თუ გული გულობს, კონსტიტუციაც შეიცვლება
მსოფლიო შეიცვალა, მსოფლიო კარდინალურ ცვლას განიცდის. მსოფლიო, ის აღარ არის, ერთი წლის წინათ რომ იყო. ამ და სხვა მოსაზრებებს, გამონათქვამებს წააწყდებით თუ თვალს გადაავლებთ უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს, ყურს დაუგდებთ ელექტრონულ მედიას, ქართულის გამოკლებით.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პლანეტის მოსახლეობა რაღაცით არის შეწუხებული და ეს რაღაცა სერიოზული ცვლაა, რასაც ადგილი აქვს ნებისმიერი ქვეყნის, მისი მოსახლეობის, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
საქართველო და მისი მოსახლეობა აღნიშნული ცვლილებით არც შეწუხებულია და არც შეშინებული, ვინაიდან მან არ იცის რა ხდება. მან არ იცის რა ხდება მეზობელ ქვეყნებში, ისე, როგორც მსოფლიოში.
რაც მან იცის, მსოფლიო ამბვების ცოდნისგან შორსაა და რომ შორსაა, ამაში დიდი წვლილი ქართულ პოლიტიკაზე მოდის, განსაკუთრებით ხელისუფლებაზე.
როგორც ჩანს ის, ისე უფრთხილდება მისი სამწყემსოს სიმშვიდეს და სულიერ მდგომარეობას, რომ ცივ ნიავსაც არ აკარებს და მასთან ერთად ნიავის მოტანილ ამბვებსაც.
ნიავს, განსაკუთრებით პოლიტიკურს, ისეთი ვირუსი შეიძლება მოჰყვეს, ხალხს რომ პოლიტიკურად დააავადებს და საწოლს მიაჯაჭვებს ან პირიქით გაააქტიურებს, ხელში ჯოხს ააღებინებს და მერე ვინ დააკავებს მას?
ხალხის სიმშვიდის დაცვას ემსახურება ხელისუფალთა და ოპოზიციონერთა ყურთასმენის დამაზიანებელი ინფორმაციის დახშობა, მაგალითად რუსულის, რომელიც მათ მიერ მტრულად აღიქმება.
არც ხალხს აქვს დიდი სურვილი განსხვავებულის მოსმენის. მას ჭორებიც აწყობს — ადგილობრივი მედიის მიერ გულდაგულ შეთხზულ-გავრცელებული.
შედეგი?
სავალალო! აყროლებულ ჭაობში მობუყბუყე პოლიტიკა და ხალხი. აი, ასეთი, რომ სხვას, მაგალითად რუსეთს ჭაობს დაარქმევს და იმ ჭაობში ჩახრჩობის საფრთხეს დაანახებს ხალხს. საფრთხეს, რომელიც საშიში კი არა, სანატრელი უნდა იყოს გაპარტახებული ქვეყნისთვის, იმ რეალობის შესატყვისია, საქართველოში რომ სუფევს.
ქართული მედია, დასავლეთზე ორიენტირებული, ძალას არ იშურებს ხალხის საინფორმაციო ჭურში მოსაქცევად, რასაც წარმატებით ართმევს თავს. მედიას მხარში უდგას ქართული პოლიტიკა და მისი პირმშო ხელისუფლება — ქართველთა სიმშვიდის სადარაჯოზე მდგარი.
მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები კი ისეთი საგრძნობია, ვეჭვობ ვინმემ, ქვეყანა მაქვს მხედველობაში, თავი აარიდოს — პოლიტიკურ კოკისპირულ წვიმას.
პოლიტიკური კოკისპირული წვიმა ჩვენს მეზობლად, რუსეთში დაიწყო — ჩვენი პოლიტიკა, რომ ჭაობად მოიხსენიებს და დაიწყო ერთი წლის წინათ. ამ წვიმას რუსმა მეტეოროლოგებმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაარქვეს.
წვიმის სახელი ისეთი არ არის, ამერიკაში „მოფერებით“ ქარიშხალს ადამიანის სახელებს რომ არქმევენ. რუსებს სახელის შერჩევაში რომანტიზმმა უმტყუნათ, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ასახეს ოპერაციის მიზნები.
ნაწილობრივ იმიტომ, რომ ოპერაცია დროის მცირე მონაკვეთში გადადგმულ, თუნდაც სამხედრო ნაბიჯს ნიშნავს და არა გაჭიანურებულ პროცესს. გაჭიანურებული სამხედრო მოქმედება — ომია.
გასული წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული რუსეთი უკრაინაში აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს, რომლის მსგავსი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე არ ყოფილა.
1945 წლის მაისიდან მსოფლიოში მრავალ ომს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ორი ქვეყნის არმიათა შორის ომს ადგილი არ ჰქონია. ის ომები კორეაში, ვიეტნამში, ავღანეთში, სირიაში, ერაყში, იუგოსლავიაში, სხვაგან ძლიერსა და სუსტს შორის გამართული ომები იყო — მსოფლიოს ჰეგემონის მიერ გაჩაღებული, თუმცა სუსტთა მიერ წარმატებით დასრულებული.
უკრაინის ომი სხვაა — ორი არმიის სრულყოფილი ომი, ყველა სახის სამხედრო ტექნიკის, იარაღის გამოყენებით. სამხედრო იარაღი, დამზადებული ამ საქმეში პროფესიონალი ქვეყნების აშშ-ს, გერმანიის, რუსეთის და სხვათა მიერ შერწყმულია დაპირისპირებული მხარეების ჯარისკაცებთან, ოფიცრებთან, მთელი მსოფლიოს დაქირავებულ, პროფესიონალ მეომრებთან.
უკრაინის ფრონტზე რუსები ებრძვიან ერთმანეთს — ამ საქმეში გამობრძმედილი მეომრები. ერთს, რუსი ჰქვია, მეორეს — უკრაინელი. როდესაც უყურებ და უსმენ მათ — განსხვავებას ვერ პოულობ.
წყლის წვეთებივით ჰგვანან ისინი ერთმანეთს — ხელოვნურად გაყოფილნი, დაპირისპირებულნი — ბოროტი პროპაგანდით გაბრიყვებულ-გამოთაყვანებულნი.
ეს დახასიათება უკრაინელებს ეკუთვნით — გადამთიელის მიერ გვარიანად გადაგვარებულთ. გადამგვარებელიც ცნობილია. მას არასდროს უფიქრია ჩრდილში ყოფნა. ის, ყოველთვის წინა პლანზე წარმოაჩენდა თავის თავს — კიევის მაიდნის რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ.
ის, 30 წლის განმავლობაში ტვინს უღრღნიდა უკრაინას, ტვინის ნაცვლად თავში დაავადებულ თხევად მასას ტენიდა — თავისი ძმის, სისხლისა და ხორცის სიძულვილით გაჟღენთილს.
მან, 30-წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად მოახერხა ისეთი უკრაინელის გამოყვანა, რომელიც თავს საკუთარ ძმაზე მაღლა აყენებს; საკუთარ ძმას მდაბიოდ, არაადამიანად, გაუგებარ არსებად, უტვინოდ მოიხსენიებს, თანაც აგრესიულად, რომელთან თანაცხოვრებაც, თუნდაც დისტანციურად, სამეზობლოდ შეუძლებელია. და რახან შეუძლებელია, უკრაინელმა ის უნდა მოკლას.
განადგურების გეგმაც შეიმუშავა, მაგრამ ძმამ, ანუ რუსმა დაასწრო და დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია.
რას გააკეთებდით თქვენ, პატივცემულო მკითხველო, რუსეთის პრეზიდენტის ადგილას? თავს შეუშვერდით უკრაინელის მიერ ნასროლ რაკეტებს? ზერელედ შეხედავდით დონბასში მცხოვრები რუსების განადგურებას?!
პასუხი თქვენ თავს გაეცით! ასე დაიწყო „ჭაობმა“ თავისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ბრძოლა — იარაღით, მანამდე კი სიტყვით, ქაღალდზე დაფიქსირებული წინადადებებით, აშშ-სადმი 2021 წლის დეკემბერში წარდგენილით.
აშშ-ს ადმინისტრაციამ თვალი გადაავლო რუსეთის შექმნილ დოკუმენტს და ღირსადაც არ ჩათვალა მისი გათვალისწინება.
რუსეთ-ამერიკის დაძაბული ურთიერთობები 2007 წლის მიუნხენის კონფერენციაზე და მის შემდეგ გაღრმავდა, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს. მიუნხენის გამოსვლისას პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა ის, რასაც ყველა დამსწრე ქვეყანა გულისხმობდა, მაგრამ აშშ-ს შიშით თქმას ვერ ბედავდა.
პუტინმა გაბედა და ვაშინგტონს უთხრა, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიოს არსებობას წერტილი უნდა დაესვას; ერთპოლუსიანობა, მრავალპოლუსიანობით უნდა შეიცვალოს.
„ჭაობმა“ გაბედა და მას მოჰყვა თითქმის საუკუნოვანი ბატონობისთვის წყლის შეყენება. წყალშეყენებული ჰეგემონი, აშშ-ს სახით, იმ დღიდან მოყოლებული გააფთრებით ეომება რუსეთს — მეტწილად ფარულად, სხვისი ხელით, მისთვის ჩვეული მზაკვრობით.
ეომება არა მარტო მას, არამედ ყველა მის პარტნიორ ქვეყანას. ეომება ეკონომიკურად, ფინანსურად, იდეოლოგიურად, ინფორმაციულად და ბოლოს მან ყველაზე „უებარ“ წამალს მიაგნო — უკრაინას. მხოლოდ აშშ-ს შეეძლო რუსთა წინააღმდეგ უკრაინელთა გამოყენება — ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, რუსეთის ღვიძლი ძმის.
ამერიკა — ქვეყანაა, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. გულუბრყვილო ქართველობას კი ჰგონია, რომ ამერიკა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
ამერიკა, ის ქვეყანაა, რომელიც ყოველთვის მზად იყო და იქნება, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იომოს მთელს მსოფლიოში. ზემოჩამოთვლილი ომები სწორედ ამერიკის მიერ არის დაწყებული — ამერიკული „წესრიგის“ მსოფლიოსთვის თავს მოსახვევად. უკრაინას ამ გეგმაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია — რუსეთის დასუსტება, პატარა ნაწილებად დაშლა, რუსეთის წიაღისეულის ხელში ჩაგდება, ყველაფერი რუსულის განადგურება.
რუსეთი, ევროპა არ არის. რუსეთი, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებთან შედარებით თავმოყვარე ქვეყანაა. ის ვერ აიტანს აშშ-ს მიმართ, ევროპის მსგავს, ვასალად გადაქცევას. და რომ ვერ აიტანს, დაგვანახა კიდეც გასული წლის 24 თებერვალს — მსოფლიოს გადაკეთების დაწყების დღეს.
უკრაინის ომით იწყება მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბება, რომელშიც აშშ-ს აღარ ექნება ჰეგემონის სტატუსი. ის, ისეთი ქვეყანა იქნება, როგორც დანარჩენი.
შეეგუება აშშ-ი რუსეთის მიერ ჩაფიქრებული გეგმის განხორცილებას? რომ არა, უკრაინამაც დაგვანახა, ანუ ამერიკელთა მიერ რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებულმა ომმა, ცხადია უკრაინელის ხელით და პარტნიორი ქვეყნების, უპირველესად ევროპის დახმარებით.
30 წელი ამზადებდა ამ ომს ამერიკა, განსაკუთრებით 2014 წლის მაიდნის რევოლუციის შემდეგ. მიზანი? რუსეთის სრული განადგურება! შედეგი? კატასტროფული მისთვის და მისი თანამგზავრებისთვის.
ომი გრძელდება, მაგრამ შედეგი ყველასთვის ნათელია. დღეს, ომი რომ დამთავრდეს, რუსეთი გამარჯვებულად ჩაითვლება, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე მეტი უკრაინული ტერიტორია აქვს დაპყრობილი — ისტორიული რუსული ტერიტორიები.
სიტყვა „დაპყრობა“, რომელსაც ე.წ. ცივილიზებული სამყარო იყენებს, მათ შორის ჩვენც, თავი, რომ დასავლეთივით ცივილიზებულად მიგვაჩნია, შეუფერებელია. ისტორიული ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა სიტყვა „დაბრუნების“ გამოყენება. მაგრამ ტერიტორიების დაბრუნება ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია და იმ რეალობას ვერ ასახავს, რაც 2022 წლის 24 თებერვალმა მოიტანა.
მაინც რა მოიტანა 24 თებერვალმა? — იკითხავთ.
24 თებერვალმა შეცვალა მსოფლიო, რომელიც ისეთი აღარ იქნება, როგორიც თუნდაც 23 თებერვალს იყო. 24 თებერვალი მსოფლიო რევოლუციის დასაწყისია, უფრო სწორად მსოფლიოს ახალი სისტემის ჩამოყალიბების დასაწყისში.
ერთმა წელმა გამოააშკარავა ჰეგემონისა და მისი თანამგზავრი ქვეყნების უსუსურობა — პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო თვალსაზრისით.
2022 წლის 23 თებერვალს ვერვინ იფიქრებდა კოლექტიური დასავლეთის იმ სისუსტეზე, დღეს რომ ვხედავთ. ვერვინ იფიქრებდა, რომ დაპურებული დასავლეთი, უპუროდ დარჩებოდა; რომ ენერგომატარებლები, იაფად მიწოდებული რუსეთიდან, ამერიკული ძვირადღირებულით ჩანაცვლებოდა, რაც ევროპელთა სოციალურ ყოფას ძირს დასცემდა, სუპერმარკეტების დახლებს დააცალიერებდა, სააღდგომოდ შეღებილი კვერცხების ნაცვლად, შეღებილ კარტოფილს დასჯერდებოდა. კვერცხზე გაზრდილმა ფასმა ამერიკელებს კარტოფილის შეღებვისკენ უბიძგა.
ამერიკა—კოლექტიური დასავლეთის მიერ რუსეთისთვის გამოწერილი რეცეპტი, ანუ განადგურება, დასავლეთის განადგურებით შეიცვალა.
გაჭენებული ინფლაცია, კვების პროდუქტებზე მომატებული ფასები, უმუშევრობა, ფაბრიკა-ქარხნების, საწარმოების დახურვა — იაფი რუსული გაზის არ არსებობის გამო. აშშ-ს ეგოისტური დამოკიდებულება ე.წ. პარტნიორების მიმართ, რომელიც ევროპული ბიზნესისთვის აშშ-ს კარს ფართოდ ხსნის და იქ გადაქაჩვას ლამობს, მოკავშირე გერმანიისთვის რუსული გაზსადენის აფეთქება და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, აშკარად მეტყველებს იმ ნეგატიურ მდგომარეობაზე, რაც რუსეთმა გამოიწვია ე.წ. კოლექტიურ დასავლეთში.
აქვე ერთ შესწორებას შევიტან ჩვენთვის ნაცნობ ტერმინში — „კოლექტიური დასავლეთი“. კოლექტიური მაშინ შეიძლება ვუწოდოთ დასავლეთს, როდესაც ამერიკა-ევროპას შორის საკითხები კოლექტიურად გადაწყდება. აქვს თუ არა ადგილი ასეთს?
უყოყმანოდ შეიძლება ითქვას — არა! მე-2 მსოფლიო ომის დამთავრებიდან მოყოლებული დასავლეთს არასდროს ჰქონია კოლექტიურობის განცდა. აი, რაც შეეხება ჰეგემონიზმს, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას — კანონად არის ქცეული.
ბატონის წინაშე მთელი ევროპა, ფინია ძაღლივით უკანა თათებზე დამდგარი, მზადაა დავალების შესასრულებლად. არავითარი სუვერენიტეტი, არავითარი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება! ევროპას აკონტროლებს არავის მიერ არჩეული ევროკავშირი — ზედამხედველის ამპლუაში გახვეული, ვაშინგტონის მიერ ნაბოძებში.
ვაშინგტონმა დაავალა მას, როგორც კლასის დამრიგებელს, ევროპელ მოსწავლეთა ზედამხედველობა, თუმცა ვერ ახერხებს ისე, როგორც ამას ვაშინგტონი მოითხოვს. მორჩილი ევროპა ისე აღარ იქცევა, როგორც ბრიუსელი ნატრობს. ბზარი გაჩნდა ევროკავშირში, უფრო სწორად გაფართოვდა. ბზარი ყოველთვის იყო, რასაც თან ახლდა კავშირის წევრთა შორის კინკლავი. მარტო უნგრეთ-პოლონეთის გახსენებაც კმარა, ევროკავშირში არასოლიდარული დამოკიდებულების დასადასტურებლად.
ევროკავშირში მუდამ ჰქონდა ადგილი საფრანგეთის კრიტიკული მოსაზრების ხმამაღლა, საყვედურით გამოხატვას, მაგრამ ის, რაც მისმა პრეზიდენტმა მაკრონმა გაბედა, მოულოდნელი იყო. როგორც ჩანს ჩინეთში ვიზიტმა მაკრონზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა — ჩინეთის თავმჯდომარე სი ძინპინის საუბრების სახით. მაკრონმა დაინახა თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, საკუთარი პოლიტიკის საკუთარ ქვეყანაში გატარება ჰეგემონისკენ ყელმოღერების გარეშე და პარიზში დაბრუნებულმა დამოუკიდებლობის ისეთი ცეცხლი დაანთო, რომ ამერიკელ კონგრესმენთა მწვავე რეაქცია გამოიწვია.
რა თქვა ასეთიო, — იკითხავთ. გასაოცარი არც არაფერი, მაგრამ მაკრონისგან, ანუ აშშ-ს ვასალი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტისგან მართლაც გასაოცარი.
ევროპამ ვაშინგტონის გარეშე უნდა გადაწყვიტოს მთელი რიგი საკითხებიო — ეს იყო მისი ნათქვამის არსი.
მაკრონმა არა მარტო ვაშინგტონი აადუღა, არამედ ბრიუსელიც, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელის შეფის შარლ მიშელის განცხადება — რაც მაკრონმა თქვა ხმამაღლა, ევროკავშირისთვის უცხო არ არის, ყველა ასე ფიქრობსო, მაგრამ ვაშინგტონი სხვაა და მის გარეშე ევროპას გაუჭირდებაო.
დაახლოებით იგივე აზრისაა გერმანიის კანცლერი შოლციც — აშშ-ს ობერმარიონეტი, რომელიც უდიდეს კმაყოფილებას გამოთქვამს ვაშინგტონის მიმართ რუსული იაფი გაზის გერმანიისთვის გადაკეტვის გამო. წარმოიდგინეთ რა დონის მლიქვნელი უნდა იყოს გერმანიის დღევანდელი ხელისუფლება, რომ ამერიკას მადლობა უხდიდეს ამ ბოროტებისთვის?!
მაკრონის განცხადება ჩინეთში ვიზიტს მოჰყვა. მაკრონმა თავის თვალით ნახა და მოისმინა იმ წარმატებების შესახებ, რასაც ჩინეთმა მიაღწია.
მან დაინახა, რომ ჩინეთმა ეკონომიკური თვალსაზრისით გაუსწრო აშშ, სამხედრო თვალსაზრისით — გაუტოლდა მას. პოლიტიკური თვალსაზრისით ჩინეთი ჯაბნის დასავლეთს.
მაკრონმა შეიგრძნო ჩინეთ-რუსეთის მჭიდრო თანამშროლობის არსი და ის, რომ ეს ორი ახალ მსოფლიო სისტემას აყალიბებენ. ეს ორი არ ემორჩილებიან ვაშინგტონს. და არა მარტო ეს ორი, არამედ სხვებიც, რომლებიც დღემდე ხმას არ იღებდნენ, მაგრამ, როდესაც დაინახეს, რომ რუსეთ-ჩინეთი ახალ, ანტიამერიკულ მსოფლიო სისტემას ქმნიან, უმალ გადაწყვეტს მათ გვერდით დადგომა.
მაკრონმა დაინახა, რომ ამ ორის გვერდით მთელი მსოფლიოა, ამერიკა-ევროკავშირი-იაპონიის გარდა და კიდევ თითო ოროლა ქვეყნის.
ვინც ამ ორის გვერდით დადგა, კატეგორიულად მოითხოვს მრავალპოლუსიანობას, აშშ-ს ჰეგემონიზმის გაქრობას. მაკრონმა თავისი თვალით ნახა ჩინეთის თავმჯდომარე სი ძინპინთან შეხვედრის მსურველი ქვეყნების ხელმძღვანელების ცოცხალი რიგი. მაკრონმა ისიც გაიგო, რომ სი ძინპინი კარგა ხანია აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის სატელეფონო ზარს არ პასუხობს. მაკრონმა ახალი ცხოვრების, ახალი მსოფლიოს კონტურები დაინახა, რამაც მას ათქმევინა ის, რაც სახლში დაბრუნებისას თქვა.
მაკრონმა ტელევიზიით დაინახა, მაგრამ ვერ გაიგო სი ძინპინ-პუტინის მრავალსაათიანი საუბრის შინაარსი, ახალი მსოფლიო სისტემის შესახებ, სადაც არ იქნება ერთის ბატონობა, სადაც მრავალხმიანობა იქნება. დაახლოებით ისეთი შინაარსის მატარებელი, როგორიც პუტინმა 2007 წელს მიუნხენში გამოსვლის დროს გააჟღერა.
იცვლება მსოფლიო. ის, ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო და ეს ცვლილება იმ ქვეყანამ წამოიწყო, ჩვენი პოლიტიკოსები რომ „ჭაობს“ ეძახიან. ვინ იცის, ამ ჭაობმა ისეთ წარმატებას მიაღწიოს, იქ ჩაყურყუმალავება სანატრელი გახდეს.
ამერიკაზე შეყვარებული საქართველოს აწმყოზე საუბარი, მითუმეტეს მომავალზე, არსებულ ვითარებაში ჭირს, ვინაიდან პოლიტიკური ვექტორი — დასავლეთისკენ, არჩეულია, მაგრამ ხალხის მოთხოვნით — დაბეჯითებულით და თანმიმდევრულით კონსტიტუციაც შეიცვლება და ქვეყნის ორიენტაციაც — ხალხის კეთილდღეობის მოსატანად.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
14/04/2023