22.12.2024

განცხადება -ანონსი

პარტია „ნეიტრალური საქართველო“, არასამთავრობო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატია, მასმედიასთან და საზოგადოებასთან კავშირი“ გიწვევთ „მრგვალ მაგიდაზე“. თემა: – „ტერორიზმი, ვაჰაბიზმი, სალაფიზმი, „ისლამური სახალიფო“ – საფრთხე რეგიონისა და საქართველოსთვის“.

ღონისძიება გაიმართება 2014 წლის 24 დეკემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ვერე-პალასში“.

პრეს-რელიზი

ტერორიზმი, ექსტრემისტული ისლამი სერიოზული გამოწვევაა მსოფლიოსთვის. დღე ისე არ ჩაივლის, ყურადღება არ მიიქციოს ტერორისტულმა აქტებმა. ტერორისტული გამოხდომები, დამახასიათებელი ახლო აღმოსავლეთისთვის, ფართოდ შლის არეალს ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.

სულ ახლახანს მან შეძრა ისეთი წყნარი ქვეყანა, როგორიც ავსტრალიაა, 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ტერორისტის ქმედებამ. ავსტრალიურ ტერორიზმს მოჰყვა ტერორისტული აქტი პაკისტანის ქალაქ პეშავარში. ტერორისტებმა სისხლით მორწყეს პაკისტანის სამხედრო მოსამსახურეთა შვილების სკოლა. 141 ადამიანი, ძირითადად ბავშვები შეიწირა „თალიბანის“ მიერ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა. თვითმხილველთა განცხადებით, ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ დროშებს აფრიალებდნენ.

იმავდროულად „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელიც ერაყს ეკუთვნის, ექსტრემისტებმა ერთდროულად თავი მოკვეთეს 140 ერაყელ ქალს, რომლებმაც უარი განაცხადეს ტერორისტებთან სქესობრივ ცხოვრებაზე. ე.წ. სექს-ტერორიზმი ახალი რამ არის „ისლამური სახალიფოს“ ცხოვრებაში.

სისტემატურ ტერორისტულ აქტებს აქვს ადგილი ჩვენს მეზობელ რუსეთში, კერძოდ ჩრდილოეთ კავკასიაში.

ტერორისტული აქტების უდიდესი უმრავლესობა უკავშირდება ექსტრემისტულ ისლამს, კერძოდ ვაჰაბიზმს, სალაფიზმს, „ისლამურ სახალიფოს“, რომელიც დაუნდობლად იბრძვის ქრისტიანობის, შიიზმის, სხვა რელიგიური აღმსარებლობის წინააღმდეგ.

მიზანი – გავლენის სფეროთა გაფართოება, შუასაუკუნეობრივი რელიგიური, ანტიჰუმანური სისტემის ჩამოყალიბება. ახლადშექმნილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“, ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ სირიულ-ერაყული ფილიალის, „ჯებხატ ან ნუსრას“ სალაფიტურ, ვაჰაბიტურ იდეალებზე ჩამოყალიბებული, იბრძვის მეზობელი „უწმინდური“ სახელმწიფოების წინააღმდეგ. „სახალიფოს“ მიზანია – ჩინეთიდან ესპანეთამდე „დიდი სახალიფოს“ შექმნა.

„ისლამური სახელმწიფოს“ („სახალიფოს“) „არმიაში“ 100000-ზე მეტი მეომარია, მათ შორის – ევროპის, აზიის ქვეყნებიდან, კავკასიიდან, საქართველოდან, რუსეთიდან.

„ისლამური სახალიფოს“ მეომართა მიზანი საგულისხმოა – სამშობლოში ვაჰაბიტური, სალაფიტური პროპაგანდის გაშლა, „ისლამური სახალიფოს“ მიმართ ლოიალური განწყობის შექმნა.

ნიუ-იორკზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ აშშ-ა ანტიტერორისტული ომი გამოუცხადა ერაყსა და ავღანეთს, თუმცა უშედეგოდ. პირიქით, მას შემდეგ ტერორისტული აქტების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა და მასთან ერთად დაღუპულ უდანაშაულო ადამიანთა რიცხვიც.

 ერთის შეხედვით, აშშ-ი საფუძვლიანად იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ; ქმნის ანტისახალიფო კოალიციას; ბომბავს „ისლამურ სახალიფოს“, მაგრამ შედეგი არ ჩანს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან აშშ-ს მხრიდან ადგილი აქვს ორმაგი სტანდარტებით თამაშს, ანუ ვაჰაბიზმის, სალაფიზმის, პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას, თუნდაც ისეთი რეჟიმის წინააღმდეგ, როგორიცაა სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმი.

„ისლამური სახალიფო“ ისევე, როგორც თავის დროზე „ალ-ქაიდა“ აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა. ექსტრემისტული ისლამის წინააღმდეგ თავისი სიტყვა უნდა თქვას მართლმადიდებლობამ, ქართულ-რუსულმა ეკლესიებმა, სომხურმა გრიგორიანობამ, ირანულმა შიიზმმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაჰაბიზმსა და სალაფიზმს ფართო გასაქანი მიეცემა რეგიონსა და საქართველოში, სადაც ამ მხრივ აქტიურობა თვალშისაცემი ხდება.