რუსეთი ჩემი სამშობლო იყო, ის უნდა დავიბრუნოთ!

„ამერიკასთან მტრობა სახიფათოა, მეგობრობა – სასიკვდილოდ სახიფათო“. (ჰენრი კისინჯერი, დიპლომატი). 

რა მოგვიტანა ამერიკასთან პარტნიორობამ? მხოლოდ რეგრესი და ქვეყნის განადგურება არა მარტო ეკონომიკურად, არამედ ზნეობრივ-მორალურად. დასავლეთი ღიად ითხოვს მანიაკების – სააკოვის, გვარამიას განთავისუფლებას, რათა მათ ქვეყნის დეგრადირება განაგრძონ. დასავლეთის ღირებულებები მხოლოდ გარდასულ დღეთა მწერლობა იყო, მაგრამ მათი ნაწილი თავიანთი ქვეყნის იდეოლოგიას ებრძოდა ან ქვეყანას ტოვებდა. ამის მაგალითია ლორდი ბაირონი. დღევანდელი ამერიკის ღირებულება კი ასეთია – თეთრი სახლის ფერადკანიანი პრესმდივანი აცხადებს, რომ ის ლესბოსელია და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორია; ბაიდენი აცხადებს: ჩვენი სული და გული არის ტრანსვესტიტებიო. ფედერალური კანონიც მიიღო ამ საკითხთან მიმართებაში; პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს: 1 მილიონ 700 ათას გრანტს გამოვყოფთ იმ ჯგუფებისათვის, რომელნიც ხელს შეუწყობენ ლგბტ ახალგაზრდების ოჯახებში ინტეგრაციასო. ბინძური ფული სენატორების მკვლელობაშიც იხარჯება. ქვეყანა, რომელიც თავის მოსახლეობას არ უფრთხილდება და მათზე ექსპერიმენტებს ატარებს, საქართველოს გაუფრთხილდება? არაჯანსაღი ფსიქიკის არსებები რატომ უნდა ახდენდნენ ზეწოლას ჩვენს მოსახლეობაზე? 

ამერიკელი სამხედრო მზვერავი – სკოტ რიტერი გვაფრთხილებს: „სსრკ-ს დაშლის შემდეგ ამერიკა რუსეთის დასუსტებას ცდილობს. ნატო იმისთვის არ არსებობს, რომ საქართველო დაიცვას, მისი მთავარი მიზანია რუსეთის განადგურება და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენება. ამერიკას საქართველო არ სჭირდება. თუ თქვენ ომში შეხვალთ, ისე განადგურდებით, როგორც არასდროს. თუ ევროკავშირში შეხვალთ, უარყოფთ ქართველობას, ეროვნულ ტრადიციებს და ძალიან დამოკიდებულნი გახდებით ევროპაზე. ის რასაც დასავლეთი თქვენგან ითხოვს, თქვენი განადგურებაა, რათა აღარ იყოთ ის, ვინც ხართ. ჩვენ თქვენ ისე ჩაგრეცხავთ, როგორც არასდროს ჩაურეცხიხართ, თუ კიდევ ცოცხალნი დარჩით“.

ჩინეთიდან დაბრუნებულმა მაკრონმა ღიად განაცხადა, რომ ამერიკის ინტერესები არ უნდა გაატარონ. ევროპის ქვეყნებმა იგი დაწიხლეს, რადგან არ და ვერ აცნობიერებენ, რომ ამერიკამ მათი ეკონომიკა გაანადგურა. ამერიკის მონა ევროპა პოლიტიკური სუბიექტი არ არის, ის პოლიტიკური არარაობაა. მან სიგიჟის ყველა ის ზღვარი გადალახა, რომელიც მკურნალობას არ ემორჩილება და მასთან სიახლოვე არა მარტო საშიშია, არამედ გარკვეული სუბიექტებისათვის გადამდემიც. დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა მიხვდეს – ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს სიმშვიდე და კეთილდღეობა არ უწერია. ვისაც „ოცნება“ პატრიოტი ჰგონია, ის გონებასუსტია. აქციაც იმიტომ მოაწყეს, რომ ქულები ჩაიწერონ, სინამდვილეში კი ჩემს სამშობლოს ფსკერისკენ მიაქანებენ. ხელისუფლება, ერთი მხრივ, საუბრობს კონსერვატიულ ღირებულებებზე და მეორე მხრივ 12 პუნქტიან გეგმას ასრულებს. ახლა ფსიქიატრის პათოსით ვეკითხები მათ: როგორ შეიძლება ლიბერალური შეხედულებების ადამიანი იყოს კონსერვატორი? 12 პუნქტიანი გეგმა ხომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და ლგბტ-ს კრიტიკის აკრძალვას მოითხოვს?!

ბ. ივანიშვილის განცხადებით პოლიტიკაში იმიტომ მოვიდა, სამშობლოს ვკარგავდიო. ახლა საქართველოს მოსახლეობას აკარგვინებს სამშობლოს და ახალგაზრდებს ქვეყნიდან მიზანმიმართულად მიერეკებიან. სამშობლო როგორ უნდა გძულდეს, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოახდინო, პარლამენტში ბინძური „გირჩი“ შეიყვანო, რომელსაც თავის ოფისში ბორდელი ჰქონდა გახსნილი. მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და ქვეყნის გახრწნა-გადაგვარებაზე მოაწერო ხელი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მისი მთავარი ღირებულება ფულია. პარლამენტში შეყარა არსაიდან მოსული არარაობები, კონსტიტუციაში შეიტანა მუხლი ნატო-ევროკავშირში გაწევრიანებისა, რითაც ქვეყანას ისეთი დამღა დაასვა, პრემიერს რომც უნდოდეს საგარეო ვექტორის შეცვლა, პარლამენტართა 2/3 მხარს არ დაუჭერს. პარლამენტში ჩვენ პოლიტიკოსები არ გვყავს. 84 ათასი ადამიანია რეგისტრირებული სულიერი აშლილობით. საკითხავია, მათგან რამდენი ზის პარლამენტში? რაც შეეხება „ხალხის ძალას“, ის მხოლოდ ფორმალურად არსებობს და ხალხთან არანაირი საერთო არა აქვს, არც ტელეფონს პასუხობენ.

ივანიშვილმა ნაცბანდა გამოაცხადა მთავარ ოპოზიციურ ძალად, მანიაკები გულში ჩაიხუტეს, მიიღეს ქართველი ხალხისთვის მავნე კანონები, ებრძვიან ქვეყნისთვის ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს და ახალგაზრდებს სამშობლოს რწმენა შეურყიეს.

30 წლის მანძილზე საქართველოში პარაზიტული ფენა შეიქმნა, მაგრამ თუკი აიკრძალება მათი დაფინანსება ამერიკის მავნებლული პოლიტიკის მიერ, ისინი გაქრებიან. გაოცებას იწვევს იმ ადამიანების რიტორიკა, რომლებიც ყველა სიკეთით სარგებლობდნენ სსრკ-ში და დღეს ანტირუსული რიტორიკა აქვთ. უფასო განათლება და ჯანდაცვა შეცვალა უფასო გახრწნილებამ და სამშობლოს ღალატმა. საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაიაზროს, რომ უპირველესად ხელისუფლებამ ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს, შემდეგ კი ქვეყნის გამთლიანებაზე. საქართველოს უსაფრთხოების ქოლგა კი მხოლოდ რუსეთია. პრემიერს თურმე დიდი ილია წაუკითხავს და პატრიოტულ ნოტაზე გვესაუბრება, მის სიტყვებს ციტირებს: ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნესო. ის ვეღარ წაიკითხა, რას ამბობს ილია დიდ რუსეთზე: „დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსთვის და ქართველებისთვის“. ოცნებისტების ერთადერთი ოცნება ფული და სავარძელია. ასეთ ადამიანებს დიდი რუსი მწერალი ლ. ტოლსტოი ასე აფასებს: „ფული ცვლის იმ ადამიანებს, რომელიც სულიერად ღარიბია“. სწორედ სულიერად ღარიბმა ხელისუფლებამ (ამას პრემიერის გვარიც ადასტურებს) ისე გააღარიბა ქვეყნის მოსახლეობა, რომ დღეს ჩვენი სამშობლო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, რადგან ლუკმაპურის საშოვნელად სამშობლოდან გარბიან. ხელისუფლებამ და უწიგნურ-გაუნათლებელმა ქალაქის მერმა ჯარიმების გაზრდით 2 თვის მანძილზე 8 მილიონი წაგლიჯა ჩვენს მოქალაქეებს. ახლა გარე ვაჭრობას უკრძალავს სოფლიდან ჩამოსულ გლეხებს და პირიდან ლუკმას აცლის.

როცა ხელისუფლებაში მოჰყავთ ანტიქართველები, ქვეყნისადმი მტრულად განყობილი ადამიანები, ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ საქართველოს მტრების სამსახურშია. ქართველთა ზნეობის, მორალის დამცველები ციხეში დატოვეს და ვინც გარეთ იყო, ის ახალგაზრდებიც უკან შეაბრუნეს. როგორ ბედავენ გაუნათლებელი და ტვინამოტრიალებულნი რუსი ერის წარმომადგენლების უარყოფით კონტექსტში ხსენებას? ისინი ბიოდეგენერატი მშობლების აღზრდილნი უწიგნური არსებები და ფულზე ორიენტირებული „ეროვნული“ ბოზები არიან. 

თუ რუსეთი ოკუპანტია, ვინ დაიწყო ომი? ვინ წაგვართვა ტერიტორიები – ლორე, დავით გარეჯი, ტაო-კლარჯეთი? კადრები მაინც არ უნახავთ ფილმებიდან, როგორ ეწირებოდნენ სამშობლოს რუსი ჯარისკაცები – „За Родину! За Сталина!». ეს ანტიქართველები მზად არიან ბაიდენის გულისთვის და პედერასტული ევროპისთვის მოკვდნენ. კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ საქართველოს პედერასტული მთავრობა ჰყავს. როგორ ბედავენ 1-ლ არხზე ლესბოსური სერიალების ჩვენებას ახალგაზრდებისათვის? დასავლური ნეხვით მოზელილი პროვოკატორი და გენეალოგიით ფაშისტი პრეზიდენტი რუსეთიდან ფრენების აღდგენას და უვიზო რეჟიმის განახლებას უარყოფითად აფასებს და იმუქრება, რომ ყოველ ანტიევროპულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. სახელმწიფოებრივი, კაცური ღირსების მქონე და პატრიოტი ხელისუფლება მას იმპიჩმენტს გამოუცხადებდა, მაგრამ სად ერეკლე და სად ჯორი ბაიდენის ყ…ები? გავიხსენოთ პრეზიდენტის მავნებლური განცხადებაც: არ უმკურნალოთ იმ პაციენტებს, ვინც არ აიცრებაო.

დღეს ხალხის მიერ აქცენტი იმაზე უნდა კეთდებოდეს, რომ ეროვნული და პატრიოტული ხელისუფლება სამშობლოს მომავალს ზნედაცემულ დასავლეთს არ დაუმონებს. დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე როგორ ელაპარაკება მსოფლიოს ის ქვეყანა, რომელიც ქალის ბოქვენისა და მკერდის ტყავისაგან ხელჩანთებს ამზადებდა? სოფლებში შედიოდნენ და ხოცავდნენ მთელ ოჯახებს. მაიას უდიდესი კულტურა მთლად გაანადგურეს, 100 მილიონი ინდიელი ზედ მიაყოლეს. ამერიკა ცხოვრობს სხვისი უბედურების ხარჯზე. გავიხსენოთ ერაყი, ავღანეთი, ლიბია. ახლა საქართველოს ემუქრებიან, რაშიც მოღალატე ქართველები და მოქრთამული ევროპელები ეხმარებიან. რუსეთმა კარგად იცის, რა მოიტანა უკრაინულმა მაიდანმა და ამას საქართველოში არ დაუშვებს. შემოვა რუსეთის ჯარი და მივიღებთ ბომბებს. ხელისუფლება მარგინალური ჯგუფების ინტერესებს იცავს მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით თავის მართლების რეჟიმშია. არად მიაჩნია, რომ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს და გაცილებით ღირსეულად, ვიდრე ევროპაში გადახვეწილნი. ამ ყოველივეს ფონზე ნაცვლად იმისა, რომ განცხადება კეთდებოდეს ნაცპარტიის აკრძალვაზე და რუსეთთან დიალოგზე, ხდება საოცარი რამ – ვალერი კვარაცხელია პრემიერისთვის ნობელის პრემიის მინიჭებაზე საუბრობს. იურისტი – გია თოიძე გამოეხმაურა ამ განცხადებას და მას პროვინციულობა და პოლიტიკური გოიმობა უწოდა. ამ განცხადებამ ჩვენი თანამოაზრეები გააკვირვა და გააოგნა. რამ უნდა გაიძულოს ქვეყნისათვის მავნებლური პოლიტიკა გმირობად წარმოაჩინო, თუ კაცური ღირსება გაქვს? ვაჟა-ფშაველას სიტყვების პერიფრაზსაც გთავაზობთ: „რაც უნდა კარგი მამკერძონ, მტერს არ შევეკვრი ზავითა!“. გარდა იმ მავნებლური პოლიტიკისა, რომელსაც „ოცნება“ ატარებს, ბ-ნ ვალერის სტალინის სიტყვებსაც შევახსენებ თავის შვილ იაკობთან მიმართებაში: „ის, რომ გამცემი არ არის, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის გმირია“. ამ სიტყვებით სტალინმა უარი თქვა მისთვის გმირის წოდების მინიჭებაზე. ჩემს მოსაზრებასაც მოგახსენებთ – თუ პრემიერი პატრიოტია და ნობელის პრემიას იმსახურებს, რომელი პრემია მივანიჭოთ რუსეთის პრეზიდენტს, რომელმაც კანონით აკრძალა ლგბტ, არასამთავროების დაფინანსება უცხოეთიდან, ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. რუსეთი ომს არ იწყებს, ის ომს წარმატებით ამთავრებს. სანამ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ოპერაციას განახორციელებდა, ნატოს განუცხადა: შეწყვიტეთ აღმოსავლეთით გაფართოება, თორემ საკითხს სამხედრო გზით გადავწყვიტავთო. როგორ ზრუნავს ვლ. პუტინი თავის მოსახლეობაზე? რუსეთიდან ჩამოსული ქართველი ქალბატონი, რომელსაც ფრენების აღდგენამ ცხოვრება გაუმარტივა, იმ სიკეთეებზე საუბრობს, რასაც მოსახლეობა ქვეყნის ხელისუფლებისგან იღებს:

– მშობიარობამდე ორსული ქალბატონი 100 ათას რუბლს იღებს;

– გაჩენილ ბავშვს უხდიან 12 ათას რუბლს ყოველთვიურად, აწვდიან საჭირო ტანსაცმელსა და ნივთებს;

– მშობიარობის შემდეგ 480 ათასი რუბლი ექნება ანაბარზე და 18 წლის ასაკში ამ თანხას სრულად მიიღებს!

– ახალდაქორწინებულებს ხელს უწყობენ და ბინებს აძლევენ.

ახლა პარალელი გავავლოთ – დღეს ჩემი ქართველი ქუჩაში მათხოვრობს, ხოლო ფაშისტების თანამოაზრე უკრაინელებს ხელისუფლება აფინანსებს. 

მსოფლიო იცვლება. ამერიკის ჰეგემონობა მთავრდება. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავაფორმოთ რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ და სამშობლო შევინარჩუნოთ.

რუსეთი რომ ჩემი სამშობლო იყო, ეს საოცარი კეთილგანწყობით რუსმა გენერალმაც მითხრა, რომელიც 80-იან წლებში მოსკოვიდან დამემგზავრა. ამას მეც ვგრძნობდი და როცა საზღვარგარეთ მოგზაურობიდან ვბრუნდებოდი და თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში ეშვებოდა, სამშობლოს მიწაზე გული სხვაგვარად იწყებდა ძგერას. სსრკ-ს დროს აღებული პასპორტი კი დღესაც ჩემი სიამაყეა!

07.06.2023 წ.             

იზა თამაზაშვილი 593 90 55 07