05.12.2024

17 მაისის მოვლენები

17 მაისი კარგა ხანს ემახსოვრებათ მამათმავლებს და არა მარტო მათ. 17 მაისს, მშფოთვარე სულის ამოხეთქვა შეიძლება ეწოდოს. 17 მაისი, პროტესტის საყოველთაო დღედ შეიძლება მოინათლოს. 17 მაისი, შერყეული ეროვნული გრძნობის დაცვის, გადარჩენის დღედ შეიძლება აღვიქვათ. 17 მაისმა, ბევრი ისეთი თქვა, წინათ რომ თავშეკავებით ამბობდნენ. 17 მაისმა დაგვანახა, რომ საქართველო არც ისეთი იოლად გასატეხი კაკალია, ნაცებს და მათ მხარდამჭერ დასავლეთს რომ ჰგონიათ. 17 მაისი, მართლმადიდებლური რწმენისთვის ბერისა და ერის ერთობლივი, ხელჩართული ბრძოლის დღეა, ეს ის დღეა, ერი და ბერი ერთად რომ დადგა სარწმუნოების, ტრადიციების, ეროვნული თვითშეგნების, ეროვნული „მეს“ გადასარჩენად.

17 მაისი, გაცილებით მეტია, ვიდრე მამათმავლობის წინააღმდეგ გალაშქრება. ამისთვის ასი ათასი კაცის ქუჩაში გამოსვლა საჭირო არ არის. მასთან ნაკლებმასშტაბური ძალისხმევითაც შეიძლება გამკლავება. 17 მაისი, დასავლური უკუღმართობის წინაშე გალაშქრებაა.

17 მაისმა ყველას დაგვანახა, თუ რაოდენ ნეგატიურად, შეურაცმყოფელად შემოვიდა ქვეყანაში დასავლეთი. შემოვიდა დასავლურად განწყობილი ახალგაზრდა ნაცთა მეცადინეობით, მათი და მათი დასავლელი მასწავლებლების ძალისხმევით, ყოველგვარი მორიდების გარეშე.

ცხრა წელიწადია ე.წ. თავისუფლებას, ეროვნული კომპლექსებისგან განთავისუფლებას ქადაგებენ დასავლელები ადგილობრივ ნაცთა და მათზე მიტმასნილ ადამიანთა პირით. მათთვის არაფერი სულიერი არ არსებობს, მათთვის, მთავარია ფულის მოხვეჭა, სულისა და ორგანიზმის პერმანენტულ განცხრომაში გადაყვანა, ტრადიციების მოშლა და მასთან ერთად ქართული საზოგადოების გადაგვარება.

მიაღწია თუ არა დასავლეთმა საწადელს? ნაწილობრივ – ცხადია. და ეს რომ ასეა, არშემდგარი გეიპარადიც კმარა.

ის, რაც დასავლეთმა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში განახორციელა აშკარა მაჩვენებელია მის მიერ აღებული მაღალი ტემპისა. ცხრა წლის განმავლობაში დასავლეთმა შეძლო, შეუძლებელი. ცხრა წლის წინათ ცოტა თუ იფიქრებდა რუსთაველის პროსპექტზე პედერასტთა პარადს. მამათმავლობა დასავლური თემა იყო – ნაკლებად სალაპარაკო მასმედიაში. დღეს, ჩვეულებად იქცა ამ თემაზე ლაპარაკი, სატელევიზიო გადაცემები, მამათმავლობის აფიშირება, ზოგ შემთხვევაში თავის ქებაც.

ერის დაცემისთვის სხვა ბინძურ ხერხებთან ერთად სექსუალური აღვირახსნილობაც გამოიყენება. ამას ქადაგებდა სახელგანთქმული ამერიკელი ალენ დალესი. მისი ნათქვამი წარმატებით სრულდება საქართველოსა და მის მსგავს სუსტ ქვეყნებში. და არა მარტო სუსტში.

ამერიკული აბები – სხვა ქვეყნების გასაბრუებლად გამოგონილი, უებარი წამალია იმისა, რომ ამერიკა მამა-მარჩენლად, მსოფლიოს ერთპიროვნულ მბრძანებლად აღიარო. ამერიკული გეგმების განხორციელებისთვის მილიონობით დოლარი იხარჯება. შედეგიც საშურია – უკვე 15-მა ქვეყანამ კანონიერად ცნო ერთი სქესის ადამიანთა ქორწინება და შვილის აყვანა.

მომავალი მშობლები დაინომრნენ კიდევაც – ნომერ პირველად და მეორედ. ჩვენდა სამწუხაროდ, პროცესი ისე ვითარდება, რომ უახლოეს მომავალში 15-ს არაერთი 15 დაემატება. ამ ტემპით რომ ებრძოლა „ცივილიზებულ“ დასავლეთს, მსოფლიოში ბავშვთა შიმშილით სიკვდილიანობა ერთიორად შემცირდებოდა. მაგრამ იქნებ აწყობს განვითარებულ დასავლეთს განუვითარებელთა გაუსაძლისი ყოფა?! ასეთი ხომ გაცილებით იოლი სამართავია?

17 მაისში ყველაფერი იყო ჩაქსოვილი – ნაცთა საწინააღმდეგო პროტესტი, ხელისუფალთა გადამეტებული ლოიალურობა გუშინდელ, დამნაშავე ხელისუფალთა მიმართ, ე.წ. „კოჰაბიტაციის“ საშიშროება, დამნაშავეთა დაუსჯელობა, ახალი ხელისუფლების მიერ დანაპირების არშესრულება, გაუმართლებელი თავისქება, ვითომდა გაკეთებული საქმეებით, ავღანეთის მიწაზე ფუჭი სისხლის ღვრა, ტერორიზმის წინააღმდეგ ცხრა მთას იქით ბრძოლა, ქვეყნის სოციალური პირობების გაუსაძლისობა და სხვა მრავალი.

ალასანიამ ბრძანა, რომ ავღანეთში დაღუპული მეომრები გმირები არიან, ვინაიდან თავი შესწირეს მსოფლიოს თავისუფლებას.

მაინც რა მეტიჩრები ვართ, ცხადია ზოგიერთები, განსაკუთრებით ამერიკაში ნასწავლნი, იქაური ძუძუნაწოვარნი. ამას წინათ გაზეთი „ქრონიკა“ აქვეყნებდა აშშ-ს მიერ საქართველოში გადაბირებული ათი ათასი ადამიანის ქართველ ხელმძღვანელთა სიას. სიაში ვერ ამოვიკითხე ამერიკის სადაზვერვო სკოლაში ნასწავლი ალასანიას გვარი. არც ამერიკულ ფულზე გაზრდილი „რესპუბლიკელების“ გვარები იყო  სიაში – დაბეჯითებით, რომ ქადაგებენ კანონები და კონსტიტუცია ყველამ უნდა დაიცვასო.

კანონი და კონსტიტუცია ბოლო ცხრა წლის განმავლობაში არც ხელისუფლებაში მყოფთ გახსნიათ და არც ოპოზიციაში, მათ შორის „რესპუბლიკელებში“. ხელისუფლება უკანონოდ უსწორდებოდა ყველა იმას, ვინც ოდნავ გადაბრუნებულს იტყოდა მასზე. არც არასამთავროები იკლავდენ თავს ხელისუფალთა არაკონსტიტუციურ ქცევასთან მიმართებაში. საკითხავია, რატომ? იმიტომ ხომ არა – ორივენი, რომ დასავლეთიდან იმართებოდნენ?

ალასანიას და შემდგომში ყველა თავდაცვის მინისტრის გასაგონად – თუ ავღანეთში წყდება მსოფლიოს თავისუფლების ბედი და ამ „დიად“ საქმეში ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც იღებენ მონაწილეობას, მინისტრს აქ რა უნდა, იქ უნდა იყოს არა თითო-ოროლა საათით, არამედ რამდენიმე დღით, კვირით.

ფსევდოპატრიოტული სიტყვები ითქვა მინისტრის მიერ დაღუპული მეომრების საგმირო საქმეების აღსანიშნავად. ფულად კომპენსაციასაც მიიღებენ მათი მშობლები, მეუღლეები, შვილები, მაგრამ მათ უკან დაბრუნებას აღარასოდეს ექნება ადგილი. მინისტრი კი იტყვის აშშ-ს საამებელ სიტყვებს და გულგასაქარვებლად დუბაის, პარიზს, ლონდონს გაუყვება.

17 მაისი აღნიშნული „ფსევდოპატრიოტიზმის“ საწინააღმდეგო აქტიც იყო – ხმამაღალი ყვირილით – საქართველო არ შევა ნატოში. გულიდან ამოხეთქილ ჭეშმარიტებას სწორედ მაშინ ჰქონდა ადგილი, როდესაც გააფთრებულ ხალხში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გამოჩნდა. ხალხის ეს ნათქვამი ცუდად უნდა იყოს აღქმული ვაშინგტონში. არადა რა ფული ჩაიყარა ქართველთა „მორჯულებისთვის“.

მორჯულებულ-გადაბირებულ ათი ათასთან შედარებით მოურჯულებელი ასი ათასი ანგარიშგასაწევი ძალაა. ამ რაოდენობის პროტესტანტი მოსახლეობა საქართველოზე მრავალრიცხოვანი ქვეყნისთვისაც საშური საქმეა. დაფიქრდებიან ამერიკელები, შესაბამის ანალიზსაც გააკეთებენ და უფრო შეუპოვრად შემოგვიტევენ, თან ფულსაც გააათკეცებენ გადაგვარებულ-გადაბირებულ 10.000-ის გასაორმაგებლად.

ყურადღება, დიდი  ყურადღება გვმართებს, ვინაიდან სტრატეგიულ პარტნიორს არ სძინავს.

17 მაისის აქცია მიმართული იყო როგორც ძველი ხელისუფლების, ისე ახლის წინააღმდეგ, რაც მთავარია მათ მიერ არჩეული დასავლური კურსის წინააღმდეგ, დღევანდელი ხელისუფლების ინერტულობის წინააღმდეგ.

მამათმავლობასთან ბრძოლა – ყოველივე აღნიშნულის წინააღმდეგ გალაშქრების საბაბი იყო. 17 მაისში სიღრმისეული რამ არის ჩაქსოვილი და ხელისუფლების მხრიდან ღრმა, მიუკერძოებელ შესწავლას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც ისეთ ბედს გაიზიარებს, როგორც წინამორბედი.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.