რუსეთი დემოტრაკიულ დასავლეთში არავის შეეშალოს!
გენიალური ფსიქოანალიტიკოსი და მწერალი – გრიგორი კლიმოვი გვაწვდის ტესტს ხელისუფლების რეალური სახის შესაცნობად. ამისთვის უნდა გავაანალიზოთ 1) როგორ რეაგირებს მთავრობა პედერასტების უფლებების დაცვაზე; 2) როგორ რეაგირებს მთავრობა დამნაშავეთა დასჯაზე; 3) როგორ იცავს მთავრობა მშრომელი ადამიანების ინტერესებს; 4) როგორ იცავს მთავრობა დეგენერატების, პარაზიტული კლასის ინტერესებს.
ჩვენი ხელისუფლება 4–ვე მიმართულებით წარმატებით ახორციელებს ზნედაცემული დასავლეთის მითითებებს და დირექტივებს: 1) პედერასტების უფლებებს იცავს და უმრავლესობისას უგულვებელყოფს; 2) კრიმინალების ბანდის დასჯაზე კი თავად ,,ოცნების“ ლიდერმა – ბ. ივანიშვილმა განაცხადა – ,,ნაცმოძრაობის“ სახე უნდა შევუნარჩუნოთო და ისინი მოასულიერა, პარლამენტშიც დასვა და გააძლიერა; 3) ქართველი ხალხი ულუკმაპუროდ დატოვეს, ლუგარის ლაბორატორიიდან გამოსულ ინფექციის სამიზნედაც აქციეს და ქვეყნიდანაც გააქციეს; 4) წარმატებით იცავს ტრანსგენდერების, ლესბოსელების ინტერესებს და დეგენერაციის ნებისმიერ გამოვლინებას, რისი თვალსაჩინო მაგალითია თავად მ.სააკაშვილი, რომელსაც სწორედ მანკიერი ღირებულებების გამო აუნთო მწვანე დასავლეთმა სახელისუფლებო ვერტიკალისკენ – ,,ამა თუ იმ ქვეყნის დასანგრევად დეგენერატი, გადაგვარებული ლიდერი გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ბირთვული ომი“ (გრ. კლიმოვი).
დღეს საქართველოში ,,ბიძინიზმი“ ყვავის. ერთ–ერთ ავტორიტეტულ გაზეთში ჟურნალისტი პარალელს ავლებს ,,ყაჩაღ“ ბანკირად წოდებულ მ. ხაზარაძისა და ბ.ივანიშვილის, როგორც ბიზნესმენის პიროვნებებს შორის“. ამასთანავე, აღნიშნავს, რომ მათი ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება და ივანიშვილი საქართველოს დაქცევის ხარჯზე არ გამდიდრებულა. ეს ყოველივე სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ მოდით გავაანალიზოთ რა გზა გაიარა საქართველომ შევარდნაძე–სააკაშვილის გზის გამგრძელებელი ხელისუფლების პირობებში? თუ დასავლეთის ნების აღმსრულებელი შევარდნაძის პოლიტიკა იყო მოღალატეობრივი სოციალიზმის, საბჭოთა კავშირის, საქართველოს მიმართ, სააკაშვილის მმართველობა – კრიმინალური, მათი პოლიტიკური გზის გამგრძელებელი ხელისუფლება წარმატებული ვერასოდეს იქნება. ბ. ივანიშვილის ლიბერალურმა პოლიტიკამ რეალური პატრიოტული ძალები გარიყა და ამერიკის ძაღლისშვილები – ღორისშვილებით ჩაანაცვლა. ერთის მხრივ, ეკლესიები ამიშენოს, ხელოვნების მოღვაწეებს ფინანსურად დაეხმაროს (რაც ფაქტობრივად თავდაცვის მექანიზმად აქცია), ხოლო, მეორეს მხრივ, ეროვნება და მამის სახელი წამართვას, გაუკუღმართებული სექს–ურთიერთობა კანონიერ ჩარჩოებში მოაქციოს, მართლმადიდებელ ეკლესიას დარტყმა მიაყენოს, ქართული მიწები უცხოელებზე გამიყიდოს, ამერიკული საწვრთნელი ბაზები ამიშენოს და ქვეყანა რეალური საფრთხის ქვეშ დამიყენოს! – არ მწამს იმ ხელისუფლების, რომელიც თავისი მონური მორჩილებით ქართულ გენსა და სულს მომიკლავს, მორალსა და ზნეობას წაბილწავს ევროპელობის სახელით! სად გადის საზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის?!
ივანიშვილისგან ერთი გამაოგნებელი განცხადებაც გვახსოვს: სააკაშვილი პატარა სტალინიაო (?!), სწორედ ამ ცნობიერებიდან გამომდინარე ვავლებ პარალელს ივანიშვილისა და მის მიერ უარყოფითად შეფასებულ სტალინის პიროვნებას შორის. სამწუხაროა, რომ სტალინთან მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი გაუზრდია საქართველოს, რაც დიდი სიბრმავეა განსაკუთრებით იმ არსებისაგან, ვინც განათლება საბჭოთა ხანაში მიიღო, ხოლო მილიონები სტალინის მეთაურობით ფაშიზმისგან მსოფლიოს განმანთავისუფლებელ რუსეთში იშოვა. მისივე ცნობიერებით ქართველ ხალხს 9 წელი არა მანიაკი სააკაშვილის, არამედ სტალინის ხანაში უცხოვრია. ცნობილი ფაქტია, რომ პატარა ადამიანებს დიდი ამბიციები აქვთ, ამიტომ მოკლედ შევეხები სტალინის ეპოქას, რათა დიდი და პატარა ადამიანების მოღვაწეობას შესაბამისი შეფასება მივცეთ.
პატარა ერის შვილი და დიდი ქართველი მოსახლეობას გადასახადებს არ უზრდიდა. პირიქით, ყოველი წლის მარტიდან პროდუქტზე ფასდაკლებები ხდებოდა და ხალხს ცხოვრებასა და შრომას უხალისებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყოველივე სამამულო ომის, დიდი ნგრევისა და კატაკლიზმების შემდეგ ხდებოდა, რაც სტალინის განსაკუთრებული გონიერებისა და მოსახლეობისადმი დიდი თანაგრძნობის მაჩვენებელია.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოსვლიდან 3 წლის თავზე ლამის ყაჩაღად იქცა: დენის ტარიფს ზრდის, რაც პროდუქტზე ფასების ზრდასაც გამოიწვევს. ხელისუფლების შენახვა მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას მათი საზღვარგარეთული ვიზიტებითურთ.
დიდ ქართველს ქართველებისთვის ეროვნება და მამის სახელი არ წაურთმევია. დამოუკიდებელ საქართველოში ეს მონური ფსიქოლოგიის მქონე პატარა ადამიანებმა მოახერხეს ევროპა–ამერიკის საამებლად.
დიდი ქართველისა და ქვეყნის მოამაგის მმართველობის პერიოდში სსრკ–ს მთელ ტერიტორიაზე ნარკოტიკის მოხმარება აკრძალული იყო. წარმოუდგენელი და ღირსების შემლახველი იქნებოდა სტალინს აზრი ევროპისთვის ეკითხა.
ბ. ივანიშვილის განმარტებით, მაგალითი ევროპის დემოკრატიული ქვეყნებისგან უნდა ავიღოთ. ეს კი ქვეყნის მომავლის დასასრულის დასაწყისია.
დიდ ქართველს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობა კანონის ჩარჩოებში არ მოუქცევია და ანტიდისკრიმინაციული კანონი არ მიუღია ქართველი ერის ღირსების შესალახად. მართალია, რუსეთის რევოლუციის შემდეგ გააუქმეს ჰემოსექსუალების საწინააღმდეგო ყველა კანონი, როგორც ბურჟუაზიული გადმონაშთი, მაგრამ 1934წ. მარტში კალინინმა სტალინის ბრძანებით ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ჰომოსექსუალობა სოც. დამნაშავეობის რიგში დააბრუნა და ლენინის მიერ მინიჭებული თავისუფლება წაართვა.
ივანიშვილის ხელისუფლებამ მართლმადიდებლობას, მორალსა და ზნეობას ზურგი აქცია და ამერიკის დირექტივებს დაემორჩილა.
დიდ ქართველს, სისადავითა და უბრალოებით განუმეორებელ სტალინს და პოლიტბიუროს წევრებს ხელფასი 10.000 მანეთი ჰქონდათ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს – 20.000 მანეთი, ხოლო პრეზიდიუმის წევრებს – 10.000 მანეთი. ფრიადოსანი სტუდენტი 500 მანეთს იღებდა, სტალინური სტიპენდიანტები – 1000 მანეთს.
ივანიშვილის ხელისუფლებამ მოსახლეობა შიმშილისთვის გაწირა და მინისტრს მინიმუმზე 33–ჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნა.
გულანთებულ პატრიოტს – სტალინს, რომელსაც ანალოგი არ ჰყოლია მსოფლიოში თავისი რანგის სახელმწიფო მოღვაწეთა შორის, ივანიშვილივით მილიონები არ უგროვებია და ქვეყანა უცხო ძალების მონად არ უქცევია. მსოფლიოს გენიოსი ლიდერი, რომელსაც ჩერჩილი და რუზველტი ფეხზე უდგებოდნენ, ივანიშვილმა ფსიქოპათი სააკაშვილის სწორფერად მოიხსენია. სტალინი კიტელს და ფეხსაცმელს არ იცვლიდა ქვეყანას ტვირთად არ დააწვესო. მას ივანიშვილის ხელისუფლების მსგავსად კერძო შპს–დ არ უქცევია ქვეყანა და ქართველი ხალხის ხარჯზე მილიონები არ ჩაუჯიბავს. ხელისუფლების წარმომადგენელნი, რომელნიც ყოველგვარი იდეოლოგიისა და პროფესიონალიზმის გარეშე ზღვის კენჭებივით შეარჩია ივანიშვილმა და სახელისუფლებო სავარძლებზე ჩამოარიგა, ათობით ათას ლარს ითვისებენ პრემიებისა და დანამატების სახით, ხოლო ქვეყნის ძარცვასა და პოლიტიკურ ყაჩაღობას დასავლეთმა და ივანიშვილმა მწვანე აუნთო. შედეგად პარლამენტში 40 მილიონერი გვიზის და ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობაა.
ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ანგელოზის ფრთებს გამოისხამს ის ხელისუფლება, რომელიც სამშობლოსა და ხალხის ინტერესებზე წინ ფულსა და ძალაუფლებას აყენებს! იქნებ ჩინური მოდელისთვის მიგებაძათ, სადაც მიუხედავად ავტოკრატიისა, დენ სიაოპინის რეფორმების წყალობით, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სოციალური თანასწორობის პრინციპს, სიღარიბე აღმოფხვრილია. ეს კომუნისტურმა ჩინეთმა გააკეთა. ჩინელი ბიზნესმენებისა და მილიარდერებისთვის კომუნისტობა ხელისშემშლელი არ არის და ისინი სოციალური საკითხებისადმი პასუხისმგებლობითაც გამოირჩევიან. რა მაგალითს აძლევს ახალგაზრდობას ქვეყნის ხელისუფლება?
რუსეთის საზღვართან ,,გირჩი“–ს მიერ მოწყობილი შიშველი უკანალების აქციის გამო მათ პროტესტიც არ გამოუთქვამთ და საზოგადოებამ დაინახა რომ შარვალჩახდილი შიშველი უკანალი ამ ხელისუფლების სახეა. მთელი დასავლეთი და ამერიკა მართლმადიდებლობასა და რუსეთს ებრძვის ყალბი ბრალდებებით, რაც რუსეთის რესურსის გადანაწილებას ისახავს მიზნად. ამ ბრძოლამ უკვე ავადმყოფური ფანტაზიის სახეც მიიღო. ამერიკულ ფილმებშიც კი რუსეთი და რუსი ეროვნების ადამიანების მტრად არიან წარმოჩენილნი, თუმცა ეს არც არის გასაკვირი იმ ქვეყნისგან, რომელმაც შუაგულ ევროპაში მართლმადიდებელი იუგოსლავია დაანგრია და მე–20 საუკუნიდან დღემდე 45 ინტერვენცია მოაწყო. საქართველოს ხელისუფლებას ამ პოლიტიკის გაგრძელება ურჩევნია, ვიდრე იყოს რუსეთისთვის სასურველი პარტნიორი, მით უფრო, რომ ეს პარტნიორობა ჩვენს ქვეყანას მშვიდობას და აღორძინებას მოუტანს.
ხელისუფლებამ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მთელ რიგ ქვეყნებთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატა გარდა უკრაინისა და საქართველოსი, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა მოულოდნელი უსიამოვნებების შესახებ. სამწუხაროდ, ბიძინას სტიპენდიებზე დაგეშილი ურაპატრიოტები მას ურჩხულ სააკაშვილისგან მხსნელ გმირად მიიჩნევენ და იმ რუსეთს ლანძღავენ, რომელმაც მუსულმანური სამყაროსგან გვიხსნა და მამული, ენა, სარწმუნოება შეგვინარჩუნა. საქართველოს მოსახლეობამ, ფაქტობრივად უკვე იწვნია რა შედეგი მოიტანა იმ გზიდან გადახვევამ, რომელსაც ერეკლე მეფის მიერ არჩეული ,,გზა ხსნისა“ ჰქვია. რუსეთი უდიდესი და უძლიერესია სხვა იმპერიების მსგავსი მტაცებლური ბუნებით, მაგრამ რაც მასთან დაპირისპირებით მივიღეთ ჩვენი ხელისუფლების არაეროვნული მავნებლური პოლიტიკის შედეგია, ანუ ფულისა და სავარძლების სანაცვლოდ სამშობლო გამიყიდეს!
დაპირისპირებული მხარის ღირსებისა და ღირებულებების დანახვის და დაფასების უნარი თავად არის ადამიანური ღირსება. არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის იმპერიაში საქართველოს ყოფნის დადებითი მხარეები, რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა თურქეთს გამოსტაცა აჭარა, ახალციხე, მისი მიმდებარე ტერიტორიები და საქართველოს დაუბრუნა. რამდენი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა 1821 და 1878 წლების მოვლენებს? როგორი იყო სტალინის იდეოლოგია დაპირისპირებულ ქვეყანასთან მიმართებაში?
1945წ. სტალინმა ბრძანა: ,,მე მძულს გერმანელები, მაგრამ სიძულვილმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს მათ შეფასებაში. გერმანელები დიადი ერია და დაბადებიდანვე მამაცი ჯარისკაცები არიან“. ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ რუს ერს სათანადო პატივი მიაგო და ,,დიდი რუსი ერი“ უწოდა“. დიახ, ეს ის ერია, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ,,სამშობლოსათვის, სტალინისათვის“ სიცოცხლეს სწირავდა. ლიბერასტული საქართველოს პოლიტიკური ნაბიჭვრებისათვის თავს ვინ გაწირავს?! როცა თანასწორობის პრინციპით ბელარუსი და რუსეთი ერთიანდება, ჩვენ რატომ ვირჩევთ ვიყოთ ევროპა–ამერიკის ხელში მოხმარება–გამოყენების ობიექტი ნაცვლად თანასწორუფლებიანი პარტნიორობისა?
რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც დასავლეთის მოაზროვნე საზოგადოებაშიც დიდი პატივისცემით სარგებლობს, ღიად განაცხადა: ,,საუკუნეების განმავლობაში რუსეთი მთელ კავკასიაში პოზიტიურ როლს თამაშობდა. ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც, ეჭვი არავის შეეპაროს“. – ეს არის გზავნილი დასავლეთისა და კავკასიის ქვეყნებისათვის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სათანადოდ ვერ აფასებს. ზნედაცემული დასავლეთი მართლმადიდებელ ატომურ რუსეთს ვერასოდეს დააჩოქებს. რუსეთი დემოტრაკიულ დასავლეთში არავის შეეშალოს!
P.S.
ლიბერალურმა მმართველობამ ჩაილურის წყალი დალია და ანეკდოტების თემად იქცა: ახალგაზრდების ჯგუფი ხუთჯვრიანი დროშით მოდის ქუჩაში შეძახილებით: – ,,მე ლიბერალი ვარ“! ამავე შეძახილებით მას უერთდებიან სხვა ახალგაზრდებიც. – ,,მე სტალინელი ვარ!“ განაცხადა შემხვედრმა ახალგაზრდამ. – როგორ, გაოცდნენ ახალგაზრდები – ჩვენ ყველანი ლიბერალები ვართ და შენ სტალინელი რატომ ხარ? – ჩემი მშობლები სტალინელები არიან და მეც სტალინელი ვარ. აი, დედა ბოზი რომ მყავდეს და მამა – პედერასტი, მეც ლიბერალი ვიქნებოდიო.
05.03.2019წ.
იზა თამაზაშვილი 593 90 55 07