საოცნებო საქართველო წარსულში დაგვრჩა!!!
,,ხელში ნაჭერი სიკეთე
გაგვიხდა საძებარია!”
დ. გურამიშვილი
80-იან წლებში მოსკოვიდან რუსი გენერალი დამემგზავრა. დღეს საოცარი ემოცია მიპყრობს, როცა მის ერთ შეკითხვას ვიხსენებ: რომელი სამშობლო უფრო გიყვარს, დიდი თუ პატარა? _ რუსი გენერალი დიდ რუსეთსაც ქართველის სამშობლოდ თვლიდა.
დიახ, რუსეთი ჩემი სამშობლო იყო, ხოლო საქართველო _ დედა-სამშობლო! მაგონდება სკოლის ისტორიის მასწავლებელი _ ნ. ბულისკირია, რომელიც დიდი ენთუზიაზმით გვარწმუნებდა _ ჩვენ უძლიერეს ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამერიკული დამპალი იმპერიალიზმი ვერაფერს დაგვაკლებსო. ნოსტალგია მომეძალა, როცა ამასწინათ, ფილმი ,,გაგარინი” ვნახე, რადგან მეც იმ სივრცის ნაწილი ვიყავი, რომლის წიაღშიც გაზრდილმა საბჭოთა ადამიანმა პირველად მსოფლიოში კოსმოსი დაიპყრო.
ამერიკულმა იმპერიალიზმმა რუსეთს მართლაც ვერაფერი დააკლო და ვლ. პუტინმა ღიად განაცხადა, რომ არასდროს სხვა ქვეყნის მითითებითა და ინტერესების შესაბამისად არ იმოქმედებს და რუსეთის მზარდ წინსვლას ვერაფერი შეაჩერებს. მე, როგორც რიგითი ქართველი რუსოფობებს კუჭის ამშლელ რეცეპტს გამოვუწერ და ვაცხადებ, რომ ვლ. პუტინი _ ჩემი გმირია. ქედს ვიხრი ყველა იმ პოლიტიკოსის წინაშე, რომლისთვისაც თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა პრიორიტეტულია უცხო ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ. აკრძალვები, რასაც საბჭოთა კავშირი ახდენდა თავისი მოქალაქეების მიმართ, მათივე ცნობიერების, მორალისა და ზნეობის დასაცავად იყო მიმართული და დღეს ცხადად ჩანს, რომ ამ ღირებულებებიდან თავისუფალი საქართველო აღმოჩნდა ამერიკული დამანგრეველი იდეოლოგიის სამიზნე.
მინდა მთელი მსოფლიოს გასაგონად მივმართო რუსეთის პრეზიდენტს: ,,ბ-ნო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! საქართველოს მოაზროვნე საზოგადოების არჩევანი არ არის ნატო-ევროკავშირი. ჩვენს ქვეყნებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვთ და თქვენივე განცხადებით ქართველები ყველაზე ახლობელი ხალხი რუსეთისთვის, სწორდ თქვენი მმართველობის დროს უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნების ინტერესთა თანხვედრა და ჩატეხილი ხიდის აღდგენა”.
ევროკავშირი დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ადამიანების ცნობიერებაში ასოცირდება სოციალურ კეღილდღეობასთან და ვერ აცნობიერებენ, რომ პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთის ქვეყნები მოსახლეობისგან დაიცალა. ევროპა თავისი კოლონიალური პოლიტიკის შედეგად გამდიდრდა და ცხადია ამ სიმდიდრეს არ მოახმარს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ამერიკა და სოროსის ფონდი მხოლოდ ქვეყნის
დასანგრევად აყიყინებულ არასამათავრობოებს აფინანსებს და არცერთი ეროვნული პროექტი არ განუხორციელებიათ. დასავლეთმა დიდი რესურსი ამოქაჩა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და ეს პროცესი დღესაც გრძელდება უკრაინაში. 90-იან წლბში ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამერიკელებს უთხრა: საქართველოშიც გახსენით ისეთი ბანკი, რომლის წლიური სარგებელი 1% იქნებაო. პასუხად მიიღო: ჩვენ ხელგამოშვერილი საქართველო გვჭირდება, ძლიერი და ფეხზე დამდგარი საქართველო არავინ იცის რას მოიმოქმედებსო.
საერთაშორისო მიმომხილველი _ მელორ სტურუა წლების წინ, როცა აშშ-ს ხელისუფლებაში ახალი ადმნისტრაცია მოვიდა და რომლისგანაც საქართველო დიდ მხარდაჭერას ელოდა, წერდა: ,,საქართველო არ უნდა იკვებებოდეს ილუზიით, რომ გაჩნდება ქართულ-ამერიკული სიყვარული, მეტიც, არ უნდა ველოდოთ დახმარებასაც. დღეს მხოლოდ იმ კრიტერიუმით უნდა ვხელმძღვანელობდეთ _ რა არის სასარგებლო საქართველოსთვის. ამერიკელები მხოლოდ იმდენს მოგვცემენ, რომ კარგა ხანს ვიყოთ ნახევრად მშივრები. ისინი ძალიან ცინიკურად უდგებიან საქართველოს. ამას ვაცხადებ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს შესახებ ბევრი საუბარი მქონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპერტებთან, არ შეიძლება ამერიკის მმართველი წრეების მონა გახდე”. _ ამას ამბობდა მ. სტურუა 19 წლის წინ, მაგრამ ეს დღესაც აწმყოა.
სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ დრო გადის, პოლიტიკურ ცხოვრებაში კი პრობლემებს მავნე ტრადიციის სახე მიეცა. ერთი რამ ცხადია: ერთმა იმპერიამ აგვაყვავა, მეორემ დაგვაქცია და ზნეობრივად გახრწნა ქვეყანა. დიახ, ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს _ ვინ ვართ ჩვენ?! უფლებადამცველმა ნ. მჟაბანაძემ ტ/კ ,,ობიექტივის” ეთერში თავის საავტორო გადაცემაში წარმოადგინა კლიპი სიმღერის _ ,,ჩემი საქართველო აქ არის” ფონზე. კლიპში წარმოდგენილია მომღიმარი სახელისუფლებო პირები და ხის ფონზე ბ. ივანიშვილი. ამასთან ნაგვის ურნებში მძრომიალე ადამიანები; ქუჩის სკამებზე მძინარე მოხუცები; შავკანიანი მიგრანტები, რომლებივ ქართველ ქალბატონებს ლოშნიან; ქართული კაცობის სიმბოლო _ ჩოხაც კი წაბილწეს პედერასტებმა, როცა ამ სამოსში გამოწყობილნი ერთმანეთს ლოშნიან; ბავშვები, რომლებიც ლგბტ დროშებს აფრიალებენ.
აქ უცხო არაფერია, მაგრამ სიმღერის ფონზე, რომ ეს ჩვემი საქართველოა, სულისშემძვრელი იყო. თურმე როგორი საქართველო აგვიშენებია და როგორ წუმპეში გვიცხოვრია!!!
ასეთ საქართველოში ქართულმა სულიერებამ როგორ უნდა იზეიმოს?! ასეთ საქართველოს არასდროს უმღერებდა გოგლა და ტიციანი; ასეთ საქრათველოში თავს ხელმეორედ მოიკლავდა დიდი გალაკტიონი, (ახლო წარსულში 150 სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა); ასეთ ქართველებზე არასდროს იტყოდა დიდი მუხრანი _ ,,უპირველესად ვაღმერთებ ქართველს” ანდერძი, რომელიც გულის ფიცარზე უნდა ეწეროთ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს; ასეთ საქართველოს მხოლოდ უცხოტომელი მიგრანტები უღნავიან, რომელთაც ქალაქის მერი და პარლამენტის თავმჯდომარე საზარდულთან ჩოქბჯენში უდგანან. ეს ბინძური წუმპე, რომელსაც ამერიკის ბორდელს დავარქმევდი, ამ ხელისუფლების მონაპოვარია და მიკირტუმასა და მეჯღანუაშვილის, ცნობიერებით მაინც თავს იწონებს ჰოდა, იღნავლეთ და იამაყეთ ამით! ფრანგი განმანათლებელი ჟან-ჟაკ რუსო წერდა: ,,ზოგნი იმარხებიან 100 წლის ასაკში, თუმცა ბავშვობაშივე
მოკვდნენ”. საქართველოზე შეყვარებული მწერალი გ. სომხიშვილი კი გვაფრთხილებს _ სიცოცხლეშივე არ მოვკვდეთ. საქართველოს სათავეშია მენტალურად და იდეოლოგიურად მკვდარიო ხელისუფლება, რომელიც გაუკუღმართებულ ცნობიერებას ლობირებს და აფინანსებს. შეეძლოთ ხალხის გულის მოგება, თუნდაც დ. აღმაშენებლისა და სტალინის ძეგლის დაბრუნებით, მაგრამ ხალხი, რომლის მეშვეობითაც ყველა ამქვეყნიურ სიკეთეს ეზიარნენ, ერთ უხერხულ ადგილზე დაიკიდეს. კ. კალაძის პათოსით გეტყვით: იმ ხელისუფლების დედა ვატირე მ. ავაქიანის ძეგლს რომ დადგამს და სტალინის ძეგლს კარალეთის გზაზე პირქვედამხობილს დატოვებს. არ დარჩა კახური ტრადიციული ,,ლოცვა-კურთხევა” ამ ხელისუფლების მისამართით რომ არ აღმევლინოს, ჰოდა, იარეთ ამ ლოცვა-კურთხევით, წადით თქვენი ყველასი!…
ხელისუფლებამ თავისი უტიფარი გამოსვლებითა და პედერასტული ამერიკის იმედად კიდევ უფრო დაძაბა რუსეთთან ურთიერთობა და სხვა ტერიტორიებიც საფრთხის ქვეშ დააყენა. ჩემი თანამოაზრე _ ფოთელი ვახტანგ ალანია გულდაწყვეტილი ამბობდა _ ჩვენ რომ რუსეთმა ღიმილი გვაჩუქაო?!
ეს ღიმილი შევარდნაძის ხელისუფლებიდან დაწყებული ყველამ წაგვართვა და ჩვენივე სამშობლოში უსამშობლოდ დაგვტოვეს, მაგრამ მადლიერი ქართველებიც ჰყავს საქართველოს, რომელნიც ნაჩუქარ ღიმილს ვერ ივიწყებენ. რუსეთის ხელისუფლებამ უმადურ რუსოფობებს გასაგებად განუმარტა: ,,არ გინდოდათ რძე და ყველი? მაშ მიიღეთ … და ყ…რი”.
ჩვენ უკვე მივიღეთ 3 თითის კომბნაცია ,,ოცნებისტებისგან”, რომელნიც ქართველ ხალხს ერთჯერადი მოხმარების იმ საქონლად მიიჩნევენ, რომელსაც ყიდულობენ. უფრო კორექტულად კი კომედიური ჟანრის კინოგმირ ,,ფრუნზიკას” სიტყვებით გვითხრა: ,,конфетку хочеш? – нету”. როცა მოსახლეობის რაოდენობა დღითიდღე მცირდება, როცა ზნეობრივად იხრწნება საზოგადოება, რა მიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ეს მუსულმანური სამყაროს გავლენით ხდება, დემოკრატიულად დასავლეთის დირექტივების შესრულებით თუ ამ ხელისუფლების ინიციატივით?!
გონიერი ხელისუფლება ფინანსებს ხალხის ნდობის მოსაპოვებლად დახარჯავდა, მაგრამ მეოცნებეებმა დიდი ნდობა გაფლანგეს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, რამაც საზოგადოების თვალში პარაზიტების სახელი დაუმკვიდრა. საქარტველოს აქვს რესურსი, რომ ხალხმა მდგომარეობა გაიუმჯობესოს, მაგრამ ხელისუფლება შეგნებულად ბლოკავს პ. გიორგაძის მტკნარი წყლის პროექტს და გამომგონებელ _ გურამ ერისთავის პროექტს, რომელიც ელექტროენერგიის პრობლემას საქართველოში სამუდამოდ გადაჭრის, მაგრამ მაშინ ხომ არავინ გაიყიდება კარტოფილზე?
გამაოგნებელია პრემიერის პათოსი, რომელიც მოსახლეობას ევროპული ცხოვრების წესის დამკვიდრებას ურჩევს. მე კი ჩემს საყვარელ ქართველებს ვურჩევ ფეხზე დაიკიდონ ინკვიზიციებით სულდამძიმებული ევროპული დირექტივებიც და მათი ცხოვრების წეს-ჩვეულებებიც, თუ რუსეთუმეებს დაგვიძახებენ _ ეს დიდ პატივად მივიჩნიოთ. ვიცხოვროთ მამა-პაპურად, ქართულად და ღირსეულად! ევროპა თავად ევროპელებს აღარ მოსწონთ და რატომ მივბაძოთ მათ? ხელისუფლებას მივმართავ: ,,წლების შემდეგ თქვენ იმას უფრო ინანებთ რაც არ გაგიკეთებიათ, ვიდრე იმას, რაც გაგიკეთებიათ” (მარკ ტვენი).
14.06.2019წ.
იზა თამაზაშვილი ტელ: 593 90 55 07