„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე – 17 მაისი

„ცივილიზებულმა“ სამყარომ მოჭარბებული სიამაყით აღნიშნა 17 მაისი – „დემოკრატიისა და თავისუფლების“ გამომხატველი დღე. აღმნიშნელთა შორის იყვნენ „ჩამორჩენილი“ რუსეთის ორი ქალაქის – მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის უზომოდ „თანამედროვე“ ადამიანების პატარა ჯგუფები, რომლებმაც აღნიშნული ქალაქების ცენტრებში, წამახალისებელ-დამგმობი ბანერებით, მეტადრე ინგლისურ ენაზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი მძიმე ყოფა ტოტალიტარულ ქვეყანაში.

მთავრობის დამგმობი ბანერები სწორედ ის  იყო, რასაც მსოფლიო მასმედიის ყურადღება უნდა მიეპყრო და მიიპყრო კიდევაც BBC-ს, CNN-ის,  Euronews-ის ახალ და ცინცხალ ამბებში, თანაც ეს „ცინცხალი“ მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა. მოსკოვ-პეტერბურგის „ხალხმრავალმა“ გამოსვლამ ნიუსის პირველი საფეხური დაიკავა და ისეთი ენერგიით ეუწყა მაყურებელს, თითქოს ნეპალის მსგავსი მიწისძვრა მომხდარიყოს.

არადა, რით არ არის  ცისფერთა ღონისძიება, ჩატარებული მოსკოვ-პეტერბურგში, საყურადღებო?! საყურადღებოა და მერე როგორი. აქციას, რომ ორივე ქალაქის ერთად აღებული, 50 ცისფერი და მათი მხარდამჭერი მოაწყობს, საყურადღებო არ არის?! თითო ცისფერი ხომ 100-სა და მეტ რუსეთის მოქალაქეს უდრის, თანაც არა მარტო რაოდენობით, არამედ ხარისხით. ეს კარგად იციან „ცივილიზებული“ დასავლეთის ტელეკომპანიებმა, თვით რუს ცისფერებზე რომ არაფერი ვთქვათ. და დაინთო ზემოთმოყვანილი ტელეკომპანიების ეთერში „პატრიოტულ-ცისფრული“ კოცონი, თანაც ანტისამთავრობო, თავისუფლებისა და დემოკრატიის მოთხოვნით.

მომთხოვნელი – „ცივილიზებული“, კურტუმმოქანავე დასავლეთი. სამიზნე – პუტინის ეშვებიანი რუსეთი – არადემოკრატიული, ცისფერთმოძულე. დემონსტრანტთა ერთობ მეჩხერმა რიგებმა ცხადჰყო, რომ აღნიშნული ქალაქების სიმშვიდისა და წესრიგის დამცველი ადმინისტრაციული ორგანოები მომზადებული შეხვდნენ 17 მაისს. სწორედ ეს მომზადება გახდა უცხოური ტელეკომპანიების მთავარი გაკილვის საგანი. სხვა რომ არაფერი შერჩათ ხელში – მთავრობის ლანძღვას მიჰყვეს ხელი და იმ აუტანელ „მონობას“, რუსეთში რომ აქვს ადგილი.

როგორც ჩანს დიდი ფული ჩაიდო 17 მაისში – დასავლეთური, მეტადრე ამერიკული. შედეგი? თუ არ ჩავთვლით მედიაში ძალით გაპიარებულ ღონისძიებებს, ორგანიზატორებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, უპირველესად იმიტომ, რომ მართლაცდა თითზე ჩამოსათვლელმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა „საკაცობრიო“ დემონსტრაციაში.

შეიძლება თუ არა ყოველივეს სიტყვა „კრახით“ შეფასება? გასული ღონისძიებისთვის – შეიძლება, მაგრამ სამომავლოსი, რა მოგახსენოთ. აშშ-ი და მოკავშირე მისი, ევროკავშირი, სულაც არ არიან ისეთნი ,ამგვარი კრახი რომ გულებს უხეთქავდეთ. არ გამოვიდა ამა წლის 17 მაისს, გამოვა მომავალში. კიდევ რამდენი 17 მაისია წინ.

აშშ-ს ხელისუფლებას რომ ასე იოლად შეეძლოს მარცხის მივიწყება, სხვაგვარი ვითარება იქნებოდა მსოფლიოში ანუ დაშვებული შეცდომების გაანალიზება და სხვა გზის არჩევა. აშშ-ი, ნაცვლად ამისა, დაბეჯითებით მიუყვება მარშრუტს, რომელიც აირჩია და არა მარტო მიუყვება, დიდ ფულსაც ხარჯავს გზაზე ახალი ნაღმების ჩადებაში. ერთ-ერთი არის დიდი ფული – რუსეთში და პოსტსაბჭოთა სივრცეში აღმოცენებული არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად – ანტირუსულის, უპირველეს ყოვლისა.

სულ ახლახანს აშშ-ს ხელისუფლებამ არასამთავრობოებს მილიონ დოლარზე მეტი თანხა გამოუყო, ცხადია რუსული საზოგადოების ტვინების გადასაგვარებლად. თუ მხედველობაში მივიღებთ, გასული წლის მილიონზე მეტ დაფინანსებას, ჯამში თითქმის სამ მილიონამდე დოლარს მივიღებთ.

თუ გასულ წლებში ამერიკელები ინტერნეტში ათავსებდნენ იმ არასამთავრობოთა სიას, რომლებსაც აფინანსებდნენ, წელს ეს პრაქტიკა შეწყვიტეს და ფულის მიცემის ფარულ გზას დაადგნენ, რითაც დიდი თავსატეხი გაუჩინეს რუსეთის სპეცსამსახურებს. ხუმრობა საქმე ხომ არ არის უკიდეგანო რუსეთში არსებული ასეულ-ათასობით არასასმთავრობო ორგანიზაციების კონტროლი?!

აშშ-ს ადმინისტრაცია არა მარტო ამით შემოიფარგლა, არამედ დიდი ფული გამოჰყო დასავლითში, ანტირუსული საეთერო კამპანიის გაჩაღებისთვის. როგორც ჩანს, თითო-ოროლა რუსული ტელეარხი, განსაკუთრებით ინგლისურენოვანი RT (Russia Today) სერიოზულ პრობლემებს უქმნის. როცა მთელი დასავლური მედია საკუთარ მოსახლეობას ტყუილებით ბერავს, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში, ხოლო ერთადერთი ტელეკომპანია RT საწინააღმდეგოს ამბობს, გულზე დაგესობა.

ერთი RT ვერ აიტანა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ქერიმ და რისხვის კალთა დააბერტყა ტელეკომპანიას. არადა RT-ს ინფორმაცია ვერაფრით შეეჭიდება ამერიკული ტელეკომპანიების შესაძლებლობებს. როგორც ჩანს, შეეჭიდა,მცირედით და შესაბამისი მაყურებელიც მიიზიდა, რაც სახელმწიფო მდივნის სერიოზული ჭმუნვის საგანიც გახდა. ამერიკული მედიატყუილის მორევში, სიმართლის პატარა ნაპერწკალიც ვერ იგუა ხელისუფლებამ და ისეთი რისხვა გამოხატა, თანაც საჯაროდ – სრულიად დაშორებული ე.წ. ამერიკული დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისგან.

რა ხანია ვქადებ – აშშ-ი შორს, ძალიან შორს არის დემოკრატიისგან მეთქი, მაგრამ ვინ გიგდებს ყურს. ამერიკულ დოლარებს დახარბებული ვითომ ქართული, სინამდვილეში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები, სოკოებივით მომრავლებულები ნოყიერ ქართულ მიწაზე, რუსეთთან შედარებით, პოლიტიკურ მაჯისცემას აკონტროლებენ. და აკონტროლებენ რახანია – 1995 წლიდან დაწყებული.

პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს სადარი ქვეყანა არ მოიძებნება. ეს ისაა, რაზეც აშშ-ის „მამები“ ოცნებობდნენ. ოკეანისგადაღმელთა ფულით, ტრენინგებით, საჩუქრებით ამოქმედებულმა არასამთავროებმა ისე გაიდგეს ფესვი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, გაკვირვებას აღარ იწვევს იქ მომუშავეთა ხელისუფლებაში გადაბარგება ან საკანონმდებლო საქმიანობაში თავხედური ჩარევა.

17 მაისი მათაც, ისე, როგორც კოლეგა რუსებმა, დიდის შემართებით აღნიშნეს გაეროს წარმომადგენლობის წინ, მრგვალ ბაღში. რუსთაველზე მსვლელობის საშუალება მათ არ მიეცათ და სწორედ ამაზე მოთქვამდნენ – გიგაურები, კორძაიები, თაქთაქიშვილები, სხვები – სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერში. მათი მიზანიც ეს იყო – ამ თემით ტელეეკრანზე გამოჩენა. და რაც მთავარია ხელისუფლების განქიქება. რუსეთთან განსხვავება ისაა, რომ მათი სახეები BBC-სა და Euronews-ის ეკრანებზე არ მოხვდა, ისე, როგორც რუსი კოლეგების და ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან დასავლეთის მიერ მიზანში ამოღებულ რუსეთს, პატარა საქართველო ვერ შეედრება.

გარდა ამისა, რუსეთთან შედარებით, საქართველოს არასამთავრობოებს პოლიტიკური ცხოვრება მიჰყავთ და მიჰყავთ ისე, როგორც ვაშინგტონმა დაუსახა. ამ უკანასკნელმა იცის, რომ ის, რაც დღეს არ გამოდის – „გეი პარადი“, ხვალ გამოვა. ვაშინგტონს დიდი მოთმინება აქვს და ამასთანავე დიდ ფულსაც ხარჯავს, არა მარტო დღევანდელი, არამედ ხვალინდელი, ზეგინდელი მიზნებისთვის.

მანამდე, შესაბამის ნიადაგს ქმნის გეგმების განსახორციელებლად. შეძლებს ნორმალური საქართველო ცისფრებთან პერმანენტულ ჭიდილს? ძნელი სათქმელია, ვინაიდან თაობა, რომელიც ამას აკეთებს, მიდის, ახალი კი – „დემოკრატიის“ მომხრეა. ახალს მოსწონს თუნდაც ტელეეკრანზე ნანახი გეი-ქორწინება, ისეთი, რასაც ახლა ჰქონდა ადგილი –  ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის, კაცთან დაქორწინების დროს.

პრემიერმა საჯაროდ განაცხადა: „როგორც იქნა ახდა ჩემი ოცნებაო“. მისი აზრით, მან მყარი ოჯახი შექმნა და არა მარტო მისი აზრით, არამედ იმ რესპონდენტთა აზრითაც, რომლებიც ტელეეკრანებზე სიხარულს ვერ მალავდნენ ერთსქესიანთა ქორწინების გამო. მსგავსი ევროპულ-ამერიკული მაგალითები სისტემატური არ არის – საბედნიეროდ, მაგრამ სისტემატური რომ გახდეს, სწორედ ამას ქადაგებს დასავლური მედია და პოლიტიკა. ამის შემხვედვარე ევროპაში მცხოვრები მუსლიმანი რომ „ისლამური სახალიფოს“ მოჯახედთა რიგებს შეუერთდეს, გასაკვირი იქნება?

ორმაგი სტანდარტი ყველაფერში – პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ჩვეულებრივ ცხოვრებაში – ჩვეულებადაა ქცეული; ტყუილი, ფალსიფიკაცია ყოველი ფეხის ნაბიჯზე; პოლიტიკოსთა მხრიდან სისტემატური აზრის ცვლა, მითუმეტეს განცხადებების. სულ ახლახანს ამერიკელმა ჟურნალისტმა სეიმურ ხერშმა დაადანაშაულა ობამას ადმინისტრაცია ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბენ ლადენის მკვლელობასთან დაკავშირებით სპექტაკლის დადგმაში. ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ბენ ლადენი მოკლეს 2011 წლის მაისში, თავის სახლში, პაკისტანის ქ.აბოტაბადის გარეუბანში, ამერიკის სპეცსამსახურების ოპერაციის შედეგად.

ჟურნალისტი, პაკისტანის სპეცსამსახურების თანამშრომლებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ტერორისტი 2006 წელს დაიჭირეს პაკისტანის სპეცსამსახურებმა და საშინაო პატიმრობაში მოაქციეს. ასე, რომ სპეცოპერაციის ჩატარება სულაც არ იყო აუცილებელი, თანაც ესოდენი ბაქი-ბუქით. მაგრამ ეს მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში. ისეთში კი, როგორიც აშშ-ია, ნებისმიერი პატარა ამბავი, დიდი PR-ს შემთხვევაში ვებერთელად იქცევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებს აქვს ადგილი.

ბენ ლადენის მკვლელობის ამბავიც, ობამას მეორე ვადით არჩვას მიეძღვნა. რა არის ეს, თუ არა არჩევნების გაყალბება? რით არის ბენ ლადენის მკვლელობის სპექტაკლი, არჩევნების დროს, საქართველოში გამოყენებული „კარუსელებზე“ ნაკლები? ნაკლები კი არა, გაცილებით მეტია, თანაც შემზარავი, ისეთი, დემოკრატიასთან რომ არავითარი შეხება არ აქვს. ადამიანის სიცოცხლე, თუნდაც ტერორისტის, საარჩევნო ჯამბაზობად გამოყენება, უდავოდ იმსახურებს დაგმობას. შესაძლოა იმპიჩმენტსაც, ვინაიდან მკვლელობამ დიდი წვლილი შეიტანა ობამას გამარჯვებაში.

სულ ახლახანს, აშშ-ა საიდუმლოების ფარდა ჩამოხსნა გასული საუკუნის სამოციანი წლების მასალებს, განსაკუთრებით კუბასთან მიმართებაში. მასალების წაკითხვისთანავე თმები ყალყზე დაგიდგებათ იმ გეგმების შემხედვარე, აშშ-ი რომ ქსოვდნენ თავისუფლების კუნძულის მოსახრჩობად. იმისთვის, რომ კუბაზე შეჭრილიყო აშშ-ს ჯარი, ამერიკის სპეცსამსახურები ხალხით სავსე ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებასაც ფიქრობდნენ. ამ ამბავს დააბრალებდნენ კუბას და მის წინააღმდეგ შეტევას განახორციელებდნენ. მრავალი სხვა გეგმაც არსებობდა, მაგრამ მიზეზთა გამო არ განხორციელდა.

პირველობის განმტკიცებისთვის ბრძოლა მთავარი ამოცანაა და მისი შესრულებისთვის აშშ-ი უკან არ დაიხევს. ამ საქმეში მას ხელს უშლის რუსეთი, ჩინეთი. მათი პოტენციალი, განსაკუთრებით სამხედრო. საკუთარი ამომრჩევლისა და მსოფლიოს საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ რუსეთი აგრესორია, აშშ-ი მედიას იყენებს, რომელიც სისტემატურად აშუქებს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თაობაზე.

აქაოდა რუსები მოდიანო – ერთხმად გაჰყვირიან ბალტიისპირელები, პოლონელები, უკრაინელები, ბულგარელები, რუმინელები, ქართველები და ემუდარებიან აშშ-ს სამხედრო ბაზების განლაგებას. ასე და ამრიგად ბალტიის ზღვის ქვეყნებიდან დაწყებული, შავი ზღვის ქვეყნების ჩათვლით სამხედრო წვრთნები ტარდება ამერიკელი სამხედრო ტექნიკითა და სპეციალისტებით. საქართველოს ხელისუფლება ხარობს ამ ამბვით და იმედს გამოთქვამს, რომ დაუფასდება. დაფასება, მისი აზრით, ნატოში შეყვანაა.

ეს სატყუარა ჯერაც კარგად მოქმედებს საქართველოს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე. ისინიც ხარობენ, ამერიკელთა გააქტიურებით, აქაოდა გვიშველიან აგრესორი რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმისგანო. ხალხს სჯერა ბოდვის დონზე აყვანილი პროპაგანდა, რომელსაც თავი ერთობ განსწავლულად მიაჩნია.

სჯერა იმიტომ, რომ ქართული მედიიდან რუსული აგრესიის გარდა არაფერი ისმის. სჯერა იმიტომ, რომ ქართულად წოდებული ამერიკული არასამთავრობოები აცხადებენ ამას და აცხადებენ იმიტომ, რომ ასეთი დირექტივა აქვთ მიღეული ვაშინგტონიდან. სჯერა იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკობს ხელისუფლება-ოპოზიცია, განსაკუთრებით ახლა, რიგის სამიტის წინ, ამერიკული კანფეტების მოლოდინში.

და როდესაც ესოდენ აქტიური შეტევაა ხალხზე მედიის, პოლიტიკის, არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რუსულ აგრესიასაც დაიჯერებ და ლუქსემბურგის ცისფერი პრემიერის გაბედნიერებას, ცისფერთა მიმართ რუსეთის ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებას და უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების მშვიდობის მტრედობას.

დაიჯერებ იმასაც, რაც დაუჯერებელია, მაგალითად საქართველოს ეკონომიკის ზრდას და EBRD-ს ნაბოდვარს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველო, გასულ წელს სამაგალითო იყო აღმოსავლეთ ევროპაში. თუ არ დაიჯერებ, კვერთხმოღერებული „სტრატეგიული პარტნიორის“ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დაგაჯერებს.

დაგვაჯერებს მარტივად, უპრობლემოდ, ვინაიდან ერთობ დამჯერი ხალხი ვართ, რაც თავისთავად ნიშნავს იმ „საამურ“ ცხოვრებასთან შეგუებას, ჩვენს აღშფოთებას რომ მხოლოდ სამზარეულოში იწვევს და არა იქ, სადაც საჭიროა, ცივილიზებული ევროპის მაგალითების გათვალისწინებით.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.