22.11.2024

დავინახავთ დასავლეთის გულის შემაღონებელ „სიკეთეებს“?

გვინდა თუ არა გალიტვება? ეს კითხვა არვის დაუსვამს, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე,  ქვეცნობიერად ვსვამთ და ნაწილი ჩვენი მოსახლეობისა, ნეგატიურად სცემს კითხვას, პასუხს.

მსოფლიოს პოლიტიკური პროცესები, თავიდან ბოლომდე რომ რუსეთს უკავშირდება, საკამათო არაფერია. რუსეთი კი, თავისთავად მიგვანიშნებს უკრაინისკენ, სადაც რუსეთი აწარმოებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას.

რატომ და რისთვის — ამ კითხვებზე სიღრმისეული პასუხები მრავალ სტატიას მოიცავს, მომავალში ტომებს. ამდენად თავს შევიკავებ სიღრმისეულობაზე და ზედაპირულობას მივმართავ — მარტივს და გასაგებს ნებისმიერი მკითხველისთვის, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც გრძელი სტატიების კითხვის არც თავი აქვს და არც სურვილი.

სამწუხაროდ, ჩვენი თანამედროვეობა — სმარტფონზე მიჯაჭვული და ინტერნეტით დამონებული, სწრაფი ინფორმაციის, მეტადრე ზედაპირულის მოთაყვანეა და არა საფუძვლიანი, სიღრმისეული ინფორმაციების კითხვის მსურველი.

რა გაეწყობა, დროა ასეთი. და რახან ასეა, ვიტყვი, რომ რუსეთმა სპეცოპერაცია იმიტომ დაიწყო ა.წ. 24 თებერვალს, თვით არ გამხდარიყო მეზობელი უკრაინის სპეცოპერაციის ობიექტი.

რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განმარტებით, უკრაინა აპირებდა ასეთს — 8 მარტს, მაგრამ პუტინმა დაასწრო, რითაც დაადასტურა მის მიერ საჯაროდ ნათქვამი ასეთი რამ — ბავშვობაში, ქუჩაში თუ ჩხუბი იყო გარდაუალი,  პირველს მე უნდა დამერტყაო.

პირველი დარტყმა მეტოქის შეზანზარებას ნიშნავს და არა მარტო. მან შეიძლება გავლენა იქონიოს ჩხუბის შედეგზე. მაშინ პუტინმა გაიხსენა დიდი სამამულო ომის დასაწყისი და ისიც თქვა, საბჭოთა კავშირს რომ დაერტყა ფაშისტური გერმანიისთვის, საბჭოთა მხრიდან ამდენ მსხვერპლს ადგილი არ ექნებოდაო.

ერთხელ დავწერე პუტინისეული ამ ვარაუდის შესახებ და გავიმეორებ — მაშინდელი კრემლისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თუ რა სტატუსით წარდგებოდა საბჭოთა კავშირი მსოფლიოს წინაშე — აგრესიულის თუ აგრესიის მსხვერპლის.

სწორედ აგრესიის მსხვერპლობამ გამოიწვია აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, სხვა ქვეყნების სიმპათია სსრკ-ს მიმართ, რამაც შეკრა „დიდი სამეული“.

რისთვის აწარმოებს რუსეთი სამხედრო ოპერაციას? ამ კითხვას თითქოს პასუხიც გაეცა, მაგრამ როგორც ჩანს მას ნაკლებად იზიარებენ არა მარტო რუსეთის ფარგლებს გარეთ, არამედ რუსეთშიც.

მიუხედავად რუსი პოლიტოლოგების, პოლიტიკოსების ძალისხმევისა ყოველდღიურ სატელევიზიო თოქ-შოუებში, ურწმუნო თომათა რაოდენობა არ კლებულობს. არადა რა არგუმენტიც კრემლს მოჰყავს, კითხვის საბაბსაც არ იძლევა. ნეონაციონალიზმის წინააღმდეგ ომს კითხვა არ სჭირდება. სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომიდან თითქმის საუკუნის გავლის შემდეგ, დამარცხებული ნაციზმის აღორძინების წინაშე აღმოჩნდა მსოფლიო, მაგრამ რეაქცია ნულის ტოლია.

ვინ გააკეთა რეაგირება? რუსეთმა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში 27 მილიონი ადამიანი დაკარგა. რუსეთმა, რომელმაც ყველაზე მატად იგემა ქალაქებისა და სოფლების ნგრევა, საკუთარი ევროპული ნაწილის მიწასთან გასწორება.

ძვირი დაუჯდა საბჭოეთს აღმშენებლობა, გაცილებით ძვირი, ვიდრე აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ევროპის ქვეყნებს. ასე რომ, მსგავსის მოლოდინში პუტინი სხვა გადაწყვეტილებას არ და ვერ მიიღებდა, ვინაიდან მან იცოდა, რომ უკრაინული ნაციზმის უკან არა მარტო აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი დგას, არამედ სხვა ქვეყნებიც — აშშ-ს მოკავშირეები.

სუსტი არგუმენტია? მაშინ სინამდვილეს ჩავხედოთ თვალებში. განა უკრაინელთა მიერ აშენებული მიწისქვეშა და მიწისზედა სამხედრო ობიექტები, მრავალკილომეტრიანი სანგრები, ბეტონირებული სამალავები, შეიარაღება, ნაცისტური ლიტერატურა, რომლითაც უკრაინელი სამხედროები „იკვებებოდნენ“ საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რისთვის და ვის წინააღმდეგ ემზადებობდნენ ისინი?

ლოგიკურად თუ მივუდგებით ამ საკითხს და ასეც უნდა მივუდგეთ, უკრაინას არაფერი ჰქონდა გასაყოფი ბელორუსთან, მოლდოვასთან, ევროკავშირთან, მაგრამ ჰქონდა რუსეთთან, მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული და დიდი სამამულო ომით გაგრძელებული.

უკრაინა იყო პირველი სსრ-ა, რომელიც ჩაეხუტა ფაშისტურ გერმანიას და ფაშისტური ოკუპაციის წლებში ისე მჭიდროდ ითანამშრომლა ნაცისტებთან, რომ დაპყრობილ პოლონელებს, უკრაინელთა ნაწილს, ებრაელებს, რუსებს გაცილებით მეტად ერჩივნათ გერმანელ ფაშისტებს ჩაბარებოდნენ, ვიდრე ბანდერელ უკრაინელებს.

გერმანელები წამების გარეშე ტყვიით კლავდნენ მათ, უკრაინელი ნაცისტები — ნაჯახებით, წამებით.

ვისაც თვალი შეუვლია დატყვევებული უკრაინელი ნაცისტების გაშიშვლებული სხეულისთვის, ჰიტლერისა და სხვა ფაშისტი ფიურერების ტატუირებული პორტრეტების, სვასტიკების, ციტატებისთვის, ვერაფრით იტყვის, რომ ისინი უმანკო კრავები არიან და არა ნაცისტები.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული — საარაკოა. რუსს არ შეეძლო ამაზე თვალის დახუჭვა — სამამულო ომის საშინელებათა გადამტანს.

რუსს არ შეეძლო ისეთი ზედაპირულობით განეხილა უკრაინული ნეოფაშიზმი, როგორც აშშ-ს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სხვებს.

რუსს არ შეეძლო თვალი დაეხუჭა კოლექტიური დასავლეთის ქმედებაზე ნაცისტურ უკრაინაში, ვინაიდან მისი უსაფრთხოების საკითხი იდგა დღის წესრიგში.

რუსს არ შეეძლო 2014 წლის მაიდნის რევოლუციის შედეგებისთვის თვალის არ გასწორება და იმ სინამდვილის არ დანახვა, რასაც ჰქონდა და აქვს ადგილი.

რუსმა დაინახა, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა ააღორძინა უკრაინული ფაშიზმი, ბანდერიზმი, რუსოფობია, მოჭარბებული რუსული სიძულვილი.

რუსი ხედავდა და ხედავს, როგორ ეხმარება აშშ-ი, ნატო, ევროკავშირი, სხვა ქვეყნები უკრაინას ფინანსებით, იარაღით, სამხედრო ამუნიციით, მორალურად, სამხედრო ინფორმაციის მიწოდებით.

რუსი ხედავს, რომ მეორე მსოფლიო ომის მსგავსად, მის წინააღმდეგ მრავალი ქვეყანა იბრძვის.

რუსი ხედავს, რომ უკრაინის ტერიტორია საბრძოლო მოქმედების თეატრად არის ქცეული, სადაც ერთმანეთს ეომებიან რუსეთი და კოლექტიური დასავლეთი. და ეს უნდა დაინახოს ყველამ, ვისაც საღი აზრი აქვს.

ეს, უნდა დაინახოს საქართველოს მოსახლეობამ, პოლიტიკურმა სპექტრმა, პოლიტოლოგიამ, რიგითმა ადამიანმა, მაგრამ ვერ ხედავს. რომ დაინახოს, ინფორმაციას უნდა ფლობდეს, არა ისეთ ცალმხრივს, როგორც დღევანდელს, არამედ მრავალმხრივს.

სამწუხაროდ, მას ეს შესაძლებლობა მოუსპეს — რუსული ტელეარხების გათიშვით. ანალოგიური გააკეთეს აშშ-ი, ევროკავშირში, სხვა ქვეყნებში. მოსახლეობა დატოვეს ცალმხრივი ინფორმაციის ვაკუუმში.

უინფორმაციოს კი ეტყვი იმას, რაც ხელისუფლებას სურს — ცხადია, უპირველესად ანტირუსულს. ეტყვი იმას, რომ აგრესია, სხვისი ტერიტორიის ოკუპაცია მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის.

ეტყვი იმას, რომ რუსეთი არღვევს ცივილიზებული სამყაროს მიერ შექმნილ წესებს და ა.შ. ეტყვი, მაგრამ არ მოისმენ რუსის ნათქვამს, არ გაავლებ პარალელს „ცივილიზებული სამყაროს“ ქმედებასა და რუსეთის ქმედებას შორის.

არ იკითხავ, რამ გამოიწვია რუსეთის მძაფრი რეაქცია, რამ დაარღვევინა მას, სხვა ქვეყნის საზღვარი.

არ ჩაიხედავ სიღრმისეულად „ცივილიზებული სამყაროს“ ისეთ ქცევაში, როგორიცაა სხვათა საზღვრების „გადაულახაობა“.

აშშ-ს, ნატოს, ევროკავშირს არ დაურღვევიათ უკრაინის საზღვარი, მაგრამ დაურღვევლად აღმოჩნდნენ უკრაინაში.

აღმოჩდნენ „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციებით, მიზანში ამოღებული ქვეყნების პოლიტიკოსების მოქრთამვით, დამონებით, მათი პოლიტიკური შეხედულებების სათავისოდ გარდაქმნით, ეკონომიკური, კულტურული ყოფის ისე წარმართვით, რაც „დემოკრატიით“ მოცულ „ცივილიზებულ სამყაროს“, ნიშანში ამოღებული ქვეყნის სრული მორჩილების გარანტიას აძლევს.

ციხის შიგნიდან გატეხვასთან გვაქვს საქმე, რის შესახებაც ვიცით ისტორიის სახელმძღვანელოებიდან. რომ იტყვიან, ახალი, ძველის გამეორებაა, ოღონდ სხვაგვარად შეფუთული, თანამედროვეობისთვის შესაფერისი პრიალ-პრიალა ქაღალდებში გახვეული.

შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას და ვაღიაროთ, განა ასე არ არის? დასავლეთთან მჭიდრო, ყოველმხრივმა ურთიერთობამ გაგვიზარდა პოლიტიკური კლასი, ჟურნალისტიკა, პოლიტოლოგია; შეგვაყვარა ყოველივე დასავლური; შეგვაძულა საკუთარი ისტორია, ყოფა, კულტურა, ცხოვრების წესი. გადაგვკიდა რუსეთს, როგორც „ისტორიულ მტერს“, ისე დაგვაშორა მისგან, როგორც კეთროვნისგან.

რუსეთზე რაიმე დადებითის თქმა, საჯაროდ, პრესით, ელექტრონული მედიით ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

რუსეთზე ლაპარაკი მხოლოდ უარყოფითად შეიძლება, ნაცისტურ უკრაინაზე — მხოლოდ დადებითად. უკრაინაში მებრძოლი ქართველი გმირად არის შერაცხული. დაღუპული, გმირულად იმარხება სამშობლოში. საქართველოს თავისუფლებას შესწირა მან თავიო —ვაცხადებთ და არვინ ამბობს, რომ ის, უკრაინა ფაშისტურია.

არვინ კითხულობს დიდ სამამულო ომში ვის ებრძოდა საბჭოთა საქართველო? ვის ან რას შესწირა თავი 350000 ქართველმა? — გერმანულ ფაშიზმს თუ იქნებ გერმანულ ცივილიზაციას? იმ დონეზეც დავედით, ვნატრობთ (დაგვიანებით), რომ წაგვეგო, ბავარიულ ლუდს დავლევდით და „მერსედესებით“ ვივლიდითო.

საქართველოს სურს ევროკავშირში ყოფნა — ვყვირივართ და არ ვიცით რა არის ევროკავშირი, რა სისტემაა, არის თუ არა ქართული მენტალიტეტისთვის მისაღები იქ ყოფნა?

დემოკრატიულია იქაურობა და ამიტომ გვინდაო, რომ ვაცხადებთ, ვინ დაგვიშალა დემოკრატიის აქ განვითარება? საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის აზროვნება, ყოფითი კულტურა, ცხოვრების წესი, იმ ისტორიულ წარსულს ეფუძნება, საიდანაც ე.წ. ევროპული დემოკრატია, ადამიანის თავისუფლება შორსაა.

აქაურთათვის მიუღებელია ლგბტ-ობა, ერთნაირსქესიანთა ქორწილი და სხვა უკუღმართობა, მაგრამ ჯერ-ჯერობით. და თუ ასე გაგრძელდა, ანუ „დემოკრატიულ დასავლეთთან“ მჭიდრო იდეოლოგიური თანამშრომლობა, რომელიც მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობას უფრო ჰგავს, სულ მალე სადავოც არაფერი იქნება. დამონებული მოსახლეობა თვალსაც დახუჭავს და ყურსაც დაიხშობს. აი, მაშინ კი ვიქნებით „შინ“ ევროპაში.

ერთი მავანი ექსპერტი რადიო „პალიტრაზე“ დაბეჯითებით აცხადებდა, რომ საქართველოს მოსახლეობას ისე მტკიცედ აქვს შეგნებული და გადაწყვეტილი ევროატლანტიკურ სივრცეში ყოფნა, ვერაფერი შეაცვლევინებსო.

როგორც ჩანს, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჩიტებმა მოუტანეს ეს ამბავი — იმათ, ვისაც სულაც არ აინტერესებთ საქართველოს მოსახლეობის აზრი. რომ აინტერესებდეთ, რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდნენ. არ ითხოვენ, ვინაიდან იციან ნეგატიური შედეგი.

იმას კი, ვისაც გულით სწადია ევროკავშირის წევრობა, წარმოდგენაც არ აქვს იქაურობაზე. ერთ მაგალითს მოვიყვან. საქართველო რომ ევროკავშირში იყოს, ბრიუსელი მას რეკომენდაციას კი არ გაუწევს, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, არამედ უბრძანებს და ისიც, ანუ საქართველო დაემორჩილება.

ასე მოიქცა ამჟამად ბრიუსელი ლიტვის მიმართ, რომელსაც რუსეთ—კალინინგრადის დამაკავშირებელი სატრანზიტო გზა ჩააკეტვინა და ტვირთბრუნვა ლამის გაანახევრებინა „ორ რუსეთს“ შორის. არის თუ არა ლიტვის ქმედება, ანუ ევროკავშირის დასაგმობი? უდავოდ არის, ვინაიდან სუპერსახელმწიფოს პირდაპირი გამოწვევაა, ამასთანავე საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვა.

ჯერ-ჯერობით რუსეთი ცდილობს დიპლომატიური გზით საკითხის მოგვარებას, მაგრამ თუ ვერ მოაგვარა, რა გზას აირჩევს? ძალისმიერს, ვინაიდან სხვა გზა მას აღარ დარჩება! ვინ და რისთვის მოიგონა სატრანზიტო გზის ჩაკეტვა? კოლექტიურმა დასავლეთმა, რუსეთის გასაღიზიანებლად და იმის გამოსარკვევად რას გააკეთებს რუსეთი.

ძალის გამოყენების შემთხვევაში დასავლეთი რუსეთს აგრესორად გამოაცხადებს, ნატოს წევრ სახელმწიფოზე თავდამსხმელად. ასეთს კი, კოლექტიური ნატო გაუსწორდება — საკუთარი წესდების მიხედვით და რას მივიღებთ? რუსეთ—ნატოს ომს! ანუ მსოფლიო ომს! შესაძლოა ბირთვულს!

ის, რომ ლიტვა მიწასთან გასწორდება — უეჭველია. ლიტვას აიძულებენ გამოიწვიოს რუსეთი. აიძულებენ ვაშინგტონ-ბრიუსელი და მათ მიერ დასმული ლიტვის ხელისუფალნი. არის თუ არა ასეთი სცენარის გამეორების შესაძლებლობა ევროკავშირში გაწევრებული საქართველოსთვის?! უდავოდ, არის! გამოწვევა არა მარტო გზის ჩაკეტვით შეიძლება, სხვა რამითაც, რისი დიდოსტატები არიან ვაშინგტონში.

გაშმაგებულო აქაურო „ევროპელებო“, მოუსმინეთ რა ბრძანა აშშ-ს უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ბოლტონმა. ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს მან ბრძანა, რომ პირადად მონაწილეობდა სხვა ქვეყნების მთავრობების დამხობაში, ანუ ე.წ. რევოლუციების მოწყობაში.

თუ წინათ აშშ-ი კატეგორიულად აცხადებდა, რომ ის არ მონაწილეობს სხვა ქვეყნების ხელისუფლებების ჩამოგდებაში, დღეს პირდაპირ, უშიშრად აცხადებს, რომ მონაწილეობს. აშშ-ს ამ სიბინძურეში მონაწილეობა ყველასთვის ცნობილი იყო, მაგრამ დღეს, ის თვითონ ამბობს ამას. რა გარანტია გვაქვს ჩვენც არ მოგვიწყოს ასეთი?!

ჩვენ კი მისკენ მიგვიხარია — დემოკრატიაა იქ და ადამიანის თავისუფლებაო. თუ ქართველობა დემოკრატიად თვლის აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის ვაჟის ჰანტერის მიერ ნარკოტიკების მიღებას, მეძავ უკრაინელ ქალებთან ორგიების მოწყობას, თინეიჯერ გოგონებთან ბღლარძუნს და ამ სექსუალური სცენების ვიდეო-კადრებზე აღბეჭდვას და ინტერნეტში განთავსებას, ვერ ყოფილა ქართველობის საქმე კარგად!

როდესაც აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის ქალიშვილი თავის ნიგნში მამას ბრალს სდებს თინეიჯერობაში მამასთან ერთად ბანაობის დროს, მამა მებღლარძუნებოდაო და შენ, ქართველს გსურს აშშ-ნ ჩახუტება, ავადმყოფურ ლტოლვას უფრო ჰგავს, ვიდრე გონივრულ ნაბიჯს.

შემედავებით, ყველანი არ არიან ასეთიო. გეთანხმებით, მაგრამ ქვეყანაში, სადაც მსგავსი სიბინძურე საყოველთავო აღშფოთებას ან პროტესტს არ იწვევს, იქ ყველაფერი დაიშვება.

ბევრი სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, მაგრამ დღეს ეს ვიკმაროთ. ხვალ კი ახალი სიურპრიზები გველის, მაგრამ დავინახავთ დასავლეთის „ფასეულობებზე“ შეყვარებულები გულის შემაღონებელ „სიკეთეებს“?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

15/07/2022