ფაშინიანის ფლიდმა, გამყიდველურმა პოლიტიკამ მიზანს მიაღწია

სომხეთთან და კერძოდ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან დაკავშირებით დეტალურად ვილაპარაკე ერთი თვის წინანდელ სტატიაში, მოგვიანებით სატელევიზიო გადაცემებში, მაგრამ ჩემს ნათქვამს საჭირო რეაქცია არ მოჰყოლია, მარტივი მიზეზის გამო — საქართველოს პოლიტიკა — გართული ევროკავშირის მიერ მოცემული 12-პუნქტიანი საშინაო დავალების შესრულება—არშესრულებაში, მინიმალურ ყურადღებასაც არ აქცევდა კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

არა მარტო საქართველოს პოლიტიკა, მედიაც კი აინუნშიაც არ აგდებდა და აგდებს ჩვენს ორ მეზობელს — სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის „აღორძინებულ“ კონფლიქტს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ძალისხმევით და შუამდგომლობით ჩაცხრა — ომის დაწყებიდან 44 დღის შემდეგ, თუმცა დაზავებას არ მოჰყოლია ორთა შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, რაც გვაფიქრებინებს სისხლიანი დაპირისპირების ახალი ძალით წამოწყობაზე.

პოლიტიკა და მედია, რომ მინიმალურ ყურადღებას არ აქცევს ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ თუ სხვა სახის მოვლენებს — სახეზეა, მაგრამ სამწუხაროდ არც საზოგადოებაა დაინტერესებული ამით, ქართული მყავს მხედველობაში, თორემ საქართველოში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები  გაფაციცებით რომ ადევნებენ თვალს მათი ძმების სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას, ეჭვი არ მეპარება.

საქართველოში მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების რაოდენობა მნიშვნელოვანია და საქართველოს ერთიან დემოგრაფიულ სურათში სერიოზული ადგილი რომ უკავია, ფაქტია, თან ისეთი, ანგარიშგასაწევი რომ ჰქვია. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც საქართველოში დარჩენილი მოსახლეობის რეალური რაოდენობიდან — არაუმეტეს 3 მილიონი ადამიანიდან, თითქმის მილიონი სომეხი და აზერბაიჯანელია.

ქართულ საზოგადოებას, იმას, ვისაც ჭკუა მოეთხოვება, საგანგაშო დემოგრაფია მაინც უნდა აფიქრებინებდეს ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღების თუ არა, საჯარო განსჯის მაინც, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისა და სომხების მიმართ, ისეთივე დამოკიდებულებას, როგორიც არსებობს, თუნდაც ქართველთა შორის.

აი, აქ ბევრი ქართველი შემედავება — ქართველთა შორის დამოკიდებულება ისეთია, მტერს რომ გაახარებს და მსგავსის არსებობა ეროვნულ დიასპორებთან უდავოდ გამოიწვევს დაპირისპირებასო.

ასეა თუ ისე საქართველოს პოლიტიკას, მედიას, საზოგადოებას უამრავი საშინაო გადაუჭრელი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, გარდა ამისა მეზობლებთან ურთიერთობა, მივიწყებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომ რაღაც 12-პუნქტიანი დავალების შესრულებაზე დროს არ კარგავდეს.

წინა სტატიაში დავწერე და გავიმეორებ 12-პუნქტიანი დავალების შესრულება იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი მივიღოთ, თუნდაც ფორმალური თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაკარგვისთვის დაგებული მახეა.

სიტყვა „ფორმალური“ ზუსტად გამოხატავს საქართველოს დღევანდელ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს, ანუ ასეთის არ არსებობას.

1991 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ ნაბოძებმა თავისუფლებამ და სუვერენიტეტმა თითებზე ჩამოსათვლელი თვეები იარსება და ისე შეირგეს ჩვენმა ახალმა პატრონებმა — ამერიკა-ევროპამ, როგორც „საფერავი“.

საქართველოს მოსახლეობამ არ იცის რა მოჰყვება 12 პუნქტის შესრულებას. თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩაგვჩიჩინებს ჩვენივე პოლიტიკა, ცხადია დასავლელთა ზეწოლით, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონების ევროპულთან ჰარმონიზაცია.

სიტყვა „ჰარმონიზაცია“ კარგად ჟღერს, მაგრამ, როდესაც კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე ვლაპარაკობთ მიუღებელი თუ არა, დასაფიქრებელი მაინც უნდა იყოს.

ქართული კანონის ჰარმონიულად შერწყმა ევროპულთან, უფრო სწორად ევროკავშირთან, შერწყმა კი არა, რომელიმე ევროპული ენიდან გადმოქართულებაა, ქართულად თარგმნა და მეტი არაფერი — ქართული ყოფის, წეს-ჩვეულებების, აზროვნების, სხვა მრავალი ნიუანსის გაუთვალისწინებლად.

მოკლედ და კონკრეტულად — სხვისი კანონის თავსმოხვევა, ანუ საქართველოში სხვისი კანონის (კანონების) დაკანონება. რას ნიშნავს ეს?

რას ნიშნავს და „ბრეკსიტს“, ანუ დიდი ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან.

დიახ! დიდი ბრიტანეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ანტიჰიტლერული „დიდი სამეულის“ (სსრკ—აშშ, დიდი ბრიტანეთი) წევრი, გამორჩეული სახელმწიფო, ვერ შეეგუა სუვერენიტეტის, თავისუფლების დაკარგვას და გავიდა ევროკავშირიდან.

თუ ისეთმა ძლიერმა სახელმწიფომ, როგორიც დიდი ბრიტანეთია, ვერ გაუძლო ევროკავშირის შტაბ-ბინის (ბრუსელი) შეტევას, ევროკავშირში გაწევრებული პატარა, უავტორიტეტო საქართველო გაუძლებს?!

12 პუნქტის შესრულების შემდეგ საქართველოს თუ რას აღირსებენ — წევრობის კანდიდატობაა და არა წევრობა, კანდიდატობა გრძელ რიგში წლობით დგომაა, რომლის შემდეგ ქართველები რომ ამბობენ — ან ვირი იქნება, ან ვირის პატრონი.

ჩემი დაკვირვებით, არც ერთი და არც მეორე, ვინაიდან თვით ევროკავშირში არსებული დაპირისპირება ავის მომასწავებელია, ვიდრე კარგის, რაც უნდა იცოდეს ქართულმა პოლიტიკამ, მაგრამ არ იცის, ვინაიდან ზედაპირულად უყურებს ამ კავშირს და ჰგონია, რომ თუ იქ შეყოფს თავს, ის აჭმევს და ასმევს ქვეყანას და არა საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს მის კეთილდღეობას.

ქართულ პოლიტიკას, ანუ ხელისუფლება-ოპოზიციას, ნაცვლად საკუთარი ქვეყნის და ხალხის ბედნიერებისთვის ზრუნვისა, ერთადერთი მიზანი აქვს — ევროკავშირისთვის ამ საკითხის გადაბარება.

ევროკავშირში შესული საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით იტყვის — მე რა შუაში ვარ, ბრიუსელს მიმართეთო.

რა სჯობს ამას? არავითარი პასუხისმგებლობა, ხარ კაბინეტში და ბუზებს ითვლი, უფრო სწორად ბიზნესის „კრიშობიდან“ შემოსულ ფულს.

ქართველი პოლიტიკოსი იმაზე აღარ ფიქრობს გაიზიარებს თუ არა ბრიუსელი ქართული პოლიტიკის ვირეშმაკობას. ათას პოლიტიკურ ბარიერზე გადამხტარ ევროკავშირელს მოატყუებს ბრიყვი ქართველი პოლიტიკოსი?

ევროკავშირელი, რომ ქართველზე მეტი ვირეშმაკაა — ერთი თვის წინათ გამოჩნდა უკრაინისთვის მიცემული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესრულების მიმდინარეობის პროცესში.

უკრაინისთვის სტატუსის მინიჭება, რომ ავანსად მიცემული საჩუქარი იყო, ყველამ კარგად იცის, მათ შორის ევროკავშირმაც და უკრაინამაც.

უკრაინა — დანგრეული, გაპარტახებული, კორუმპირებული, თან ომში მყოფი ქვეყანა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა, ფაქტია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უკრაინა ომობს რუსეთთან, ევროკავშირის მტერთან და რახან ასეა, ბრიუსელი მზად იყო და არის არა მარტო კანდიდატის სტატუსის მიცემისთვის, არამედ უახლოეს მომავალში გაწევრებისთვის. მაგრამ უკრაინამ მაინც უნდა შეასრულოს 12-პუნქტიანი დავალება და მასთან ერთად ყველაფერი ის, რაც ბრიუსელს სურს.

რა სურს ბრიუსელს?

ლგბტ-ს აღიარება, გეი-პარადების სისტემატური გამართვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, სქესის გადაკეთება, პორნოგრაფიული ფილმების დაშვება, პროსტიტუციის ლეგალიზება, მარიხუანის მოყვანა-მოხმარება; ინგლისური ენის, როგორც სახელმწიფო ენად აღიარება და სახელმწიფო მოხელეებისთვის, სამხედრო სამსახურში მყოფთათვის ინგლისური ენის აუცილებელი ცოდნა, …

აღნიშნულის დასაკანონებლად ზელენსკიმ უკვე მიმართა უკრაინის რადას. წლის ბოლომდე უკრაინა დააკანონებს ყოველივე აღნიშნულს, ანუ შეასრულებს 12-პუნქტიანი დავალების მოთხოვნებს.

მოდით დავსვათ კითხვა — არის თუ არა საქართველო მზად ამ დავალების შესასრულებლად?!

კიდევ ერთი, არცთუ უმნიშვნელო ნიუანსი — დემოგრაფია. ზღაპარი რომ სინამდვილე გახდეს და საქართველო შევიდეს ევროკავშირში, რას მოიმოქმედებს საქართველოს მოსახლეობა?

გასაოცარს არაფერს! უფრო სწორად იმაზე მეტს არაფერს, რასაც დღეს აკეთებს. რას აკეთებს დღეს?

ტურისტად მიდის ევროკავშირის ქვეყნებში და არალეგალურად რჩება იქ, ანუ ნაცვლად 90 დღისა, რისი უფლებაც მას აქვს, არღვევს ევროკავშირის კანონს და რჩება იქ სამუდამოდ.

ასოცირებული წევრობა საქართველოს მოქალაქეს არ აძლევს ევროკავშირში დასაქმების უფლებას. გაწევრების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირში მუშაობის უფლება ექნება. ერთის მხრივ ეს მისასალმებელია, მაგრამ მეორეს მხრივ — ნაკლებად. და რატომ?

ბალტიისპირა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა დაგვანახეს, რომ თავისუფალი მიმოსვლა დასაქმებით, მიმოსვლის ნაცვლად წასვლაა და არა მოსვლა. ბალტიისპირა ქვეყნების მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა ამ ქვეყნებიდან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადავიდა საცხოვრებლად და უკან დაბრუნებას არ აპირებს.

წასულთა შორის უმრავლესობა ახალგაზრდაა. ამასწინათ ერთ-ერთ უცხოურ ტელეარხზე ლატვიაში მცხოვრების ინტერვიუს წავაწყდი, რომელიც ამ თემაზე ლაპარკობდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვიას მხოლოდ 1,3 მილიონი ადამიანი შემორჩა, დანარჩენი, ანუ 1,5 მილიონი ევროკავშირში გადასახლდა. ანალოგიური ვითარებაა ლიტვასა და ესტონეთში.

ცხოვრების დონით ბალტიისპირა ქვეყნები აჭარბებდნენ საქართველოს დონეს. სწორედ ამით არის გამოწვეული ქართველთა არალეგალურად დარჩენა ევროპაში. რა იქნება ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში, თვითონ განსაჯეთ.

კიდევ ერთი რამ, რაზეც მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება. საქართველოს მეტიჩარა პოლიტიკოსები და მათ ირგვლივ შეკრებილი საზოგადოება, ე.წ. ინტელიგენცია მუდამ გაიძახის — ჩვენი ადგილი ევროკავშირშია, საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის მშობლიურ კერას და ა.შ.

ერთმა გამომსვლელმა „რადიო თავისუფლების“ ეთერში ისიც თქვა, რომ ქართველი ორგანულად არის დაკავშირებული ევროპელთანო.

კეთილი, მაგრამ რას ნიშნავს „ორგანული“ კავშირი ან ევროპული „ფასეულობა“, რომელსაც უნდა ვეზიაროთ — არვინ გვიხსნის. ქართველს, რომ 2 თავი არ აქვს ან 4 ხელი — არ ნიშნავს ორგანულ კავშირს, მაგრამ ქართველის მენტალიტეტი რომ განსხვავდება ევროპელის მენტალიტეტისგან განა საგრძნობი არ არის?

საგრძნობია და მერე როგორი, უცბათ რომ გამოარჩევ ქართველს ევროპელისგან თავისი ქცევით, მიხვრა-მოხვრით, …  

რაც შეეხება ფასეულობებს, უკვე მერამდენე წელია მიმდინარეობს ევროპის კონტინენტის „გამდიდრება“ აფრიკის ქვეყნების ლტოლვილებით. ევროპაში აფრიკელთა რაოდენობა ისეთია და იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ სპეციალისტთა განმარტებით, 10 წლის შემდეგ ევროპა თუ სრულად არა, ნახევრად გაშავდება.

ევროპაში დასახლებული აფრიკელები თავისას მოითხოვენ, მათი გავლენა ყოველდღიურად იზრდება, ისე, როგორც პოლიტიკური მოთხოვნებიც. ევროპის მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა — 300 მილიონზე მეტი, დღეს რომ პროდუქციას ქმნის, ხვალ კატასტროფულად შემცირდება. ამას ამტკიცებენ ევროპელი მეცნიერები, დემოგრაფები. მათ ადგილს იკავებენ „შავი“ აფრიკის წარმომადგენლები, რომელთა შორის შობადობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპელთა შორის.

პროცესი სწრაფად მიდის და 10 წლის შემდეგ ევროპის „თეთრთა“ და „შავთა“ რაოდენობა გათანაბრდება. თვით აფრიკის 54 ქვეყანა ეკონომიკური განვითარების გზას ადგას, ისე, როგორც დემოგრაფიულის.

დღეს აფრიკაში 1,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. 20 წლის შემდეგ 2 მილიარდს მიაღწევს. ერთიანი აფრიკა ეროვნული პროდუქტის წარმოებით მეოთხეა მსოფლიოში, მაშინ როდესაც ევროკავშირის ეკონომიკური წარმოება უკუ სვლის პროცესშია. მაშ რა ევროპულ ფასეულობებზე ვლაპარაკობთ?

ნაცვლად ამ აბსტრაქტული ბჟუტურისა გავიხედ-გამოვიხედოთ, თუნდაც მეზობლებს, რეგიონს შევხედოთ და არა რაღაც ამოჩემებულ „ევროპულ ფასეულობებზე“ ვიყროყინოთ. გავაანალიზოთ, რა ხდება ამიერკავკასიაში, რა ხდება მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანში, ირანში, თურქეთში, დსთ-ში. შევეშვათ, ქართველები რომ ამბობენ კუდის ყავარზე გადებას, საკუთარი თავის ევროპელთან გატოლებას და მეზობლებზე, დსთ-ს ქვეყნებზე ზემოდან ყურებას.

არ ვართ ჩვენ უფრო განვითარებული და ჭკვიანნი, ვიდრე ჩვენი მეზობლები. შევიგნოთ რეალობა — მათ, 30 წლის განმავლობაში ბევრი რამ შექმნეს, განსაკუთრებით ეკონომიკაში, ვიდრე ჩვენ და ეს უნდა დავინახოთ.

დავინახოთ, ობიექტურად შევაფასოთ და არა ისე ქარაფშუტულად, როგორც ამას პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი აკეთებს. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მან ურცხვად განაცხადა და თანაც არაერთხელ, რომ საქართველომ ეკონომიკური განვითარებით ევროპის ქვეყნებს გაუსწრო. ვკითხოთ მას — ეკონომიკური განვითარება მარტო ხელისუფლებას ეხება?

ჩვენ სხვა თვალით უნდა შევხედოთ ორი მეზობლის დაპირისპირებას, თუნდაც იმიტომ, რომ მათი წარმომადგენლები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ჩვენთან.

ახლა კი დავუბრუნდები საკითხს, რომლითაც დავიწყე ამ სტატიის წერა — მას სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება ჰქვია და ამ ფონზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ფაშინიანის ქცევა. სტატიის წერის პროცესში აზერბაიჯანმა წამოიწყო ახალი ომი მთიანი ყარაბაღის მიმართულებით — დაიწყო რა ინტენსიური დაბომბვა სტეფანაკერტის. საომარი მოქმედების განახლებამ გამოიწვია ერევნელთა პროტესტი. ისინი გამოვიდნენ ქუჩებში და გაგულისებულებმა მოითხოვეს პრემიერ ფაშინიანის გადადგომა. გარდა ამისა მიცვივდნენ რუსეთის საელჩოსთან — პუტინისა და ლავროვის გინებით.

პროტესტანტი სომხების მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რაც ყარაბაღში ხდება; რუსეთია დამნაშავე იმაში, რომ სომხეთმა ომი წააგო აზერბაიჯანთან და ა.შ.

აღნიშნულის შემხედვარეს, ცხადია საქმეში ჩახედულს და არა სომხეთის ხელისუფლების, პირადად პრემიერ-მინისტრის პროპაგანდით გაბრიყვებულს, შეუძლია თქვას, რომ ფაშინიანის ფლიდმა, გამყიდველურმა პოლიტიკამ მიზანს მიაღწია.

რა მაქვს მხედველობაში? ფაქტები, პატივცემულო მკითხველო. ფაშინიანი და მისი გუნდი, რომელიც ხელისუფლებაშია, სოროსის გამოზრდილები არიან. მათ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ და აქვთ ანტირუსულად დამუხტულ დასავლელ სომხებთან — კერძოდ აშშ-საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრებლებთან.

ფაშინიანი უპირველესად ასრულებდა და ასრულებს დასავლეთის დავალებებს, რომელთა შორის გამოკვეთილია სომხეთში რუსეთის გავლენის შემცირება და ნულზე დაყვანა; გიუმრიში არსებული რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა ისე, როგორც რუსული სამშვიდობო ძალების, რომლებიც მთიან ყარაბაღში არიან.

ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო მრავალსვლიანი გეგმის შემუშავება-განხორციელება — ყარაბაღის ახალი ომის სახით, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წელს. ფაშინიანისა და მისი ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ სომხეთი ომს ვერ მოიგებდა, ვინაიდან სამხედრო სამსახურში ჩართული ფაშინიანის პროდასავლური ოფიცრობა, მითუმეტეს სამოქალაქო პირები — არც გამოცდილებით და არც სამხედრო საქმის ცოდნით არ გამოირჩეოდნენ.

ომის დაწყებამდე აზერბაიჯანმა არა მარტო ახალი სამხედრო ტექნიკით აღიჭურვა თავისი ჯარი, არამედ სამხედრო საქმის მცოდნე სამხედროებით. აზერბაიჯანმა ჩამოაყალიბა მჭიდრო სამხედრო კავშირები თურქეთთან, ისრაელთან, რუსეთთან. მოკლედ რომ ვთქვათ, 2020 წლის ომს აზერბაიჯანი მომზადებული შეხვდა, სომხეთი კი არა და მიუხედავად ამისა ომი სომხეთმა დაიწყო.

იკითხავთ — თუ სომხეთის ხელისუფლებამ იცოდა, რომ ომისთვის ქვეყანა მზად არ იყო, რატომ დაიწყო ომიო?

პასუხი არის მარტივი — დაიწყო იმისთვის, რომ ის შედეგი მიეღო, რაც მიიღო! სომხეთმა ომის შედეგად დაკარგა წინა ომის დროს აზერბაიჯანისთვის წაგლეჯილი ტერიტორიები. ჯერი მთიან ყარაბაღზე მიდგა.

საბჭოთა კავშირის დროს აზერბაიჯანში შემავალი მთიანი ყარაბაღის ავტონომია, სადაც სომხები ცხოვრობდნენ, მუდამ იყო ორი ქვეყნის მწვავე კამათის საფუძველი, მაგრამ მისდამი ფაშინიანის დამოკიდებულება იყო დანარჩენი სომხებისგან განსხვავებული. ოპოზიციონერი ფაშინიანი საჯაროდ აცხადებდა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანისაა და უნდა დაუბრუნდეს მას. რომ ყარაბაღი, როგორც ეკალი, ისეა ამოსული სომხეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში, …

მოდით დავსვათ კითხვა — ფაშინიანის განცხადება, ფაშინიანისა იყო თუ დასავლეთი ავალებდა მას ამის თქმას?

პასუხი — ფაშინიანისა და კოლექტიური დასავლეთის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი დაემთხვა ერთმანეთს. რაც შეეხება დამთხვევის მიზანს — შორს მიმავალია, თანაც ჩახლართული.

ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის ბედი ჯერ პრაღაში, ალიევთან მოლაპარაკებების დროს გადაჭრა — 2021 წლის ოქტომბერში, ხოლო შემდეგ — 2023 წლის მაისში ბრიუსელში ევროკავშირის შეფ შარლ მიშელთან და ალიევთან შეხვედრის დროს. „ყარაბაღი აზერბაიჯანისაა და ის, მას უნდა დაუბრუნდესო“, — განაცხადა ფაშინიანმა.

პრაღა-ბრუსელის მოლაპარაკებებიდან, ფაშინიანის წყალობით მოკვეთილმა რუსეთმა სამართლიანად იკითხა — სომხეთი, აზერბაიჯანს რომ უბრუნებს ყარაბაღს, ექნება თუ არა მას ავტონომიის სტატუსი აზერბაიჯანის შემადგენლობაში; არიან თუ არა თანახმა ყარაბაღში მცხოვრები სომხები, პოლიტიკური სტატუსის გარეშე შევიდნენ აზერბაიჯანში და თუ არ არიან, რა ბედი ეწევა მათ?

მოსკოვის განმარტებით, სამშვიდობო ხელშეკრულებაში, რომლის ხელმოწერაც ამ წლის ბოლომდე უნდა მოხდეს, აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს ყარაბაღის საკითხი და იქ მცხოვრები სომხების უსაფრთხოება.

აზერბაიჯანის განცხადებით, ყარაბაღს არ ექნება პოლიტიკური სტატუსი. ის, ისეთივე რაიონი იქნება, როგორც აზერბაიჯანში არსებული სხვა რაიონები. ხოლო ყარაბაღელ სომხებს თუ არ შეეძლებათ აზერბაიჯანში ცხოვრება, მათ შეუძლიათ სომხეთში გადასახლება ან სხვაგან წასვლა.

მოსკოვის განცხადებით, ასეთი განმარტება მიუღებელია, ვინაიდან არ ითვალისწინებს სომხების უსაფრთხოებას. რუსეთი თვლის, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს ჩაწერილი ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოების საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ახალი კონფლიქტის დაწყება.

ვაშინგტონ-ბრიუსელი მხარს უჭერენ სამშვიდობო ხელშეკრულებას, ოღონდ ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოების გარეშე.

რას ნიშნავს რუსეთისთვის მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანში შესვლა?

ყარაბაღი გახდება აზერბაიჯანის ტერიტორიული ერთეული, რაც აიძულებს რუსეთს გაიყვანოს თავისი სამშვიდობო ძალები ყარაბაღიდან.

ასედაამრიგად, ფაშინიანი შეასრულებს დასავლელთა მიერ მიცემულ დავალებას — ჯერ-ჯერობით ერთს  — ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას. რაც შეეხება მეორე დავალებას — გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის დახურვას, ფაშინიანს ასეთი გეგმა აქვს: მეზობელ თურქეთთან ყველა სახის ურთიერთობის აღდგენა — დიპლომატიურის, პოლიტიკურის, სავაჭრო-ეკონომიკურის, კულტურულის და ა.შ., რის განხორციელების შემთხვევაში რუსეთის სამხედრო ბაზა საჭირო აღარ იქნება.

გიუმრის სამხედრო ბაზა სომხეთს იცავს თურქეთისგან. თუ სომხეთ-თურქეთი ჩაეხუტებიან ერთმანეთს — რაღა საჭიროა რუსეთის სამხედრო ბაზა?

ასედაამრიგად, ფაშინიანი შეასრულებს კოლექტიური დასავლეთის მეორე და მთავარ დავალებას — რუსეთის სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანას, რაც თავისთავად ნიშნავს სომხეთზე რუსეთის გავლენის შემცირებას და არა მარტო სომხეთზე, არამედ ამიერკავკასიაზე!

იკითხავთ — სად არის ოპოზიცია, სომეხი ხალხი?!

გიპასუხებთ — მათ ვაშინგტონმა პირში ბურთი ჩათხარა და 4-წლიანი პროპაგანდით ანტირუსულად განაწყო. ამ საქმეში მას დიდ მხარდაჭერას უწევდა სომხეთში არსებული აშშ-ის საელჩო, დასავლეთის ქვეყნების სხვა საელჩოები.

ხელისუფლებისა და დასავლეთის აქტიური მეცადინეობით მოხდა ის, რასაც არვინ იფიქრებდა — რუსეთთან ჩახუტებული სომხეთის ანტირუსულად გადაკეთება. რუსეთის კავკასიიდან გაძევების პერსპექტივა.

კოლექტიურმა დასავლეთმა მიაღწია მიზანს, უფრო სწორად აღწევს. პროცესი დაწყებულია და როგორც ჩანს სწრაფად წარიმართება, თუკი რუსეთი არ მიიღებს კარდინალურ ზომებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

22/09/2023