23.11.2024

ქ. ბორჯომის მერს, დავით ზაალიშვილს; ბორჯომ-პარკის დირექტორს, მერაბ იობაშვილს

საქართველოს ტერიტორიის 40% ტყით არის დაფარული. მიუხედავად ამისა, ლიბერასტი ხელისუფლების ინიციატივით გააუქმეს გარემოს დაცვის სამინისტრო, ჩინელებს ტყით სარგებლობის 49 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და ქვეყანაში არ მოქმედებს სტრუქტურა, რომელიც შეისწავლის მათი საქმიანობის მიზანშეწონილობას.

ამ ფონზე 2019 წლის 6 სექტემბერს გაზეთი „ბორჯომი“ აქვეყნებს წერილს „ნუ გადააქცევთ ისტორიულ პარკს სავაჭრო ობიექტების ფილიალად“. ეს იყო დამსვენებლის პროტესტი ყოველივე იმის გამო, რაც ბორჯომ-პარკში ხდება. თუ ყველაფერი დამსვენებლის მოსაზიდად კეთდება, ხალხის აზრიც უნდა გაითვალისწინოს როგორც ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით ზაალიშვილმა, ასევე პარკის დირექტორმა – მერაბ იობაშვილმა. ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ცალკე ტერიტორია უნდა გამოყოს ქალაქში ატრაქციონებისთვის და სავაჭრო ობიექტებისთვის, რაც ქალაქის განვითარებასაც შეუწყობს ხელს და პარკის ის ტერიტორიაც, სადაც მინერალური წყალი ამოდის, უსახური და უხარისხო გასართობი საშუალებებისგან გათავისუფლდება. ის, რისი მოწმეც თავად გავხდი წინა წლებში – ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: პარკი, სადაც სიმწვანით, სისუფთავით, ჟანგბადით და ჩიტების ჭიკჭიკით უნდა ტკბებოდე, ქარვასლად, მიკირტუმას დახლად იყო ქცეული. თუ საუდის არაბეთიდან ჩამოსულ ტურისტებსაც გავითვალისწინებთ, ბორჯომ-პარკი კი არა, შეითან-ბაზრად იყო ქცეული, სადაც არაბები პირდაპირ გაზონებზე ბაირამობდნენ და ბილწავდნენ იქაურობას, ვერ ნახავდი პარკში სკამს, რომელზეც მშვიდად დასვენება შეიძლებოდა და გამაყრუებელი, უაზრო მუსიკით და რაღაც სანახაობის რეკლამირებით ყურებს არ გამოგიჭედავდნენ. გარდა ამისა, სამკურნალო დაწესებულებები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ნაწილისათვის, აღარ არსებობს, რაც ბუნებრივი რესურსის გასხვისება-გაყიდვის შედეგია… ყოვლად დაუშვებელია პლატოზე სასტუმროების მშენებლობა, რადგან არსებობს ეროზიის საშიშროება და მშენებლობების ჩამოშლის საფრთხე. ამასთანავე, 800 ჰექტარზე ჩატარდა სანიტარული ჭრები 9 კბილა ლაფნიჭამიას გასაუვნებელყოფად. ხანძარმა ბორჯომის ტყეს დიდი ზიანი მიაყენა და თუ ტყის რესურსი არ გაიზარდა, აღარც ტყე იქნება და აღარც დამსვენებელი.

ბორჯომის მკვიდრი – „ბორჯომის პარკმა დაკარგა თავისი ფუნქცია, ბოლო წლებია ყოველ წელს ახალი დირექტორი ინიშნება პარკების განაშენიანების საკითხში პროფესიონალიზმის და დამსახურების გარეშე. პარკი ბიზნეს-გარემოდ გადაიქცა. ხდება ხეების ჭრა პარკისა და მიმდებარე ტერიტორიებზე. მრავალწლოვან ხეებზე ატრაქციონებისთვის გაბმულია ტროსები, რაც სიცოცხლისუნარიანობას უკარგავს ხეებს. პარკი ეწირება ვიღაცის კერძო ბიზნეს-ინტერესებს და ქალაქის ხელმძღვანელობაც ამას ლობირებს. ასე თუ გაგრძელდა, პარკში ხე აღარ დარჩება. ვინმე დაწყნარებული რომ შემოვიდეს პარკში, გაგიჟებული წავა“.

წერილით ბორჯომის დეპუტატსაც მივმართე, მაგრამ ბორჯომ-ქალაქზე, ამ უნიკალურ გარემოზე ყველაზე მეტად ადგილობრივ მკვიდრს უნდა შესტკიოდეს გული. ათწლეულებია ბორჯომში დავდივარ სექტემბრის თვეში და ის იდილია, ტყის ფანტაზია, რაც წელს ვიგრძენი, ძველ დროს მახსენებს. არ მინდა ეს ფაქტი კორონავირუსის დამსახურებად ჩავთვალო, მინდა ეს ქალაქის ახალი მერის – დავით ზაალიშვილის და პარკის დირექტორის – მერაბ იობაშვილის მიერ კარდინალური ცვლილებების დასაწყისი იყოს. შემოგთავაზებთ ჩემს ხედვას:

– პარკის შესასვლელში გაკეთდეს ბანერები – რისი დათვალიერება შეიძლება (ანუ დიქტოფონებისა და წივილ-კივილის გარეშე);

– ჯართი გავიდეს პარკიდან და სადაც განთავსდება, იქაც შეიძლება პარკის შემოსავლის საშუალებად გამოყენება (თუ, რა თქმა უნდა, ნაცმანიაკი სააკოვის ხსოვნისთვის არ ინახავთ);

– ტროსები მოხსენით და ხეებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცით;

– გაკეთდეს ბანერი, რომ მკაცრად დაჯარიმდება ყველა, ვინც პარკს დაანაგვიანებს.

ბორჯომ-ქალაქი ჩემი უსაყვარლესი კურორტია. გისურვებთ წარმატებებს.

პატივისცემით, იზა თამაზაშვილი  593 90 55 07