესი ქვეყნის ისე დაჩაჩანაკება, რომ მეტოქეობა არ გაუწიოს აშშ-ს, კოლექტიურ დასავლეთს.

აი, ასეთი პრობლემების წინაშე დადგა რუსეთი 2022 წლის იანვარში, როდესაც აშშ-ა, მოლაპარაკებების დროს საბოლოოდ გადაუწურა არსებობის პერსპექტივა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთ-დასავლეთს შორის არსებული სერიოზული უთანხმოების თაობაზე პრეზიდენტმა პუტინმა ილაპარაკა 2008 წლის მიუნხენის კონფერენციაზე, რომელსაც აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სენატორი მაკკეინი ესწრებოდნენ.

არა მარტო ამერიკელებს, არამედ დამსწრე ევროპელებს არ მოეწონათ პუტინის მართალი, პირდაპირი სიტყვა. და არათუ არ მოეწონათ, შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგეს რუსეთისთვის წყლის  შესაყენებლად.

ამ თვალსაზრისით უფრო ინტენსიური გახდა უკრაინის ანტირუსულად გარდაქმნის პროცესი და არა მარტო ანტირუსულად, არამედ პერსპექტივაში ანტიევროპულად, ანტიჰუმანურად,. სხვას ვერაფერს დავარქმევთ უკრაინული ფაშიზმის, ბანდერიზმის აღორძინებისთვის ხელის შეწყობას.

30 წლის განმავლობაში მიმდინარე გაფაშისტების პროცესმა, ახალი სახე — მაიდნის 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალებასთან ერთად შეიძინა — აშშ-ს სპეცსამსახურებისა და ფინანსების დახმარებით განხორციელებულმა.

გადატრიალების მეორე დღიდან, დროებითმა ნეოფაშისტურმა მმართველობამ უკრაინის არმია მიაყენა დონბასს, რომელიც რუსული ენის შენარჩუნებისთვის აკეთებდა საჯარო განცხადებებს. დონბასის მკვიდრი რუსი ეროვნების მოსახლეობა მტკიცედ დაუდგა კიეველ ნეოფაშისტებს და დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც დღესაც გრძელდება.

რუსეთი იძულებული გახდა ჩართულიყო ომში, თუმცა მანამდე ძალა არ დაიშურა დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით საკითხის მოსაგვარებლად.

პროცესში გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის პირველი პირები ჩაერთნენ. მიღებულ იქნა ჯერ ერთი დოკუმენტი, ხოლო შემდეგ მეორე — „მინსკის ხელშეკრულების“ სახით, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ხელისუფლებების პირველ პირთა ხელმოწერით, რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით.

პუტინის სამწუხაროდ, გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა აღნიშნულ ხელშეკრულებას არაფრად მიიჩნევდნენ, რაც მოგვიანებით გახდა ცნობილი — გერმანიისა და საფრანგეთის უკვე ყოფილი პირველი პირების მერკელისა და ოლანდის საჯარო განცხადებებიდან.

მათი განცხადებების მიხედვით, „მინსკის ხელშეკრულება“ მათთვის და უკრაინისთვის მიზნად არ ისახავდა ხელშეკრულების პუნქტების შესრულებას. მიზანი ხელშეკრულებისა, მათივე განცხადებით, დროს გაყვანა იყო და უკრაინის ჯარის შეიარაღება, წვრთნა — სამომავლო ომისთვის დონბასელთა წინააღმდეგ.

მარტივი ენით რომ ვთქვათ, გერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთი მოატყუეს — უსუსური, გამოუცდელი სკოლის მოწაფესავით, გააცურეს.

იყო თუ არა აღნიშნულ პროცესში ჩართული აშშ-ი?

პირდაპირი მნიშვნელობით აშშ-ი პროცესში ჩართული არ ყოფილა, თუმცა ამის დიდი სურვილი ჰქონდა უკრაინის ყოფილ და ახლანდელ პრეზიდენტებს, პოროშენკოსა და ზელენსკის, მაგრამ დაწვრილებით იყო საქმის კურსში და რჩევა-დარიგებებს არ აკლებდა უკრაინის ხელისუფლებას.

ამერიკის ადმინისტრაციის მეცადინეობით მიმდინარეობდა უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა, როგორც უკრაინაში, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების დახმარებით, ისე ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ბაზებზე.

იკითხავთ — რატომ 24 თებერვალი (სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების დღე). მარტივი მიზეზის გამო — უკრაინის ხელისუფალთა და სამხედროთა გადაწყვეტილებისთვის დასასწრებად. გადაწყვეტილება კი იყო ასეთი — ფართო იერიშის მიტანა დონბასზე, მისი ძალისმიერი გზით დაბრუნება და რუსეთის საზღვრამდე გასვლა.

სამხედრო ოპერაციას უნდა მოჰყოლოდა დონბასის მოსახლეობის პოლიტიკური წმენდა, პროკიევური, ნეოფაშისტური ხელმძღვანელი მუშაკებით დონბასელ მოხელეთა ჩანაცვლება. მოკლედ და კონკრეტულად დონბასის, კიევურად მორჯულება, ცხადია რეპრესიებით, სისხლით, რასაც სამწუხაროდ ჰქონდა და აქვს ადგილი უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომელსაც კიევის ნეოფაშისტური ხელისუფლება აკონტროლებს.

შეტევა დაგეგმილი იყო 2022 წლის მარტის პირველ დეკადაში. რუსეთმა დაასწრო. შეეძლო თუ არა რუსეთის ხელისუფლებას თვალი დაეხუჭა მეზობელ უკრაინაში, მისი აღმოსავლეთის რეგიონებში, განსაკუთრებით დონბასში მცხოვრები რუსი ეროვნების ადამიანების წინააღმდეგ განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტვაზე?

არ შეეძლო! უპირველესად იმიტომ, რომ წაყრუება, რუსეთის კონსტიტუციის მოთხოვნების ფეხზე დაკიდება იქნებოდა, რასაც რუსეთის მოსახლეობა, რუსეთის ხელისუფლებას, პრეზიდენტს არ აპატიებდა.

რუსეთი იძულებული იყო გადაედგა ის ნაბიჯი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს გადადგა. რომ არ გადაედგა, ვერ დავინახავდით იმ პროცესებს, რასაც ადგილი ჰქონდა ნეოფაშისტურ უკრაინაში. ვერ დავინახავდით პოლიტიკური სივრციდან, ოპოზიციური პარტიების განდევნას, ოპოზიციონერთა მიმართ რეპრესიების განხორციელებას და არა მარტო მათ მიმართ, არამედ ჟურნალისტების, საზოგადო მოღვაწეების.

ვერ ვიხილავდით ე.წ. შავ სიებს — უკრაინელი და უცხოელი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, მსახიობების, მომღერლების, ბიზნესმენების, უკრაინის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, სხვა ადამიანების გვარებით გაჯერებულს.

ვერ ვნახავდით აშშ-სა და კანადაში დაბეჭდილ სკოლის სახელმძღვანელოებს, რომლითაც უკრაინელ ბავშვებს, პირველი კლასიდან ტვინს უბურღავდნენ. სახელმძღვანელოებში, ჰიტლერის, გერინგის, გებელსის, ბანდერას, შუხევიჩის, სხვა ფაშისტი გერმანელი და უკრაინელი ფიურერების პორტრეტებით „დამშვენებულში“ პირდაპირი ხოტბაა „ყავისფერი ჭირის“, მისი „გენიალურობის“.

ვერ გავიგებდით ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ, რომლებიც ამერიკის სპეცსამსახურებმა, უკრაინის ხელისუფალთა თანხმობით გახსნეს უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური ომის საწარმოებლად.

ვერ ვიხილავდით კიევის ქუჩები სვასტიკიან და ჩირაღდნიან სამხედროთა პარადებს — ჰიტლერელთა პარადის ასლს. ვერ ვნახავდით, კიევის ქუჩებში, ბოძებზე მიბმულ „დამნაშავეების“ გაროზგვის სცენებს. ვერ დავიჯერებდით მართლმადიდებლური ეკლესიების რბევას, მრევლის ეკლესიებიდან გამოყრას, ეკლესიების ჩამორთმევას, მართლმადიდებლობის გახლეჩას.

ვერ დავიჯერებდით დასავლელი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში იმ არაადამიანურ საქმიანობას, რასაც დაჭრილ მეომართა სხეულის შინაგანი ორგანოებით ვაჭრობა ჰქვია.

ჩვეულებრივ ამბვად არის ქცეული ფრონტის ხაზზე დახოცილ და დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცთა შეგნებული უგულებელყოფა. რას ნიშნავს ეს?

ფულის კეთებას! ბინძური ფულის. დახოცილებს არ აღრიცხავენ, ვინაიდან აღრიცხული გარდაცვლილის ოჯახს ფულადი კომპენსაცია ეკუთვნის. გარდაცვლილის, მითუმეტეს თუ მას გარდაცვლილად კი არა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად დააფიქსირებენ — ოჯახზე ფულადი კომპენსაცია არ გაიცემა.

გარდა ამისა, დაუფიქსირებელი გარდაცვლილის სახელზე ხელფასი ირიცხება არა ერთი, არამედ მრავალი თვის განმავლობაში, რომელსაც სამხედრო მეთაურები იღებენ. ამ ფულის გარკვეულ რაოდენობას თავდაცვის სამინისტროში აგზავნიან, სადაც ხდება „ნადავლის“ გაყოფა.

მკვდრებით ვაჭრობა აღწერეს, როგორც პოლონელმა, ისე სხვა დასავლელმა დაქირავებულმა „ბოევიკებმა“ უცხოელ ჟურნალისტებთან ინტერვიუებში, ცხადია უკრაინიდან გამგზავრების შემდეგ.

ზემომოყვანილი ფაქტები ზღვაში წვეთია აუარება ნეგატიური მასალებიდან, რასაც აქვს ადგილი თანამედროვე ნეოფაშისტურ უკრაინაში. განა ეს ცნობილი არ არის ჩვენი პოლიტიკოსებისთვის? და  თუ ცნობილია, შეიძლება ყველა ქუჩაზე უკრაინის დროშის ფრიალს ყურადღება არ მიაქციო? განა დღევანდელ უკრაინაზე ლაპარაკი იმისა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი მეგობარია — დანაშაული თუ არა, უხეში შეცდომა არ არის?!

 ხშირად ვუსმენ ქართველ ექსპერტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც უკრაინაზე ისეთი სითბოთი ლაპარაკობენ, როგორც მშობლიურ ქვეყანაზე. ისინი მოუთმენლად ელიან ფრონტზე უკრაინის გამარჯვებას და რახან ასეთს ადგილი არ აქვს, დაბეჯითებით ატყუებენ მსმენელს, თითქოს უკრაინა იმარჯვებს ამ ომში.

დილეტანტი მსმენელისთვის, და ასეთია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მათი ნათქვამი დასაჯერებელია, ჭეშმარიტებაა, ვინაიდან სხვას ვერ ისმენს, ალტერნატივა არ ჩანს. დასავლეთის განკარგულებით, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას აუკრძალა რუსული ტელეარხების ყურება. შდეგი?

სავალალო. ისედაც დაბალი განათლების მქონე ფართო მასების კიდევ უფრო გამოლაყება ცრუ ინფორმაციით, ტყუილებით. მოდით და ნუ დაუჯერებთ სამხედრო ექსპერტად წოდებულ პოლკოვნიკოს, რომელიც უსირცხვილოდ უმტკიცებს მსმენელს, რომ უკრაინა ომს უგებს რუსეთს — ბირთვულ სახელმწიფოს, აშშ-ზე მეტი ბირთვული იარაღის მქონეს; უკრაინა, რომელსაც საკუთარი წარმოების არა თუ იარაღი, ტყვია-წამალიც არ გააჩნია, არ ჰყავს საჰაერო და საზღვაო ძალები.

რაც მას აქვს, საზარბაზნე ხორცია, რომელსაც უმოწყალოდ ხარჯავს დასავლელთა ბრძანებით. ამასწინათ სამხედრო საკითხებში „გაწაფული“ ექსპერტი ბატიაშვილი ურცხვად ატყუებდა მსმენელს რადიოეთერში, რომ რუსეთს ძველისძველი საბჭოთა იარაღი აქვს და ბრძოლაში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე უკრაინა. როგორც ჩანს მას, ანუ სამხედრო ექსპერტს ყურიც არ მოუკრავს რუსეთის არმიის სამხედრო იარაღის მოდერნიზაციაზე, რომელიც 90%-ით უკვე შესრულდა.

ასეთ სწრაფ ცვლას ადგილი არ ჰქონია მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ს სამხედრო ძალებში. მას ისიც არ გაუგია, რომ რუსეთის არმია აღიჭურვა ბგერაზე 20-ჯერ სწრაფი რაკეტებით, რომელთა განეიტრალება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. მას ისიც არ გაუგია, რომ „წარმატებული“ უკრაინის მოსახლეობა, 1986 წლის საყოველთაო აღწერით 52 მილიონი, დღეს 19 მილიონამდეა შემცირებული. რომ გამარჯვების მოლოდინში მყოფმა უკრაინელმა სამშობლო მიატოვა და რუსეთს, ევროპა-ამერიკას მიაშურა, მეტადრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავის გადასარჩენად.

„ექსპერტს“ ისიც არ გაუგია, რომ უკრაინელებს სამშვიდობოზე გასვლა 10-15 ათასი ევრო უჯდებათ. ფულს, ანუ ქრთამს ისინი მესაზღვრეებს აძლევენ — „პატრიოტული ჟინით“ ანთებული უკრაინელები.

მსგავსი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსების პროპაგანდით საქართველოს მოსახლეობამ შეიყვარა უკრაინა და შეიძულა რუსეთი — ნეოფაშიზმთან მეომარი, მე-2 მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამმარცხებელი.

მსგავსი ექსპერტების პროპაგანდით ნატოს და აშშ-ს სამხედრო ძლიერება ენით აუწერელია და კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთს კუდით ქვას ასროლილებენ.

ავღანეთის მარცხის შემდეგ, რომ ექსპერტი ამერიკა-ნატოს სამხედრო ძლიერებაზე დაძრავს სიტყვას, უვიცობაა და მეტი არაფერი. აშშ-ს და მისი მოკავშირეების „უდიდესი გამარჯვების“ მაგალითია იემენის წინააღმდეგ გაჩაღებული სამხედრო აგრესია.

იემენელი ჰუსიტების მოკრძალებულ სამხედრო ტექნიკას ემსხვერპლა კოლექტიური დასავლეთის არაერთი ტვირთმზიდი გემი, კბილებამდე შეიარაღებული აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ხომალდების თვალწინ, წითელ ზღვაში.

ერაყში, სირიაში განხორციელებული სამხედრო ავანტიურა, სულაც არ მეტყველებს ნატოს და აშშ-ს სამხედრო ძლიერებაზე. აღარაფერს ვამბობ ნატოს მიერ იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადის მასირებულ დაბომბვაზე. ლიბიის წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო იერიშებზე და სხვა ბინძურ სამხედრო გამოხდომებზე — ძლიერის მხრიდან, სუსტის მიმართ.

ჩამოთვლილი ქვეყნების სამხედრო ძალების შედარება ნატოს ან აშშ-ს სამხედრო ძალებთან არაკორექტული მცდელობაა ნატოსა და აშშ-ს სამხედრო ძალების განდიდებისთვის. თუმცა ეს ნაკლებად აწუხებთ ქართველ სამხედრო ექსპერტობას, მედიასა და პოლიტიკოსობას, რაც ჩემის აზრით, ორი რამით არის განპირობებული — მონური აღტაცებით აშშ-ს და ნატოს მიმართ, და მათი სამხედრო მანქანის უცოდინრობით. როგორც ჩანს, ზედაპირული სამხედრო კურსები, გამართული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ბაზებზე, ნატოს მიერ საქართველოში ორგანიზებული სამხედრო წვრთნები, არ იძლევა სიღრმისეულ ცოდნას ამ ორგანიზაციის სამხედრო მანქანის ცოდნის საქმეში.

ქართველი სამხედროები აღტაცებით შეჰყურებდნენ ნატოს სამხედრო ტექნიკის გამოჩენას უკრაინის ფრონტზე და თვლიდნენ, რომ ისინი ენით აუწერელ დარტყმას მიაყენებდნენ რუსეთის ჯარს. მოხდა პირიქით. სახელგანთქმული გერმანული ტანკები „ლეოპარდები“ ისე იოლად დაიწვნენ, როგორც „ბრედლები“ და ბოლოს ამერიკული „აბრამსი“. სხვა სამხედრო ტექსნიკაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი — ნაწილი შავმიწანიადაგიან ტალახშია ჩაფლული, ნაწილი დანგრეულ-დაფშვნილი ფრონტის ხაზზე.

უკრაინის ჯარი უკან იხევს და მასთან ერთად 50 ქვეყნის „ბოევიკი“, თავის მართლებით — აშშ-ს კონგრესმა ფული არ გამოჰყო უკრაინის არმიის დასახმარებლადო. ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა არც იარაღი დაზოგეს და არც ტყვია-წამალი, რაკეტები უკრაინის არმიისთვის, თუმცა უშედეგოდ.

უკრაინელთა დაპირებული კონტრშეტევა რახანია ჩაიშალა. შეშფოთებული ნატოს წევრი ქვეყნები შეკრებას, შეკრებაზე მართავენ — უკრაინისთვის რაკეტების მიწოდების გადასაჭრელად, მაგრამ უშედეგოდ. რით არის აღნიშნული უსუსურობა გამოწვეული?

სინამდვილის დასადგენად ისტორიას უნდა გადავხედოთ. საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებს კარგად ემახსოვრებათ ტერმინი „გამალებული შეიარაღება“, ანუ იარაღის წარმოებაში ე.წ. შეჯიბრი ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების წევრ-ქვეყნებს შორის.

„შეიარაღების შეჯიბრმა“ მილიარდობით  დოლარი გადაყლაპა და ალბათ ტრილიონებს გაეთამაშებოდა, რომ არა „ცივი ომის“ დასრულება. მაგალითად, 1985 წელს აშშ-ს სამხედრო ხარჯებმა ეროვნული პროდუქტის 6,2%-ი შეადგინა, რაც კოლოსალური იყო  იმჟამინდელი მსოფლიოსთვის.

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ შეწყდა „შეიარაღების შეჯიბრი“. 1991 წლის აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი შემცირდა 288,9 მილიარდ დოლარამდე, ანუ ეროვნული პროდუქტის 3%-ი.

კლება დიდხანს არ გაგრძელებულა, მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე და 2002 წლისთვის აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტმა 318 მილიარდი შეადგინა — ეროვნული პროდუქტის 3,2%-ი. სამხედრო ბიუჯეტის ზრდას ხელი ჰკრა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტებმა და აშშ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ. გაეჩაღებინა საყოველთაო ომი ტერორიზმის წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში, 2004 წლის ბიუჯეტი 400 მილიარდი გახდა. 2018 წელს — 700 მილიარდი. სტატისტიკის მიხედვით, „შეიარაღების შეჯიბრმა“ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, 10 წლის განმავლობაში — 1991-2000 წლები საგრძნობლად მოიკლო მთელს მსოფლიოში, ანუ ერთი მესამედით, ანუ 4 ტრილიონი დოლარით.

2000 წლის შემდეგ ისევ დაიწყო ზრდა. მიზეზი — რუსეთის შეჩერება, ჩინეთის საფრთხე. სტოკჰოლმის საერთაშორისო სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, მსოფლიოს სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 2,24 ტრილიონი დოლარი შეადგინა, ანუ მსოფლიო ეროვნული პროდუქტის 2,2%. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯებმა 1,19 ტრილიონი დოლარი.

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში 206 სახელმწიფოა, აქედან 2022 წლის მონაცემებით, ნატოს წევრი 30 ქვეყანა უფრო მეტს ხარჯავდა სამხედრო ბიუჯეტისთვის, ვიდრე ერთად აღებული 176 ქვეყანა, რომელთა მოსახლეობა პლანეტის მოსახლეობის 89,4%-ი იყო.

2014-2022 წლებში ნატოოს სამხედრო ხარჯებმა 26,2 % შეადგინა.

როგორი იყო ნატოს არაწევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯები?

ჩინეთის — 292,0 (13,%), რუსეთის — 86,4 (3,9%), ინდოეთის — 81,4 (3,6%), საუდის არაბეთის — 75,0 (3,3%). ამ ოთხი ქვეყნის სამხედრო ხარჯებმა, ნატოს სამხედრო ხარჯების 45% შეადგინა.

დასახელებულ 4 ქვეყანაში 3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 37,5%-ია. ერთ სულ მოსახლეზე გამოყოფილი სამხედრო ხარჯი ნატოს წევრ ქვეყნებში 7-ჯერ აჭარბებს კვარტეტის ხარჯებს.

2022 წელს ნატოს 30 წევრი ქვეყნის საერთო ეროვნული პროდუქტი იყო 46,95 ტრილიონი დოლარი, აქედან აშშ-ს — 25,46 ტრილიონი. ნატოს სამხედრო ხარჯები, აშშ-ს გამოკლებით, იყო 31,3%. ამ ჩამორჩენის თაობაზე აშშ-ი სისტემატურად ახსენებდა ნატოს წევრ ქვეყნებს — 2% მაინც გადაეხადათ თავიანთი ეროვნული შემოსავლიდან. თუმცა თხოვნა, ბრძანების ტოლი, დღესაც არ არის ბოლომდე შესრულებული.

2014 წელს მხოლოდ სამი ქვეყანა ასრულებდა დავალებას, 2016 წელს — 5, 2019-20 წლებში — 9, 2022 — 11. იმ ქვეყნებს შორის რომლებიც დავალებას პირნათლად ასრულებენ იყვნენ საბერძნეთი — 3,54%, რითაც ის უსწრებს აშშ-ს 3,46%. შემდეგ მოდიოდნენ პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი. ყველაზე ჩამორჩენილები იყვნენ გერმანია — 1,49%, ესპანეთი — 1,09% და ლუქსემბურგი — 0,62%.

ა.წ. 15 თებერვალს ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თათბირი, რომელზეც გამოითქვა მოსაზრება, რომ ნატოს წევრი 31 ქვეყნიდან 18 ბოლოსდაბოლოს შეასრულებს დავალებას და ნატოს ბიუჯეტში შეიტანს 2% ეროვნული პროდუქტის წარმოებიდან.

ნატოს წევრი ქვეყნები შეაშფოთა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის განცხადებამ, თუ ის გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, აიძულებს ყველას გადაიხადონ 2%, წინააღმდეგ შემთხვევაში თვალს დახუჭავს მათ მიმართ რუსეთის აგრესიაზე.

რუსეთის აგრესია, ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული — უკრაინის დამარცხების შემდეგ, იყო და არის ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფის ის შესაძლებლობა, რომელიც აიოლებს ამ პროცედურას. ამდენად სულაც არ არის გასაკვირი სისტემატური განცხადებები რუსეთის მოსალოდნელ აგრესიაზე.

არადა პრეზიდენტმა პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან საუბრის დროს ხაზგასმით აღნიშნა ამ მოსაზრების აბსურდულობა. იგივე გაიმეორა ა.წ. 29 თებერვალს ფედერალური კრების წინაშე წლიური ანგარიშით გამოსვლის დროს. ამასთანავე მან პასუხი გასცა საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის მიერ გამოთქმულ ვარაუდს, საფრანგეთის და არა მარტო საფრანგეთის, არამედ ნატოს ჯარის უკრაინაში გაგზავნის თაობაზე.

პუტინმა ისიც თქვა, რომ რუსეთს საკმაო ძალები გააჩნია აღნიშნული სამხედრო ძალის გასანადგურებლად, თუმცა იმაზეც მიანიშნა, რომ მაკრონის გაჟღერებული პროვოკაცია მესამე მსოფლიო ომის გამოწვევის მომასწავებელია.

მაკრონის განცხადებამ მის ევროპელ კოლეგებში უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია. ბევრმა მათგანმა განაცხადა, რომ არ იზიარებს მაკრონის მოსაზრებას.

არის თუ არა მაკრონის განცხადება სპონტანური?

უდავოდ არა! როგორც ჩანს, ამის თაობაზე ბლოკში მიდის აზრთა გაცვლა-გამოცვლა, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგომისთვის მენტალური ნიადაგის შემზადება.

საბჭოთა საქართველოში რეკლამა არ იყო და თუ იყო — გამონაკლისის სახე ჰქონდა, თანაც ისეთი, უფრო მოწოდებას რომ ჰგავდა და არა რეკლამას. გმირთა მოედანზე, თერთმეტსართულიანი სახლის თავზე, დიდი ასოებიანი წარწერა სწორედ ასეთი ხასიათისა იყო — „ცეცხლთან თამაში იწვევს ხანძარს“.

ფრთხილად, პატივცემულებო.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

03/03/2024