პრობლემებიანი იუბილე
აშშ-ი თავისი არსებობის 250-ე წელს ზეიმობს — უმნიშვნელოვანეს თარიღს ამ ქვეყნისა და არა მარტო, საიუბილეოს. დამოუკიდებლობის დეკლარაცია, შექმნილი თომას ჯეფერსონის მიერ 1776 წელს, ბევრს ისეთს მოითხოვდა, რომელთა შესრულება უდავოდ წაადგებოდა აშშ-ს, სხვას.
სამწუხაროდ, ქაღალდზე გადატანილი სურვილები, მაშინდელი „მამების“ ტვინში გადახარშული, მიზანს სრულად რომ ვერ მიაღწევდა იმთავითვე იყო ცნობილი. მაგრამ, რომ იტყვიან — მცდელობა, წამება არ არისო, მითუმეტეს საუკეთესო სურვილების გასაჯაროება და ხალხისთვის სწორი ორიენტაციის მინიშნება, ოღონდ ერთია, რამდენად მოახერხებდა ხალხი, მისი წიაღიდან არჩეული ხელისუფლება დეკლარაციაში ასახულის შესრულებას.
აშშ-ი ჯერ-ჯერობით ჰეგემონი სახელმწიფოა, ძლიერი ეკონომიკით, სამხედრო ძალებით, ავტორიტეტით, მეცნიერებით და ა.შ. მან ჰეგემონობა უბრძოლველად მიიღო — საბჭოთა კავშირის თვითლიკვიდაციის შედეგად.
გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მსოფლიოს ორი პოლუსი ჰქონდა, ორი ლიდერით, ორი სუპერსახელმწიფოთ — სსრკ-თ და აშშ-ით. ძალთა თანაფარდობა, განსაკუთრებით შეიარაღებაში, თანაბარი იყო. თანაბარი იყო ბირთვული იარაღის რაოდენობაც, რომლის გამოყენების შემთხვევაში, თუნდაც ერთის მიერ მსოფლიო ცივილიზაციის დასასრული იქნებოდა.
კპ ცენტრალური კომიტეტისა და პოლიტბიუროს განახლებული შემადგენლობა თვლიდა, რომ საყოველთაო მშვიდობისთვის ორთა შორის დიალოგის დაწყება იყო საჭირო, რამაც კარდინალურად შეცვალა მსოფლიო. ამ დიალოგში გამარჯვებული აშშ-ი გამოვიდა, რომელმაც არა მარტო სსრკ პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი გორბაჩოვი მოხიბლა, არამედ პარტიული ელიტა და აფიქრებინა მათ, რომ საბჭოთა კავშირი ისეთივე უნდა გახდეს, როგორიც აშშ-ი.
მიუხედავად საბჭოთა კავშირში ათეული წლის განმავლობაში არსებული ანტიამერიკული, ანტიდასავლური პროპაგანდისა საბჭოთა პარტიულ ელიტაში ფარული აღტაცება სუფევდა აშშ-ს მიმართ, მისი ცხოვრების, დემოკრატიული სისტემის, სიტყვის თავისუფლების, პოლიტიკური სისტემისადმი.
პარტიული მუშაკები ამაზე ხმამაღლა არ ამბობდნენ, მაგრამ ყველა სამზარეულოში, უცხო თვალისა და ყურისგან დაცულში შეჰხაროდნენ აშშ-ს.
გასული საუკუნის 70-იან წლებში მწერალ გურამ ფანჯიკიძესთან ერთად მომიწია აშშ–სა და კანადის გაცნობა, რომელმაც ორივეზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთ მაგალითს მოგითხრობთ — კანადის ვანკუვერიდან ლოს-ანჯელესში გავფრინდით, მაგრამ თვითმფრინავები აგვერია და ნაცვლად დანიშნული დროისა, 3 საათის დაგვიანებით ჩავფრინდით აშშ-ი. ბარგი ავიღეთ და აეროპორტის შენობა დავტოვეთ იმის იმედით, რომ დამხვედრი მასპინძელი შემოგვეგებოდა. მასპინძელი კი არ ჩანდა. ერთი საათი ვიჯექით აეროპორტის წინ, სკამზე — არსაიდან ხმა, არსით ძახილი. უზარმაზარი ლოს-ანჯელესის, უზარმაზარ აეროპორტში, ორი საბჭოელი, რომელმაც არაფერი იცის ქალაქის შესახებ. არ იცის, რომელი სასტუმროა შეკვეთილი მათთვის. არ იცის რა დაჯდება ტაქსით მგზავრობა აეროპორტიდან ცენტრამდე.
ჩემს შეკითხვაზე „ცენტრთან“ დაკავშირებით, ამერიკელმა გამვლელმა მიპასუხა — რას გულისხმობთ ცენტრშიო. მაშინ, აეროპორტში მყოფმა, არ ვიცოდი ლოს-ანჯელესის სიგრძე-სიგანის შესახებ; არ ვიცოდი, რომ ჩვენებური აღქმა ცენტრისა, იქ გაუგებარია.
ცნობათა ბიუროს მივაკითხე და ავუხსენი ჩვენი მდგომარეობა. სიმპათიურმა ქალბატონმა მკითხა — რომელი ფირმა გმასპინძლობთო. საბედნიეროდ ფირმის სახელი გამახსენდა და ვუთხარი. პასუხად მან უზარმაზარი წიგნი-ცნობარი გადმომცა და მითხრა — აქ მოძებნეთო. გადავშალე და როდესაც მიკროსკოპულად ნაბეჭდი ვნახე, გულახდილად ვუთხარი ვერ მოვძებნი-თქო. კარგიო — მითხრა და თვით დაიწყო ძებნა. მოძებნა, ოღონდ ფირმას ლოს-ანჯელესში ფილიალი არ ჰქონდა. მისი ოფისი ნიუ-იორკში იყო, ანუ აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე. და როდესაც დასავლეთ სანაპიროზე დღეა, იქ ღამე იყო.
ქალბატონმა ფირმის ტელეფონი მომცა და მითხრა — აი, ამ ავტომატიდან დარეკეო. ავტომატი კედელზე ეკიდა. გავოცდი, ლოს-ანჯელესის ავტომატიდან, ნიუ-იორკის ოფისში დაკავშირება?
თბილისის სატელეფონო ჯიხურები გამახსენდა — დამტვრეული ტელეფონებით, რომლითაც იმ ბედნიერთან დაკავშირდა, ვისაც ქალაქის ტელეფონი ჰქონდა მძიმე გამოცდა იყო.
ავკრიფე გრძელი ნომერი და გაისმა პასუხი ქალბატონის, რომელსაც ავუხსენი სიტუაცია — საყვედურნარევი — დამხვედრი არ ჩანს-თქო. დამშვიდდითო — მირჩია ქალბატონმა და მკითხა რა ნომრის ავტომატიდან რეკავთო. ჩემგან პაუზა. მიხვდა, რომ არ ვიცოდი ავტომატის ნომერი და მიკარნახა — თავი ასწიეთ და ავტომატის ზემოთ დაწერილი ნომერი მიკარნახეთო. ვუკარნახე. არსად წახვიდეთ — ყველაფერს გავარკვევ და ამ ნომერზე დაგირეკავო.
ესეც მეორე სასწაული. 5 წუთის შემდეგ ავტომატის ზარი გაისმა და ყურმილს ვეცი. ქალბატონმა მითხრა, რომ ლოს-ანჯელესში დაგვიანებით ჩავფრინდით, რომ ავტომანქანა იმ ტერმინალში გვხვდებოდა, სადაც უნდა ჩავფრენილვიყავით, ჩვენ კი სხვა ტერმინალში ჩავფრინდით. ქალბატონმა მითხრა, რომ ტელეფონით ელაპარაკა მძღოლს, რომელიც მოვა თქვენს წასაყვანადო.
ჩემს გაოცებას დაემატა ნიო-იორკელი ქალბატონის სატელეფონო საუბარი ლოს-ანჯელესელ მძღოლთან, რომელიც 15 წუთის შემდეგ გაჩნდა ჩვენთან.
ნიუ-იორკში, თავისუფლების ქანდაკებასთან გურამ ფანჯიკიძემ ხუმრობით თქვა — ვერ დავინახე, შენ ხომ არ ხედავ ბიძია სემს, რომელიც საწყალი ზანგის ყელს ღრღნის კბილებითო. საბჭოთა კარიკატურისტები ასეთ სურათს ხატავდნენ ამერიკის დასახასიათებლად.
პირველი შთაბეჭდილება განუზომელი იყო, რაღაც ზეციური, კოსმოსური სამყარო. გამახსენდა ნოდარ დუმბაძის ნათქვამი, უფრო სწორად დაწერილი აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ. ის ჩვენზე ადრე იყო იქ. „მეკითხებიან — ამ სიმაღლის ცათამბჯენებს როგორ აშენებენ ამერიკელებიო. ვპასუხობ — ვინც, ერთსართულიან სახლებს ასე კარგად აშენებს, ის მაღალსაც ააშენებს თქო“ — წერდა მწერალი.
1974 წელს შედგა ჩვენი ამერიკასთან გაცნობა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მრავალჯერ მომიწევდა ამ ქვეყანაში ყოფნა და გულახდილად უნდა გითხრათ, რომ პირველი შთაბეჭდილება დაუვიწყარი გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ცვლილება განიცადა — ზემოდან, ქვემოთ.
მაშინდელი ამერიკა სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსთვის. მართლაც-და ამერიკული ოცნება — მრავალშვილიანი ოჯახებით, წარმატებული ბიზნესმენებით, მატერიალურად უზრუნველყოფილი საშუალო ფენით, მთელს მსოფლიოს მოდებული ამერიკელი ტურისტებით.
გასული საუკუნის 60-იან წლებში საკავშირო სააქციონერო საზოგადოება „ინტურისტის“ თბილისის განყოფილების გიდ-თარჯიმნად მუშაობის დროს სისტემატური ადგილი ჰქონდა აშშ-ს ტურისტული ჯგუფების მასპინძლობას. თბილისში, კვირის განმავლობაში ორი ან სამი 30-კაციანი ჯგუფის მიღება ქალაქში, სადაც სასტუმროების დეფიციტი იყო, დიდ პრობლემას წარმოადგენდა, მითუმეტეს, როდესაც ნაყიდი ტურის მიხედვით, ყველა ისინი ლუქსის კლასის ტურისტები იყვნენ.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა არა აშშ-ს სასარგებლოდ. პირველობას დახარბებულმა აშშ-ს პოლიტიკამ უამრავი ფული ჩაყარა სამხედრო მშენებლობაში, განსაკუთრებით ავიამზიდების, ბირთვული იარაღის შექმნაში, ომებში. მარტო ვიეტნამის ომი რად ღირს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც მსოფლიოში რამ ომი იყო, ყველაში იღებდა ამერიკა მონაწილეობას, თანაც წარუმატებლად.
ამერიკელთათვის დასამახსოვრებელია ვიეტნამის ომი და მარცხი; ავღანეთის 20-წლიანი ომი და მარცხი; იუგოსლავიის, ერაყის და ბოლოს ირანთან ომი, ასევე მარცხით დამთავრებული.
ომი დიდი შემოსავალია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის, მილიარდელებისთვის, მაგრამ გამაჩანაგებელია ქვეყნისთვის.
დღევანდელი იუბილარი ძალაგამოცლილ ლომს მაგონებს, დაბერებულს, არაქათგამოცლილს, რომელსაც ულვაშებს უწიწკნიან გათავხედებული პატარა მტაცებლები, მას კი თათის მოქნევის თავიც არ აქვს. 40 ტრილიონი დოლარის საგარეო ვალი დააგროვა აშშ-ა, საშინაო — გაცილებით მეტი. აშშ-ი, სხვასთან შედარებით აღარ გამოიყურება ტექნოლოგიებით მდიდარ, წარმატებულ ქვეყნად. ანდა რა ტექნოლოგიაზეა ლაპარაკი, როდესაც აშშ-ს უმთავრესი საკომუნიკაციო საშუალება რკინიგზა მე-19 საუკუნეში დაგებული, ხის „შპალებზე“ (ძელები) დადის და თითქმის ყოველდღე ავარიებში ხვდება. არც ერთი სწრაფმავალი რკინიგზა არ არის აშშ-ი, მაშინ, როდესაც ჩინეთში ათასობით კილომეტრია.
აშშ-ა დააყენეს ფეხზე ჩინეთის ეკონომიკა. არის ასეთი გამოთქმა — „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“. აშშ-ი არავითარი მამა არ ყოფილა ჩინეთისა და არც იქნება. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამერიკული კაპიტალით ფეხზე დამდგარმა ჩინეთმა თითქმის ყველა დარგში გაუსწრო აშშ-ს.
მარტო ის რად ღირს, რომ ჩინეთის მეცნიერთა რაოდენობა 10-ჯერ და მეტად აღემატება ამერიკისას. მარტივი ჭეშმარიტებაა — ვისაც განვითარებული აქვს მეცნიერება, მას ქვეყანაც განვითარებული ექნება.
ჩინეთი, ეკონომიკური განვითარების ტემპით პირველია მსოფლიოში. საერთო ეკონომიკური განვითარებითაც, მეორეზეა აშშ-ი, მესამეზე ინდოეთი, მეოთხეზე რუსეთი, მეხუთეზე იაპონია, რომელსაც საცაა გაასწრებს მეექვსე ადგილზე მყოფი ინდონეზია.
გერმანია, საფრანგეთი, იტალია — პირველი ათეულის ბოლოს ან მეორე ათეულში არიან, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან „დაღლილი დასავლეთი“ პოზიციებს თმობს. მათ ზურგს უკან გუშინდელი მესამე ქვეყნების, დღევანდელი განვითარებადის სუნთქვა ისმის.
აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი — ჰეგემონობის შენარჩუნების დაუოკებელი მსურველი, იხტიბარს არ იტეხს და სასურველს, სინამდვილედ უხატავს ამერიკელებს, სხვებს, მაგრამ სინამდვილე ისეთია, თავს რომ ვერ მალავს. ავიღოთ დემოგრაფია ან ენა, რომელზეც ამერიკელი ლაპარაკობს. ყველამ ვიცით, რომ ენა — ინგლისურია, ამერიკული ინგლისური, მაგრამ ეს იყო წინათ. დღეს ესპანურმა იძალა. ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ლათინურმა ამერიკელებმა, ანუ სამხრეთ ამერიკიდან, აშშ-ი შესულმა მიგრანტებმა დაჯაბნეს ინგლისური. მათი რაოდენობა მალე გაუტოლდება ინგლისურენოვანთა რაოდენობას. გარდა ამისა, ისინი გაცილებით მიზანმიმართულნი არიან, ვიდრე „მასპინძელი“ ინგლისურენოვანები.
მიგრანტთა დამოკიდებულება კაპიტალიზმთან, რბილად რომ ვთქვათ არამეგობრულია. მათი მსოფლმხედველობისთვის მისადაგებელია სოციალიზმი, მარქსიზმი.
წინა წლის სტატიებში ვწერდი, რომ აშშ-ს ახალგაზრდებში, სტუდენტებში პოპულარობით სარგებლობს მარქსის „კაპიტალი“. ჩემი ნათქვამი ეფუძნებოდა აშშ-ს ექსპერტების მონაცემებს. რა გვაქვს დღეს?
სოციალიზმით გატაცება — აშშ-ს ყველაზე დიდი ქალაქის ნიუ-იორკის სოციალისტი მამდანის მერობაა.
საიუბილეო ღონისძიებებზე ტრამპის გამოსვლებში შემთხვევით არ არის ნათქვამი სოციალიზმზე, კომუნიზმზე. ტრამპის მტკიცება, რომ აშშ-ი არასდროს გახდება კომუნისტური — არ არის შემთხვევით. ტრამპი ხედავს საზოგადოების მემარცხენეობას, მარცხისკენ გადახრას და ცდილობს ბარიერად აღემართოს ამ პროცესს.
აშშ-ი, ის ქვეყანაა, რომელმაც შვა პირველი ტრილიონერი. მილიარდერთა რაოდენობა კი იმდენია, ვინ მოითვლის. აი, ასეთ უმდიდრეს ფონზე აშშ-ი 40 მილიონი უსახლკაროა, ქუჩაში, ტროტუარზე გაშლილ კარავში მცხოვრები. ნარკომანებითა და „ბომჟებით“ გადავსებულ დიდი ქალაქების ქუჩებს ხომ თვლა არ აქვს. დღეს ნიუ-იორკის, სან-ფრანცისკოს, ჩიკაგოს ან ლოს-ანჯელესის ქუჩებს ისე თავისუფლად, უშიშრად ვერ გაივლით, როგორც მე და ფანჯიკიძე დავდიოდით 1974 წელს.
ამერიკული საზოგადოება ხედავს ტრილიონერ და მილიარდერ ამერიკელებს და მათ ფონზე უსახლკარო მათხოვრებს. ხედავს თითქმის გაქრობამდე მისულ საშუალო ფენას. ხედავს უმუშევრობას და სამკურნალო საშუალებად სოციალიზმს მიიჩნევს.
რამ გამოიწვია უმუშევრობა, ერთ დროს წარმატებული ქალაქების გაღატაკება, დეპრესია?
მიზეზი მრავალია, მათ შორის არის „რეიგანომიკაც“ — პრეზიდენტ რეიგანის მიერ შემოღებული ეკონომიკური მართვის სისტემა, „რეიგანომიკად“ წოდებული. მისი მიხედვით, აშშ-ი უნდა გამხდარიყო „თეთრ საყელოიანი“ სახელმწიფო. „თეთრი საყელო“ ნიშნავს ინტელექტუალურ შრომას, ანუ მოხელეებს, რომლებიც არა მძიმე მრეწველობის, ავტომშენებლობის ცეხებში მუშაობენ, არამედ გაწკრიალებულ ოფისებში.
„რეიგანომიკის“ მიხედვით, აშშ-ა მძიმე მრეწველობის, საერთოდ მრეწველობის ქარხნები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა ქვეყნებში და ჩინეთში გადაიტანა, სადაც მუშახელი იაფი იყო, თანაც ნაკლებად დასაქმებული. ისინი ასრულებდნენ ე.წ. შავ სამუშაოს — აშშ-ს ლაბორატორიების მიერ შემუშავებული პროექტებით.
აშშ-ი მსოფლიოს მოევლინა, როგორც ინტელექტის ექსპორტიორი ქვეყანა.
„რეიგანომიკამ“ დასაწყისში საკმაო წარმატება არგუნა აშშ-ს, მაგრამ შემდეგ თავი იჩინა პრობლემებმა, რომელთა გამოსწორებას ცდილობს ტრამპი — საწარმოების უკან დაბრუნებით.
რა პრობლემები შეუქმნა „რეიგანომიკამ“ აშშ-ს?
უმუშევრობა, იმ ქალაქების დეგრადაცია, სადაც მრეწველობა ქუხდა; მოსახლეობაში გაჩენილი უიმედობა, ნიჰილიზმი, ნარკომანია. აშშ-ა დაკარგა მოწინავე ინდუსტრიული ქვეყნის სახელი, რომლის აღდგენას ლამობს ტრამპი — უცხოური მანქანათმშენებლობის მიწვევით, მათ შორის გერმანიის, საიდანაც აშშ-ი გადასახლდა „ფოლკსვაგენის“ ქარხნები, ქიმიური მრეწველობის გიგანტები, რამაც გამოიწვია ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი გერმანული ეკონომიკის ვარდნა; უმუშევრობა, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუარესება.
ტრამპს გერმანიის ეკონომიკური დეგრადაცია არ ანაღვლებს, პირიქით ახარებს, ვინაიდან გერმანიას და ევროკავშირს მეტოქედ აღიქვამს.
აშშ-ი, სიტყვით ჰეგემონი, საქმით გაცილებით ნაკლები, აღარ არის ის, ვისი სიტყვაც კანონად იყო მიღებული ერთპიროვნული ბატონობის პირველ წლებში. ისტორიას ჩაბარდა ამერიკულ ცხოვრებაზე ოცნება. მართალია მიგრაციული პროცესები ინტენსიურია, რაც მეტი არაფერია, თუ არა კარგა ხნის წინათ ჩართული კონვეიერის ტრიალი, მიუხედავად გაცვეთისა და ჟანგის შეპარვისა.
აშშ-ი ჯერ-ჯერობით რჩება ქვეყნად, საითკენაც გარბიან. და გარბიან უკეთესი ცხოვრებისთვის, რომელიც აღარც იქ არის, მაგრამ თავიანთ ქვეყნებთან შედარებით ედემია.
ამერიკული ცხოვრების ახლოს გაცნობის შემდეგ, ძნელია იწამო დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და ყველაფერი ის, რაც დამოუკიდებლობის დეკლარაციაშია ასახული. აშშ-ს პოლიტიკაზე ან პოლიტიკოსების კრიტიკაზე აქცენტირება ძვირი დაუჯდა ისეთ პოპულარულ ჟურნალისტს, როგორიც ტაკერ კარლსონია. ტელეკომპანია „Fox News“-მა“ დაითხოვა ის სამსახურიდან — კრიტიკის გამო. ამჯერად ის ინტერნეტის საშუალებით ახერხებს თავის მსმენელებთან, მაყურებლებთან კავშირის ქონას. ასეთთა რაოდენობა ასეულ-ათასია.
ცნობილი ჟურნალისტი მეგან კელიც, რომელმაც ინტერვიუ აიღო პუტინისგან, იძულებული გახდა სხვა ტელეარხზე გადასულიყო.
აშშ-ა აუკრძალა მაუწყებლობა რუსული ტელეკომპანია RT-ს ამერიკულ ფილიალს, რითაც ამერიკელი ჟურნალისტები უმუშევრად დატოვა. აშშ-ს პროპაგანდისტული მანქანა, ანტირუსულ ტალღაზე აწყობილი, მოსახლეობას თავში უტენის რუსეთის სიძულვილს. თბილისში, აშშ-ს საელჩოს დიპლომატმა გულახდილი საუბრის დროს მითხრა, რომ მას ბავშვობიდან რუსეთის სიძულვილით ზრდიდნენ.
აშშ-ი, ის ქვეყანაა, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში პირველმა გამოიყენა ბირთვული იარაღი მშვიდობიანი ქალაქების ჰიროსიმასა და ნაგასაკის გასანადგურებლად.
აშშ-ი, ის ქვეყანაა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე თავი მოუყარა გერმანელ და უკრაინელ ფაშისტებს და აშშ-ა და კანადაში ჩაასახლა. უკრაინელი ფაშისტების შვილიშვილებია ისინი, ვინც რუსებს ებრძვიან; ვინც უკრაინის პოლიტიკას წაღმა-უკუღმა ატრიალებს; ვინც ლგბტ-ობას აღიარებს და გეი-პარადებს ატარებს; ვინც დაჭრილი უკრაინელი მეომრების ორგანოებით ვაჭრობს; ვინც კორუფციას ახალისებს; ვინც იარაღით ვაჭრობს და ა.შ.
უკრაინის კონფლიქტი აშშ-ს მიერ არის დაწყებული, 2014 წლის მაიდნის რევოლუციაც ამერიკელთა დახმარებით, დაფინანსებით არის განხორციელებული. ამ საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი სააკაშვილს, რომელმაც ქართველი სნაიპერები ჩაიყვანა კიევში და მაიდნის იმჟამინდელ კომენდანტს პორუბის ჩააბარა. ქართველმა სნაიპერებმა ცეცხლი გახსნეს მაიდანზე — დიდი მსხვერპლით.
ამ ისტორიის შესახებ თვით ისინი ალაპარაკდნენ — უცხოურ ტელეკომპანიებთან, მოგვიანებით. ყველა მათგანის ნათქვამში ორი გვარი ისმოდა სააკაშვილისა და პორუბის. ეს უკანასკნელი, გასულ წელს თვით უკრაინელებმა მოკლეს.
კიევის მაიდნის რევოლუცია აშშ-ს დემოკრატიული ადმინისტრაციის ნახელავია, ისე, როგორც სხვა ე.წ. ფერადი რევოლუციები, მათ შორის ჩვენი „ვარდების რევოლუციაც“. აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელიც საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციების ფილიალებით ტვინს უბურღავს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს, მოსახლეობას. ტვინგადაბრუნებული ოპოზიცია კი ის ძალაა, რომელიც ატერორებს ხელისუფლებას, ავტორიტეტს ულახავს მოსახლეობაში. რაღა სხვისი მაგალითები, ჩვენი თავზესაყრელად არ გვაქვს?
ნაცვლად იმისა, რომ აშშ-ს სწორი მიმართულება მიეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ხალხის გადაგვარება აირჩია — არასამთავრობოთა დახმარებით.
ერთადერთი ინვესტიცია, რომელიც აშშ-ა განახორციელა საქართველოში „ლუგარის ლაბორატორიაა“ რომლის ავი მოქმედების თაობაზე არაერთხელ გვითხრა ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯეფრი სილვერმანმა. მის ნათქვამს კატეგორიული ლანძღვა მოაყოლა გამყრელიძე-ცერცვაძის ტანდემმა — როგორ ბედავს, ეს ლაბორატორია საქართველოს კეთილდღეობისთვის მუშაობსო. ცერცვაძე ვეღარაფერს იტყვის, ის გარდაცვლილია, მაგრამ ცოცხალი გამყრელიძე რას იტყვის ტულსი გაბარდის განცხადებაზე?
ტულსი გაბარდი, აშშ-ს სამხედრო პოლკოვნიკი, ტრამპმა დანიშნა აშშ-ს 18 სადაზვერვო სამსახურის გაერთიანებული ორგანოს ხელმძღვანელად, რომელსაც ის უძღვებოდა ა.წ. ივნისის ბოლომდე,
გადადგომამდე ტულსი კონგრესის კომისიის წინაშე წარსდგა, რომლის დროსაც მან ილაპარაკა უკრაინაში არსებული ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობის შესახებ, რომელთა მთავარი მიზანი იყო და არის ბიოლოგიური იარაღის შექმნა; შხამიანი მწერების გამოყვანა, რომელთა გავრცელება ხდებოდა რუსეთის ტერიტორიაზე. მოწამლული კოღოს ნაკბენი ტყვიაზე მომაკვდინებელიაო — თქმა მან.
აშშ-ს ბიოლოგიური ლაბორატორიები 130-ზემეტ ქვეყანაშია გახსნილი, მათ შორის საქართველოშიც. ცდებს „ლუგარის ლაბორატორია“ ფსიქიკურად დაავადებულებზე ატარებსო. ასე თქვა გაბარტმა. ვის დავუჯეროთ, მას თუ გამყრელიძეს?
აშშ-ი, ის ქვეყანაა, რომელიც ყველგან და ყველაფერში მოგებას ეძებს. ასეთისგან პარტნიორობა ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ მეტიჩარა ქართული ოპოზიციას ის მაინც პარტნიორად მიაჩნია, თანაც ისეთად, ჩვენზე ფიქრში რომ აღამებს და ათენებს. მაინც რა გულუბრყვილოები არიან, თანაც ისეთი, უახლოესმა წარსულმაც რომ ვერაფერი ასწავლა.
გაიხსენონ 2008 წლის ცხინვალის ომი და მასთან ერთად ის, ვინც ხელი გვკრა ამ ომისკენ, უფრო სწორად, ვინც სააკაშვილი შეაგულიანა რუსეთთან საომრად. ეს აშშ-ი იყო, რომელსაც საქართველოს აგრესიული გამოხდომით სურდა იმის გარკვევა უპასუხებდა თუ არა რუსეთი, როგორი იქნებოდა რუსთა პასუხი?
აშშ-ა გაგვწირა. მისი სურვილი იყო რუსეთის სამხრეთის საზღვრებთან ცხელი წერტილის შექმნა. არ გამოუვიდა ხანგრძლივი ომი. 5-დღიანი გამოუვიდა — საქართველოს მეომრების დახოცვით და ტერიტორიის 20%-ის დაკარგვით. მანამდე კი „ვარდების რევოლუციაც“ მოგვიწყო, რომელმაც გადააგვარა ტრადიციული საქართველო; ქართველი რომ გეი-პარადის მოწყობას გაივლებს თავში, ქართული ტრადიციების მატარებელია?
ამერიკულმა მასკულტურამ ევროპას ისე გადაუარა, საკუთარი რომ დაავიწყა. ამის შემხედვარეს, რომ „სტრატეგიული პარტნიორის“ იმედი ექნება ან გაუნათლებელი, არაფრის მცოდნეა, ან გადაქანებული. ერთიცა და მეორეც ოპოზიციას მიესადაგება — აშშ-ს ბრმა მეხოტბეს და იქაურობაზე გადარეულს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
08/07/2026
