ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ

სტატიას, წინამდებარეს, გთავაზობთ ერთადერთი მიზნით — გაფრთხილების. ცხადია, ჩემი მოწოდება სიფრთხილისკენ დაგვიანებულია, ვინაიდან „კოვიდ-19“-თ| დაშინებულმა და ვაქცინების გაკეთების აუცილებლობის პროპაგანდამ გვაიძულა გადაგვედგა ნაბიჯი, რომელიც მსოფლიოს მიერ აღიარებული მეცნიერების, ვირუსოლოგების აზრით არ მოიტანდა ისეთ დადებით შედეგს, როგორზეც ვაქცინის შემქმნელები ქადაგებდნენ. რაც შეეხება უარყოფითს — ქვემოთ მოგახსენებთ, უფრო სწორად მეცნიერთა დასკვნებს — ნეგატიურს და ნაკლებად დასამშვიდებელს.

არის ასეთი ანდაზა — ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენო. სწორედ ამ ანდაზის მსგავსია მათი დასკვნები ჩავლილი პანდემიის მიმართ, მაგრამ წინ გრიპების და ამასთანავე „კოვიდ-19“-ის ახალი შტამების აფეთქების სეზონია.

ასე, რომ მეცნიერთა მიერ გაკეთებული განცხადებები ამჯერად მაინც იქნებ სარწმუნო გამოდგეს ჩვენთვის?!

მსოფლიოში, ბოლო წელიწადნახევარში მიმდინარე პროცსებმა — სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უკრაინაში, რუსეთის მიერ წამოწყებულმა, ტაივანის ირგვლივ აშშ-ს მიერ აფეთქებულმა ახალმა მოვლენებმა, დაძაბულობის აგორებამ და ჩინეთთან დაპირისპირებამ, რუსეთისთის 12000-ზე მეტი ეკონომიკური სანქციის დაწესებამ — აშშ- და მისი დაძალებით ევროკავშირის მიერ, სანქციების დაწესებით გამოწვეულმა მსოფლიოს სავაჭრო-ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისმა მეორე, უფრო სწორად მესამე პლანზე გადაისროლა „კოვიდ-19“ თემატიკა.

ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც რუსეთის გაზის, ნავთობის, ქვანახშირის ემბარგოს მოჰყვა — დაწესებულს აშშ-ს ადმინისტრაციისა და ევროკავშირის მიერ, პირდაპირ და თანაც მძიმედ აისახა არა მარტო ემბარგოს დამწესებელი ქვეყნების მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე, არამედ დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობაზე. დავუმატოთ ამას უკრაინა-რუსეთის მარცვლეულის ექსპორტით გამოწვეული პრობლემები. დასავლეთის მიერ რუსეთის მარცვლეულის, მინერალური სასუქების ექსპორტზე დაწესებული ბარიერების ძალაში დატოვება, ნაცვლად მოხსნისა, კატასტროფის წინაშე დააყენა მთელი რიგი ქვეყნების, განსაკუთრებით აფრიკის გამოკვების საკითხი.

ცხადია, ხელოვნურად, დასავლეთის მზაკვრობით გატარებულმა მავნებლურმა პოლიტიკამ მიიყვანა მსოფლიო ახალ კრიზისამდე, რომელიც თვით მასაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში არ განუცდია.

ვერც მე და ვერც თქვენ ვერ წარმოვიდგენდით აშშ-ს, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნის სუპერმარკეტების დაცარიელებულ დახლებს, ისე, როგორც დიდი ბრიტანეთის, სხვა ქვეყნების და ამის შესახებ გვამცნეს სწორედ ამერიკულ-ევროპულმა ტელეკომპანიებმა, მედიამ.

სწორედ მათ დაგვანეხეს რა უსუსურები ყოფილან ეს დასავლელები; როგორ აღმოჩნდნენ თავ-ფეხ გაბმულები მახეში, თავისსავე დაგებულში რუსეთისთვის.

სწორედ იმ დასავლეთის საბანკო-საფინანსო სისტემამ, ერთობ მტრულად განწყობილმა რუსეთის მიმართ, გვამცნო, რომ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ყველაზე კარგად, „დასჯილმა“ რუსეთმა იმარჯვა და მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების სიაში მე-5 ადგილი დაიკავა, გაუცვალა რა მე-6 ადგილი ევროპის და მსოფლიოს მოწინავე ქვეყანა გერმანიას.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ სიის თავში პირველი ჩინეთია, მეორე ადგილზე ჩამოინაცვლა აშშ-მა, მესამე ადგილი დაიკავა ინდოეთმა, ხოლო მეოთხე — იაპონიამ, რომელსაც თითქმის უმნიშვნელოდ ჩამორჩა რუსეთი.

ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი — მეათე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო დიდი ბრიტანეთი — ათეულშიც ვერ მოხვდა.

ასე იცის უთავო პოლიტიკამ. მე არაერთხელ შევეხე ჩემს სტატიებში კოლექტიური დასავლეთის დღევანდელ პოლიტიკოსთა, განსაკუთრებით პირველი პირების პოლიტიკურ უმწიფრობას, ზერელეობას, საერთო განათლების დეფიციტს, რაც აშკარად თვალშისაცემია. რა გაეწყობა, ნათქვამია — თევზი თავიდან ყარსო, ისეა კოლექტიური დასავლეთის საქმე. თავი კი აშშ-ია, სადაც 80 წლის პრეზიდენტს აპრეზიდენტებენ და რაც მთავარია დემენციით დაავადებულს.

პრეზიდენტ ბაიდენს, სხვა ორგანოს დაავადება რომ სჭირდეს, ისიც მიუღებელი იქნებოდა უზარმაზარი ქვეყნის მეთაურისთვის, რომლის გავლენაც ჯერ-ჯერობით სხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით მოკავშირეებზე დიდია. ეს გავლენა ისეთია, ბატონ-ყმურში რომ გადადის.

ღიმილის მომგვრელია მათ შორის ურთიერთობის დემოკრატიულად წარმოსახვა — სუვერენიტეტისადმი პატივისცემით, სიტყვის თავისუფლების და სხვა ისეთი გამოთქმების გამოყენებით, რომლებსაც რახანია ყავლი გაუვიდათ, სწორედ მათივე დაჟინებული ცრუ მოქმედებით.

მაღალი ასაკი, განსაკუთრებით აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში, იშვიათობა არ არის, იშვიათია 40-50 წლის პოლიტიკოსები, მაგრამ ბაიდენის გონებრივი სისუსტე, გადაწყვეტილების მიღება და დამოუკიდებლად ქვეყნის მართვა ეჭვქვეშ დგება.

თანამედროვე პოლიტიკაში ბოლო დროს სისტემატურად გამოიყენება ტერმინი „სიღრმისეული სახელმწიფო“, რაც ექსპერტთა განმარტებით ნიშნავს უხილავ მმართველობას, ანუ პიროვნებების გარკვეული წრის გავლენას, როგორც ქვეყნის პოლიტიკოსებზე, ისე სახელმწიფოზე.

მათი ხელი აშკარად თვალშისაცემია აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუნდაც პრეზიდენტის, კონგრესმენებისა და სენატორების არჩევაში, საარჩევნო სისტემაზე კონტროლის დამყარებაში, ისეთის, როგორიც მათ ინტერესებს აკმაყოფილებს.

დღევანდელი პრეზიდენტი, ბაიდენი ის პოლიტიკოსია, რომელიც „სიღრმისეულ სახელმწიფოს“ აწყობს. ის, მისი (სიღრმისეული სახელმწიფოს) რეკომენდაციით დანიშნული ადმინისტრაციის, მაღალი თანამდებობების პირების სრული გავლენის ქვეშ იმყოფება. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, მისი მოადგილე ნულანდი, აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანი სალივანი, … ის მოკლე ჩამონათვალია, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობს პრეზიდენტზე და არა მარტო მასზე, არამედ სხვა ქვეყნების პოლიტიკაზეც.

 აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ აღებული კურსი ქვეყნის მართვისა და ამ ქვეყნის, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხები, რომ სავალალოა, სწორედ მათი „პროფესიონალიზმის“, ფილოსოფიურ-პოლიტიკური აზროვნების ნაყოფია და რაც მთავარია მათში გამჯდარი ჰეგემონიზმის.

„სიღრმისეულ სახელმწიფოს“, მის მიერ სახელმწიფო პოლიტიკაში მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ-არჩეულ პიროვნებებს ერთი დევიზი აქვთ — ამერიკა და არა სხვა, უპირველეს ყოვლისა. ცხადია, არის ამაში პატრიოტული მისწრაფება, მაგრამ ეგოიზმზე დაფუძნებული, აი ასეთი:

აშშ-ი უპირველეს ყოვლისა სხვა სახელმწიფოების ხარჯზე, სხვისი დოვლათის მიტაცების, ნეოკოლონიალიზმის გაშლა-გაფართოებით.

ყოველივე აღნიშნულის ცხოვრებაში გატარებას, ანუ სხვაზე საკუთარი დიქტატის თავსმოხვევას, სამხედრო ძალის გაფართოება ესაჭიროება, რასაც აშშ-ი წარმატებით ახორციელებს.

ამ ქვეყანას 800 სამხედრო ბაზა აქვს გახსნილი სხვა ქვეყნებში — ე.წ. მოკავშირეების; გარდა ამისა, აშშ-ს უზარმაზარი ავიამზიდები (11) დაცურავენ მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანებში; აშშ-ს მიერ გაშვებული დედამიწის თანამგზავრები აკონტროლებენ მსოფლიოს და ა.შ.

მაგრამ საბედნიეროდ აშშ-ს აღვირახსნილ მსოფლიო ბატონობას კონკურენტები გამოუჩნდნენ ჩინეთ-რუსეთის სახით, რამაც დიდი ქვეყნის ავტორიტეტი შეარყია თუნდაც მოკავშირეებში, მაგრამ ისიც არ იხევს უკან, ახალ-ახალ მზაკვრულ გეგმებს იგონებს მსოფლიოზე ბატონობის განსამტკიცებლად.

მე-2 მსოფლიო ომის დასრულებიდან, დღემდე თითქმის 80 წელი გავიდა. იმ ომში ფაშიზმი დამარცხდა „დიდი სამეულის“ სსრკ-ს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის ძალისხმევით, განსაკუთრებით სსრკ-ს. ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ ვერვინ იფიქრებდა ამ იდეოლოგიის რეანიმაციას, პოლიტიკაში შემობრუნებას, მაგრამ ეს მოხდა და მოხდა, კოალიციის სამი წევრისგან 2-ის მიერ — აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის.

1945 წლის 9 მაისიდან მოყოლებული ეს ორი ქვეყანა, მესამე მოკავშირის მიმართ საომრად განეწყვნენ და განადგურებითაც დაემუქრნენ, მაგრამ ვერ შეძლეს წითელი არმიის პროფესიონალიზმისა და ომში მიღებული საბრძოლო გამოცდილების შემხედვარეებმა, თუმცა იატაკქვეშა ბრძოლა, მტრობა არ შეუწყვეტიათ. სახელიც კი გამოუძებნეს — „ცივი ომი“; მოახერხეს მერყევი საბჭოთა პოლიტიკოსების მოხიბლვა, რამაც დაშალა საბჭოთა კავშირი, თუმცა დასავლეთი ამით არ შეჩერებულა, მას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საშინაო საქმეებში ჩარევისკენ ჰქონდა აღებული კურსი, პოლიტიკოსების, პოლიტიკური ელიტის რუსეთის წინააღმდეგ განწყობის მიზნით, რასაც მიაღწიეს კიდევაც.

უკრაინაში ფაშიზმის აღორძინება და რუსეთის მიერ ფაშიზმისგან თავის დასაცავად სპეცოპერაციის წამოწყება შედეგია იმ პოლიტიკისა, რასაც ახორციელებს აშშ-ი.

მისი სურვილი კი უკიდეგანოა: პირველი — რუსეთის დამონება, მეორე — ჩინეთის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა, მსოფლიო ერთპიროვნული ბატონობის განმტკიცება, რუსეთ-ჩინეთის ირგვლივ ბიოლოგიური სამხედრო ლაბორატორიების შექმნა, უპირველესად რუსეთ-ჩინეთის მოსახლეობაზე ზემოქმედების მიზნით და ამასთანავე დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობის შესამცირებლად.

ინგლისელი მეცნიერის მალთუსის თეორია — მსოფლიო მოსახლეობის ზრდის შეჩერება-შემცირების მიზნით, ახალი ძალით ამოქმედდა და ისეთ მასშტაბებს აღწევს, მალთუსს, რომ გაახარებდა.

„კოვიდ-19“-იც ამ საქმეს ემსახურება.

ზემოაღნიშნული მსოფლიო პოლიტიკური მოვლენები უდავოდ უწყობდა ხელს, რომ მსოფლიო მედიას „კოვიდ-19“-ზე კი არ გაემახვილებინა ყურადღება, არამედ იმ მოვლენებზე, რომლებიც მოკლედ მოგახსენეთ.

არადა, „კოვიდ-19“-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა 2020 წლის ბოლოდან, 2022 წლამდე, უდავოდ იმსახურებდა ყურადღებას. მაგრამ არა! ვიღაცამ უბრძანა მედიას დოზირებული, მწირი ინფორმაცია და არა ისეთი, რაზეც მსოფლიოს მეცნიერები, ვირუსოლოგები გაჰყვიროდნენ, კოვიდ-ვაქცინაციის მზადება-დაწყების წინ.

ისინი აცხადებდნენ, რომ აცრები ორგანიზმისთვის მთლად სასარგებლო არ იქნებოდა, ვინაიდან აცრებისთვის იყენებდნენ პრეპარატებს, რომლებსაც არ ჰქონდათ გავლილი კლინიკური გამოცდები.

გამოცდებისთვის კი 5 წელი იყო საჭირო, ზოგიერთისთვის 10. ფართოდ რეკლამირებული „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრა-ზენეკა“ შეიქმნა ლაბორატორიაში და ერთი წლის განმავლობაში უცბათ ჩაეშვა წარმოებაში. პატიოსანი ექიმები აცხადებდნენ, რომ ეს ვაქცინები კი არა, საექსპერიმენტო პრეპარატებია. ექსპერიმენტს ხალხზე ატარებდნენო.

ავადმყოფობის მიმართ ხალხში გამოწვეულმა პანიკამ და შიშმა, ამასთანავე აღნიშნული ვაქცინების მოჭარბებულმა რეკლამამ გააკეთებინა ხალხს 13,5 მილიარდი დოზა, მათგან 5,2 მილიარდმა ადამიანმა გაიკეთა 2 ნემსი, რაც დედამიწის მაცხოვრებელთა 2,13 (66,2%)-ია.

კვლევამ დაადასტურა, რომ კოვიდ-ვაქცინით გამოწვეული ნეგატიური შედეგები, მნიშვნელოვნად აჭარბებს, სხვა ვაქცინებისას, რომლებიც პაციენტებს გაუკეთდა 1990 წლიდან, დღემდე. მნიშვნელოვანია ლეტალური შედეგებიც (3,5-ჯერ მეტი) და ინექციით გამოწვეული ინვალიდობა (3-ჯერ მეტი).

აშშ-ს ვაქცინაციის ისტორიაში, სიკვდილიანობის შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესს აჩერებდნენ, მაგრამ ამას თავი აარიდეს კოვიდ-ვაქცინაციის დროს. 2020 წლის იანვარშივე დაფიქსირდა ათეული ადამიანის სიკვდილი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აშშ-ს ხელისუფლება უგულებელყოფდა სამედიცინო უსაფრთხოების დაცვის უმარტივეს ნორმებს. ის ახშობდა პროფესიონალი ექიმების საპროტესტო ხმებს, არ აჩერებდა ვაკხანალიას.

ანალოგიური ვითარება იყო დიდ ბრიტანეთში. იქ და ევროკავშირის ქვეყნებში ადგილი არ ჰქონდა ინექცირებულ პაციენტებზე დაკვირვებას, ინექციიდან რამდენიმე დღის, თვის, წლის შემდეგ.

გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ლეტალური შედეგი სწორედ მონიტორინგის არ არსებობის ბრალი იყო. აი, მონაცემები, გამოქვეყნებული ამერიკელი მეცნიერის ჯონას ვესტერბერგის სახელით — 600000 ამერიკელი დაღუპული წლიურად კოვიდ-ვაქცინის მიღების შედეგად. ნაკლები მოკვდავობაა დაფიქსირებული მიჩიგანის უნივერსიტეტის ეკონომისტის მარკ სკიდმორის სტატიაში — 300000, 2021 წლის მონაცემებით.

ყურადღებას იმსახურებს ამერიკელი მეცნიერის სტივ კირშის კვლევაც: ერთი ადამიანი, ათას დოზაზე. შედეგი 676000 გარდაცვლილი ამერიკელი. კირშის გათვლით აღნიშნული ვაქცინების მიღებამ მოკლა მსოფლიოს 13,5 მილიონი ადამიანი, რაც არც მეტი, არც ნაკლები ნიშნავს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას, თანაც ისეთის, რომელსაც ხანგრძლივი მოქმედების ვადა აქვს.

სხვათაშორის აწ გარდაცვლილი მეცნიერი-ვირუსოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიუკ მონტანიე აცხადებდა, რომ ეს ეგრეთწოდებული ვაქცინები მხოლოდ სიცოცხლეს უნარჩუნებს პაციენტს გაკეთებიდან 2 წლის განმავლობაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ 2022 წელს კოვიდ-დაავადებულთა მიერ ვაქცინის ინექციის მიღების მიუხედავად გარდაიცვალა 92%. კვლევის შედეგად იკვეთება შემდეგი სურათი — 2022 წლის 1 იანვრიდან, 31 დეკემბრამდე 28041 ვაქცინირებული ადამიანიდან გარდაიცვალა 25758. 2021-22 წლებში ვაქცინაგაკეთებულ ადამიანებში დაფიქსირდა 86%-იანი სიკვდილიანობა.

ცნობილი ამერიკელი კარდიოლოგი პიტერ მაკკალოუ აცხადებს: „ავსტრალია აღმოჩნდა ის ქვეყანა, სადაც აშკარად გამოჩნდა ამ ვაქცინების გამოუსადეგობა, კოლოსალური ჩავარდნა. ავსტრალიის ჯანდაცვის სისტემის მონაცემებით, ჰოსპიტალიზირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 99%-ს მიაღწია“.

ინგლისელი მეცნიერი მაიკლ იდონი, რომელიც კატეგორიულად იბრძვის ადამიანთა მასობრივი განადგურების წინააღმდეგ, ე.წ. ვაქცინაციით სტატიაში წერს: „როდესაც დავინახე, რომ ჩემი ქვეყანა მოექცა ბლოკადაში, ისე, როგორც დანარჩენი ქვეყნები, ნათელი გახდა, რომ ეს იყო ზენაციონალური ოპერაცია, რომელიც ვერ განხორციელდებოდა ადგილობრივ დონეზე, ქვეყნის დონეზე. მე არ ვიცი, იყო თუ არა ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბრძანება. ყველა ქვეყანა ახორციელებდა, თანაც ერთდროულად მკურნალობას ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ შემუშავებული წესებისა და ლოგიკის დარღვევით“.

იოდენი აცხადებს, რომ გამოყენებული პრეპარატები არ შეიძლება ჩაითვალოს ვაქცინებად. მათგან მიღებული ნეგატიური შედეგები აჭარბებს პოზიტიურს.

„ის, რაც დაკავშირებულია „კოვიდ-19“-თან და „კოვიდ-ვაქცინაციასთან“ არის შეთქმულება კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩვენ შევეჯახეთ უფრო უარესს, ვიდრე კოვიდია. ვშიშობ, ეს ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში შეიყვანეს, მოაქვს მათთვის ნეგატივი. გულზე ხელს დავიდებ, დავადებ ხელს ბიბლიაზე მოსამართლის წინაშე და ვიტყვი — ეს ვაქცინები შეიქმნა იმისთვის, რომ განზრახ დააავადოს, დაასახიჩროს, მოკლას ადამიანები“.

სხვა მეცნიერების, ვირუსოლოგიის სპეციალისტების გამონათქვამების მოყვანაც შემეძლო, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ, ვგონებ ზედმეტიც მომივიდა და ნეგატიურად დავტვირთე თქვენი გონება, მაგრამ სიფრთხილისკენ მოგიწოდეთ. მართალია, იმ გამოთქმისა არ იყოს —„ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ“, მაგრამ ვინ იცის კიდევ რამდენი ჩხუბის გადატანა მოგვიწევს ჩვენი „საყვარელი“ სტრატეგიული პარტნიორის წყალობით?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

28/09/2023