ჯანდაცვის მინისტრს ზ. აზარაშვილს
(პირადად)
პუბლიცისტის,
იზა თამაზაშვილის
პროტესტი №2
– „ლიბერალი შეიძლება მინისტრი გახდეს, მაგრამ ეს კიდევ იმას არ ამტკიცებს, რომ იგი ლიბერალი მინისტრი იქნება“ (ვილჰელმ ჰუმბოლდტი, გერმანელი მეცნიერი)
– „დღეს ისეთი დროა, რომ პროვიზორს მატარებელი მიჰყავს, ხოლო მემანქანე აფთიაქში მუშაობს. ერთი მატარებელს ამტვრევს, ხოლო მეორე ხალხს წამლავს“ (მიხეილ ჯავახიშვილი)
ბ-ნო ზურაბ,
ეს ორი თეზა არაფერზე მიგანიშნებთ? 2 მაისს შემოვიტანე წერილი №463147, რომელიც თურმე თვეზე მეტია განხილვის პროცესშია. რატომ მიბიძგებთ, ვიფიქრო, რომ ჯანდაცვის მინისტრი ლობირებს ბიზნესცენტრად ქცეულ კლინიკებს, რათა პაციენტები ძარცვონ ყაჩაღებად ქცეულმა არსებებმა?
რატომ მიბიძგებთ, რომ სისტემა ფურთხის ღირსად ჩავთვალო, რომელიც ყარს?
ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ როდესმე მადლობის გადახდა დამჭირდებოდა იმისთვის, რაც ნორმაა და ექიმის მიერ პაციენტის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას განსაკუთრებულ თვისებად მივიჩნევდი? დიახ, დღეს მადლობას ვუხდი კარდიოლოგიურ კლინიკა „გულის“ საოცრად ყურადღებიან მედპერსონალს და დირექტორს, ბ-ნ ანზორ მელიას, რომელიც რჩევის მოცემაზე უარს არასდროს ეუბნება პაციენტს და არც ყურადღებას აკლებს მას. მადლობას ვუხდი №3 სამკურნალო ცენტრის მთელ კოლექტივს, ოჯახის ექიმს – მარინა ამბოკაძეს, რადგან დღესაც, როცა აღრიცხვაზე ვარ ვეტერანთა კლინიკაში, რჩევას მაინც მას ვეკითხები. ცნობილმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც თავისი ტელეფონის ორი ნომერი მომცა, მირჩია, რომ ოჯახის ექიმის საკითხი დირექტორის გადასაწყვეტია და სამინისტროში წერილს ნუ შეიტანო. როცა შედეგი ვერ მივიღე, ნიშნისმოგებით მითხრა: დირექტორმა შენი წერილი გამოიყენა და თავისთვის არასასურველი პიროვნება თავიდან მოიშორა, ხოლო შენი პრობლემა ფეხზე დაიკიდა, ისინი მხოლოდ თავიანთ ბიზნესზე ფიქრობენო.
ვეტერანთა კლინიკის ოჯახის ექიმმა, ვინმე სოფიო ჟღენტმა განმიცხადა: მე ტელეფონს არავის ვაძლევ, რეგისტრატურაში დარეკეთო. ანუ რჩევაც და წამლის გამოწერაც რეგისტრატურის პრეროგატივა ყოფილა. დირექტორმა კი რჩევა მომცა – სხვა კლინიკა მოვძებნო. დღესაც მე-3 სამკურნალო ცენტრის ექიმებს მივმართავ რჩევისთვის და ყველა იმ ექიმის ტელეფონი მაქვს, რომელთა მომსახურებით ვსარგებლობდი. რჩევისათვის კი მხოლოდ 2 წუთი მჭირდება. მადლობას ვუხდი რკინიგზის პოლიკლინიკის მთელ კოლექტივს თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულებისთვის, ოჯახის ექიმს – ნინო გელაშვილს, რომელიც ასევე საღად მოაზროვნე ქალბატონია. მე-3 სამკურნალო ცენტრში, სადაც 12 ოჯახის ექიმია, არავის ალოდინებენ მიმართვის მისაღებად, ასევე რკინიგზის პოლიკლინიკაში. ორივეგან დირექტორებად ქალბატონები არიან და ისე აზროვნებენ, როგორც ექიმს ეკადრება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ კლინიკა მხოლოდ ტერიტორიული სიახლოვის გამო შევცვალე, მაგრამ ეს კლინიკა იმ ფსიქიატრიულ კლინიკას მაგონებს, სადაც პაციენტებს ფსიქოთერაპიას უტარებდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე თავად ექიმებს სჭირდებათ ფსიქოთერაპია. შემოღებულია რაღაც ელექტრონული სისტემა და პაციენტებს იმისთვის ალოდინებენ, რომ სხვა ექიმთან მიმართვა მიიღონ. ეს იდიოტიზმი, რა თქმა უნდა, იმ ევროპისაგან გადმოიღეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განადგურებისაკენ არის მიმართული. ექიმებს მონური ფსიქოლოგიის პაციენტები სჭირდებათ და არა მოაზროვნე, მაგრამ მე, როგორც დეფექტოლოგი, კარგად ვხედავ იმ მავნებლობას, რაც ხდება. ფსიქოთერაპია მათ აღარ უშველით, ისინი ფურთხის ღირსნი არიან! ამ კლინიკაში პაციენტებთან მიმართებაში კეთილგანწყობით მხოლოდ 2 ექიმს გამოვყოფ – ნევროპათოლოგ ფატის და კარდიოლოგს, ბ-ნ ტარიელს, ასევე მთავარ ექთანს – ირმას.
ბოლოს, დიდი ჭაბუას სიტყვების პერიფრაზით მივმართავ ექიმად წოდებულ არარაობებს: „რას გავხართ, ვინა ხართ, თქვე უბედურებო, რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ გახრწნილმა ევროპამ და პირქვე მოხნულთა ამერიკამ თუ ფიქრობთ?!“
ექიმობა მხოლოდ დიპლომი არ არის, ფუი თქვენი!..
იზა თამაზაშვილი,
პუბლიცისტი, გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, საიტი (isari.ge)
მისამართი: ევდოშვილის ქ. №2/10, მე-5 კორ., II სადარბაზო, ბ. 39.
ტელ: 593 90-55-07
09.06.2023 წ.