ქართველებო — „შანსი“ ხელიდან არ გაუშვათ

უკვე დამდგარი ახალი, 2024 წელი, რომ დიდი და თან მოულოდნელი სიურპრიზებით იქნება აღსავსე, მტკიცება, მარჩიელობა არ სჭირდება.

2024 წელი არჩევნების წელია: აშშ-ი  საპრეზიდენტო არჩევნების, ჩვენს მეზობელ რუსეთში — ასევე საპრეზიდენტო არჩევნების, ჩვენს კარის მეზობელ აზერბაიჯანში — ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების, საქართველოში — საპარლამენტო არჩევნების და ა.შ. სხვას არ ჩამოვთვლი.

გითხარით იმ არჩევნებზე, რომლებიც საქართველოზე მოახდენენ გავლენას, თუმცა ამას მიჩვეული ვართ, ვინაიდან აშშ-ი, რუსეთი, აზერბაიჯანი ყოველთვის ახდენდა და ახდენს საქართველოზე გავლენას.

აღნიშნული არჩევნებიდან რუსეთის, აზერბაიჯანის არჩევნების შედეგები წინასწარ არის ცნობილი და რაიმე შფოთის, დაპირისპირების, საპროტესტო გამოსვლების მომასწავებელი არ არის, რასაც ვერ ვიტყვით აშშ-ზე და საქართველოზე.

ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს პოლიტიკური ვითარება ისეთია, ქართულ გამოთქმას რომ შეეფერება — ძაღლი, პატრონს ვერ ცნობს. მოქმედი პრეზიდენტი, თუ მას მოქმედი შეიძლება ვუწოდოთ, დემენციით დაავადებული, გაცილებით სუსტად გამოიყურება მის ასაკთან — 80 წლის, შედარებით. მიუხედავად ამისა, მას გადაწყვეტილი აქვს იბრძოლოს პრეზიდენტობისთვის და შანსს არ უშვებს ხელიდან მოწინააღმდეგე ტრამპის გასაშავებლად.

რესპუბლიკელი ტრამპი, ბაიდენამდე აშშ-ს პრეზიდენტი, სამი წლით არის უმცროსი მეტოქეზე, მაგრამ ფიზიკურად, გონებრივად გაცილებით უკეთ გამოიყურება.

 აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში მაღალასაკოვანი პრეზიდენტები, მაღალი თანამდებობის პირები უცხო არ არის, პირიქით ტრადიციაა და მას, როგორც ჩანს, არვინ დაარღვევს.

უცხოა, 40 წლის და ოდნავ მეტი ასაკის პრეზიდენტები. აშშ-ი, საფრანგეთი არ არის, სადაც სულ ახლახანს ახალ პრემიერ-მინისტრად 34 წლის დაინიშნა — პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებით.

ეს პიროვნება მაკრონის მთავრობაში სხვადასხვა დარგის მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. მისმა დანიშვნამ დიდი ჟივჟივი გამოიწვია თუნდაც საფრანგეთის მთავრობის წევრებში — ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების სახით.

წინააღმდეგობა მათი მხრიდან გამოწვეული იყო არა იმით, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი აღიარებული გეია, არამედ სულ სხვა რამით, რაც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა.

საინტერესო, ცხადია, ჩვენთვის, და არა საფრანგეთის ან ნებისმიერი ევროპული ქვეყნის, ისაა, რომ ის გეია და მისი მეუღლე ევროპარლამენტარია. ის, რაც ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცხოა, მათთვის უკვე ჩვეულებრივი რამაა. ისინი ამას ყურადღებას აღარ აქცევენ, პირიქით ვგონებ უხარიათ  კიდევაც, რომ მათი მაღალჩინოსანი ცისფერია — ტოლერანტობის გამომხატველი.

დღევანდელ ე.წ. ცივილიზებულ ევროპა-ამერიკაში თანამდებობაზე დასანიშნად ცისფერობაა საჭირო. ხარ ცისფერი და იქნები პრიორიტეტული არაცისფერთან კონკურენციაში. აი, ასეთი ევროპისკენ მივდივართ მთელი გულით და სულით და როგორც ჩანს ვერაფერი შეგვაჩერებს.

რა შეაჩერებს ქვეყანას, რომელიც საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე, 24-საათიან რეჟიმში, მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდა, როგორ შეასრულებს მმართველი პარტია ევროკავშირის მიერ მოცემულ 9-პუნქტიან დავალებას — არა ყველაზე დიდ დღესასწაულებზე, არამედ ევროკავშირის მიერ მოცემულ დავალებაზე, რაც მხოლოდ ერთის მაუწყებელია — გადაქანების!

კოლექტიური გადაქანება გვაგემეს ქართველმა პოლიტიკოსებმა, ხელისუფლება-ოპოზიციის სახით. კოლექტიურად გადაგვაქანა ჩვენმა „საყვარელმა და სანატრელმა“ ევროატლანტიკურმა სივრცემ, არანაკლებად, „ოცნების“ დამაარსებელმა ივანიშვილმა — თავისი კუკუმალობანას თამაშით.

გასული წლის ბოლოს უჩინმაჩინმა მმართველმა, უხილავი სასუფეველიდან თავი გამოჰყო, პარტიის ყრილობაც ჩაატარა და ბრძანა — პოლიტიკაში ვბრუნდები, ვინაიდან უჩემოდ პარტიელმა გოგო-ბიჭებმა ერთმანეთში საერთო ენა ვერ გამოძებნეს, ერთმანეთს დასცხეს, რაც არჩევნების წინ „ოცნების“ პრესტიჟს შეარყევსო.

ივანიშვილმა ისიც ბრძანა, რომ უხილავი სასუფეველიდან მას მუდმივი კონტაქტები ჰქონდა პარტიისა და ხელისუფლების 2-3 მაღალჩინოსანთან, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდაო.

აკი ივანიშვილი პოლიტიკიდან იყო წასული?

პოლიტიკიდან წასულს არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონოდა ხელისუფლებასთან, მითუმეტეს სისტემატური, მაგრამ ეს საქართველოა, სადაც ტყუილი ზეობს სიმართლეზე.

ივანიშვილი დაბრუნდა, როგორც მან ბრძანა, თითქოს ის სხვაგან იყო წასული, მაგრამ ფიქტიური წასვლიდან, ფაქტიურ დაბრუნებამდე საკმაო დრო გავიდა.

შეიცვალა ცხოვრება, შეიცვალნენ მის მიერ საძოვარზე მიშვებული ყმაწვილები. გასუქდნენ ისე, რომ კისერსაც ვერ აბრუნებენ; გასუქდნენ ფინანსურად; ფულმა და თანამდებობამ განუზომელი ამბიციები შესძინა მათ, თან იმ დონეზე, რომ მათი ფეხზე დამყენებელიც კი პატარა კაცად მოეჩვენათ.

იგრძნო, დაინახა ათას ბარიერზე გადამხტარმა ბიძინამ საკუთარ პარტიაში გაჩენილი ბზარები და დაბრუნდა — პარტიის გადასარჩენად, საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად, საბოლოო ჯამში თავის გადასარჩენად.

არჩევნებში დიდი ანგარიშით მოგებას გეგმავს ის. სხვა შედეგი მას არ აწყობს. ის არ არის მიჩვეული სხვასთან, ამ შემთხვევაში ოპოზიციასთან ხელისუფლების გაყოფას. მას ერთმმართველობა აწყობს მხოლოდ.

იცის ამის შესახებ ოპოზიციამ, მაგრამ არაფერი შეუძლია, ის, პოლიტიკური იმპოტენტია. იცის ამის შესახებ ამომრჩეველმა, მაგრამ არაფერი შეუძლია, ვინაიდან მიჩვეულია ინდიფერენტულ ცხოვრებას, ლუარსაბ-დარეჯანის მსგავსად ჭერზე ბუზების თვლას და ხახვის,  კარტოფილის, სხვა პროდუქტების მიღებას არჩევნების წინ, ხანდახან მცირე რაოდენობის ფულისა.

ამომრჩეველი ჯერაც არ არის დარწმუნებული, რომ მისი ხმა რამეს წყვეტს. ამომრჩეელი, მთლიანად საზოგადოება ჯერ-ჯერობით ვერ აზროვნებს სახელმწიფოებრივად. მას არ აქვს ის პასუხისმგებლობა, როგორიც ევროპელ ამომრჩეველს, თუნდაც მეზობელ რუსს.

ამომრჩევლის აზროვნება, თვითშეგნება იოტისოდენადაც არ გაზრდილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. არადა თანამედროვეობა კარგა ხანია სხვას მოითხოვს.

საზოგადოების ოცნება პრიმიტიულია — გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მიზერულ თანხებში ნაყიდი მიწის ნაკვეთზე ავტოსადგომის გახსნა და 3 ლარის დაწესება ერთი საათის განმავლობაში, რომელიც ასტრონომიულად იზრდება, ავტომანქანის დგომიდან გამომდინარე; სასადილოს, რესტორნის, მაღაზიის გახსნა და ა.შ. დიდი შავი „ჯიპის“ ყიდვა, საცხოვრებელი სახლის, სახლების აშენება, აშენებულ კორპუსებში ბინების ყიდვა და ოცნებაც დასრულდა.

თანამედროვე ქართველთა ზემოჩამოთვლილი სურვილების შესრულება იოლი არ არის, ვინაიდან დიდ ფულს უკავშირდება. დიდი ფული კი უცბათ და უშრომელად ძნელი მოსაპოვებელია, უფრო სწორად შეუძლებელი.

შეუძლებელი, შესაძლებელი რომ გახდეს, სინდის-ნამუსი უნდა დაივიწყო და ვიღაცის დაკრულზე ისე აცეკვდე, თითქოს ცეკვა არის შენი სანუკვარი ოცნება. ბევრმა ეს იძულებითი ცეკვა ისე შეითვისა, როგორც დედის მუცლიდან გამოყოლილი ჩვეულება.

ინდივიდუალური თვისებები, ცხოვრების მოთხოვნებით შეცვლილ-გალამაზებული, საყოველთაოში არის გადასული — საყოველთაო ცეკვაში. სხვის დაკრულზე აცეკვებას ისე მივეჩვიეთ, თითქოს დაბადებიდან ამაზე ვოცნებობდით. ჯერ ზვიადს ვუმღერედ და ვუცეკვეთ, შემდეგ ედუარდს, შემდეგ მიხეილს, ახლა ბიძინას ვუმღერით, მასზე ვლოცულობთ, მის ყოველ სიტყვას ჰაერში ვიჭერთ და ვყლაპავთ, როგორც საარსებო ვიტამინს და ცხოვრებაც გავიდა — 30 წელი ყოველი ჩვენგანის ისედაც ხანმოკლე არსებობიდან.

რა მივიღეთ?

მარტივი ჭეშმარიტება — ზოგიერთთა ცხოვრება და უმრავლესობის არსებობა. ბიძინები ცხოვრობენ, ჩვენ — ვვარსებობთ. ბიძინა თავისი საკუთარი ცხოვრებისთვის შემობრუნდა. ჩვენ?!

ჩენ, ისევ ძველებურად ვაგრძელებთ ცხოვრებას, რომელიც არსებობაა და არა ცხოვრება. გვაწყობს ის, რაც გვაქვს. ამდენად გვიხარია ბიძინას დაბრუნება, ვინაიდან გვგონია, რომ ჩვენს გასაკეთებელს ის გააკეთებს.

ცდება ის, ვინც ხმამაღლა მარჩიელობს, რომ ბიძინას დაბრუნება მისი მილიარდების გადარჩენას, და პირად უსაფრთხოებას უკავშირდება, რომ იატაკქვეშელს, დასავლეთი იოლად მოინელებს, მაგრამ თანამდებობაზე მყოფს, მოერიდება.

პოლიტიკოსები, რომლებიც ამას ამბობენ „მეგობარი“ მოლდოვის მაგალითს უგულებელყოფენ. როგორც ჩანს, მათ არ იციან ბიძინას მსგავსი მილიარდერის, იქაური პოლიტიკური სივრცის სრული გამგებელის, საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის პლოხოტნიუკის ისტორია.

პლოხოტნიუკი — მოლდოვის უგვირგვინო მეფე, დასავლეთთან კარგ ურთიერთობაში მყოფი,  ისე მოიშორეს თავიდან იმავე დასავლეთმა, როგორც ქვეყნის მოღალატე. მოლდოვის ახალ ხელისუფლებას პლოხოტნიუკის ინტერპოლით ძებნაც გამოაცხადებინეს.

რა გაეწყობა, ასეთია ევროატლანტიკური სივრცის პოლიტიკური ფილოსოფია. რაღა პლოხოტნიუკის ისტორია, განა ჩვენი საკმარისი არ არის. გავიხსენოთ ყოფილი პრეზიდენტის, შევარდნაძის ამბავი.

აშშ-ს მიერ ერთ დროს დაფასებული საბჭოთა პოლიტიკოსი, აიძულეს წასულიყო ხელისუფლებიდან. აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ბეიკერის საქართველოში ვიზიტი ხომ ამას ემსახურებოდა და სხვას არაფერს?!

სანაცვლოდ, შევარდნაძეს უსაფრთხო ცხოვრების გარანტია უბოძეს, რასაც ვერ ვიტყვით სააკაშვილზე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება.

აშშ-ს ადმინისტრაციას მისი შეწყალების შესახებ ჯერ-ჯერობით სიტყვა არ დაუძრავს. პოლიტიკოსმა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს უმაღლესი სავარძლის დაკავება, დასავლელთა დახმარებით და ხელშეწყობით, უნდა იცოდეს, რომ ეს დახმარება დროებითია და არა სამარადისო. ასე რომ, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეობა ვერ გახდება ბიძინას უღრუბლო ცხოვრების გარანტორი.

საქართველოს პოლიტიკა რახანია ხმამაღლა გაჰყვირის, რომ დახვეწილი დემოკრატიული სისტემა შექმნა, ასევე დახვეწილი და ყბადაღებული სიტყვის თავისუფლებით, ადამიანის უფლებების დაცვით და ა.შ.

რაო, რაო? ყოველივე აღნიშნული სუფევს საქართველოში? აშშ-ი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მსგავსს ადგილი არ აქვს და მათ მოწაფე ქვეყანაში ყვავის?

და ამას ამბობს იმ ქვეყნის პოლიტიკა, სადაც ერთ ადამიანზე, ერთ მილიარდერზე, ერთ ნახევრადიატაკქვეშა პერსონაზე ტრიალებს პოლიტიკაც, სახელმწიფოც, ხალხიც.

ქვეყანა, რომელიც 3 ქუჩის — წერეთლის, მიცკევიჩის და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გამავალის რემონტს ერთ წელს ანდომებს, ეკონომიკურ წინსვლაზე — ევროპაზე უკეთესზე, არ უნდა ლაპარაკობდეს. ასეთს რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს ევროკავშირში გაწევრების?!

რახან ევროკავშირი ვახსენე, იმასაც გეტყვით, რომ წელს იქაც არჩევნებია. უნდა ვილოცოთ, რომ ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში საქართველოს პოლიტიკოსთა ნაკლები გულშემატკივარი იქნება, რაც უდავოდ წაადგება ქვეყანას.

ბევრს, უცოდინრობის გამო ჰგონია, რომ ევროკავშირი გვიხსნის, რაც სრული აბსურდია. ევროკავშირი — პოლიტიკური ორგანიზაციაა, ამჟამად რუსოფობიით გაჟღენთილი, უკრაინული ნეოფაშიზმის დამფინანსებელი, მისთვის სამხედრო და მორალური დახმარების გამწევი.

ევროკავშირში გაწევრებული საქართველო იმ მოკრძალებულ სუვერენიტეტსაც დაკარგავს, რაც აქვს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ — პოლონელი ფერმერებისას, რომლებმაც გასული წლის ნოემბრიდან საზღვარი ჩაუკეტეს უკრაინულ სატვირთო ავტომანქანებს, რათა მათ ხორბალი არ შეეტანათ პოლონეთში. უკრაინული ხორბლის შეტანით, პოლონური ფასს დაკარგავდა, რაც მწვავე ფინანსურ დარტყმას მიაყენებდა ფერმერებს.

სულ ახლახანს, პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოილაპარაკა პოლონელ ფერმერებთან ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით და შეპირდა მათ 280 მილიონი ევროს გამოყოფას.

ფერმერები დათანხმდნენ, მაგრამ დათანხმდება თუ არა ბრიუსელი, ანუ ევროკავშირის შტაბ-ბინა, ძნელი სავარაუდოა.

დააკვირდით! პოლონელ მინისტრს, ბრიუსელის გარეშე არ შეუძლია პოლონელ ფერმერებს გამოუყოს სუბსიდიები პოლონეთის ბიუჯეტიდან. იკითხავთ რატომ?

იმიტომ, პატივცემულო მკითხველო, რომ პოლონეთის ბიუჯეტი ევროკავშირისაა და მის  გარეშე ერთ ევროსაც ვერ დახარჯავს „სუვერენული“ ვარშავა.

პოლონეთის მაგალითი არ არის დამოუკიდებლობის დაკარგვის მაუწყებელი ჩვენთვის?!

ევროკავშირის ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ისეთი სახარბიელო არ არის, როგორიც საქართველოს პოლიტიკასა და საზოგადოებას ჰგონია, გასაკვირი არის. იაფ საწვავზე დაფუძნებულმა გერმანულმა მრეწველობამ საკუთარი თავის გადასარჩენად, სხვა ქვეყნებს მიაკითხა, მათ შორის აშშ-ს, ჩინეთს, … ერთ დროს ევროპის ლოკომოტივად წოდებულმა გერმანიამ უკუსვლა დაიწყო და მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს შორის მე-5 ადგილი რუსეთს დაუთმო.

ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოებით რუსეთმა გერმანიას გაუსწრო და მე-4 ადგილისთვის იაპონიას ეპაექრება. მსოფლიო ხუთეულში (აშშ-, ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, რუსეთი) არც ერთი ევროპული ქვეყანა არ არის. არის რუსეთი — დასავლეთის მიერ მრავალჯერ დასანქცირებული.

ევროკავშირის ეკონომიკური დაძაბუნება აწყობს აშშ-ს. ის, ევროკავშირს ყოველთვის მიიჩნევდა მეტოქედ და კონკურენტად. დღევანდელი ევროპა აშშ-ს არც მეტოქეა და არც კონკურენტი, ის ყურმოჭრილი მონაა, სუვერენიტეტდაკარგული. აი, ასეთი ევროკავშირის წევრობა გვინდა და ამ სურვილის შესრულებაში დიდ დახმარებას გვიწევს ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ამჯერად ევროკავშირის ყველაზე აგრესიული წევრები, რუსოფობიით გაჟღენთილი, რუსის წინააღმდეგ პერმანენტული პროვოკაციის მსურველნი.

ბალტიელ პოლიტიკოსებში გამორჩეულად შეიძლება ჩაითვალოს პატარა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი. ეს, ის კალასია, ესტონეთს ბრწყინვალე ეკონომიკას, ხალხს კი უმაღლეს სოციალურ პირობებს — რომ იტყვიან რძის მდინარეებს პირდებოდა.

დაპირება, დაპირებად დარჩა. რეალობა კი ისაა — სოციალური დარგის ხარჯების შემცირება რომ ჰქვია, ისე, როგორც გზების რემონტის ხარჯების, უმაღლეს სასწავლებლებში უფასო განათლებაზე უარის თქმა და ა.შ.

ესტონელი პარლამენტარების მიხედვით, პრემიერ-მინისტრს არც კომპეტენცია აქვს და არც ზრდილობა. რაც მას აქვს დიდი ამბიციები და თავდაჯერებულობაა. ის, შეუპოვარია, შეურაცხყოფას აყენებს ოპონენტებს, უწოდებს მათ ჯამბაზებს, კრემლის აგენტებს. მას საპირწონედ არგუმენტები არ მოჰყავს, ნაცვლად, ტალინის საზღვაო პორტის მტვირთავებივით, უწმაწურად იგინება.

სულ ახლახანს კაია კალასი, მისთვის არასასიამოვნო ამბავში გაეხვია. კალასის მეუღლე არვო ჰალიკი იმ სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობდა, რომელიც რუსეთში ტვირთების გადაზიდვით იყო დაკავებული. მას საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა და ეს მაშინ, როდესაც თვით კალასი სხვას მოუწოდებდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირნათლად შესრულებას. „შეწყვიტეთ სისხლიანი ბიზნესი, აგრესორ ქვეყანასთან“, — იყო მისი მოწოდება. კალასი მოითხოვდა რუსეთთან ყველა კავშირის გაწყვეტას.

კალასს მეზობელი ქვეყნების კოლეგებიც არ ჩამოუვარდებიან. ორი წლის წინ ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმნიტემ დნკ-ს ტესტიც ჩაიტარა, რათა დაემტკიცებინა, რომ მის სისხლში რუსული გენების ნასახიც არ არის, მაგრამ კვლევამ დაადგინა საწინააღმდეგო — 98% ემთხვევა, რუსეთის რიაზანის ოლქში მცხოვრებთა მონაცემებს. გაცოფებულმა შიმნიტემ? განაცხადა, რომ ტესტის შედეგი რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული.

 შიმონიტე იყო ის, ვინც კატეგორიულად მოითხოვდა იმ მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებას, ვისაც რუსული წარმოშობა ჰქონდა.

ლატვიის პრემიერ-მინისტრს ევიკა სილინიას, პრემიერ-მინისტრობამდე მჭიდრო კავშირი ჰქონდა პორნოგრაფიული ფილმების ფრანგ რეჟისორთან ვუდმანთან, რომელმაც ის ამ ჟანრის ფილმებში გადაიღო. ევიკამ პორნოგრაფიული ფილმების მსახიობობიდან ამაყად შეაბიჯა ლატვიის პოლიტიკაში. დაიკავა რა პრემიერ-მინისტრის სავარძელი.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა არა მარტო მის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალს გაართვა თავი, არამედ წინსვლის ახალი გეგმაც დაისახა, ნატოს გენერალური მდივნობა.

ა.წ. ოქტომბერში შეიცვლება ნატოს გენერალური მდივანი, ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგი, რომელიც 2014 წლიდან იკავებს ამ თანამდებობას. სტოლტენბერგს რამდენჯერმე გაუგრძელეს ვადა, თუმცა ამჯერად ახალს აირჩევენ.

გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების სურვილი ბევრმა პოლიტიკოსმა გამოთქვა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯინსონმა; ნიდერლანდებისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებმა მარკ რიუტემ და პედრო სანჩესმა. მსურველთა რიგში ქალები სჭარბობენ. მათ შორისაა დანიის პრემიერ-მინისტრი მეტა ფრედერიკსენი, კანადის ვიცე-პრემიერი ხრისტა ფრილანდი, ხორვატიის ექს-პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიდაროვიჩი, ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკატე, ესტონეთის ექს-პრეზიდენტი კერტი კალიულაიდი და ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროატლანტიკური სივრცისთვის ჩამოთვლილი პოლიტიკოსები ცნობილები არიან. იქაურმა პოლიტიკურმა წრეებმა კარგად იციან მათი პოზიტიური და ნეგატიური ავტობიოგრაფია. იციან, რომ კანადის ვიცე-პრემიერი ფრილანდი ფაშისტი ბაბუის შვილიშვილია; ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი გრიბაუსკატე ლენინგრადში სწავლის დროს მეძაობით იყო დაკავებული და მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან; კაია კალასზე ზემოთ მოგახსენეთ.

რაც შეეხება ურსულა ფონ დერ ლაიენს, გერმანიის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დანარჩენებთან შედარებით, რაღაც გამოცდილება უნდა ჰქონდეს შეიარაღებულ ძალებში მუშაობისა, მაგრამ, როგორც გერმანელი სამხედროები აცხადებენ, სამხედრო საქმეში ის ისეთი პროფანი დარჩა, როგორიც იყო. მიუხედავად ამისა მან 6 წელი იმუშავა ამ თანამდებობაზე და ისეთი დარტყმა მიაყენა ბუნდესვერს, მტერი რომ ინატრებდა. ურსულა უდავოდ ვერ ეღირსებოდა ვერც გერმანიის თავდაცვის მინისტრობას და ვერც ევროკომისიის თავმჯდომარეობას, რომ არა მისი მეგობარი, გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი.

ზემოთ ჩამოთვლილი პირები აშშ-ს ადმინისტრაციის „შვილები“ არიან. ყველა მათგანს მჭიდრო კავშირი აქვს ვაშინგტონთან და მისი პოლიტიკის გამტარებლები არიან, განსაკუთრებით ევროპაში.

ყველა ისინი, განსაკუთრებით კი ბალტიისპირელები დასავლური საქართველოს გულშემატკივრები არიან. ასე რომ, დასავლეთთან საქართველოს ჩახუტების გზა ხსნილია. მიდით ქართველებო — შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

12/01/2024