ფურთხის ღირსია ყველა ის ქართველი, ხელისუფლების ჩათვლით, ვინც ევროინტეგრაციისკენ ისწრაფვის!

ხალხის ნების გაუთვალისწინებლობა საზოგადოებაზე უარყოფითად აისახა და ანეგდოტების თემად იქცა. გორელი ეუბნება კახელს: მომავალ არჩევნებში ეს ხელისუფლება ხმას ვერა, მაგრამ 3 თითის კომბინაციას აუცილებლად მიიღებსო. – რათა? – დაინტერესდა კახელი – დაპირება არ შეგვისრულა, რუსეთთან ურთიერთობა არ აღადგინა, ნაცბოზბანდა არ დასაჯა, წინა ხელისუფლების მავნებლობანი არ გამოასწორა – არც სტალინის ძეგლი აღადგინა და თბილისში აღმაშენებლის ძეგლს ველოსიპედი არჩია – დააკონკრეტა გორელმა. ჰოო – მრავალმნიშვნელოვნად ჩაფიქრდა კახელი და განაგრძო – ეგ იმიტომა, რომა ეს ხელისუფლება მოსვლის დღიდან დასავლეთელების მოძღვნილ კამოს საყვარელ ძღვენს მიირთმევს, ხან იმერულად პილპილმოყრილს, ხანაც კახურად დანივრულსა. – მერე შეცვალოს მენიუ, მისი ნება არ არის? – გაოცდა გორელი. – არა, არ შეიძლება – გაჯიუტდა კახელი თავისი ვირივითა – დაგინებული აქვს და იმიტომა“. დიახ, ჭეშმარიტი მამულიშვილი დასავლეთისკენ არ უბიძგებს საქართველოს და არანაირ თანამდებობრივ თუ საპარლამენტო სავარძელზე არ გაცვლის ქვეყნის კეთილდღეობას. ჭეშმარიტი ქართველი შეეცდება გაბრიყვებულ ხალხს თვალი აუხილოს და ქვეყანა გადაარჩინოს.

მიუხედავად მტრების მოძალებისა წარსულში,         რაც ერის განადგურებისკენ იყო მიმართული, ჩვენ გავუძელით ყოველივეს, არც სულიერად გავტეხილვართ, არც ქართველობა, არც ადამიანური ღირსება არ დაგვიკარგავს. საუკუნეების მანძილზე ამაყი და გაუტეხელი სული დაუძლურდა და მომავლის იმედიც გაუჩინარდა უკუნეთში. ჩვენი წარსულის მქონე ერს არ ეკადრება იმ წუმპეში ცხოვრება, როგორსაც ეს „ამერიკული ოცნება“ გვთავაზობს. ურთიერთპატივისცემა დავკარგეთ, შურმა, მტრობამ იჩინა თავი – ვეღარ ვაცნობიერებთ, რომ ქართველობას ვკარგავთ. ერთიანი ქართული აზრი გათითოკაცდა და გაუჩინარდა. ილია წერდა: „აბა დაიძახე ქართველო-თქო, თუ შავი ზღვიდან კასპიოს ზღვამდე მარტო ღიპგადმოგდებულმა ქართლელის მეტმა შემოგხედოს ვინმემ და თუ გაჭირდა იქნებ კახელმაც თავისი მსხვილი კისერი შენსკენ მოიდრიკოს, სხვანი კი ყურსაც არ გათხოვებენ, თითქოს ისინი ქართველები არ არიან“. სამწუხაროდ, ხორციელად და სულიერად დაუძლურებული ქართველი ქონდრისკაცად იქცა, სიტყვა „სამშობლოს“ ვერ აცნობიერებს და მხოლოდ თავის „მე“-ზე ფიქრობს. პროფესორ-მასწავლებლები მოძღვრავენ ახალგაზრდებს: შენ თავზე იფიქრე და არა პოლიტიკაზეო. ქართველებმა დავივიწყეთ, რა არის სიცოცხლის არსი და ვერ ვაცნობიერებთ, რომ ქართველობას ვკარგავთ. ქართველებს ეს დიდი გრძნობა, რასაც „სამშობლო“ ჰქვია, ვეღარ აერთიანებს. ქართველი ერი გადაგვარების პირასაა, რადგან ურთიერთსიყვარული და საერთო აზროვნება გათითოკაცდა. მაინც რა გვჭირს დღეს? ჩვენმა შინაურმა და გარეულმა მტრებმა რა დაგვმართეს? დღევანდელი ე.წ. ინტელიგენცია ლიბერალიზმის შხამით არის გაჟღენთილი და გარე ძალების დახმარებით, რომელიც საშიშ ძალას წარმოადგენს, ცდილობს ბედი ქართველი ერისა უკუღმა წარმართოს, ეროვნულს უგულებელყოფენ და საბჭოთა კავშირში გაზრდილ მოღვაწეებს ირონიით მოიხსენიებენ. არ მივყვები ამ თაობის წარმომადგენელთა ჩამოთვლას, რადგან ეს დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ვინ არის იმ დროის მეცნიერების, მწერლებისა და პოეტების სწორფერი დღეს? რომელიმე თქვენგანი მათი ფეხის მტვრად თუ ღირხართ?!

დღევანდელი ინტელიგენციის აზროვნებას თუ მისდევს ქართველი საზოგადოება, აკაკის სიტყვებით შევამკობდი: „ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველო!“ ეს თქვენ, დემოტრაკიული თავისუფლების მომტან გმირებად რომ თვლით თავს და ახალგაზრდები თქვენი გულგრილობით ქვეყნიდან გააქციეთ, ქვეყნის №1 მტრები ხართ, უეროვნები, ანტიქართველები, რომელთაც არც სამშობლო გახსოვთ, არც ქართველი ერი, მხოლოდ საკუთარი „მე“ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. თქვენ, უსამშობლოდ ქცეულმა არაადამიანებმა მეცნიერებათა აკადემიიდან აკადემიკოსები გამოყარეთ და თავი თავისუფალ ადამიანებად, დემოტრაკებად წარმოდექით. ხელისუფლებანი იცვლებიან, მაგრამ არავის უფიქრია წინა ხელისუფლების მავნებლობანი გამოესწორებინა. საქართველოს სოციალური თუ სულიერი მდგომარეობა საგანგაშოა. ქართველი ერის არსებობა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. საკითხავია, გადავრჩებით და შევინარჩუნებთ ეროვნულობას, მართლმადიდებლობას თუ უსამშობლოთა წუმპე-ჭაობში ჩავიძირებით?

თუ საუკუნეების მანძილზე ხმლით და ვაჟკაცობით შევინარჩუნეთ ეროვნულობა, დღეს ჩვენს მტერს არა მარტო დაპყრობა, არამედ ჩვენი გადაგვარებაც უნდა. ახალგაზრდებს ბავშვობიდანვე ქართული მიწა-წყლის სიყვარულს უსპობენ. ახალგაზრდა მეკითხება: „რატომ უნდა მიყვარდეს ეს ქვეყანა, რამე გააკეთა ახალგაზრდებისათვის?“ ხელისუფლების წარმომადგენელნი, თანამდებობის პირები უსამშობლო ხალხია. მათ კისერიც მოუტეხიათ, მაგრამ ახალგაზრდობა ძირითადად ანტიეროვნულია, რადგან ამ ანტიეროვნულობის გაღვივებას სწორედ ამერიკა ცდილობს. ხელისუფლება კი მზად არის კიდეც ჩაიხადოს, კიდეც წაიკუზოს მათ წინაშე! მზად არის ყველაფრისთვის მათ საამებლად!

სასწავლო პროგრამიდან გააქრეს ყველა ის ნაწარმოები, პოეტური თუ პროზაული, რომელიც მოსწავლეში ეროვნულ სულისკვეთებას აღძრავდა! ღარიბოვი და განათლების მინისტრი სპექტაკლს დგამენ – სკოლებში პატრიოტული თემატიკის დაბრუნების შესახებ და, მეორე მხრივ, გენდერულ იდეოლოგიაზე საუბრობენ! სკოლებში შეუშვეს სექსმანიაკები, საგანში ჩამორჩენა მეორეხარისხოვანი გახდა და ეს კატასტროფაა. სკოლის მოსწავლეები „გირჩის“ ამომრჩევლები არიან და სახელმწიფო ამ პროცესებს ხელს უწყობს – იღებენ სოდომისტულ კანონებს. როცა ჩვენი წინაპრები ქართული მიწის თითოეულ გოჯს სისხლით იცავდნენ, ეს სოდომისტები ყიდიან. რა ლოგიკით უნდა მივცე ხმა „ამერიკულ ოცნებას“, რომ დავკარგოთ სამშობლო? დასავლეთისთვის საქართველო ნაგავსაყრელია და არსებობს მოსაზრება, რომ აქ აფრიკელ მიგრანტებსაც შემოგვიყრიან, ანუ საქართველო ქართველების გარეშე?! 8000 პატიმარი გვყავს ოჯახური ძალადობისთვის, რაც ხელისუფლების პოლიტიკურ უუნარობაზე მეტყველებს, ამ პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ევროპული ქვეყნების პოლიტიკურ ლიბერალიზმში ჩამპალი ქვეყანაა და ის არაფერს წყვეტს. ნატოსა და ევროკავშირს საზარბაზნე ხორცად ვჭირდებით მხოლოდ და უნდათ რუსეთი კავკასიიდან და შუა აზიიდან გააძევონ.

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის დამანგრეველია. ისინი დასცინიან ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენს ტრადიციებს, მართლმადიდებლობას, განათლებას. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ევროკავშირს საქართველოსთვის სასურველი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ქართველების ქვეყნიდან გახიზვნას. თან ტერიტორიების დათმობაც მოგვიწევს, რადგან აფხაზეთს ასეთი პედერასტული საქართველო არ უნდა. ამიტომ ჩვენ თავი უნდა დავიცვათ ევროკავშირისა და ამერიკისგან, ამისათვის კი რუსეთთან სასწრაფოდ უნდა გავაფორმოთ სამხედრო სამოკავშირეო ხელშეკრულება.

სსრკ-ს კონსტიტუციაში ფიქსირდებოდა, რომ ყველა ერის ტრადიციები, ღირებულებანი, სარწმუნოება, ისტორიული და ეროვნული კულტურა სახელმწიფოს მხრიდან დაცული უნდა ყოფილიყო და ასეც იყო. ესენი თავს გვახვევენ ქართული მენტალიტეტისთვის და მართლმადიდებლობისთვის პრინციპულად მიუღებელ კანონებს. არის კიდევ ბინძური და მიუღებელი მოთხოვნები, მაგ., პროსტიტუციის დაკანონება. ეს ყოველივე უზნეობის დიქტატურაა, ხოლო ევროკავშირი პედერასტული კავშირია, ამიტომ უნდა მივაფურთხოთ კანდიდატის სტატუსსაც და ევროკავშირსაც.

ეს კავშირი შორს არის სამართლიანობის აღდგენისგან და თავად არის ქართველი ხალხის რეპრესიების და განადგურების მომხრე. ქართველ ხალხს, რომელიც სამართალსა და ზნეობაზე იყო ორიენტირებული, უზნეობის ჯოჯოხეთში არაფერი ესაქმება. თავად ხელისუფლება მიბრძანდეს და ევროპელ პედერასტებს ჰომოსექსით ასიამოვნოს!

ევროპელები, ეს ავადმყოფური ფსიქიკის ხალხი, თავს გვახვევენ თავის ავადმყოფურ იდეებს. ეს ის ევროპაა, სადაც განსხვავებული აზრის გამო ხალხს ორმოებში ყრიდნენ და ცოცხლად წვავდნენ?!

ნებისმიერი გაერთიანება გარკვეულ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის, რაც რუსეთთან იყო, შედარებაც არ არის იმ ზეწოლებთან, რაც დასავლეთისგან ხორციელდება. სად ერეკლე და სად ვირის ყ…? დასავლეთი ჩვენი ქვეყნის გადაშენებისკენ არის მიმართული, რათა მისგან მხოლოდ სახელი დარჩეს. ამის მიზეზი კი ის პარლამენტია, რომელიც ფაქტობრივად ყ…კაცებისა და ყ…ქალების პოლიტიკური ზოოპარკია ყოველგვარი სახელმწიფოებრივი აზროვნების გარეშე! სამაგიეროდ, საშოვარზე გამოსულ ნახირად აღიქმებიან. სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს განათლება, პოლიტიკა, ეკონომიკა სწორი მიმართულებით წარმართონ, მაგრამ დღეს განათლების სისტემა ევროპული იდეების მიმდევარია და რუსული ყველაფერი უნდა გვძულდეს.

პატრიოტული თემატიკაც მოძველებულია და არ უნდა ვასწავლიდეთ. სამაგიეროდ, ასწავლიან („იუსაიდი“) როგორ უნდა ჰქონდეთ სექსუალური ურთიერთობები და ახალგაზრდებს მოსამსახურე ერად ამზადებენ. ევროპასთან საზღვარიც არა გვაქვს, მაგრამ ევროპის დროშის დაწვისთვის ხალხს აჯარიმებენ და გაპარტახებულ მოსახლეობას ჯიბეში უყოფენ ხელს. – ფული და ძალაუფლება – აი მათი ცხოვრების მიზანი! პოლიტიკურად იმპოტენტი ხელისუფლება და ენჯეოები დოლ-გარმონივით მუშაობენ და მხოლოდ ფულის კეთებით არიან დაკავებულნი. სოდომიტური ქადაგებებით ხალხს და ახალგაზრდებს ცხოვრებას უმძიმებენ, ქუჩიდან მოყვანილი ხალხი ინიშნება თანამდებობებზე – ქვეყანა კოლონიურ მდგომარეობაშია და სანამ ამერიკის კოლონია ვიქნებით, ქვეყანა ვერ განვითარდება! თავად ტერორისტულ ქვეყანას – აშშ-ს სარწმუნოების, ეკლესიის დაცვა კონსერვატიული პარტიის მიერ ტერორიზმად მიაჩნია მაშინ, როცა პარტიების 99%-მა ხელი მოაწერა სოდომიას. დასავლეთი ფიქრობს, რომ ყველაფერს გაგვაკეთებინებენ, რაც უნდათ.

30 წელია გვაშიმშილებენ, ზეწოლას ახორციელებენ და ვერ გაგვტეხეს. ხელისუფლების  ქმედებები შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ. ის რაც სააკოვმა ვერ გაბედა, ამ ანტიქართულმა ხელისუფლებამ გაბედა – ნარკოტიკები, კაცების დაჭერა, ოჯახების ნგრევა. ისიც კი ითქვა, ევროპის დროშას რომ წვავენ, რატომ რუსეთის დროშა არ დაწვესო?! რა დონეზე გაწირა ხელისუფლებამ ახალგაზრდები, როცა ეროვნულად მოაზროვნენი ციხეში ჩასვა?

სწორედ ქართველმა სტალინმა შეაჩერა რამდენიმე ათეული წლით გლობალიზმი და ლიბერალიზმის ბოგინი სსრკ-ში. სტალინის ეპოქაში ქართველი ხალხი განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა. ქართველი სტალინის ძეგლი სომეხმა სააკოვმა მოსახლეობისგან მალულად დაამხო. ჰომოსექსის დაფუძნებაც მოახერხა ამ მანიაკმა და თავად მაქვს კადრები ნანახი, როგორ კრუტუნებდა სიამოვნებისგან, როცა კასტილებიანი კაცი დაბმულ მამაკაცებს აუპატიურებდა. ეს მანიაკი დღეს „ოცნებას“ სანატორიუმში ჰყავს და პოლიტიკური განცხადების გაკეთების ნებასაც აძლევს. როცა ქართველები პირით დასავლეთისაკენ, ხოლო რუსეთისგან ზურგით შევბრუნდით, დავკარგეთ ტერიტორიული მთლიანობაც, განვითარებული ეკონომიკა, წამყვანი პოზიციები მეცნიერებასა თუ ეკონომიკაში. რუსეთთან ომში ევროპა უკვე დამარცხდა, არ გამოვრიცხავთ, რომ სულაც დაიშალოს.

არსებობს მოსაზრება, რომ უკრაინის დამარცხების შემდეგ რუსეთი მოიცლის კავკასიისთვის და არ დაუშვებს, რომ მის მოსაზღვრე რეგიონში ნატომ და ევროკავშირმა თავისი მიზნები განახორციელოს. 31 ქვეყანა ებრძოდა რუსეთს, მაგრამ ვერ დაამარცხა. ევროკავშირმა ვერ უზრუნველყო მშვიდობა და დღეს მისი არსებობა თვით ევროპელი ერების ინტერესებს უპირისპირდება, ხოლო მისი მონა – ჩვენი ხელისუფლება უსამართლობისა და ორმაგი სტანდარტის ეტალონად იქცა, როგორც ანტიქრისტიანული ძალა. სწორედ ამ ანტიქართულმა, ყ…კაცების ხელისუფლებამ ევროკავშირის დროშის დაწვისთვის ლაშა შარუხიას 6 წელი მიუსაჯა, ხოლო სამების ტაძარში მართლმადიდებლური სიწმინდის – წმინდა მატრონეს ხატის შებღალვისთვის ვინმე ყ…ქალას – ნატა ფერაძეს 500 ლარიანი ჯარიმა დაუწესეს. ეს ნიშნავს, რომ გახრწნილი ხელისუფლება მეტ პატივს მიაგებს გახრწნილ ევროპას, ვიდრე საქართველოს მართლმადიდებლობას.

ქართული გენოფონდის  წინააღმდეგ არის მიმართული ანტიდისკრიმინაციული კანონი, იუვენალური იუსტიციის კანონი, უცხოეთიდან ქართველი ხალხისათვის უზნეო ღირებულებების თავსმოხვევა და უცხოეთიდან დაფინანსებული რეზიდენტების თარეში. თუ ჯერ „შინ ევროპაში“ ჰქონდათ ლოზუნგად აღებული, ახლა ემიგრანტებს „შინ ევროპაში“ დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

რეალურად თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციას სწორედ კავკასიიდან გასულმა ქართველურმა ტომებმა დაუდეს საფუძველი. ასე რომ ევროპა ქართველებისთვის არ არის წინაპრების კერა, არამედ პირიქით. ფურთხის ღირსია ყველა ქართველი, ვინც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და წევრობას ითხოვს. 30 წელია დასავლეთი ცდილობს ზნეობა, მორალი, კულტურა და გმირული წარსული დაგვავიწყოს და უზნეობანი ნორმად დააკანონოს. წევრობის კანდიდატის სტატუსიც იმიტომ მოგვიგდეს, რომ საკუთარ ნებაზე გვატარონ, ფინანსურად დაგვაკაბალონ, მათთვის სასურველი კანონები დაგვიკანონონ, ომში ჩაგვრთონ და ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლის ხარჯზე პოზიციები გაიმყარონ.

ჩვენ პოლიტიკური ვექტორი უნდა მივმართოთ სამეზობლოში, 3+3 ფორმატში. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქცევით რეგიონული ალიანსის ცენტრად და ზოგადად კავკასიის უსაფრთხოებაზე იზრუნებს რუსეთი, თურქეთი და ირანი, ხოლო ყოველგვარი აგრესიის შემაკავებელი იქნება რუსეთი. რაც შეეხება ევროპულ ღირებულებებს, ეს მხოლოდ გარდასულ დღეთა მწერლობაა, რომელიც უზომოდ მიყვარს.

ის, რასაც დღეს გვიქადაგებენ დასავლელი ბინძურნი, ადამიანურობის არაადამიანად გარდასახვაა, რაც არანაირი მორალის და ზნეობის ნორმებში არ ჯდება, უარყოფს უძველეს მორალსა და ტრადიციებს, ოჯახურ ადათწესებს, რწმენისა და რელიგიის იგნორირებას ახდენს. მათთვის თავისუფლების გამოვლინებაა სქესის აღრევა, მამრისა და მდედრის აღრევა ცხოველებშიც კი არ ხდება, ესენი კი უფრო დაბლა დაეშვნენ. ჯერ კიდევ ალენ დალესი წერდა – „წესიერებას წარსულის გადმონაშთად ვაქცევთ, გავხრწნით და გადავაგვარებთ ახალგაზრდებს, შთავნერგავთ სიცრუეს, თავხედობას, გახრწნილებას, ნარკომანიას. ამგვარად შევარყევთ თაობებს, გავათახსირებთ, გავხრწნით და ჩვენი გავლენის აგენტებად ვაქცევთ“. ჩვენი ერის და ქვეყნის განადგურება უნდათ არა მარტო გარე ძალებს, არამედ დაფინანსებულ ოპოზიციასაც. ყველა იმ პირს, ვინც ამხილეს დანაშაულში, უნდა აეკრძალოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, უნდა დაისაჯონ. აიკრძალოს უცხო ქვეყნებიდან დაფინანსება, განათლების სისტემა გაიწმინდოს ანტიქართული, ანტიეროვნული იდეოლოგიისაგან, კონსტიტუციიდან უნდა ამოვიღოთ ნატო-ევროკავშირში გაერთიანება.

რა მომავალს უწინასწარმეტყველებენ მსოფლიოს, რომელიც იცვლება? რუსეთი და ბრიკსის ქვეყნები ამერიკას შეცვლიან. ევროკავშირი დაიშლება და ახალი შეიქმნება, რომელსაც სერბეთი მიუერთდება. ნატოს დატოვებს წევრების უმრავლესობა და ალიანსი დაიშლება. ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი რუსეთს თხოვნით მიმართავენ, რომ მათ ქვეყნებში რუსული ბაზები ჩადგნენ. ესტონეთი, ლიტვა, ლატვია რუსეთს საკუთარი ნებით შეუერთდებიან, როცა რუსეთი თავის საზღვრებს ევროპისკენ გააფართოვებს. ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი მსოფლიოს ცენტრად იქცევიან და დაიწყებენ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ამერიკა სამხრეთ კორეიდან ჯარებს გაიყვანს. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის წინაშეც ქედს მოიხრიან დანარჩენი ქვეყნები.

ქართველი ერი უნდა დაუბრუნდეს თავისი ისტორიული განვითარების გზას, ამისთვის კი ეს გახრწნილი, ფულზე ორიენტირებული ხელისუფლება საქართველოდან უნდა გავხვეტოთ! რუსეთთან ურთიერთობის გარეშე საქართველოს მომავალი არა აქვს და 21-ე საუკუნე უნდა გახდეს ევროამერიკული იმპერიისაგან ერთა გათავისუფლების ასწლეული!

იზა თამაზაშვილი, 593 90 55 07

16 იანვარი 2024 წ.