26.12.2024

რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ამერიკის ბოროტების იმპერიას ვერ მოვიშორებთ!

როცა ამერიკა თავის მმართველობის სისტემას თავს ახვევს სხვა ტრადიციების მქონე ქვეყანას და ეს ქვეყანა მას არ მიიღებს, ამერიკა მისი მტერი ხდება, მაგრამ თუ მიიღებს, ხელისუფლება ხდება თავისი ქვეყნის მტერი“ მილოშ ზემანი (ჩეხეთის პრეზიდენტი).

ი. ღარიბაშვილის ვიზიტები ევროპის ქვეყნებსა თუ ახლო აღმოსავლეთში არანაირი სიკეთის მომტანი არ არის საქართველოსთვის, მით უფრო, თუ ხელისუფლება მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის საწინააღმდეგო კანონებს იღებს, რითაც დასავლეთის, ამერიკის გულის მოგებას ცდილობს. თუ უპირველესად რუსეთთან არ დავალაგებთ ურთიერთობას და არ გავაფორმებთ სამხედრო-სამოკავშირო ხელშეკრულებას, არც ჩვენს ეკონომიკას ეშველება რამე. ამასთანავე, რუსეთი ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი და თურქული ექსპანსიის შემაკავებელი ფაქტორია. თუ ჩრდილოეთ-სამხრეთის გლობალური პროექტი ხორციელდება, ამ შემთხვევაშიც ჩვენი და რუსეთის ინტერესები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის მშენებლობას ახორციელებს და ამით აღნიშნულ რეგიონში ნატოს შემოშვებას არ აპირებს. საქართველომ უნდა დაასრულოს საუბარი ნატო-ევროკავშირზე, თავისივე საზიანოდ რომ არ შემოუბრუნდეს. ამ საკითხზე დიმიტრი მედვედევმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თუ ჩვენს შეშფოთებას რეალური საფრთხე დაეუფლება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და შეიძლება განხორციელდეს“.

მედვედევი მიგვანიშნებს, რომ არსებობს ორი გზა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება გაეროს წესდების შესაბამისად, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სიტუაციის გადაწყვეტა თბილისის გვერდის ავლით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სრული ანექსიით. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რას მოიმოქმედებს რუსეთი! თუ გვსურს სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ, რუსეთთან მოლაპარაკებას ალტერნატივა არა აქვს!

„თუ გინდა სახელმწიფო გვქონდეს, ქართველ კაცს ღირსება უნდა დაუბრუნო“ გვასწავლის გიორგი ჭყონდიდელი. დღევანდელ საქართველოში კაცური და სახელმწიფობრივი ღირსების ისეთი დეფიციტია, რომ ისტორიას მსგავსი არ ახსოვს. არც ამდენი შინაური მტერი არ ჰყოლია ქვეყანას! როცა არსებობს ლ. ბერძენიშვილი, რომელიც დ. აღმაშენებლის შთამომავლობას დეგენერატებად მოიხსენიებს, აკაკისა და ვაჟას — ქალების გამაპატიურებლებად, ხოლო ერეკლეს მოღალატედ აცხადებს, არც ქვეყნის ხელისუფლებას, არც ხალხს ამაზე რეაქცია არა აქვს. როცა არსებობენ პროფესორის სტატუსის მქონე ისტორიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს, ამ მოსაზრებას დიდ ილიას მიაწერენ და მისი თხზულება „ასის წლის წინათ“ არც წაუკითხავთ, რას უნდა ველოდოთ ასეთი პროფესორების მიერ გამოზრდილი ახალგაზრდებისაგან?

ილია მართალი საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად არის გამოცხადებული და გახლდათ რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრი. იგი წერს, რომ რუსეთის შემოსვლის შემდეგ შეწყდა ძრწოლა მტრის წინაშე და ქვეყანამ ამოისუნთქა. რას უნდა ველოდოთ ამ ხელისუფლებისგან, როცა თავად პრემიერი გაეროს სხდომაზე რუსეთს საქართველოსა და აფხაზეთის საერთო მტრად ასახელებს?!

ეს ის რუსეთია, რომელიც გვაჭმევს, გვასმევს, ენერგორესურსს გვაწვდის, ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ჩვენ კი ვლანძღავთ და მტრად ვასახელებთ! თვით აფრიკის ქვეყნებიც კი რუსეთს იმედის თვალით შეჰყურებენ.

რა სიკეთე მოგვიტანა ე.წ. პარტნიორმა ქვეყანამ? რუსეთისთვის დაწესებული სანქციით წნეხის ქვეშ აღმოჩნდა ქართული ეკონომიკა. 3000 რეგისტრირებული მეწარმე და ათასობით მოქალაქე, ვინც ინდივიდუალურად იყო დაკავებული ავტომანქანების რეექსპორტით, მათ აეკრძალათ ამერიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოებული ავტოტრანსპორტის რუსეთსა და ბელარუსში გაყიდვა, რის გამოც ათასობით საქართველოს მოქალაქე გაკოტრებამდე მივიდა ესეც თქვენი სტრატეგიული პარტნიორი და საოცნებო ევროკავშირი!

ჩვენ კოლონიალურ რეჟიმში ვცხოვრობთ, ამერიკის მონები ვართ, მონები კი მშივრები უნდა იყვნენ, რათა ადვილად სამართავები იყვნენ. დაგვინგრიეს განათლების სისტემა, მეცნიერება, სოფლის მეურნეობა. ეს ყოველივე კი ქართველის ხელით გააკეთეს! აბა რომელმა ამერიკელმა იცოდა, ვინ იყო იაკობ გოგებაშვილი, რომელიც ბავშვთა სწავლების პროგრამიდან ამოიღეს?!

გვინდა კოლონიალური პოლიტიკის რეჟიმში ვიცხოვროთ? როდემდე?

30 წელმა დაგვარწმუნა, რომ ნატო-ამერიკას საქართველოსთან ურთიერთობით მხოლოდ ზიანი და რეგრესი მოაქვს. მათ თავს მოგვახვიეს ბიოდეგენერატები, რომელნიც ადვილი სამართავები იყვნენ და ნებისმიერი საშუალებით რუსეთთან ომის პროვოცირება შეეძლოთ მოეხდინათ. ქართველებმა ისიც გავიხსენოთ, რომ 2008 წელს რუსებმა ქართველები დაგვინდეს და სტალინის ძეგლის ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდები (5 ათასამდე მოხალისე) სასიკვდილოდ ვერ გაიმეტეს.

დასავლეთმა, ამერიკის თაოსნობით, მთლიანად გაანადგურა უკრაინა, უკრაინელი ხალხი საზარბაზნე ხორცად აქციეს. ამჟამად ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროები ერთხმად აღიარებენ, რომ ზელენსკიმ უკრაინელი ერი გაანადგურა.

ომში მყოფმა უკრაინამ მხარი დაუჭირა მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვას და ერთსქესიანთა ქორწინებას, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს რუსეთს უკიდურეს შემთხვევაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რის გამოც მსოფლიოს ძლევამოსილი ქვეყნები შიშით ცახცახებენ. ამავე დროს რუსეთს გვერდით უდგას ჩინეთი, რაც მის დამარცხებას ყოველმხრივ გამორიცხავს. რუსებმა და ჩინელებმა კუნძულ ალიასკის სიახლოვეს სამხედრო წვრთნებიც ჩაატარეს, რამაც ამერიკა შეაშფოთა. დგება დრო, როცა ამერიკამ პასუხი უნდა აგოს იმ სიმწარეზე, რასაც წლების განმავლობაში განიცდიდნენ ქვეყნები, რომელთაც ამერიკული დემოტრაკიით შეფუთული თავიანთი ძალმომრეობა მოახვიეს თავს.

ამერიკა ხელოვნურად შეკოწიწებული იმპერიაა, რომელიც ადრე იქნება თუ გვიან, დაიშლება. ასევე დაიშლება ევროკავშირიც, რომელიც სოდომიას ნერგავს. პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც ევროპაში უვიზო მიმოსვლას ლობირებს, აჯობებს ქვეყნის ზნეობას და მორალს (ეროვნულ იდეოლოგიას) გაუფრთხილდეს, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა.

არსებობს ინფორმაცია, რომ მან განათლება საფრანგეთში მიიღო. ამიტომაც არის ანტიქართული ცნობიერების და მხოლოდ იმაზე ზრუნავს, მის სავარძელს მომავალში საფრთხე არ შეექმნას, ხოლო ხალხისა და ქვეყნის ბედი მას არ აღელვებს. მართლმადიდებლურ რუსეთში განათლებამიღებულ ქართველებს არასდროს უკადრებიათ ის, რასაც ეს ხელისუფლება კადრულობს. კანონიც მიიღეს სიძულვილის ენის აკრძალვის თაობაზე, რაც კონსერვატიული, ეროვნული იდეების წინააღმდეგ არის მიმართული და დამნაშავეს ფინანსური სანქციები ემუქრება. ისინი აკრიტიკებენ პატრიარქის მოწოდებას ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულს.

რუსეთმა კანონის დონეზე აკრძალა სქესის გამოცვლა. შევადაროთ იმ ევროპას, სადაც ბავშვობიდანვე უნერგავენ, რომ თავად აირჩიოს სქესი. ყოვლად მიუღებელია მოსაზრება, რომ ჩვენ, ჩვენი ღირებულებებით უნდა შევიდეთ ევროკავშირში. ეს, არამართლმადიდებლური სამყარო ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის დამღუპველია, ხოლო კანდიდატის სტატუსი ქვეყნის განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთი საქართველოს დატოვებს. იგი მიჩვეული იყო, რომ საქართველო მის მითითებების უსიტყვოდ შემსრულებელი იყო. ახლა კი იგრძნო, რომ მისადმი არასასურველი განწყობა შეექმნა და პოზიციებს კარგავს. ასევე, პოზიციებს კარგავს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. შუაგულ ევროპაშიც უკმაყოფილებაა ნატოსა და ევროკავშირის პოლიტიკის გამო. გავიხსენოთ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც — კარგი ცხოვრებისთვის გარბიან თავიანთი ქვეყნებიდან?

საქართველოში წინა პლანზე წამოიწევს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, რაც ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება.

ევროკავშირი ნაბიჯს არ გადადგამს, სანამ მილიონებს არ ამოიღებს იმ ქვეყნიდან, რომელსაც მონად მიიჩნევს. ეს, ის ევროპაა, რომელიც ადამიანის გაცხოველებისკენ არის მიმართული: ფიზიოლოგიური და სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება პირდაპირ ქუჩაში უნდა შეიძლებოდეს, ასევე, შიშველი სიარულიც. ევროპის ქვეყნები კი ამერიკის ევროპული შტატებია და მისი მითითებები სრულდება.

ამერიკის საგარეო ვალი 33 ტრილიონია და არანაირი სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია არ არის ქვეყანაში. მთელ მსოფლიოში, სადაც ომია, ყველგან ამერიკის ხელი ურევია. ჩვენ თავი უნდა გადავირჩინოთ, რასაც რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ვერ მოვახერხებთ. ჩვენ გვჭირდება რუსეთის მხარდაჭერა მორალურიც, ინფორმაციულიც და პოლიტიკურიც. რანი ვიყავით და რად ვიქეცით?

გვქონდა დიდი სამეცნიერო პოტენციალი, ლიტერატურა, ხელოვნება, მაგრამ თანდათანობით ვხვდებით ოფიციანტების, ტაქსისტების, ექსკურსია-მძღოლების, დამლაგებლების ერი. ყველაზე საშინელი ის არის, რომ მოხდა ქართული ცნობიერების, ეროვნული ღირებულებების ცვლილება, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ხალხის უმეტეს ნაწილს აქვს სურვილი დაიცვას თავისი ეროვნული, ტრადიციული ფასეულობები. საზოგადოების დიდი ნაწილი გადატრიალების წინააღმდეგია. ვინ ახდენს ამ გადატრიალებას?

ეს გაუნათლებელი ახალგაზრდობაა, რომელსაც ასო „რ“-ზე დაწყებული სიტყვის გაგონებაზე აკანკალებს, ეს სიტყვა კი რუსეთია! აი, ამისთვის დაგვინგრიეს განათლების სისტემა ამერიკელმა ფაშისტებმა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ღირებულებანი ახალგაზრდობისთვის გაუცნობიერებელი ყოფილიყო. ვისურვებდი, რომ პრემიერმა ქართველ ხალხთან ისაუბროს რუსეთის იმ ღირებულებების შესახებ, რაც საქართველოსთან მიმართებით შეუცვლელი და უალტერნატივოა, ის ხომ მთელ მსოფლიოში მართლმადიდებლობის სავანეა?!

ამის შემდეგ შექმნას არასამთავრობო ორგანიზაციები სახელწოდებით „სამშობლოსთვის“ და დაასაქმოს ის ახალგაზრდები, რომელნიც ქართული საქართველოს მომხრენი არიან, ხოლო მათი დაფინანსება მოხდეს უკრაინელების სანაცვლოდ, რომელნიც გააჯეჯილეს საქართველოში, ხოლო ახალგაზრდები მიივიწყეს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ამერიკის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების საპირისპიროდ უნდა იმუშაონ.

აშშ-ს სააგენტო „იუსაიდი“ ამერიკელი ხალხის ფულით აფინანსებს ტრენინგებს, სადაც ქართველ ახალგაზრებს სახელმწიფო გადატრიალების ტექნოლოგიებს ასწავლიან, ანუ როგორ უნდა იმოქმედონ ხელისუფლების, მართლმადიდებელი ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია „კანვასის“ — სერბი წარმომადგენლების ბანდა ხელისუფლებამ ციხეში უნდა გაამწესოს, მაგრამ ამერიკის საელჩო ქართველებს გონებაჩლუნგად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ტრენინგი კიბოთი დაავადებული ბავშვების დედებს ჩაუტარდათ. ამერიკა ყოველნაირად ცდილობს ნებისმიერი ხერხით ჩაქოლოს ეროვნული ხელისუფლება, ეროვნული სულიერების გამოვლინება და ეს ერი არ გაახაროს. ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ამერიკის ინტერესებზე მაღლა დააყენებს, განადგურებას ექვემდებარება.

არსებობს ერთი ჭეშმარიტება — რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ამერიკის ბოროტების იმპერიას ვერ მოვიშორებთ და არც არანაირი სასიკეთო ძვრები ქვეყანაში არ იქნება.

25.10.2023 წ.

იზა თამაზაშვილი

ტელ: 593 90 55 07