ინდონეზიის სამიტის მოლოდინში

მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რომლებიც თავისთავად მოქმედებენ ეკონომიკურ საკითხებსა და სოციალურ ვითარებაზე, კულმინაციისკენ მიექანება. კაცობრიობა, ახალი სისტემის ჩამოყალიბების მოლოდინში, შესაბამის ნაბიჯებს დგამს, რომელთა გასაჯაროებას ინდონეზიაში, ა.წ. ნოემბრის G-20 სამიტზე აპირებს. ასე ვარაუდობენ თანამედროვე პოლიტიკაში ღრმად ჩახედული პოლიტოლოგები, საერთაშორისო საკითხების სპეციალისტები.

ნოემბრამდე ძირითადად გაირკვევა იმ მთავარი თემების შესრულების ან შეუსრულებლობის შედეგების შესახებ, რომლებიც გავლენით სარგებლობენ მსოფლიოს ცხოვრებაზე.

დავასახელებ სამ საკითხს, რომელთაც მსოფლიო მიაქცევს გაცილებით მეტ ყურადღებას, ვიდრე სხვას — ათასს, არსებულს კაცობრიობის წინაშე.

პირველი გახლავთ ჩინეთის სახალხო რესპუნლიკის კომპარტიის მე-20 ყრილობა; მეორე — აშშ-ს შუალედური არჩევნები; მესამე — უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაცია.

ერთის შეხედვით, სამივე დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.  სინამდვილეში სამივე ხილული თუ უხილავი ძაფებით ერთმანეთზეა გადაბმული და ერთის დადებითად დასრულების შემთხვევაში, დანარჩენი ორის ბედიც თუ დადებითი არა, მთლად უარყოფითიც არ იქნება.

ჩინეთის კომპარტიის მე-20 ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის პოლიტიკური კურსი უახლოეს პერსპექტივაში და არა მარტო. ყრილობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, რომელიც 2018 წელს იქნა მიღებული კომპარტიის XIX ყრილობაზე.

მე-20 ყრილობამ უნდა განიხილოს და თანხმობა განაცხადოს ქვეყნის და კომპარტიის მეთაურის სი ძინპინის მესამე ვადით არჩევაზე, რაც უცხო რამ არის ჩინეთის ლიდერის დენ სიაოპინის მიერ შემოღებული პარტიული და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისთვის.

დენ სიაოპინის მიერ შემოღებული წესი პარტიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელისთვის არ ითვალისწინებს ორ ვადაზე მეტი დროით აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნას.

ხუთწლიანი ვადის გაგრძელება, 5 წლით ეხება არა მარტო ქვეყნის მეთაურს, არამედ პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ პირებს, რომლებიც უნდა შეიცვალონ საერთო ჯამში 10-წლიანი მმართველობის შემდეგ, პარტიისა და სახელმწიფოს მუშაკთა ახალი პლეადით.

ასეთი იყო დენ სიაოპინის გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი დაუჭირა ჩინეთის კომპარტიამ. აი, სწორედ ამ გადაწყვეტილებას განიხილავს და შეცვლის მე-20 ყრილობა, რითაც სი ძინპინს მესამედ არჩევის შესაძლებლობას მისცემს.

დაუჭერს თუ არა ყრილობა მხარს ვადის გაგრძელებას არცთუ იოლი სავარაუდოა, ვინაიდან აღნიშნულ თემას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. იქონიებს ყრილობაზე დღევანდელი პარტიული ლიდერისა და ქვეყნის მეთაურის ავტორიტეტი გავლენას? ესეც ძნელი სათქმელია, ვინაიდან ჩინეთის კომპარტია, დენ სიაოპინიდან მოყოლებული, სიახლეთა ცხოვრებაში დანერგვის მომხრეა. ნოვატორული იდეების ცხოვრებაში დანერგვა-გატარებაში კი პარტიის როლი უმნიშვნელოვანესია.

დღევანდელი ლიდერის სი ძინპინის დამსახურება პარტიული აპარატისა და ქვეყნის განმტკიცება-განვითარების საქმეში თვალშისაცემია. ეს არის პიროვნება, რომლის როლი არა მარტო ჩინეთის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, არამედ მსოფლიოზე. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩინეთმა უდიდეს წარმატებას მიაღწია ეკონომიკური აღმშენებლობის დარგში, სამხედრო მშენებლობის საქმეში, კოსმოსის ათვისებაში, ჩინელთა სოციალური ყოფის გაუმჯობესებაში, საგარეო ურთიერთობებში. ჩინეთმა მთელი რიგ დარგებში უკან ჩამოიტოვა აშშ და მის მსოფლიო პირველობას წყალი შეუყენა.

ჩინეთმა ოფიციალურად გამოაცხადა სიღარიბის დაძლევა — ათეული წლების განმავლობაში ჩინელთა მხრებზე მძიმე ტვირთად ჩამოკიდებული და შეუდგა საზოგადოების საშუალო ფენის განვითარებას. სი ძინპინის მიხედვით, ეს პროექტი 2030-2040 წლებში დასრულდება.

ჩინეთის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება ტაივანის შეერთება — საკუთარი ტერიტორიისა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბებისა და კომუნისტთა ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე ხელში ჩაიგდო ჩინეთის ყოფილმა, გაძევებილმა მმართველმა ჩან კაიშიმ და მისმა გომინდანის პარტიამ.

ტაივანის ჩინეთთან შეერთების საკითხი კარგა ხანია პეკინ-ვაშინგტონის სერიოზული დაპირისპირების საგანია. ჩინეთი ნეგატიურად იხილავს აშშ-ს პოლიტიკას ამ კუნძულის მიმართ, განსაკუთრებით სამხედრო დახმარების გაწევის თვალსაზრისით, ჩინეთის ზღვაში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ხომალდების ცურვას.

მაო ძედუნის მმართველობის შემდეგ, აშშ-ს მიმართ ჩინეთის ხელმძღვანელობის განცხადებები არ ყოფილა ისეთი მკაცრი და კრიტიკული, როგორც დღეს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ჰეგემონობის დაავადებით შეპყრობილი აშშ-ი ხედავს რა ჩინეთის წინსვლას,  მაქსიმალურად ცდილობს მის შეჩერებას. ამ პროცესში ის სისტემატურად იყენებს საერთაშორისო ურთიერთობებისთვის დაუშვებელ ხერხებს.

ვაშინგტონს განსაკუთრებით აფრთხობს სი ძინპინის პროექტი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელიც ჩინეთს დააკავშირებს მსოფლიოს, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის, კავკასიის, რუსეთის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ჩრდილო აფრიკის, … ქვეყნებთან — ეკონომიკურად. აშშ-ი თვლის, რომ ეკონომიკური კავშირების გაფართოება ჩინეთს მისცემს პოლიტიკური გავლენის მოპოვების საშუალებას.

აშშ-ს არ მოსწონს ჩინეთ-რუსეთის კავშირურთიერთობების განმტკიცება, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, ვაჭრობაში, სამხედრო მშენებლობის საქმეში. ვაშინგტონს აშფოთებს ჩინეთ-რუსეთის პოლიტიკური კავშირებიც, რომელთა გააქტიურება შეინიშნება საერთაშორისო არენაზე, განსაკუთრებით გაეროს უშიშროების საბჭოში, სადაც კენჭისყრის დროს ჩინეთ-რუსეთის გადაწყვეტილება ხშირ შემთხვევაში იდენტურია.

აშშ-თვის  ჩინეთი მოიხსენიება არა როგორც მეტოქე, არამედ მტერი. ამერიკელთა მიმართ ჩინეთის კრიტიკული პოზიცია ფიქსირდება სწორედ სი ძინპინის ათწლიანი მმართველობის დროს. სი ძინპინის პოლიტიკა ვაშინგტონის მიმართ ბევრით არაფრით გამოირჩევა ჩინეთის ბელადის მაო ძედუნის პოლიტიკისგან. ასე რომ, ჩინეთის კომპარტიის მე-20 ყრილობის შედეგები უმნიშვნელოვანესი იქნება აშშ-სთვისაც, რომლის მსოფლიო ჰეგემონიზმს საფუძველი ერყევა.

აშშ-ს სახელმწიფოებრივი მმართველობის სისტემას, ამ ქვეყნის გავლენას მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე, ეკონომიკურ ჩავარდნებს, ამერიკელთა სოციალური პირობების გაუარესებას თან ახლავს მსოფლიოს ქვეყნების, მათ შორის მოკავშირეების ეჭვის თვალით მზერა ერთ დროს უძლეველი ქვეყნისადმი.

კაპიტალისტურ—იმპერიალისტური სისტემა, რომ ღრმა კრიზისშია შესული, თვით ამერიკელი სპეციალისტების, მეცნიერების სისტემატური განსჯის საგანია. იმპერიალიზმის ფლაგმან ამერიკას ისღა დარჩენია, სხვათა დასანქცირებით, გაიხანგრძლივოს ერთპიროვნული მმართველობა, გააძლიეროს ნეოლიბერალიზმი, ფაქტიურად ამ მოძღვრებას სული შთაბეროს მსოფლიო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის მიუღებელი ახალი იდეოლოგიით — „ლგბტ-ობით“.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ლგბტ-ობა“ მამათმავალთა უკანალის ქნევით შემოიფარგლება — ცდება. „ლგბტ-ობა“ ახალი იდეოლოგიაა — „გამაგრებული“ ერთნაირსქესიანთა ქორწინებით, ერთნაირსქესიანთა „ოჯახის“ მიერ ბავშვის აყვანით, მცირეწლოვან ბავშვთა მიერ სქესის შესაცვლელი ოპერაციების ჩატარებით, მამათმავალთა და ლესბოსელთა მიერ მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავებით, არმიაში ასეთთა მუშაობის დაშვებით და სხვა.

სულ მალე აშშ-ს კონგრესი სრულიად ამერიკისთვის დააკანონებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. ამასთანავე დააძალებს მსოფლიოს ქვეყნებს, განსაკუთრებით მოკავშირეებს გაიზიარონ კონგრესის გადაწყვეტილება.

თვალშისაცემია ისიც, რომ ამ ახალი იდეოლოგიის სულისჩამდგმელი და ხელშემწყობი აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ბაიდენია, რომელიც დაძალებით ახვევს თავს სხვა სახელმწიფოებს ახალ „ლგბტ-ურ“ იდეოლოგიას — ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, დემოკრატიის საბურველში გახვეულს.

აქვე ვეტყვი ჩვენს გაამერიკელებულ პოლიტელიტას, რომ „ლგბტ-ობა“ სავალდებულო პროგრამაა, რომელიც ამერიკელთა გადაწყვეტილებით, ჩვენი საზოგადოების მიერ გაზიარებას მოითხოვს. ეს, არ არის ნებაყოფლობაზე დაფუძნებული რეკომენდაცია. ეს, სავალდებულო პროგრამაა.

აშშ-ი არა მარტო ამ იდეოლოგიის აღზევებას აქვს ადგილი, არამედ შავკანიანთა გაფეტიშებასაც. საუკუნეთა განმავლობაში დაბეჩავებულ მდგომარეობაში მყოფი შავკანიანი, დღეს წელგამართულია და არა მარტო. გახსოვთ ალბათ, ზანგთა ბუნტის პერიოდში როგორ უკოცნიდნენ ფეხებს ზანგებს თეთრკანიანები, მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსები; როგორ იდევნებოდა წიგნები, სადაც ზანგის სახე არცთუ პოზიტიურად იყო ასახული; როგორ ნადგურდებოდა სამოქალაქო ომის გმირების ძეგლები და ა.შ. ეს, პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.

შიდა ამერიკული ცხოვრების უკუღმართობას ემთხვევა ერთმართველობის შენარჩუნების დაუოკებელი სურვილი, რაც თავისთავად იწვევს ჩინეთთან და რუსეთთან დაპირისპირებას, როგორც პოტენციურ მეტოქეებთან.

რუსეთთან დაპირისპირება არახალია. მას განსაკუთრებული ადგილი აქვს მიკუთვნებული მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-ა, ფაშიზმთან ომში მონაწილე და მოკავშირე საბჭოთა კავშირი მეტოქედ, მტრად აქციეს და რკინის ფარდა ჩამოაფარეს.

იმ პერიოდს „ცივი ომი“ დაერქვა და კარგა ხანს გაძლო, ანუ 1991 წლის დეკემბრამდე, საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის გორბაჩოვის განცხადებამდე — საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე. აშშ—რუსეთის „ტკბილმა“ კავშირურთიერთობებმა ვაშინგტონს ხელი არ ააღებინა რუსეთის დაშლის გეგმაზე და რომ არა რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტის ძალისხმევა, აშშ-ს გეგმა უეჭველად შესრულდებოდა.

ვაშინგტონს, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის კოლექტიური დასავლეთის მიმართ კრიტიკულმა დამოკიდებულებამ, ანტირუსული გეგმის განხორციელება გაუათმაგა. ის ახალი ენერგიით შეუდგა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოთვინიერება—გადაბირებას. ამ პროცესში მან წარმატებებსაც მიაღწია უკრაინა, საქართველო, მოლდოვის „მორჯულების“ სახით.

სამივე ყოფილი საბჭოელი ისე ჩაეხუტა აშშ-ს და ამ უკანასკნელმაც ისე ჩაიხუტა, ლამის სული ამოხადა. 30 განვლილი წელი საკმარისი აღმოჩნდა სამივე ქვეყნის ხალხის, განსაკუთრებით პოლიტიკოსების გადასაგვარებლად, თანაც იმ დონეზე, ხელი აღემართათ რუსეთის — ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩაეტარებინათ ომები თავიანთ ტერიტორიებზე, აშშ-ს წაქეზებით და მხარდაჭერით.

თუ მოლდოვა—საქართველოში წამოწყებული ომები სწრაფად დასრულდა — ორივესთვის სავალალოდ, განსაკუთრებით საქართველოსთვის, მესამეში დღესაც მიმდინარეობს და უდავოდ გაცილებით უარყოფით შედეგს მოიტანს უკრაინისთვის, ვიდრე მოუტანა მოლდოვა—საქართველოს.

ომის წამქეზებელმა აშშ-აც არ დააყოვნა და რუსეთს სანქციები დაუწესა, აიძულა საკუთარი სატელიტებიც ასე მოქცეულიყვნენ. რა მიიღეს? ომის დაწყებიდან მე-5 თვეზე მძიმე ეკონომიკური შედეგები — თვით ეკონომიკური სანქციების დამწესებელ ქვეყნებში, განსაკუთრებით აშშ-ა და ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში.

საწვავზე ფასების მატებას მოჰყვა კვების პროდუქტების, მედიკამენტების, ტრანსპორტირების, კომუნალური გადასახადების ფასების ზრდა და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუარესება.

აშშ-ს მოსახლეობას აღარ სჯერა ბაიდენის განცხადების, რომ ყველაფერ ამაში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი პუტინია.

ბაიდენის რეიტინგის ვარდნა 31%-მდე, რაც აშშ-ს პრეზიდენტების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, მარტო ენერგეტიკული კრიზისით არ არის გამოწვეული. ის თვით პრეზიდენტის ჯანმრთელობასაც ეხება და მოჭარბებულ დემენციას.

საკუთარი პარტიის 94% მოითხოვს ბაიდენის გადადგომას. არადა წინ, ნოემბრის შუალედური არჩევნებია. გამოკითხვისდა მიხედვით, კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ და ისინი ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ. თუ ამას არ ექნა ადგილი, ბაიდენი, როგორც პრეზიდენტი, დაემსგავსება „კოჭლ იხვს“ (ამერიკული გამოთქმა — ძალაგამოცლილ პოლიტიკოსებზე), რომელიც იძულებული იქნება დაემორჩილოს კონგრესს.

ერთობ მძიმე საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარების დასაძლევად ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთის ვიზიტი ჩათვალა, რაც სულ ახლახანს განახორციელა ისრაელსა და საუდის არაბეთში.

აღნიშნული ვიზიტების დროს ის შეეცადა ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას — ირანის და რუსეთის, და მესამეზე, ანუ ჩინეთზე ყურადღების გამახვილებას.

საუდის არაბეთში ვიზიტი არა მარტო ანტიირანულ-ანტირუსული კოალიციის შექმნას ემსახურებოდა — სპარსეთის ყურის ქვეყნების მონაწილეობით, არამედ საუდის არაბეთის დაყოლიებას — ბაზარზე მეტი ნავთობის გატანისთვის. რუსეთის ნავთობის ექსპორტზე კოლექტიური დასავლეთის მიერ ემბარგოს დაწესებამ, კატასტროფულად გაზარდა საწვავზე ფასები, როგორც აშშ-ი და ევროპაში, ისე მთელს მსოფლიოში. საუდის არაბეთის მიერ ნავთობის მოპოვების გაზრდის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება დეფიციტის შემცირება და მასთან ერთად ფასების.

ბაიდენი იძულებული შეიქმნა აელოკა თავისი ფურთხი, მიმართული საუდის არაბეთის უფლისწულის ბენ სალმანისკენ, საუდის არაბეთის ოპოზიციონერი ჟურნალისტის ხაშოგის მკვლელობის დაბრალებისთვის.

ხაშოგი 2017 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ი და მუშაობდა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“. ის გამოირჩეოდა საუდის არაბეთის სამეფო კარის მძაფრი კრიტიკით. 2018 წელს, ოქტომბერში, ხაშოგი მოიწვიეს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში, სადაც მოკლეს.

ჟურნალისტის მკვლელობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ყველგან, განსაკუთრებით აშშ-ი. მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატმა ბაიდენმა ხაშოგის მკვლელობაში ბრალი უფლისწულს დასდო და თქვა, რომ ის არასდროს ჩამოართმევს მას ხელს და გაამკაცრებს ურთიერთობას საუდის არაბეთთან.

ამერიკულმა მედიამ დაგმო ბაიდენის ვიზიტი საუდის არაბეთში. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის მართლების მიზნით თქვა შემდეგი: „საუდის არაბეთში ვიზიტი აუცილებელია, ვინაიდან აშშ-ა უნდა გაუძლოს რუსეთის აგრესიას, რისთვისაც საჭიროა თანამშრომლობა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ მსოფლიო პოლიტიკაზე. საუდის არაბეთი კი არის ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა“.

უფლისწულთან მოლაპარაკების დროს მხარეები შეეხნენ ფასეულობებსაც: „ადამიანის უფლების პატივისცემა არის მთავარი ფასეულობა საუდის არაბეთის სამეფოსთვის, დაფუძნებული ჩვენს ისლამურ მსოფმხედველობასა და არაბულ მემკვიდრეობაზე, რაც მთავარია ფასეულობები დიალოგის გზით უნდა გავრცელდეს. მცდელობა იმისა, რომ საკუთარი ფასეულობები სხვას მოახვიო, არ იქნება ეფექტური. ეს გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციას. მართებული გზა საკუთარი ფასეულობების წამოწევისა არის ის, რომ მსოფლიოს აჩვენო, რომ თქვენ თვითონ პატივს სცემთ თქვენს ფასეულობებს. თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი ფასეულობების სხვაზე თავსმოხვევას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ფასეულობები. ისინი 100%-ით ვერასდროს შეესატყვისებიან ამერიკულს.  ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ფასეულობებით, ტრადიციებით, საკუთარი რწმენით.“ — განაცხადა საუდის არაბეთის მომავალმა მეფემ, უფლისწულმა ბინ სალმანმა.

მხარეებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, განსაკუთრებით ნავთობის მოპოვების გაზრდის. როგორი იყო ბინ სალმანის პოზიცია?

მან თქვა, რომ ამერიკელთა თხოვნას ვერ შეასრულებს, ვინაიდან საუდელებს არ აქვთ შესაბამისი სიმძლავრეები. დიდი-დიდი რასაც ის შეძლებს 10 მილიონი ბარელიდან 13 მილიონ ბარელამდე გაზრდას (დღიურად) და ისიც 2027 წლისთვის. ასე, რომ ბაიდენის სურვილი ვერ დაკმაყოფილდა, ისე, როგორც ანტიირანული კოალიციის შეკვრა — ისრაელ-საუდის არაბეთ—სპარსეთის ყურის ქვეყნებს—აშშ-ს შორის.

საუდის არაბეთში ბაიდენის ვიზიტამდე შედგა ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვიზიტი, რომელმაც გარკვეული პოზიტიური განწყობა შექმნა ორი ქვეყნის დაძაბულ ურთიერთობებში, რომლის გაუარესებას უფლისწული ბინ სალმანი არ შეეცდება, მიუხედავად ბაიდენის მოწოდებისა. ჯამში ბაიდენის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში არაფრის მომტანი გამოდგა, რამაც კიდევ უფრო გააუარესა ბაიდენის რეიტინგი.

ბაიდენის ვიზიტის შემდეგ გაიმართა თეირანის მოლაპარაკება ასტანის ფორმატში, რომელიც სირიის პრობლემებს ეხება. მოლაპარაკებაში რუსეთის, თურქეთის, ირანის პრეზიდენტები იღებდნენ მონაწილეობას. მოლაპარაკებამ დიდი ყურადღება მიიპყრო მთელ მსოფლიოში, ვინაიდან ის არა მარტო სირიას ეხებოდა, არამედ სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებსაც. ძუნწი მონაცემები, რომლებიც ჩვენ ხელთ არის, გვატყობინებს, რომ მოლაპარაკება კონსტრუქციული გამოდგა და გამოიძებნა გზა საკამათო საკითხების დიპლომატიური მოლაპარაკებებით გადაჭრისთვის.

შეეხნენ უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციასაც, რომლის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაცია მიაწოდა მხარეებს რუსეთის პრეზიდენტმა. უკრაინაში მიმდინარე ოპერაცია დიდ ყურადღებას იპყრობს, განსაკუთრებით კოლექტიური დასავლეთის, რომელიც 4 თვეზე მეტია არც ენერგიას, არც ფინანსებს, არც შეიარაღებას არ ზოგავს უკრაინის ფაშისტური რეჟიმის დასახმარებლად.

თუ 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მიერ სპეცოპერაციის დაწყების გამოცხადებას რუსეთისა და საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობა სკეპტიციზმით და ნეგატიური განწყობით შეხვდა, დღეს საწინააღმდეგო ვითარებაა.

საზოგადოება, ვისაც გაუყალბებელი ინფორმაციის მიღების საშუალება აქვს, ხვდება, რომ  პუტინის გადაწყვეტილება არ ყოფილა უსაფუძვლო. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ევროპელ-ამერიკელი პოლიტიკოსებისა და სამხედროების დაუფიქრებელი განცხადებები აშკარა მიმანიშნებელია, რომ კოლექტიური დასავლეთი მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდა რუსეთთან საომარი კონფრონტაციისთვის.

2014 წლის მაიდნის რევოლუციის შემდეგ კი სწრაფი ტემპით დაიწყო უკრაინის ჯარის წვრთნა, მისთვის შეიარაღების მიწოდება, ომისთვის საჭირო ბეტონირებული თავშესაფრების გაშენება და სხვა, ისეთი ღონისძიებების გატარება, საომარო მოქმედებების დროს რომ მიმართავს ქვეყანა.

დასავლეთის მიზანი იყო და არის რუსეთის განადგურება, რუსთათვის საუკეთესო შემთხვევაში მოსახლეობის 50 მილიონამდე დაყვანა და რუსეთის ფედერაციის პატარ-პატარა, დამოუკიდებელ ქვეყნებად დაშლა.

არ გამოუვიდათ, ისე, როგორც ეკონომიკური დეგრადაცია. შეცდნენ დასავლელი მეცნიერ—ეკონომისტები, რომლებიც დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ 2-3 თვეში ყოველმხრივ სანქცირებული რუსეთის ეკონომიკა განადგურდება.

ომის დაწყებიდან მე-5 თვეს საწინააღმდეგო ვითარებას აქვს ადგილი. კოლექტიური დასავლეთი — რუსეთის განადგურებით წინასწარ აღტაცებული, მძიმე ეკონომიკურ—სოციალურ კრიზისშია.

ძლიერი და განვითარებული კოლექტიური დასავლეთი სავალალო მდგომარეობაშია, რასაც ყველა ხედავს, გარდა მოჭარბებულად ოპტიმისტი და დასავლეთზე უზომოდ შეყვარებული ქართველებისა. რით არის გამოწვეული ესოდენ ბრმა პოზიციის გამოხატვა დასავლეთის მიმართ?

უპირველეს ყოვლისა ევროპა—ამერიკის რეალური ცხოვრების არცოდნით, დღევანდელი ნამდვილი ინფორმაციის არქონით, რაც ობიექტური აღქმის უნარის დაკარგვის უებარი წამალია. დეზინფორმაციის გავრცელების და მოსახლეობის გამოთაყვანების საქმეს უდავოდ ხელს უწყობს პროდასავლური მედია, დასავლეთის გრანტებზე მყოფი ქართული პოლიტიკა და ექსპერტობა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

ისინი, დასავლეთელებზე მეტად დასავლელები არიან. პოლიტიკა, მედია, არასამთავრობო სექტორი, დასავლურ ძუძუს მიჯაჭვული, რომ ცრუ პროპაგანდით გაბერავს მოსახლეობას გასაკვირია?

არც მოსახლეობა იწუხებს თავს საღი ინფორმაციის მიღებისთვის. მას თავის გამოკვებვის ყოველდღიური პრობლემა აქვს. არ იცის როგორ დააღწიოს თავი გაუსაძლისობას და ჭორ-მართალს აყოლილი, შიმშილისგან გადასარჩენად ევროპისკენ მიექანება.

ხალხმა არ იცის უკრაინის სინამდვილე. მან ის იცის, რასაც მედია და ვაი პოლიტიკოსები ჩასძახიან — გმირი უკრაინა უგებს ომს რუს აგრესორს და მალე დაატოვებინებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. სინამდვილე კი საწინააღმდეგოა.

გაოცებას იწვევს ევროკავშირის „პატრიოტული“ განცხადებები — არ გავხსნით „ჩრდილოეთის ნაკადი—2“ ონკანს, ვინაიდან რუსეთს ფულს მოუტანს. ამ ფულით ის იარაღს დაამზადებს და გააგრძელებს უკრაინაში ომს.

რუსეთის ჯიბრზე არ ხსნიან გაზის ონკანს, რითაც უმძიმეს დღეში აყენებენ საკუთარ მოსახლეობას. გაზის მომჭირნეობით ხარჯვამ, კონდენციონერების არჩართვამ 40 გრადუსიან სიცხეში, რასაც ევროპის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში აქვს ადგილი, 1000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

გაზის უქონლობა არა მარტო საზოგადოებისთვის დისკომფორტის შექმნას ნიშნავს, არამედ საწარმოების მუშაობის შეწყვეტასაც და მრავალ სხვას, რასაც აინუნშიაც არ აგდებენ ე.წ. ევროპელ-ამერიკელი პოლიტიკოსები.

მძიმე ვითარებამ აიძულა დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, იტალიის, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების გადადგომა. ყველა ისინი პუტინის ჩამოგდებას ვარაუდობდნენ.

რუსეთმა, მიუხედავად აურაცხელი სანქციებისა, გაუძლო შემოტევას. ის ნელა, აკადემიურად წარმართავს საომარ მოქმედებას უკრაინაში. სულ მალე სრულად გაანთავისუფლებს უკრაინელი ფაშისტებისგან დონბასს და გააგრძელებს ამ ქვეყნის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციას — გამოცხადებული გეგმის მიხედვით.

ა.წ. ნოემბრამდე, ინდონეზიის „დიდი ოცეულის“ შეხვედრამდე, საკმაო დროა დარჩენილი. დრო, რომელიც თავის კორექტივებს შეიტანს „დიდი სამეულის“ — ჩინეთ, აშშ, რუსეთის პოლიტიკაში. თუ რა ცვლილებებს ექნება ადგილი, ამ სამიტზე გამოჩნდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

24/07/2022