დასავლეთმა საქართველოს მოსახლეობაში ანტირუსული ისტერიის გაღვივება ვერ შეძლო
“შორია გურჯისტანამდე” _ ასე ფიქრობდნენ გასული საუკუნის 70-იან წლებში საუკუნეების წინ ქვეყნის ბედუკუღმართობით შორეულ აღმოსავლეთში იძულებით გადახვეწილი ქართველები. დღეს, 21-ე საუკუნეში თავად საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვისაც შორია მანძილი ქართულ საქართველომდე, რომელიც კანიბალ უცხოელებს აქვთ ოკუპირებული. საქართველოს გადარჩენის გზა ის ქართული ოცნებაა, რომელიც ჩვენივე დაუდევრობით `საყვარლის საფლავივით~ დაგვიკარგავს, ვეძებთ, ვერ ვპოულობთ და გულამოსკვნილი ვქვითინებთ: `სადა ხარ ჩემო სულიკო?~ ქართულ საქართველოსთან სულიერი სამყარო აკავშირებს ჭეშმარიტ მამულიშვილს, ურომლისოდაც სიცოცხლე აზრს კარგავს. სულიერებისკენ მიმავალ გზაზე ისევ ქართული გვარ-სახელით შენიღბული არსებები გვეღობებიან, _ `მიუხედავად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა, საქართველო მაინც განაგრძობს ათასობით საერთაშორისო მიგრანტის მიღებას~ _ თავს იწონებს ი. კობახიძე
საქართველოს ინტერესებისა და ხალხის საწინააღმდეგო ქმედებით. 3500-ზე მეტი გაყალბებული დოკუმენტაციით ქვეყანაში დამკვიდრების მსურველი გამოვლინდა. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ თავისუფლების მოედანზე ქართველს თვალით ვეძებდი და თავი `შეითან ბაზარში~ მეგონა. ქვეყნის სათავეში ხალხის მტერი მე-5 კოლონა მილიონებს იღებს დასავლეთიდან, რათა განხორციელდეს პროექტი _ `საქართველო ქართველების გარეშე~. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ხედვა არ გააჩნია, მორალისა და ზნეობისაგან თავისუფალია. ასეთ ნაბიჭვრებს სტალინის ეპოქაში რომ ეცხოვრათ ხალხის მტრებად შერაცხულნი სათანადო სასჯელსაც მიიღებდნენ. იქნებ პატრიოტიზმი სომხეთისგან ვისწავლოთ, სადაც 96% სომეხი ეროვნება ცხოვრობს? რატომ ვუწევთ სოლიდარობას ბრიტანეთს, რომელიც საქართველოში სამხედრო პროექტს აფინანსებს ფაროსანების გამრავლების სახით? ამ ინფორმაციას თავად ამერიკელი ექსპერტი გვაწვდის და იმასაც აღნიშნავს, რომ ღორის და ქათმის გრიპი ამერიკული ლაბორატორიების დამსახურებაა და ეს ლაბორატორიები დიდი საფრთხის შემცველია. არ გამოვრიცხავ, რომ მალე ხორცის მჭამელ ფაროსანებს გამოიყვანენ და როგორც ამერიკულ საშინელებათა ფილმებშია, ვისაც მიესევიან მისგან მხოლოდ ძვლები დარჩება. ქართველების გადაშენებას ემსახურება პროექტი `სასწრაფო დახმარების~ ავადმყოფთან მისვლის შესახებ, რომელშიც ცვლილება შეაქვთ _ `მეტი პენსიონერი _ იმქვეყნად~. _ არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. მოხუცები და პენსიონერები მძიმე ტვირთად აწევს ხელისუფლებას, ამიტომ ვის უფრო ესაჭიროება სასწრაფო დახმარება ამერიკულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპიუტერული პროგრამის მიხედვით უნდა განსაზღვრონ, რომლის ღირებულება 700 ათასი ამერიკული დოლარია. გარდა ამისა, მათი სავალდებულო დაზღვევა აღარ აფინანსებს დერმატოლოგის, ონკოლოგის, ტრავმატოლოგის მომსახურებას. ასეე, კარდიოლოგიურ და გასტროენტეროლოგიურ კვლევებს. ხელისუფლება მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც მათ კეთილდღეობაზე აისახება და ფინანსურ რესურსს ნებისმიერი საშუალებით იზიდავენ. დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელებას იწყებენ, რომელიც 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სავალდებულოა. ამ პროექტს არაფერი აქვს საერთო მოქალაქეებზე ზრუნვასთან. ხელისუფლება უფრო ზრუნავს მოქალაქეზე, ვიდრე მოქალაქე თავის თავზე, რომელსაც არ უნდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება? საკითხავია, მიაღწევს თუ არა საპენსიო ასაკს ეს მოქალაქე და იცხოვრებს თუ არა საქართველოში? ხელისუფლება ქურდულ მენტალიტეტს ებრძვის კანონით, მაგრამ ჩნდება გონივრული ეჭვი, რის სანაცვლოდ გაანთავისუფლა მილიონობით ლარის დამტაცებელი მერყოფილი გიგი უგულავა და რის სანაცვლოდ უზის პარლამენტში კრიმინალური ბანდის წევრები? ფინანსების მოზიდვის მიზნით მნიშვნელოვნად გაზარდეს საჯარიმო სანქციები კრიმინალური ქმედებების მიმართ, რომელიც სოციალურ და ეკონომიკური სიდუხჭირის შედეგია. ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრაზე იზრუნონ, ფულზე დაგეშილები ტაქსის მძღოლებსაც მიადგნენ ოჯახს ძლივს რომ არჩენენ და მათ ჯიბეებშიც აპირებენ თავიანთი ბინძური ხელის ფათურს. ფულმა თერმოსტაბილური საფუარის ფუნქციაც შეასრულა, რაც ხელისუფლების წარმომადგენელთა გარეგნობაზეც აისახა.
15 მარტს უნგრეთმა გააპროტესტა მიგრანტების შეშვება ქვეყანაში და აღნიშნა, რომ ფულს თავისი ქვეყნის მოსახლეობას მოახმარს და არა მიგრანტებს. ჩვენი ხელისუფლება კი იმაზე ფიქრობს, როგორ ასიამოვნოს შემოთესლილ ნაბიჭვრებს. რუსთავი-2-მა წარმოადგინა კადრები უცხოელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის მომხდარი კრიმინალური ინციდენტის შემდეგ როგორ უმღეროდნენ ნიგერიელები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ქალაქის მერის თანდასწრებით _ `სხვა საქართველო სად არის?~. მართლაც არ არის სხვა საქართველო, სადაც საკუთარს წიხლით თელავენ და უცხოელს ფიანდაზად ეგებიან ფეხქვეშ. იქნებ დიდი ქართველის შეგონება შეისისხლხორცონ, რომელმაც ბრძანა: `უპირველესად ვაღმერთებ ქართველს, და მერე ვისიც რამდენი მმართებს…~
ამ სპექტაკლის ინიციატორებს მივმართავ: თქვენ ქართველები კი არა, ქართულ სხეულზე გამრავლებული პარაზიტები ხართ, მიმიფურთხებია თქვენთვის!~ საქართველოს მოსახლეობა სტრესულ მდგომარეობაშია, რომელიც გამოწვეულია დაუცველობით, უიმედობით, უფულობით, უპატივცემულობით და ასე გრძელდება ათწლეულების მანძილზე. მეტროსადგურ `პოლიტექნიკურის~ ამოსასვლელთან ახალგაზრდა მამაკაცს პლაკატი ეჭირა ხელში წარწერით: `ვაგროვებ სწავლის ფულს”. ეს სულგაყიდული `რჩეულები~ კი იმაზე მსჯელობენ შავ ჯიპში ჩადონ თავიანთი უკანალი თუ თეთრში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა ჩვენს ხელისუფლებასთან შეხვედრის მზაობა, ჩვენი პრემიერი პატარძალივით გაინაზა და არაფრად ჩააგდო რუსეთის შეთავაზება, ხოლო პრეზიდენტმა ამერიკაში კონგრესმენებთან ვიზიტისას აღიარა კიდეც, რომ საქართველო კავკასიაში ამერიკის ინტერესებს იცავს. ისტერია, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციული ბრალდებებით მთელი დასავლეთის სამყარო მოიცვა, პათოლოგიაში გადაიზარდა: ძველად ხალხში ასეთი ისტერიით დაავადებულებს `შეპყრობილებს~ უწოდებდნენ და ლოცვით მკურნალობდნენ. ფსიქიატრიაში ამ გამოვლინებას შიზოფრენია ჰქვია. ამ პათოლოგიის მქონე პაციენტები აგრესიას იმათ მიმართ გამოხატავენ, ვინც უყვართ. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ამერიკას რუსეთი უყვარს, ხოლო აგრესიის მოტივაცია მარტივია: ლიბერასტ-პედერასტულმა ამერიკამ მართლმადიდებლური რუსეთი გაუკუღმართებულ სექსუალურ ურთიერთობაზე ვერ დაიყოლია. განა ამერიკელმა ემისარმა არ განაცხადა _ რუსეთი თავის ღირებულებებს აღიარებს და ჩვენსაც არაო?! დიახ, ამერიკა გახლავთ ტერორიზმის, აგრესიის, უზნეობის ფლაგმანი მსოფლიოში, ბოროტების იმპერია, რომლის წარმომადგენელთა რიტორიკა გაბრიყვებულ, დამონებულ მასებზეა გათვლილი. ამერიკელებმა 100 მილიონი ინდიელი გაჟლიტეს, ხოლო ევროპელები სისხლიანი სცენებით ტკბებოდნენ (გაიხსენეთ _ გლადიატორები; ინკვიზიციები). ცნობილი ფაქტია, რომ გენიალურმა ლორდმა ბაირონმა სულიერი ღირებულებები ვერ ჰპოვა სამშობლოში და ქვეყნიდან წასვლისას ნაწარმოებში `ჩაილდ-ჰაროლდის დამშვიდობება~ თავისი ტკივილი გაგვიმხილა: `დარდით ისა მკლავს, ისეთს არას ვთმობ, ობოლ ცრემლადაც მიღირდეს რამე~.
სანამ რუსეთის კრიტიკას დავიწყებდეთ, თავად ქართველებმა კრიტიკულად საკუთარი თავი უნდა შევაფასოთ. განა ჩვენ ის ერი არ ვართ ფსიქოპათი მანიაკი _ სააკაშვილი 10 წელი რომ ვაბოგინეთ ქვეყანაში, რომელიც კლავდა, აუპატიურებდა და აყაჩაღებდა მოსახლეობას?! განა დღესაც ამერიკის მონები არ გვყავს ხელისუფლებაში? განა არასამთავრობო ორგანიზაციების იდეოლოგია ხალხის მტრების _ ტროცკისტული იდეების გაგრძელება არ არის? ეს არსებები ყველა ერთად რომ შევკრიბოთ, მერწმუნეთ, ერთი ნაგავსაყრელი არ გვეყოფა. ეს პეროიოდი ქართველი ერის ისტორიაში დიდი შავი ლაქაა, როცა საშოვარს გადაყოლილნი და მხოლოდ გვარ-სახელით ქართველნი მიღებული სარგებლის შედეგად მანიაკი სააკაშვილს დღესაც ლობირებენ. ხელისუფლებას მივმართავ! ქარელის და გორის რაიონებში რუსეთის აგრესიის თემაზე ოკუპაციის მუზეუმის გახსნის ნაცვლად იქნებ სამალავებში აღმოჩენილი და ნაცბანდის მიერ გაუპატიურებისა და წამების ამსახველი ფოტოფირები გამოფინოთ?
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ინფორმაციამ, რომელსაც ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი _ დავით ფურცხვანიძე ასაჯაროებს ნ. ბურჯანაძის დიდი ბრიტანეთის შესაძლო აგენტობის შესახებ. არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი პროვოკაციები დასავლეთის პოლიტიკოსთა ბინძურ თავებში იხარშება, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვებიც _ ნ. ბურჯანაძე იყო ერთ-ერთი შემოქმედი ვარდების რევოლუციისა, რომელიც სოროსმა დააფინანსა. მისი მმართველობის დროს წაგვართვეს ეროვნება და მამის სახელი. ნ. ბურჯანაძისა და სააკაშვილის მიერ ხელდასმული საგარეო საქმეთა მინისტრის, გაურკვეველი რწმენისა და ღირებულებების მქონე ქალბატონის _ ს. ზურაბაშვილის ინიციატივით მოხდა რუსული ბაზების გაყვანა საქართველოდან, რასაც მოჰყვა თურქების ექსპანსია აჭარაში, ბორდელების გახსნა და 15-16 წლის გოგონების სექსმუშაკებად გამოყენებას. ნ. ბურჯანაძე დღესაც აანონსებს, რომ არცერთი სამხედრო ბაზა არ უნდა იყოს საქართველოში. არ ვიცი ამ განცხადებით ვისი გულის მოგებას ცდილობს ქალბატონი ნინო, მაგრამ ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის. რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობა საქართველოში ქვეყნის დაცულობის უალტერნატივო გარანტია. ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ რუსეთის კოლონია, მაგრამ რუსეთის კოლონიად ყოფნა სჯობს ამერიკის ბორდელს.
_ ნ. ბურჯანაძე ერთადერთია, რომელიც რუსეთში ჩავიდა, პუტინს დაელაპარაკა და როგორ იქნება აგენტი? _ ვერ ისვენებენ მისი მომხრეები. დიახ, ბურჯანაძე პოლიტიკოსია, რომელმაც საზოგადოების პულსაცია იგრძნო და რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობის მომხრეა. ამავე დროს, დადასტურებული ფაქტების ანალიზიც გავაკეთოთ: არავინ იცოდა, რომ სააკაშვილი ამერიკის აგენტი იყო და ხმების საკმარისი რაოდენობაც ამიტომ მიიღო. ცნობილია ისიც, რომ თავად რუსეთის პრეზიდენტი მ. გორბაჩოვი, რუსეთის ელჩი კანადაში _ იაკოვლევი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ე. შევარდნაძე ამერიკის აგენტები იყვნენ; ასევე, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი `ასო~-ების ჩათვლით ამერიკის აგენტები არიან და რა გასაკვირია ერთი ოპოზიციონერის ბრიტანეთის აგენტობა? ჩვენი პრემიერი თურქეთს რომ საქართველოს ისტორიულ მეგობრად მიიჩნევს, იქნებ თურქეთის აგენტია? ჩემმა თანამოაზრემ დამამშვიდა: არაფერი არ უნდა გიკვირდეს ამ არსებისგან, როცა იცი, რა იკითხება მის გვარში ორ `კ~ ბგერას შორისო.
წინასაარჩევნოდ დ. ტრამპმა აღნიშნა: `მხოლოდ სულელს არ ექნება სურვილი რუსეთთან ურთიერთობსი დალაგების~, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ მან თავისი წინამორბედთა პოლიტიკა განაგრძო, რათა სახე შეინარჩუნოს და ყველას აჩვენოს, რომ მსოფლიოს გამგებელია. სირიაში რუსეთთან დაპირისპირება მიზნად ისახავს მის გამოძევებას ევროპიდან, როგორც ენერგომატარებლების ექსპორტიორისა. სარაკეტო დარტყმები ამერიკის, ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ განხორციელდა საერთაშორისო ნორმების დარღვევით და კონგრესთან შეუთანხმებლად. ლიბერასტები და ზოგიერთი ექსპერტი დასცინის რუსეთის ძლიერებას, მაგრამ ამერიკა რეალურად აფასებს მის შესაძლებლობებს და ეშინია. რუსეთი ერთადერთი შემაკავებელი ძალაა ამერიკის წინააღმდეგ და თუ არა პუტინის თავშეკავება მესამე მსოფლიო ომი სახეზეა. სანამ ჩვენი ექსპერტები რუსეთს თავდაუზოგავად ლანძღავენ, თვალი გადავავლოთ რა განცხადებებს აკეთებდნენ, როცა რუსეთმა ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს დახმარება შესთავაზა: `რატომ უნდა წავეხმაროთ რუსეთს, რომ აგრესორის იმიჯი მოიხსნას? _ (რამაზ საყვარელიძე) _ `რუსეთიდან დახმარების შემოთავაზება ამორალური იყო, უფრო ამორალური კი იქნებოდა მისი მიღება~. _ (მამუკა არეშიძე). საკითხავია, ამათ მამული სტკივათ?!
ნურავის ექნება იმის იმედი, რომ ამერიკას თუ ძლიერი ეკონომიკა აქვს, რუსეთს დაშლის. ისტორიას ახსოვს სრულიად საპირისპირო ფაქტებიც და ბახტრიონის ომიც ამის თვალნათელი მაგალითია. რუსეთში იდეოლოგიის გაუკუღმართება და ევროპულით ჩანაცვლება არ მომხდარა და ტტოლსტოის, ლერმონტოვის, დოსტოევსკისა და პუშკინის მშობელ ქვეყანას ზნედაცემული დასავლეთი ვერაფერს დააკლებს. ჩვენ რას ვაკეთებთ? ნაცვლად იმისა, რომ ქართველობა ყოველ წამს ტკივილით გვახსენებდეს თავს, ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ. მიუხედავად ამისა, ხალხში ანტირუსული იდეოლოგიის გაღვივება ვერ შეძლეს, თუმცა საქართველო დღეს სამ ნაწილად დაშლილი, ეკონომიკურად განადგურებული, სულიერად დეგრადირებულია და ეს ყოველივე რუსეთთან დაპირისპირების შედეგია.
_ ჩვენ ქრისტეს სიმართლის გზით უნდა ვიაროთ, როგორ შეიძლება ეშმაკი რომ ერთ ლოყაში გაგვარტყამს მეორე მიუშვიროთ? _ გვმოძღვრავს `ობიექტივის~ ეთერიდან დიდი თარხანი _ ეს ყოველივე სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ რატომ ირჩევ პარტნიორად ტერორისტულ ქვეყანას და რას სთავაზობ რუსეთს დიალოგის რეჟიმში, როცა არც ნატოზე ამბობ უარს და არც ევროკავშირზე? ვისი ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვ, როცა იქაური მაცხოვრებლები არ თვლიან ამ ტერიტორიებს ოკუპირებულად? 27 წელია ეშმაკი (წაიკითხე, _ ამერიკა) ორივე ლოყაში გვირტყამს და რატომ მიიჩნევთ მას პარტნიორად, მოკავშირედ და არა მეზობელ მართლმადიდებელ რუსეთს?
პოლიტოლოგმა გ. ხუხაშვილმა ახალი წინადადება წამოაყენა: თუ არა ბ. ივანიშვილი, პრეზიდენტის პოსტზე დ. უსუფაშვილზე უკეთეს კანდიდატურას ვერ ვხედავო. ექსპრემიერმა პოლიტიკაში თავისი რესურსი ამოწურა. მახსოვს მისი სიტყვები ხელისუფლებაში მოსვლის წინ, როცა საამურ ცხოვრებას გვპირდებოდა: აი, გახსოვთ როგორი ცხოვრება იყო სსრკ-ს დროს?..~ და აღარ დაამთავრა. რა ქვეყანაც აგვიშენა სახეზეა. უსუფაშვილზე საუბარიც არ ღირს. მისი სახით პოლიტიკური გვამის გაცოცხლებაზე ზრუნავენ და ამიტომაც დააქორწინეს `ეროვნულ ფორუმთან~ დიდი ალბათობთი კახა შარტავას ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ `არ გათეთრდების ყორანი~… ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ყველა ერთი სცენარით იმართება. ი. ღარიბაშვილი გამოირჩეოდა ნაცებისადმი ხისტი დამოკიდებულებით და ამით თავი დაამახსოვრა საზოგადოებას, მაგრამ განა მისი პრემიერმინისტრად დანიშვნისთანავე არ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი?
ტელეკომპანია რუსთავი-2-მა წარმოადგინა კადრები, სადაც სოფ. ალგეთის მიმდებარედ, შემაღლებულ ადგილზე მოჭრილი ხეების მთები იდგა. ჟურნალისტმა ეს ვანდალური აქტი ბ. ივანიშვილის ოქროსმომპოვებელ კომპანიას _ `არენჯი გოლდს~ დაუკავშირა. ვისაც მამული სტკივა, ის ასეთ ბარბაროსობას თავისი სამშობლოს ბუნების მიმართ არ განახორციელებს, თუმცა ოქროს მოპოვებაზე ორიენტირებული სხვა ადამიანის უბედურ ყოფას ვერ გრძნობს და ხეების სატკივარს როგორ გაიგებს? გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს მეფისნაცვალ _ ბ. ივანიშვილის გამგებლობაში უკვე 9 მლ 700 ათასი კვ. მიწა ფიქსირდება და ჩვენი არჩეული ჩინოვნიკებიც ჩვენს ხარჯზე მდიდრდებიან.
ლიბერალიზმი მსოფლიოში აგრესიულ, რეპრესიულ ფორმად იქცა. გარდა იმისა, რომ ხდება უმრავლესობის დისკრიმინაცია და ადამიანური პრინციპების უგულველყოფა, თავად ადამიანურ ყოფიერებას შეუქმნა საფრთხე და იგი გაცხოველებისკენ მიჰყავს. ამიტომაც, უარი უნდა ვუთხრათ ლიბერასტულ დასავლეთს და გეზი ჩრდილოელი მეგობრისკენ ავიღოთ, რომელიც სუვერენული დემოკრატიის მომხრეა.
ძვირფასო მკითხველო, მოდით მცირე ხნით მოვწყდეთ რეალობას და ჩვენი ქართული ოცნება ვირტუალურ სამყაროში ავისრულოთ. რა სიკეთეებს მივიღებთ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობით?
დავივიწყებთ ჩვენთვის დამამცირებელ ფრაზას: ნატოში არ გვიღებენ, ჩვენი დევიზი იქნება არა _ ნატოს; არა _ ევროკავშირს. აღდგება ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა პირადობის მოწმობაში; ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდება, მართლმადიდებლობა _ სახელმწიფო რელიგიად; მოხდება უცხოელებზე გასხვისებული მიწებისა და ობიექტების ნაციონალიზაცია. შეწყდება ქართული მიწების გადაცემა მეზობელი ქვეყნებისათვის; დაწესდება სასჯელი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი გრძნობების შეურაცხყოფისათვის; დაწესდება კონტროლი `ასო~-ების უცხოეთიდან დაფინანსებაზე (რუსეთისა და ბელორუსის მსგავად). დაწესდება სასჯელი `ლგბტ~ იდეოლოგიაზე და მის ნებისმიერ გამოვლინებაზე; პროსტიტუციაზე და სახელმწიფო იდეოლოგიიდან ნებისმიერ გადახვევაზე; ქვეყნის საზღვრებთან ქართულ სამშვიდობო ჯართან ერთად განთავსდებიან რუსული სამშვიდობოებიც; დამთავრდება თურქული ექსპანცია აჭარაში; რეკლამები და წარწერები მხოლოდ ქართულენოვანი იქნება. უცხოელებს მხოლოდ ტურისტად შემოსვლის უფლება ექნებათ; განათლების სისტემა იქნება ეროვნულ-პატრიოტული და უფასო, ასევე ჯანმრთელობის სისტემაც. სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიებს. რუსეთი დაგვეხმარება, რათა ყველა დარგი და მეცნიერება განვითარდეს, აღდგეს ფაბრიკა-ქარხნები. ჩვენი პროდუქცია (200-მდე დასახელების) გავა ევრაზიულ ქვეყნებში. ასე, ნელნელა ავაშენებთ ქართულ საქართველოს. ისევ დავიბრუნებთ ღიმილს, რომელიც თავის დროზე რუსეთმა გვაჩუქა, ისევ გვეყვარება ერთმანეთი და `ცა-ფირუზ, ხმელეთ _ ზურმუხტოვანი~ ყვავილების ქვეყანა, ჩვენი სამშობლო _ საქართველო!
იზა თამაზაშვილი