საქართველო ბ.ივანიშვილის პოლიტიკურ ექსპერიმენტებს არ უნდა ეწირებოდეს

მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისელი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე ედუარდ ენსენი წერდა: ,,როდესაც ქვეყანას მეცნიერები, ექიმები, ინჟინრები და გონებრივი შრომის სხვა მუშაკები ტოვებენ, ასეთ ქვეყანაში მმართველები ხდებიან ბიზნესმენები, პოლიტიკოსებად კი გვევლინებიან პლებეები და მაწანწალები, ხოლო პარლამენტში ბაზრის სპეკულანტებს, სპორტსმენებსა და მსახიობებს ირჩევენ”. დღეს საქართველო სწორედ ასეთი რეალობის წინაშე დგას.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბ. ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში (გაზეთი ,,რაო-რაო” 2013წ. 9-5 ნოემბერი) განაცხადა, რომ საკუთარი ფულის 90%-ზე მეტს დახარჯავს თავისი ქვეყნის მოქალაქეებზე. საზოგადოების ერთმა ნაწილმა ბ. ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცენდენტო ნაბიჯი უწოდა.

ამ მართლაც უპრეცენდენტო დაპირებამ მე-14ს-ის ირანელი პოეტის – ჰაფეზის ჭეშმარიტად პოეტური აღმაფრენით შთაგონებული ლექსი გამახსენა, სადაც იგი გულის დარდის გამქირავებელს ქალაქების – ბუხარა და სამარყანდის ჩუქებას ჰპირდება. განრისხებულმა თემურ-ლენგმა იხმო ჰაფეზი და უთხრა: ,,როგორ ბედავ, შენ, ვიღაც დერვიში, ბუხარასა და სამარყანდს, რომლის განდიდებისთვის მე სიცოცხლეს არ ვიშურებ, ვიღაცას ჩუქნი? – ,,დიდო მბრძანებელო, ასეთმა გულუხვობამ ასე გამაღატაკა” – მიუგო ჰაფეზმა და თავის ძველმანებზე დაახედა. მახვილსიტყვიერებით მოხიბლულმა შაჰმა ხალათი აჩუქა, რაც დიდი პატივი იყო პოეტისათვის. ბიძინა თავის დაპირებებს არც გაუღატაკებია, არც ძველმანებით შემოსილა. ხალხმა მას ნდობის მანდატი და ქვეყნის მართვის სადავეები უბოძა.

აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის, რომ ყველა ღალატი ნდობით იწყება, ხოლო როგორც თავად ბ-ნი ბიძინა განმარტავს, მას ჭარბი ნდობა ჰქონდა ქართველი ხალხისაგან.

გაინტერესებთ რატომ დაარქვა ,,ქართული ოცნება” თავის შექმნილ პარტიას? ეს იდეა მისმა სათაყვანებელმა ჰომოსექსუალმა ფილოსოფოსმა – ფრიდრიხ ნიცშემ უკარნახა, რომელმაც ბრძანა: ,,მეოცნებე მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებს, მატყუარა კი მხოლოდ სხვებს”.

ასე ატყუა ქართველმა ხალხმა საკუთარი თავი წლების მანძილზე ნიცშეს იდეოლოგიით და ვერ გააცნობიერა დიდი ქართველი ჰუმანისტისა და მწერლის – ვაჟა-ფშაველას სიბრძნე: ,,ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაცი ძლიერ უფრთხის ოცნებას, უფრთხის იმიტომ, რომ ოცნება ჯერ ერთი, ტვინს ულაყებს კაცსა და მეორე – საქმეს აცდენს”.

ხელისუფლებაში მოსვლამდე ბ. ივანიშვილს ერთ-ერთ სამედიცინო დარგის მუშაკთან საუბრისას უთქვამს: ხელისუფლებაში მოსვლა არ მინდა, რადგან ან რუსეთი განაწყენდება, ან ამერიკა, ხოლო ხალხი ბოლოს სტვენით გამაცილებსო.

ეს პროგნოზი ნამდვილად ახდება, რადგან მას არცერთი გონივრული ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ. სამაგიეროდ, ყველაფერს აკეთებს საკუთარი თავისთვის. გარდა ამისა, მან დასჯის სანაცვლოდ მოასულიერა, გამოკვება და გააძლიერა კრიმინალური ბანდა ნაცების სახით, ხოლო ახლა საქართველოს ,,მეფისნაცვალი” ხალხს მოუწოდებს ჩემი ტახტი გადაარჩინეთო. იმედგაცრუება იმდენად მასშტაბურია საზოგადოებაში, რომ წარმოუდგენელია ავტორიტეტის აღდგენა. ივანიშვილმა ფარული გარიგება მოახდინა ხალხის ზურგს უკან, ქოცები ნაცებს წილშიც ჩაუჯდნენ და ხელისუფლების ზედა ეშელონებში თანამდებობებიც დაიკავეს. საზოგადოებაში ისეთი დოზით დაიბუდა ზიზღმა და სიძულვილმა, რომ ამ ხელისუფლების დასასჯელად ხალხის ნაწილმა ხმა იმ ნაცკრიმინალებს მისცა, ვისაც წინა წლებში ვებრძოდით.

ვინ დააგროვა ამდენი ნაგავი? ვინ გახადა მანიაკი სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება?

ეს გზა უღირსი და არაკაცურია, როცა ხალხთან დიალოგის ნაცვლად სხვა არჩევანის უფლებასაც უსპობ საზოგადოებას! საპრეზიდენტო არჩევნები არ მოუგია ქართველ ხალხ,ს არც რუსეთმოძულე ქალბატონს, ის სახელისუფლებო რესურსმა მოიგო. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ პირობებში არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება იქნებოდა, მაგრამ ქართველი ხალხი არ აღმოჩნდა მზად ამ პროცესისთვის. თავის დროზე ივანიშვილმა ინტელიგენციის დაფინანსება თავის დაცვის მექანიზმად აქცია. მას შემდეგ კი, როცა ხელისუფლებამ მარიხუანას პლანტაციების გაშენება დააანონსა, პირდაპირ ეთერში აცხადებენ, რომ ივანიშვილის გვერდით დგანან და ის გენიოსია. ამ მაამებლური რიტორიკით ცდილობენ შეინარჩუნონ აღნიშნული დაფინანსება, ხოლო ზოგი მწვანე შუქსაც ელის სახელისუფლებო თანამდებობებზე ეს ადამიანები ერთი ირანელი პოეტის ლექსიდან იმ კურტიზან ქალს მაგონებენ, რომელსაც ბრმა პარტნიორი ჩაუგდია ხელში და გულმოდგინედ არწმუნებს თავის სილამაზეში.

როგორი რიტორიკით ცდილობენ ე.წ. პატრიოტები საქართველოს საფრთხე აარიდონ? – ,,საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ საბჭოთა წარსულს” (დავით მაღრაძე) – საკითხავია, რა შეუქმნიათ ხალხის სასარგებლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ? – ,,პუტინი ცას არ გამოეკერება და რუსეთი დაიშლება” (შალვა ხაჭაპურიძე) მსგავსი რიტორიკა არის ლუსტრაცია იმ ადამიანებისა, ვინც დღეს თავს პატრიოტად მოიაზრებს.

 რომ არა ძლიერი რუსეთი, დღეს საქართველოში ლიბია ან ერაყი განმეორდებოდა. მე არ მიმაჩნია რუსეთი ნაკლებ ბოროტებად, ის საქართველოს უსაფრთხოების დაცვის უალტერნატივო გარანტია. იმ არსებებს, ვინც დღეს ნაცების მხარდამჭერნი არიან და ვინც ევროპული გზის მომხრეა 3 კატეგორიად დავყოფდი: 1) გაუნათლებელნი და უწიგნურნი; 2) ფსიქიატრის კომპეტენცია; 3) სარგებელზე ორიენტირებულნი.

რაც შეეხება ყბადაღებული ოკუპაციის თემას დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, რუსეთმა როგორც ადრე იხსნა მთელი საქართველო გამუსულმანებისაგან, ქართული ტერიტორიები გადაარჩინა ლიბერასტული დამანგრეველი იდეოლოგიისაგან, ,,ლგბტ” თემის პროპაგანდისაგან, იუვენალური იუსტიციის დაკანონებისაგან, იმ პოლიტიკისაგან, რაც საქართველოში მიზანმიმართულად ანგრევს რწმენასა და სულიერებას. გადაარჩინა ნარკოტიკების ლეგალიზაციისაგან და ათასი ჯურის კრიმინალი თუ გადამდები ინფექციური დაავადებების გამავრცელებელი მიგრანტების თარეშისაგან.

ასევე, ,,ნატოს” ბაზების განლაგებისაგან საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ჩვენი ქვეყნის არსებობისათვის დიდი საფრთხის შემცველი იქნებოდა. ვერც აფხაზები და ვერც ოსები ვერ მოხიბლა ჩვენმა ხელისუფლებამ უვიზო მიმოსვლის შეთავაზებით ევროპაში.

ამჟამად, ხელისუფლება, დიდი ალბათობით, გეგმავს ნაცბანდის ჩანაცვლებას ,,პატრიოტთა ალიანსით”. ამ პარტიის ლოზუნგი ,,ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ რუსეთთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ნატოსა და ევროკავშირზე” – ბევრ კითხვებს აჩენს. მაშ, რაზე ესაუბრები, რას სთავაზობ რუსეთს? ამ ლოზუნგის პერიფრაზს ვთავაზობ საზოგადოებას: ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამერიკასთან, ევროპასთან, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და უსაფრთხოების უალტერნატივო გარანტი უნდა იყოს მართლმადიდებელი რუსეთი. ამ დასკვნამდე რომ მივიდეთ სახელმწიფო მოღვაწეები უნდა გვყავდეს ხელისუფლებაში, რომელიც ქვეყნის ისტორიის გათვალისწინებით მომავალ თაობებზე იფიქრებენ და არა ე.წ. პოლიტიკოსების მსგავსად მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე არჩევნებიდან არჩევნებამდე. ამჟამად ვინ გვყავს ხელისუფლებაში?

ამ კითხვაზე პასუხს მე-20ს-ის ამერიკელი პოლიტიკოსი – ენდრიუ რასელი გვაძლევს: ,,დემოკრატიის პირობებში სულელებს აქვთ უფლება კენჭი იყარონ, ხოლო დიქტატურის პირობებში – ქვეყანა მართონ”. საქართველოს მომავალი განვითარება ქვეყნის ისტორიულ ანალიზზე დაყრდნობით განსხვავებულ ღირებულებებს ითხოვს და არა ერთი ძალის იმავე იდეოლოგიის მეორე ძალით ჩანაცვლებას. ყბადაღებული გამოხატვის თავისუფლების ლობისტებს არც ,,ცისფერები” აინტერესებთ, არც ფერადკანიანთა უფლებების დაცვა, ერთადერთი ფერი, რომელიც აღელვებთ – მწვანეა. ხელისუფლებაში უუნარონი კი არ არიან, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს, პირიქით – უნარიანი მავნებელნი.

რაც შეეხება შეთავაზებებს – ნატო-რუსეთი – შეუთავსებელი იდიოტიზმია, და მხოლოდ ელექტორატის მიზიდვისკენ არის მიმართული. შეთავაზება კი ასეთი უნდა იყოს: არა – ნატოს, არა – ევროკავშირს, რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმება და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება. ამ პროცესების ხელისშემშლელია ის ლიბერალური ძალები, რომელსაც ,,კარტბლანში” მისცა ბ. ივანიშვილმა, ხოლო ეს პროცესი და პოლიტსაბჭოში მათი გაერთიანება ასე შეინიღბა: მათ უკეთ გავაკონტროლებო.

ივანიშვილს ქართველი ხალხის სოციალური მდგომარეობის გაჯანსაღება რომ უნდოდეს პაატა გიორგაძის მსგავს ეროვნულად მოაზროვნეებს დაიყენებდა გვერდით და მის მიერ ინიცირებულ მტკნარი წყლის პროექტს განახორციელებდა, რომელსაც ყოველწლიურად 10 მილიარდის შემოსავლის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის.

ბიძინამ კი მხოლოდ საკუთარი შემოსავლის გასაზრდელად ნარკოპლანტაციების გაშენება და ქართველი ერის გადაშენება დაისახა მიზნად. რა დავარქვათ ამ ფაქტს, თუ არა ერის მიზანმიმართული მტრობა? მისთვის სტალინიც არ არის პრიორიტეტული იმიტომ, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაციისა და პლანტაციების გაშენებისთვის სტალინის ეპოქაში ხალხის მტრად იქნებოდა გამოცხადებული. სტალინს კი იმიტომ ებრძვის, რომ თავად უნდა იქცეს თაყვანისცემისა და ,,ჭარბი” ნდობის ობიექტად, მაგრამ რეალურად მას კოჭებამდეც ვერ მისწვდება. აბა, სად ერეკლე და სად … სექსუმცირესობა?

 ხელისუფლებამ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, ნაცბანდის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი კადრების გასაჯაროებით. როცა არსებობს კადრები, მტკიცებულებები და არ ისჯება კრიმინალი, თავად ხელისუფლება გვევლინება დამნაშავეთა თანამოაზრედ.

სახელმწიფოს ფუნქცია თავისი მოქალაქის აღზრდა და მისი იდეოლოგიის ჩამოყალიბების სწორი ორიენტირია, რომლის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი სამშობლოს განცდა უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, აზროვნების დეგრადირება ხდება და თავად კომუნისტურ ეპოქაში განათლებამიღებულნიც რუსულ მენტალიტეტზე უარყოფით კონტექსტში საუბრობენ.

 ნუკრი ქანთარიამ თუ არ იცის რა დამართა ექსპროკურორმა როლანდ ახალაიამ ევროპული მენტალიტეტის წვერცანცარა თხას, ეს იცის მთელმა სამეგრელომ და ცოტა ფრთხილად იმ მენტალიტეტთან, რომელმაც სამშობლო და ქართველობა შეგვინარჩუნა, თორემ ქართველი ხალხი იმასვე დამართებს ევროპული მენტალიტეტის ე.წ. პატრიოტებს.

აჯობებს საქმე აკეთონ, სტრატეგიული ობიექტები არ გაყიდონ, სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარონ და მოხდეს ქვეყანაში პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური რეფორმები. ნეგატიურ მოვლენებს, რაც ქვეყანაში ვითარდება საკადრო ცვლილებები ვერ შეაჩერებს.

ფულზე და მანქანებზე ორიენტირებული ხელისუფლება ბიძგს აძლევს ახალ ეროვნულ გამოღვიძებას და პოლიტიკური თვითგამორკვევის პროცესს, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ნაც-ქოცების ბოგინს ჩვენს სამშობლოში. ქართველ საზოგადოებას მივმართავ:

– თუ გინდათ, რომ თავდახრილნი, მორჩილი ღიმილით უყუროთ როგორ ირბენენ პედოფილები თუ ათასი ჯურის უცხოტომელები ჩვენი სამშობლოს ბავშვთა მოედნებზე… თუ გინდათ, რომ გადასახადი უხადოთ სახელისუფლებო ნაბიჭვრებს… თუ გინდათ, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაციას შეეწიროს ახალგაზრდა თაობა… თუ გინდათ, რომ უცხოტომელებმა ქართველები ჩვენივე სამშობლოში მონებივით ამუშაონ, საკუთარი სოფლები, უბნები შექმნან და ქართველებს იქ შესვლა აუკრძალონ… თუ გინდათ, რომ ქართველი ერი დომინანტი აღარ იყოს საქართველოში… თუ გინდათ, რომ მოთმონებით ველოდოთ ქართული სულიერებისა და გენოფონდის დასამარებას… თუ გინდათ, რომ ჩვენს სამშობლოს აღარ ერქვას საქართველო… მხარი დაუჭირეთ ბ.ივანიშვილის პოლიტიკურ კურსს!!!

,,სახელმწიფოებს აშენებენ იდეალისტები და პატრიოტები, ჯერ არავის უნახავს ვაჭრუკანებისა და კარიერისტების მიერ აშენებული ქვეყანა” (კარლ მანერჰეიმი, ფინელი სახელმწიფო მოღვაწე, მე-20ს.).

საქართველო ბ. ივანიშვილის პოლიტიკურ ექსპერიმენტებს არ უნდა ეწირებოდეს.

1.12.2018 წ.

იზა თამაზაშვილი ტელ: 593 90 55 07