23.11.2024

ევროპელი მილიარდერის ღირსების ტესტი ქართველებისთვის

,,ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ფულს ყველაფერი შეუძლია, სინამდვილეში ყველაფერზე წავლენ მის გამო“ – ფრანსუა ვოლტერი (ფრანგი მწერალი, მე–18ს). ეს თეზა სიღრმისეული თვალსაჩინოებით წარმოგვიდგინა ევროპელმა მილიარდერმა და მსხვილი კორპორაციის მფლობელმა, რომელიც ისე ექცეოდა თავის ქვეშევრდომებს, როგორც სათამაშოებს. კორპორაციის ერთმა ჟურნალისტმა სცადა მილიარდერისათვის დაემტკიცებინა, რომ ფულით ყოველთვის ყველაფრის ყიდვა არ შეიძლება. საპირისპიროს დამტკიცებას შეეცადა მილიარდერიც და მათავარი რედაქტორი თავისთან იხმო. მილიარდერი მას გამჭოლი შუშის თვალებითა და გაყინული სახით დახვდა, რომელზეც მხოლოდ ტუჩები მოძრაობდნენ. ტუჩებმა ბრძანეს: – გაიხადე!

რედაქტორი დაბნეული შეჰყურებდა მბრძანებელს და ამოიბლუკუნა: რო… როგორ…? – გაიხადე! – გაიმეორეს ბრძანება ტუჩებმა. რედაქტორმა, ისე, რომ მბრძანებლისთვის თვალი არ მოუშორებია ნელი მოძრაობით პიჯაკი გაიხადა და შარვლის ღილების შეხსნა დაიწყო. – ,,რას აკეთებ?“! – შეუძახა მბრძანებელმა. – თქვენ ხომ… მიბრძანეთ?“ – დაიბნა რედაქტორი. – ,,ახლა მითხარი“, ვინ უფრო დიდი ნაძირალაა, მე, რომელმაც გახდა გიბრძანე თუ შენ, რომელიც მზად ხარ შიშველმა მთელი კორპორაცია შემოიარო?!“ შარვალ ჩახდილი რედაქტორი, რა თქმა უნდა, სხვა მომსახურების სერვისისათვისაც მზად იყო, მაგრამ თავად მილიარდერმა შეაჩერა. საკითხავია, ვინ შეაჩერებს შარვალჩახდილებს საქართველოში?

ღირსების ეს ტესტი პოლიტიკაშიც უნდა გავითვალისწინოთ, პრესაშიც და ჯანდაცვაშიც, ყველგან, სადაც ბრძანება არაქართული მენტალიტეტის მქონე ბნელი ძალებისგან მოდის. ივანიშვილის ხელისუფლებამ მართლმადიდებლობას, მორალსა და ზნეობას ზურგი აქცია და ამერიკა–ევროპის დირექტივებს დაემორჩილა. ვინ უფრო დიდი ნაძირალაა, ის, ვინც ანტიდისკრიმინაციული კანონი მოგვახვია თავს, თუ ხელისუფლება, რომელმაც ის მიიღო? ნუთუ ჩვენც სათამაშოები ვართ და რასაც თავს მოგვახვევენ ყველაფერს ვიღებთ?

ერი აღარ ვართ? ერი არც კოლექტიური სააკოვების და გაბუნიების პარპაშს მოითმენდა! ნაცვლად იმისა, რომ გამოიკვეთოს ღირებულებათა სისტემა და მას დაეფუძნოს სახელმწიფოს მართვა, ყველა თავისას უბერავს. მართლმადიდებლობა ერის ზნეობრიობის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო ზნეობა ერის იმუნიტეტია, რის გარეშეც ერს უზნეობის არაერთი ვირუსი ემუქრება და საბოლოოდ გაქრობაც სხვა ერების მსგავსად. ჩახედეთ თვალებში ბოკერიას, მას ხომ ფსიქიატრის დახმარება სჭირდება? შეხედეთ შარვალჩახდილ გირჩელებს, ისინი ხომ ფსიქიატრთან ერთად სექსოპათოლოგის პოტენციური პაციენტები არიან? ამ ბიოდეგენერატთა (სამედიცინო ტერმინია) იდეოლოგია არაფრით არ განსხვავდება დასავლელ ბიონეგატივთა აზროვნებისგან. რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ქვეყნისგან, რომლის უპირველესი ღირებულება – თავისუფლებაა, ანუ გინდა კაცს დაახტები, გინდა ქალს, ან თუნდაც საკუთარ 5 წლის გოგონას.

რა ზნეობის მატარებელია ქვეყანა, სადაც ქალი 5 წლის შვილს აუპატიურებს, ფირზე იღებს, მეგობრებს უგზავნის და ამით თავს იწონებს? ფსიქოანალიტიკოსი გრ. კლიმოვი, რომელმაც ცხოვრების შეგნებული ნაწილი ამერიკაში გაატარა, წერს: ,,ამერიკის უბედურება ის არის, რომ ჰომოები არა კანონის შესაბამისად – ციხეში, არამედ უმაღლეს სასამართლოში სხედან და ჯანმრთელ ადამიანს უფრო მალე გამოამწყვდევენ ციხეში, ვიდრე თავიანთ მსგავსს. ადრე ამ თავგასულობას კუდიანობას ეძახდნენ, დღეს – მასონიზმი ჰქვია“.

საგულისხმოა, რომ სსრკ–ში მე–20 საუკუნის 20–იან წლებში მოქმედებდა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 58–ж (жопники) და უზნეობა დასჯადი იყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ დიდი ჭაბუას სიტყვების პერიფრაზს: ,,ვინ ხართ თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართ, რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა ამერიკამ და მოსასპობმა ევროკავშირმა თუ იცით?!“ პრემიერ გახარიას ბიოგრაფიას შავ ლაქად გასდევს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა, რის გამოც პირველი პირების შეხვედრა აღარ შედგა. ერთმა ჭეშმარიტმა პატრიოტმა მითხრა – მაშინ ასე იყო საჭიროო. ეს ხომ კოლექტიური ნათელაშვილების ლოგიკა და აზროვნებაა? იმიტომ უნდა ვლანძღოთ რუსეთი, რომ დასავლეთს ვაამოთ?

იმ დასავლეთს, რომლისგან მხოლოდ ნეგატივი მოდის ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საზიანოდ? ციხიდან კრიმინალების გამოშვება სენატორების მოთხოვნით იმაზე მიგვითითებს, რომ ხელისუფლებამ ჩაისვარა. ქვეყანაში, სადაც საკანალიზაციო ჭის სახურავის ქურდობისათვის 7–დან 15 წლამდე ციხეს უსჯიან, 48 მილიონის ყაჩაღობისთვის კარგად ნაკვებსა და რევანშისტული იდეებით შეიარაღებულ კრიმინალებს ციხიდან უშვებენ? ეს შერჩევითი სამართალიც ხელისუფლებამ თავის თავზე მოირგო და საკუთარ ინტერესებს ახორციელებს. მოდით, ეს ფაქტიც იმ ევროპელი მილიარდერის

ღირსების ტესტის ჭრილში განვიხილოთ და ღიად, ხმამაღლა ვთქვათ – ვინ უფრო დიდი ნაძირალაა, ის ვინც კრიმინალების გამოშვება მოითხოვა თუ შენ, რომელიც იმ ნაძირალას დაუწექი? პლატონის სიბრძნეც გავიხსენოთ: ,,ყველაზე დიდი ბოროტება დაუსჯელი დანაშაულია“. მე, რიგითმა ქართველმა რა გამართლება მოვუძებნო ამ საქციელს, როგორ გენდო და ვიწამო შენი? ერთმა პიროვნებამ, რომელსაც პატივს ვცემ, ისიც მითხრა: პრემიერი ეროვნული კაცია და 2024 წელს პარლამენტში ეროვნული ძალები მოვლენო, მაგრამ მე არც ნათელმხილველი ვარ, არც ვირტუალურ სივრცეში მეოცნებე და ,,ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქვა?“ სათქმელი ღიად თუ არ ვუთხარით თავიანთი თავი მართლა ქართულად მეოცნებე ეგონებათ, მაგრამ, სინამდვილეში ყბადაღებული ბოლშევიკური ლოზუნგის გამტარებლები არიან, რომლის პერიფრაზსაც გთავაზობთ: ,,მე მივაფურთხებ თვით ერს და მამას, თუ დასავლეთი მიბრძანებს ამას“. ბოლშევიკების უარყოფით კონტექსტში ხსენებისას კი ყველამ პირში წყალი გამოივლოს: მათ გაყიდული საქართველო, სამშობლო დაგვიბრუნეს, ე.წ. ,,ქართულად“ მეოცნებეები არამარტო სტრატეგიულ ობიექტებს, გლეხებს საძოვრებსაც უყიდიან. ფუი, თქვენი ყველასი…

ამერიკა და ფაშიზმი. ,,ამერიკა დგას 4 მთავარ ღირებულებაზე – ღმერთისადმი რწმენაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ოჯახის ინსტიტუტსა და ეკონომიკურ თავისუფლებაზე. თუ ოდესმე ფაშიზმი მოვა ამერიკაში, მას ექნება ლიბერალიზმის სახე“ – რონალდ რეიგანი (ამერიკის პრეზიდენტი).

ამერიკას რომ არცერთი ღირებულება აღარ შერჩა (ჰქონდა კი?) სულ ახლახანს კონგრესმენ – რენდი ვებერის ლოცვა–ვედრებამაც დაადასტურა, ხოლო, რაც შეეხება ფაშიზმს, ის დიდი ხანია მოსულია ამერიკაში.

ფაშისტები ომის წლებში შემდეგი ტექნოლოგიებით მოქმედებდნენ: სსრკ–ს ტერიტორიაზე უნდა წარმოეჩინათ პოლიტიკური, სისხლის სამართლის და სხვა დანაშაულებისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებიც გამოადგებოდათ ჯაშუშობის, დივერსიების მოწყობისა და მათთვის არასანდო ელემენტების ლიკვიდაციისათვის, ანუ ქილერებად, ტერორისტული აქტების განსახორციელებლად. ამ იდეოლოგიით დღესაც ხელმძღვანელობს დასავლეთი, ახლაც არჩევენ სუსტი ფსიქიკის ფულზე ორიენტირებულ არსებებს და კრიმინალებს პარლამენტის მანდატითაც აჯილდოებენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ფაშიზმი ჩვენი ,,მეგობარი“ ამერიკისთვის უცხო რომ არარის ბაღდადის მახლობლად აბუ–გრეიბის ციხის კადრებმაც ცხადყვეს. მსოფლიო შეძრა წამების ექსპერიმენტებმა, ფოსფორიანი ბომბების გამოყენებამ ერაყში (2003–2004წწ.), რომელიც ძვლამდე სწვავს ხორცს.

ამერიკა პროვოკაციული მეთოდებით მოქმედებდა სხვადასხვა ქვეყანაში. მისმა ლიბერალურმა დემოკრატიამ 30 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა უკანასკნელი 55 წლის მანძილზე, როცა 100–ჯერ მაინც ჩაერია უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში. ამბობენ პრეზიდენტი დ. ტრამპი კონსერვატორიაო. მიუხედავად მისი ძალისხმევისა ეს იდეოლოგია ამერიკაში ვერ გაატარა და სოროსისგან დაფინანსებულმა დემოკრატიულმა ძალებმა არმაგედონი მოუწყვეს – 89 პოლიციელი და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. სახეზეა მწუხარებისგან ჩასვრილი იდიოტების დოღი და ოქროს კუბოში ჩასვენებული კრიმინალი; დამწვარი პოლიციის მანქანები, კრიმინალის წინ დაჩოქილი პოლიციის უფროსი და ძარცვა–ნგრევა ამერიკულად, ანუ დემოკრატიულად. დემოკრატები ხელისუფლებაში მოსასვლელად არავის ინდობენ, სამშობლოს ანგრევენ და საქართველოს დაინდობენ? ასევე არ დაინდეს უკრაინა – პროვოკაციულად დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა, ხოლო ჯ. ბაიდენმა და მისმა ბანდიტებმა ქვეყანა გაძარცვეს.

ყოველთვის მოიძებნებიან ყველაფრის მკადრებელნი, მაგრამ ხელისუფლება როცა თავის სიმაღლეზე არ დგას და იდეოლოგია არა აქვს ყოველთვის მივიღებთ ქვეყნისთვის ნეგატიურ შედეგს. ცივილიზაციათა მენტალურ დაპირისპირებას ერთი საუკუნის წინ გენიალურმა ბრიტანელმა მწერალმა რედიარდ კიპლინგმა ასეთი ახსნა მოუძებნა: ,,დასავლეთი – დასავლეთია, აღმოსავლეთი – აღმოსავლეთი. ისინი ვერასდროს გაუგებენ ერთმანეთს.

ანტი,,ობიექტივი“ ყველას გასაგონად. მოგესალმებით ანტი,,ობიექტივის“ ეთერიდან. ყველას გასაგონად გაცნობებთ, რომ სრულიად ვემიჯნები ზემოაღნიშნულ გადაცემას, რომლის საშუალებითაც პატრიოტის ნიღაბაფარებული ,,ალიანსის“ ლიდერი ცდილობს დააბოლოს ქართველი ხალხი და უხეშად რომ ვთქვათ – დააგოიმოს. დიდმა თარხანმა გააუქმა ვ. კვარაცხელიას საავტორო გადაცემა, პირდაპირ ეთერში ბრძანა გავაფართოვეო და კვარაცხელიას გვერდით მოუსვა ანტირუსული იდეოლოგიის არსებები, რომელთა მოსმენა საავტორო გადაცემის მაყურებელთაგან არავის უნდა და არც აინტერესებთ. ამ რიტორიკით კვარაცხელიას იდეოლოგიის გადაფარვას და დისკრედიტაციას ცდილობს, რითაც დასავლეთს უკმევს, მაგრამ ელექტორატის მიზიდვის მიზნით რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზეც გვესაუბრება. როგორც ჩანს, თარხანს ყველა იმ აზროვნების ,,იმედის“ მაძიებლები ჰგონია მის აქციაზე რომ დადიან, ანუ მასა, რომელზეც ნაპოლეონმა ბრძანა: – მასის ჭკუა არ აღემატება ვირის ჭკუასო. დიდი პატრიოტის მიერ გაცხადებული სამხედრო მიუმხრობლობაც დასავლეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

საქართველო არ არის ევროპული ქვეყანა, ჩვენ მუსულმანური სამყაროს გარემოცვაში ვცხოვრობთ და ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი მართლმადიდებელი რუსეთია. არ გვქონდა სამხედრო მიუმხრობლობა, მაგრამ რუსეთის მფარველობის ქვეშ ყოველგვარი საფრთხისაგან დაცულნი ვიყავით. არ ვიყავით დასავლეთის ექსპორტ–იმპორტზე დამოკიდებულნი, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ყვაოდა: საქართველოს შემოსავლის 50%–ზე მეტი კვების მრეწველობაზე მოდიოდა, რომელიც აღარ არსებობს. 200 ჩაის ფაბრიკიდან აღარაფერი დარჩა. 200 ღვინის ქარხნიდან კი მხოლოდ – 30. ,,ალიანსის“ გამოკითხვები ევროინტეგრაციაზე გრძელდებოდა მაშინაც, როცა კორონავირუსმა ევროპას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მეც დამიკავშირდნენ, მაგრამ როგორც ვუთხარი წინააღმდეგი ვარ–მეთქი – გათიშეს ტელეფონი. ევროპა – ამერიკაში სირბილმა ისე დააბნია ,,დიდი პატრიოტი“ რომ რეალობის აღქმის უნარი დააკარგვინა და პ. გიორგაძის წყლის პროექტთან დაკავშირებით ბრძანა – ქართველ ხალხს ქვეყნის ეკონომიკა არ აინტერესებსო. ანუ ხალხს არ აინტერესებს სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ადგილები?!

აღარაფერს ვამბობ უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის დადანაშაულებას და მისთვის საერთაშორისო ბანდიტის იარლიკის მიკერების შესახებ. მოაზროვნე საზოგადოება ვერასოდეს დადებს ფსონს ,,ხან ასე და ხან ისე“ მოთამაშე არსებებზე. ქართველ საზოგადოებას ჰყავდა ერის მამა – დიდი ილია, რომელმაც ანდერძად დაგვიტოვა: ,,არ გიყვარდეს რუსეთი, რომელმაც ჩვენ სიმშვიდე დაგვიმკვიდრა და წინსვლის პირობები შეგვიქმნა, ეს ნიშნავს გამოამჟღავნო არამარტო დასაძრახი უმადურობა და პოლიტიკური სიბეცე, არამედ შენი საკუთარი სამშობლოს სიძულვილი“ – და ამით ყველაფერია ნათქვამი.

იზა თამაზაშვილი

593 90 55 07

01.06.2020.