„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა“
ილია ჭავჭავაძის მიერ ნათქვამი სიბრძნე ყოველთვის უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის გზამკვლევი, განსაკუთრებით ე.წ. დამოუკიდებლობის, სუვერენულობის, თავისუფლების მოპოვების შემდეგ. მაგრამ არა! როგორც ჩანს ხალხს, რომელსაც ბრძენს ვუწოდებთ, არ გამოდგა ბრძენი.
ქართველთა სიბრძნე და ილიასეული ნათქვამის გაზიარება იმ პერიოდში მოხდა, რომელსაც დღევანდელები ქოქოლას აყრიან, საშინელებად მოიხსენიებენ. მაშინ დაიწერა საქართველოს ისტორია; მაშინ დაფასდა ქართველობა, მისი ვინაობა და არა ე.წ. დამოუკიდებლად ცხოვრების 30-ზე მეტი წლის განმავლობაში.
ხალხი, რომელიც თვის ისტორიას ლანძღვა-გინებით იკლებს და რეპრესიულს უწოდებს, ვერ ხვდება, რომ 70-წლიანი საბჭოური ისტორიის გინება მაზოხიზმია, საკუთარი თავის შეურაცხყოფაა. ასეთს გაუჭირდება ახალი ქვეყნის შენება. მაგალითი სახეზეა — განვლილი 34 წლის გაუსაძლისი, დამანგრეველი ცხოვრების ვულკანისებრივ ამოფრქვევით და გავარვარებული ლავის მიერ შავი ქვა-ღორღის ქვეყნისთვის თავზე დაყრით.
რა გამოდის? იმ სამოცდაათი „რეპრესიული“ წლის მანძილზე ისტორიასაც ვაფასებდით, ეროვნებასაც და ვინაობასაც? ასეა და რა ვქნათ?
რა ვქნათ და პატივით მოვეპყრათ საბჭოურ პერიოდს, რომელმაც შეგვაძლებინა დიდი ილიას სიბრძნის გაზიარება.
საბჭოურმა კონტროლმა შეგვაძლებინა?
საბჭოურმა კონტროლმა — ასეა, და რა ვქნათ! სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ. უკონტროლოდ დარჩენილმა ქვეყანამ, რაც გააკეთა, ისაა, წარსულის ლანძღვა რომ ჰქვია. ახალი თაობის მიერ ძველი საბჭოური ცხოვრების ლანძღვა მაშინაც მიუღებელი უნდა ყოფილიყო, ახალ თაობას ცხოვრების და არსებობის სანიმუშო პირობები რომ შეექმნა. მაგრამ, მას ხომ არაფერი შეუქმნია?
იმ ნაგინები სისტემის მიერ შექმნილ დოვლათზე ცხოვრობს.
ზერელობა, გულგრილობა, ინდიფერენტულობაა ყველა ჩვენგანის ტვინში გამჯდარი და ისე გვიხრავს გონებას, ვეღარაფერს ვხედავთ, ვგრძნობთ. ვეღარ ვხედავთ, რომ ტვინის უჯრედები გვიკვდება და მასთან ერთად ვინაობა, არსებობა. ტყუილად ვიმშვიდებთ თავს — პატარა ერმა მრავალსაუკუნოვანი ქარტეხილები გამოვიარეთ და დღემდე მოვედითო.
იმ მრავალსაუკუნოვანი ქარტეხილების დროს ხილულ მტერთან გვქონდა საქმე. დღეს, მომღიმარ მტერთან, ჭრელა-ჭრულა, მოჟღარუნე სათამაშოებით, საღეჭი რეზინებით, დაგლეჯილი ჯინსებით მოსულთან, რომელიც თავზე ხელს გვისვამს — ღვინოს და ხაჭაპურს გვიქებს, საოცარი ხალხი ხართო — გვეუბნება, გვახალისებს.
და ჩვენც სიხარულისგან, საკუთარ ტანსაცმლიდან ამომხტარნი, თავგადაკვლით ვუმტკიცებთ — თქვენნაირნი ვართ, თქვენი ვართ, თქვენ გეტრფით და მზად ვართ ნებისმიერი თქვენი დავალება შევასრულოთო. რა ისტორია, რის ისტორია; რა ტრადიციები, რის ტრადიციები — ახალი ცხოვრება გვინდა თქვენთან ერთადო.
და ისიც მბრძანებლურად, ისე, როგორც მას შეეფერება — მრავალსაუკუნოვან სხვაზე ბატონობას მიჩვეულს, გვეუბნება — ჩვენთან ცხოვრებისთვის, თქვენი ქუდი უნდა მოიხადოთ და ჩვენი უნდა დაიხუროთო. და ჩვენც მზად ვართ დავიხუროთ, თან ვაღიაროთ ლგბტ, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ტრანსვესტიტობა, თინეიჯერების მიერ სქესის შეცვლა და სხვა ის „სიკეთეები“, რითიც დასავლეთი, კერძოდ ევროკავშირი ცხოვრობს.
ვერ დაგვაძალებენ, ჩვენ ქართველები ვართო, ამაყი ხალხიო. სამწუხაროდ სიამაყე მხოლოდ სუფრაზე შემოგვრჩა — უზომო ჭამასთან ერთად. ე.წ. ქართველმა პოლიტიკოსებმა არ იციან ან თუ იციან, ხალხს ატყუებენ, რომ ერთნაირსქესიანთა ცხოვრება ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში დაკანონებულია და ახალი გადაწყვეტილებით ურჩ ქვეყნებს, ასეთი თითო-ოროლაა, ფინანსურად დასჯიან. არ შეასრულებენ ბრიუსელის ბრძანებას და პრობლემები შეექმნებათ ბრიუსელიდან — თანხების მიღებაში.
ასე რომ, ელგბტ-ობა სავალდებულოა და არა ნებაყოფლობა. ევროკავშირში გაწევრებულმა საქართველომ, იდენტობაც უნდა დაივიწყოს, ეროვნული სულისკვეთებაც, პატრიოტიზმიც და სხვა მრავალი, რითაც ერები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუმცა, როგორც ჩანს იდენტობაც, ეროვნული სულისკვეთებაც და პატრიოტიზმიც კარგა ხანია დავიწყებული გვაქვს, ასე რომ ეს „პრობლემები“ გადალახული გვაქვს.
ზემოთ აღვნიშნე ინდიფერენტულობა, რისი დასტურიც რუსთაველის პროსპექტზე არსებული ისტორიული შენობის, რომელიც“ რუსთაველის კინოთეატრის“ სახელს ატარებდა, არაბებზე გაიყიდა.
მერე რაო — თქვა ქართველმა და ვითომც არაფერი გააგრძელა არსებობა. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მსგავსი მაგალითის შემთხვევაში ხალხი გამოვიდოდა ისტორიული კინოთეატრის დასაცავად. ოპოზიციას ისეთი სალაპარაკო თემა გაუჩნდებოდა, რომ გააყრუებდა მედიას, საზოგადოებას. აქ?
ვითომც არაფერი. არვის სიტყვაც არ დაუძრავს ხელისუფალთა არაორდინარული გადაწყვეტილების გამო.
რუსთაველის პროსპექტზე მრავალი ათეული წლის განმავლობაში არსებული, დიდი რუსთაველის სახელის მატარებელი „რუსთაველის კინოთეატრი“ აღარ არის და ეს არვის აღელვებს. ხვალ რომ რუსთაველის თეატრის შენობაც გაიყიდოს, დარწმუნებული ვარ არვის ააღელვებს. უფრო მეტიც, რუსთაველის პროსპექტს სხვა სახელი რომ დაერქვას, მაგალითად ივანიშვილის — არც ეს შეაწუხებს.
სხვა თემაა ამ პროსპექტის ისეთ გავერანებულ მდგომარეობაში მოქცევა, როგორიც დღესაა. ქალაქის მერი კალაძე დაგვპირდა, რომ მალე მიხედავს პროსპექტს. 8 წლის მერობის განმავლობაში ვერ მიხედა და ახლა მიხედავს?
არადა, ამ 8 წლის განმავლობაში, თითო წელს ერთი სახლი რომ გაერემონტებინა, სხვა შესახედი იქნებოდა პროსპექტი — ერთობ მოკლე, სხვა ქალაქების მთავარ პროსპექტებთან შედარებით.
რუსთაველის პროსპექტის გაპარტახებული სახის შემხედვარეს ქალაქის მერიას, საკრებულოს, ქვეყნის ხელისუფლებას ერთს უნდა კარნახობდეს — ქართული გამოთქმიდან გამომდინარე — „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“.
ნაკლებადპატივცემულებო, რატომ დაიბრალეთ ქალაქის და ქვეყნის მართვის უნარი, უუნაროებმა?!
პროსპექტზე მდებარე სახლების აცვენილი ბათქაში, წვიმის სადენი დაზიანებული მილებიდან გადმოსული წყლის მიერ ჩარეცხილი კედლები, ოფიცერთა ყოფილი შენობის ჩამსხვრეული მინები, უპატრონობა, ალ. ჭავჭავაძის აღმართის ოღროჩოღრო საფარი, მრავალწლიანი, დოლბანდჩამოფარებული სახლი ამავე ქუჩაზე, პარლამენტის შენობის ფასადის გადატყავებული კედლები საზარელ შთაბეჭდილებას ტოვებს, შეუფერებელს ქვეყნის დედაქალაქის მთავარი ქუჩისთვის.
არადა, თბილისის მერი კალაძე 8 წელია მერობს, ნუთუ ერთხელ მაინც არ გაუვლია ავტომანქანის სავალ გზაზე მიწებებულ-მოწეპებულზე, სავალალო შთაბეჭდილების აღმძვრელზე?
როგორც ჩანს ქვეყნის ხელისუფალნი, ქალაქის მესვეურნიც მუქ სათვალეებს იკეთებენ პროსპექტზე გავლის დროს.
ასეთი რეალობის შემხედვარე ევროკავშირში გაწევრებაზე არ უნდა ოცნებობდეს! და ამ ფუჭი ოცნებით ხალხს ტვინს არ უნდა უღებდეს. ნუთუ ახლაც გააგრძელებენ ლაყბობას ევროკავშირში გაწევრებაზე?
ახლა, როდესაც ევროკავშირმა ოფიციალურად გვამცნო — მხოლოდ ფორმალურად ხართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, თორემ არც ერთი პარამეტრით არ აკმაყოფილებთ ბრიუსელის მოთხოვნებსო!
დაყრუებულო ხელისუფლებავ, გაიგეთ რა გითხრათ ბრიუსელმა? არ გესიამოვნათ?!
არ გესიამოვნათ თქვენ, მაგრამ მე და ჩემნაირებს გვესიამოვნა, ვინაიდან გადავურჩით ხაფანგს, სახიფათოს, სატუსაღოს მსგავსს — ქართველი ერის გამანადგურებელს.
საქართველო გააშავეს მოლდოვა-უკრაინის ფონზე. თურმე ისინი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ ევროკავშირში გასაწევრებლად. ხუმრობენ ალბათ, თორემ მოლდოვის ორმა არჩევნებმა — საპრეზიდენტომ და საპარლამენტომ მსოფლიოს აჩვენა, როგორი არ უნდა იყოს არჩევნები. მოლდოვის ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მისაღებია ევროკავშირისთვის, ისე, როგორც პოლიტიკური ოპონენტების ციხეში ჩაყრა.
უკრაინაზე ლაპარაკიც ზედმეტია — მსოფლიოში პირველ კორუმპირებულ ქვეყანაზე, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლზე, ფაშისტურ სახელმწიფოზე, ადამიანის ორგანოებით მოვაჭრეზე, … რომელი ერთი ჩამოვთვალო ამ გადაგვარებული უკრაინის დასახასიათებლად?
მოლდოვას და უკრაინას აქებს ბრიუსელი, მაგრამ ლანძღავს საქართველოს, მათთან შედარებით უმანკო კრავს! და ამის შემდეგ ხელისუფლებამ ისევ ევროკავშირში გაწევრებაზე უნდა ილაპარაკოს?!
შეიგნეთ, ნაკლებადპატივცემულებო, არ ვუნდივართ და რას ვეტენებით?!
როგორც ჩანს, ხელისუფლებას თავმოყვარეობის ნატამალიც არ გააჩნია. რომ გააჩნდეს, ასე უდიერად მოეპყრობოდა ისტორიულ „რუსთაველის კინოთეატრს“?!
თავმოყვარეობა არც ოპოზიციას აქვს — ამ ისტორიის შემხედვარეს, ხმას რომ არ იღებს?!
და არც საზოგადოებას — გაყუჩებულს, ინდიფერენტულს. „რუსთაველის კინოთეატრის“ გაყიდვა ხელისუფლებისთვის საცდელი რამ რომ იყოს და მას ამ პროსპექტზე მდებარე სახლების გაყიდვა მოჰყვეს — მაგალითად, ოპერის და რუსთაველის თეატრების შენობების, თუნდაც პარლამენტის შენობის — მაშინაც გულგრილნი ვიქნებით, მაშინაც ჩავიგუბებთ პირში წყალს?!
თუმცა რა მიკვირს. თბილისის ომის დამთავრების შემდეგ, „პატრიოტი“ ანტიზვიადისტები მთავრობის სასახლის დანგრევას არ გეგმავდნენ ან ბიზნეს-ცენტრად გადაკეთებას?!
თქვენი მონამორჩილის, „გიპროგორპროექტის“ ხელმძღვანელის ანდრონიკაშვილის, არქიტექტორ ცუხიშვილის წყალობით მოხდა ამ შენობის გადარჩენა — თბილისის ომში გამარჯვებული „ტროიკის“ სიგუა, კიტოვან, იოსელიანს და მინისტრთა კაბინეტთან გამართულ ჭიდილში.
იმჟამინდელმა ხელისუფლებამ თავი შეიკავა დანგრევისგან, ბიზნეს-ცენტრად გადაკეთებისგან, მაგრამ სააკაშვილმა თავი არ შეიკავა — დააყრუა პარლამენტი თბილისში და ქუთაისში გადაიტანა. დაყრუებული, ბიზნესმენ გილაურს გადასცა, საჯირითოდ. მერედა რა, ამოიღო ხმა ვინმემ?!
უდიერად ვეპყრობით ჩვენს ისტორიას, ვანგრევთ და ვსპობთ ყველაფერს, რისი დანგრევაც არ შეიძლება; რისი გაყიდვაც, მითუმეტეს უცხოელზე დაუშვებელია. რა დაგვიშავეს ფიზკულტურის ინსტიტუტის, „ზაკვოს“ შენობებმა, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესანიშნავმა შენობამ, რომელიც სააკაშვილის დროს გაიყიდა და დღემდე — დანგრეულ-გაპარტახებული, ძონძებჩამოფარებული დგას და შველას გვთხოვს.
დიახ! მიშველეთო ყვირის, ჩვენ კი გულგრილად ჩაუვლით ხოლმე, არცკი ვაქცევთ ყურადღებას, არ ვუსმენთ მის გოდებას. უსაგნო, უსულო შენობა-ნაგებობააო, — მეტყვიან. სცდებით ნაკლებადპატივცემულებო! უსულოა ჯვარი, სვეტიცხოველი, ბაგრატი, სიონი, სხვები?!
უსულოში არ დადიან მომლოცველები! ნებისმიერი შენობა, მითუმეტეს ისტორიული არ უნდა ექვემდებარებოდეს ნგრევას სიძველის გამო. თუ მას უჭირს, უნდა დავეხმაროთ, ფეხზე დავაყენოთ, ვინაიდან სულიერია, მრავალი თავგადასავლის მომსწრე, მრავლის მთქმელი.
ისტორიული ტაძრების, შენობების კედლები უტყვიაო — მეტყვიან. უტყვია უსულო, გულგრილი, ზერელე ადამიანებისთვის და არა იმათთვის, ვინც სიყვარულით შესცქერის მათ; ვინც იგებს მათ ნათქვამს — უსიტყვოს, ერთის შეხედვით, მაგრამ სიბრძნეს წარსულისას, დღემდე მოტანილისას, ისტორიულისას!
ვითომ მარტო ხინკალ-ხაჭაპური, თამადიანი ქართული სუფრა არის ერის ისტორიის ამსახველი და არა ხუროთმოძღვრება, მითუმეტეს მრავალსაუკუნოვანი, დღემდე მოსული ძეგლი წარსულისა?
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
06/11/2025
