საქართველოს რადიკალი ქართველები სჭირდება და არა ლიბერასტ–პედერასტები

,,თუ გლანძღავენ, ე.ი. საინტერესო ხარ, თუ გემუქრებიან, ე.ი. მათთვის საშიში ხარ, თუ ჯერ კიდევ არსებობ, ე.ი. მათ არ გაუმარჯვიათ“ – ეს სიტყვები ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ–მინისტრს – უ. ჩერჩილს ეკუთვნის, რომელიც სრულიად თანხვედრაშია დასავლეთის რუსეთთან დამოკიდებულებასთან. რატომ მოიხსენიებენ რუსეთს ნეგატიურ კონტექსტში? ამ კითხვაზეც უ. ჩერჩილი პასუხობს: ,,ძლიერები არ უყვართ, რადგან მათი მართვა შეუძლებელია“. რუსეთის პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ მხოლოდ თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და არა სხვა ქვეყნების მითითებით. რუსეთის წარმომადგენლობა ღიად აღნიშნავს, რომ სამხედრო სუპერსახელმწიფოა, ფლობს იარაღს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ექნება ათწლეულების მანძილზე. იგი კვლავ ძლიერია და არ დაიშლება.

ვის სურს მისი დაშლა? ამერიკელ ნეოკონსერვატორებს, რომელნიც ტრამპს ებრძვიან, რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ომის გაჩაღება სურთ, რათა მსოფლიოს და ამერიკელ ამომრჩეველს რუსეთის აგრესიული სახე კვლავ დაანახონ და თავიანთი ანტირუსული განწყობა გაამართლონ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ გეგმა ,,დროპშოტზე“, რომლის განხორციელება ჯერ კიდევ 1957 წლისთვის სურდათ, რაც საქართველოში 6 ბომბის ჩამოგდებას ითვალისწინებდა. დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი შეფი – ჯონ სკარლეტი 2017 წლის სექტემბერში აცხადებდა: ,,მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, ამერიკასთან ერთად ვვარაუდობდით რუსეთის დაშლის სტრატეგიული გეგმა 3 ეტაპად აგვემოქმედებინა, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის პროვოცირებას, შავი ზღვისპირეთის მთელ ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ კავკასიაზე ნატოს ძალების კონტროლის დამყარებას, რაც უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებით დამთავრდებოდა. ეს კი რუსეთისთვის კოლაფსი იქნებოდა“.

რუსეთის რკინის მუშტმა 2008 წელს, ასევე, ყირიმის მიერთებამ მათ სტრატეგიულ გეგმას დამანგრეველი დარტყმა მიაყენა და სპეცოპერაცია შეჩერდა. რუსეთი რომ არ იყოს არც 1–ლი და არც მე–5 სუპერსახელმწიფო (როგორც დიდმა თარხანმა შეაფასა) ეს ოპერაცია არ შეჩერდებოდა. ამ საკითხზე ისაუბრა ისრაელის ანალიტიკოსმა – იაკობ კედმიმ, როცა აღნიშნა, რომ აშშ–მ 2002 წელს შეიმუშავა რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მოპოვების კონცეფცია, რომელიც დაამტკიცა პენტაგონმა და რომელიც 2019–20 წლებისთვის უნდა განხორციელებულიყო. ეს გეგმა ითვალისწინებდა 0,5 საათის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას 6 ათასამდე ბომბით, რაც რუსეთს საბოლოოდ გაანადგურებდა. რუსეთი თავისი სტრატეგიული უსაფრთხოების დასაცავად შევიდა სირიაში, რაც განაპირობებდა ჰქონოდა სამხედრო და საზღვაო კოსმოსური ბაზები ხმელთაშუა ზღვაში, ყირიმის შემოერთებაც ამ მიზანს ემსახურებოდა. რუსეთის კონსტრუქციული მოქმედება საფუძველი გახდა იმისა, რომ ამერიკამ გააცნობიერა: მას არავითარი ინტერესი აღარა აქვს ახლო აღმოსავლეთში (მხოლოდ ჯერჯერობით – ი.თ.). ამერიკელი ჟურნალისტი და მკვლევარი – ჯეფრი სილვერმანი გვარწმუნებს, რომ საქართველო ამერიკისთვის ოპერატიული ბაზაა. რუსეთისა და თურქეთის მეზობლად საქართველოს არსებობა მათ გზას უხსნის არალეგალური მოქმედებისათვის და როცა მოუნდებათ მაშინ შეეცდებიან სიტუაციის არევას – ეს შეფასებები რეალური სახეა ხელისუფლების მეგობარი პარტნიორებისა.

რუსეთმა არა მარტო სამხედრო ძლიერებას მიაღწია, ეკონომიკური აღმავლობაც ხდება, რისთვისაც 700 მილიარდია გამოყოფილი, პენსია 900 ლარის ეკვივალენტია, კანონით დაცულია ზნეობრივ–მორალური კოდექსი სახელმწიფოებრივ დონეზე, აკრძალულია პროსტიტუცია, სათამაშო ბიზნესი და რეკლამა, ანუ დაცულია ყველა სახელმწიფოებრივი ორიენტირი კონსტიტუციის დონეზე.

,,მოსკოვი ელოდება, რომ აშშ და ნატო საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ არ წააქეზებენ. კრემლი აკვირდება საქართველოში ალიანსისა და ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის თანდათანობით გაძლიერებას“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების კუთხით ხელისუფლებას ნაბიჯი არ გადაუდგამს, სამაგიეროდ, საქართველოში ყვავის სექსინდუსტრია, სათამაშო ბიზნესი, ყველა სიბინძურის მაგალითს ხომ ,,მეგობარი“ პარტნიორებიდან იღებენ? პოლიტიკური პროცესები კი ამერიკის სცენარით იმართება და ამას არც მალავს პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა, შეიძლება პროცესების განვითარება ვიყიდოთ კიდეც, თუ ამერიკის ლობისტურ კომპანიებს ფულს გადავუხდით.

სამარცხვინოა, სტრატეგიულ მოკავშირეს უწოდებდე პოლიტიკურად ანგაჟირებული მეძავების ქვეყანას, რომელიც ისე გვექცევა, როგორც გაუნათლებელ ყმებს. სენატორების ქცევამ ერთი დადებითი ის მოგვიტანა, რომ ამერიკის, როგორც ,,მეგობარი“ ქვეყნის ლუსტრაცია სრულად მოახდინა და პოლიტელიტამ, ასევე საზოგადოებამ ის დასკვნა უნდა გააკეთოს, რაც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა – ფულზე გაყიდული მეძავების ქვეყანა, რომელიც თვალებში ნაცარს გვაყრის საქართველოს პარტნიორად არ სჭირდება.

მე–17 ს–ის ბევრ ინგლისურ ტრაქტირში კედელზე ჰკიდებდნენ სურათს 2 ვირის გამოსახულებით და შეკითხვით – იქნები შემდეგი? საქართველოს ტრაქტირში (პარლამენტში) შესასვლელად 22 ოპოზიციური პარტია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილის ,,თეატრში“ პოლიტიკურ სანეხვეზე გადაყრილი თუ გადასაყრელი არსებების სრული ლუსტრაცია მოხდა.

ნ. ბურჯანაძე: – ,,საქართველო ვერ იქნება კეთილგანწყობილი რუსეთის მიმართ… მოსახლეობას სჯერა, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოიყვანა ხელისუფლებაში და მის მიმართ განწყობა გაუარესდება“. – ივანიშვილმა თავად აღნიშნა, რომ ამერიკის ინტერესებს ატარებს. ამასთანავე, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არ ინება, არც სამართლიანობის დამკვიდრება. ბურჯანაძის განცხადება მის პირად ინტერესზეა გათვლილი ამერიკელთა უკანალზე კოცნის სანაცვლოდ, რაც პოლიტიკური ღირსების არქონაზე მიუთითებს. არ არის საჭირო ამერიკას რევერანსებით ვესაუბროთ და რუსეთს ძველი ცოდვები გავუხსენოთ, ეს არ სჭირდება იმ საჩლუნგეთსაც, რომელსაც დღეს საქართველო ჰქვია. კარგი ხომ უფრო მეტი იყო, მაშინ ეს გავიხსენოთ და ამერიკის 55 ინტერვენციაზე ვისაუბროთ, გავიხსენოთ გუანტანამოსა და აბუ–გრეიბის ციხეები, ექსპერიმენტები დასხივებაზე, რომელსაც თავიანთ თანამემამულეებზე ატარებდნენ განურჩევლად ასაკისა და სქესისა. სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი რომ გვყოლოდა თურქეთი აჭარაში ვერ იბაირამებდა და აზერბაიჯანი – დავით–გარეჯაში. რაც მეტ აგრესიას გამოხატავს რუსეთის მიმართ ამერიკა თუ ევროპა, მით მეტ სიძულვილს მაგრძნობინებს ამ მიმართულებით და მით მეტ პატივს ვცემ რუსეთსა და მის ხელისუფლებას. ეს ეხება დასავლეთთან სახით საზარდულთან ჩოქბჯენში მდგარ ჩვენს ხელისუფლებასაც. რატომ არ ეწინააღმდეგებიან ე.წ. ,,ეროვნულები“ თუ ,,პატრიოტები“ საგარეო კურსს? პასუხი მარტივია – სასწორზე ხომ მათი პარლამენტარობა დევს? ეს ხდება მაშინ, როცა მუსულმანური სამყაროს როლი ევროპელმა და ამერიკელმა ყაჩაღებმა მოირგეს,

რომელთაც რესურსი გამოელიათ და მისი მიღების გზები დასახეს. ეს გზები და მე–20, 21–ე საუკუნეებში მათ მიერ მსოფლიოში გატარებული ე.წ. დემოკრატიული რეფორმები გაცილებით ამაზრზენია, ვიდრე ველური ტომების თარეში შუა საუკუნეებში. დღეს საქართველოს დაცვა სჭირდება არა რუსეთისაგან, არამედ ე.წ. ცივილიზებული კანიბალებისაგან, გახრწნილი სამყაროსაგან, რომლისგან უკვე ყროლის სუნი მოდის! დღეს საქართველოს ლიბერასტ–პედერასტები კი არა, რადიკალი ქართველები სჭირდება, რომელნიც სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალულნი უარს ეტყვიან ევროპიდან თავსმოხვეულ ყოველგვარ სიმახინჯეს! დღეს საქართველოს ჭეშმარიტი მამულიშვილები, ის ქართველები და არაქართველები გადაარჩენენ, რომელთაც უანგაროდ უყვართ საქართველო და დედა–სამშობლოდ მიაჩნიათ. ხელისუფლებამ იმედი არ უნდა მოუკლას ახალგაზრდობას, ქვეყნის მომავალ ხერხემალს და არ უნდა ათქმევინოს – ,,მე ვერ ვგრძნობ, რომ ეს ქვეყანა ჩემი სამშობლოა!“ დღეს საქართველო დიდი საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც ეროვნულისა და პატრიოტის ნიღაბაფარებული, ამერიკულ ოცნებად ქცეული ხელისუფლება უქმნის ქვეყანას. ამ საფრთხის აცილება ქვეყნისთვის საზოგადოებამ უნდა იტვირთოს, რადგან მოაზროვნე საზოგადოების ოცნება რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება და ევრაზიული სივრცეა. რუსეთი დგას იმ ქვეყნების გვერდით, რომელსაც მისი გვერდით დგომა სჭირდება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემი საარჩევნო სლოგანია: ,,ნაბიჭვართა ყველა ბანდა სანეხვეზე გადავარდა“.

ტ/კ ,,ობიექტივის“ შესახებ – რატომ იბეჭდება ვ. კვარაცხელიას საავტორო გადაცემა გაზეთ ,,ასავალში? მიუხედავად მაყურებელთა დიდი ინტერესისა და თხოვნისა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ გააუქმა საავტორო გადაცემა და შემოიღო ახალი ფორმატი – ,,ყველას გასაგონად“. დიდი თარხანის ჩართულობით, რომელმაც პირდაპირ ეთერში დამაბოლა – ფორმატი გავაფართოვეთ, 2 საათს ვუთმობთო. სინამდვილეში ეს დრო მის რიტორიკას ეთმობა. რა არის პატრიოტიზმი? – გვესაუბრება იგი ,,ობიექტივის“ ეკრანიდან. – თუ პატრიოტიზმზე მესაუბრები, ისიც უნდა იცოდე დიდმა ილიამ რა თქვა: ,,დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსი და ქართველებისათვის“; ,,რუს და ქართველ ხალხთა ურთიერთსიყვარული ჩვენთვის უფროა მნიშვნელოვანი, რადგან იგი დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა–არყოფნის საკითხთან“. მაშინ, როცა ყველა პარტია

თავგადაკლული კურსს ევროპისკენ იღებს, ,,მეც ნახირ–ნახირ“, იქნებ ხელი რაღაცას გამოვკრა და არ მოხდეს ჩემი პარტიის დისკრედიტაცია, პრორუსულობა არ დამაბრალონო, ყველაზე მძიმე წონის ,,პატრიოტი“ რატომ უნდა ჩამორჩეს? გონივრული და ჩამჭრელი კითხვა დაუსვა ვ. კვარაცხელიამ დიდ თარხანს: ,,საიდან მოდის ეს უზნეო იდეოლოგია?“ თარხანმა პასუხს თავი აარიდა – ტრამპისგან არ მოდისო.

აღარ შევჩერდები გ. არეშიძის გადაცემებზე, რომელსაც არ ვიცი რა დამსახურებისთვის უთმობენ 2 დღეს. ეს არსება უამრავ სისულელესთან ერთად ფონეტიკასთანაც მწყრალად არის. მისი გადაცემების დროს ,,ობიექტივის“ ეკრანი სირცხვილისაგან ,,წითლდება“. იქნებ დამენახოთ რომელი ხართ ილიაზე დიდი პატრიოტი?! ,,სად არის გმირი, რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი?“ (ილია).

გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს“ შესახებ. გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს“ #4–ში მკითხველის საოცარი ლექსი წავიკითხე – ,,ჩამოდით ჩვენთან“, რომელშიც ქართული სულიერება, ისტორიის ხსოვნა, მადლიერება, სტუმართმოყვარეობა და ქვეყნის პატივისცემა იგრძნობა. გულგრილად ვერ წაიკითხავ, თვალზე ცრემლს მოგგვრის, სულს აგიფორიაქებს და დიდი ტიციანის თქმისა არ იყოს მეწყერივით ,,გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს“. ეს ყოველივე კი ღიად მეტყველებს იმაზე, რომ გაზეთის იდეოლოგია საზოგადოებას შვებას გვრის. სამეგრელოს მკითხველებს ჩემთან კონტაქტი არ გაუწყვეტიათ და ხშირად მეხმიანებიან: ,,დადიანების ბაღში ვიკრიბებით და გაზეთში გახმოვანებულ საკითხებზე ვმსჯელობთ–ხოლმე. გაზეთი ,,ილორი“ ძალიან გვანებივრებდა, როცა მის ყოველ ნომერში ექსპერტ–პოლიტოლოგის – ჰ. ჭიპაშვილის პოლიტიკური შეფასებები იბეჭდებოდა. საქართველოს ასეთი ექსპერტი ჰყავდეს და ნ. კაკაბაძის პოლიტინფორმაცია რა საკითხავია? რა ხდება, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ?“ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ერთი რამ ცხადია: გაზეთი მკითხველისთვის არსებობს და სწორედ მკითხველია მისი უტყუარი შემფასებელი, თუ, რა თქმა უნდა, პიროვნულ სიმპატია–ანტიპათიაზე არ არის აწყობილი.

02.03.2020წ.

იზა თამაზაშვილი 593 90 55 07