ომი ცალი ხელით
თანახმად დაპირებისა შემოგთავაზებთ სტატიას რუსეთის იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ შემნდობი, დამნდობი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ.
აქცენტირება რუსეთზე და განსაკუთრებით იმაზე, რაც უკვე გითხარით, სულაც არ არის გამოწვეული რუსეთისადმი სიყვარულით, მისი გაფეტიშებით, არამედ იმით, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია, დიდია, ძლიერი, ბირთვულიარაღიანია, მეოთხე ეკონომიკაა მსოფლიოში, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ბოლოს და ბოლოს უკიდეგანო ბაზრის მფლობელია, რომელშიც შესაღწევად მსოფლიოს ქვეყნები ძალას არ იშურებენ, რომლის წიაღისეული ბევრია, იშვიათი და საინტერესო ნებისმიერი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც ევროატლანტიკური სივრცის ბინადარია.
რუსეთი იმდენად მიმზიდველია დასავლეთისთვის, რომ ოფლისღვრას, შიგადაშიგ სისხლის ღვრასაც არ ერიდებიან მიწისქვეშ არსებული სიმდიდრეების ხელში ჩასაგდებად. მოკლედ და კონკრეტულად, რუსეთი არის განძი. განძი კი მაგნიტივით იზიდავს ყველას, ვისაც მისი ხელში ჩაგდება უნდა.
კოლექტიური დასავლეთი, მოწადინებული რუსული განძის მისაკუთრებაში, მრავალ ხერხს მიმართავდა და მიმართავს საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ უშედეგოდ. უშედეგო გამოდგა მათი ამჟამინდელი მეცადინეობაც რუსეთის დასაშლელად და დაშლილი რეგიონების ხელში ჩასაგდებად. საგონებელში ჩავარდნილმა კაპასმა და ბრიყვმა დასავლეთმა რუსეთის დასასჯელად ეკონომიკურ სანქციებს მიმართა, თუმცა ამაოდ.
რუსეთის ეკონომიკას ვერაფერი დააკლო. ის, ვითომც არაფერი აგრძელებს არსებობას — საომარ რელსებზე გადასული. 40000 ამერიკულ-ევროპული სანქცია აგემეს რუსეთს, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა მას, მაგრამ ვერ დააჩოქა. რას მოუტანს მას ახალი ამერიკული სანქციები, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა და სენატორებმა — ორივე პარტიიდან მწვანე შუქი აუნთეს და თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ სურთ, ე.წ. ლინდსი გრემის კანონპროექტი სექტემბრიდან დაკანონდება. მისი მიხედვით, 100%-იანი ზეგადასახადი დაუწესდებათ ჩინეთს, ინდოეთს, სხვა ქვეყნებს რუსული ენერგომატარებლების შეძენისთვის.
მიზანი სანქციებისა მარტივია — ჩინეთმა, ინდოეთმა, სხვა ქვეყნებმა არ იყიდონ რუსული ნავთობი, ნავთობპროდუქტები, გაზი, ქვანახშირი, რათა რუსეთის ბიუჯეტში არ შევიდეს თანხა.
სენატორი გრემი ახლახანს დაკრძალეს. ის 69 წლის ასაკში გარდაიცვალა — კიევიდან, აშშ-ი დაბრუნების შემდეგ. როგორც მედია იუწყება, გრემს კიევში დაბადების დღეც გადაუხდია.
ლინდსი გრემი აგრესიით გამორჩეული სენატორი იყო — რუსეთის, ჩინეთის, ირანის, სხვა სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ შემართული. გრემს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „აშშ-ს არასდროს განუხორციელებია ისეთი წარმატებული ინტერვენცია, როგორიც უკრაინაში, რომელიც უკრაინელს აკეთებინებს ამერიკულ საქმეს — ახოცინებს რა რუსებს“.
გრემის რეაქციულობის შესახებ ტრამპმაც თქვა, თუმცა ისიც დაამატა, რომ ის მისი მეგობარი იყო..
ლინდსი გრემი გეი, უოჯახო ადამიანი, თანაც ბოროტი და სისხლის მსმელი, როგორ შეიძლება ყოფილიყო ტრამპის მეგობარი? ადამიანის, რომელიც მშვიდობისმყოფელობაზე დებს თავს, რომელიც ებრძვის მამათმავლობას და მიიჩნევს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი — ქალი და მამაკაცი?
როგორც ჩანს, ტრამპი უშვებს გამონაკლისებს, თუკი ის მისთვის სარგებლის მომტანია.
ტრამპის ადმინისტრაციაში არის სხვა გეიც — სკოტ ბესენტის სახით. არც მას ჰყავს ოჯახი, მაგრამ ჰყავს ახალგაზრდა ვაჟი — პარტნიორი, რაზეც ტრამპი თვალს ხუჭავს. სკოტ ბესენტიც თავისი რუსოფობიური განწყობით არის გამორჩეული აშშ-ს ადმინისტრაციაში.
აშშ-ს პრეზიდენტმა, რომელიც აცხადებს, რომ ლინდსი გრემის მეგობარი იყო, გარდაცვლილი სენატორის სახელის უკვდავსაყოფად თანხმობა განაცხადა 100%-იანი ტარიფის შემოღებაზე რუსეთის და იმ ქვეყნების მიმართ, ვინც რუსულ ენერგომატარებლებს ყიდულობენ. უფრო მეტიც, ტრამპმა ლინდსი გრემის და სენატორად გახადა, რომელიც დაიკავებს გრემის, ანუ ძმის ადგილს, რაც აშკარად მიგვანიშნებს აშშ-ს დემოკრატიულობის არ არსებობაზე.
ლინდსი გრემის და არასდროს ყოფილა პოლიტიკაში. ახლა იქნება ტრამპის წყალობით.
ეს გრძელი ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ წარმოდგენა გქონდეთ ე.წ. დემოკრატიის აკვანზე — აშშ-ზე. მას არც ევროკავშირი ჩამორჩება დემოკრატიულობაში. მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში, გარდა უკრაინისა, ვერ შეხვდებით ისეთ ანტიდემოკრატიულობას, რასაც ადგილი აქვს ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში, თვით ევროკავშირის შტაბ-ბინაში.
არაერთი წელია ევროპარლამენტარები აყენებენ საკითხს ევროკავშირის შეფის ურსულა ფონ დერ ლაიენის გათავისუფლების შესახებ — კორუმპირებულობის გამო. მაგრამ ამაოდ, ვინაიდან სახალხო პარტია, რომელიც მას უჭერს მხარს უმრავლესობაშია.
ფაშისტი ნათესავების ფესვებიდან ამოზრდილი ურსულა, ანტირუსი, ანტიდემოკრატი, გლობალისტი, ლგბტ-ს მიმდევარი, ერთნაირსქესიანთა ქორწინების წამახალისებელი, უკრაინელ ზელენსკისთან ჩახუტებული, რომლის უკან კორუფციაა. ის პიროვნებაა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ბრიუსელის შტაბ-ბინის ფუნქციების გაზრდას, ბრიუსელის ზენაციონალურ ორგანოდ გარდაქმნას. აი, ასეთად — ღრუბლებს ზემოთ არსებული ბრიუსელის ევროკავშირის შტაბ-ბინა, ხოლო ქვემოთ, მასთან მორჩილებაში მყოფი ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
ბრიუსელი ვერ იტანს ეროვნულ სახელმწიფოს და უპირველესად, რასაც ის მოითხოვს ეროვნულის, ტრადიციულის დავიწყებაა, „უჯიგრო“ ქვეყნად გადაქცევაა — გეი-პარადებით, ტრანსვესტიტებით, ბავშვთა მიერ სქესის არჩევით, სულისა და ხორცის თავისუფლებით. ვინც ამას არ იზიარებს, ის ეშვებიანი ურჩხულია, დესპოტია, არადემოკრატი კაცთმოძულეა. აი, ასეთად არის შერაცხული რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელიც არ იზიარებს ე.წ. ცივილიზებული სამყაროს სულისკვეთებას.
პუტინი არ იზიარებს, მაგრამ ყოფილი საბჭოელები: მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა, საქართველოს ოპოზიცია იზიარებენ.
თუ რას წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი, მისი შტაბ-ბინა თავის წერილში ასახა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პაპუაშვილმა. ამ წერილის პათოსს უდავოდ გაიზიარებს ყველა ის, ვისაც საქართველო სტკივა, ვისაც მისი აწმყო და მომავალი აწუხებს.
საკითხი ეხება ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, უფრო სწორად მისაღებს არა კონსენსუსით, არამედ ხმათა უმრავლესობით. რას ნიშნავს ეს?
უპირველესად იმას, რომ ევროკავშირის პატარა ქვეყნების როლი ძირფესვიანად კნინდება. უბრალო ხმათა უმრავლესობა დაჩაგრავს პატარა ქვეყნის ინტერესს, თუნდაც დიდის.
დღეს, ქვეყანას, რომელსაც არ სურს დოკუმენტის მიღება, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს კენჭისყრის დროს და დაბლოკოს ის. მაგრამ ხვალ, ახალი წესის შემოღების შემდეგ, შეთანხმება ანუ თანხმობა ქრება და მის ნაცვლად დიქტატი შემოვა.
ბრიუსელის შტაბ-ბინის მოხელეებს წინათაც სურდათ ზესახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბება ევროკავშირში. იყო მცდელობაც ევროკავშირის კონსტიტუციის მისაღებად, მაგრამ წევრმა სახელმწიფოებმა უარყვეს წინადადება.
დღეს, სხვა კუთხით ხდება საკითხის გატანა, რაც უდავოდ დამანგრეველი იქნება ევროკავშირისთვის.
ის, რომ პაპუაშვილმა გამოთქვა თავისი მოსაზრება მისასალმებელია, თუმცა დაგვიანებული. აღნიშნულზე „ოცნებას“ მაშინ უნდა ეფიქრა, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აწერდა ხელს. დარწმუნებული ვარ, ინგლისურ ენაზე დაწერილი 1000-გვერდიანი დოკუმენტი არვის ჰქონდა წაკითხული. რომც წაეკითხათ, ბევრს ვერაფერს გაიგებდნენ — ინგლისური იურიდიული ტექსტის შემხედვარენი.
მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზალკალიანმა გაუკეთა პარაფირება დოკუმენტს, რითაც მწვანე შუქი აუნთო საქართველოს ასოცირებულ წევრობას ევროკავშირთან. საქართველოს დელეგაციამ „შალახოს“ ჰანგებზე იყოყოჩა, ისე, როგორც მანამდე ჟვანიამ თქვა — „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ (27 სექტემბერი, 1999 წელი). და მერე რა?
რა და ის, რაც პაპუაშვილმა თქვა.
მოდით დავსვათ კითხვა — არის თუ არა ევროკავშირი ის ორგანო, სადაც საქართველო უნდა გაწევრიანდეს?
პასუხი არის მარტივი და ხისტი — არა! არც იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ევროკავშირი შეიცვლება უკეთესობისკენ. მაშ, რატომ გაიძახის ხელისუფლება, რომ ევროკავშირში გვინდაო?
პაპუაშვილიც ხელისუფლებაა და აცხადებს საწინააღმდეგოს, რაც მაფიქრებინებს, რომ ის, რაც პაპუაშვილმა თქვა, „ქართული ოცნების“ ერთიანი მოსაზრებაა პაპუაშვილის ხელმოწერით.
ეს ჩემი ვარაუდია და იმედი მაქვს გამართლდება. ევროკავშირზე, ნატოზე უსაგნო ლაპარაკს წერტილი უნდა დაესვას. ეს ორგანიზაციები არასდროს გაგვიღებენ კარს, არასდროს გვეტყვიან — მობრძანდითო.
ეს ორგანიზაციები არც უკრაინას გააწევრებენ თავიანთ რიგებში. ქვეყანას, რომელიც დასავლურ ჭკუაზე ატარეს, მიიყვანეს გავერანებამდე. უკრაინა იყო და არის ტერიტორია — რუსეთის მეზობლად — დასახლებული, ევროპა-ამერიკის მიერ დაქირავებული „ბოევიკებით“. ამ ტერიტორიის მმართველობა კოლექტიური დასავლეთის ხელშია და არა კიევის.
კიევი შემსრულებელია. ის ქალაქია, რომელიც დასავლეთიდან შესულ ფულს ანაწილებს დასავლელთა შორის, ნაწილს თვით იტოვებს. ამ ტერიტორიაზე მყოფი „ბოევიკების“ და მათი ახლობლების დასამუხტად დასავლეთმა, ისე, როგორც გასული საუკუნის 30-იან წლებში ფაშიზმი გამოძებნა — რუსეთისთვის აშკარად მიუღებელი იდეოლოგია, ერთი ერის, მეორეზე პრიორიტეტულობა.
„America First“ (ჯერ ამერიკა), „America First“ („დავუბრუნოთ ამერიკას სიდიადე“) — ტრამპის ცნობილი ლოზუნგებიც ამერიკის პრიორიტეტულობაზე მიგვანიშნებს. როდესაც ერთი ქვეყანა სხვასთან (სხვებთან) შედარებით პრიორიტეტულია, ამაღლებულია, მაშინ დანარჩენი ხომ დამცირებულია?!
ევროკავშირში პრიორიტეტული პოზიცია მუდამ ექნებათ გერმანიას, საფრანგეთს, ნაკლებად იტალიას, ევროკავშირის გარეთ დიდ ბრიტანეთს — აშშ-ს კოლექტიური დასავლეთის დაუწერელი კანონით.
დანარჩენი ევროკავშირელები მეორეხარისხოვანნი არიან და ასეთად დარჩებიან, ვიდრე იარსებებს ევროკავშირი. მეორეხარისხოვანნი შეასრულებენ მაღალხარისხოვანთა დავალებებს. სურს საქართველოს იყოს მეორეხარისხოვანი წევრი ევროკავშირის?
ოპოზიციას სურს და ხალხს ეუბნება, რომ „ოცნებას“ და ივანიშვილს, რომლებიც კრემლის დავალებას ასრულებენ, არ სურთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება; არ სურთ, რომ საქართველოში იყოს მაღალი პენსიები და ხელფასები.
ოპოზიციის გასაგონად — ევროკავშირში გაწევრებით საქართველოს პენსიონერებს პენსიები არ მოემატებათ, არც ხელფასები. საჯარო სამსახურის მოხელეებს ხელფასები უკვე მოემატათ — გაუტოლდნენ რა ევროკავშირელ მოხელეებს. ასე რომ, მათ სადარდებელი არ აქვთ.
მაინც რატომ გვინდა ასე დაჟინებით ევროკავშირში შესვლა?
ოპოზიციის მიხედვით, ხელფასებისა და პენსიების მიღებისთვის! აკი ევროპული ფასეულობების გაზიარებისთვის — ამას არ ამბობდით და ამბობთ?
რა ფასეულობებზე უნდა გველაპარაკოს კულტურის მინისტრმა ქალბატონმა რუხაძემ — გაურკვეველი შემოსავლების პატრონმა წლების განმავლობაში?
მართალია, ის აღარ დაგვმოძღვრავს, ვინაიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ხომ გვმოძღვრავდა; ხომ დადიოდა უცხოეთში სახელმწიფო ხარჯებით; ხომ გვიმტკიცებდა, რომ საქართველოს სახელის გატანისთვის წირავდა თავს მივლინებებში სიარულით?
რუხაძე და მისნაირები უხვად არიან ხელისუფლებში. მათ უნდათ ევროკავშირში კუნტრუში, მაღალფარდოვანი სიტყვებით მათსავით გონგამოცლილი ევროკავშირელების გაბრუება.
არავითარი ფასეულობა. ანდა რა ევროპულ ფასეულობებზეა საუბარი, როდესაც იქაური ფასეულობები მამაკაცის საჯდომიდან იწყება, ლგბტ-იდეოლოგიით და დანომრილი ოჯახის წევრებით მთავრდება — მშობელი N1, მშობელი N2, იმ მამაკაცის მიერ შექმნილ ოჯახში, სადაც ერთი ქალობს, მეორე ქმრის როლს ასრულებს. მათ მიერ ნაშვილებ ბავშვს, გზა-კვალი რომ არ აერიოს ე.წ. მშობლები დაუნომრეს.
ევროკავშირში შესვლა, როგორც ჩანს იმისთვის გვინდა, რომ ამ კავშირმა გვაჭამოს, გვასვას, სისტემატურად მიგვიწვიოს ღონისძიებებზე, რომლის დროს ერთი და იგივე კონტინგენტი ყოველი შეხვედრის დროს და ასეთს მუდამ აქვს ადგილი, თუ ყოველდღე არა, დღეგამოშვებით. ისე კოცნის ერთმანეთს, როგორც მრავალი წლის უნახავნი, ერთმანეთის მოსიყვარულე ადამიანნი.
ევროკავშირში გვინდა „მარიაჟობა“ — აქაური აღარ გვაკმაყოფილებს; სხვის ხარჯზე გვინდა ცხოვრება — ხელგაუნძრევლად, რაც მანიშნებელია სიზარმაცის, ფუქსავატობის, გაუნათლებლობის, ყველა იმ ნეგატიური თვისების, ერმა რომ „დამოუკიდებლობის“ წლებში შეიძინა. ვითომ მარტო დამოუკიდებლობის წლებში, იქნებ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე?!
რანი ვიყავით და ვართ გენიალურად არის აღწერილი ილია ჭავჭავაძის „კაცია, ადამიანში“. ლუარსაბი და დარეჯანი საქართველოა — გაპარტახებული, მორღვეული ღობით. საუკუნის წინათ დაწერილი შედევრი ვაი-რომ წყლის წვეთივით ჰგავს დღევანდელობას.
საქართველომ, თუ რამეს მიაღწია მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში 70-წლიან საბჭოურ პერიოდში იყო — კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების. მწერლობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის აღმავლობის წლებში. ისიც ხომ ქართველმა შექმნაო — ვიტყვით?
ქართველმა შექმნა მოსკოვის მითითებით და წინამძღოლობით. აღარ არის იქაური წინამძღოლობა და აღარ არიან განსწავლული, გონიერი, ჭკვიანი სახელმწიფო მოხელეები, ისეთი, როგორიც კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი იყო. თაქთაქიშვილი, რუხაძემ ჩაანაცვლა, რომელმაც პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მოიბოდიშა და თქვა: „მე, ჩემს „სპიჩს“ ზეპირად არ ვიტყვი, წავიკითხავო“.
მინისტრს, თანაც კულტურისას, როგორც ჩანს ეთაკილებოდა ენა ქართული. სიტყვამ მოიტანა და იმიტომ ვახსენე თაქთაქიშვილი, თორემ მაშინდელი მინისტრები, სახელმწიფო მოხელეები რომ უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ ხალხში, ფაქტია.
მაშინდელი მინისტრი ავტორიტეტი იყო. დღევანდელი, იმდენად უავტორიტეტოა, რომ საზოგადოებამ არცკი იცის მათი სახელი და გვარი. დასავლეთისკენ ლტოლვამ მოგვიტანა ის „ბედნიერება“, რომელიც გვაქვს და რომლის შესახებაც პაპუაშვილი წერს — ევროკავშირთან მიმართებაში.
ზემოთ აღვნიშნე, რომ პაპუაშვილის წერილი კოლექტიურია, „ოცნების“ უმაღლეს ეშელონებში განხილულ-ჩამოყალიბებული. წერილის სულისკვეთება მისაღებია ყველა იმისთვის, ვისაც საქართველოს კეთილდღეობა უნდა. კეთილდღეობა თუ გადარჩენა?
ალბათ უპირველესად გადარჩენა. და თუ გადავრჩით, კეთილდღეობა. ევროკავშირის გლობალისტურმა პოლიტიკამ, რომლის მიზანი ანტირუსული განწყობის შექმნაა რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, მათი დარაზმვა რუსთა წინააღმდეგ — წასახალისებლად გახსნა ევროკავშირის კარი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობას მოლდოველს, უკრაინელს, ქართველს უთხრა: „მობრძანდითო. ვიზის გარეშე შემოდით და თქვენი თვალით ნახეთ რას ნიშნავს ევროკავშირის ედემიო. ნახეთ და შეადარეთ რუსულ წუმპეს, ჭაობს, რომელშიც დამოუკიდებლობამდე ცხოვრობდითო“.
მოლდოვა და უკრაინა რა დღეშიც იმყოფება „ედემის ბაღის“ მონახულების შემდეგ — ცნობილია. ისიც ცნობილია დემოგრაფიული თვალსაზრისით რა დღეში ვართ ჩვენ.
ევროკავშირში უვიზო გამგზავრება ძვირად უჯდება ქვეყანას. იქ წასული ქართველობა უკან დაბრუნებას არ აპირებს — აქ არსებული არცთუ სახარბიელო ეკონომიკურ-სოციალური პირობების გამო.
უვიზო მიმოსვლა მაშინ იქნებოდა ნაკლებად დამაზიანებელი სახელმწიფოსთვის, თუ მას მასობრივი გადინება არ მოჰყვებოდა. მასობრივი გადინების შესაკავებელი ბარიერი იქნებოდა აქაური ყოფის იმ დონეზე აყვანა, როგორიც იქ არის. მაშინ უვიზო გასვლის ნაცვლად, უვიზო მიმოსვლა იქნებოდა. ცხადია მაშინაც დარჩებოდნენ ჟოზეპ ბორელის მიერ ევროკავშირისთვის შერქმულ „ბაღში“, მაგრამ არა ისე მასიურად, როგორც დღეს.
რა ამოძრავებდა ევროკავშირს მაშინ, როდესაც უვიზო მიმოსვლას დაგვიწესა?
მარტივი რამ — ქართველთა მოთაფვლა და რუსთა წინააღმდეგ ამხედრება — მუდმივ რეჟიმში. იყო თუ არა ევროკავშირის სურვილი საქართველო გაეხადა ევროკავშირის წევრი?
არა, პატივცემულებო. მას არ სურდა და არ სურს საქართველოს შეყვანა ევროკავშირში. მას სურს საქართველოს ევროკავშირის ზღურბლთან მიბმა, ოთხფეხა ცხოველის მსგავსად, რომელსაც შიგადაშიგ თივასაც დაუყრიან — დაპირებების სახით, პარალელურად საკუთარ კანონმდებლობას მიასადაგებინებენ ევროკავშირისას, შეასრულებინებენ ყველა დავალებას, რითაც საქართველოს მოქალაქე ისეთივე გახდება, როგორიც ევროკავშირელი. მათ შორის განსხვავება თითქმის წაიშლება. ევროკავშირში გაწევრების შემდეგ საქართველოს საზღვრები ევროკავშირის საზღვრები იქნება, საგარეო პოლიტიკა ევროკავშირული — ბრიუსელთან შეთანხმებით.
ასეთი საქართველო ვერავისთან დაამყარებს ურთიერთობას შეუთანხმებლად. ფაქტიურად საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს, ისედაც კოჭლ დამოუკიდებლობას მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაც „პოლიტიკოსმა“ იძახოს ევროპელი ვარო.
ყველა „სიკეთის“ ჩამოთვლა, რასაც ევროკავშირი მოგვცემს გაწევრების შემთხვევაში შორს წაგვიყვანს. გვინდა ასეთი „ევროპელობა“?
ბევრს უნდა, განსაკუთრებით იმათ, ვისაც „ევროპის წყალი აქვთ დალეული“. არიან ანტიევროპელებიც. სინამდვილის დასადგენად რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი, ოღონდ არა ისეთის, როგორსაც არჩევნების დროს მიმართავენ, არამედ საქმით და არა სიტყვით დემოკრატიული.
ის, რომ თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დასავლეთისკენ იყურება, გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ ტრადიციული მზერა რუსეთისკენ, თვით რუსეთმა გააწყალა თავისი ჩამოუყალიბებელი პოლიტიკით — გასული საუკუნის 90-იან წლებში გორბაჩოვ-ელჩინის მმართველობის ჟამს.
ელცინის შემცვლელ პუტინსაც გაურკვეველი პოზიცია ჰქონდა 2007 წლის მიუნხენამდე — პროდასავლური, დასავლეთისადმი კოჭის თამაშით. და როდესაც დაინახა, რომ გაღიმებული ამერიკელ-ევროპელი რუსეთის მტერია, პოზიცია შეიცვალა და მიუნხენის კონფერენციას გულახდილად უთხრა ყველაფერი, რაც გულში ჰქონდა დაგროვებული.
მას შემდეგ „ჩვენი ბიჭი“ ვლადიმერი, რომელსაც დასავლეთი მათად მიიჩნევდა, უმალ გადაიქცა მტრად, ხახადაღებულ დათვად, ევროპული ცივილიზაციის ჩაყლაპვის მსურველად.
ამერიკა-ევროპისთვის პუტინი და რუსეთი არაცივილიზებული, აგრესიული სახელმწიფოა, ნომერ პირველი მტერი. რას ითხოვდა და ითხოვს პუტინი კოლექტიური დასავლეთისგან?
რასაც ითხოვს, აშშ-ს წინა პრეზიდენტის ბაიდენის თხოვნით 2021 წლის დეკემბერში წარუდგინა მას. მხარეებმა მოლაპარაკებებიც გამართეს უშედეგოდ.
პუტინი მოითხოვდა აშშ-ევროკავშირ-ნატოს ზეპირი დაპირების შესრულებას — ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებისთვის წერტილის დასმას.
დასავლეთმა უკუაგდო პუტინის წინადადება, ვინაიდან თავ-ფეხიანად ჩართული იყო უკრაინის ნატოში გაწევრების პროცესში, ისე, როგორც მოლდოვა-საქართველოს. და როდესაც არაფერი გამოვიდა, 2022 წლის თებერვალში დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია.
უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს ომი — სპეციალური სამხედრო ოპერაციის სახით, მაგრამ დონბასის გათავისუფლება უკრაინელი „ბოევიკებისგან“ და დაქირავებული უცხოელი მეომრებისგან ვერადავერ ხერხდება.
ვინ არ იბრძვის უკრაინის მხარეს: კოლუმბიელები, არაბები, სამხრეთ აზიის ქვეყნების წარმომადგენლები, ამერიკელები, ბრიტანელები, ფრანგები, პოლონელები.
პოლონეთის სტატისტიკით, 2000-ზე მეტი პოლონელია დაღუპული.
რუსეთის მოსახლეობაში უკმაყოფილონი არიან ხელისუფლების გაჭიანურებული მოქმედებით. რუსი ხალხი მოითხოვს უკრაინელთა დასჯას, უკრაინის ტერიტორიის ნეოფაშისტებისგან განთავისუფლებას. ის მზად არის მკაცრი პასუხი გასცეს უკრაინის დრონებით რუსეთის ქალაქების დაბომბვას, მსხვერპლს.
ხელისუფლება, პუტინი არ მოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა. ის, რომ რუსები არ იზიარებენ პუტინის დამნდობ პოლიტიკას, ომის ცალი ხელით წარმოებას, გამოჩნდა ბოლო მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრებთან პუტინის შეხვედრის დროს, როდესაც პუტინმა ჰკითხა მათ სამხედრო ოპერაციის სწრაფად წარმართვასთან დაკავშირებით. და პასუხად მიიღო პარლამენტართა ერთსულოვანი გუგუნი — საომარი მოქმედებების სწრაფად წარმართვის მხარდასაჭერად.
პუტინის განმარტებით, რუსეთის არმია მაქსიმალურად ცდილობს ნაკლები დანაკარგით მიაღწიოს დასახულ მიზანს, თანაც ისე, რომ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას თავიდან ააშოროს დიდი მსხვერპლი.
რუსი პოლიტიკოსები გაღიზიანებით აცხადებენ — წითელმა არმიამ ფაშისტური გერმანიის დედაქალაქი ბერლინი 17 დღეში აიღო. მას 7 მილიონი გერმანელი და მისი მოკავშირე ქვეყნების მეომრები იცავდნენ, მაშინ, როდესაც 4 წლის განმავლობაში რუსეთის არმიამ დონბასი ვერ გაათავისუფლა.
პუტინის შემნდობმა ომმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ეჭვი გააჩინა რუსეთის სამხედრო ძალების მიმართ. ზოგიერთმა ჩათვალა, რომ პუტინის რუსეთი მათ ვერ შეაშინებს — „უკრაინას ვერ აშინებს“ მაგალითიდან გამომდინარე. განსაკუთრებული პოზიციით გამოირჩევიან ჩვენი მეზობლები აზერბაიჯანი და სომხეთი.
„რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მწყობრიდან გამოსვლის გამო, რუსეთი ვეღარ აწვდის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს თავის ტრადიციულ კლიენტებს, ამიტომ აზერბაიჯანი მზად არის ჩაანაცვლოს რუსეთი“, — თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა გერმანიაში ვიზიტის დროს, კანცლერ მერცთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
სპეციალისტების განმარტებით, ალიევის ნათქვამი ხმამაღალია, ანტირუსულია და მეტი არაფერი. სტატისტიკის მიხედვით, რუსეთი 24 საათის განმავლობაში მოიპოვებს 10,5 მილიონ ბარელ ნავთობს, აზერბაიჯანი — 600000-სს. მისი საექსპორტო პოტენციალი ვერ აჭარბებს 1,5 მილიონ ბარელს დღე-ღამეში. რუსეთი უცხოეთში, დღე-ღამის განმავლობაში ჰყიდის 6 მილიონ ბარელს. რუსეთის ექსპორტი 110-ჯერ აღემატება აზერბაიჯანულს.
რაც შეეხება გაზს — ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანმა გაზარდა გაზის ექსპორტი. შეიყვანა რა ექსპლუატაციაში სამხრეთის დერეფანი, რომელიც იძლევა საშუალებას თურქეთის გაზით მომარაგების და ნაწილობრივ ევროკავშირის წევრი ქვეყნების. სიმძლავრე ამ გაზსადენისა წლიურად 16 მილიარდი კუბური მეტრია. აქედან 6 მილიარდი თურქეთისთვის, 10 მილიარდი ევროკავშირისთვის.
2022 წელს ბაქომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების 2-ჯერ გაზრდის თაობაზე — 10-დან 20 მილიარდ კუბამდე, 2027 წლისთვის. იბადება კითხვა — ვინ დააფინანსებს ამ პროექტს?
ევროკავშირი მოითხოვს მილების გაფართოებას, რაც არცთუ იოლი საქმეა, ვინაიდან გაფართოება უნდა განხორციელდეს მთლიან მილსადენზე — 1000-ბით კილომეტრზე. ამისთვის ფულს ვინ გადაიხდის?
ევროკავშირი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი.
ბაქოს მიაჩნია, რომ გაფართოებაში ფულის ჩაყრა სარისკოა, ვინაიდან ევროკავშირის გეგმით, 2050 წლისთვის ევროკავშირმა უარი უნდა თქვას გაზზე, მანამდე კი 2030 წლისთვის შეამციროს მისი მოხმარება. ასე რომ, ალიევის განცხადება PR-აქციაა, მიმართული ევროპელთა თვალში ნაცრის შესაყრელად, ამასთანავე იმის დასამტკიცებლად, რომ აზერბაიჯანი რუსეთს განდევნის ტრადიციული ბაზრიდან.
ყოფილი საბჭოელები, დასავლურ პროპაგანდას აყოლილები, ფიქრობენ, რომ რუსეთი ქაღალდის ვეფხვია. და რომ ეს ასეა, უკრაინაში მიმდინარე ომიც ამტკიცებს, რომელსაც ბოლო არ უჩანს. უფრო მეტიც, უკრაინა იგებს ომს. რუსეთის ეკონომიკა დაქცეულია. უკრაინის დრონები ანგრევენ რუსეთის ქალაქებს, ხოცავენ ხალხს და ა.შ. რას ნიშნავს ეს, თუ არა პუტინის შემნდობ პოლიტიკას არა მარტო უკრაინის მიმართ, არამედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ?!
რუსეთის ხელისუფლება, პრეზიდენტი პუტინი დასავლეთის მიმართ, განსაკუთრებით აშშ-ს გულუბრყვილოდ გამოიყურებიან, მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ ანკორიჯის შეხვედრა პუტინ-ტრამპს შორის ბლეფი გამოდგა.
მერამდენედ უნდა მოიტყუონ ან მოატყუებინონ კოლექტიურ დასავლეთს, განსაკუთრებით აშშ-ს თავი?
რუსი პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ალიასკა, ისე, როგორც ევროკავშირის მოქმედება წინასწარ იყო დაგეგმილი — დროის გასაყვანად და უკრაინის არმიის შესაიარაღებლად.
25 აგვისტოს გახდება ერთი წელი ანკორიჯის შეხვედრიდან, რომელზეც პუტინმა მიიღო აშშ-ს მიერ შემუშავებული პროგრამა — უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.
ერთი წლის განმავლობაში რუსეთი მუდამ პოზიტიურად, იმედიანად მოიხსენიებდა ანკორიჯის შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს თქმით შეთანხმებაც არ ყოფილა. მაშ რა იყო?
იქნებ ის, რასაც დასავლეთი ანდაზასავით იყენებს: „გამასულელე ერთხელ — სირცხვილი შენი. ორჯერ მომატყუე — სირცხვილი ჩემი“. „რამდენი რუსი უნდა დაიხოცოს კიევის პროამერიკული რეჟიმის მიერ, ამერიკული იარაღით, ამერიკის საორგანიზაციო-ტექნიკური დახმარებით, რუსეთის ხელისუფლებამ რომ საბოლოოდ დაასახელოს ის, ვინც წყალს ამღვრევს — აშშ-ი?
დასანანი ის არის, რომ რუსეთის ელიტას დასავლეთი მომავალშიც მოატყუებს, ვინაიდან თვით ელიტას ახარებს მოტყუება. მიუხედავად აღმოსავლეთისკენ შებრუნებისა და მრავალპოლუსიანობის განცხადებისა, რუსეთის ხელისუფლება მენტალურად გაიყინა ერთპოლუსიან მსოფლიოზე, რომელიც არ იზიარებს მოსკოვის სუვერენულ გადაწყვეტილებებს. რუსეთის ელიტა, გადაწყვეტილების მიღებამდე ფიქრობს — რას იტყვის ამაზე თეთრი სახლი? რა „ტვიტს“ ტყორცნის მსოფლიოს გაღვიძებული ტრამპი?
ვიდრე რუსეთის ელიტა სუნთქავს მსგავსი კითხვებით, სახელისუფლებო დერეფნებში ანკორიჯის აყროლებული სუი იტრიალებს. არც უკრაინაზე გამარჯვებას ექნება ადგილი.
ზემომოყვანილი სიტყვები იმედგაცრუებული რუსი პოლიტოლოგებისაა. იმედგაცრუებული არა დასავლეთით, არამედ რუსეთის ელიტით. აშშ-ი იყო და იქნება რუსეთის მტერი. და არა მარტო რუსეთის, არამედ ყველა სუვერენული ქვეყნის. ასეთია ამერიკა, რომლის ლოზუნგია — „ უპირველესად ამერიკა!“ მუდამ გაიჟღერებს ტრამპის, სხვა პრეზიდენტების პირიდან.
აშშ-ს „სტრატეგიული პარტნიორობა“ — ქაღალდზე დაფიქსირებული — ზღაპარია, რომელსაც სინამდვილეში განხორციელება არ უწერია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
03/08/2026
