21.08.2025

„ლილიპუტები და გოლიათი“

ვაშინგტონის შეხვედრა აშშ-ს პრეზდენტ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შორის, აგრეთვე აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპისა და ევროპელი ლიდერების საუბარი რომ მსოფლიო პოლიტიკისა და მედიის ცხარე კამათის საგანია, სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მწირი ინფორმაცია ტრამპ-ზელენსკის ერთსაათიანი შეხვედრისა თავისთავად იწვევს გაუგებრობას, ჭორების შექმნის საფუძველს.

უსაფრთხოება მითხოვს ქვეყნებს შორის მოლაპარაკებათა საკითხების არ გამხელას, რაც საზოგადოებას ძაბავს, გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს მასში, სიბრაზეს მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეთა მიმართ.

მოლაპარაკების შემდეგ მცირე დოზებით თემების გასაჯაროება, თანაც არა მომლაპარაკებლების მიერ, არამედ მარჩიელი ექსპერტების ძალისხმევით ნოყიერ ნიადაგს უქმნის მედიას ჭორების შეთხზვა-გავრცელებაში.

მოლაპარაკების თემებზე საიდუმლო ბეჭდის დასმა აიძულებს მედიას, ექსპერტობას გარეგნულ სურათს მიაქციოს ყურადღება. რა გაეწყობა, ჟურნალისტებმა ხომ რაღაც უნდა მიაწოდონ საზოგადოებას?

ნორმალური ვითარების შემთხვევაში ეს „რაღაც“ მოლაპარაკების თემაა და როდესაც მიღების საშუალება მედიას არ აქვს, ფასადურ მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას, მაგალითად ზელენსკის ჩაცმულობაზე.

მედია გვაუწყებდა, რომ თეთრი სახლის პროტოკოლმა კატეგორიულად გააფრთხილა ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე კოსტუმში გამოწყობილიყო და არა მაისურში  ა.წ. თებერვლის შეხვედრის მსგავსად.

ტრამპი, ზელენსკის თეთრი სახლის შესასვლელში დახვდა და პირველი რაც მან სტუმარს უთხრა — ჩაცმულობა იყო. ზელენსკიმ შეასრულა პროტოკოლის მოთხოვნა, თუმცა არა ბოლომდე. მას, ასეთი ღონისძიებისთვის შესაფერისი თეთრი პერანგი არ სცმია და არც ჰალსტუხი ეკეთა.

მიკვირს აშშ-ს პრეზიდენტის, ადმინისტრაციის, პროტოკოლის გადაჭარბებული დემოკრატიულობის — სისუსტეში გადასულის. მათ ვერაფრით მოახერხეს პროტოკოლის მიხედვით ზელენსკის შემოსევა. არადა იოლი საქმეა — არ შეშვება თეთრ სახლში, უკან გაბრუნება და ნორმალურად ჩაცმა — არა ქუჩყრად.

ზოგი ამბობს, რომ ზელენსკი ჩეგევარას ბაძავს. ძალიან გაუფრენია სიზმარში! ზელენსკი ვერასდროს იქნება ჩეგევარას მსგავსი — უპატიოსნესი ადამიანის, ლათინურ ამერიკაში რევოლუციების მომწყობის, სოციალიზმის მიმდევარის, დიდი იდეების მქონის.

ზელენსკი, ბუნებით ბინძური პიროვნებაა, კორუმპირებული, ადამიანური ემოციებისგან დაცლილი, მატყუარა, ბილწი. მხოლოდ ასეთს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც აკეთებს — უკრაინელთა მასობრივი ჟლეტვა, საკუთარი ჯიბის გასქელებისთვის.

ზელენსკი, რომ ზელენსკია — ომის წყალობაა. მშვიდობის შემთხვევაში ვის გაახსენდებოდა ზელენსკი — გაუნათლებელი, გონებასუსტი პრეზიდენტი?

არც არავის. ომია მისი მასაზრდოებელი, ომია მისთვის უდიდესი სიმდიდრის მომტანი. ომის წყალობით შეიძინა მან სასახლეები საზღვარგარეთის ქვეყნებში. ომმა მისცა საშუალება მის მეუღლეს  იცხოვროს დიდ ბრიტანეთში, გადაადგილდეს უძვირფასესი ავტომანქანებით, შეიძინოს უძვირფასესი სამკაულები, ბანკები და ა.შ.

ვინ დათმობს ასეთ შანსს, ვინ გადაიჭრის ნებაყოფლობით სასიცოცხლო არტერიას მშვიდობის დამყარებისთვის?

იშვიათად მოიძებნება ასეთი პოლიტიკოსი. „არაპოლიტიკოსი“, ტაკიმასხარა ზელენსკი უნიკალური მოვლენაა თანამედროვე პოლიტიკაში — კომიკოსი, რომელმაც ევროატლანტიკური სივრცე ისე წაბილწა, მრავალი წელი დასჭირდება მას ზელენსკიეული მყრალი ტალახის ჩამოსარეცხად. თუმცა სივრცე, სადაც ის ტრიალებს ბევრით, არაფრით გამოირჩევა მისგან.

ბინძურმა და აღებ-მიცემობას დაჩვეულმა ყოფილმა შოუმენმა იოლად გამოძებნა სავაჭრო ენა და სივრცისთვის მისაღები ფიგურა გახდა. წვერგაუპარსავი, ჭუჭყიან მაისურში გამოწყობილი ზელენსკი ევროატლანტიკურმა სივრცემ გმირად აქცია. რა ეპითეტებით არ ამკობენ მას, ხან ჩერჩილს ადარებენ, ხან ქრისტეს უწოდებენ ევროპელები.

მაინც რას არ იზამს ხელმრუდე კაცი (კაცები და ქალები). და ასეთები არიან დღევანდელი ევროპელი ლიდერები — ზელენსკის ფულის მოძუძგურეები, სინამდვილეში საკუთარი ხალხის ჯიბეებიდან ამოღებული ფულის, ზელენსკისთვის გადაცემულის და ნაწილის ზელენსკის მიერ უკან დაბრუნებულის.

 აღებ-მიცემამ ისე გაათავხედა ზელენსკი, რომ მის მიერ წაბილწულ ევროპის ლიდერებს ლამის თავში წამოარტყას, პანღური ამოსცხოს.

ბაიდენის ადმინისტრაცია და თვით ბაიდენი — ჩაძირული უკრაინის ნეონაცისტურ კორუფციულ ჭაობში, ვერაფერს გახდებოდა ზელენსკისთან, შავ „ტარაკანასთან“, რომელიც ფეხიდან სწრაფად აცოცდა სახეზე და ლამის ღია ხახაში შეუვარდა, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციაც რომ რევერანსებით იღვრება მის წინაშე?

ზელენსკი — ბაიდენის დონორი და მეგობარი, ტრამპისთვის მიუღებელი უნდა იყოს. მან ჩაუცმელი კი არა, ჩაცმულიც არ უნდა შეუშვას თეთრ სახლში. ვაშინგტონიდან უნდა უბრძანოს ომის შეჩერება, რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება, ცხადია ტერიტორიების რუსეთისთვის დაბრუნებით. შეუსრულებლობის შემთხვევაში უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა, ისე, როგორც დაფინანსების, უკრაინის ჯარისთვის სატელიტური ინფორმაციის აღკვეთა და ა.შ.

აშშ-ს დახმარების გარეშე დარჩენილი ზელენსკი იძულებული იქნება არათუ ომი შეწყვიტოს, არამედ პუტინს უკანალზე ეამბოროს.

ტრამპი კი პიარულად ბერავს საზოგადოებას, ჭიანჭველის ტვირთს, სპილოს ტვირთად წარმოაჩენს — ხედავთ რა ძნელ საქმეს ვაგვარებო?!

არადა, ტრამპი მართალი იყო, როდესაც აცხადებდა, რომ ომს უკრაინაში 24 საათში დაასრულებდა. და მართლაც დაასრულებდა ის, რომ გაეკეთებინა, რაც ზემოთ გითხარით.

არ გააკეთა იმიტომ, რომ მსოფლიოს არ ეთქვა — დიდი რამე, რა უნდოდა უკრაინის ომის შეწყვეტასო?

ნაცვლად, ტრამპმა ბრძანა — ამ კონფლიქტის შეჩერება ურთულესი საქმეაო. და ისიც აგვარებს ურთულეს საქმეს.

ერთ ისტორიას გავიხსენებ საქართველოს საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტის დირექტორობის დროინდელს. მთხოვნელმა მთხოვა დოკუმენტის მიღება. უმალ დავავალე საკონსულოს თანამშრომლებს მთხოვნელის განცხადების განხილვა და კანონის დაცვით დოკუმენტის მომზადება. მთხოვნელი ჩემს კაბინეტში იჯდა და მესაუბრებოდა. ნახევარი საათის შემდეგ თანამშრომელმა გამზადებული დოკუმენტი შემომიტანა ხელმოსაწერად. გავეცანი, ხელი მოვაწერე და მთხოვნელს გადავეცი. გაოცებულმა მკითხა — ასე სწრაფად?

შევატყვე, რომ არ სჯეროდა დოკუმენტის აუთენტურობის. იკითხავთ — რატომ? ჩემთან მოსვლამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დალაპარაკებია, რომელთაც უთქვამთ  — ძნელი საქმეა, დიდ დროსა და ფულს მოითხოვსო. თანხას, რომელსაც მას სთხოვდნენ მთხოვნელს არ ჰქონდა და გარისკა პირდაპირ ჩემთან მოსვლა. დარწმუნებული ვარ, მას დღესაც არ სჯერა, რომ ნამდვილი და არა ყალბი დოკუმენტი მივეცი.

ტრამპი ფასს ადებს მის ძალისხმევას, რომელიც იოლად გასაკეთებელი არ არის და არც ძნელად გადასაჭრელია — სურვილის შემთხვევაში. ასეთი რომ ყოფილიყო, ა.წ. თებერვალში გადაწყვეტდა ის ზელენსკისთან თეთრ სახლში ლაპარაკის დროს —  ყოველგვარი კამათისა და დაპირისპირების გარეშე ტელეკამერებისგან განცალკევებულ ოთახში.

ტრამპი პოზიტიურად არის განწყობილი პუტინის მიმართ, რაც არაერთხელ დაადასტურა საჯარო განცხადებებში, მაგრამ იძულებულია დაიცვას გარკვეული ბალანსი მასა და „დიპ სტეიტს“ შორის, რომელიც ყველა მის ნაბიჯს აკრიტიკებს.

ზელენსკის ჰყავს თავისი მომხრეები ამერიკაში, განსაკუთრებით დემოკრატიულ პარტიაში და თვით ტრამპის რესპუბლიკელებში, ამდენად ტრამპი იძულებულია გაითვალისწინოს მათი აზრიც. აი, სწორედ აქ ჩანს ტრამპის სისუსტე, ზიგზაგური პოლიტიკა, აზრთა სწრაფი ცვლა, რასაც გაუგებრობა მოაქვს.

ალიასკაზე ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს პუტინმა უთხრა ტრამპს — შემდეგი შეხვედრა მოსკოვშიო. ტრამპმა — ოო, ეს უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ მისაღებიაო. დაახლოებით ასეთი იყო მისი პასუხი, გულწრფელი.

ტრამპი წინ იყურება — მომავალი შემოდგომისკენ, როდესაც დაიწყება საბიუჯეტო საკითხების განხილვა — ცხარე კამათით, დაპირისპირებით კონგრესში. მას მოჰყვება მომავალი წლის კონგრესის არჩევნებისთვის მზადება — ასევე მწვავე დაპირისპირებით. სრული შესაძლებელია დამარცხებულმა დემოკრატებმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართონ რესპუბლიკელებს და შედეგსაც მიაღწიონ — უფრო მეტი დემოკრატი კონგრესმენისა და სენატორის სახით, რასაც უდავოდ მოჰყვება ტრამპის მიერ დასახული გეგმების გაწყალება. ტრამპი დაკარგავს ისეთ ერთმმართველობას, როგორც დღეს აქვს, რაც გამოიწვევს რუსეთთან ურთიერთობების გაგრილებას.

ამიტომაც ცდილობს ტრამპი უკრაინის პრობლემების სწრაფ მოგვარებას. ამიტომაც აცხადებს, რომ ის უკვე მუშაობს პუტინ-ზელენსკის მოლაპარაკების გამართვაზე, შემდეგ მის ჩართვაზე ამ პროცესში. ამიტომაც დაურეკა მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ორბანს ბუდაპეშტში „სამეულის“ მასპინძლობისთვის.

ტრამპს ნობელის პრემია ელანდება და მზად არის ისეთი ვიდეო-კადრის შესაქმნელად, სადაც გაღიმებული „სამეული“ იქნება აღბეჭდილი, რაც უდავოდ იმოქმედებს ნობელის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტზე.

ოფიციალური მოსკოვი არ აფიქსირებს „სამეულის“ უმოკლეს დროში შეხვედრას, ვინაიდან პუტინის აზრით, მანამდე დიდი გზაა გასავლელი — რუსეთ-უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების სახით.

ვაშინგტონის შეხვედრის დროს ტრამპმა ზელენსკის უკრაინის რუქა აჩვენა, რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიებით. უნდა ვივარაუდოთ, რომ ტრამპმა ზელენსკის უთხრა — რა ტერიტორიები უნდა გადასცეს მან რუსეთს. როგორც ჩანს, ლაპარაკი შეეხო უკრაინაში არჩევნების ჩატარებას, ისე, როგორც მისთვის უსაფრთხოების გარანტიებს. საჯაროდ, თეთრ სახლს აღნიშნულის თაობაზე, გარდა უსაფრთხოებისა არაფერი უთქვამს.

ტრამპ-ზელენსკის საუბარს ევროპელები არ დასწრებიან. ისინი 2 საათის განმავლობაში ისხდნენ და ელოდნენ საუბრის დამთავრებას და მათთან ტრამპის შეხვედრას. აქვე აღვნიშნავ — ტრამპი არც ერთ მათგანს თეთრი სახლის შესასვლელში არ შეხვედრია. მათ თეთრი სახლის პროტოკოლის უფროსი შეხვდა, რაც დამამცირებელია ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურისთვის.

ვინ აყურყუტა ტრამპმა?

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი, გერმანიის კანცლერი მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მელონი, ფინეთის პრეზიდენტი სტუბი, ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატოს გენერალური მდივანი რიუტე.

რატომ ჩავიდნენ ისინი ვაშინგტონში?

ზელენსკის მხარდასაჭერად და ტრამპის, ბაიდენის პოლიტიკურ რელსებზე გადასაყვანად. ყველა ისინი „ლილიპუტებივით“ ჩანდნენ გოლიათის წინაშე. ტრამპი, მართლაც გოლიათად გამოჩნდა სტუმრების ფონზე. საუბრის დასაწყისში ტრამპმა დამსწრეთა გვარები წაიკითხა — თავისებური ქილიკით, ჟარგონზე შაყირით. სტუბი, რომელიც მის წინაშე იჯდა, „ვერ შენიშნა“ და აქეთ-იქით დაიწყო ძებნა, ვიდრე სტუბმა არ თქვა — აქ ვარო.

სკოლა გამახსენდა — გაკვეთილის წინ მასწავლებლის მიერ სიის ამოკითხვით და მოსწავლეთა პასუხი — „ვარო“. ტრამპმა გვერდით მჯდომ მელონის უთხრა — წარმატებული პრემიერი ხარ, თანაც დიდი ხნის, ვინაიდან თქვენს ქვეყანაში პრემიერები სწრაფად იცვლებიანო.

ევროკავშირის თავმჯდომარე ურსულას მაგიდის კუთხეში გამოუყვეს ადგილი, არადა ფიქრობდა ტრამპის გვერდით ჯდომაზე.

პირადად ჩემზე ევროპელებმა თავიც შეირცხვინეს და ქვეყანაც. მათი პოზიცია, განსაკუთრებით მერცისა და მაკრონის, იყო ის, რაც მანამდე — მილიტარისტული, რუსეთის დასჯა, ტერიტორიების დაბრუნება, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ხელშეკრულების შემდეგ ევროპის ქვეყნების სამხედრო ნაწილების განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე და სხვა.

საუბრის დროს ტრამპმა ისინი მიატოვა — პუტინთან დასაკავშირებლად, რომლის დროს მან პუტინს მოუყვა ზელენსკისთან საუბარი — 40 წუთის განმავლობაში, რის შემდეგ ის დაბრუნდა ევროპელებთან საუბრის გასაგრძელებლად. გააგრძელა და უმალ დაასრულა.

„ამაყმა“ ევროპელებმა თეთრი სახლი დატოვეს.

ზელენსკის მხარდასაჭერად ვაშინგტონში გამგზავრება არ გამოვიდა ისეთი, როგორიც ევროპელებს სურდათ. თვით იდეა იყო მარცხის შემცველი, დამამცირებელი ევროპისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს არ ანაღვლებთ, მაგრამ ქვეყნებსა და ხალხებს ამ ქვეყნებში მცხოვრებთ?

დასავლურმა მედიამ გულდაგულ გამოაქვეყნა საზოგადოების წარმომადგენლების უაღრესად კრიტიკული განცხადებები ევროპელ ლიდერებთან მიმართებაში გამოთქმული. ყველა ისინი აცხადებენ, რომ საწყლად გამოიყურებოდნენ ტრამპთან შეხვედრის დროს.

ვაშინგტონში მყოფმა ევროპელებმა ძველებური მიდგომა დააფიქსირეს უკრაინის ომთან დაკავშირებით — სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ უკრაინაში ევროკავშირის მინიმუმ 10 ქვეყნის ჯარის შეყვანა, უკრაინის არმიის წვრთნა, მისი  შეიარაღება, ფინანსურ-ლოჯისტიკური დახმარება, რაც ძირფესვიანად განსხვავდება მოსკოვის მოთხოვნებისგან — დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, რუსული ენის დაცვა ისე, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის, ნეიტრალური სტატუსი და რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების აღიარება, თვით რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების გამოცხადება.

პუტინი ამ მოთხოვნებს ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაც აყენებდა, თუმცა უშედეგოდ. ვაშინგტონმა არ გაიზიარა პუტინის წინადადებები და უკრაინის ომისკენ წაქეზება გადაწყვიტა იმის იმედით, რომ რუსეთი დამარცხდებოდა.

7 თვეზე მეტია ბაიდენი აღარ არის, მაგრამ მისი მზაკვრული პროექტი მოქმედებაშია და დიდ თავსატეხს უჩენს ტრამპს, მის ადმინისტრაციას, ნატოს და ევროკავშირს.

ნატო და ევროკავშირი ისეთ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობაში აღარ არიან ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან. მათთვის პრობლემაა ტრამპის მოთხოვნების გაზიარება — სამხედრო ხარჯების 5%-ით გაზრდა, სავაჭრო ტარიფების გადახდა, უკრაინის პრობლემების საკუთარ თავზე აღება და სხვა. მაგრამ რა გაეწყობა ვაშინგტონის წინაშე ისინი უძლურნი არიან — სუვერენულობააყრილნი. ერთადერთი იმედი მათი ისაა, რომ დრო გაჭიმონ — 3,5 წელი, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. მათ იმედი აქვთ, რომ ტრამპის ნაცვლად დემოკრატების კანდიდატი გაიმარჯვებს და ოთხწლიანი გაუსაძლისობა, სიამტკბილობით შეიცვლება.

დღევანდელი ევროპელი პოლიტიკოსები აგრესიულები, დემოკრატიულობისგან დაცლილნი, ცრუნი და კორუმპირებულნი არიან, ამასთანავე დაბალი განათლებისანი, რაც მათ ხელს კრავს ილაპარაკონ და იმოქმედონ საკუთარი ქვეყნის, ხალხის, მშვიდობის საწინააღმდეგოდ. რომ იტყვიან, სწორედ ისინი არიან „ომის პარტიის“ წარმომადგენლები. ასეთთაგან სიკეთეს არ უნდა ველოდეთ. ასეთთან დისტანციური ურთიერთობები უნდა გვქონდეს და გამუდმებით არ უნდა ვიძახდეთ ევროკავშირში გაწევრებაზე.

ევროპელები გვემუქრებიან — ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, თუ მიღებულ კანონებს არ გავაუქმებთ, პატიმრებს არ გამოვუშვებთ და ლგბტ-ბას არ ვაღიარებთ.

ევროპელები გვეუბნებიან — თუ ამას არ შეასრულებთ, ევროსაბჭოდან გაგაგდებთო. მათ მონა საქართველო უნდათ, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გარეშე, ბრიუსელის ბრძანებების უყოყმანო შემსრულებელი. ასეთი ევროპული ოჯახი არ უნდა იყოს მისაღები საქართველოსთვის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

21/08/2025