23.11.2024

დამაბრალეთ რუსეთის აგენტობა – ეს დიდი პატივია! ,,ქაჯები“ არსად წასულან…

,,ამ დღეს ველოდი, მოვესწარ“ – ფიქრობს მოაზროვნე საზოგადოება მას შემდეგ, რაც ყველაზე ავტორიტეტულმა გაზეთმა – ,,ასავალმა“ არგუმენტირებულად და ლოგიკური დასაბუთებით ისაუბრა (ჟურნალისტი – დ. ჩუბინიძე) უალტერნატივო რეალობაზე და გვითხრა: ,,თუ საქართველო არ აირჩევს ვახტანგ VI –ის გზას, მაშინ მას იმ სისხლიან და წყევლაკრულვიან გზაზე მოუწევს სიარული, რომლითაც ქართველ გოგო–ბიჭებს სტამბოლისა და ისპაჰანის ბაზრობებზე მიერეკებოდნენ“. ჟურნალისტმა წარსულში დატოვა ადრე გაჟღერებული თეზა – საქართველო ტრამპის პოლიტიკით უნდა იმართებოდესო, რასაც მივესალმები.

ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ევროპელებმა ქართველები არაერთხელ მიატოვეს გაჭირვებაში და ნდობას არ იმსახურებენ. ამავე დროს გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს არ ჰყავს ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ქვეყნის გადასარჩენად გეზს მოსკოვისკენ აიღებს. ავტორმა შესანიშნავად იცის, რომ ქართველთა გადარჩენის გზა გურძიევსკის უღელტეხილზე გადის, რომელსაც ოსები უხსოვარი დროიდან ქართველთა გზას უწოდებდნენ. მაგრამ ეს არ იცის ტ/კ ,,ობიექტივის“ ერთ–ერთმა სალამანდრა წამყვანმა – გია არეშიძემ, რომელიც ჯერ კიდევ 2017წ. თავის საავტორო გადაცემაში ქვეყნის საზიანოდ აბოდებდა: ,,თვითონ განსაჯეთ, საქართველოსთვის თურქეთთან ურთიერთობა უფრო პრიორიტეტულია თუ რესეთთან?“ ეს მისი ბოდვა წერილშიც გავახმოვანე (ს.მ. #27, 2017წ.). არ ვიცი ვინ უწოდა მას ანალიტიკოსი, მაგრამ ცხადია, რომ კვირაში 2–3 დღეს უთმობენ ეთერს გამრუდებული ღირებულებების მქონე ამ არსებას, რომელიც მოგვიანებით ამერიკაზე ჩაიციკლა: ,,რუსეთმა წაგვართვა, ამერიკა გვეხმარება, ეს ხალხმა ხომ უნდა დაინახოს?“ – ხალხმა დაინახა ვინ იყო არეშიძე და ღია ეთერში მის მიმართ პროტესტიც გამოხატა.

ყურადღებას იპყრობს ვლ. პუტინის განცხადება იმის თაობაზე, რომ სირიის ტერიტორია მთლიანად უნდა განთავისუფლდეს უცხო ქვეყნების სამხედრო ძალებისაგან და სირიის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა სრულიად უნდა აღდგეს. ,,ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გაგვაგონე ჩვენს მამულში“ – ოცნებობენ გაზეთ ,,ასავალის“ ჟურნალისტები მოაზროვნე საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ არ ოცნებობენ ,,ქაჯები“, რომელნიც არსად წასულან. ოცნება აღსრულებადია რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის შემთხვევაში და ცხადია, არც დავით–გარეჯის და აჭარის საკითხი დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. დაკომპლექსებულმა ხელისუფლებამ პატრიოტული თეზა – ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ჩაანაცვლა თეზით – ,,ფული უპირველეს ყოვლისა“. ქართულმა საწარმოებმა მილიარდობით ზარალი ნახეს და ხელისუფლება ქართველი ხალხის გაღატაკების, ოჯახების დანგრევის ხარჯზე კაზინოების რეკლამებით ერთობა. არც ნარკოტიკული პლანტაციების მოშენებაზე ამბობს უარს. სამაგიეროდ, ხბოს აღტაცებით ხვდება ,,ქაჯებთან“ ერთად ტრამპის განცხადებას – ,,მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს“.

ლიბერასტებმა პატრიოტის ნიღბები მოირგეს და პოლიტიკურ ველზე გამარჯვებისთვის ემზადებიან. მისასალმებელია, როცა ნებისმიერი ქვეყანა პატრიოტული იდეოლოგიით იმართება, მაგრამ ტრამპის პატრიოტიზმით აღტაცება ქართველებისათვის არის თვითლუსტრაცია ამერიკის მსოფლიო ჟანდარმის როლისა და საქართველოს მიმართ კოლონიალური პოლიტიკის აღიარებისა. როგორც ამერიკელი ჟურნალისტი – ჯეფრი სილვერმანი გვაუწყებს, ამერიკელები საქართველოს რუსეთისათვის ძლიერი დარტყმის საშუალებად აღიქვავენ და ბეჭდურ მედიაში ფულის გათეთრების ადგილად არის მოხსენიებული, სადაც კორუფციული საბანკო სისტემაა.

არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ელჩი, ამერიკას თავისი პროგრამა აქვს და საქართველო მათთვის ოპერაციული ბაზაა ირანისა და აზიური ქვეყნების წინააღმდეგ სამოქმედო ტერიტორია. ასევე, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრეზიდენტი, რადგან ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ქვეყნის კოლონიალური პოლიტიკა კი უცვლელია. ტრამპის თეორიით აღტაცებულმა რაღაც მასამ, რომელიც ნაცპედერასტების და ამერიკელთა იდეოლოგიით არის ნაკვები, აღიარა: ,,დავბადებულვარ რომ ვიყო მონა და ამერიკის მედგას უღელი“. ნაცვლად წარსულში დიდი ტიციანის მიერ გახმოვანებული ფრაზისა – საქართველოს მონა ვიყო და მისი უღელი მედგასო. ისინი აქციის ჩატარებასაც გეგმავენ ამერიკის საელჩოსთან, რაც ინაშვილის აქციის საპირწონედ მოიაზრება. უნდა აღინიშნოს, რომ ინაშვილიც სცოდავს, როცა აცხადებს: ჩვენ დასავლური აზროვნების პარტია ვართო.

ეს ის დასავლეთია, რომელიც არასდროს შეეგუება საქართველოს რუსეთთან დაახლოებას და უკანასკნელ ქართველამდე აპირებს რუსეთთან ომს. თუ საქართველოს პატრიოტი ხარ ქართული, ტრადიციული აზროვნების უნდა იყო, რადგან დასავლურ აზროვნებასთან ქართული პატრიოტიზმი შეუთავსებელია. ვის უკმევს ინაშვილი?

სწორედ ამგვარმა აზროვნებამ შვა შარვალგამოგლეჯილთა და შარვალჩახდილთა გაუნათლებელი თაობა, რაც საამაყო კი არა, სირცხვილია. ,,სირცხვილიას“ აქციებიც იმ იდეოლოგიით უნდა იმართებოდეს, რომ ხბოს აღტაცებით არ უნდა შევციცინებდეთ ამერიკელებს. სად იყო ამერიკა, როცა საქართველოში აკვნიდანვე ტრადიციული, ეროვნული იდეოლოგიით იზრდებოდა ქართველი? როცა სამშობლოს დასაცავად სიცოცხლეს სწირავდნენ?

სად იყო ტრამპი, როცა სწორედ ამერიკა–ინგლისის მიერ წახალისებულმა ჰიტლერმა მილიონობით ადამიანი შეიწირა და მათ შორის 300 ათასი ქართველი? სად იყო ტრამპი, როცა საბჭოთა კავშირის სათავეში მდგარმა დიდმა ქართველმა დაამკვიდრა პატრიოტული განათლების სისტემა და ომის წლებში ადამიანები მთელი კავშირის მასშტაბით სამშობლოსათვის თავს სწირავდნენ?

გლობალიზაციის პროცესიც ათწლეულებით სტალინმა გადაავადა! ტრამპის იდეებით აღტაცებულმა ინტელიგენციის წარმომადგენელმა – დენიზა სუმბაძემ წერილიც მისწერა მას. არ ვიცი, რას სწერს ქ–ნი დენიზა ტრამპს, მაგრამ სატელეფონო საუბრისას მითხრა – ტრამპმა თავის გამოსვლით ეროვნება დაგვიბრუნა ქართველებსო. როგორ დაგვიბრუნა ეროვნება ტრამპმა – ეს საიდუმლო მხოლოდ ამ ქალბატონმა იცის, მან ისიც იცის რა თქვა ტრამპმა, მაგრამ არ იცის რა თქვა ჯოკიამ:

,,ყველამ თავის ტრამპს მიხედოს, ერთხელ ასე თქვა ჯოკიამ

ზოგიერთ მიეთ–მოეთსა ტრამპის მიცემა სჯობია“. 

ეს ის ტრამპია, რომელმაც საქართველოს პრემიერთან შეხვედრისას ადგომაც არ იკადრა, რაც ჩვენი ქვეყნის უპატივცემულობაა; ეს ის ტრამპია, რომელიც გააფრთხილეს – თურქეთისთვის სანქციების დაწესებით საქართველო დაზარალდებაო, მან კი განაცხადა – არ მაინტერესებსო, რაც სრულიად ბუნებრივია – მისთვის თავისი სამშობლოა უპირველესად ანგარიშგასაწევი. ტრამპის პატრიოტული მონოლოგის შემდგომ ამერიკამ, როგორც ,,ბოროტი ხმები“ ამბობენ 133 მილიონამდე გაზარდა დაფინანსება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ არასამთავრობოებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ვინც რბილ ძალას ებრძვის, ანუ ,,რუსეთუმეების“ წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ რბილი კი არა, მაგარი ძალა ვართ, თანაც თანამოაზრედ ყველაზე მაგარი დამრტყმელი – გაზეთი ,,ასავალი“ გვყავს. მე კი ის ქართველი ვარ, ვინც არასდროს მიიღებს ამერიკისა და დასავლეთის იდეოლოგიას. უზომოდ მიყვარს დასავლური ლიტერატურა და უზომოდ მძულს მისი პოლიტიკა.

ეს ის დასავლეთია, რომელმაც თავის დროზე ჩეხოსლოვაკია – მაღალგანვითარებული ქვეყანა ლანგრით მიართვა ჰიტლერს საჯიჯგნად და ახლა ლიბერალურ ძალებს ამ ხელისუფლების არაეროვნული პოლიტიკით უნდათ საქართველო აქციონ საზარბაზნე ხორცად და ორი დიდი სახელმწიფოს დაპირისპირების პოლიგონად. ზემოაღნიშნული დაფინანსება გარკვეული მოხელეების ჯიბეში ილექება არასამთავრობოებთან ერთად, ხოლო გარკვეული ნაწილი ატკატების სახით ისევ ამერიკელ ჩინოვნიკებს უბრუნდებათ.

აი, მიზეზი, რატომ ღალატობენ სამშობლოს და რატომ ,,უყვართ“ ამერიკა სულაძაღლებულ ჩინოვნიკებს! ტრამპისგან განსხვავებით რუსეთის პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2013 წელს საქმეზე გადავიდა და რუსეთის დუმის გადაწყვეტილებით ეროვნული და სარწმუნოებრივი გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახადა. სირიასთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებაც მისი პატრიოტიზმის გამოვლენაა და არა კოლონიალური პოლიტიკის. ქართული კულტურისა და ისტორიისადმი პატივისცემა და ყურადღება რუსეთის ხელისუფლებამ და კერძოდ ვლ. პუტინმა ასე გამოხატა: პიატიგორსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა, სადაც ქართველ სტუდენტებს განათლების უფასოდ მიღების საშუალება ექნებათ. აქ კედელზე გვერდიგვერდ ჰკიდია საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო ღერბები და დროშები. ეს ყოველივე კი რუსი ერის მიერ ქართველთა მიმართ სიყვარულის გამოვლინებაა. ნეგატიური განწყობა რომ არ არსებობს იმითაც გამოვლინდა, რომ რუსეთის 2019წ. საეუკეთესო მასწავლებლის ტიტული ვოლგოგრადელმა ქართველმა – ლარისა არაჩაშვილმა მოიპოვა და კრემლის სასახლეში მასწავლებლის დღის აღსანიშნავად გამართულ შეკრებაზე წლის საუკეთესო მასწავლებლად დაასახელეს. ეს ერთგვარი მესიჯი იყო ქართველების მისამართით – კეთილგანწყობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენს ქვეყნებს შორის. ახლა გია არეშიძის პათოსით გეკითხებით, – თვითონ განსაჯეთ, საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა უფრო პრიორიტეტულია თუ ამერიკასთან? – რა თქმა უნდა, რუსეთთან, მაგრამ რაღაც არ მაგონდება მისთვის ვინმეს წერილი მიეწეროს და პატივისცემა გამოეხატოს!

ნაცვლად იმისა, რომ მედიასაშუალებებმა ამ მიმართულებით ფორმატი გააფართოვონ და მეტი ექსპერტი და პოლიტოლოგი ჩართონ, გაზეთი ,,საქართველო და მსოფლიო“ ჩაიციკლა ნანა კაკაბაძის ინტერვიუებით, თითქოს რეალური ექსპერტები აღარ არსებობენ. სამაგიეროდ გვიამბობენ ვიღაც აჭარელზე, რომელიც თურმე კინო–თეატრებში დადის. ასევე, ,,ობიექტივმა“ ვ. კვარაცხელიას საავტორო გადაცემა დახურა და დიდი თარხანის მონაწილეობით სხვა ფორმატით გადის ეთერში, როცა შეეძლოთ ორივე ფორმატის დატოვება. სამაგიეროდ ლიბერასტ გ. არეშიძისათვის სუპერგაფართოებული ორდღიანი პროგრამა შეიმუშავეს. ლიბერასტებს კიდევ ერთხელ კუჭის ამშლელ რეცეპტს გამოვუწერ და ვეტყვი, რომ ვლ. პუტინი ჩემი გმირია, წერილიც მივწერე სათაურით – ,,Я выбираю Россию“, რომელიც გამოქვეყნდა ,,ონლაინგაზეთში ,,Свободная Грузия“, დიახ, ღიად ვაცხადებ, რომ მე ვირჩევ რუსეთს და ამერიკელთა საზარდულთან ჩოქბჯენში მდგარ დაფინანსებულ მე–5 კოლონას მივმართავ: ქრონიკულო მეძავებო და სამშობლოს გამყიდველებო!

ძალიან გამახალისებთ თუ რუსეთის აგენტობას დამაბრალებთ, რადგან ეს ისეთივე დიდი პატივია, როგორც შუასაუკუნეების აღმოსავლეთის მბრძანებლების მიერ თავისი ქვეშევრდომისათვის ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლის გამო ბოძებული ხალათი! ქართველ ფსევდოპატრიოტებს ქვეყანაში მილიონნახევარი მიგრანტის არსებობა არ აღელვებთ და ევროპიდან შემოგდებულ რაღაც ,,ჭუჭყიანი საცვლების“ ღირებულებებზე ღნავიან.

გაიღვიძებს კი დღევანდელ ქართველში წინაპართა ზნეობრივი, გმირული სული?!

იზა თამაზაშვილი 593 90 55 07

21.10.2019წ.