,,წიწამურში რომ მოკლეს  ილია, მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი“… გალაკტიონის ეს სიტყვები ნათელმხილველის წინასწარმეტყველებასავით აუხდა საქართველოს. დიახ, დიდი ადამიანების ეპოქა დასრულდა, საქართველოს აღარ ჰყავს დადიანები, სააკაძეები, ილია ჭავჭავაძეები, აღარ ჰყავს სტალინი და 21-ე საუკუნის საქართველო ისევე, როგორც მსოფლიო სიბილწისა და გარყვნილების მორევში იხრჩობა. დადგა დრო ხრწნილებისა და განდიდების მანიით შეპყრობილი პატარა ადამიანებისა, რაც მეტს ვისაუბრებთ ასეთ ადამიანებზე, მით მეტად მნიშვნელოვან პერსონად წარმოაჩენენ თავს. დეგრადირებულ საზოგადოებას, რომელიც დღეს მ. სააკოვს ლობირებს 2 კატეგორიად დავყოფდი: არსებები, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ საკუთარი ხრწნილება და არსებები, რომელნიც  გაუცნობირებლად შინაგან მზაობას გრძნობენ კასტილიანი გამაუპატიურებლის მომსახურების მისაღებად.

გათახსირების ხარისხში გუზობ სანიკიძემ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მისი აზრით,  სააკაშვილისგან ახალ ნელსონ მანდელას მივიღებთ, რომელიც გაგანადგურებთო – ემუქრება ხელისუფლებას. სანამ გაბოზდებოდა აცხადებდა, რომ მიშა რომც დაიჭირონ გიჟის საბუთი აქვს და გამოუშვებენო. სიბილწე, რაც დღეს ქვეყანაში ტრიალებს ,,ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომელსაც არც გეოპოლიტიკური პროცესები აინტერესებს ჩვენს სამეზობლოში, არც ქვეყნის ეკონომიკა. მთავარია დასავლეთის ბრძანებები შეასრულოს, რომელთაც არცერთ განზომილებაში პოზიტიური შედეგი არ მოუტანია ქვეყნისთვის. ა. თალაკვაძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა: ჩვენ ის უნდა ვაკეთოთ, რასაც ჩვენი პარტნიორები გვეტყვიანო. საქართველოს არც მეგობრები და არც პარტნიორები არა ჰყავს დასავლეთში, ჩვენ კოლონია ვართ, რამაც მხოლოდ უკუსვლა და ხალხის დამშევა მოგვიტანა, მაგრამ მთავარი ხომ ,,იუდას ვერცხლია“ რომელსაც ხელისუფლება დასავლეთისგან იღებს?

მას ხელს აძლევს ტერიტორიებდაკარგული ქვეყნის სტატუსი მსოფლიოს წინაშე. ეს სიტუაცია მისთვის ფინანსური შემოსავლების მიღების საშუალებაა. დემოკრატიისა და თავისუფლების ნიღბით მოსულმა დასავლეთმა კრიმინალის ლობირებით და მარიხუანას ლეგალიზაციით დაიწყო საქართველოში დიქტატურა და სწორედ იმ თავისუფლებას ებრძოდა მ. სააკოვისა და ,,ქართული ოცნების“ ხელით, რომელიც სტალინმა გვიანდერძა: ,,ძნელად წარმომიდგენია ადამიანის ,,პირადი თავისუფლება“, როდესაც ის უმუშევარია, რომელიც მშიერი დადის და ვერ ხედავს თავისი შრომის ნაყოფს. ნამდვილი თავისუფლება არის მხოლოდ იქ, სადაც მოსპობილია ჩაგვრა, სადაც არ არის უმუშევრობა და სიღატაკე, სადაც ადამიანს არ ეშინია, რომ ხვალ უმუშევარი დარჩება, დაკარგავს საცხოვრებელს და ლუკმაპურს. მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში შეიძლება ნამდვილი და არა ქაღალდზე დაწერილი პირადი  და ყოველგვარი სხვა თავისუფლება“.

სტალინი მომხრე იყო  ყველა მოკავშირე რესპუბლიკას ჰქონოდა თავისი ეროვნული იდენტობა, თავისი საზღვრები და უფრო მეტიც – ყველა გამხდარყო გაეროს წევრი! სსრკ მართლაც იდეალური ადგილი იყო, სადაც ადამიანის ნიჭი შესაფერისად იყო დაფასებული. სწორედ სტალინმა შექმნა სოციალური სოლიდარობისა და დაცვის მექანიზმი. თავის უკანასკნელ გამოსვლაში 1952 წ. ოქტომბერში ბრძანა, რომ სახედაკარგული კაპიტალიზმი  ეროვნულმა სახელმწიფოებმა უნდა დაამარცხოს და კიდევ ერთხელ ითხოვდა სსრკ-ს მოკავშირე რესპუბლიკების გაეროში მიღებას. დიახ ეს იყო ანდერძი, რომელიც 1952 წლის 14 ოქტომბერს პარტიის მე-19 ყრილობაზე დაგვიტოვა. საბჭოთა  სისტემა ბელარუსისთვისაც დაინგრა მაგრამ კაცური ღირსების მქონე ჭეშმარიტმა მამულიშვილმა – ლუკაშენკომ ქვეყანა არ დააჩოქა, საქართველოს პოლიტიკური სპექტრი კი მზად არის პარლამენტში ლგბტ-ებიც მიიღოს და ნარკომანებიც.

ასეთი შედარებაც  მოვისმინე ხალხისგან: ურმის ბორბალი სოფლად ფუნას რომ გადაუვლის და აქეთ-იქით მეტ-ნაკლები რჩება, აი ეს არის ქოც-ნაცობაო. ამ ორი ძალისთვის მთავარი ქვეყნის მმართველობის ხელში ჩაგდებაა და არა ეროვნული ნაბიჯების გადადგმა. მათ ქვეყანას ღირსება  დაუკარგეს. ხელისუფლებას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე შედეგიანად რომ ეზრუნა, ნაცი არავის გაახსენდებოდა. ისე როგორ უნდა შეაზიზღოს ხალხს თავი ხელისუფლებამ, რომ ის მკვლელი და მანიაკი ნაცი განატრებინოს, რომელმაც სადისტური სასჯელაღსრულების სისტემა შექმნა, სადაც წამებით გარდაცვლილებს რეალური მიზეზის დასაფარად გულ-ღვიძლს აცლიდნენ! მოაზროვნე თავები აცხადებენ, რომ საქართველო კრიმინალური, მაფიოზური დაჯგუფების ხელშია, სადაც  ხდება ეროვნული სიმდიდრეების დატაცების პროცესი, ხოლო ქვეყანას მშობლიური ფესვებისგან მოწყვეტილ იდეებზე მართავენ. პოლიტიკურმა ინტერესებმა წალეკა ხალხისა და ქვეყნის ინტერესები, წაიშალა ავტორიტეტი, რაც ტრაგედიაა ქვეყნისთვის.  

საქართველოში პოლიტიკოსობენ სხვის მიერ მოყვანილი და მოწონებული კადრები, ამან დათრგუნა და იმედი დაუკარგა ქართველ ხალხს. ამის შეგუება კი არ შეიძლება, რადგან  ეს პროცესი თუ გაგრძელდა ჩვენ ეროვნულ უმცირესობაში აღმოვჩნდებით, მომრავლდნენ ინდივიდები, რომელთაც იარლიკის მიკერების ეშინიათ რუსეთის აგენტობა არ დაბრალდეს. ასეთი კომპლექსით პოლიტიკაში რა უნდათ? ხელისუფლებაში არ არის დამოუკიდებელი  პოლიტიკური ფიგურა. ისინი იმდენად უსუსურნი არიან, რომ მხოლოდ ოპოზიცია აძლევს მათ არსებობის შანსს. ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, სამაგიეროდ, როგორც ,,ბოროტი ხმები“ ამბობენ მცირე ბიზნესი სულს ღაფავს, ხოლო სახელისუფლებო ჩინოვნიკები დანაშაულებრივ ბიზნესს კრიშავენ და ამით დიდ სარგებელს იღებენ, ხალხს კი ტყუილებით კვებავენ და თვალში ნაცარს აყრიან. ამ დამპალ სისტემას სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ივანიშვილმა სათავისოდ ააწყო და კორუფცია სახელმწიფო სისტემაში დანერგა. მის საამებლად ბიძინაობაც დააწესეს, მალე მის ხატსაც შექმნიან და წმინდანადაც გამოაცხადებენ.

ეს ის ანტიქართველი და ანტიეროვნული ბიძინაა, რომელიც დაპირებებით მოვიდა, ხალხი მოატყუა, ქვეყანა კი გამოხრა და ოჯახიანად  გაუჩინარდა. მას არ სმენია ლექსი, რომელიც არსენას მიუძღვნა ხალხმა: ,,მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა“.  მილიარდერმა ღარიბ-ღატაკი დ. ჯაბნიძე დააყაჩაღა მწვანე კონცხზე ნაკვეთი წაართვეს, არც კომპენსაცია მისცეს და პოლიციაც მიუსიეს. იგი თვალცრემლიანი ყვებოდა: ჩემი წინაპრების ოფლით მორწყულ მიწაზე ჩემი თვალით ვუყურებდი როგორ აჩეხეს ვაზიო (TV-პირველის ინფორმაცია) ან კი რა ღირებულებები მოეთხოვება იმ არსებას, რომელიც ზვიგენთან თამაშობს? რაც ივანიშვილმა დააკლო ქვეყანას სახელისუფლებო ღორებმა მოუთავეს ხელი, ქვეყანა ისე გამოშიგნეს, ისე დაამშიეს ხალხი, რომ ნაცი გაუხდათ სანატრელი. სტენდალის სიტყვებს შევახსენებ საზოგადოებას: ,,იცოდეთ, რომ დიდი ქოენების  უკან საზარელი დანაშაული იმალება“.  ეროვნულად შერაცხილ პრემიერს პირადობის მოწმობაში ეროვნების აღმნიშვნელი გრაფის და მამის სახელის აღდგენა არც უფიქრია, არც აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნება ქალაქის ცენტრში. სამაგიეროდ ვიხილეთ კადრები მისი თეთრი მარმარილოს სასახლისა, რომლის გაფართოვებას კვლავ აპირებს.

შოტლანდიაში გამართულ გაეროს ორგანიზებულ სამიტზე პრემიერი სურათებს იღებს ამერიკის პრეზიდენტთან, ბრიტანეთის პრემიერთან, გერმანიის კანცლერთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან – ხომ  არ აჯობებდა პრემიერმა ეროვნული, ქვეყნისთვის სასარგებლო  საქმით იამაყოს და არა ამ არარაოებთან გადაღებული სურათებით? პრემიერს არ აღელვებს, რომ გლობალური დასავლეთი იმ სცენარის გათამაშებას ცდილობს ქვეყანაში, რაც გავრილოვის  ღამის არეულობის დროს ჩაეშალათ. 70 ევროპარლამენტარმა ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებას და სააკოვის განთავისუფლებას ითხოვს. დასავლეთი საქართველოს ჩართვას რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატში ეწინააღმდეგება. იგი მიჩვეული იყო  ხელისუფლების მონურ მორჩილებას და არ უნდა რომ ჩემი სამშობლო ახალი გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილი გახდეს, ამიტომ განგაშის ზარები შემოჰკრა და საკუთარი  აგენტების საშუალებით ცდილობს ახალი რევოლუცია და სისხლისღვრა მოახდინოს. დიახ, ამერიკას უნდა ლუგანსკში რაც ხდება, ის ხდებოდეს საქართველოშიც. ამ დროს კი რითი ერთობა ჩვენი ხელისუფლება?

ტოტალური უმუშევრობის პირობებში 10%-ის ზრდის  საჯარო სექტორში ხელფასებს და 395 მილიონით არის გაზრდილი ხარჯები 2022 წლისთვის. მას არ აღელვებს ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და ბათუმის პორტში ამერიკის ხომალდების შესვლა წინგადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია. ამასობაში რუსეთი მილიარდიან ინვესტიციას დებს სომხეთის ეკონომიკაში, ხოლო ბელარუსთან სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის დეკლარაციას აწერს ხელს, რაც სხვადასხვა პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროგრამებში შემავალი საკითხები ქვეყნის სუვერენიტეტზე არ ახდენს გავლენას.

კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელიც 30 წელია ქვეყნისთვის მავნე პოლიტიკას ახორციელებს და რუსეთთან ძველი მეგობრობის აღდგენის სანაცვლოდ დასავლეთს ულოკავს უკანალს. თუ ასე გაგრძელდა საქართველო აღარ იარსებებს!

საქართველოს თითქმის მთელ პოლიტიკურ სპექტრს ერთი იდეა აერთიანებს – ამერიკული ოცნება და ერთმანეთს მხოლოდ პირველობისთვის ექიშპებიან. მათ რიტორიკულ შეკითხვას დავუსვამ: ,,ამერიკულ ოცნებას-რაა?’’ პასუხი სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდიდან ქართველ ხალხს კარგად ახსოვს.

ყველას გასაგონად: იდეოლოგია, რომელსაც ჩემი კალამი ემსახურება სკოლის მერხიდან იღებს სათავეს, როცა სსრკ-ს ისტორიას მასწავლიდნენ. განვლილმა ცხოვრებამ და მიმდინარე მოვლენებმა დამარწმუნა, რომ  ეს ის გზაა, რომელსაც ქართული სულიერების მქონე ყველა ქართველი უნდა მიუყვებოდეს. გზა ერეკლე მეფისა, გზა ილიასი, რომელიც მათ ანდერძად დაგვიტოვეს. უალტერნატივო ჭეშმარიტებაა ისიც, რომ ეროვნული და პატრიოტი ხელისუფლება ქვეყნის მომავალს გახრწნილ  დასავლეთს არ დაუკავშირებს. ,,პატრიოტთა ალიანსი’’ უკვე ღიად საუბრობს, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ქვეყნისთვის მავნე იდეოლოგიას, მაგრამ არაფერს აკეთებს ამის საპირისპიროდ. საუბრობს პატრიოტიზმზე, მაგრამ მხოლოდ ხალხის გულის მოსაგებად.

რეალურად კი გააუქმა ვ. კვარაცხელიას პროექტი ,,ოქროს კვეთა’’ და მას გვერდით მოუსვა არარაობები იმ სტრუქტურიდან, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მითუმეტეს ტელეეთერიდან არ უნდა მმოძღვრავდეს. ამით დიდმა თარხანმა კვარაცხელიას გადაცემის მიმართ ხალხს ინტერესი დააკარგვინა, არასასურველი გახადა და მიზანსაც მიაღწია – ყურებისა და  მოსმენის სურვილი აღარ მაქვს. ეს მისი რეიტინგის დაკნინებისთვის იყო საჭირო.

თემა, რომელსაც კვარაცხელია ახმოვანებს, ეს იმ რუსეთთან ურთიერთობას ეხება, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა თარხან-მოურავისთვის. კვარაცხელიას შეფასებით თარხან-მოურავი ენციკლოპედიური ცოდნის პიროვნებაა, რომელმაც მისივე ავტორიტეტის საზიანოდ პირდაპირ ეთერში ,,დამაბოლა’’, როცა ექსპერტ ჰ. ჭიპაშვილის მოწვევა ვთხოვე – მე თავად მოწვეული ვარო (?!) ჭეშმარიტი პატრიოტისა და ეროვნული ცნობიერების ადამიანში იდეოლოგიის ცვლილება არ უნდა ხდებოდეს, მით უფრო იმის მიხედვით რა ფერის ქარი საიდან უბერავს. სრულიად აკრეფილი მაქვს პატრიოტთა ალიანსის ,,მარგალიტები’’ და ჩემს წერილებში თემის გაშლით მაქვს წარმოდგენილი. გთავაზობთ ნაწილობრივ ვარიანტებს:

  • ჩვენ ,,ნატოში’’ და ევროკავშირში უნდა შევიდეთ;
  • საქართველოში ორი მოთამაშე უნდა იყოს. თუ ამერიკა კავკასიიდან წავა საქართველოზე უარყოფითად აისახება; ( რა მოხდება თუ რუსეთი წავა საქართველოდან?)
  • ,,ჩვენ უნდა ვისაუბროთ რუსეთთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ნატოსა და ევროკავშირზე;’’
  • ,,დ. აღმაშენებელი ეკლესიის გარდა სხვა აღმსარებლობის სალოცავებშიც ლოცულობდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია ეროვნული საქმე ეკეთებინა;’’ (დასავლეთის სენატორებთან სირბილს ასეთი ახსნა მოუძებნეს და დ. აღმაშენებელს გაუტოლეს თავი.)
  • ,,რუსეთი არის საერთაშორისო ბანდიტი; რომელია ჩემზე უფრო ევროპული და დასავლური ფასეულობების მატარებელი?’’-  ( ი. ინაშვილი ნაცებისთვის თავის მოსაწონებლად ევროპის ერთადერთი ღირებულება გარდასულ დღეთა მწერლობაა!)
  • ,,ნახეთ რა უქნა რუსეთმა უკრაინას’’; – (რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა და კიევის პუტჩამდე ყირიმის მიერთება არ უცდია. თავად ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი – რეი  მაკჰოვენი ადანაშაულებს დასავლეთს კიევის პუტჩის ორგანიზებაში).
  • ,,ჩვენ ყველა ქვეყანასთან გვექნება კარგი ურთიერთობა, რუსეთთან რა, მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა’’. . .( როგორც ჩანს ეშინიათ პრორუსულობა არ დააბრალონ’’
  • ,,ჩვენ უნდა ვაღიაროთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და ჩვენი პარტნიორი უნდა იყოს ამერიკა და ისრაელი;’’ ( ეს რომ მომხდარიყო მთელ მუსულმანურ სამყაროს მტრად გადავიკიდებდით)
  • ,,ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ არის სხვა ოპოზიციური ძალაც, ჩვენ უკეთეს პარტნიორობას გავუწევთ მათ;’’ (ამერიკამ სული ამოგვხადა 30 წლის მანძილზე და თქვენ ამას უკეთ შეასრულებდით?!)
  • პატრიოტთა ,,ალიანსის’’ თავმჯდომარემ ხელისუფლებას ისრაელთან მოკავშირეობისკენ მოუწოდა, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობა  დასავლეთთან და ამერიკასთან(?!) სწორედ ამაზეა მორგებული ქართული ანდაზა – ,,სად ერეკლე და სად ვირის ყ . . .?  მაშ ყველას უნდა ჩავეხუტოთ გარდა რუსეთისა?
  • მალხაზ თოფურიას პასუხი საგარეო კურსის ცვლილებაზე რუსეთის მიმართულებით – ,, ვერ დაგეთანხმებით, ეს იგივეა ,,ჟიგული’’  ვამჯობინოთ ,,მერსედესს’’, რუსეთთან ურთიერთობა ტერიტორიების დაბრუნებას უკავშირდება.’’ (ამ არსებას, რომელსაც მძიმე ამნეზია დაწყებია შევახსენებ: რუსეთი არ იყო კაპიტალისტური ქვეყანა და ,, ჟიგულის’’ მყიდველები არსებობდნენ. ისიც გაიხსენოს ამ არსებამ ვინ გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში და ვინ გაანთავისუფლა ფაშიზმისგან უმადური ევროპა? ვინ შექმნა პირველი კოსმოსური ხომალდი – ,,სპუტნიკი’’ და ვინ გაფრინდა კოსმოსში?  ამ არსებას როგორც ჩანს სამარცხვინო მენტალური ჩავარდნები აქვს!

მივმართავ ბ-ნ თარხან-მოურავს! თქვენ მოთამაშე ხართ საინფორმაციო ველზე. თქვენი განცხადებები იმ პოლიტიკას ემსახურება, რაც თქვენ ხელს გაძლევთ. საქმით კი არც პატრიოტიზმთან და არც ეროვნულობასთან საერთო არაფერი აქვს. მინდა ვცდებოდე და ეს დავიჯერო, თუკი აღადგენთ თქვენს არხზე ვ. კვარაცხელიას ძველ ფორმატს და იმ არარაობებს მოაშორებთ ტელეეკრანს. ( ნუ შეეცდებით დამარწმუნოთ, რომ ეს ვალერის ინიციატივა იყო, ამით თქვენს არაპატრიოტიზმსა და არაეროვნულობას კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოაჩენთ).

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მივმართავ მთელ პოლიტბოზბანდას ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვების პერიფრაზით: ,,რას გავხართ, ვინა ხართ თქვე უბედურებო, რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ გახრწნილმა ფაშისტურმა ევროპამ და უბინძურესმა ტერორისტულმა ამერიკამ, თუ გიფიქრიათ?!’’

მივმართავ გაუნათლებელ, თავბურთიან ქალაქის მერს: – მერიკო პარაზიტოვნა! ხელები შორს ვაკის პარკის სამამულო ომის გმირთა დიდების მემორიალისგან!!!

P.S.   ბრძენ კაცს უთქვამს: ,,პოლიტიკოსის უმაღლესი ზნეობა და მორალი მისივე ქვეყნის ინტერესებშია.’’

30 ნოემბერი                                                                                                იზა თამაზაშვილი      2021 წ.                                                                                                            593 90 55 07