გაეროს ასამბლეა და მისი შედეგები

გაეროს 68-ე ასამბლეა – მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავყრილობად დარჩება მსოფლიო ორგანიზაციის ისტორიაში და არა იმიტომ, რომ მან მოისმინა საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ბარნოვის, განცხადებით – საუკეთესო იყო ორგანიზაციის ისტორიაში, არამედ იმიტომ, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების კონსენსუსმა, რაც ბოლო წლებში დიდ იშვიათობას წარმოადგენს, გადაწყვიტა ისეთი საკითხი, როგორიცაა სირიის ქიმიური იარაღის განადგურება.

კონსენსუსის მიღწევა გამოხატავს უშიშროების საბჭოს იმ სულისკვეთებას, რომელიც იალტის კონფერენციაზე იქნა შეთანხმებული დიდ სამეულს – აშშ-ს, საბჭოთა კავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის პოზიცია – უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა შორის სავალდებულო კონსენსუსის აუცილებლობის თაობაზე, უზრუნველყოფს მსოფლიო მშვიდობას.  უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა ვეტოს უფლება აიძულებს მათ და უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრებს დიდის გულისყურით, მოთმინებით, თანმიმდევრულად მოეკიდონ განსახილველ ნებისმიერ საკითხს და მხოლოდ ყველა მუდმივი წევრის დასტურით მიიღონ რეზოლუცია.

სირიის ქიმიური იარაღის თემა უმნიშვნელოვანესია. მიღწეული კონსენსუსი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს ამ ქვეყანაში ქიმიური იარაღის არსებობას, გააფრთხილებს სხვა ქვეყნებს მსგავსი იარაღის ლიკვიდაციის აუცილებლობაზე, ხელს შეუწყობს საყოველთაო მშვიდობის განმტკიცებას.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ რეზოლუციის მიღებაში უდიდესი წვლილი შეიტანა რუსეთის ხელისუფლებამ, და არა მარტო მიღებაში, არამედ ამ თემის ინიცირებაში. სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა – სირიის ქიმიური იარაღის განადგურების საკითხის წამოწევით, გადაარჩინა აშშ-ი, ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიო მოსალოდნელი კატასტროფისგან.

პუტინის დროულმა წინადადებამ ჩიხიდან გამოიყვანა აშშ-ს პრეზიდენტი ობამა, რომელიც წუთებს ითვლიდა სირიაზე საჰაერო იერიშის მისატანად. ობამასთან, პუტინის ნახევარსაათიანმა საუბარმა, სანკტ-პეტერბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, კარდინალურად შეატრიალა ვითარება არა მარტო სირიასთან მიმართებაში, არამედ ირანთან მიმართებაშიც, გამოაფხიზლა ობამა აგრესიული განზრახვისგან, რომელიც მას თავს მოახვიეს აშშ-ს რეაქციულმა ძალებმა – სენატორ მაკკეინისა და სხვათა მეცადინეობით.

სენატორი მაკკეინი მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებდა ობამას გადაწყვეტილებას სირიის სამოცდღიანი საჰაერო დაბომბვების თაობაზე – მას სირიაში აშშ-ს ჯარის შეჭრაც უნდოდა.

მაკკეინს არც სხვები ჩამორჩნენ, მათ შორის რიჩარდ ჰაასი – საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს გავლენიანი თავმჯდომარე: „აშშ-ა უპირველეს ყოვლისა მძლავრი დარტყმა უნდა მიაყენოს ასადის რეჟიმს და შეტევა არ უნდა იყოს შეზღუდული დროის ჩარჩოებით. მან, შეტევის დროს უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის ფრთოსანი რაკეტები, სხვა იარაღი. გარდა ამისა, სასწრაფოდ უნდა აღჭურვოს სირიის ოპოზიცია ახალი იარაღით, გაანეიტრალოს სირიის საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან და არ დაუშვას დამასკოს მიერ ომის ახლო აღმოსავლეთში გადატანა“.

ობამას ზიგ-ზაგურმა პოლიტიკამ დააბნია ამერიკელები. ნახევარი საუკუნის წინ ამერიკა მთლიანად იზიარებდა პრეზიდენტ კენედის გადაწყვეტილებას კარიბის ზღვის კრიზისთან მიმართებაში. ამერიკელებმა გაუგეს პრეზიდენტ კენედის კომპრომისს  – საბჭოეთთან, ვინაიდან კომპრომისმა, მსოფლიოს თავიდან ააშორა ბირთვული ომი.

ამერიკელებმა ჯორჯ ბუშსაც გაუგეს, რომელმაც ომი გამოუცხადა სადამ ჰუსეინს – მასობრივი განადგურების იარაღის ქონისთვის. მხარდაჭერა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმითაც იყო გამოწვეული.

მაგრამ ამერიკამ ვერაფრით გაუგო პრეზიდენტ ობამას, რომელმაც „დიდი ოცეულის“, სანკტ-პეტერბურგის, სამიტის დროს უეცრად გადაწყვიტა პუტინის ნიშანზე, მასთან ერთად დარბაზის კუთხეში სალაპარაკოდ განმარტოებულიყო – სამიტში მონაწილე სახელმწიფო ლიდერების გაოცებული მზერის ქვეშ.

სწორედ ამ განმარტოების შედეგმა დააბნია ამერიკელები. რეაქციულად განწყობილი ობამა – სამშვიდობოდ შებრუნდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა: „სახელმწიფო ხომალდი ამერიკა, როგორც საცობი, ისე ტივტივებს ტალღებზე“.

რუსეთის წინადადებაზე ობამას თანხმობას, სირიის ქიმიური იარაღის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მოჰყვა ობამას ინიციატივა, ირანის ბირთვულ კვლევებთან მიმართებაში. და მოხდა ის, რასაც 35 წელიწადია ადგილი არ ჰქონია ამერიკა-ირანის ურთიერთობაში.

35 წლის განმავლობაში, ამერიკის მოკავშირე შაჰის მოჰამედ რეზა ფეჰლევის დამხობისა და ირანელთა მიერ თეირანში, აშშ-ს საელჩოს მრავალდღიანი ალყის შემდეგ, გაქრა კონტაქტები. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ს ძალა არ დაუშურებია ირანის ახალგაზრდა, რევოლუციური ხელისუფლების მოსაგუდად.

ირანი ამერიკისთვის გახდა ნომერ პირველი მტერი, რომლის წინააღმდეგ ოფიციალურმა ვაშინგტონმა ყველა ხერხს მიმართა – ტერორიზმს, ეკონომიკურ სანქციებს, ომის ინიცირებას და ა.შ. აშშ-მა უბიძგა ერაყის მაშინდელ მმართველს, სადამ ჰუსეინს, იმჟამად აშშ-ს უახლოეს მეგობარს, ირანის წინააღმდეგ ომის გასაჩაღებლად. 8 წლის განმავლობაში მიმიდინარეობდა ომი ირანსა და ერაყს შორის. ერთ მხარეს იყო ირანი, მეორეზე – აშშ-სა და მისი ევროპელი თუ ახლო აღმოსავლელი მოკავშირეების მიერ მხარდაჭერილი, ერაყი. ირანმა გაუძლო შეტევას და სოლიდურად გამოვიდა ომიდან.

35 წელი დიდი დროა ახალგაზრდებში საღი აზრის ჩამოსაყალიბებლად. ირანის ახალმა თაობამ, რომელმაც ამერიკის მუქარის ქვეშ იცხოვრა, ნათელი წარმოდგენა შეიქმნა ამერიკის მიმართ. ირანის მოსახლეობამ, ერთ მუშტად შეკრულმა, საკუთარ თავზე დაყრდნობით, არა მარტო ომს გაუძლო, არამედ აშშ-ს მეცადინეობით შემოღებულ ეკონომიკურ სანქციებსაც – განავითარა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, ბირთვული კვლევები, მედიცინა, სამხედრო მშენებლობა. ისლამური ირანი გახდა რეგიონის თითით საჩვენებელი ქვეყანა.

მერამდენე წელია აშშ-ი და მისი წაქეზებული მოკავშირეები დაბეჯითებით იბრძვიან ირანის ბირთვული კვლევების წინააღმდეგ. მათ არ მოსწონთ ირანის მეცნიერების წარმატებები ურანის გამდიდრების დარგში. ამერიკელთა დაჟინებული მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭომ 4-ჯერ დააწესა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური  სანქციები, მაგრამ მიუხედავად ამისა ირანმა არ დაიჩოქა.

ირანის ხელისუფლება მუდამ აცხადებდა, რომ ირანი არ ამზადებს ბირთვულ ბომბს, რომ ურანის გამდიდრება მას მედიცინის და ენერგეტიკის გასავითარებლად ესაჭიროება. ირანის ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ ფეტვაც გამოსცა – მასობრივი განადგურების იარაღის დამზადების საწინააღმდეგოდ, თუმცა არავინ უჯერებდა ირანს.

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორები მუდამ გამოთქვამდნენ ეჭვს ირანის ბირთვულ კვლევებთან დაკავშირებით. მათი მოსაზრებით, ირანი მალულად ამზადებგა ბირთვულ ბომბს. დაძაბულობის ცეცხლს, ნავთს ასხამდა ისრაელის სპეცსამსახურების ინფორმაციები, ირანის მიერ ბომბის დამზადებასთან დაკავშირებით. სახელდებოდა ვადებიც და აქედან გამომდინარე ქვეყნდებოდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის საჰაერო იერიშის დროც.

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ ისრაელ-აშშ-ის სავარაუდო აგრესიის განხორციელებამ, არა მარტო ირანს, არამედ მეზობელი ქვეყნების მოსახლეობას ნერვები დააწყვიტა.

აშშ-ა და ისრაელმა აიძულა ირანის ხელისუფლება მიეღო გამოწვევა – მედიურ ომთან დაკავშირებით. დასავლეთის მიერ აგორებულ ანტიირანულ PR-ს, ირანმა თავისი შეაგება – ისრაელის პირისაგან მიწისა აღგვა, ჰოლოკოსტის უგულებელყოფა, სპარსეთის ყურის ჩაკეტვის მუქარა და ა.შ. დასავლეთის მსგავსმა კამპანიამ ირანი კიდევ უფრო დაარწმუნა ურანის გამდიდრების კურსის სისწორეში. განსაკუთრებული გავლენა იქონია ლიბიაში ომის გაჩაღებამ და ლიბიის მმართველის კადაფის ენით აუწერელი სისასტიკით დასჯამ.

ირანისთვის და არა მარტო მისთვის, არამედ სხვისთვისაც ცნობილი გახდა, რომ თავდაცვისთვის საჭიროა მძლავრი იარაღი და არმია. მსოფლიო პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ ბირთვულიარაღიან კადაფის უბატონოდ სიტყვას არავინ გასცემდა.

და მიუხედავად ამისა, ირანი აცხადებდა, რომ ურანს 20%-მდე გაამდიდრებდა და არა 90%-ე. 90%-მდე გამდიდრება იძლევა ბირთვული ბომბის დამზადების შესაძლებლობას. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს ირანის ახალმა პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ხაზგასმით აღნიშნა – ირანი მზადაა მოლაპარაკებისა და ურანის გამდიდრების შეჩერებისთვის, თუკი აშშ-ი, უშიშროების საბჭო გააუქმებს მის მიმართ დაწესებულ სანქციებს. მან სხვა წინადადებებიც გააჟღერა, რასაც მოჰყვა ობამას რეაქცია და სახელმწიფო მდივნისადმი დავალება ირანელ კოლეგასთან დიალოგის დაწყებისთვის.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ექვსეულის (გაეროს 5 მუდმივი წევრისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების) შეხვედრა ირანელ კოლეგასთან. რომ იტყვიან, ყინული დაიძრა და ამ პროცესს ხელი მიახმარა ობამას სატელეფონო საუბარმა როუჰანისთან. მხარეები შეთანხმდნენ ექვსეულისა დ ირანის მომავალ შეხვედრაზე ოქტომბრის შუა რიცხვებში.

ობამას პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველი წელი ნაყოფიერი გამოდგა, ისე, როგორც პირველი ვადის დასაწყისი. საზოგადოებას ემახსოვრება ობამას სიტყვა ქაიროს უნივერსიტეტში. მისი დადებითი განცხადებები ახლო აღმოსავლეთისა და ირანის მიმართ. სამწუხაროდ, კარგი დასაწყისი, ცუდით შეიცვალა.

უნდა ვიმედოვნოთ, რომ ობამას ამჟამინდელ პოზიტიურ ინიციატივას, პოზიტიური შედეგი მოჰყვება, თუმცა ამერიკა-ისრაელის ეჭვები ჯერაც დიდია. ამერიკაში მყოფმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ობამასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აშშ-ა ირანის მიმართ უნდა გააგრძელოს მკაცრი პოლიტიკა. სწორედ, მკაცრმა პოლიტიკამ ეკონომიკური სანქციებმა და ომის დაწყების მუქარამ აიძულა ირანი დათმობებზე წასულიყო. ობამამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან კომპრომისული წინადადებები, წინადადებებად დარჩება, თუ სიტყვას საქმე არ მოჰყვება. ამ შემთხვევაში აშშ-ი მზად იქნება ირანს გასცეს ჯეროვანი პასუხი.

სასიამოვნო ამბების ფონზე, ჰქონდა ადგილი სააკაშვილის გაუწონასწორებელ გამოსვლას. რა არ იყო ჩაყრილი ამ სიტყვაში, რომლის მომზადებაში საქართველოს საგარეო უწყებასაც მიუღია მონაწილეობა. ცხადია, საქართველოში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც აღტაცებით შეხვდნენ სააკაშვილის გამოსვლას.

მათი უმრავლესობა ნაცია, თავშეუკავებელი და ისეთივე ცეტი, როგორც „ბელადი“. ერთ-ერთი მათგანი ბარნოვია, რომელსაც, თურმე, მისი „შეფის“ გამოსვლის მსგავსი არასდროს სმენია. საინტერესოა, გაეროს დაარსებიდან დღემდე სხვა რომელი ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლა მოისმინა მან? უკანალში ძრომაც არის და ძრომაც, მაგრამ „უბრიოლინოდ“, პირველი შემთხვევაა.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ საკაშვილის ხელისუფლება არასდროს წყალობდა მსოფლიოს უპირველეს ორგანიზაციას და აქედან გამომდინარე ლანძღვა-გინებასაც არ იშურებდა მისი მისამართით. სააკაშვილის განწყობა მის მინისტრებზეც გადადიოდა, მათ შორის ტანად დიდსა და გონებით ვიწრო, თანაც მზაკვარ სახელმწიფო მინისტრ იაკობაშვილზე.

იაკობაშვილ-კეზერაშვილით ყოყოჩობდა სააკაშვილი ისრაელში ყოფნის დროს – ჩემს მინისტრთა კაბინეტში ორი მინისტრი ებრაელიაო. მერედა რა მოუტანეს ამ ორმა, უბედურ საქართველოს? ცუდის მეტი, არც არაფერი. დღეს, ორივენი უცხოეთს აფარებენ თავს.

ეს, ის იაკობაშვილია, რომელიც საქართველოს სახელით დასცინოდა გაეროს და მის უშიშროების საბჭოს. საქართველოს გასაფრთხილებელი რეზოლუციის მიღების შემდეგ, ნაცვლად სერიოზული რეაგირებისა და რეზოლუციის მოთხოვნათა შესრულებისა – კოდორში ქართველი სამხედროების შეყვანის გამო, ის უკმეხად აცხადებდა – წერონ და იკითხონ. მათ რეზოლუციებს არავინ ასრულებსო.

საქართველოს მსგავსი არშემდგარი ქვეყნის მინისტრს მეტი წინდახედულობა ესაჭიროებოდა და არა მარტო მინისტრს, ნებისმიერ მაღალ მოხელეს, პრეზიდენტის ჩათვლით. სააკაშვილის სიტყვებმა რუსეთის დელეგაცია დარბაზიდან გაიყვანა. ეს იყო მთავარი მიზანი?

ჩემის აზრით, მთავარი მიზანი სხვაა. ის სააკაშვილისეული რიტორიკით არ მიიღწევა, პირიქით, სააკაშვილმა თავისი სიტყვით ახალი ბარიერი ააგო საქართველო-რუსეთს შორის, რომლის დაძლევა არცთუ იოლი იქნება. ჩვენდა სამწუხაროდ, გუშინდელი და დღევანდელი მაღალი მოხელეების წყალობით, მეტადრე მეტიჩრობით ქართველი ხალხის წინაშე, ფუნდამენტური საკითხი – ტერიტორიული მთლიანობა, გვერდზე რჩება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.