გადავურჩებით ევროკავშირის დავალებებს?

ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება — ისევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას რომ ეხება.

ევროკავშირის რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, ნებისმიერი აქაური იფიქრებდა, რომ დაუოკებელი შფოთვა, რასაც ადგილი ჰქონდა ქართულ პოლიტიკაში, ჩაცხრებოდა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე გადავიდოდა ყურადღება, ევროკავშირის საბჭოს, ანუ 27 წევრი ქვეყნის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რასაც ა.წ. დეკემბერში ექნება ადგილი.

არ გამართლდა ჩემი ვარაუდი, უფრო სწორად ასევე დაუოკებელი სურვილი, რომ გაუთავებელი, სისტემატური ერთი და იგივე — 12 პუნქტის შესრულება-არშესრულებასთან დაკავშირებით, ასე დაჟინებით რომ გვტენის ქართული მედია, დროებით მაინც განელდებოდა, აი თუნდაც ასე — 1000-ის ნაცვლად 999-ი, ინფორმაცია მაქვს მხედველობაში.

არ ჩაცხრა! პირიქით, ისეთი გაშმაგებით გაჩაღდა, კამპანიის დაწყების დროს რომ იყო. „პოლიტიკოსთა“ საჯარო განცხადებები, რიტორიკაში ნოვაციის შეტანის მიზნით, ახალ ელფერს იღებს, თუმცა მთავარი სალანძღავი თემა — რუსეთი არ იცვლება. ის, ისევ რჩება იმ პოლიტიკის ღერძად, რომლის ირგვლივ საქართველოს ხელისუფლება-ოპოზიცია ტრიალებს.

რუსეთის თემა იყო, არის და იქნება საქართველოს პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი ნებისმიერ დროს, მიუხედავად წლის სეზონისა — არა ერთი წლის, არამედ მრავალი წლის, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს პოლიტიკას, მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.

წამით წარმოვიდგინოთ, რომ არ იყოს რუსეთი, ამდენ ბოღმას და ღვარძლს ვის დაანთხევდა ქართველი? ადრე სპარსეთს და თურქეთს ვანთხევდით. პირველს — ქართველთა ფერეიდანში გადასახლებისთვის, მეორეს — ტერიტორიების მიტაცებისთვის.

სიტყვა „ადრე“ სულაც არ გამომიყენებია ასწლეულების განმსაზღვრელად. „ადრეში“ ვიგულისხმე „დამოუკიდებლობის“ გარიჟრაჟი და შევარდნაძის მეორედ მოსვლის პერიოდი, როდესაც პარლამენტმა „მკაცრი“ ტონით თქვა — თურქთა მიერ მიტაცებულის დაბრუნებაზე, რასაც უმალ მოჰყვა თურქული მხარის დიპლომატიური აქტიურობა — თურქეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულების გამზადებით, ხელმოწერით და რატიფიკაციით.

ხელშეკრულების პრეამბულაში — თურქთა მეცადინეობით, ყველაფერი ისეა ჩაწერილი, რომ საქართველოს აღარაფერი საწინააღმდეგო არ ჰქონდეს ორი ქვეყნის ადრე დადებულ ხელშეკრულებებზე, მათ შორის ყარსისაზეც.

პოლიტიკა, როგორც საშინაო, მითუმეტეს საგარეო, ისეთ დინებებს ექვემდებარება, ძნელად თუ ხდება წინასწარ ვითარების განჭვრეტა. ამდენად, დღეს რომ პატრიოტული გვგონია ჩვენი მოქმედება, ხვალ რა შედეგს გამოიღებს, ვინ იცის?

ნათელი მაგალითი ამისა ა.წ. ზაფხულს, ლისის ტბის მიდამოებში, ლგბტ-ს გახმაურებული ღონისძიების ჩატარების სურვილი და ამ ღონისძიების საწინააღმდეგო აქციაა, რომელიც პატრიოტულად შემართულმა, ანტიმამათმავლურად დამუხტულმა კონსერვატიულმა პარტიამ განახორციელა.

ლგბტ-ს ღონისძიება ჩაიშალა. კონსერვატორებმა და მათთან ერთდ საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გამარჯვება იზეიმეს. კონსერვატორთა ანტიპედერასტული აქცია ქართულმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით ოპოზიციამ დაგმო და ახალი ენერგიით აატალახა საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოების კარ-მიდამო. მათაც მეტი არ უნდოდათ და ლანძღეს კონსერვატორები, გაკვრით, ხელისუფლება, რომელმაც ჯეროვნად ვერ დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი; ლანძღეს რუსეთი — ანტიპედერასტული აქციის იატაკქვეშა დამფინანსებელ-წამახალისებელი. აგზავნეს და აგზავნეს „შემაშფოთებელი“ წერილები, დასმენის მსგავსი, თავიანთი ქვეყნების საგარეო უწყებებში და მათაც საშური სისწრაფით განიხილეს საქართველოს საკითხი ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში, ლონდონში და რაც მთავარია ვაშინგტონში.

ეს, როგორო, რას ჰქვია პედერასტების შევიწროებაო, საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი ბარათიო და ა.შ. მაგრამ ნეგატიურ განცხადებებთან ერთად ისიც ითქვა — თუ ასე გაგრძელდა, რუსეთის გავლენა საქართველოზე გაძლიერდება და საქართველო დაუბრუნდება რუსეთის ორბიტასო; საქართველოს ხელისუფლება ვერ შეასრულებს 12-პუნქტიან დავალებას და ყველაფერს ბრიუსელს დააბრალებს — უსამართლოდ მოგვექცაო. სხვათაშორის, აღნიშნული „უსამართლობის“ თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა დაუფარავად თქვა ევროპელებთან საუბარში — ჩვენ უკეთესად გამოვიყურებით, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, მაგრამ მათ მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ჩვენ კი არაო. და რახან ასეა, სხვა გეოგრაფიული სივრცისკენ გავიხედავთო.

შანტაჟის მსგავსი იყო ეს განცხადება, მაგრამ ევროპულად განწყობილი ქართველობისთვის, წარმატებული. შედეგმაც არ დააყოვნა —  ვაითუ მართლაც რუსეთისკენ გაიხედონ ამ ბედოვლათებმა და მივცეთ მათ კანდიდატობა, მითუმეტეს ეს სტატუსი არც პურს ითხოვს და არც ყველსო.

ევროკომისიის რეკომენდაციამ ჭკუა-გონება დააკარგვინა „პატრიოტ“ ქართველებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს. ნახეთ, რა გულისხმიერები არიან ევროკავშირელები, რუსეთის წინაშე მარტო არ დაგვტოვესო, — გაჰყვირიან პარლამენტარები, განსაკუთრებით ოპოზიციონერები.

როგორც ჩანს, ლისის ტბის აქციამ პოზიტიური გავლენა იქონია ბრიუსელზე. არადა, კონსერვატორების ოცნება ხომ ნეგატიურისკენ იყო მიმართული?

საქართველო მზად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მძიმე ტვირთის სატარებლად. როგორც ბრიუსელში ამბობენ, 12 პუნქტიდან საქართველომ 9 ვერ შეასრულა, მაგრამ რუსეთის შიშით სტატუსს მოგვანიჭებენ, რომ არ ყოფილიყო რუსეთი ან რუსეთი ყოფილიყო ისეთი ქვეყანა, როგორიც პრეზიდენტ ელცინის დროს, საქართველოს საშინაო დავალების შეუსრულებლობას არვინ აპატიებდა.

საქართველო ავანსად იღებს კანდიდატის სტატუსს და ამ სტატუსში მრავალი წლის განმავლობაში გაიყინება, თუკი დანარჩენ 9 პუნქტს და მასთან ერთად ახალ დავალებას არ შეასრულებს.

საჯაროდ გაცხადებული დავალების თაობაზე ვიცით; ვიცით მისი შინაარსი, მაგრამ არ ვიცით რა იმალება იმ პუნქტების მიღმა, ანუ პუნქტები — ბრიუსელის მიერ შეთხზული, ისაა, როგორც ქაღალდზე წერია თუ სხვა მნიშვნელობისაა?

ხშირად ევროატლანტიკელი სხვაგვარად კითხულობს და აღიქვამს დაწერილს, ვიდრე ჩვენ. ასეთს სისტემატურად აქვს ადგილი დიპლომატიაში. მხარეთა მიერ დაწერილის იდენტური აღქმისთვის აუცილებელია მხარეთა მიერ ტექსტის ერთად შეჯერება და ყველა გვერდზე ხელის მოწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტექსტი უფრო ბრძანების მატარებელია, სავალდებულო და შემსრულებლის კომენტარს არ იზიარებს.

12-პუნქტიანი დავალება სწორედ ასეთია. ის კომენტარს არ საჭიროებს, მაგრამ იწვევს კითხვებს, რომელთა უპასუხოდ დატოვება საფრთხის შემცველია.

მსგავსი განცდა გამოიწვია ჩემში უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის ამასწინანდელმა გამოსვლამ უკრაინის რადაში, რომლის დროს მან წარუდგინა პარლამენტს წინადადებები მთელი რიგი კანონების მიღების თაობაზე.

მათგან გეტყვით მთავარს: უკრაინაში უკრაინული ენის გარდა ინგლისური ენა უნდა იყოს მთავარი, სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პერსონალისთვის, ისე, როგორც სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, სასამართლო სისტემაში, განათლებაში და ა.შ.; თეატრებში სპექტაკლები ინგლისურ ენაზე უნდა იდგმებოდეს; ლგბტ ოფიციალურად მისაღები უნდა იყოს, როგორც გეი-პარადები და ტრანსვესტიტობა. მისაღები უნდა იყოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება და მათ მიერ შვილის აყვანა. ლეგალიზებული უნდა იქნას პროსტიტუცია; ბავშვთა მიერ სქესის შეცვლა; ნარკოტიკული საშუალებების მოყვანა-წარმოება და სხვა მრავალი, რაც სულ ახლახანს დაუშვებელი იყო.

უკრაინაში არაერთხელ შეეცადნენ გეი-პარადების ჩატარებას, მაგრამ ხალხმა მწვავე გამოსვლები შეაგება პედერასტთა აღლუმების გამართვის ორგანიზატორებს. ვერ გაბედეს! დღეს გაბედეს და დიდი ზარ-ზეიმით გამართეს კიევის-პრაიდი — დაჯილდოების ცერემონიალით. და ვინ დააჯილდოვეს?

უკრაინის ჯარში მსახური ჯარისკაცები, ცხადია პედერასტები — ზეიმისთვის ქალის ტანსაცმელში გამოწყობილნი, პარიკებით და მაკიაჟით.

ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინის არმიაში გეი-ჯარისკაცების რაოდენობა საკმაოდ დიდია. კიევ-პრაიდის საზეიმო საღამოსთვის გამოყოფილი დარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა.

შეეგუა ხალხი თუ შეაგუეს?

აქვს ამას მნიშვნელობა?

ნაკლებად! კიევ-პრაიდი ჩატარდა და ისეთი პირი უჩანს მომავალშიც ჩატარდება!

უკრაინა მართლმადიდებელი ქვეყანა იყო — უახლოეს წარსულში, მაგრამ დღეს აღარ არის — აიკრძალა რადას მიერ. განხეთქილება უკრაინის ეკლესიაში, წაქეზებული პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ — ამერიკელთა დავალების შემსრულებლის, ზელენსკიმ ბოლომდე მიიყვანა. უკრაინის მართლმადიდებლობის გაუქმებაზე არაფერი წერია 12-პუნქტიან დავალებაში, მაგრამ იგულისხმება.

ევროკომისიამ, საქართველოს რომ რეკომენდაცია გაუწია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, უკრაინას და მოლდოვას დაპირდა ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების დაწყებას. მოლაპარაკებების პროცედურა ხანგრძლივია და ძნელი სავარაუდოა, როდის დასრულდება.

მოლაპარაკებების დაწყება აბსტრაქტული გადაწყვეტილებაა და მეტი არაფერი, ვინაიდან არვინ იცის უკრაინის მომავალი საზღვრები ან საერთოდ იქნება თუ არა უკრაინა. შესაძლოა ის, ისე გაქრეს, როგორც უკრაინის მართლმადიდებლობა. საინტერესოა, რა რეაქცია ექნება ვითომ მორწმუნე ქართულ პოლიტიკას?

თუ მართლმადიდებლობის გაუქმებიდან გამდინარედ ვივარაუდებთ, არც არაფერი. არც ერი შეიწუხებს თავს და არც ბერი. შესაშური გულგრილობით ვართ დაავადებული, თორემ ერთ სიტყვას მაინც შევაწევდით მართლმადიდებელი ქართველები გაუქმებულ მართლმადიდებელ უკრაინას?

მაინც რა აშინებს ქართულ პოლიტიკას — რუსეთთან პირდაპირ დარჩენა თუ მსგავსი განცხადებების არ გაკეთებით უცხოური დაფინანსების შეწყვეტა?

საქართველო-რუსეთის ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის და დღეს რომ ვარსებობთ, რუსეთის დამსახურებაა. მას წამითაც არ გასჩენია საქართველოს შეჭმის სურვილი. პირიქით, ყველანაირად გვეხმარებოდა, ხელს გვიწყობდა მძიმე დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებაში; ტრადიციების, ცხოვრების წესის შენარჩუნებაში. მაგრამ ქართულ პოლიტიკას წარსული არ აინტერესებს, მითუმეტეტს, როდესაც დასავლეთიდან ნეგატიურის მოთხოვნაა შესასრულებელი.

რადაში ზელენსკის გახმოვანებული წინადადებები შემთხვევით არ მომიყვანია. მსგავსის გაკეთება ჩვენც გვევალება. გულუბრყვილობაა ზოგიერთი პარლამენტარის განცხადება — სტატუსი მოგვანიჭონ და შემდეგ ჩვენ ვიცით შევასრულებთ თუ არა ბრიუსელის დავალებებსო.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრებით, ევროკავშირი შეეცდება რუსეთის ამიერკავკასიიდან გაძევებას, რის შესახებაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა თქვა — დასავლეთს ეს არ გამოუვაო.

ლავროვს პასუხი ქალაქის მერმა, კალაძემ გასცა, მისთვის ჩვეული უზრდელობით — გვახსოვს, როგორ დარბოდით ბრიუსელში, საქართველოსთვის სტატუსი რომ არ მიენიჭებიათო.

როგორც ჩანს, კალაძეს რუსეთი და საქართველოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აერია ერთმანეთში. სწორედ ისინი დარბოდნენ ბრიუსელში, „ოცნების“ ჯიბრზე, კანდიდატობის სტატუსი რომ არ გაეცათ.

ისე, კაცმა რომ თქვას, რა შუაშია ქალაქის მერი კალაძე, „ავტოატვეტჩიკივით“ წამდაუწუმ რომ პასუხობს შინაურს თუ გარეულს?

გაპარტახებული ქალაქის მერს პოლიტიკური პასუხებისთვის არ უნდა ეცალოს. მას ცოცხი უნდა ეჭიროს ხელში და ქალაქს ასუფთავებდეს, ალაგებდეს.

ქვეყნის აბურდული ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსაც მოუწია პასუხის გაცემა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მორიგი დაუფიქრებელი განცხადებებისთვის, უცხოური გამომცემლობის გვერდებზე რომ გააჟღერა.

ღარიბაშვილმა არათუ პასუხი გასცა ზურაბიშვილის ავ ბოდვას, არამედ ბოდიშიც მოუხადა ჩინეთის ელჩს — სპეციალურად მიწვეულს პრემიერ-მინისტრთან — ზურაბიშვილს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ის, საქართველოს კონსტიტუციიდან, საგარეო პოლიტიკიდან შორს არისო.

კიდევ რამდენი ბოდიშის მოხდა მოუწევს ღარიბაშვილს აწყვეტილი ზურაბიშვილის განცხადებებისთვის — ვინ იცის?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

15/11/2023